შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-10)


13-07-2018, 15:20
ავტორი M.R
ნანახია 1 289

- მადლობა, რომ მომაცილე - ღვედი მოიხსნა, მამაკცმა მზერა მასზე გადაიტანა - ხვალე შევხვდებით -
- ხვალამდე - კარები გახსნა, მაგრამ დანტემ შეაჩერა -..გასანოვ - როუზი გაკვირვებული შემობრუნდა, ვინს თვალები ღამის შუქზე სხვანაირად უციმციმებდნენ - ..მადლობა, რომ არ წახვედი და დარჩი - წითურმა თბილად გაუღიმა და თავი დაუქნია - ამიერიდან, მე და შენ ერთად გავუმკლავდებით სირთულეებს. ამიერიდან ვინ, შენ მარტო არ ხარ,- ხელი გულზე მიიდო - მე შენს გვერდით ვიდგები ყოველთვის . ერთხელ კიდევ გაუღიმა, შემდეგ კარები გახსნა და გადავიდა. უკან აღარ მოუხედავს, ამიტომ არ დაუნახავს დანტეს გაოცებული სახე.
წითურმა კარები შეაღო და შევიდა.
- როუზ! - სამზარეულოდან გამოვარდა ელი - სად ხარ ამდენი ხანი! იცი როგორ ვინერვიულე? ისეთ დგომარეობაში იყავი,რომ წახვედი, შემეშინდა თავს რამე არ აუტეხოს მეთ-
- სახლში ვარ - წარმოთქვა მშვიდი ხმით, ელი ერთი წუთით შეცბა, ბოლოს გაუცნობიერებლად თავი დაუქნია. როუზი ახლოს მივიდა და მოეხვია მთელი არსებით
- ამიერიდან არაფერზე აღარ იდარდო. დაივიწყე ყველაფერი, დაივიწყე წარსული: ის ცუდი მოგონებები, რომლებიც აქამდე ძილს გიბრთხობდნენ. ამიერიდან, ჩვენ მხოლოდ წინ გავიხედავთ და წინ ვივლით. - უკან გამოიწია და თვალებში ჩახედა - დღეიდან ჩვენი ცხოვრების ახალ თავს ვიწყებთ წრიპა. - ელი განცვიფრებული უყურებდა. როუზმა გაუღიმა და სწრაფად აირბინა კიბეებზე. სახურავზე ავიდა. დაბლა დაწვა და ზეცას ახედა. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. მის თვალებში მთელი გალაქსი ირეკლებოდა.
.....ეს შენთვის არ მითქვამს, მაგრამ სანამ შენ შეგხვდები მარტო ვიყავი. …
…. გახსოვს მითხარი მარტო ვარო მე მაშინ თვალებში ჩაგხედე და მართლაც დავინახე ის რასაც ასე კარგად ვცნობ...მჭირდები გასანოვ..როცა ჩემს გვერდით ხარ, ვგძნობ, რომ მეც ცოცხალი ვარ, გულში უცნაური სითბო მეღვრება..ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირ მარტოსულ ახირებულ ადამიანს შევხვდი….
-.. მარტოსული ახირებული ადამიანი ჰაჰ - ხელები თავქვეშ ამოიდო და გაიღიმა.

ტაქსიდან გადმოვიდა და სწრაფად შეირბინა კომპანიაში.
- დილა მშვიდობის მეგობარო - გვერდზე ჩაურბინა მცველს და ხელი დაუქნია.
- ოჰო ..დილა მშვიდობის როუზ! - გასძახა ღიმილით მცველმა.
..როგროც იქნა დაბრუნდი..ჩემო პატარა მეგობარო … თბილად გაიღიმა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
როუზი ლიფტში შევარდა და ღილაკს დააჭირა - დაიცადე მეც მოვდივარ - შემოსძახა ვიღაცამ. წითურმა ხელით გააჩერა კარები. ლიფტში ქერა შემოვარდა - მადლობა დიდ- როუზ? - გაკვირვებისგან პირი დააღო. წითურიც გაკვირვებული შესცქეროდა. -..კარენ - რამოდინიმე წუთი ასე გაჩუმებული შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
-ბოდიში! - უცებ წამოიძახა კარენმა. როუზს თვალები გაუფართოვდა
- რა? რაზე მიხდი ბოდიშს - ქერამ თვალები დაბლა დახარა - რომ სილა გაგაწანი და ის სიტყვები გითხარი, რაც არ გეკუთვნოდა. ბოდიში..ბოდიში - თვალებზე ცრემლები მოეძალა. - როუზმა ზევით აიხედა.
-..იცი..როცა ეს ამბავი მოხდა, სილის გაწვნა და სიტყვები, რომლებიც მაშინ მითხარი, მალევე დამავიწყდა, მაგრამ …. შენი მზერა..შენი მზერა, რომელშიც იმედგაცრუება ისახებოდა, ყოველთვის თან დამდევდა..- კარენს თვალები გაუფართოვდა - რამდენიც არ უნდა გავქცეულიყავი, მაინც ვერ ვაღწევდი მისგან თავს..ის ფაქტი, რომ შენ ჩემი გჯეროდა და მე იმედები გაგიცრუე ეს ჩემთვის ისეთი აუტანელი იყო, რომ სული მეხუთებოდა..ამიტომ როცა გავიგე, რომ ეს მე არ ჩამიდენია, თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა ზურგიდან და ისევ შევძელი თავისუფლად სუნთქვა. - ქერას მიუბრუნდა - ..შენ..საბოდიშო არაფერი გაქვს...ჩემთან დავალებული არაფრით ხარ, ცრემლები მოიწმინდე..- სალფეტკი გაუწოდა, კარენმა გამოართვა და პატარათი გაიღიმა. - ..მადლობა - კარები გაიხსნა. წითური გაიბადრა - წავიდეთ ქერავ! წინ ახალი დღე გველის! - ლიფტიდან გავარდა
- ასეა! - კარენიც გაყვა.

თავისი კაბინეტის კარი შეაღო. თვალები აუთამაშდა
- ეს კაბინეტიც კი ისე ძალიან მომენატრა. - სწრაფად მიირბინა სკამთან, დაჯდა და დატრიალდა. სახე სიხარულისგან უბრწყინავდა
- როცა მაგ სახეს იღებ, უფრო სულელევით გამოიყურები, ვიდრე სინამდვილეში ხარ- გაისმა ოთახში. როუზი შეხტა, სწრაფად გააჩერა სკამი, აქეთ- იქით მიმოხედა და მინის კედლის იქიდან, გაღიმებულ სახიანი დანტე შერჩა ხელში. როუზმა წარბები უცნაურად ასწია და უფრო სასაცილო სიფატი მიიღო. ვინმა მეტს ვეღარ გაუძლო და ახარხარდა.
-ჰმ..ნაძირალა - ლოყები დაბერა წითურმა,
-კარგი...კარგი - სულს ძლივს ითქვამდა დანტე - გვეყოს ხუმრობა, ჩემს კაბინეტში შემოდი საქმე მაქვს შენთვის. -
- მოვდივარ...მოვდივარ - ზოზინით ადგა სკამიდან და კაბინეტში შელასლასდა
- გისმენ - მაგიდის წინ გაჩერდა.
- დაჯექი - მაგიდის წინ მდგომ სავარძელზე მიუთითა. წითურმა გაკვირვებისგან წარბები ასწია, მაგრამ მაინც დაჯდა.
- აი დოკუმენტები, რომელიც დაგჭირდება, კარენს ვთხოვე შეედგინა. - ფურცლები გაუწოდა.
- ვერ გავიგე? - დანტემ ცალყბად გაუღიმა
- ხელშეკრულების დასადებად გგზავნი, სხვა კომპანიაში - როუზმა გაოცებისგან თვალები გადმოეკარკლა
- რა?! სერიოზულად?! - დანტემ ღიმილით თავი დაუქნია
- ასეა, შენ ხომ ჩემი ასისტენტი, ხარ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, ჩემს მაგივრად ბევრჯერ მოგიწევს შეხვდრებზე წასვლა და დასწრება, ასევე გარკვეულ პიროვნებებთან ხელშეკრულების დადება. შენ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი ხარ.
როუზმა გაოცებისგან პირი დააღო. -..ნდობით აღჭურვილი პირი? - დანტემ თავი დაუქნია
- ასეა, ახლა კი აიღე ეს საბუთები და შეუდექი შენს საქმეს. - როუზი გაიბადრა
- გასაგებია - ხელი დაავლო ფურცლებს და კარებისკენ გაემართა.
- და როუზ..- წითური გაჩერდა - მჯერა, რომ გამოგივა - როუზმა ცალყბად გაიღიმა
- ეჭვი არ შეგეპაროს - და გაიხურა კარი.

სწრაფად შევიდა თავის კაბინეტში, დოკუმენტები ზურგჩანთაში ჩადო და წავიდა.
ტაქსი კომპანიის წინ დაიჭირა. რუსთავში ჩასვლას ერთ საათზე მეტი დასჭირდა. ბოლოს ტაქსმა კომპანიასთან გააჩერა.
- მოვედით , თქვენზე ათი ლარია - როუზმა სწრაფად მისცა ფული და გადავიდა. შენობას ახედა.
- ჯანდაბა, რა მხელაა - შევიდა და მაშნვე რეგისტრატურასთან მიირბინა.
- გამარჯობათ
- გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - იქ მომუშავემ ზრდილობიანად გაუღიმა.
- მე ვინის კომპანიიდან გახლავართ, ხელშკრულების გასაფორმებლად მოვედი.
- აჰ ეს თქვენ ხართ? უფროსმა თქვენ შესახებ გამაბრთხილა, მეათე სართულზე მიბრძანდით.
- მადლობა - სწრაფად მოშორდა იმ ადგილს და ლიფტით მეათე სართულზე ავიდა.
- გამარჯობათ, გელოდებოდით - მიესალმა მაშინვე, ვიღაც მელოტთავიანი შუა ხნის მამაკაცი,
როუზმა თავი დაუქნია - ჩემმა უფროსმა დოკუმენტები გამომატანა, თქვენ უბრალოდ ხელი უნდა მოაწეროთ.
- გასაგებია, აქეთ მობრძანდით - ერთ-ერთ კაბინეტში შაიყვანა სადაც დიდი გრძელი მაგიდა იდგა, ცალ მხარეს სულ შევსებული იყო ადგილები, მამაკაცების მიერ, მეორე მხარე კი სულ ცარიელი იყო. როუზი კაბინეტში შევიდა, თუ არა იქვე მყოფებმა მაშინვე ჩურჩული დაიწყეს.
- აქ დაბრძანდით - მაგიდის ცარიელ მხარეს არსებულ სკამზე მიუთითა. როუზმა ზურგჩანდა მოიხსნა, დოკუმენტები ამოიღო და მაგიდაზე დააწყო. შემდეგ კი დაჯდა.
ჩურჩულმა კიდევ უფრო იმატა. შიგა და შიგ ისმოდა მსგავსი გამოძახილები.
-გოგო? ამ ბავშვს ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე რატომ უშვებენ?
- ჩაცმულობიდანვე, ეტყობა, რომ არანაირად აზრზე არ არის თავისი საქმის.
- ასეთი ასისტენტი თუ ყავდა ვინს, არ მეგონა. მე უფრო ვაღაც სექსუალური და მომხიბლავი წამომედგინა.
-ყველაფერს წამოვიდგენდი, მაგრამ ამას? გოგოს, გაბურძგნული წითელი თმებით, დახეული ჯინსებითა და უბრალო მაიკით. ვინი მართლა მაოცებს.
როუზმა აიხედა ფურცლებიდან, თან თვითოეული მათგანი შეათვალიერა. ჩურჩული მაშნვე ჩაკვდა.
- აი დოკუმენტები, წაიკითხეთ და მოაწერეთ ხელი. დასაკარგი ბევრი დრო არ მაქვს. - ყველას სახეზე აღშფოთება აღიბეჭდა. წითურმა აუინტერესო გამომეტყველება მიიღო -
მორჩით ამ უაზრო სიფათების კერვას და ჩახედეთ დოკუმენტებს - იქ მყოფებმა არაკონფურტულად იგრძნეს თავი, თუმცა მიხვდენენ, რომ არაფროფესიონალურად იქცეოდნენ, ამიტომ თავის საქმეს შეუდგნენ. წითურმა ამასობაში ტელეფონი დააძრო და ჭადრაკი ჩართო.
- რა თქვით? თვქენი პროდუქტის სანაცვლოდ ოცდახუთი ათასი უნდა გიხადოთ, ყოველთვიურად?! ეს სრული აბსურდია!- წამოიყვირა ერთ-ერთმა კაცმა. როუზმა ცალი თვალით ახედა - ეგრეა და ეგ საკითხი არ განიხილება. -
- რა თქვი?! - აღშფოთებულმა შეჰყვირა. - ჩვენ ამას არ მივიღებთ! მაქსიმუმ ათი ათასი გადაგიხადოთ. თქვენ რა თავი ვინ გგონიათ ამდენ თანხას რომ ითხოვთ თქვენ უბადრუკ პროდუქტში! ან ათი ათასზე დაგვთანხმდებით ან არა და კონტრაქტი არ შედგება - ქედმაღლურად შეხედა
-..უბადრუკ პროდუქტში? - თამაში შეწყვიტა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. ერთი კარგად კიდევ შეათვალიერა ყველა და ამოიოხრა - კარგი, მაშინ გადავცემ ჩემს უფროსს, რომ კონტრაქტი არ შედგა. - ყველას ღიმილი სახეზე შეაშრათ. სწრაფად მოკრიფა როუზმა ფურცლები და ჩანთისკენ გააქანა
- მოიცა! თანახმა ვართ- შეაჩერა ერთ-ერთმა. - ჰმმ...მეგონა ჩვენი პროდუქტი თქვენითვის ძალიან უბადრუკი იყო - ირონიული მზერა ესროლა წითურმა. მამაკაცმა ნერვიულად ჩაიცინა - ა-არა რას ამბობ..ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. - როუზმა ცალყბად გაიღიმა და ფურცლები მაგიდაზე დაუწყო - გასაგებია. ძალიან უცნაური იუმორის გრძნობა გქონია მეგობარო - კაცი სწრაფად დასწვდა კალამს და მოაწერა ხელი.
- ესეც ასე. ასე არ ჯობია? - ისევ მოაგროვა საბუთები, ჩანთაში ჩაიდო და კარისკენ გავიდა
- გაგაცილებთ - შეეცილა ერთ-ერთი
- არ მინდა. - სწრაფადვე მოიცილა თავიდან და გავიდა კარებიდან
-ახლა არ მიკვირს, რატომ აიყვანა ვინმა, მართლაც, რომ გასაოცარი ვინმეა-

როგორც, ყოველთვის ლიფტის ლოდინი ეზარებოდა და კიბეებს ჩაუყვა. უცებ ვიღაცამ გაკრა მხარი.
-აჰ..ბოდიში - გამხდარი გოგო იყო, თავის დაქალთან ერთად.
- არაუშავს- ისე უთხარა, არც კი შეუხედავს.
- გაიგე? მემგონი ის დებილი ისევ აპირებს გადახტომას
- სერიოზულად?! რა პათეთიკური არსებაა. ამ სამყაროში მაინც არაფრად არ ვარგია. საკუთარი ოჯახიც კი ვერ იტანს. იცი, პირველად, რომ გადაიჭრა ვენები, დედამისი არც კი მისულა მის სანახავად.
..გადახტომა? ..ვენები გადაიჭრა? თვალები გაუფართოვდა წითურს და მზერა იმ ორს დაადევნა. მერე ისე მოწყდა ადგილიდან, რომ თვალიც ვერ დაინახავდა. სწრაფად აირბინა კიბეები, გააღო სახურავის კარი. სრული სიცარიელე იყო. თვალებს აქეთ- იქით აცეცებდა.
- სად არი..სად ხარ..- ბოლოს ფიგურას მოკრა თვალი, რომელიც სახურავის კიდეზე იდგა.
ადგილზე გაიყინა -რა..რა ჯანდაბას აკეთებ! - დაიღრიალა ბოლო ხმით, ფიგურამ მოიხედა. გოგონა იყო, სადღაც როუზის ხელა ან უფრო პატარა. კლასიკურად ჩაცმული. თვალები წითელი ქონდა, ეტყობოდა ტიროდა.
-ვინ..ვინ ხარ- წარმოთქვა ხრიწიანი ხმით. როუზმა ჩანთა დაბლა დააგდო და უფრო ახლოს მივიდა.
- ახლავე ჩამოდი! მანდ რა ჯანდაბას აკეთებ! - იყვირა მთელი ხმით. გოგონას თვალები გაუფართოვდა - რატომ...რატომ გაღელვებს აქ რას ვაკეთებ! ჩემზე არავინ ზრუნავს და შენ, ვიღაც უცხო, რატომ იჩენ ინტერესს! - როუზმა წარბები შეკრა.
- იმიტომ, რომ ადამიანი ვარ! ..მართალია შეიძლება არ გიცნობ, მაგრამ ვერ ვუყურებ როგორ კვდება, ვინმე ჩემს თვალწინ!
გოგონას თვალებში ნაღველი ჩაეღვარა - ..ანუ ამას შენი თავისთვის აკეთებ, რომ სინდისი სუფთა გქონდეს და არა ჩემთის..- დაიჩურჩლა, მაგრამ როუზმა მაინც გაიგო.
-რა..რა სისულელებს ბოდავ..- კიდევ უფრო ახლოს მივიდა - არ მოხვიდე თორე გადავხვტები! - იყვირა გაცეცხლებულმა და ნაბიჯი წინ გადადგა.
- არა! მოიცა! - აყვრიდა როუზიც, მაგრამ ნაბიჯი წინ აღარ გადაუგავს.
..ჯანდაბა...ჯანდაბა..ასე არაფერი გამოვა, უნდა დავწყნარდე..ღრმად ჩაისუნთქა
- რატომ აკეთებ ამას - კითხა მშვიდი ხმით. გოგონა აკანკალდა - იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ყველა ნაგავივით მექცევა.! არავის არ ვადარდებ, საკუთარ დედასაც კი! მძულს ეს სამყარო! აქ ყოფნა აღარ შემიძლია! ჩემს გარშემო ისეთი სიბნელეა, რომ ვერაფერს ვეღარ ვხედავ! მინდა დამთავრდეს ეს ტანჯვა, მეტი აღარ შემიძლია! - ცრემლები გადმოუვარდა და აქვითინდა.
..სიბნელე..ტანჯვა..
როუზმა წინ გადადგა ნაბიჯი, ახტა და გოგოს გვერდით გაჩერდა.
- ..ეგრე, რომ მეფიქრა, მაშინ ახლა კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი.. - გოგონას თვალები გაუფართოვდა. -რ-რა..-
წითურმა წინ გაიხედა, უყურებდა როგორ ჩადიოდა მზე და როგორ იძირებოდა ქალაქი მის სხივებში.
-...დედაჩემს მეც ფეხზე ვეკიდე. მან დაგტოვა მე და ჩემი და, როცა ათის ვიყავი. მას შემდეგ ბევრი ტაჯნვა გადავიტანე, მაგრამ შემომხედე სულით არ დავცემულვარ. - ქარმა დაუბერა და თმები უკან გადაუყარა. -..და იცი რატომ? - გოგონა სულგანაბული უსმენდა. - ..იმიტომ, რომ რაც არ უნდა დიდი ნეხვში ვიყო ეს სამყარო, მაინც მშვენიერია..ეს დამპალი ცხოვრება მაინც ძალიან გასაოცარია - გოგონა განცვიფრებული უყურებდა. როუზმა მას შეხედა - შენ მხოლოდ დაბლა იყურები, როცა შენ თვალწინ მთელი საოცრება იშლება..მიდი აიხედე და იგრძენი სიცოცხლე. - გოგონამ შიშნარევი თვალები, ნელ-ნელა ასწია. მის თვალებში თანდათან სინათლე აირეკლა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა, კიდევ ააყოლა თვალი და სუნთქვა შეეკვრა.
-..ლამაზია..- დაიჩურჩულა განცვფრიბეულმა. როუზმა გაიღიმა - ...მართლაც, რომ მშვენიერია -
ორი შავი ფიგურა, რომელიც სახურავის კიდეზე იდგა, გაჰყურებდა მთელ ქალაქს,რომელიც ნარინჯისფერ სხივებსი იყო ჩაძირული. ქარი უბერავდა და კიდევ უფრო ჰგვრიდათ სიცოცხლის წყურვილს.
- იცოცხლე! იცხოვრე! რაც არ უნდა დიდ გასაჭირში იყო, არაფითარ შემთხვევაში არ დანებდე, წინ იარე. ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ცხოვრება ეს კარგისა და ცუდის გაერთიანებაა. თუ მხოლოდ კარგი მხარე გვინდა, მაშინ ჩვენი ცხოვრება სრულყოფილი არ იქნება. წარმოიდგინე ტკივილი, ტანჯვა, რომ არ არსებობდეს როგორ გავიგებდით სიხარულის, ბედნიერების სიტკობოს. ეს ორი ერთმანეთის საპირისპირო მხარეებია, მაგრამ თუ მათ გავართიენბთ, მაშინ მივიღებთ ნამდვილ შედევრს. ისინი ერთმანეთს ავსებენ და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ. დამიჯერე, რაც არ უნდა საზიზღარ სიტვაციაში იყო , სიხარულის წყაროს მაინც იპოვი თუ თვალს კარგად გაახელ! - გოგონა ქალაქს უცქერდა - ვცდილობ, გავიხსენო რამე კარგი, მაგრამ ის ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. - ნაღვლიანად აუციმციმდა თვალები.
როუზმა გაიღიმა - შენ ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდი ჩემს სათქმელს. მე ვთქვი თვალი კარგად გაახილე. რას ხედავ შენს გარშემო. ხედავ ვინმეს, ვინც იმედის ნაპერწკალი გაგიღვიძა?
გოგონას თვალები გაუფართოვდა და როუზს შეხედა -..შენ.. - წითურმა ღიმილით თავი დაუქნია.
- თუ შენ არ გყავს ნათელი, რომელიც სიბნელეში გზას გაგიკვალავს, მაშინ ამას მე ვიკისრებ - ხელი გულზე დაიდო - მე ვიქნები შენი სინათლე. - გოგონას თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა. - ..როგორ მიხვდი.. -
როუზს თვალებში ნაწერკლები აუღვივდა - ..შენ სინამდვილეში სიცოცხლე, ჩემზე მეტად გწყურია, ხომ ასეა.სინადვილეში შენ სიკვდილი ყველაზე მეტად გძულს, მაგრამ შენს გარშემო არსებულმა ადამიანებმა ყველაფრის წართმევა მოინდომეს. არაფერი დაგიტოვეს, რაც ცხოვრების გაგრძელებაში დაგეხმარებოდა, რაც გზას გაგინათებდა, მათ მიერ შექმნილ სიბნლეში. -
-..მართალია..- კიდევ უფრო მეტი ცრემლი ჩამოუგორდა. -..მათ ყველაფერი წარმათვეს - ძლივსღა ამოიტირა და აქვითინდა. როუზმა თავისკენ მიიზიდა და ხელები მაგრად მოხვია.
- ...დამშვიდდი...დამშვიდდი..ამიერიდან მე შენთან ვარ - მზე ბოლომდე ჩავიდა. ქალაქში ლამპიონები აინთო. ორი ადამიანი კი ისევ სახურავზე იჯდა.

- ..მადლობა..- ხრიწიანი ხმით უთხრა. ამდენი ტირილისგან ძალა გამოეცალა. -..შენ, რომ არ მოსულიყავი. ახლა უკვე მკვდარი ვიქნებოდი. როუზმა გაუღიმა. ამ დროს ტელეფონა დარეკა. სწრაფად ამოიღო ჯიბიდან
- გისმენთ
- როუზ! სად ხარ ამდენი ხანი! რამდენი ხანია გირეკავ! - ვინის აღშფოთებული ხმა გაისმა.
- ბოდიში, ბოდიში. რაღაც საქმე მქონდა და დარეკვა დამავიყდა. -
- როგორ ჩაიარა მოლაპარაკებამ, დადე ხელშეკრულება?
- დავდე. ყველაფერი რიგზეა, ხვალ ჩაგაბარებთ.
- ..შესანიშნავია, შენ სად ხარ. -
- ისევ რუსთავში - თან ხელით ანიშნა მის გვრდძე მჯდომს ამდგარიყო.
- ამდენი ხანი მანდ რაღას აკეთებ -დაინტერესდა დანტე
- ხომ გითხარი, საქმე მქონდა
- მანდ დამელოდე, მოვალ და წამოგიყვან
-რ-რა..არ გინდა, ტაქსითაც შევძლებ წამოსვლას -
- არავითარ ტაქსი, მანდ დამელოდე, უკვე მოვდივარ - და დაუკიდა.
-აგხხ! რა ჯიუტია - თმები აიწეწა. გოგონამ წარბები ასწია
- ვინ იყო? შენი შეყვარებული? -
-რა! არა რა ჯანდაბაა! ის უბრალოდ ჩემი უფროსია - ლოყები აუწითლდა როუზს, სირცხვილისგან. გოგონამ ჩაიცინა
- უბრაოდ თქვენი საუბრინდა გამომდინარე, ვიფიქრე შეყვარებულები იყავით - წითურმა თვალები გადაატრიალა - გეყოფა გენიოსო და წამო დაბლა ჩავიდეთ. მალე მოვა მერწმუნე - დაბლა კიბით ჩავიდნენ.

- კი მაგრამ, ამდენი ხანი იქ რას აკეთებდა. - გასაღებს დაავლო ხელი და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. უმალვე დაძრა მაქანა და წავიდა. საათზე ნაკლები მოანდომა იქ ჩასვლას. კომპანიის წინ გააჩერა მანქანა. გარშემო კარგად მოათვალიერა და მზერა წითურზე შეაჩერა, რომელიც დაბლა იჯდა.
-..კიდევ კარგი - თვითონ ვერც კი მიხვდა, რომ ადენი ხანი დაძაბული იყო და ახლა როცა დაინახა, რომ როუზი კარგად იყო, გულზე მოეშვა. სწრაფად მივიდა მასთან.
- როუზ.. - წითურმა ახედა და გაუღიმა - ..ესეიგი მაინც მოხვედი - დანტემ გაიღიმა
- შენი დატოვება, როგორ შემეძლო. წავიდეთ? - წითურმა თავი დაუქნია
- დარწმუნებული ხართ, რომ შეყვარებულები არ ხართ? - წარბები ასწია გოგონამ. დანტემ ახლაღა, შეამჩნია იგი. - შეყვარებულები? -
როუზი აჭარხლდა - მორჩი უკვე! არ ვართ მეთქი და მორჩა! -
გოგონამ ჩაიცინა - როგორც იტყვით. -
-წავიდეთ, - დანტეს მიუბრუნდა როუზი. - მაგრამ, მანამდე შეგიძლია ეს გოგო გაიყვანო თავის სახლამდე? - ვინმა თავი დაუქნია. - წამოდი - გადახედა ახალგზრდას
- მადლობა - სუყველანი მანქანში ჩაჯდნენ. როუზი დანტეს გვერდით იჯდა.
- შენ გზა გვიკარნახე. - გოგონამ თავი დაუქნია - პირდაპირ იარეთ -

ნახევარი საათის შემდეგ, დანტემ მისი სახლის წინ გააჩერა მანქანი.
-ჯანდაბა ეს შენი სახლია? - აღმოხდა როუზს, როცა თვალი უზარმაზარ სასახლეს შეავლო
- შენ..შენ ბერიძეების შვილი ხარ? - კითხა დანტემ .
- დ-დიახ. მადლობა მოყვანისთვის. - სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ჭიშკარი შეაღო.
ერთღა მოხედა როუზს ნაღვლიანი თვალებით, მერე შებრუნდა და გაუჩინარდა.
-...სიბნელე..- ჩაილაპარაკა წითურმა. დანტემ მზერა მისკენ გააპარა.
-...მახარაძეები..მათზე გამიგია, რომ თავის შვილს ძალიან ცუდად ექცევიან..ისიც გავიგე, რომ მათ შვილს ბევრჯერ უცდია სუიციდი..ეს ის არის ხომ ასეა... - როუზმა ახედა.
…..არავის არ ვადარდებ, საკუთარ დედასაც კი! …
-..მე..მე …- დანტემ თვალებში ჩახედა - ..წადი..და..იხსენი მათგან.. - როუზს თვალები გაუფართოვდა.
...მძულს ეს სამყარო!...მთელი ჩემი ცხოვრება ყველა ნაგავივით მექცევა.!
სწრაფად გააღო კარები და გავარდა. ჭიშკარს ეცა -გააღეთ!- იყვირა მთელი ხმით.
- რა ჯანდაბა! დაიკარგე აქედან! - უყვირა მცველმა. როუზი მას არც კი უსმენდა, ჭიშკარს ურტყავდა ხელებს.
- ჯანდაბა! - გააღო მცველმა ჭიშკარი და მკლავში ჩააფრინდა როუზს - ვერ გაიგე?დამეკარგე აქედან!
- გაუშვი. - ხელზე მოუჭირა დანტემ.
- რა ჯანდაბაა! ვინ ხართ! -
- მას ახლა შენთის არ სცალია - მაგრად მოუჭირა ხელი
- აა! ჩემი ხელი! - იყვირა ტკვილისგან გამწარებულმა მცველმა
- წადი როუზ! წადი და გააკეთე ის რაც შენ ასე გაკრგად გამოგდის! გადაარჩინე იგი! - იყვირა დანტემ. როუზი ადგილიდან მოწყდა
..მართალი ხარ….ეს ჩემი ვალია მისი გადარჩენა…
…..ჩემს გარშემო ისეთი სიბნელეა, რომ ვერაფერს ვეღარ ვხედავ! ...მინდა დასრულდეს ეს ყველაფერი!...

- ..მე მივდივარ, ვბრუნდები ისევ, ჩემს ძველ სამყაროში...სამყაროში სადაც ჩემი გული არ სცემს...სამყაროში სადაც ვერ ვგრძნობ სიცოცხლეს...სადაც ყველაფი ღამეზე უფრო ბნელია…-
-მე ვიქნები შენი სინათლე! - გაისმა მთელ ბაღში. გოგონა ერთ ადგილზე გაიყინა.
..რა..ეს ხომ როუზის ხმაა...არა ალბათ მეჩვენება…
- მე დაგეხმარები, რომ ისევ შეიგრძნო სიცოცხლე! - იყვირა მთელი ხმით.
..არა ეს როუზია
სწრაფად შემობრუნდა..წითური მის წინ იდგა.
- მე გავხდები შენი მეგობარი..- გოგონას თვალებზე ცრემლები მოადგა.
-..როუზ...მე..მე ისე ძალიან მეშინია..არ მინდა ისევ იქ დავბრუნდე…- წითურმა თავი დაუქნია და წინ გადადგა ნაბიჯი
-..ვიცი…-
-...ვკვდები ისე მინდა სიცოცხლე..მაგრამ თუ იქ დავბრუნდები...მოკვდები..-
-..ვიცი - კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი.
-..მინდა ვიცხოვრო ..- ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა.
-..ვიცი.. - კიდევ გადადგა ნაბიჯი
- ..მინდა, მან შემიყვაროს,მაგრამ მას ვძულვარ..საკუთარი შვილი სძულს - მწარედ ამოიტირა. -
-..მწუხვარ..ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს შემეცვალა, მაგრამ არ შემიძლია..- კიდევ ერთი ნაბიჯი
-..მტკივა..მტკივა..გული მტკივა როუზ..-
-..მე აქ ვარ მეგობარო.. და იქ წასვლის ნებას არ მოგცემ..მე შენ დაგიცავ..დღეიდან შენც ჩემი ოჯახის წევრი იქნები. ჩემი მეორე უმცრუსი და. - კიდევ ერთი
გოგონას თვალები აუციმციმდა. - ...შენ..მიიღებ ვინმე ჩემნაირს ოჯახის წევრად?..- როუზმა ცრემლნარევი თვალებით შეხედა და გაუღიმა. - ...მოხარული ვიქნები.. -
ახალგზრდას თვალები იმედით აევსო - ..ოჯახი..-
როუზამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მოეხვია მთელი არსებით. -..მარტო ყოფნის უფლებას აღარ მოგცემ.. -
-..მადლობა..მადლობა..მადლობა..- ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა.
- ალექსანდრა! სად ხარ აქამდე! - გასმა უხეში ხმა. გოგოები ერთმანეთს გაცილდნენ.
-.დ-დედა..- მის ხმაში შიში იგრძნობოდა. როუზმა მის წინ მდგარ ქალს შეხედა.
სადღაც 35 წლის იქნებოდა, მაღალი იყო, კლასიკურად ეცვა. შავგრემანი გახლდათ, მუქი წაბლისფერი თმებითა და თაფლისფერი თვალებით.
- კითხვა დაგისვი! სად იყავი ამდენი ხანი! - ხმას აუწია და შვილს მკლავში ჩააფრინდა.
- ახლავე გაუშით.. - შეუბღვირა როუზმა და ხელზე მოუჭირა.
- რა ჯანდბაა! ეს გომბიო ვინღაა! - იყვირა ქალმა. როუზმა წარბები შეკრა
- გაუშვით..მას აქ ცხოვრება აღარ უნდა. - ქალს სახე წაეშალა
-რაო?! აქ ცხოვრება აღარ უნდაო?! ხედავ შენ? - თავის შვილს შეხედა - ესეიგი ამდენი ხნის შემდეგ რაც გასვი, გაჭამე, გინახავდი, მაინც უკმაყოფილო ხარ?!
- ..დ-დედა გამიშვი! მტკივა! მე აქ ვეღარ დავრჩები! გამიშვი, უნდა წავიდე! -
- მე შენ გიჩვენებ წასვლას - ხელი მაღლა ასწია, უნდა დაერტყა, მაგრამ ძლიერმა ხელმა შეაჩერა
- ამას არ გირჩევდით - წამორთქვა, დანტემ დაბალი საშიში ხმით. ქალს თვალები გადმოეკარკლა - შ-შენ! როგორ ბედავ! ჩემთან ასე მოქცევას! - იყვირა გაგიჟებულმა.
დანტემ უფრო ძლიერად მოუჭირა - თვქენ როგორ ბედავთ შვილთან ასე მოქცევას! რანაირი დედა ხარ! -
ქალი შეცბა. დანტე ალექსანდრას მიბრუნდა - წადი შენი ნივთები აიღე მივდივართ. -
გოგონამ მადლობის ნიშნათ გაუღიმა და გაიქცა თავის ოთახში
- გამიშვი ვირო! - კიდევ იყვირა ქალმა, მაგრამ დანტე მას ყურადღებას არ აქცევდა. როუზს მიუბრუნდა.
- კარგად ხარ? - წითურმა თავი დაუქნია - კარგად ვარ,- ალქესანდრა ზურგაჩანთთ გამოვარდა სახლიდან.
-მზად ვარ -
- თქვენ რა ჯანდაბას აკეთებ! დაბრუნდი ახლავე -
- მისმინე…- ყურში ჩასჩურჩლა დანტემ. - ორმოცდაათი ათას მოგცემ, ოღონდ მას ამიერიდან უნდა მოეშვა. - ქალი გაშრა. -ორმოცდაათი ათასს?
- ..შენ ხომ ფული ასე ძლიერ გიყვარს..- ქალი გაიკრიჭა
- ეგ თანხმა ერთ მილიონამდე გაზარდე და შევთანხმდით - ალექსანდრას თვალები გაუფართოვდა -შენ რა დედა ხარ! შვილს რაღაც ქაღალდსი ნაგლეჯზე ცვლი! ვიცოდი, რომ გძულდი მაგრამ ასე თუ იყო საქმე, ვერ წამოვიდგენდი!მძულხარ! -
ქალმა თვალები გაადაატრიალა - ოჰ მოეშვი რა ამ დრამას. მე შენ არასდროს მყვარებიხარ. ჩემთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენ. იმ დღეს ვწყევლი, როცა შენ ჩაისახე. - ახლოს მივიდა შვილთან და თვალებში ჩახედა - იცი, რამდენი რამ ვცადე, რომ მუცელი მომშლოდა და შენ არ დაბადებულიყავი?! მაგრამ, არა მაინც დაიბადე! წყეულმა მამაშენმა აბორტის უფლება არ მომცა. მძულხარ შენ და ისიც მთელი გულ-
სიტყვის დამთვარება ვეღარ მოასწრო, რომ როუზმა მუშტი გაარტყა და დაბლა დააგდო. თვალები ზიზღით ქონდა აღვსილი - ..შენნარი ადამიანები დედობას არ იმსახურებენ..- დანტეს მიერ გამოწერილი ჩეკი სახეში ესრულა -..აი აიღე შენი ფული…-ქალი ერთ ადგილზე გაშრა. - წავედით ალექს, შენ ასეთ დედას არ იმსახურებ.. - ნაბიჯი უკან გადადგა, შებრუნდა და წავიდა. დანტემ ერთიღა შაეთვალიერა, მერე ისიც შებრუნდა და როუზს გაჰყვა.
ქალმა თავის შვილს ახედა - ..არ გამოგემშვიდობები, რადგან შენ შემთან არც არასდროს არ ყოფილხარ..- მის ხმაში ტკვილი იგრძნობოდა. დედასთვის არც შეუხედავს შეტრიალდა და წინ მიმავალ წყვილს გაჰყვა.
ქალს ცრემლი შამოუგორდა. ხელი სახეზე მიიდო - ...ცრემლი?...რატომ ვტირი.. -

მგზავრობა ძალიან ჩუმი გამოდგა. ყველა თავის ფიქრებში იყო ჩაფლული. ალექსი ისე იყო დაღლილი, რომ გზაში ჩაეძინა.
-..მოვედით..- ჩაილაპარაკა დანტემ. როუზი ფიქრებიდან გამოერკვა და დანტეს ახედა.
- ..მადლობა დღეს ყველაფრისთვის, შენ რომ არ ყოფილიყავი, ამას ვერ შევძლებდი. -
- ...შეძლებდი, შენ ძლიერი ხარ როუზ, ყველაზე ძლიერი ქალი ვინც კი ოდესმე შემხვედრია. - წითურმა გაუღიმა - ხვალ შევხვდებით,- დანტემ თავი დაუქნია - ხვალამდე.-
კარები გააღო და გადავიდა. შემდეგ ალექსის კარები გააღო და ნაზად შეაჯანჯღარა.
-..ალექს..გაიღვიძე..მოვედით.. - გოგონამ თვალები მოიფშვნიტა.
-..მოვედით?.. -
-..ასეა -მანქანიდან გადავიდა, ზურგჩანთა წითურმა აიღო. და კარები დაკეტა.
ალექსმა კორპუსს ახედა. -..სახლი..- სახეზე ღიმილი მოეფინა.
როუზმა ხელი მოხვია - წავიდეთ..წრიპას გაგაცნობ..- მანაც ახედა კორპუსს -ერთი უყურე კიდევ ღვიძავს..-
ალქეს ჩაეცინა როუზის ნიკნეიმზე - ..წავიდეთ.. - კორპუსში შევიდნენ.

დანტე ისევ იქ იყო და უყურებდა თანდათან როგორ ქრებოდა როუზი კორპუსის სიბნელეში.

ავტორის შენიშვნა: ჰეი, მეგობრებო. ვიცი დაგპირდით ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დავდებ მეთქი, მაგრამ ისე შევყევი კუროკოს კალათბურთის ყურებას, რომ ვეღარ ჩავუჯექი. მართლა მაგარი ანიმეა გირჩევთ ყველამ უყუროთ. ამდენი ყბედობა აღარ გვინდა, მოკლედ ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ. მომავალ შეხვედრამდე.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian vkargiaaa, sitvacia ara, situaciaaa, imedia male dadebb, miyvars es cituri gogo

 


№2  offline წევრი M.R

Qeti qimucadze
Zalian vkargiaaa, sitvacia ara, situaciaaa, imedia male dadebb, miyvars es cituri gogo

მადლობა შესწორებისთვის bowtie ხვალზევით დავდებ.
დამნ ბეფსე და ჯეორჯია როსტიაშვილი მადლობა მეგობრებო ასეთი კარგი შეფასებისთვის bowtie heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent