შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებს მიღმა ჩაფლული, ამოუცნობი სამყარო (II თავი)


12-07-2018, 20:35
ავტორი Katuna❤
ნანახია 1 040

სამყარო,რომელიც ჩემს შიგნითაა ამოუცნობია.ბევრმა არიცის მის შესახებ,ბევრს არ ვანახებ ამას.ყოველთვის ვყვები ყველაფერს, რომ ის დარდი მოვიშრო გულიდან, რაც მამძიმებს, ხოლო ის სიხარული რომელიც ჩემს გულს ანათებს გავუზიარო საყვარელ ადამიანებს. თუმცა,არასდროს არ მიყვარს ჩემს გრძნობებზე ლაპარაკი ვიტყვი რომ ცუდად ვარ,ვიტყვი მტკივა,მეწყინა თუმცა ვერ აღვწერ ისე როგორც ვგრძნობ ამას.
თუ არ გავამხილე ეს ვერ ვისვენებ და შინაგანად ვიწვები,გაგიმხელთ საიდუმლოს მიყვარს ფურცლებზე ამ ყველაფრის გადატანა,რასაც ჩემს გარდა არავინ კითხულობს.
დარწმუნებული ვარ შენ თუარა შენს გვერდით მყოფი რომელიმე ადამიანი არის ჩაკეტილი,არ ყვება იმაზე რასაც გრძნობს. იცი ერთიმხრივ კარგია ეს,მეორემხრივ არა. ყველაფერს შენ საყვარელ ადამიანებს ვერ გაუმხელ არის სამყარო რომლის შესახებაც არავინ იცის,არის რაღაცეები რაზეც ვერ დაელაპარაკები ყველას ან თუმდაც ყველაზე ახლო ადამიანს.
გადავწყვიტე მომეწვდინა შენამდე ხმა და გამემხილა ის ყველაფერი რასაც ვგრძნობ,გამეზიარებინა ის მცირედი გამოცდილება რაც ჯერჯერობით ცხოვრებისგან მივიღე,იქნებ გამოგადგეს შენც რამე.
როგორი ძნელია, როცა არ შეგიძლია ესლაპარაკო შენს მეგობრებს იმაზე, რასაც გრძნობ. არის საზღვრები,ბარიერები რომელიც ამის უფლებას არ გაძლევს. უნდა ჩაიკლა ის ტკენა გულში, რაც განიცადე. არის შემთხვევები, როცა ვერ გიგებენ ლაპარაკობ,მაგრამ მათ შენი არ ესმით.
სანამ,ადამიანი არ გამოცდის თავის თავზე იმ ტკივილს მანამდე ვერ მიხვდება რას გრძნობ შენ. ვერ ჩაწვდება შენს გულს,ვერ გაიგებს შენი გულისცემას. ლაპარაკი არ არის საკმარილი,იმდენად ახლოს უნდა გიცნობდეს, რომ ზუსტად ესმოდეს ის, თუ რას გრძნობ შენ,მასაც ისე უნდა ტკიოდეს როგორც შენ,მასაც ისე უნდა უხაროდეს როგორც შენ,მასაც ისე უნდა აბედნიერებდეს ის წვრილმანი,როგორც შენ გაბედნიერებს. ასეთი ადამიანის პოვნა კი არ არის მარტივი, არც საყვარლეი ადამიანის და არც მეგობრის.
როგორ უნდა შეძლო იმ დარდის მოშორება, რასაც გრძნობ გულში და ვერ უზიარებ სხვას?! მე მშველის წერა იმ საიდუმლო დღიურში, რომელის ჩემს თაროში ინახება. თუ გინდა ცადე შენც,ეს დაგეხმარება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent