შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 30


17-07-2018, 00:54
ავტორი zia-maria
ნანახია 2 347

ხანდახან გვინდა დრო შევაჩეროთ,რომ ლამაზი კადრები დიდი ხნით დარჩნენ ჩვენთან,მაგრამ სამწუხაროდ დრო არ გვეკითხება გაჩერდეს თუ გააგრძელოს სვლა,ის ჩვენ გვისწრებს წინ და ჩვენზე წინ გარბის.წამში ილევა დრო და ადამიანის თვალები დაღლილი და დაქანცული ნამს ემსგავსება, რომელიც დაიღალა ყვავილზე ჭიდილით.საოცარია,ოდნავადაც არ შეცვალა წლებმა გაიზარდა,დაიხვეწა და ულამაზესი გოგონა დადგა.რაც უფრო გადიოდა დრო,გიორგის აფორიაქებდა ის აზრი რომ თითქოს მარიამი ცოცხალი ჰყავდა სახლში, ის ძალიან ახლოს იყო მასთან და ამავე დროულად ძალიან შორს.თან უხაროდა რომ უცქერდა და თან გული ტკიოდა მის კისკის რომ გაიგონებდა,სწორედ მაშინ ჰგავდა მარამი დედას როცა რაიმე უნდოდა ეთხოვა გიორგისთვის და მთელი სახე უცინოდა,თვალებიდან კი ვარსკვლავებს აფრქვევდა.მაგრამ გიორგის წინ მისი 18 წლის მარიამი იდგა და ელოდებოდა როდის გავიდოდა შვილთან ერთად ხელკავით სახლიდან.აი ამიტომ ვახსენე დრო,რა სწრაფად გავიდა ის გიორგისთვის ერთმხრივ ტკივილით სავსე და მეორე მხრივ ბედნიერი,მარიამის სკოლის დასრულების დღე დადგა.
-დღეს არ გამაგონო შენი წუწუნი,რომ დრო არ გაქვს და ვერ იქნები ჩემს გვერდით.თუ კარგად გახსოვს დღევანდელი დღეც შედის შენს მოვალეობებში ძვირფასო მამიკო.უთხრა მარიამმა გიორგის და ხელკავი გაუკეთა,გიორგის გაეცინა მის მკაცრ სახეზე და სიყვარულით სავსემ უთხრა.
-შენთან როცა ვატრებ დღეს,იმ დღეს დრო არ არსებობს მარიამ.მე სასწაულად მსიამოვნებს შენს გვერდით ყოფნა,შენი არსებობა ენერგიით მავსებს.
-ყოველთვის ვამბობდი,არასოდეს არ დამიფარავს მაგრამ დღეს ხმამაღლა უნდა ვაღიარო რომ მე ეს ადამიანი კიდევ უფრო ძალიან მიყვარს გუშინდელთან შედარებით.
-ნუ აჭარბებ მარიამ და სულ ნუ მაიმუნობ,წავედით.უთხრა ღიმილით და თან ოდნავ მკაცრად გიორგიმ შვილს და ერთადაც გავიდნენ სახლიდან.სკოლის ეზო სავსე იყო მშობლებით და მოსწავლეებით,გიორგიმ მანქანა შეიყვანა ეზოში და გადმოვიდა,მარიამსაც მოეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში და რამოდენიმე წყვილმა თვალმა გააყოლა თვალი მამა-შვილს,მარიამიც ბედნიერი ღიმილით ამაყად მიაბიჯებდა მამასთან ერთად და მალე მათ მისი განუყრელი ტრიო შეუერთდა,წინ წავიდა ბიჭებთან ერთად და უკან მოყვებოდნენ მათი საყვარელი ადამიანები.ყველამ თავიანთი ადგილი დაიკავა და ღონისძიებაც დაიწყო,მარიამს მღელვარება დაეტყო.ხელის გულები ჯერ გაუცივდა და შემდეგ გაუოფლიანდა და გიორგის მაგრად მოუჭირა მკლავზე ხელი,გიორგიმ შეხედა მარიამს და მიხვდა მისი მღელვარების მიზეზს და დაამშვიდა.
-დამშვიდდი საყვარელო,სიმშვიდე შეინარჩუნე ყველაფერი კარგად იქნება.გულზე მიიკრა და თავზე აკოცა.რამოდენიმე წყვილმა თვალმა შურით შეხედა მამა-შვილს,რამოდენიმემ კი ნამდვილი წრფელი სინანულის თვალი შეავლო მარიამს.ბევრი ბოროტიც იყო ამ უამრავი ხალხის ნაკადში,მაგრამ მარიამს მხოლოდ ერთი რამ აღელვებდა,უნდოდა ძალიან დღეს გაეხარებინა მამის გული,გული რომელიც წლებია ტკვილს დაატარებს.დაიწყო გამოცხადება და სცენაზე სკოლის დირექტორი ავიდა.
-მეგობრებო,ძვირფასო მშობლებო და ჩემო კურს დამთავრებულებო.დღეს დადგა დღე რომელსაც თითოეული თქვენთაგანი დიდი მოლოდინით ელოდით წლებია.მინდა მოგილოცოთ სკოლის დამთავრება,მშობლებო რამოდენიმე წლის წინ ეს ბავშვები ხელი-ხელ ჩაკიდებული მოიყვანეთ ამ ცოდნის კედლებში პატარები და ძალიან საყვარლები.დრომ თვალსა და ხელს შუა გაგვიფრინდა და ეს პატარა მერცხლებიც დაიზარდნენ,ისინი დღეს ბავშვობას ასრულებენ და ახალ ცხოვრებას იწყებენ,მაგრამ აქ ამ კედლებში დარჩება მათი ლამაზი მოგონებები.მარიამმა ვერ მოზომა ისე უჭერდა გიორგის ხელს,გიორგიც არაფერს ეუბნებოდა და შეხედა თვალები დახუჭული ჰქონდა და გულში ჩუმად მისთვის ლოცულობდა.-ყველას გილოცავთ,წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ.მინდა გულით მივულოცო ოქროსმედალოსანს რომელიც სამწუხაროდ წელს მხოლოდ ერთი გვყავს.მიუხედავად მისი სიცელქისა და ეშმაკობისა მან შეძლო უმაღლესი შედეგით გასულიყო მისი ბავშვობის სამყაროს კედლებიდან,ეს გახლავთ ყველასათვის უსაყვარლესი და ცელქი გოგონა მარიამ გოგაბერიშვილი.მადლობა მარიამ შვილო რომ შენ ასეთი კარგი შვილი ხარ.ეს შენი საყვარელი ადამიანების დაფასებაა შენგან,დიდი იმედი მაქვს ეს აქ არ დასრულდება და სწავლას გააგრძელებ.წინ ძალიან დიდი და რთული გზა გაქვს გასავლელი და ხავერდოვანი,ლამაზი,ნათელი მომავალი წინ გაქვს,დაგილოცავ ამ გზას.ყველაფრისათვის მზად უნდა იყო,მე შენი მჯერა,შენ ძლიერი ხარ.
-სცენაზე ამოვიდეს მარიამ გოგაბერიშვილი.გაისმა ხმა და მარიამს ფეხები აუკანკალდა,გიორგიმ გაამხნევა და ნელა ნელა გასცილდა მამის ძლიერ მკლავებს.დირექტორმა მედალი გადასცა და თხოვა თუ რამე ჰქონდა სათქმელი ეთქვა.მოუსვენარი და მუდამ მხიარული გოგონა დღეს წყნარად იყო,გაუბედავად მივიდა ტრიბუნასთან ხელის კანკალით შეეხო ნიკრეფონს,თვალი მოავლო დარბაზს,ხმა ჩაიწმინდა და ასევე ხმის კანკალით დაიწყო საუბარი.უეცრად გიორგის თვალებში ჩაგუბებულ ცრემლს მოჰკრა თვალი და გათამამდა,ძალა მიეცა და ომახიანად თქვა.
-მადლობა ყველას,ადამიანებს რომლებმაც აი-იადან მეცნიერების დიდ საფუძვლებამდე ამიყვანეს,მადლობა ბავშვობის ბილიკები დატკეპნილად და ლამაზად რომ გავიარე.თქვენგან ვისწავლე უამრავი რამ და დღეს ამაყად მინდა ვთქვა რომ მე თითოეული თქვენთაგანი მიყვარხართ.მაპატიეთ თუ ოდესმე გული გატკინეთ ეს ხომ ბავშური ეშმაკობებით იყო გამოწვეული,არ მინდოდა მაგრამ მაინც მაკეთებინებდა გული ამ სისულელეებს და სიგიჟეებს.მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ადამიანს რომელიც ჩემთვის ის ადამიანი ლეგენდაა. ადამიანი რომელმაც მხოლოდ ჩემს გამო გააგრძელა ცხოვრება და 18 წელია ის ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს და ცოცხლობს,ამ ადამიანით ვისწავლე თუ როგორ უნდა გავუმკლავდე სირთულეებს,მისმა სიძლიერემ მეც მასწავლა ვიყო ძლიერი.ადამიანი რომელმაც მთელი თავისი საუკეთესო წლები მე შემომწირა,ის ჩემი არსებობით ცხოვრობს და ჩემი არსებობით ცოცხლობს.მე ვიქნებოდი ძალიან უმადური შვილი დღეს ეს სიტყვები შენთვის რომ არ მეთქვა მამიკო,მადლობა ყველაფრისთვის,მადლობა ჩემთან გატარებული ყველა წუთისთვის,მადლობა უფალს რომ მე შენი შვილობის ღირსი გამხადა, განსაკუთრებული მადლობა მამა ყოველი მილისთვის რაც ერთად გაგვივლია,მიყვარხარ და მეამაყები.ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო ჩემს დაბადებამდე მაშინ როცა ჯერ კიდევ დედას სხეულში ვიყავი და შენ მელოდებოდი და მელოდებოდი ალბათ ისე, როგორც არ ელოდებიან არასდროს და არავის ცხოვრებაში. შენ უკვე გიყვარდი, მთელი გულით, მთელი არსებით.მოვევლინე თუ არა ამ სამყაროს შემიზიზღე და არც გამტყუნებ მამიკო, ჩემში ხომ იმ ადამიანის სული დევს რომელიც მე წაგართვი ჩემი გაჩენით.იმის ნაცვლად რომ სიხარულისგან გეყვირა და გემღერა თვეების მანძილზე ვერც მიყურებდი ეს ისევ შენი ნათქვამიდან ვიცი სხვას არავის არ უთქვამს.მე არ მახსოვს ეს წუთები,მაგრამ მახსოვს შენი ძლიერი და ამავე დროს მზრუნველი ხელები, რომლებიც შიშისა და აღფრთოვანებისგან აყვირებულს ამაგდებდნენ ხოლმე ჰაერში,მე ყოველთვის ვიცოდი რომ შენ დამიჭერდი.შენ იყავი ყველაზე მომთმენი და ყურადღებიანი ყველა ჩემს მასწავლებელს შორის, შენ პირველმა მასწავლე ამ სამყაროს შეცნობა და შეყვარება.ხანდახან მაკლდი შენ და მაკლდა შენი სიტყვები,შენი მოფერება,შენთან დაძინებას ვერ ვახერხებდი ხშირად,მაგრამ მაინც გელოდი შენს საწოლში,შენს ბალიშზე ჩახუტებული ვიცოდი მოხვიდოდი და მე შენს მოსვლას გავიგებდი.არ ვწუწუნებდი,რადგან ვიცოდი რომ ბევრს მუშაობდი, მაგრამ რომ ამას ჩემთვის აკეთებდი.ბევრჯერ მკაცრადაც დამლაპარაკებიხარ და შენი გაბრაზებული მზერისგან მინდოდა მიწა გამსკდომოდა, მაგრამ შეხედავდი თუ არა ჩემს თვალებში ცრემლებს ღრმად ამოისუნთქებდი და მეფერებოდი.მამიკო რაც არ უნდა მოხდეს,დედა ჩემი მფარველი ანგელოზია მაღლიდან, შენ კი ჩემი ყველაზე საიმედო საყრდენი და ჩემი ციხესიმაგრე ხარ.თუ მე შემეკითხებიან, ვინ არის საუკეთესო მამა მსოფლიოში, მე ვუპასუხებ რომ შენ ხარ საუკეთესო მამა, იმიტომ რომ შენ ჩემი მამიკო ხარ.ასევე ბოდიშს ვუხდი ადამიანს რომელიც წლების მანძილზე უძლებდა ვაჟკაცურად ჩემს გამო გალანძღვას და თითქმის ყოველ დღე სკოლაში იყო დაბარებული,ამ ყველაფერს კი ჩემი ბებლო მამიკოს ჩუმად აგვარებდა.შენ საუკეთესო ბებლო ხარ ბე.მადლობა ჩემს საამაყო ძიოებს,იმიტომ რომ ყოველთვის მამხნევებდით და გჯეროდათ ჩემი.მამუდა არ დამვიწყებიხარ,მიყვარხარ აი აქ გულში.ვახო,ლუკა,კობა,ნინი თქვენ ჩემი ლამაზი სამყარო ხართ.ანას გაეცინა და გიორგის ჩამოადო მხარზე თავი.
-არ თქვა რომ აფერისტობაში შენსავეთ ბადალი არ ჰყავს,ასე როგორ გამოზარდე ანა მარიამი.უჩურჩულა გიორგიმ.
-საზიზღარი ადამიანი ხარ,იცი ახლა ვერ გიპასუხებ.შეუბღვირა ანამ გიორგის.მარიამი ამაყად ჩამოვიდა სცენიდან და ხალხის მასაში ადვილად მოძებნა მამის ძლიუერი მკლავები და გიორგიმ ოროვე ხელებით ასწია და გულში ჩაიხუტა საყვარელი არსება,რომელმაც დღეს ძალიან ასახელა და ამაყი გახადა.
-შენ მე დღეს სიცოცხლის უკვდავების წყალი შემასვი,მე ვამაყობ შენით ჩემო ერთადერთო.
-მაპატიე რომ გაბრაზებდი ხოლმე,მაგრამ ვფიქრობ გამოვისყიდე ჩემი დანაშაული.
-შენ მე ვერასოდეს გამაბრაზებ,ჩემი სიცოცხლის აზრი მხოლოდ შენ ხარ მარიამ.ბექამ გულში ჩაიკრა მარიამი და თავზე აკოცა ფრთხილა.ვახომ კი ხელში აიყვანა და აფრიალა მსრიამი.
-ძიო დღეს სახლში ვქეიფობთ.თქვა ლუკამ.
-ნათლი ხვალინდელი დღე კი ჩვენია და უარს არ მივიღებ იცოდე.უთხრა ვახომ მკაცრად.
-არ ფიქრობთ,რომ სახლში უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე?მკაცრად უთხრა ვახოს გიორგიმ რადგან უამრავი წყვილი თვალი იყო მათზე მოჩერებული.
-მარიამ ბიძი ცოტა ტვინი ვერ ჩაუდე კობალოს თავში?უჩურჩულა ლაშამ და ორივეს გულიანად გაეცინა.
-ნუ ხარ უმადური ბიძი,ბიჭია და მაინც კარგად გამოძვრა.ყველა გახარებული და ბედნიერი დაბრუნდა სახლში და გიორგიმ სამეგობრო წრეში აღნიშნა მარიამის წარმატება.სოფლიდან ვერ ჩამოვიდნენ და ტელეფონით აცნობა თამროს და ნოდარს მარიამის წარმატება.გიორგიმ გაიხსენა ყველა ის წუთი რომელიც ერთად გაიარეს დედის სამშობიაროში მიყვანიდან დაწყებული,დამთავრებული სკოლამდე რომელსაც ისინი ხშირად ერთად გადიოდნენ.
-არის მომენტები, როცა განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი სამსახური ათასი გრძნობა და ფიქრი ირევა თავში, მაგრამ სახლში მოვალ შევხედავ მარიამს და მავიწყდება მთელი დღის დაღლა.
-მარიამ შენ არაფერი არ გაქვს სათქმელი ბიძი?მოეფერა ბექამ.
-ბევრი,ძალიან ბევრი და მაპატიეთ თუ ტკივილს მოგაყენებთ,მაგრამ უნდა ვთქვა.
-თქვი რაც გულში გაქვს.უთხრა გიორგიმ.
-თანდათანობით პატარა და გიჟი გოგონა თქვენს თვალწინ გაიზარდა,რაც უფრო საღად აღივიქვი ცხოვრება, მით უფრო მეტად ჩავწვდი შენს ბუნებას მამა.უფრო ნათლად ვამჩნევდი შენს ძლიერ დადებით თვისებებს და ვხვდებოდი რომ შენ მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ რომელსაც შეუძლია დამალოს ტკივილი და მაჩვენოს ის დიდი სიყვარული რაც შენს გულშია.სადაც არ უნდა წასულიყავი,მე ყოველთვის ველოდი შენს ზარს და უკვე ვიცოდი რასაც მეტყოდი ,,მიყვარხარ პატარავ''.ახალა კი მე მინდა გითხრა,მიყვარხარ მამიკო ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
-უფ მარიამ,უფ მარიამ დღეს სკოლაში მატირე,ახლა აქ მატირებ რა დაგიშავე მითხარი რას მერჩი.უთხრა ანამ და მარიამს მოეხვია.გიორგის სიტყვები ყელში გაეჩხირა და ვერ შეძლო ხმის ამოღება,ადგა მარიამს ხელები შემოხვია, თვალებიდან ცრემლები წასკდა.
-მიყვარხარ ჩემო პატარავ,შენ მე სულიერად მავსებ და ცხოვრებას მიხანგრძლივებ.
-გიორგი შვილი გაგეზარდა.თვალი ჩაუკრა ბექამ.
-მართალია,როგორ მალე გამეზარდა და ჯერ კიდევ არ ვიცი რას ფიქრობს,რაზე უნდა ჩააბაროს.
-მე დედიკოს ოცნებას უნდა შევასხა ფრთები და ექიმი უნდა გამოვიდე.გიორგის ფერი დაეკარგა და მკაცრად,მტკიცედ უთხრა მარიამს.
-მაგ დარგის გარდა რა დარგიც გინდა ის აირჩიე,მხოლოდ ეს დარგი აღარ ახსენო.მარიამს უცებ შეეშინდა,არ იყო ჩვეული გიორგისგან ასეთი ტონით საუბარს და ეუცხოვა.
-მე ეს დარგი მაინტერესებს.უთხრა გაუბედავად.
-მარიამ ძალიან გთხოვ,მხოლოდ ეს დარგი არა.გიორგი ადგა და მაგიდა დატოვა,ჰაერზე გავიდა.ბექამ მარიამის გვერდით დაჯდა და უთხრა.
-მარიამ შვილო უნდა გაუგო გიორგის მას დღემდე ეშინია,ყველა დარგს უნდა მეცადინეობა,მაგრამ როცა ექიმი გინდა გამოხვიდე თავი არ უნდა დაზოგო,მარიამიც ასე იყო მიუხედავად იმისა ძალიან ნიჭიერი იყო მაინც დღეს და ღამეს მეცადინეობდა.ამიტომ ეშინია,ვერც გაამტყუნებს ვერავინ,ნუ აწყენინებ მას,ნუ ატკენ უარესად იმ ნატკენ გულს და თქვენს შორის ნუ ჩააშენებ ურყევ კედელს.ჭკვიანი ხარ და იმედია დაფიქრდები,წადი ახლა და მოეფერე დღევანდელ საღამოს ნაწყენი ნუ დაშორდებით ერთმანეთს.
-ადექი ახლა და მიბრძანდი გარეთ,თორემ როცა ჩაქრება ჭადრებში მაშინ მოგხვდება ღრანჭებში ჩემი ხელი.უთხრა კარგად შემთვრალმა კობალომ.
-აუ ამან შეუბერა უკვე.თქვა ლუკამ და ყველას გაეცინათ.
-არა უშავს ლუკაჩო ყველა უბერავს ნიავის გარდა.უთხრა კობამ და თვალი ჩაუკრა.მარიამი კი წამოდგა გარეთ გავიდა და გიორგის დაუდგა გვერდით,რომელიც სიგარეტს აბოლებდა.როცა ნერვიულობს ძალიან მხოლოდ მაშინ ეწევა,თითქმის სიმაღლეში გაუტოლდა მამას,წელში მისი სუსტი ხელები შეუცურა თავი მხარზე ჩამოადო და მაღლა ცაში დაიწყო ცქერა.უცქერდა მდუმარედ,როგორ დასრიალებდა შავ ღრუბლებში დიდი სავსე მთვარე ხან რომ ემალებოდათ და ხან დასცქეროდა მამა შვილს თავზე.
-მა მაპატიე რა,არ ვიცოდი ეს დარგი ასე თუ გეჯავრებოდა.უთხრა მოწყენილმა.
-ჩემი ბრალია მარიამ დრო ვერ გამოვნახე შენთან მომავალ სპეციალობაზე და გეგმებზე მესაუბრა და ერთად განგვეხილა ეს საკითხი.ძალიან გთხოვ,კარგად დაიმახსოვრე რაც არ უნდა დამემართოს,ექიმი არ მომიყვანო იმდენად მეჯავრება ეს დარგი ვერ ვიტან თეთრ-ხალათიანებს.მე ამ დარგმა უსაყვარლესი ნაზი ქმნილება წამართვა.აირჩიე ბიზნესი,ჩემი კომპანია,რომელსაც ჯერ ბაბუაშენმა და მერე მე ჩვენი ახალგაზრდული წლები შევალიეთ შენია შვილო.არც ბაბუაშენი და არც მე თან არაფერს არ წავიღებთ,გარდა ერთი ხელი ტანისამოსისა და ჩემს ოთახში კომოდზე რომ ჩემი და დედაშენის ფოტო დევს.
-აღარ გააგრძელო,დავასრულოთ საუბარი მე მთელი არსებით მიყვარხარ.შენ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ,შენ მე ცხოვრება მასწავლე ყოველთვის გულწრფელი გულით და სუფთა თვალებით დგეხარ ჩემს წინაშე.შენ ხარ ძალიან ძლიერი პიროვნება,მტკიცე და გამგები.მეც ყოველთვის გაგიგებ თუ რამეს შეცვლი.გიორგის გაეცინა და უთხრა.
-მიხარია მარიამ ამ სიტყვების მოსმენა შენგან,გულახდილად გეტყვი ამ 18 წლის მანძილზე არ შემიცოდავს და თუ რამე შეიცვალა დარწმუნებული იყავი რომ ამას პირველი შენ გაიგებ ჩემო გოგო და იმასვე მოვითხოვ შენგან.
-აუცილებლად,შენზე უკეთეს მრჩეველი მე არავინ არ მეყოლება.ჯერ თავისუფალი ვარ,არაფერი არ ხდება თუ რამე იმედი მაქვს რომ ყოველთვის დამეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში.
-საბოლოო გადაწყვეტილებას თვით გული აკეთებს მარიამ და არა მეორე პირი,უკვე ზრდასრული ხარ და არა ჩვეულებრივად მოაზროვნე,შენ გაქვს იმის უნარი გააკეთო არჩევანი და გადაწყვეტილებაც თავად მიიღო,მე კი ყოველთვის მოგისმენ და რჩევას მოგცემ,მთავარია შეგიყვარდეს გრძნობით.მარიამი უცქერდა მამას და თვალებით უცინოდა,ვისაც არ უნდა შეეხედა მისთვის ყველა შეამჩნევდა მათ შორის მსგავსებას,რომ მათ ერთნაირად უცინოდათ თვალები,ასევე ჰქონდათ ერთნაირი მომნუსხველი ღიმილი და გამოხედვა.ეს ორი არსება, ერთნაირი ინდივიდი იყო ერთი სხეულისა.



№1 სტუმარი Nia

ar vici ra vtqva vitire gavigime dzalian dzalian magaria

 


№2  offline მოდერი zia-maria

[quote=Nia]ar vici ra vtqva vitire gavigime dzalian dzalian magaria[/quote relieved
relieved relieved გეთანხმები სევდიანი თავი იყო. kissing_heart

 


№3  offline წევრი მია15

შეუდარებელი სასიამოვნო და ყველაფერი იყო.სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო.ყოჩაღ.ველი ახალ თავს.წარმატებები

 


№4  offline მოდერი zia-maria

მია15
შეუდარებელი სასიამოვნო და ყველაფერი იყო.სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო.ყოჩაღ.ველი ახალ თავს.წარმატებები

heart_eyes პეპელა მადლობა საყვარელო. kissing_heart kissing_heart

 


№5  offline წევრი marikuna18

ეს ისტორია არის ჩემი ყოველდღიურობაა რა ვქნა არვიცი რომ დამთავრდება :(( შესანიშნავი ისტორიაა მალადეც <3 <3 ის ბიჭი კბლავ გამოაჩინე რაა და გული მიგრძნობს მარიამი გადარევს :))) <3 <3 წარმატებები

 


№6  offline მოდერი zia-maria

marikuna18
ეს ისტორია არის ჩემი ყოველდღიურობაა რა ვქნა არვიცი რომ დამთავრდება :(( შესანიშნავი ისტორიაა მალადეც <3 <3 ის ბიჭი კბლავ გამოაჩინე რაა და გული მიგრძნობს მარიამი გადარევს :))) <3 <3 წარმატებები


გამოჩნდება მომდევნო თავში. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი სტუმარი Salome

ყველაზე პუნქტუალური ავტორი ხარ აქ.. მადლობაა ამისთვის . შესანიშნავი ისტორიაა !!

 


№8  offline მოდერი zia-maria

სტუმარი Salome
ყველაზე პუნქტუალური ავტორი ხარ აქ.. მადლობაა ამისთვის . შესანიშნავი ისტორიაა !!


pensive დღეს ვერ დავდე საყვარელო, blush მაგრამ გპირდები საღამოს აუცილებლად იქნება ახალი და საინტერესო თავი. kissing_heart kissing_heart მადლობაააა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent