მას შემდეგ რაც გავთხოვდი -4 თავი
ნახევარი საათი უხმოდ ისხდნენ ხურციძე და დარჯანია..ხურციძე წრიალებდა მხოლოდ. ფიქრობდა როგორ აეხსნა გიორგისთვის ყველაფერი და მოსვენება დაკარგული ადგილზე ვერ ჩერდებოდა..ცოტახანში შირიმიანიც გამოჩნდა ყიფიანთან ერთად. -გისმენ აბა,რა ხდება-მშვიდი ხმით ეკითხება ყიფიანი ხურციძეს -გიორგი,ბევრი მსმენია შენზე,ვიცი რა ადამიანიც ხარ,ვიცი რომ არაფერი შეგშლია აქამდე და არც ამის შემდეგ შეგეშლება-ლუღლუღით დაიწყო ხურციძემ-მე შენზე გაცილებით პატარა ვარ თითქმის არაფერი მინახავს ცხოვრებაში. თითქმის არაფერი გამომიცდია მაგრამ ეს არ მამართლებს იმაში რაც გავაკეთე... -და რა გამართლებს ? -იტოკში არც არაფერი არ მამართლებს რა -მისმინე ნიკუშა...-სიგარეტი ამოიღო ყიფიანმა და ღრმად ჩაისუნთქა თამბაქოს კვამლი-როცა გიყვარდება ბევრ შეცდომას უშვებ,მაგრამ არასდროს უნდა დაუშვა ისეთი შეცდომა რაც შენს სიყვარულს კლავს გასაგებია? -თვალებში ჩახედა ყიფიანმა და კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა-მეც ვიცი შენ ვინ ხარ...ვიცი ვინ იყავი..ვიცი როგორ გიყვარდა მარიამი-ხაზგასმით წარმოთქვა სიტყვები და ხურციძის გაოგნებულ სახეზე შესამჩნევად ჩაეღიმა. თავი გააქნია დ აგანაგრძო-და შეიძლება ახლაც გიყვარს ,იმაზე მეტად ვიდრე ბავშვობაში გიყვარდა. იმაზე მტკიცედ ვიდრე 16წლის ასაკში...-რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა-შეიძლება მარიამმა გაპატიოს...შეგიყვაროს ერთ დღეს და შეიძლება ახლა აღარც ახსოვს მაგრამ მე არ დამვიწყებია..ჩემი დაა გესმის? მზად ვიყავი იმ მომენტში მომეკალი ხვდები? -კიდევ ერთი ნაპასი- ისევ მუშტი-კრივის გამართვას არ ვაპირებ,თუ რა თქმა უნდა საჭირო არ გახდება-გაეცინა - მეც მყვარებია...მეც ვყოფილვარ გაბრაზებული და თუ დამიშვია შეცდომა მთელი ძალით ვცდილობდი მის გამოსწორებას.. -მეც ვცდილობ მარა არვიცი რა გამომდის რა.. -დაუმტკიცე მარიამს,რომ ღირს შენი ნდობა. დამიმტკიცე,რომ გიყვარს ჩემი და..დაანახე მას შენი ისეთი მხარე რაც ყველამ არ იცის და შეგიყვარებს თავდავიწყებით. მარა იცოდე მისი ტკივილისთვის შენ გადაიხდი!! -ანუ მოვგვარდით?-ხელი გაუწოდა ხურციძემ -ვცდილობთ მოვგვარდეთ -გაიცინა ყიფიანმა და შეაგება მისი მარჯვენა. -საღამოს გვესტუმრეთ რა...-თქვა ხურციძემ და ბედნიერი ღიმილით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას... ----------- -მარიიიი-ბედნიერი შევარდა ხურციძე სახლში და დადიანიც გახარებული მიჰყვა -რა მოხდა??-გაკვირვებული გამოვიდა სამზარეულოდან ყიფიანი -საღამოს სტუმრები მოვლენ ხოდააა..-კეფა მოიფხანა ხურციძემ და მუდარის თვალებით გახედა მარიამს. ჩაიცინა მარიამმა და საყვარლად ჩაეჭყინთა ლოყები. დაადნო ხურციძე მისმა ღიმილმა და ახუნტრუცდა.. -რა გავაკეთო?-წამში აათამაშა მარიამმა წარბები და დიდრონი ლურჯი თვალებიც გაბრწყინდნენ ბედნიერებისგან -რძალო ასეგიხარია რამისმომზადება? -ჰკითხა დადიანმა სიცილით.მარიამს გაეღიმა -ჰო საბა,მიყვარს მზარეულობა..თან გემრიელობებს ვამზადებ.-თვალი ჩაუკრა ბიჭებს და სამზარეულოსკენ გასწია -დაგეხმარებით გინდა?-თბილი ხმით ჰკითხა ხურციძემ -არა!-შეკრა წარბები ქალბატონმა და მქთისახეების დანახვისას გულიანად გადაიხარხარა-ყველაფერს ამირევთ,პროდუქტებს ჩამოგიწერთ და მომიტანეთ კაი? -ყველაფერს მოვიტან -გაიჯგიმა ნიკა -კაი რა იცი რა წუწუნაა ეს?-გააჯავრა დადიანმა -თუ შემოგცხე დადიანო -თვალები დაიწვრილა ნიკამ -ესენი მიყიდე რა-სია გაუწოდა ნიკას მარიამმა და გაუღიმა. სახლიდან უნდა გასულიყვნენ ნიკამ ისევ აეხაყვირილი -მარიიიიი -ბატონო?-სიცილით გამოვიდა მარიამი სამზარეულოდან -გიორგიც მოვა-უთხრა და თვალი ჩაუკრა. კვლავ გაეცინა მარიამს და კარი გადაკეტა. -------- საღამოს შეიკრიბნენ ნიკას ძმაკაცები,ყიფიანი და შირიმიანიც ეწვივნენ მეგობრებს...კარგად ერთობოდნენ. ყველამ შეაქო მარიამის ნახელავი...სვამდნენ,ერთმანეთის ისტოფიებს უზიარებდნენ ერთმანეთს..ბევრს იცინოდნენ...სიტუაცია რომ ჩაწყნარდა და სალაპარაკოც მიელიათ ორი გოგონას კინკლავი ოესმათ და ყველა დადუმდა. მხოლოდ ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით ოთახში და კიდევ,ქეთათო და თინანო დვალიშვილების კინკლაობას. -თინა მე უნდა დავადგე ხვალ ნიკას ტორტით,ასე შევთანხმდით დაგავიწყდა? -ქეთათოოოო-თვალები აატრიალა თინამ-მე შევიტან-ნელნელა უმატებდნენ ხმას და ვერც შენიშნეს მისაღებ ოთახში შეკრებილი საზოგადოება,კვლავ აგრძელებდნენ ჩხუბს,ბავშვები კი გაოგნებულები ხან ერთს მიშტერებოდნენ ხან მეორეს -ყოველთვის რატომ არღცევ პირობას? -ყოველთვის თუ ვარღვევ შენც აღარ დამიჯერო აწი-აიქნია ხელი თინანომ-ყოველთვის ვარღვევ თურმე -ან მე შევიტან ან არცერთი გასაგებია? -არ არის გასაგები...მე შევიტანდა ამაზე შენთან კამათს აღარ ვაპირებ-არ ცხრებოდა თინანო -თინა მეთქი!!!! - გოგოების შემყურე ყიფიანი დაიღალა და სიტუაციისგანმუხტვას ეცადა -გოგონებო... -შენ ვინღა ხარ- ერთხმად თქვეს დებმა და გაოგნებული ყიფიანი კიდევ უფრო გაოგნებული დატოვეს -ოთახში მხოლოდ ჩვენ სამნი არ ვართ..-დაიბნენ დები და აქეთ-იქით დაიწყეს ყურება -ვააა დადიანიიი-ხელი გამართა თინანომ და საბამაც მიარტყა მსუბუქად. -რას შვრები ტოო? როდის ჩამოდით? -ამ წუწუნას ხელში კიდევ მალე ჩამოვედით-ხელი გაიშვირა ქეთათოსკენ -შენს ხელში ავტობუსიდან რომ არ მოგვისროლეს მადლობაუნდა ვთქვათ-აატრიალა თვალები თინანომ და მორცხვად გადახედა ყიფიანს,რონელიც თვალს არ აშორებდა გოგონას. და ვინ იცის გული რა სისწრაფით აუჩქარდამის დანახვაზე... ყველას მხიარულება დაუბრუნეს დებმა და კვლავ გაგრძელდა ისტორიების მოყოლა. რამდენიმეჯერ ისევმოახერხეს ჩხუბი...ისევ გაიბერა სახლი ბედნიერი მომენტებით.. ტელეფონში იჩხრიკებოდა ქეთათო,რომ დაურეკეს და ისიც სწრაფად გავარდა სახლიდან. შეამჩნია ყიფიანმა და დინჯი ნაბიჯებით გაჰყვა გოგონას. გარეთ მომტირალი ქეთათო დახვდა და გული შეეკუმშა მის ასეთ მდგომარეობაში ნახვისას.. -მოხდა რამე?-გაისმა ყიფიანის ბოხი ხმა და ანერვიულებული მივიდა ქეთათოსთან -არაფერი-ტირილნარევი ხმით უპასუხა ქეთამ -გცივა?-მოსაცმელი გაიხადა და ქეთათოს მოაცვა. ფრთხილად შეეხო მის წელს და ახლოს მიიზიდა-ასე გათბები-თვალებში ჩააშტერდა ყიფიანი დვალიშვილს და გაუღიმა.. -იცი...მე....მე...-ძლივს ლაპარაკობდა ქეთა და რომ არა სიბნელე აფარკლული ლოყები კიდევ უფრო აეფარკლებოდა-გამიშვი გთხოვ.. -კარგი-გაეცინა ყიფიანს და ხელი გაუშვა-რატომ ტიროდი?-იქვე მდგარ ხის სკამზე ჩამოჯდა,ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ღრმა ნაფაზი დაარტყა -შეყვარეულს დავშორდი..უფროსწორად თავად დამშორდა-სიმწრისგან გაეცინა ქეთას..გიორგი დადუმებული უცქერდა გოგონას,თავზე ხელი გადაისვა და დაბალი მშვიდი ხმით უთხრა -შენი ღირსი არ ყოფილა და ეგაა..-ცალი წარბი ასწია,შესამჩნევად გაუღიმა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა.. --------- დროის სვლასთან ერთად ურთşერთობაც დაალაგეს ხურციძემ და ყიფიანმა..დიდ დროს ატარებდნენ ერთად და ყველასთვის საყვარელი წყვილი გახდნენ..ორივე გრძნობდა დიდ სიყვარულს თუმცა აც ეთი იღებდა ხმას.. პირველი თოვლი რომ მოვიდა ნიკამ დენდარტყმულივით დაიწყო სირბილი და თან მარიამს ეძახდა -მარიიი...მარი გაიღვიძე თოვსსს....მარიიი.... -რა გაყვირებს ხურციძევ-თმააჩეცილი მარიამი აესვეტა წინ და ღიმილი ვერ შეიკავა -თოვს ! ჩაიცვი უნდა ვიგუნდაოთ... -მართლა?-აღტაცებული ხმით შეჰკივლა მარიამმა-აახლავე ჩამოვალ-თქვა და სირრბილით გავარდა მოსამზადებლად.. მალევე ორივენი გარეთ იყვნენ.. მხოლოდ მათ და თბილისს ეღვიძა...იცინოდნენ..ერთმანეთს დასდევდნენ...ტრიალებდნენნ... ბოლოს ძალა გამოცლილები დავარდნენ მიწაზე.. -მარი...-დაიწყო ნიკამ ჩურჩულით-მაპატიებ? -რას ნიკა?-სიცილით ჰკითხა მარიამმა -რომ გატკინე იმას..-ამღვრეული თვალები მიანათა...ყიფიანმა გათოშილი ხელი ხურციძის სახეძე ჩამოაცურა და თვალებში ჩააშტერდა -დიდი ხნის წინ გაპატიე ხურრციძევ...-უთხრა და მიეკრრო მის სხეულს.. -მარი..-კვლავ ჩურცულებდა ხურციძე - რა იყო?-თავიწამოსწია მარიამმა -მიყვარხარ...-თბილი ხმით ამოილაპარაკა ხურციძემ...წამით ჩახედა მარიამს დიდრონ ლურჯ თვალებში და პირველი კოცნაც მარიამთან ერთად მიისაკუთრა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.