შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებს მიღმა ჩაფლული,ამოუცნობი სამყარო (lll თავი)


13-07-2018, 20:59
ავტორი Katuna❤
ნანახია 1 011

საყვარელი ადამიანი შენი ყველაზე ახლო ადამიანი. ის ვისაც შეუძლია გაგიგოს უსიტყვოდ,ის ვისი იმედიც გაქვს იცი, რომ თუ რამე მოხდება ის დაგიცავს,გვერდში დაგიდგება. ყველაზე კარგი შეგრძნება. ტკბილი მოგონებები მასთანერთად,ტბილი დღეები მასთანერთად,მის გარეშე კი ცხოვრება აღარაა ისეთი ფერადი როგორიც ადრე. ალბათ შენც გამოგიცდია ეს ტკივილი,როცა ის მიდის და გიტოვებს მხოლოდ ტკბილ მოგონებებს ან ისე მიდის რომ ეს ტკბილი მოგონებები ცოტა არიყოს უფერულდება,მაგრამ არ კარგავს „სიტკბოს“.
გქონია ისეთი მომენტი როცა გინდა მასთანერთად გაატარო ყველა დღე რაცკი შენს ცხოვრებაში არსებობს?! მე მქონია მინდოდა ის ყოფილიყო ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სიყვარული. მხოლოდ ის და არავინ სხვა. გენატრება მაშინაც როცა შენს გვერდითაა,ეს პირველი შემთხვევა იყო როცა მეშინოდა მისი დაკარგვის,რაღაც სიგიჟემდე მეშინოდა. ყოველწამს ვფიქრობდი ამაზე და დადგა ის დღეც როცა ის წავიდა,წავიდა და დავრჩი მხოლოდ მე იმ იმედით,რომ ერთ დღესაც უკან დაბრუნდებოდა . რამოდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდა მომცა ეს იმედი თუმც ამალევე ისევ წამართვა.
შენი აზრით რა არის სიყვარული?! ჩემი აზრით,ის საოცარი გრძნობაა მიუხედავად ბევრი წყენისა აქვს მას რაღაც თავისებური გრძნობა.გიყვარს ისეთი როგორიცაა,თვალს ხუჭავ ყველანაირ მის ნაკლზე,გინდა მასთან ყოფნა ისეთთან როგორიცაა. არ გწყინდება მისი ყურება, არ გწყინდება მისი თვალები,მისი სიცილი, მისი ხუმრობები, გამოხედვა.
მიყვარს,ადამიანის დაკვირვება როგორ ლაპარაკობს,როგორი მიმიკებით,როგორ იცინის,როცა წყინს როგორი გამოხედვა აქვს როცა ბედნიერი როგორი. სწორედ ასე ვაკვირდებოდი მასაც,ვიჯექი ჩუმად ჩემს მეგობართან,მის მეგობართან და მასთანერთად, ყველა ლაპარაკობდა მე კი იმ ხნის განმავლობაში ჩუმად ვიჯექი ვაკვირდებოდი როგორ მიყურებდა მიდი მწვანე გაბრწყინებული, სიყვარულით სავსე თვალებით, როგორ მიღიმოდა, როგორ იცინოდა, როგორ ლაპრაკობდა და მის ხმაშიც კი ჩანდა ის სითბო. როგორ ცდილობდა მოწონებოდა ჩემს მეგობარს, უნდოდა ეთქვა ჩემთვის „ის ძალიან კარგი ბიჭია არ დაკარგო“ , სწორედაც მან მითქრა ეს სიტყვები „მე ძალიან მომეწონა არ დაკარგო ის, არც მან დაგკარგოს შენ, იბრძოლეთ ამისთვის“.
მინდოდა ყოფილიყო ჩემს გვერდით ბოლომდე,პირველად შემეშინდა ასე ძალიან ადამიანის დაკარგვის,მან მოახერხა და მცირე დროში შეძლო ეს ყველაფერი. არის რაღაც ისეთი მასში რაც არ აქვს სხვას.
„-ასე რატომ მიყურებ? - ვკითხე მე,მას ხელი ქონდა გადახვეული,მეორე ხელი კი ჩაკიდებული ჩემს ხელზე. ახლოს მოიწია და უცნაურად დაიწყო ჩემი ყურება, სეირნობის დროს.
-უბრალოდ გაკვირდები, მინდა კარგად დავიმახსოვრო შენი სახის თითოეული დეტალი.-მითხრა მან ღიმილით
-კარგი. - გავუღიმე მეც
და ახლა რაღატო მიყურებ ეგრე? - ისევ გააგრძელა ჩემი ყურება უცნაურად.
-შენს თვალებს ვუყურებ, ვცდილობ რამე დავინახო.-მითხრა დაკვირვებული მზერით
-მერე ხედავ რამეს?- უცნაური ხმით ვკითხე მეც
-ჯერ ვერა წიგნის სათაურიც არ ჩანს, თუმცა დარწმუნებული ვარ მოვა დღე, როცა ყველაფერს წავიკითხავ. - მითხრა ღიმილით.
მეც გავჩუმდი და გავაგრძელეთ ვარსკვლავებით სავსე ცის ქვეშ შეირნობა,გზაზე რომელსაც მთვარის და სანათების შუქი ანათებდა. (09.12.2017)

***
და ყველაფერი დაიწყო აქედან...

-გოგო-დავუძახე ჩემს საუკეთესო დაქალს,ნინას
-გისმენ რა არის?
-ამას შეხედა,გახსოვს მე და ლიზიმ ღამით „Live”-ი რო ჩავრთეთ?
-კი როგორ არ მახსოვს,მერე?
-ერთი ბიჭი რო აკომენტარებდა,გინდათუარა დამიმატეო. მე ხო დაბლოკილი მაქ და ვერ მიმატებდა ხოდა ასე დაჟნებით რო ითხოვდა ავდექი და მეც დავიმატე,მერე მწერდა, მაგრამ ხო იცი იმის გამო არ ვწერდი რაღაც არ მაინტერესებდა,ხოდა ეხლა ვნახე ფოტოები შეხედე რა სიმპატიური ბიჭი ყოფილა-ვუთხარი მე საყვარელი გამოხედვით (როგორც ვიცი ხოლმე)
-ვაიმეე,რა სიმპატიური ბიჭია გოგოო,რატომ არ წერდი?-მიკითხა მან გაოცებულმა
- არვიცი რაღაც არ მაინტერესებს. ისე როგორ მოუხდებოდით ერთმანეთს დაკავებული,რომ არიყო-ვუთხარი სიცილით მე
-სისულელებს ნუ ამბობ-ცოტა გაბრაზებული ხმით მიპასუხა
-კარგიი ხოო,ვაღიარებ ძალიან მომეწონა,მივწერ-ვუთხარი სიცილით მე
-ჰოო ეგრე ქენიი-გაეღიმა მასაც

***
-რაღაც „Sms”-ი იყო მოწერილი შენი,წამეშალა პასუხი ვერ მოგწერე
-არა მე არაფერი მომიწერია-მანაც რაღაც უცნაური პასუხი გამცა
-კარგი-მივწერე მეც გაოცებულმა
ჩვენი მიმოწერებიც დაიწყო აქედან.გავიცანით ერთმანეთი ასეთუისე კარგად.

-ცხენზე ჯდომა იცი?
-არა საიდან
-არც გევასება ცხენი?
-კიი ვგიჟდები
-წამო რაჭაში და გასწავლი,მე მყავს ცხენი
-ხო აი მე რო რაჭაში გამომიშვებენ შენთანერთად-„ვუთხარი“ სიცილით მე
-აი ესაა ჩემი ცხენი,ნახეე-„მანახა“ ფოტოები
-რა საყვარელიაა,რა ქვია?-„ვკითხე“ მე (შაცი ცხენი იყო,შუხლზე თეთრი გულით)
-ავარა-„მიპასუხა“ მან
-უხდება-„ვუთხარი“ ღიმილით მე
-ნახეე ეს ფოტო ორი წლის წინაა გადაღებული-ფოტო „მანახა“ სადაც ცხენთანერთად ისიცაა
-აუ რა საყვარელია-ძალიან მომეწონა
-მე თუ ცხენი-„მკითხა“ სიცილით მან
-ორივე-„გავუღიმე“ მეც
-შე საყვარელოო
-აქეთ რო მოდიხარ არ გენატრება შენი ცხენი?-„ვკითხე“ მე
-აუუ კი თან ძაან-„მითხრა მოწყენილი ხმით“ მან
-ჰო ეგრე შორს როა
-შენც რო შორს ხარ ეხა ძაან მენატრები-„მითხრა“ მან
-ვუაიმეე მეც მენატრებიი
-ხოო?
-ჰოო
-ხოო ჩამო ჩემთან
-ნეტა შემეძლოს-„ვუპასუხე მოწყენილი ხმით“
-ჩამოხვიდოდი?
-კი
-ჰოდა გამოიპარე-„მითხრა“ სიცილით მან
-ჰო კარგიი აი მამაჩემი დაიძინებს და წამოვალ-„ვუთხარი“ მეც ხუმრობით
-მევასები და რა ვქნაა
-რაუნდა ქნა?
-ვერაფერიი
-რატო ვერაფერი?
-აქედან ვერაფერს ვიზამ

***
-ეიი სვანიც აქ ყოფილა-მომწერა საღამოს ცხრაზე
-კიი აქ ვაარ
-რასშვებიი?
-ქუთაისის ხალხს ვეჭორავები შენ?
-აიი უკვე რაჭველსაც,რავი არაფერს

***
9 დეკემბერიც გათენდა,ერთმანეთი პირველად უნდა გვენახა თუმცა მოხდა ისე რო მას მხოლოდ საღამოს ეცალა მე კი არა...
გავიდა ცოტა დროც და მოვახერხე გარეთ გასვლა
-სად ხარ?
-მეტროსთან ვარ შენ?
-მეც მეტროსთან ვდგავარ,შიგნით ხარ?-ვკითხე მე
-არა კარებთან ვდგავარ,კიბეებზე
-ნიკოო,შენრა მეღადავებიი? მეც მანდ ვარ-ამ წამს გავიფიქრე, რომ არაფერი გამოვიდოდა მეგონა ის უბრალდო ღადაობდა
-ანიი,არ გეღადავები მართლა მანდ ვარ,დავითიანის რესტორანს ხედავ?
-კიი მის გვერდით ვდგავარ-ვუთხარი უკვე გაბრაზებული ხმით
-შენრა ღადაობ? მეც მანდ ვარ-უკვე მასაც ხმა შეეცვალა
აიი გხედაავ
-ჰოო მეც-მისკენ წავედი
300არაგველზე მეტროს ორი მხადე აქვს გეცოდინებაა,ხოდაა ასეე მოხდა ეს ყველაფერიი...
ჩემს წინ აღმოჩნდა მაღალი მწვანეთვალება ბიჭი,ძალიან საყვარელი ღიმილით,ყურებამდე ვწვდებოდი ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, სანამ ვნახავდი მხოლოდ ფოტოებით ვიცოდი და მეშინოდა რომ ჩემზე მაღალი არიქნებოდა რატომღაც არ ჩანდა ესეთი მაღალი.. ჰმმ.. გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა, რაღაც ლამაზი ოდნავ ბოხი ხმით, თმა დაბალზე ქონდა ისე უხდებოდა, შავი ქურთუკი ეცვა, ციოდა და ქუდი ქონდა მოფარებული თავზე, მუქი ფერის გაშვებული ჯინსები ოდნავ დახეული, რათქმაუნდა ისე რომ მუხლი არ ჩანდა, (მე ხომ არ მიყვარს ბიჭზე დახეული ჯინსები) ფეხზე შავი კეტები.
ისეთი უცნაური შეგრძნება დამემართა გული ლამის საგულედან ამოვარდა, ის ისეთი საყვარელი იყოო.. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მას ადრეც ვიცნობდი...

რამოდენიმე საათის უკან..
-აუუ ეს ჩავიცვაა,ზედმეტი ხომ არაა?
-არაა ანი კარგიაა მართლა-ლიზი
-თან ხო იცი წითელი ფერი როგორ გიხდება,წამოდი მალე გველოდება გარეთ გუკა-მითხრა ჩემმა დამ ნინამ
-თმები გავიშალო ხო? ეს შავი სარვალი კარგია.კეტებიც უხდება მგონი კარგად გამოვიყურები-დავიწყე რაღაცეების გასწორება
-კი ყველაფერი კარგად გაქვს წადი ახლა-მითხრა ლიზიმ
-კარგიი ჰოო მივდივარ

*
-რა ლამაზი ხარ-მითხრა ნიკომ და ჩამეხუტა
-მადლობა-გავუღიმე მეც
-გაიცანი ეს ლევანია ჩემი ძმაკაცი,ეს ანია
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც

თავიდან ხელი გადამხვია,რაღაცეებს მიყვებოდა.რაღაც კითხვებს მისმევდა რომ უკეთ გავეცანი.
-იცი ანის როგორ უყვარს სახელი ლევანი
-ჰოო ძალიან მიყვარს-დავეთანხმე მეც იმ წამსვე
-ნიკაზე მეტად ხოო?
-კარგი რაა-გადავატრიალე მეც თვალები როგორც მჩვევია ისე
-ხოდა აჰაა გყავდეს ლევანი და თვითონ გაიწია
-კარგი ნიკა გეყოფაა
-გახსოვს მაშინ იმ „Live”-ში ვიღაც ლევანის „ლევანი ლევანი ლევანი“ ესე რომ ეძახდი?
-შენ ეგ კიდე გახსოვს? მაშინ როგორ იეჭვიანე-გემრიელად გადავიკისკისე
-ლევანი
-ჰო ნიკა
-იცი ანი პირველად ვნახე
-რაა,რასამბობ რა პირველად? ღადაობ ხოო? არ მჯერა-გაოცებულმა კითხა ნიკას
-არა რას ვღადაობ მართლა პირველად ვნახე,არადა ასემგონია კარგა ხანია ვიცნობ
-ჰოო რატომღაც მეც ეგრე მგონია-დავეთანხმე მეც
-ერთი ათი წლის ნაცნობებს კი გავხართ-გადაიხარხარა ლევანიმ

მერე ხელი ჩამკიდა და ისე დავდიოდით ღამით ლამპიონებით განათებულ გზაზე...
-ეს რა ბეჭდები გიკეთია?!-მომხსნა ბეჭდები
აი ეს შენ გაიკეთე (გამიკეთა მარჯვენა ხელზე) , ახლა ყველას ეცოდინება, რომ დაკავებული ხარ ამას კი მე გავიკეთებ (მანაც მარჯვენა ხელზე გაიკეთა ბეჭედი
-როგორ გიხდებაა-გამეცინა მეც მოვხსენი ბეჭედი და დავაბრუნე ჩემს თითზე

დავსხედით პარკში. უცბად ტელეფონის ზარი გაისმა დაეწერა “Takunia” და წითელი გული,მეგონა იქვე გული გამისკდებოდა გაოცებული სახით დავხედე ტელეფონს,ყურადღებით ვუსმენდი მის საუბარს, სამწუხაროდ ვერ გავიგე რასეუბნებოდა, ლამის გავგიჟდი რა აღარ ვიფიქრე ისე თბილად ელაპარაკებოდა ვიფიქრე ვინმე იყო ისეთი ვინც უყვარდა..

-თიკუნიაა,სად ხარ?-კითხა ღიმილიანი ხმით
-....
-კარგი აქვე ვართ პარკში რამდენხანში მორჩები ლექციას?
-...
-კარგიი აქ ვიქნები მეც და გნახავ
-...
-კარგი აბა დროებით -ყურმილი დაკიდა
სახეზე მეტყობოდა მგონი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი...
-ჩემი ბიძაშვილი იყო,აქ სწავლობს „SEU”-ში ლექციებს რო დაამთავრებს გავუაროთ ვნახოთ
-კარგიი,რამდენხანში მორჩება?-კითხა ლევანიმ
-ნახევარ საათში-უპასუხა ნიკომ

***
-თიკუნია გაიცანი ეს ანია
-გამარჯობა
-სასიამოვნოა შენი გაცნობა
-ჩემთვისაც ანი,ეს ჩემი მეგობარია
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც

ნიკო ცოტახნით ბიჭებთანერთად იდგა
-რამდენი წლის ხარ?
-16ტის,შენ აქ სწავლობ?
-კიი,მეორე კურსზე ვარ,ჟურნალისტიკა
-კარგიაა-ვუპასუხე მეც ღიმილით, ნიკას გარეშე ისე უხერხულად ვიდექი მეტი რომ არ შეიძლებაა
-წამოდით ვჭამოთ არ გშიათ?
-ლობიანი?-უთხრა თიკომ
-მაშინ აქვე კაფეში შევიდეთ
აღმოჩნდა, რომ არავის გვშიოდა:
-რაარიის ეხლა ეს, არავის არ გშიათ?-იკითხა ნიკომ
-არა ჩვენ არაფერი გინდა-უპასუხა ლევანიმ
-ანიი შენც არაფერი გინდაა?
-არა მადლობა
-კარგიი რა ნუ გერიდებაა უცხო ხო არ ვარ-მითხრა მან
-არა მართლა არაფერი მინდა
-კარგი მაშინ მე საცხობში ვიყიდი ლობიანს
თან ლობიანს ჭამდა თან მე მიხდიდა ბოდიშებს:
-ანიი,ბოდიში რაა დღეს მთელი დღეა არაფერი მიჭამია, თორე არ შევჭამდი
-არაუშავს
-თიკუნიაა,დამიჭირე რაა-დაფიქრებული სახით შემომხედა,-არა ანი შენ დამიჭირე ამათ არ ვენდობი-გაიცინა, მეც დაუყოვნებლივ გამოვართვი ბოთლი
-გთხოვ თავსაფარი მოხსენი და დამალევინე რა-მთხოვა მან, მეც მოვხსენი თავსაფარი და დავალევინე,ისეთი უცნაური შეგრძნება იყო თითქოს მასზე ზრუნვა მსიამოვნებდა
-კარგი გოგო ხარ, ახლა სად წავიდეთ-იკითხა ნიკომ
-რუსთაველზე,საახალწლოდ მორთული ძალიან ლამაზი იქნება
-ჰოო რა მეც რუსთაველზე მინდა-დავეთანხმე იმ წამსვე
-მარჯანიშვილზე წავიდეთ რაა, ახალი ქუჩა განათებული ძალიან ლამაზია-თქვა მან მისი მწვანე თვალებით და ჩვენს დავეთანხმეთ რათქმაუნდა
ხელი ჩამკიდა და მეტროსკენ გავემართეთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent