შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [6]


17-07-2018, 15:20
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 117

-ხელი გამიშვი!- ლილემ ცრემლებით სავსე თვალები დაუბრიალა და ზენონს ხელი ჰკრა- ყელში ამოვიდა შენი თამაშები! ბოლოს დამნაშავე მაინც მე გამოგყავარ... თურმე აქაც მე გადაგიხტი წინ, თავბრუ დაგახვიე და ახლა უკარებას როლს ვთამაშობ, როგორც უკანასკნელი ქალი.
პატარა ანგელოზსაც ჰქონდა მოთმინება და ახლა ყველაფერი ზღვარს სცდებოდა. ჯერ ის არ აკლდა, რომ მისი ძველი სიყვარული გამოჩნდა, საწყალი სახე მიიღო და შერიგება სთხოვა იმავე პირით, რომლითაც თავის ახალ შეყვარებულს ეფოფინებოდა, იმას აკეთებდა მასთან რაც ლილეს სურდა. ახლა, კი ეგოისტი ქანდაკება ისევ თავგზას უბენვდა. თბილ სიტყვებს ისე ისროდა, თითქოს მათ მართლა გულისხმობდა და არა თავის უსაფუძვლო ინტერესს იკმაყოფილებდა.
-არავინ არაფერში გადანაშაულებს- ზენონმა წყნარად უპასუხა და გოგონას ხმის ტონს არ აჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ შეტევის ხასიათზე ნამდვილად იყო. ბიჭს ერთადერთი რამ რაც აკავებდა, ლილეს აცრემლიანებული თვალები იყო, რომელიც ნაპერწლებს ყრიდა და ცრემლებს დენის საშუალებას არ აძლევდა.
-ხო როგორ არა! შენ არ იყავი დღეს, რომ დამაბრალე შენი თოჯიდან ყოფნის სურვილი?
-მსგავსი არაფერი მითქვას... თოჯინობა? შენი სიტყვების საერთოდ გესმის?!
-ეს შენ არ გესმის, რომ თავი დამანებო! აქ რას აკეთებ? საერთოდ რატომ გამომათრიე და ... - ლილეს ისტერიკა ზენონის დაყვირებად შეწყვიტა.
-ამის დედაც მოკეტე! შენი თავი გვერდიდან რომ გენახა, გამოათრევდი კი არა, იმ ძუკნას და ახვ.რს იქვე მოკლავდი!- მაფიოზს მოთმინება აღარ ეყო მის მოსასმენად- პატარა, საწყალ კნუტს ჰგავდი, რომელიც თავის ძველ მოძალადე პატრონს შეხვდა და გაქცევა აღარ შეეძლო!
ზენონის სიტყვებზე ლილემ თავი უარესად იგრძნო. შეზიზღდა ეგ ლილე, რომელიც ყველას თვალში უსუსური იყო და მზად იყო, დაჩოქილს ეთხოვა მოძალადე პატრონისთვის უკან წაეყვანა სახლში და ჰპირდებოდა ტკივილს მოითმენდა.
-შენ რა, ეგ გსიამოვნებს?- ზენონი მიუხვდა მის სუსტი ნებისყოფის ფიქრებს და ამან სულ გაამწარა. ლილე გონზე მოსაყვანად შენობის უკანა მხარეს გაათრია და კედელზე ააკრა. ხელებით ერთ ადგილზე დაამწყვდია და აცრემლებულ ყავისფერ თვალებში ჩახედა.
-მითხარი ანგელოზო, რატომ არ გარბოდი?- ნელა დაიწყო ზენონმა საუბარი, თუმცა დამუშტული ხელები მაინც უკრთოდა.- რატომ მიეცი ნება დაემცირებინე? რატომ არ გაარტყი ისე, როგორც მე?! რატომ მიიღე ეგეთი სახე, რატომ?!- ნელი საუბარი ბრაზიან ყვირილში და კედლის მუშტის რტყმაში გადაიზარდა.
ვერ იტანდა ასეთ სულელ ლილეს, რომელიც თავს იპატარავებდა, ისუსტებდა და აძლევდა ხალხს თავზე გადავლის საშუალებას. ასეთ ლილეზე მეტად კი, ის ადამიანები სძულდა ვინც, მის ანგელოზს შიშისგან ამუნჯებდა, თვალების ელვას უქრობდა და ატირებდა.
-იმიტომ- გოგონამ საწყლად ამოიკნავლა და ზენონს შეხედა- იმიტომ, რომ ის...
-რა გაშინებს? შენზე ძლიერია? გინდა ახლავე შენს შეხქვეშ დავაგდო და თავისი არსებობა ვაწყევლინო?- იმუქრებოდა ზენონი და ცერა თითს გოგონას ლოყაზე უსვამდა დასამშვიდებლად. იმის ნიშნად, რომ ის მარტო არ იყო.
-თორნიკე „ის“ არის.- გოგონა უმეორებდა უაზროდ- ის ერთადერთი.
ზენონის თითი წამით შეჩერდა. გოგონას აკანკალებული სხეულიკიდევ ერთხელ შეათვალიერა. მის წვალებით გაწითლებულ ტუჩებს, შეფაკლულ ღაწვებს დახედა და თვალებში ბოლოს შეხედა. თავისი თავი გოგონას გულზე მიადო სიტყვებით :
-ის ამ გულის პატრონია?
ლილემ რომ თავი დაუქნია, თითით ისევ შეეხო ლოყაზე. თავი კვლავ გაასწორა და სერიოზული მზერით შეხედა.
-მაშინ მისი განადგურება მომიწევს.
ლილე მის პასუხზე დაიბნა. თავის გრძნობებში გართულს, წამით დაავიწყდა, რომ მის წინ მაფიოზი იდგა, რომელიც პირობას არ არღვევდა.
-არა- გოგონამ უეცრად ამოიბუტბუტა. შეკავებული ცრემლები გადმოცვივდა და ნერვულ თავის ქნევას მოჰყვა- არა... გთხოვ, არა... ის...
-ის შენს გულს არ იმსახურებს- ზენონმა შეუვალი ხმით გასცა პასუხი და კინაღამ ჭკუიდან შეიშალა გოგონას საბოლოო ტირილის მიზეზი, რომ გახდა.
-ზენონ...- გოგონამ მისი სახელი ხვეწნით წარმოთქვა,- მე კი მაგ გულს არ ვიმსახურებს- ბიჭის გულს თითი მიადო- ამიტომ შეგიძლია მეც მომიშორო?
ლილეს თხოვნამ ზენონის გულში ალიაქოთი დააყენა. თითქოს წლების განმავლობაში ნაგროვი მოთმინება, მოლოდინი იმისა, რომ ოდესმე ბედნიერი იქნებოდა, ერთიანად გაანადგურა და გააქრო. სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. თავისი ანგელოზი დემონს მოკვლას თხოვდა.
მოზღვავებული სიბრაზე ხელების კედელზე მირტყმით გამოხატა, რადგან ლილესთვის ტკივილის მიყენება არ უნდოდა. გოგონას სამაგიეროდ მთელი თავისი სხეულით მიეკრო და კედლიდან არ მოაცილა.
-როგორ შეგიძლია ასეთმა პატარა...- ხმა ჩაუწყდა სიბრაზისგან- როგორ მთხოვ რომ მოგკლა მაგ უსულო სახით? ნუთი ჩემი გრძნობები შენთვის არაფერია და ამ სამყაროს უაზრო ბგერებს წარმოადგენს?
-მაშნ ჩემს გრძნობებზე რას იტყვი? ისინიც არაფერია?- ლილემ თავისი ცხვირი უნებლიედ გაუხახუნა ბიჭისას, რადგან მათი სახეები ძალიან ახლოს იყო.- მე როგორ მეუბნები, რომ ჩემი გულის პატრონს მომიკლავ?
ზენონი გაჩუმდა. წამით უთანაგრძნო კიდევაც არარაობის ხელში, რომ იყო იყო ლილეს გული. მათ შორის განვლილ დროს თუ გაიხსენებდა, არც თვითონ იყო შესაფერისი კანდიდატი ამისთვის. თუმცა, მაფიოზს შეუფერებლობა არასდროს აჩერებდა და არც ახლა იქნებოდა გამონაკლისი. დემონი მაინც გააგრძელებდა ანგელოზისთვის ბრძოლას.
-ეგ გული- ზენონმა დაიწყო საუბარი და სახე შორს გასწია, თავისი თითები კი ლილეს ტუცებზე გაასრიალა- მე მომეცი.
ლილეს მოულოდნელობისგან გაეცინა და სახე მიატრიალა- „ახლა ეს გული შენ გეკუთვნის, პასუხისმგებლობა აიღე და კარგად მოეპყარი. მისი უკან დაბრუნება არ შეგიძლია“ მსგავსი რაღაც არ მითხარი მაშინ, როდესაც შენი გული გადმომილოცე? მას ჩემი გული ზუსტად ასე მივეცი ოთხი დღის წინ, მისი დაბრუნება უკან აღარ შემიძლია...
-დააბრუნე!- ზენონი ისევ აყვირდა. ლილეს სახე შემოაბრუნებინა და გატრიალების საშუალება აღარ მისცა- შენი გული უკან დააბრუნე! იმ ნაბიჭვარმა ის ნაგავში გადააგდო და ახლა ახალი სათამაშო ჰყავს. ნუ დგახარ მაგ სანაგვესთან და ელი, რომ ოდესმე დაბრუნდება!
-მოკეტე!- ლილე სიმართლით გამწარდა და ატკივებულ გულს ვეღარ შველიდა. - ის ეგეთი არ არის!
-ზუსტადაც, რომ ყველა ადამიანივით მოღალატე ვირთხაა!- ზენონი აგრძელებდა მის რეალობაში დაბრუნებას.
-არა! შენ მას არ იცნობ!- ლილე ისევ ტიროდა და ხელებს უაზროდ ურტყავდა.
-როგორია მაშინ ის ? როგორი?- ზენონმა დაიყვირა და ხელები დაუჭირა - გეუბნებოდა ყოველ წამს რომ უყვარდი? გეფერებოდა ისე, როგორც მაგ გულს სურდა? ნაზი იყო შენთან? ჯელტმენი? შიშს ჩახუტებით გიქრობდა, გეუბნებოდა, რომ ერთადერთი იყავი? ყოველდღე კომპლიმენტებით გავსებდა და ენდობოდი? მასთან თავისუფალი, ნამდვილი „შენ“ იყავი?
-კი! კი! ვიყავი- გოგონამ სახეში ყვირილით მიახალა და დაწითლებული თვალები მიანათა.
-იყავი- ბიჭმა ნიშნის მოგებით გაიმეორა- ახლა აღარ ხარ.
-რა?- ტკივილით ამოიკნავლა ლილემ.
-ახლა შენი ჯელტმენი იმ ქალს ეხუტება- თითი შენობისკენ გაიშვირა, სადაც წყვილი იმყოფებოდა. - მასაც ეუბნება, რომ ერთადერთია და ზუსტად იმას აკეთებს, რაც შენთან გააკეთა.
ზენონის სიტყვებმა ლილეს თავი უარესად, პატარა, გამოყენებულ თოჯინად აგრძნობინა, რომელსაც მიზანი უკვე დაკაფრგული ჰქონდა.
-რატომ... ნაძირალა, როგორ ბედავ ჩემს ასე დამცირებას, მაშინ როდესაც შენთან გულწრფელი ვიყავი?!- ლილე გაკაპასდა და ზენონს სახეში შეაფურთხა.- მეზიზღები!
-ზუსტად,- ზენონმა წარბშეუხრელად მოიწმინდა სახე და გოგონას გამომცდელი მზერით შეხედა, - მე რომ ასე მეწინააღმდეგები, მას რატომ არ უთხარი არაფერი? რატომ არ დაანახე ვინ იყო გულნატკენი და მოღალატე?
- რა უნდა მეთქვა მისთვის? უკანასკნელი ნაძირალა, რომ იყო? ვიცოდი მთელი ერთი წელი მღალატობდა მაგრამ სიგიჟემდე მიყვარდა და ვმალავდი, უნივესიტეტში მის საყვარელს რომ მიწოდებდნენ? ის მშიშარა არც კი მიცავდა - დაიკივლა გოგონამ და ყველა წყენა ერთიანად გადმოაფრქვია- ერთიან პარტიონს რომ ირჩევს თან ლაჩარი! საერთოდ იმ ქალს რა უნდოდა, რა ნახატებზე ბოდიალობდა? - აღშფოთებულმა ჰკითხა ზენონს- მძულს! მძულს ყველაფერი რაც მას მახსენებს. ხატვაც მძულს, რომელიც იმ ქალს უყვარს! აღარასდროს დავხატავ, სახლიდან აღარ გავალ, დავიმალები...
ლილე უკვე თმებს იწეწავდა ღელვისგან და სისუსტის გამო ნელ-ნელა კედლიდან ჩამოცურება დაიწყო . ზენონმა უჩუმრად შეაშველა ხელი, მის წინ ჩაიკუზა და გოგონას ყველა სიტყვას მოუსმინა. ყველა მისი აკანკალებული ბგერა დაიმახსოვრა, სიბრაზე შეიკავა და მოთმინება არჩია ამ უსუსურ ანგელოზთან.
-ზიი...მაინც, რომ მიყვარს- ლილემ დაისლუკუნა, ზენონის სახელი „ზით“ დაუფიქრებლად შეცვალა და თავი მხარზე ჩამოადო.- ეს გული ისევ მისია...
სხვა რომ ყოფილიყო, არავინ ისარგებლებდა ლილეს ასეთი მდგომარეობით, ზენონი კი რათქმაუნდა მათნაირი არ იყო. ლილეს ხელები წელზე შემოხვია, მისი სხეულის კანკალი თავისი მტკიცე კუნთებით შეაჩერა. წამით გოგონას სურნელით დატკბა, შემდეგ თავი ააწევინა და მის ტუჩებს ნაზად მიელამუნა. ლილეს ტანში მაშინათვე ჭიანჭველებმა გაირბინეს და გული აუჩქარეს. ზენონმა საბოლოოდ თავისი სითბო, გემო და სუნი ლილეს გააცნო.
-მე მასზე მეტი შემიძლია ვიყო- ზენონმა წარმოთქვა და თმებზე მოეფერა- ამიტომ გააგრძელე ჩემთან ბრძოლა ანგელოზო. ეს დემონი დაგელოდება გულს როდის გადასცემ, მაგრამ იცოდე, დიდი მოთმინების უნარი ჩვენ არ გაგვაჩნია.
-ეგ დემონი...ძალიან ეშმაკურად იქცევა- ლილემ ჩაიბუტბუტა და ბიჭის მკლავებში გაითიშა.
ზენონმა იცოდა გოგონა, რომ დაღლილობისგან გაითიშა ამიტომ საავადმყოფოში წაყვანა საჭირო არ ჩათვალა. ხელში პატარა ბავშვივით აიყვანა ლილე და გაჩერებულ ავტომობილისკენ წავიდა, სადაც დემეტრეს თიკო ბოლო ხმაზე უყვიროდა.
-სად არის ჩემი დაქალი, უკვე საბოლოოდ გეკითხები! სად წაიყვანა იმ მუტანტმა?- ქალბატონო არ ვიცი რაზე საუბრობთ- შეწუხებული სახით ცდილობდა დემეტრე თავის დაღწევას მისგან.
-როგორ არ იცი?! ის და შენ ერთად გნახეთ სასტუმროში. ახლა კი შენი უფროსი სუპერმენივით მოვარდა და ჩემი დაქალი მოიტაცა!
-ქალბატონო...- ბიჭი უკვე ოხრავდა.
-უკვე მეორედ მიწოდე ეგ სიტყვა და ამას აღარ ავიტან! შემომხედე ერთი ვგავარ მე ქალბატონს? ჯერ ახალგაზრდა ქალიშვილი ვარ, რომელსაც ცხოვრება წინ აქვს!
ზენონის თვალი სასაცილო იყო, მაფიის ლიდერის მარჯვენა ხელი, როგორი დამარცხებული ჩანდა უბრალო მოქალაქის წინაშე, რომელიც ბოლო ხმაზე უყვიროდა. მანაც შეიცოდა ბიჭი და თიკოს წინ დადგა.
-გამარჯობათ, დიდი ბოდიშით ამ გაურკვეველი სიტუაციის შექმნისთვის. გთხოვთ, ავტომობილში დაბრძანდით და ორივეს სახლში მშვიდობიანად დაგაბრუნებთ.- თიკომ მაშინათვე პირი მოკუმა ზენონის ელეგანტურ საუბარზე, მაგრამ მის ხელებში გულწასული ლილე რომ დაინახა შეშფოთდა.
-რა მოუვიდა?
-ყველაფერი რიგზეა. ძალიან ინერვიულა, სულ ცოტაც იტირა და მგონი ჩაეძინა დაღლილობისგან- აუხსნა ზენონმა და უკანა სავარძელში მოთავსდა ლილესთან ერთად.
თიკომ წინა სავარძელი ადიკავა, საჭესთან მჯდომ დემეტრეს საბოლოოდ შეუბღვირა და ზენონს უკან გახედა.
-ლილე არასდროს ტირის- ჩუმად მოახსენა და გააგებინა, რომ მისი ტირილი დიდი ტრაგედია იყო.
-არ მიკვირს- ზენონმა დაიჩურჩულა. გოგონას თმებზე ნაზად მოეფერა და უნებლიედ ჩაეღიმა.
-არც უცნობების მკლავებში იძინებს- თიკო აგრძელებდა- ის არავის აძლევს მისი შეხების საშუალებას...
-გინდათ რამეს მიმახვედროთ?- ზენონმა თიკოს ახედა და გოგომ თვალი უშიშრად გაუსწორა.
-უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ზღვარს არ გადააბიჯოთ, რომელიც მან თქვენს შორის გადო. მისი დაძალება და ბევრის მოთხოვნა, ლილეს შებოჭავს, ადრე თუ გვიან ბრძოლას შეაწყვეტინებს და სამუდამოდ შეგიძულებთ. - თიკომ ისე დაასრულა საუბარი თითქოს ისე, სხვათაშორის ლაპარაკობდა.
ზენონი ნასიამოვნები დარჩა ლილეს მეგობრით, რომელმაც იცოდა სად, როგორ, რა ეთქვა დაქალის დასაცავად. ანგელოზის ასეთ მდგომარეობაში სახლში გაშვება უფრო უადვილდებოდა.
-ჯანდაბა- უეცრად წამოძახა გოგომ- ლილეს ნახატების წამოღება დამავიწყდა. ხვალ უკვე სხვა გამოფენა იწყება.
-ნუ ღელავ, მათ მე მივხედავ- ზენონმა უეცრად დახმარება შესთავაზა, რაზეც დემეტრემ გაკვირვებით გახედა,
-რა იყო რამე პრეტენზია გაქვს?- თიკო ისევ აუყვირდა დემეტრეს და მაშინათვე უკან მოატრიალა- თქვენს გამო დამრჩა ისინი!
-მაგიტომაც მოგიტანთ სახლში, ქალბატონო.
-კიდევ ქალბატონოს მეძახი?- თიკომ ხელები ზევით აღაპყრო აღშფოთების გამოსახატად.
-მოვედით!- დემეტრემ წამოიძახა და ავტომობილი სწრაფად დააყენა თავისუფალ ადგილას.
ზენონმა შეუმჩნეველი ღიმილით გადმოიყვანა ლილე, სახლში აჰყვა თიკოს და ოთახში შეაბიჯა, სადაც იატაკი დაყრილი ჩანახატებით იყო სავსე. ბიჭმა ლილე საწოლზე ნაზად დააწვინა, პლედი მიაფარა და წუთით გვერძე მიუჯდა, მისი წყნარი სახით რომ დამტკბარიყო. არ იცოდა მისი ეს უცნაური სურვილები რითი იყო გამოწვეული, მაგრამ მათ შეჩერებას არ აპირებდა, რადგან ძლივს გრძნობდა თავს ბედნიერად. ისედაც დიდხანს იკავებდა თავის ნამდვილ სურვილებს, ახლა კი გრძნობდა, რომ ამ ანგელოზთან შეეძლო თავისუფალი ყოფილიყო.
ოთახიდან გამოსვლისას ერთმა ნახატმა დააინტერესა. მისი ამოტრიალებისას დაინახა, რომ მასზე თორნიკეს მომღიმარი სახე იყო გამოსახული. ახლა სხვა შეამოწმა და მასზეც მსგავსი სურათი დაინახა. შემდეგი ცდებით კი დარწმუნდა, რომ ლილეს მოპოვება ძნელი ქნებოდა, მაგრამ არა შეუძლებელი, რადგან ერთ-ერთ თაბახზე ზენონის შავი გაბრაზებული თვალები იყო გამოსახული.
გამოფენაზე დაბრუნების გზაზე, ზენონმა გაიხსენა როგორ მიაკითხა თავის ერთ-ერთ პარტნიორს, რომელიც გამოფენის ერთ-ერთი დამსწრე იყო. იქ მისული ზენონი თავს უარესად გრძნობდა და ლილეს სახის ამოგდებას ცდილობდა გონებიდა, ახლა მისი ნახვა სრულად არ სურდა. თუმცა, უამრავ ბავშვების სირბილში ბედის ირონიით მაინც დაინახა საწყლად თავდახრილი ანგელოზი. მისმა ასეთმა სისუსტემ ბიჭი დააბნია, მაგრამ ამავდროულად მოკვლის სურვილი გაუჩნდა. ლილეს წინ მდგომი მამაკაცის მას უფრო მეტად ჩაგრავდა, თვალებს ახრევინებდა და ტირილს ანდომებდა.
ზენონს გონებაში სიტყვები დალაგებული არ ჰქონდა ისე გაემართა გოგონასკენ და წამით გაიფიქრა, რომ ალბათ ,თვითონაც ასე გამოიყურებოდა დღეს მამამისთან შეხვედრის შემდეგ. ამიტომაც მივიდა მის საშველად ლილე და უთხრა, რომ დემონი ისე გამოიყურებოდა გეგონება სადაცაა იტირებსო. ახლა კი ანგელოზი გამოიყურებოდა მასავით უსუსურად...
-ყველა მისი ნამუშევარი ჩამოვხსენი- დემეტრემ ზენონი თავისი ფიქრებიდან გამოიყვანა და რეალობაში დააბრუნა.
-ავტომობილში ჩააწყვე და კალამი მომეცი.

-

დილით, გაღვიძებისას ლილემ თავისი ოთახი ვერ იცნო, რადგან იგი სულ ფურცლებით ჰქონა სავსე, რომელიც აქეთ-იქით უმიზნოდ ეყარა. ახლა კი იატაკზე არაფერი იდო ერთი სურათის გარდა, რომელზეც ზენონის თვალები იყო გამოსახული. გამოფენის ნახატები საწოლის ბოლოსთან მიყუდებული დახვდა, მათზე წარწერით „ შენი ნიჭი უკვე მე მეკუთვნის, ამიტომ ხატე ჩემზე ფიქრით და მისი შეძულება არც კი იფიქრო ანგელოზო. - ზ“

-

-ნახე შენი ნახატები?- თიკომ ჰკითხა ოთახიდან გამოსულ დაქალს, რომელიც თვალებს ისრესდა.
-ხო...- ჩაიბუტბუტა ლილემ და სავარძელში მოკალათდა, თან გამზადებულ ცივ ყავას დასწვდა.
-მერე რას ფიქრობ?- თიკომ ყავის ჭიქა წაართვა „ჩემიას“ დაწუწუნებით. - ან არ გინდა მითხრა საიდან გაიცანი ის კაციჭამია ელიტა?
-ის ქანდაკებაა, ადრე რომ გიხსენე- ლილემ ნამძინარევი ხმით უპასუხა და საწრუპით ყავა მაინც მოსვა.
-მაგ ქანდაკებამ გუშინ გაგიტაცა, მერე კი ხელში აყვანილმა სახლში დაგაბრუნა- დაქალს შეუბღვირა, - რამე დადგმაში იღებთ მონაწილეობას და რეპეტიცია გქონდათ, თუ ახალი რომეო გამოჩნდა ჰორიზონტზე?
-არც ერთი და არც მეორე- ლილემ თვალები დაუბრიალა - ყველასთვის აჯობებდა თუ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან.
-ძალიან მეეჭვება მაგის გამკეთებელი იყოს. უნდა გენახა გუშინ, როგორ გეფერებოდა თმაზე. გეგონება მისი რაღაც ნაწილი ან ძვირფასეულობა იყავი.
ლილემ ხმა აღარ ამოიღო, რადგან ზენონის ნახი შეხება თავს ახსენებდა. იმასაც ხვდებოდა, რომ თიკო სიმართლეს იძახდა და ბიჭის სიტყვები თავიდან არ ამოსდიოდა. მას კი აღარს სურდა ეს სიყვარული, სხვის ძებნა, სითბო... ეს ყველაფერი ზედმეტ თავის ტკივილად ეჩვენებოდა, რადგან იცოდა ამ ახალ თავგადასავალსაც ცუდი დასასრული ექნებოდა.
-მაფიოზია- ლილემ ხმადაბლა წარმოთქვა.
-რა?- წამოიკივლა თიკომ და ლილეს მივარდა- მაშინ... უნდა გავიქცეთ! რამე რომ დაგიშავოს? მთელი ბანდა თავზე დაგაყენოს...
-ჩვეულებრივი წევრი იქნებდა, მაგდენს ვერ შეძლებს- ლილემ მისი დაწყნარება სცადა.
-შენ რა იცი?
-ლიდერად მხოლოდ მაშინ ინიშნებიან, როდესაც ოცდაათ წელს სცილდებიან. ის კი ოცდახუთუ წლის თუ იქნება, მეტის არა. ძალიან ახალგაზრდაა და ჯგუფში ვერ აიტანდნენ მის მართველობას.
-დარწმუნებული ხარ? რომ ჰკითო...- თიკო ადგილს ვეღარ პოულობდა.
-არ მიპასუხებს- ლილემ თავი გააქნია- რამე მის ჯგუფზე რომ ვახსენო, გამწარდება.
-არ შეგიძლია შეამოწმო?
-თუ ტანსაცმელს გავხდით და დიდ ტატუს ზურგზე ვუნახავთ კი- ამოიხვნეშა ლილემ - მხოლოდ ლიდერებს აქვს ზურგზე, ტიტულის აღმნიშნვნელი ტატუ.
-კარგი მაშინ დაველოდოთ. იქნებ მობეზრდე და თავი დაგანებოს- თიკო იძახდა ანერვიულებული, - თუ დაშინება დაიწყო... მამაშენს დავურეკოთ...
ლილემ მაშინათვე შეხედა მას და უკმაყოფილო მზერა ესროლა. თიკომ იცოდა, როგორ არ უყვარდა ლილეს მამამისის ხსენება.
-ჩვენი ერთდაერთი გზა ისაა. მითუმეტეს თუ უბრალო ჯგუფის წევრია, უცებ მოგვაშორებს თავიდან.
-ეჭვი მეპარება. სხვადასხვა მაფიის ჯგუფები ერთმანეთს არ ეკარებიან. მას კი ჩემს გამო ხელების დასვრაღა აკლია...
თიკოს სიჩუმეზე მიხვდა, რომ გოგონა ვერ დაათანხმა და მამამისს ახლო მომავალში , საფრთხის დროს დაუკავშირდებოდა. ამით კაცი გაიგებდა, რომ ლილე დედამისისგან წლებია რაც გამოიქცა და მარტო ცხოვრობდა.
-საერთოდ თავიდანვე შენი ყურადღება რატომ მიიპყრო?- უცებ იკითხა თიკომ- გამვლელებს ყურადღებასაც არ აქცევ ხოლმე, მას კი მაშინათვე გამოელაპარაკე.
ლილემ ტუჩზე იკბინა დამნაშავესავით-მე მგავდა....
-რა?
-რომ შევხედე პირველად, მისი უემოციო სახე, დასისსხლიანებული ხელები... მე მგავდა-ლილემ თავისი გრძნობების ახნსა სცადა, - მეც ეგეთი ვიყავი წლების წინ. მოთმიბებით ველოდი, რომ ვინმე მოვიდოდა, მომეფერებოდა, მეტყოდა მადლობას არსებობისთვის...
-მისი დახმარებით შენს „ძველ“ თავს უშველე?- თიკომ მისი გაგება სცადა და წელზე ხელი მოუთათუნა, -ყველაფერი კარგად იქნება, თუ მასაც შენსავით თბილი გული აღმოუჩნდება.- ლილეს მაგრამ ჩაეხუტა და ჩუმად ატირდა.
დაქალს წლებია უკვე იცნობდა იმ მომენტიდან, როდესაც თექვსმეტი წლის დასახიჩრებული სახით ქუჩაში შეხვდა. მათი ურთიერთობა მაშინათვე დაიწყო, რადგან თიკოს მეგობრები არ ჰყავდა და ლილე, როგორც პატარა და ისე მიიღო, მოუარა, დააპურა. სახლშიც აცხოვრა და მისი წარსულიც მიიღო. ლილე კი სამაგიეროდ მისი ერთგული დარჩა, გვერდიდან არ შორდებოდა და მარტო არ ტოვებდა. მის ბრძანებლურ ტონს იტანდა, მხარსაც აძლევდა სატირლად... ამიტომ თიკო მას ახლაც დაიცავდა, მაფიოზს თავისი საჭმლით მოწამლავდა თუ საჭირო გახდებოდა. ყველაფერს გააკეთებდა მის დასაცავად.
-ჩემი სხვა ნახატები სად არის?-უეცრად ლილემ ჰკითხა.
-შენმა მანიაკმა რომ დაინახა, იმ დეგენერატი თორნიკეს პორტრეტები, ყველა სათითაოდ აკრიფა და მთხოვა გადამემალა.
-არ დახია?-ზენონის სირბილემ გააკვირვა.
-მეც მაგას მოველოდი, მაგრამ მითხრა, რომ შენს ნამუშევარს ასე ვერ მოექცეოდა- თიკომ მხრები აიჩეჩა.
ლილე გაკვირვებული დარჩა. ოთახში გამოსაცვლელად წავიდა და ანთებულ ტელეფონს დახედა, რომელზეც უცნობი ნომრიდან წერილი დახვდა.
„იმედია თავს უკეთ გრძნობ ანგელოზო“
„ქანდაკებავ...მადლობა“- ლილემ მისწერა და ეცადა მადლიერება ისე გამოეხატა, რომ ზენონს თავში არ ავარდნოდა და ჰგონებოდა ლილე თანახმა იყო მასთან სიახლოვეზე. თუმცა, მაფიოზს მისი თანხმობა არც არასდროს სჭირდებოდა.
„იმედია არ მიმწყენ შენს პატარა ბიჭის ინფორმაციას თუ ავაგროვებ. ვარჩიე ეს შენთვის არ დამემალა და შემდეგ უარესად არ გაბრაზებულიყავი. ასევე მინდა იცოდე, რომ შეიძლება მოვინახულო და გავაგებინო, შენი გულის ახალი პატრონის გამოჩენა“


-
აი დიდი თავიც ემოციებით დატვირთული. ველი თქვენს კომენტარებს ^^



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიიიიიიჰ... როგორი საოცარი იყო..... ემოციებისგან ვეღარ ვსუნთქააააავ....ღმერთო რა კარგი იყოოოოოოოოო თან პატარა თავი არ ყოფილა და სასწაულად გამახარე მინდა გითხრა....ზითი რო მიმართა რა საყვარლობა იყოოოოო...
როგორ მომწონს ზენონი...
და დამაინტერესა ლილემ ამდენი მაფიოზებზე საიდან იცის?! ან 16წლის ასაკში დასახიჩრებული რატომ იყო ნუ მოკლედ დავინტრიგდი... ცეცხლი დატრიალდება ვატყობ.... ზენონი ასე მარტივად არ დანებდება და მის ანგელოზს არ დათმობს.... :დ
ეს დამპალი თორნიკე ფუუუუუ... ერთი წელი ღალატობდა და არაფერს იმჩნევდა?! სერიოზულად?! და ასეთი ჯერ კიდევ უყვარს?! მომეშალა ამაზე ნერვები... უყვარს კიარა დაბადება უნდა აწყევლინოს... როგორ ნაგლურად მივიდა "თავის გოგოსთან" ერთად?!მიხრჩობა მომინდა... ნაგავი... დამპალი...იდიოტი.
ლილეს ნახატებში ზენონის თვალების აღმოჩენამ გამათბოოო ^_^
ლილე გამოაფხიზლე თორე მე მივალ და შემივარტყამ.... რას ქვია თავი დაუხაროს... კისერი უნდა მოატეხოს იმ თორნიკეს კისერი...

"იმედია არ მიმწყენ შენს პატარა ბიჭის ინფორმაციას თუ ავაგროვებ. ვარჩიე ეს შენთვის არ დამემალა და შემდეგ უარესად არ გაბრაზებულიყავი. ასევე მინდა იცოდე, რომ შეიძლება მოვინახულო და გავაგებინო, შენი გულის ახალი პატრონის გამოჩენა"

ოოოიჰ ამ წერილზე დავდნი... როგორ ალალად უთხრა ყველაფერი ^_^
უჰ რამდენი ვიტლიკინე : დ :დ :დ მაგრამ რა ვქნა საოცარი თავი იყო ძალიან მომეწონა მალე დადე შემდეგიიი.. მოუთმენლად ველი <3
უი ხო კინაღამ გამომრჩა: დემეტრე და თიკო კატასტროფულად მხიარულები არიან.... საღოლ დემეტრეს მოთმინებას :დ ოთხივე ძალიან მიყვარს ♡♡♡

 


№2  offline წევრი KATIE ♥12

შენი
ანი ანი
ვაიიიიიიჰ... როგორი საოცარი იყო..... ემოციებისგან ვეღარ ვსუნთქააააავ....ღმერთო რა კარგი იყოოოოოოოოო თან პატარა თავი არ ყოფილა და სასწაულად გამახარე მინდა გითხრა....ზითი რო მიმართა რა საყვარლობა იყოოოოო...
როგორ მომწონს ზენონი...
და დამაინტერესა ლილემ ამდენი მაფიოზებზე საიდან იცის?! ან 16წლის ასაკში დასახიჩრებული რატომ იყო ნუ მოკლედ დავინტრიგდი... ცეცხლი დატრიალდება ვატყობ.... ზენონი ასე მარტივად არ დანებდება და მის ანგელოზს არ დათმობს.... :დ
ეს დამპალი თორნიკე ფუუუუუ... ერთი წელი ღალატობდა და არაფერს იმჩნევდა?! სერიოზულად?! და ასეთი ჯერ კიდევ უყვარს?! მომეშალა ამაზე ნერვები... უყვარს კიარა დაბადება უნდა აწყევლინოს... როგორ ნაგლურად მივიდა "თავის გოგოსთან" ერთად?!მიხრჩობა მომინდა... ნაგავი... დამპალი...იდიოტი.
ლილეს ნახატებში ზენონის თვალების აღმოჩენამ გამათბოოო ^_^
ლილე გამოაფხიზლე თორე მე მივალ და შემივარტყამ.... რას ქვია თავი დაუხაროს... კისერი უნდა მოატეხოს იმ თორნიკეს კისერი...

"იმედია არ მიმწყენ შენს პატარა ბიჭის ინფორმაციას თუ ავაგროვებ. ვარჩიე ეს შენთვის არ დამემალა და შემდეგ უარესად არ გაბრაზებულიყავი. ასევე მინდა იცოდე, რომ შეიძლება მოვინახულო და გავაგებინო, შენი გულის ახალი პატრონის გამოჩენა"

ოოოიჰ ამ წერილზე დავდნი... როგორ ალალად უთხრა ყველაფერი ^_^
უჰ რამდენი ვიტლიკინე : დ :დ :დ მაგრამ რა ვქნა საოცარი თავი იყო ძალიან მომეწონა მალე დადე შემდეგიიი.. მოუთმენლად ველი <3
უი ხო კინაღამ გამომრჩა: დემეტრე და თიკო კატასტროფულად მხიარულები არიან.... საღოლ დემეტრეს მოთმინებას :დ ოთხივე ძალიან მიყვარს ♡♡♡

შენი უშველებელი კომენტარის გამო დავწერე მეც დიდი და ვეცადე გამეხარებინე ^^ მგონი გამომივიდა ისეთ ემოციებში ხარრ :დდ გთხოვ კიდევ ბევრი "იტლიკინე" ხოლმე და შენი ემოციები არ დამალო, რადგან წერის სურვილით მავსებს <3
დემეტრე და თიკო რომ არა ისტორია ტრაგედიად გადაგვექცეოდა :დდ მხოლოდ ისინი ინარჩუნებენ მხიარულ ტალღას.
დიდი მადლობა წაკითხვისთვის და უშველებელი კომენტარისთვის <3 პირველად ამის წაკითხვა მართლაც გამიხარდა^^
--------------------
-K

 


№3  offline წევრი jenniferi

შესანიშნავი იყო ძალიან მომეწონა შემდეგ თავს ველი ძალიან კარგი გამოგდის და იმედი მაქვს ესე გააგრძელებ მომავალში წარმატებებს გისურვებ მართლა კარგი მწერალი ხარ და ძლიერ ველი შემდეგ თავს გთხოვ მალე დადო heart_eyes

 


№4  offline წევრი იზუკა

უუჰ!რა გემრიელი თავი იყოო.. ვაიმე ქალიშვილ თიკოზე გადამეკეტა:)))
ზენონიი სულ სხვა განზომილებაა რაა..
აი ლილე კი არ ვიცი,ძლიერი მაგრამ რიგ საკითხებში უსუსური აღმოჩნდა.ძიმედია ადვილად მოსაპოვებელი არ გახდება ზენონისთვის,ანუ ცოტა აწვალეთქო ზენონი მაგას ვიძახი:დ მიყვარს ინტრიგა და რა გავაკეთო ვახ :დ
აბა ჰე ველი შემდეგ თავს ❤

 


№5  offline წევრი cicino

ძალიან მომწონს, ველი შემდეგ თავს.

 


№6 სტუმარი A

ძალიან მომწონს ზენონი. მართლა სჭირდება ანგელოზს ისეთი ძლიერი მამზკაცი გვერდით რომელიც შეიყვარებს, მის გვერდით იქნება მუდამ და დაიცავს. მართლა კარგი იქნება მალე გაუღოს გულის კარი და მისცეს შანსი. ველი ახალ თავს მოუთმენლად...... წარმატებები და არ დააგვიანო....

 


№7  offline წევრი KATIE ♥12

jenniferi
შესანიშნავი იყო ძალიან მომეწონა შემდეგ თავს ველი ძალიან კარგი გამოგდის და იმედი მაქვს ესე გააგრძელებ მომავალში წარმატებებს გისურვებ მართლა კარგი მწერალი ხარ და ძლიერ ველი შემდეგ თავს გთხოვ მალე დადო heart_eyes

დიდი მადლობა^^ მეც თითების კანკალით ვწერ ხოლმე ყოველ მეორე თავს, რომ ისტორია არ გავაფუჭო :დდდ ხვალ დავდებ შემდეგ <3
იზუკა
უუჰ!რა გემრიელი თავი იყოო.. ვაიმე ქალიშვილ თიკოზე გადამეკეტა:)))
ზენონიი სულ სხვა განზომილებაა რაა..
აი ლილე კი არ ვიცი,ძლიერი მაგრამ რიგ საკითხებში უსუსური აღმოჩნდა.ძიმედია ადვილად მოსაპოვებელი არ გახდება ზენონისთვის,ანუ ცოტა აწვალეთქო ზენონი მაგას ვიძახი:დ მიყვარს ინტრიგა და რა გავაკეთო ვახ :დ
აბა ჰე ველი შემდეგ თავს ❤

თიკოს მეორე ფანი ვიპოვე :დდ ლილეს ხასიათის ცვილელებები მის "ტყუპობას" დავაბრალე :დდდ ამიტომ ვცდილობ ეგეთი დავტოვო. ზენონი მას ჯერ ვერც ეღირსება, რადგან ჩვენს ლილეს წარსულის დავიწყება და ხელიდან გაშვება ადვილად არ შეუძლია.
დიდი მადლობა კომენტარისთვისს,ახალი მკითხველების გამოჩენა მახარებს^^
cicino
ძალიან მომწონს, ველი შემდეგ თავს.

დიდი მადლობა <3
A
ძალიან მომწონს ზენონი. მართლა სჭირდება ანგელოზს ისეთი ძლიერი მამზკაცი გვერდით რომელიც შეიყვარებს, მის გვერდით იქნება მუდამ და დაიცავს. მართლა კარგი იქნება მალე გაუღოს გულის კარი და მისცეს შანსი. ველი ახალ თავს მოუთმენლად...... წარმატებები და არ დააგვიანო....

ხვალ ვდებ გპირდები :დდდ 2 დღეა ჩემი მაქსიმუმი თავებს შორის. ზენონი ყველას სჭირდება თავის ცხოვრებაში :დდ დიდი მადლობა წაკითხვისთვის ^^
--------------------
-K

 


№8 სტუმარი Qeti qimucadze

Mashinatve ara ra gtxovv, mashinveea scori forma, danarcheni sxvebma tqves da vetanxmebi, ubralod mtel nacers gichuchebs es sityvaaaa, sakmaod kargad cer da nu miscem lafsusebs amis uflebas

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent