შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-9)


10-07-2018, 11:33
ავტორი M.R
ნანახია 1 253

- დამტოვე კარენ.. - ქერა ხმის ამოუღებლად გავიდა.
- ამის დედაც! - ყველაფერს მოუსვა ხელი რაც მაგიდაზე იყო და დაბლა გადაყარა
…- მარტო ვარ.. -რა?
...- თქვენ მითხარით, რომ მარტო არ ვმუშაობ, მაგრამ მე მარტო ვარ და ამის გამოსასწორებლად არაფერის გაკეთება არ შემიძლია.
..- მომეცით შანსი!..
-..მასწავლე რას ნიშნავს ერთად!
- ჯანდაბა! - სკამს ფეხი წაკრა და გადააქცია. გაცეცხლებული იყურებოდა აქეთ-იქით.
..გაეთრიე აქედან!...და თვალით აღარ დამენახო!
დაბლა დაჯდა, თავი შუშის კედელს მიადო და თავი ხელებში ჩარგო
- ამის დედაც გასანოვ..-

კარენი სკამზე ჩაესვენა. თვალებიდან არ სცილდებოდა როუზის სახე.თავი მაგიდაზე დადო და ცრემლები ჩამოუგორდა.
...მითხარი რამე! რატომ არ იღებ ხმას, მიდი გაიმართლე რამით თავი, თქვი რამე!
-....ბოდიში -
-..რატომ როუზ...რატომ..-

- დაიკო ადექი ახლავე - საბნის გადახდა სცადა ელიმ, მაგრამ როუზს ისე მაგრად ეჭირა, რომ ვერ შეეძლო.
- არ მინდა..- გაისმა საბნიდან.ელიმ თვალები გადაატრიალა
- ნუ იქცევი 2 წლის ბავშვივით. ახალავე ადექი და მომიყევი რა მოხდა გუშინ, რატომ მოხვედი სახლში ღამის ორ საათზე, ჩაწითლებული თვალებით. რამე მოხდა სამსახურში?
როუზი გაიტრუნა. ელიმ ამოიოხრა - რა მოხდა მითხარი. - წითურმა წამოიხადა საბანი
- სამსახური აღარ მაქვს - ელი გაშრა - რა? რატომ? რა მოხდა - როუზმა ამოიოხრა და დაღლილი თვალებით ახედა - ..მე მათ იმედები გავუცრუე ელი. უნდა გენახა კარენის სახე, როგორ მიყურებდა. აგხხხ! - თმები აიწეწა - ამის შემდეგ, ვეღარასდროს შევძლებ თვალებში ჩახედვას - ცრემლები მოეძალა.
-ჩჩჩჩ..- თავისკენ მიიზადა ელიმ და ხელები ნაზად მოხვია - დამშვიდდი..ნუ ტირი. ყველაფერი კარგად იქნება
-.. არ იქნება...აღარაფერი იქნება კარგად წრიპა… - ძლივსღა ამოიტირა. ელიმ უფრო მაგრად მოხვია ხელები -ჩჩჩჩ..დამშვიდდი. - თვითონაც ცრემლებით აევსო თვალები, თავისი და ასეთ დღეში, რომ დაინახა.
-..ძალიან მწუხვარ..ყოველივე ამის გადატანა რომ გიწევს - დაუჩურჩულა.

.- დილა მშვიდობისა უფროსო - დატენ თავი დაუქნია - დილა მშვიდობისა - ლიფტით მეშვიდე სართულზე ავიდა. სწრაფად გადაჭრა დერეფანი და როუზის კაბინეტის კარი შეაღო.
- გასანოვ- თუმცა იქ არავინ დახვდა, მხოლოდ ცარიელი ავეჯი.
- ...ის აღარ მოვა. - დანტე შეატრიალდა . - რას ნიშნავს აღარ მოვა.
კარენმა თვალები დაბლა დახარა - დღეს დილით მისმა დამ წერილი დამიტოვა განთავისუფლების შესახებ და მთხოვა თქვენთვის გადმომეცა - გაუწოდა წერილი, დანტეს თვალები დაუბნელდა
-..ესეიგი ბოლოს მაინც მე გავიმარჯვე ჰაჰ - ჩუმად ჩაილაპარაკა. ნელი ნაბიჯით შევიდა თავის კაბინეტში და დახურა კარი. წერილი მაგიდაზე დადო, თვითონ კი სკამზე ჩამოჯდა და როუზის კაბინეტს გახედა. ხელი შუბლზე გადაისვა.
..როგოც იქნა წავიდა, ჩემი საწადელი ავისრულე, ...მაგრამ რატომ არ ვარ ბედნიერი..რატომ ვგრძნობ თავს ისე, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დავკარგე..
რატომ....
- უფროსო - კაბინეტში კარენი შემოვიდა. - რა არის
- შეხვედრა გაქვთ 2 წუთში და შემდეგ ახალი ასისტენტის თანამდებობაზე რამოდენიმე კანდიდატს უნდა შეხვდეთ.
- გასაგებია. -
….ახალი ასისტენტი …

- რა კარგია ცივი სასმელი ამ ცხელი ზაფხულის დროს - კიდევ ერთი ყლუპა მოსვა და ბოთლს ხელები მოუჭირა, რომ გაგრილებულიყო.
- შეამჩნიე? უფროსი დღეს ძალიან დაბღვერილი დადის - მოისმა გვერდითა მაგიდიდან
- მართალი ხარ, შეხვდრაზეც ეტყობოდა, რომ საერთოდ არ უსმენდა რას ამბობდნენ, უბრალოდ თავს უქნევდა შიგა და შიგ.
- დღეს ის გოგოც არ მოსულა…
- ვინ?
- აი ის წითური, უფროსის ასისტენტი
- ისე მართალი ხარ, დღეს საერთოდ არ დამინახია…
- შენი აზრით ეს ყოველივე ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
მხრები აიჩეჩა ერთ-ერთმა - ვინ იცის
- ..როუზი არ მოსულა? - სწრაფად წამოდგა მაგიდიდან და კარენის კაბინეტისკენ გაემართა.
- კარენ! - ქერამ ფურცლებიდან აიხედა - რა გინდა ჯენი -
- როუზი...როუზი დღეს არ მოსულა? - ქერამ ამოიოხრა - არა და არც აღარასდროს დაბრუნდება. ჯენის თვალები გაუფართოვდა - ..რას ამბობ? ..რა მოხდა?
კარენმა ისევ ფურცლებს ჩახედა - მან ისეთი შეცდომა დაუშვა რაც არ უნდა დაეშვა -
ჯენის მოთმინების ფიალა აევსო - კარგად ამიხსენი კარენ, გამოცანებით ნუ მელაპარაკები-
კარენი გაღიზიანდა - რაში გაინტერესებს! შენ არ იყავი ქარხანაში, რომ დატოვე გასაყინად. იმ ბერიკაცს, რომ არ ენახა, ალბათ მთელ ღამეს იქ გაატარებდა. ნუ მოგაქვს თავი თითქოს ძალიან ზრუნავ მასზე, როცა სინამდვილეში ეს ერთი დიდი ფარსია -
ჯენიმ თვალები დაბლა დახარა - ..მისმინე, ვიცი, რომ ნამდვილი ნაგავივით მოვექეცი, მაგრამ მაშინ ტვინი არეული მქონდა. როცა გავიგე, რომ სკოლა დაუმთავრებელი მიიღეს ჩემზე მაღალ თანამდებობაზე, გონება დამიბნელდა, თავი მოტყუებულად და დამცირებულად ვიგრძენი. მინდოდა ვინმეს ამ ყველაფერზე პასუხი ეგო და როუზი ამოვიღე მიზანში, ...მაგრამ ეს შეცდომა იყო. შენ მართალი იყავი, ის არაფერ შუაშია...ისიც ჩემსავით მსხვერპლია ამ უსამართლო ცხოვრების - კარენი სულგანაბული უსმენდა, ბოლოს ამოიოხრა - ფურცელი...ფურცელი, რომელზედაც კომპანიისთის მნიშნვნელოვანი ინფორმაცია ეწერა, მისი წყალობით რამის არასასურველი ადამიანის ხელში მოხვდა, ბეწვზე გადავრჩით. ეგ ფურცელი დერეფანში, დაბლა ეგდო, როცა მისტერ ჯეისონმა, უფროსის ბიძამ, იპოვა . შემდეგ კაბინეტში შეუვარდა ვინს და ეჩხუბა. - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა - ფურცელი?
კარენმა თავი დაუქნია - ხო, სანამ ეს ყოველივე მოხდებოდა, ცოტა ხნით ადრე როუზს ჩეკების დაწებება დავავალე ფურცლებზე. მან შემთხვევით სხვა ფურცლები გამოიტანა უფროსის კაბინეტიდან, როცა ვუთხარი, რომ ეს დოკუმენტები მნიშვნელოვან ინფომაციას შეიცავდნენ, მაშნვე მაგიდის კიდესკენ გასწია და სხვა ფურცლები გამოიტანა, რომელიც გამოუსედაგარი იყო. არ ვიცი როგორ მოხვდა ეს ფურცელი დერეფანში, ….ალბათ როცა დაწებებული ჩეკები მიჰქონდა, სიჩქარეში ერთ-ერთ მათგანი შეყვა.
- ..ფურცელი.. - ჩაილაპარაკა ჯენიმ
..როუზ..შეგიძლია წებო მათხოვო...რაღაც უნდა დავაწებო დოკუმენტებზე…
...მაგიდაზე და აიღე..
.მოიცა მაშინ, როცა დოკუმენტები მოვკრიფე….ის ფურცლებიც იქვე იდო
-..კარენ დერეფანში კონკრეტულად სად იპოვა...- ქერა დაფიქრდა - ..როგორც გავიგე მენეჯერ კიმის კაბინეტის ახლოს.
ჯენის სუნთქვა შეეკრა, ხელი ტუჩებზე მიიდო. კარენი შეცბუნდა - ..ჯენი კარგად ხარ?ფერი აღარ გადევს სახეზე.
თავი ძლივს დაუქნია - ..კი..უბრალოდ სული შემეხუთა ..ცოტა ხანი უნდა გავიდე - ქერას პასუხს არც კი დალოდებია ისე გავარდა.
...ღმერთო ჩემო ეს მე ვიყავი...მე დამივარდა ის ფურცელი…

- ამის დედაც, მეყოფა ამდენი დრამა - სწრაფად წამოდგა წითური საწოლიდან, უკვე შუა დღე იყო. ხელში რაც მოხვდა ის ჩაიცვა და გარეთ გავიდა. საშინლად ცხელოდა, იქვე პატარა მაღაზიაში წვენი იყიდა და გზას გაუყვა. იქ მიდიოდა სადაც ფეხები წაიყვანდნენ, სადაც ცოტა მაინც იგრძნობდა შვებას, სადაც ცოტა ხნით მაინც დაივიწყებდა ყველაფერს, საკუთარი თავის ჩათვლით.

- უფროსო, პირველი კანდიდატი მზადაა გასაუბრებისთის - კარებიდან აცნობა. დანტემ თავი დაუქნია
- შემოვიდეს - კალამი მოიმარჯვა. კარები გაიხსნა საშვალო სიმაღლის, არც ისე გამხდარი შავგრემანი გოგონა შემოვიდა. დანტეს ახედა თუ არა, გოგონა როგორც პამიდორი ისე გაწითლდა.
- დაბრძანდით - სკამზე ანიშნა. გოგონა დაჯდა.
- თქვენი სახელი - გოგონამ პირი გააღო, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობსო, ბოლოს ძლივს წარმოთქვა თავისი სახელი - ქ-ქეთი -
- თქვენი რეზიუმე - ხელის კანკალით მიაწოდა ფაილი , დანტემ სწრაფად გადაშალა და ჩაიკითხა. ...ჰმმ ძალიან კარგი რეზიუმე აქვს ...ზედმეტად კარგიც კი..
როუზი გაახსენდა…..ინგლისურის არ ცოდნა და კომპანიაში მოშაობის არანაირი გამოცდილება ქონა ეს უკვე იშვიათი მოვლენაა დღესდღეობით, ასე არ ფიქრობ? …….
- რას აკეთებდით სანამ აქ მოხვიდოდით? - გოგონამ ისევ დაბლა დაიხედა - ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი ასისტენტად -
………..რას აკეთებდი სანამ აქ მოხვიდოდი
…………არაფერს.
- მითხარით რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში?- გამომცდელად შეხედა. გოგონა დაიბნა. - ი-იმიტომ რომ ჩ-ჩემი რ-რეზიუმე თ-თქვენს ყველა მოთხოვნილებას ა-აკმაყოფილებს - დანტემ უინტერესოდ შეხედა.
- რითი გამოირჩევით სხვებისგან? რა გაქვთ მათთან შედარებით განსაკუთრებული.
გოგონა კიდევ უფრო დაიბნა - ...მ-მე ხომ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება მაქვს..
...მოსაწყენია..
…..-ძალიხმევა!
…….რა?......მე არასდროს მიმუშავია ისე, რომ მთელი ძალები გამომეყენებინოს...ამიტომ...ამიტომ ჩემი ძალიხმევა სუმლთლად გამოუყენებელი და ახალი ბრენდია
დანტეს ჩაეცინა.
- იცი შენი წინამორბედი, მართლაც, რომ უჩვეულო ადამიანი იყო. შენ მასთან შედარებით მოსაწყენი ხარ.- გოგონა ამის გაგონებაზე ადგილზე გაიყანა, მერე თვალები ცრემლებით აევსო და აქვითინდა.
დანტემ ამოიოხრა - ..და მასთან შედარებით ძალიან მარტივად ტირი. კარენ! - ქერამ თავი შემოყო - გააცილე - გოგონა ძლივს ადგა სკამიდან, ისევ ქვითინებდა.
-აქეთ გთხოვთ - მიუთითა ქერამ და როგორც იქნა გაიყვანა კაბინეტიდან.
- შემდეგს დაუძახე - კარენმა თავი დაუქნია გავიგეო. კიდევ გაიღო კარი და ახლა ქერა, მაღალი, ძალიან გამხდარი გოგო შემოვიდა.მოკლე კაბა სხეულზე მოტმასნოდა. თვალები აღარ უჩანდა ამდენი მაკიაჟისგან. იმხელა ქუსლებზე იდგა, დანტემ იფიქრა ან ეხლა წაიქცევა ან ეხლაო. ეტყობოდა ნამდვილი ქერა არ იყო, თმებიც არაბურებრივად დაესწორებინა და თვალებში ლურჯი ლინზები ქონდა გარჭობილი.
….დანტეს როუზი გაახსენდა, მათი პირველი შეხვედრისას. თვალწინ დაუდგა მასზე ერთი თავით დაბალი გოგონა, ვარდივით ხასხასა წითელი თმებით და ზღვაზე უფრო ლურჯი თვალებით, რომელშიც ასე ხშირად იძირებოდა.უბრალო მაიკით, დახეული კეტებითა და გაცვეთილი ჯინსით…..
- გამარჯობათ.. - ტუჩები უცნაურად მობრუცა. დანტემ სკამზე მიუთითა. ქერამ ძლივს მიაღწია სკამამდე, ბოლოს ძლივს დაჯდა.
- თქვენი სახელი
- ანუჩკა - ფეხი ფეხზე გადაიდო, უნდოდა ეს ყოველივე სექსუალურად გაეკეთებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, დანტეს თვალში ნამდვილი ტყლარწი გამოჩნდა.
- თქვენი რეზიუმე
ქერამ გაკვირვებისგან ტუჩები დაბრუცა. - რეზიუმე? მე მეგონა ჩემი სხეულიც საკმარისი იქნებოდა, რომ სამსახურში აგეყვანეთ . მე ხომ ასეთი სექსუალური ვარ.- თმები მხრებიდან გადაიყარა
დანტეს ამ სიტყვებზე ტუჩები დაებრიცა და სასაცილო სიფატი მიიღო - მერწმუნეთ თქვენ ყველაფერი ხართ, სექსუალურის გარდა.
ქერას დაბრუცული ტუჩები სახეზე შეახმა. მერე სიფატი გაუმწვანდა, თითქოს რამე აყროლებული ეჭამოს.
- კარენ! - კმაყოფილი ღიმილით გასძახა, კარენი სასწრაფოდ შემოვიდა - გააცილე, ჩვენი ფსევდო სექსუალური გოგო !
კარენს დანტეს ნიკნეიმზე სიცილი წასკდა, ქერამ გველური სიფათით შეხედა. წამოდგა და ძლივს გალასლასდა.
-შემდეგი -
ახლა შავგრემანი გრძელთმიანი გოგო იყო. ნოლმალურად ეცვა და წინანდელივით არ იტყლარწებოდა.
“..ეს ყველაზე ნორმალური ჩანს “ გაიფიქრა დანტემ. გოგონა დაჯდა.
- თქვენი სახელი.
- შეგიძლია ფისო დამიძახო საყვარელო - ენით აილოკა ტუჩები და თითი პირში გაიჩხირა. დანტემ წარბები ასწია - რა თქვით?
გოგოს თვალის ჩაკვრის მცდელობა ფატალური აღმოჩნდა, დანტემ თვალები გადაატრიალა - შემდეგი!
-სახელი
- რა იყო პატარა ბიჭო რამე პრობლემა გაქვს?! გინდა ჩავიკუზოთ და იქ გავარჩიოთ!
-შემდეგი.!
- სახელი..
- მიყვრახართ! - მისკენ გაქანდა, უნდოდა ეკოცნა, მაგრამ ფეხი გადაუტრიალდა და თავით წავიდა. დანტეს მაგიდის წინ გაიშხლართა
- შემდეგი! კარენი შემოვიდა და ფეხით გაათრიე დაბლა გაშხლართული, თან სიცილით კვდებოდა, დანტეს სიფათი, რომ დაინახა - დღეისთსი სულ ეს იყო სერ -
დანტემ ხელი შემოირტყა შუბლზე - ამისე დედაც კარენ...თუ კიდე მოვლენ ასეთი, მაშინვე გაუშვი უკან. -
ქერას ამდენი სიცილისგან ცრემლები წამოუვიდა - უფროსო, თქვენი სიფათი უნდა გენახათ!- დანტეს ჩაეცინა. - ჯანდაბა კარენ… მე გასანოვი მეგონა არანოლმალური, ვინ წარმოიდგენდა, რომ ის ყველაზე ნორმალური იქნებოდა. - კარენი როუზის ხსენებაზე დანღვლიანდა.
- ის..მართლაც, რომ განსხვავებული იყო .. მენატრება - დანტე დადუმდა.
-...მეც კარენ,..მეც -

ჯენი თავის ოთახში ბოლთას სცემდა და ბრჩხილებს იკვნეტდა ნერვიულობისგან.
….ეს მე ვიყავი….მე შემყვა ის ფურცელი და მე დამივარდა დერეფანში...როუზი უდანაშაულოა…
ხელები მაგიდაზე დაარტყა - ..ჯანდაბა..-
...მას არ მოსწონხარ ასეა?
...მოწონებაზე არ არის, იგი მხოლოდ იმ როუზს სცნობს, რომელიც რეზიუმეს ფურცელზე ამოიკითხა.მე კი მინდა, მას მთლიანი შედევრი ვუჩვენო. დავანახო ნამდვილი როუზი, რომელსაც გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე რაღაც ნაგლეჯზე წერია….
...ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი?
...რომ გქონდეს გეტყოდი?
-აგხხ..ამის დედაც...არა, ასე არ იქნება სწორი, ახლავე უნდა ვუთხრა ვინს და როუზის სახელს ჩამოვრეცხო ეს ლაქა.- უცბად გავრდა კაბინეტიდან, კარებიც კი არ დაუხურია.
კარებზე დააკაკუნა.
- მორძანდით - გაისმა ბოხი, ოთახის მეორე მხრიდან.
ჯენიმ ნერწყვი გადაყლაპა და შეაღო კარი.
- ჯენი? რა მოხდა? - ლურჯთმიანმა თავი მაღლა ასწია და თვალებში ჩახედა - რაღაც მინდა გითხრათ..ეს როუზს ეხება - დანტემ, როუზის ხსენებაზე, ინტერესით შეხედა.
- ყურადღებით გისმენ -

ღამის თერთმეტი საათი იყო.. როუზი კი ისევ უცნობ ქუჩებში დაეხეტებოდა. გარშემო არავინ იყო, მხოლოდ ლამპიონები ენთო.
….როგორ მომენატრა ეს გრძნობა..ასე ხეტიალა და ფიქრი ათას რამეზე…
ნესტოები დაბერა და შეისუნთქა, ღამის ცივი ჰაერი. ქალაქში სადაც ყველა სადღაც გარბის, სადაც ყველას სადღაც ეჩქარება, ძნელია იპოვო სიწყნარე, რომელიც ასე გვჭირდება ადამიანებს, რომლებიც ასეთ ქაოსში ვცხოვრობთ….სიწყნარე, თუმცა ახლა ისეთი ქაოსია ჩვენში, რომ სიჩუმისაც კი გვეშინია...ზოგჯერ ისეთი სიმარტოვის შეგრძნება მეუფლება, რომ ამ სიმარტოვეს ჩემთვის ახლობელი ადამიანებიც კი ვერ ავსებენ..ზოგჯერ საკუთარი თავისაც კი მეშინია, თითქოს საკუთრმა თავმაც მიმატოვა. ეს ყველაზე უმწეო მდგომარებაა, რაც კი ცხოვრებაში გამომიცდია, ხან და ხან იმასაც ვეღარ ვიგებ რომელია, ჩემი ნამდვილი მე. ვაღიარებ მეშინია..ზოგჯერ ისე ძალიან მეშინია, რომ კანკალს ვიწყებ, მაგრამ მაინც არ ვნებდები...მივუყვები ძველისძველ, მიყრუებულ ქუჩებს, რომ ის ვიპოვო, რაც ასე ძალიან ენატრება ჩემს სულს, რომელიც ასე უმწეოდ დაეხეტება მიტოვებულ ადგილებში, იმის იმედით, რომ მას იპოვის.
კიდევ დაუბერა ქარმა…სიცივემ, ძვლებში გაატარა.
..როცა ასე უმწეოდ იგძნობ თავს, დაიმახსოვრე, რომ მარტო არ ხარ. დარწმუნებული იყავი, რომ ამ ნეხვში მარტო არ ხარ, მეც მანდ ვარ გაჭედილი. შეიძლება შენ ვერ მხედავ, მაგრამ მეც მანდ ვარ დამიჯერე. და რადგანაც ამ ნაბიჭვარ სამყაროში ერთად ვართ გაჭედილები, შეგიძლია მხარზე თავი დამადო და იმდენი იტირო რამდენიც გინდა. შეგიძლია ყველაფერი მითხრა, მომიყვე შენი ყველაზე დიდი შიშების შესახებ, მე კი გულისყურით მოგისმენ და ერთ რჩევას მოგცემ, მათ არ მოუსმინო, ისინი მხოლოდ უკან დაგხევენ, დაიმახსოვრე შენ მათზე ძლიერი ხარ და თუ მათ გადალახავ, მერწმუნე შენი ცხოვრება უკეთესი გახდება...დამიჯერე მეგობარო.
ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა, სწრაფად ამოიღო ჯიბიდან - გისმენთ
-..გასანოვ - გაისმისა მეორე მხრიდან ბოხი ხმა. როუზს სუნთქვა შეეკრა..
-...ვინ - დაიჩურჩულა.
- ..უნდა შევხვდეთ, სალაპარაკო გვაქვს, სად ხარ ახლავე მანდ მოვალ - როუზი ჯერ კიდევ გაკვირვებული იყო ვინის ზარით, მერე აქეთ- იქით მიმოიხედა - ..მე..არ ვიცი სად ვარ -
- ..რა? - წითურმა შუბლზე შემოირტყა ხელი, კიდევ ერთხელ მიმოიხედა აქეთ-იქით და ეცნო ეს ადგილი
...ეს ხომ შარდენია..
- შარდენზე, შარდენის ქუჩაზე ვარ - დანტემ ჩაიცინა.
- ..გასანოვ არ იცვლები, ყოველთვის მაკვირვებ - როუზსაც გაეღიმა. - მანდ დამელოდე, მოვდივარ - წითურმა ტელეფონი გაუთიშა და იქვე ჩამოჯდა.
- ნეტა რა საქმე აქვს, - ქარმა ისევ დაუბერა, როუზს გააჟრჟოლა - წავალ ცხელ ყავას მაინც ვიყიდი, რომ გავთბე - ახლომდებარე, კაფეში შევიდა.

დანტემ სწრაფად ჩაირბინა კიბეები.
გახსენება:
-ყურადღებით გისმენ -
ჯენიმ ღრმად ჩაისუნთქა -.როუზი..ის უდანაშაულოა, მას არ დავარდნია ფურცელი დერეფანში, ეს მე ვიყავი - დანტეს თვალები გაუფართოვდა -..რა თქვი..ეს როგორ შეიძლება, ის ფურცლები მის კაბინეტში იყო- ჯენიმ კეფაზე მოისვა ხელი
- მაგ შემთხვევიდან, ცოტა ხნით ადრე როუზსთან მივედი წებოს სათხოვნად, ის ფურცლებიც იქვე მაგიდის კიდეზე იდო. როცა მოვრჩი საქმეს და დოკუმენტებს ვკრეფდი, სიჩქარეში ერთი ფურცელი შემიყვა, სწორედ ეს ფურცელი დამივარდა დერეფანში. - დანტე ადგილზე გაიყინა
ახლანდელი დრო:
...გასანოვი უდანაშაულოა..თავში სულ ეს უტრიალებდა..
ვერც კი მიხვდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეღიმებოდა.
სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და შარდენზე გასწია. სულ რაღაც ოცი წუთი დასჭირდა იქ მისასვლელად. საჩქაროდ გადმოვიდა მანქანიდან და იქავრობა მოათვალიერა.
გზას გაუყვა, თან და თან ნაბიჯს აუჩქარა. ბოლოს სირბილი დაიწყო
…..ბოდიში მაგრამ აქედან წასვლას ჯერ არ ვაპირებ..
…..ნუ მეთამაშები გასანოვ..

უცებ წითელ თმას მოკრა თვალი და წამსვე გაჩერდა.წითური რამოდიმე მეტრში იჯდა, მისგან ზურგით. ისევ ისეთი უბრალო, უგემოვნო მაიკა ეცვა, თმებიც ისევ ისეთი გაბურძგნული ქონდა.
…..როგორ ვერ მივხვდი..
ახლოს მივიდა - გასანოვ..- როუზი მოტრიალდა.
….რომ მხოლოდ შენ მჭირდები..
-..დანტე - რამოდენიმე წუთი ასე უყურებდნენ ერთმანეთს.
-..მინდა დაბრუნდე..- ხრიწიანი ხმით წარმოთქვა მამაკცმა. გოგონა ჯერ გაუოცებული უყურებდა, მერე თვალები დაბლა დახარა.
-..არ შემიძლია, მე იმდები გაგიცრუეთ, იქ ვერ დავრუნდები - დანტემ მშვიდი გამომეტყველებით შეხედა -..ეს შენ არ ყოფილხარ. - წითურს თვალები გაუფართოვდა და სწრაფად ახედა - რა გულისხმობ -
- შეცდომა ჯენიმ დაუშვა და არა შენ...როცა წებოს სათხოვნელად მოვიდა, მას შეჰყვა ის ფურცელი და მასვე დაუვარდა. - როუზის თვალები ღამის შუქზე უფრო ლურჯად კაშკაშბდნენ. - ...მითხარი, რომ მას არ გაბრაზებიხარ, ხომ გესმის რომ ეს მისი ბრალი არ იყო - დანტე თვალს არ აშორებდა.
- ..უჩვეულო ხარ..იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავზე იდარდო, სხვაზე დარდობ..-
როუზი ისევ მას უყურებდა. - ..მჭირდები გასანოვ..- ჩუმად წარმოთქვა ეს სიტყვები.
-...კარგად დაფიქრდი ეს შენი ბოლო შანსია ჩემგან რომ განთავისუფლდე, გამოიყენე და წადი...ჩემს საქმეს ართულებ ვინ, მე გადავწყიტე გაგიშვათ - თვალებშ ნაღველი ჩეღვარა - შენ კი აქ მოდიხარ და მეუბნები, რომ გჭირდები… არ გესმის თუ დავბრუნდები და თუ შემდეგ მეტყვი, რომ ყოველივე ეს ტყუილი იყო, უკან დასახევი გზა მოჭრილი მაქვს რადგან უკვე ძალიან ღრმად შევტოპე, - ცრემლნარევი თვალებით ახედა -თქვენ, ყველას გაშვებას ვეღარ შევძლებ.
-..ეს შენთვის არ მითქვამს, მაგრამ სანამ შენ შეგხვდები მარტო ვიყავი. ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი. ყველას უნდოდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ სინამდვილეში მათ ჩემი ძალაუფლება, ფული და გარეგნობა აინტერესებდათ, ისინი არასდროს ცდილობდნენ გაეგოთ ვინ იყო სინამდვილეში დანტე ვინი. შემდეგ გამოჩნდი შენ როუზ გასანოვ, გოგონა ხასხასა დაუმორჩილებელი თმებითა და უკეანეზე უფრო ლურჯი თვალებით, რომელსაც ეს ყოველივე ფეხზე ეკიდა. აქამდე ყველას ეშინოდა ჩემი, ვერავინ ვერ ბედავდა საკუთარი აზრის გამოთქმას ჩემი თანდასწრებით, შენ კი არ შეგშინებია, წინ დამიდექი და პირში მომახალე რასაც ფიქრობდი. გითხარი წადი მეთქი, მაგრამ შენ ფურცელი სახეში ამიფრიალე. გითხარი ინანებ მეთქი, მაგრამ წარბიც არ შეგხრია. გითხარი შანსის ღირსი არ ხარ მეთქი, მაგრამ დამიმტკეცე, რომ იყავი. გახსოვს მითხარი მარტო ვარო, მე მაშინ თვალებში ჩაგხედე და მართლაც დავინახე ის რასაც მე ასე კარგად ვცნობ......მჭირდები როუზ, შეიძლება ბევრჯერ ვკამათობთ, ერთმანეთზე ვბრაზდებით და ვაღიზიანებთ ერთმანეთს..მაგრამ შენ, როცა ჩემს გვერდით ხარ, ვგძნობ, რომ მეც ცოცხალი ვარ, გულში უცნაური სითბო მეღვრება..ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირ მარტოსულ ახირებულ ადამიანს შვხვდი. - როუზი ცრემლნარევი თვალებით უყურებდა და პატარა ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. დანტეს თვალებში ათასი სხვადასხვა ამოცია ირეოდა.
- ..როგორც ჩანს, ბოლოს მაინც მე მოვიგე.. - ხუმრობით გარტყა მუშტი მკლავში. დანტემ ჩაიცინა - ...ვაღიარებ დამარცხებას ..- როუზმა გვერდზე მიიწია. დანტე ჩამოჯდა.
-..ყავა?
-..ჩემთვის როდისღა იყიდე - გაკვირვებულმა გადახედა. როუზმა მხრები აიჩეჩა - ვიფიქრე, მოგინდებოდა, შენი საყვარელია. შავი, უშაქრო. - დანტე გაშტერებული მისჩერებოდა ყავის ჭიქას, მერე სიცილი აუვარდა, როუზი გაკვეირვებული მიაჩერდა, კარგად ხანი უყურა დანტეს, ბოლოს თვითონაც წასკდა სიცილი.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian miyvars es istoriaaq, da sul velodebii, martalia ver vqxerxeb komentaris datovebas, ziritadad cali xelit michiravs telefoni, chemi bavshvi arafers armaclis, magram axla szinavs da mqonda shesazleblobaaa, kargad cerr, sigrmiseuladd, imedia male dadeb momdevnossssss

 


№2  offline წევრი M.R

Qeti qimucadze
Zalian miyvars es istoriaaq, da sul velodebii, martalia ver vqxerxeb komentaris datovebas, ziritadad cali xelit michiravs telefoni, chemi bavshvi arafers armaclis, magram axla szinavs da mqonda shesazleblobaaa, kargad cerr, sigrmiseuladd, imedia male dadeb momdevnossssss

მადლობა, რომ ყოველთვის მამხნევებ bowtie შენი კომენტარები, ყოველთვის მაძლევს მუღამს, რომ უფრო მეტი და მეტი ვწერო. რაც შეეხება ახალა თავს ხვალ ან ზეგ დავდებ, ამ საღამოს უკვე დავიწყებ მუშაობას bowtie grin

damn baepsae ar vici ra problemas umklavdebi cxovrebashi, magram arasdros danebde megobaro

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგია????გაგრძელებას როდის დადებ?

 


№4  offline წევრი M.R

სტუმარი ნათია
ძალიან კარგია????გაგრძელებას როდის დადებ?

ხუთშაბათს საღამოს
bowtie

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent