სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 37
-ცხოვრებაში არსებობს წამი,წამი რომელმაც შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. ყველაფერი სხვაგვარად დაგანახოს და გაგააზრებინოს. ასევეა ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გიცვლის, გილამაზებს და შენც ხვდები,რომ ღირს სიცოცხლე. ღირს თუნდაც იმ ერთი წამისთვის და ადამიანისთვის, რომელიც შენთვის ხშირად მთელი სამყაროა,წლების განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა რისი გაკეთება მინდოდა და ამ ჩემს ჩამოუყალიბობას უკვე წერტილი დაესვა,მთავარი სიახლეა ჩემი შინაგანი სამყაროს გარეთ.დავმშვიდდი, დავლაგდი, დავწყნარდი შეიძლება ითქვას, რომ ახლა კარგად ვარ მაგრამ რაღაც მამძიმებს, რაღაც მაკლია. -მიუჩვეველი ხარ ჯერ ამ ყველაფერს და შეეგუები.უთხრა ღიმილით ზანდამ მარიამს და გიორგის შეხედა. -გაბარებ და ეცადე,რომ გასახელოს.უთხრა ზანდას გიორგიმ და თავის კაბინეტში შევიდა.მარიამმა თვალი გააყოლა გიორგის და რაღაცნაირად იგრძნო თავი,თვალებშიაც ცრემლი მოაწვა.ზანდამ მხარზე დაადო ხელი და უთხრა. -მარიამ კარგად ხარ? -საყვარელ ხალხს გულს ვტკენ უმიზეზოდ, ან მიზეზიანად, მაგრამ ხომ ვტკენ არადა,ასეთი არ ვარ. -გამოასწორო ყველაფერი,ნახე რამხელა შანსი გეძლევა რომ ყველა გაახარო.დამიჯერე, მარიამ გიორგიმ იცის რას აკეთებს. -ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ვფიქრობ რთული იქნება ამ ცხოვრების დასაწყისი. -თავიდან ყველაფერი რთულია,მიეჩვევი ნელა-ნელა და გაიწაფები შენს საქმეში.გიორგიმ კაბინეტიდან გამოვიდა და მარიამს შეხედა,ახლოს მივიდა და საქმიანი ხმით უთხრა. -გავდივარ,აუცილებლობაზე დამირეკე ტელეფონზე ორი საათი დამაგვიანდება. -სად მიდიხარ მა. -აქ სამსახურია, მარიამ გითხარი გავდივართქო. -კარგი.უთხრა მარიამმა და უკვე წასულ გიორგის თვალი გააყოლა. -მკაცრია,მაგრამ გიორგი ძალიან კარგი უფროსია.გიორგიმ წითელი ვარდების თაიგული იყიდა და წავიდა.უკვე თითქმის ერთი თვეა არ ენახა მარიამი და არ დალაპარაკებია.მივიდა თუ არა ყვავილები ვაზაში ჩააწყო და იქვე ჩაჯდა. -მაპატიე საყვარელო ვერ მოვედი,ვიცი რომ მელოდებოდი მაგრამ ვერ მოვახერხე.გამიბრაზდი? ვიცი გაბრაზებული რომ ხარ და ახლა გვერძე იხედები თითქოს გინდა დამანახო როგორ არ გინდა ჩემთან საუბარი და ასე მსჯი,მაგრამ ისიც ვცი რომ ჩუმად იცინი.ძალიან გართულდა მარიამ ყველაფერი,იმედია არ გამიბრაზდები მარიამის გამო რომ ასე დავსაჯე,იყოს რაც უფრო რთულად და დაბალ საფეხურიდან დაიწყებს კარიერის შექმნას,უფრო ინტერესი ექნება და ნელა ნელა სიმაღლეზე ასვლა უფრო სტიმულს მისცემს.ლონდონში მივდივარ,არ ვიცი რამდენი დრო მომიწევს იქ გაჩერება,მაგრამ დავბრუნდები თუ არა მოგაკითხავ,მიყვარხარ ჩემი ცხოვრების დიდი ტკივილი ხარ მარიამ.მე აქ დავტოვებ წარსულის ლანდებს, ღამის აჩრდილებს, ჩვენს მოგონებებს, მაშინდელსაც კი, როცა ჩვენს ”ჩვენი” აღარ ერქვა და მე დამტოვე მარტო,სულ მარტო და მოვა დღე,წამი,წუთი რომ დასრულდება ეს ტანჯვა გვირილების წვიმით,სწორედ ასე და არა სხვაგვარად.რას ვიზამ, ასეთია ჩვენი ცხოვრება, ხან სწორი, ხანაც აშლილი.შენთან მოსვლამდე კი დღეები იქნება შენი,იქნება ჩემი მაგრამ უკვე წლებია ამ დღეებს არ ჰქვია ,,ჩვენი''. ყოველი ჩვენგანის ცხოვრება გვირაბია, ძააალიან, ძაააალიან გრძელი გვირაბი, რომელსაც ბოლო არ აქვს, ან ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ბოლოს, ანდა რა ინტერესი ექნებოდა გვირაბს, რომ ვიცოდეთ, სად მიგვიყვანს იგი.ყველა გზა სადღაც ხომ მიდის და ამის ცოდნა სრულიად საკმარისია,როგორც არასდროს, მგონი ახლოა ცხოვრების გასაყარი.მოგონებებს არასდროს აქვთ დასასრული და ისინი ყოველთვის არსებობენ,როდესაც შენი ხელი ჩემს ხელზე გედო,ვფიქრობდი,რომ ამ წუთებს არასოდეს არ ექნებოდა დასასრული,რომ სიყვარული დროზე მაგარია.უკვე მუცლით დაატარებდი ჩვენს დიდ სიყვარულს და ამბობდი ,,ჩემს ბედნიერებას ჩემი სხეულით დავატარებო''.ხშირად,ძალიან ხშირად იხედებოდი სარკეში და ძალიან მოგწონდა შენი თავი, სახე,ბედნიერებისაგან ანთებული თვალები.სხვანაირად უყურებოდი შენს თავს,შევსებული ბედნიერებით მაგრამ თადათან ჩაქრა პერიოდულად ის სიხარულის ნაპერწკალი.დრო მალე გადის და ადამიანები არ იცვლებიან არც მე შევცვლილვარ,ვიცი რომ უფრო მეტად გავუფრთხილდე ჩვენი სულის ნაწილს.შენ ყოველთვის ჩემთან ხარ,ჩემში,ჩემს გვერდით.წამოდგა ისევ მიაკრა ცივ ქვას მისი ბაგეები და თვალცრემლიანი დატოვა სასაფლაოს მდუმარე ეზო.კომპანიაში მისულს მარიამმა შეხედა თუ არა მიხვდა სადაც იყო წასული,ზანდას გადახედა და ზანდამ მხარზე დაადო ხელი თითქოს დაეთანხმა იმაზე თუ რაც უნდოდა გაეკეთებინა.წამოდგა და გიორგისთან შევიდა,გიორგის მის ხელებში ჰქონდა თავი ჩარგული და ფიქრებს გაეტაცებინა,მარიამის ხმამ გამოიყვანა მდგომარეობდან. -მამა. -გისმენ მარიამ.მარიამი მივიდა და ძლიერად მოეხვია გიორგის მანაც მოხვია მისი ხელები და ვეღარ შეიკავა თავი,ატირდა და ტირილით უთხრა მარიამს. -მტკივა,მტკივა გაუნელებლად არის ეს ტკივილი ჩემში.ნელა-ნელა ჩაცხრა,დაწყნარდა და მარიამმა წყალი მიაწოდა.გიორგიმ ფეხზე ჩამოიჯინა და უთხრა. -ერთ კვირაში უნდა წავსულიყავი,მაგრამ ხვალ მივდივარ მარიამ.შენზეა დამოკიდებული როგორ დამხვდები მა,ძალა მოიკრიბე და ზანდას დაუჯერე.იცოდე მნიშვნელოვანი საკითხები უშენოდ არ გადაწყდება,ყველა საბუთი კარგად წაკითხე მანამდე სანამ ხელს მოაწერ.გაგიჭირდება,მაგრამ ცხოვრების გზა არ არის ყოველთვის ია-ვარდებით მოფენილი.აღმართს-დაღმართი მოსდევს,გზად უამრავ კეთილს და ბოროტს შეხვდები მაგრამ ყოველთვის სიმართლის გზა აირჩიე თუნდაც იმ სიმართლემ დაგაკარგინოს ახლობელი ბოლოს მიხვდები რომ სიმართლის თქმით ბედნიერი ხარ.მოვა დღე,რომ ამ ყველაფერს სათავეში შენ ჩაუდგები და იქნები მდიდარი ქალი,მაგრამ არასდროს არ იამაყო შენი სიმდიდრით და შენ ი ფულით.უნდა იყო უბრალო და უნდა იყო ამავდროულად ორიგინალური,მე ამ წლების მანძილზე გავაცნობიერე თუ რაა სიცოცხლე,ჩემი სიცოცხლე შენ ხარ მარიამ და მე შენი იმედი მაქვს. -დედასთან იყავი და იტირე კიდევ ხომ? -შენი ერთი შემოხედვა,შენი ერთი ჩახუტება რომელიც მაგრძნობინებს, რომ ფეხზე მყარად ვდგავარ და ძლიერი ვარ შენი არსებობით.ვიცი ყოველივე დაბრკოლებას ადვილად გადავლახავ და არაფერი მაშინებს, სრულებით არაფერი. იმიტომ,რომ შენ ხარ ჩემს გვერდით და სწორედ ამ დროს ლაგდება ჩემს ირგვლივ გამეფებული ქაოსი, რომელიც ადრე მაშინებდა, სულს მიფორიაქებდა და მიხუთავდა.ადექი ახლა და იმუშავე,გადი მარტო დამტოვე.მარიამმა ლოყაზე აკოცა გიორგის და თავადაც თვალცრემლიანი გავიდა ზანდასთან. -კითხვა არ არის საჭირო რომ დაგისვა რა გჭირთქო,რადგან თვალებზე გეტყობა რომ იტირე.მარიამმა მკრთალი ღიმილით დაუკრა თავი ზანდას და მუშაობას შეუდგა,იმ დღეს რაც ისწავლა არ იყი ძალიან რთული,მეორე დღე კიდევ უფრო ადვილი მოეჩვენა და ასე ჩაიძირა თავის საქმეში. -მარიამ წავედით ბიძი,გავაცილოთ გიორგი.უთხრა ბექამ და მარიამთან ერთად გავიდა კომპანიიდან.გიორგი ყველას დაემშვიდობა და ყველას ცალ-ცალკე დაუბარა რომ მარიამს თვალი ადევნეთო.გიორგი ლონდონში ჩასული პირდაპირ სახლში წავიდა,ბარგი იქვე დადო,წყალი გადაივლო პერანგი გამოიცვალა და კომპანიაში მივიდა გაუფრთხილებლად.მიუახლოვდა თუ არა კომპანიას ღრმად ამოისუნთქა. -როგორ მონატრებია ეს კედლები,აქაური ქაოსი.ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ იცნო გიორგი მაგრამ ის პირდაპირ მისი კაბინეტიდაკენ წავიდა. -უკაცრავად აქ საშვის გარეშე როგორ შემოხვედით?წინ გადაუდგა დაცვის თანამშრომელი,მაგრამ გიორგიმ წყნარად უთხრა. -წყნარად იყავი თუ გინდა სასახური არ დაკარგო,არ გაბედო და არავინ არ გააფრთხილო. -გასაგებია.უთხრა დაბნეულმა. -ხო მაქსი და მიხაილი შემოვიდნენ ჩემთან. -მაქსი აქ არ არის,ჯერ არ მოსულა და მიხაილი კაბინეტშია დახურული შეხვედრა აქვს.გიორგიმ წარბი ასწია,რადგან მან ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე იცოდა ზოგადად ინფორმაცია.გაკვირვებული მიუბრუნდა დაცვის წევრს და შეეკითხა. -რა გქვია. -ტომი. -ტომ მე შენ მომეწონე და შეგიძლია მითხრა,ბატონ მიხეილს ხშირად აქვს დახურული შეხვედრები,ან რატომ არ ესწრება მას მაქსი? -არ ვიცი ბატონო გიორგი ეს ჩვენ არ გვეხება. -დიახ,მართალი ხარ. -დიდი ხანია აქ მუშაობ? -ექვსი თვეა. -სწავლობ? -კი,ვსწავლობ და თან ვმუშაობ. -რატომ სხვა თანამდებობა არ მოგცეს აქ თუ ერგები კომპანიას შენი ცოდნით. -რაზედაც დამთანხმდნენ უარი არ მითქვამს. -კარგი ტომ შენი ნომერი მომეცი.ტომმა თავისი ნომერი ჩაუწერა გიორგის ტელეფონში და გიორგიმ ღიმილით დაუკრა თავი და წავიდა,მის კაბინეტთან მისული მდივნის ადგილი ცარიელი დახვდა,ორჯერ გასწია ხელი კარის გასაღებად და ორჯერ დაიხია უკან,მაგრამ ძალა მოიკრიბა და კარიც გააღო საოცარი სურათი დახვდა წინ,მაგიდაზე შპრიცები და ტაბლეტები ეყარა.სამი ულამაზესი გოგონა შიშვლები იყვნენ და ერთი მამაკაცს ზემოდან გადაჯდომოდა.მიხეილმა გაბრაზებულმა შემობრუნდა და თვალებჩაწითლებულმა შეხედა მის წინ მდგარ გიორგის რომელიც ჯერ ეგონა მოეჩვენა და გადაიხარხარა. -ფულის გადმორიცხვა დამიგვიანდა და უკვე მეჩვენები? გიორგიმ არც დაფიქრებულა ისე გამოიძახა ჯერ დაცვა და შემდეგ მილიცია.მიხეილი მანამ ვერ მოვიდა გონზე და ბინდი ბუნდად ხედავდა გიორგის სანამ სამართალ დამცავებმა არ მოკიდეს ხელი და არ გაიყვანეს კაბინეტიდან. -გიორგი?თითქოს გამოფხიზლდა გასვლისას და გაოცებულმა მიაჩერდა გიორგის. -გისმენ მიხაილ ხო მე ვარ,არ გაგაფრთხილე რადგან ეს უნდა მენახა,ყველაფერზე პასუხს აგებ. -მაქსის დაურეკეთ,მაქსის შეატყობინეთ.ყვიროდა მიხაილი და ასე ყვირილით დატოვა კომპანიის შენობა.ზიზღით შეხედა ოთახში მიყრილ-მოყრილ ნივთებს და ახალ გაცნობილ ტომს დაურეკა. -ტომ ამოდი მაღლა,სხვა დატოვე მანდ.ტომი გაოცებული ავიდა გიორგისთან და გიორგიმ ხელი გაუწოდა. -გიორგი გოგაბერიშვილი ამ კომპანიის მფლობელი და გენერალური დირექტორი. -მაპატიეთ,მე არ ვიცოდი თქვენს შესახებ. -არა უშავს,ახლა კი ვინმე სანდო მჭირდება რომ აქაურობა წესრიგში მოიყვანოს. -ტომმა ტელეფონზე გადარეკა და ცოტა ხანში ხანში შესული ქალბატონი მოვიდა,რომელსაც ტომის თვალები ჰქონდა. -ტომ რაზე სწავლობ. -იურდიულზე ვსწავლობ ბატონო გიორგი. -მოდი ასე ვქნათ,მე სანდო კაცი მჭირდება იყავი ერთული მუშაკი და ხელფასიც კარგი გექნება.ტომს თვალები გაუფართოვდა ჯერ მოსმენილისგან და შემდეგ სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა. -ხვალიდან ეს სამოსი გაიხადე და ჩვეული კლასიკური ფორმით მოდი,ერთად გადავხედოთ ყველა მნიშვნელოვან საბუთს.ამ დროს მაქსი მოვიდა და გიორგის გადეხვია. -როგორ ხარ გიორგი რატომ არ გამაფრთხილე. -რომ გამეფრთხილებინე მაქს ამ ყველაფერს ვერ ვახავდი, თურმე რაც ჩემს ზურგს უკან ხდებოდა.საკმარისია ერთი თვალის გადავლება და უკვე ვიცი რა მდგომარეობაც არის.ტომს განკარგულებები მისცა გიორგიმ რაზედაც მაქსმა წარბი ასწია მაღლა და ორივე გავიდა კომპანიიდან რადგან მიხეილი მოენახულებინა განყოფილებაში. -გიორგი,გიორგი ყველაფერს გადაგიხდი,ყველაფერს დაგიბრუნებ მხოლოდ აქედან გამომიყვანე. -რა თქმა უნდა ყველაფერს დაბრუნებ მიხეილ მე შენ გენდე და შენ რა გააკეთე,ჩემი კომპანია ბორდელოდ გადააქციე.აი აქ არავინი არ შეგიშლით ხელს,დროც საკმაოდ ბევრი გაქვთ. -კარგი რა ხანდახან დასვენებაც და გართობაც საჭიროა. -ამიერიდან ჩემს ადვოკატს ელაპარაკე. -გიორგი მართალი ხარ,დავაშავე მაგრამ გთხოვ ნუ გამწიავ. -ჯერ არ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ იქ შენი ადგილიც იქნება მაქს და ამიტომ სანამ ყველაფერს არ გამოვიძევთ აქ იქნები. -მაქს ხელი მოკიდეს და ისიც დააკავეს.მაქსი რომელიც აქამდე ჩუმად იყო ხმა ამოიღო და გიორგის ზიზღი ნარევი ხმით უთხრა. -შენ რა გგონია,შენი ფული ბედნიერებას მოგიტანს?გაერთე გიორგი მიწაში არავინ არაფერს ჩაგაყოლებს. -მართალი ხართ ორივე,მე იდიოტი ვარ რადგან ჩემი თავისთვის ვერ ვიცლი და ჩემი სკამი თქვენ ორივეს განდეთ.მაგრამ დღეიდან გავანიავებ იმ კაბინეტს და გავნდევნი იქედან იმ ბინძურ სუნს რომელიც თქვენ დატოვეთ.ერთ საათში დაბრუნდა და ყველაფერი წესრიგში დახვდა,ყველა თანამშრომელს შიში ეწერა სახეზე,რადგან არ იცოდნენ დარჩებოდნენ თუ გაანთავისუფლებდნენ სამსახურიდან.გიორგიმ ტომის და მისი პირადი ადვოკატის დახმარებით ახალი ვაკანსიები გამოაქვეყნა,რადგან ძალიან ბევრი გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.კომპანიაში ყველგან ჩურჩულებდნენ თუ რა მოხდა,ზოგს უხაროდა მაქსის და მიხეილის დაკავება,ზოგი ვინც ძველი თანამშრომელი იყო გიორგის აქებდნენ,მაგრამ იმასაც ამბობდნენ რომ ძალიან გამოცვლილია და სულ სხვა გიორგი დაბრუნდა,მიზეზი კი არავინმა არ იცოდა მანამ,სანამ გიორგის მაგიდაზე ლამაზ ჩარჩოში ჩამულ მარიამის ფოტოს არ შეხედეს.ყველაფერი რომ ცოტა ჩაწყნარდა ბექას დაურეკა და კომპიუტერში დაელაპარაკა,ბექა რუსოსთან იყო ოჯახით. -როგორ ხარ,სამი დღეა შენს ზარს ველოდებით ხომ მშვიდობაა გიორგი. -აქ ისეთი ჩახლართულია ბექა ყველაფერი,ალბად წლები მოვუნდები კომპანიის ფეხზე დაყენებას.ნუ გგონიათ ყველგან თქვენნაირი მეგობრები არიან,ყველაფერი განადგურებულია კომპანია თითქმის აღარ ფუნქციონირებს. -ესე იგი გამოდის დროზე ჩასულხარ შენ მანდ. -სრული ბარდაგია,რამდენი გავანთავისუფლე და კიდევ რამდენს გავანთავისუფლებ არ ვიცი.მთავარი ვინც იყო პასუხის გებაში მივეცი,ყველამ უნდა აგოს დანაშაულზე პასუხი,არავის არ ვაპატიებ ჩემს დამცირებას ბექა. -მართალი ხარ,აქეთ მშვიდად იყავი მარიამი ეჩვევა ნელა-ნელა საქმეს და მიხედე შენ შენს თავს. -მადლობა ბექა ისე ვფიქრობ ლუკა და კობა აქეთ წამოვიყვანო,რომ ჩავრთო საქმეში ისინი. -ლუკა უკვე მუშაობს და გელას დაველაპარაკები კობაზე. -ლუკას გამოშვება ანას გაუჭირდება,ვახო? -ვახოც ჩაებმება მალე საქმეში გელამ დაეხმარა და მასთან იმუშავებს,მაგრამ გიორგი მართა მინდა ავიყვანო კომპანიაში შენ რას მეტყვი. -აიყვანე,გამოსაცდელი ვადით და დააკვირდი.ზედმეტი თავისუფლება არავის არ მისცე, ეს ყველასთვის კარგი იქნება ბოლოში.როგორც იქნა გიორგის ხელი მიუწვდა კომპანიის ყველა მისთვის მნიშვნელოვან საბუთზე. -ეს საბუთები თქვენი გადასახედია ბატონო გიორგი. -დააწყვეთ და გადით,ტომს დაუძახეთ ჩემთან შემოვიდეს.ახალგარდა გოგონას ძალიან მოღებული დეკოლტე მაისური ეცვა და საკმაოდ მოკლე კაბა. -თქვენი სახელი?მკაცრად უთხრა გიორგიმ კარებში გასვლისას გოგონას. -პალინა. -პალინა როგორ ფიქრობთ დილით რომ მოდიხართ,ცირკში მოდიხართ თუ სამსახურში.პალინა დაიბნა და გიორგის მიუბრუნდა. -მე განგებ გამაფრთხილეს ასეთი ჩაცმული მოვიდე. -ვინ გაგაფრთხილა და როდის. -მაქსიმმა დამიბარა მის კაბინეტში და ........... -მაქსიმი და მიხაილი არ არიან ჩემი უფროსები,მე ვარ მათი უფროსი.მკაცრად შეაწყვეტინა გიორგიმ პალინას საუბარი,მაგრამ პალინა თამამად შებრუნდა და გიორგის წინ დადგა. -ეს თქვენი მეუღლეა? -დიახ,ჩემი მეუღლეა. -მე მითხრეს რომ ის გარდაიცვალა,თქვენ კი ისევ მარტო ხართ. -არ ვთვლი ვალდებულად თავს,ჩემი პირადულზე ვისაუბრო მდივანთან.საქმეს მიხედე. -მე თქვენს ადგილზე სიცოცხლეს გავაგრძელებდი,ბედნიერებისთვის ვიბრძოლებდი.ბატონო გიორგი მე გახდით ბედნიერს და ცხოვრებაზე სულ სხვაგვარად იფიქრებთ,რას გაძლევთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილ ადამიანზე ფიქრი და მასზე მოგონებებით ცხოვრება.გიორგი გაოგბებული უსმენდა და განრისხებული წამოდგა ფეხზე,კარი გააღო და ხელით უბრძანა გარეთ გასულიყო და წყნარად,თავშეკავებულად უთხრა. -ის გარდაცვლილია,მაგრამ მან მომცა ის რასაც შენ ვერასოდეს ვერ მომცემ იმიტომ რომ შენ ის გრძნობა არ გაგაჩნია.შემდეგ კი მთელი ხმით უღრიალა და მისი ხმა ყველამ გაიგონა ისე აიტაცა კედლებმა და იქუხა კედლებს შორის მჭექარედ. -წადი,და თუ კიდევ ეცდები ჩემს წარსულზე საუბარს,ისე მოგკლავ ხელიც არ ამიკანკალდება.წაეთრიე და ისე გავაკეთებ,რომ ქვეყნის დატოვება მოგიწიოს რადგან ვერსად ვერ შეძლებ სამსახური იშოვო.გიორგის ხმაზე ტომი და რამდენიმე თანამშრომელი მიუახლოვდა. -რა ხდება ბატონო გიორგი. -რა ხდება?ტომ ვერ გავიგე აქ კომპანიაა,ხალხი მუშაობს თუ ბორდელია.ვაკანსია გამოაქვეყნე სასწრაფოდ მდივანი მჭირდება და სანამ არ დარწმუნდები საჭირო კადრია ჩემამდე არ მოვიდეს. -ეს რა თავისთავის უპატივცემულობაა.გაცოფებული იყო გიორგი.რამოდენიმე წუთში კი ისევ პალინამ შევიდა თავდახრილი და უთხრა. -მივდივარ სამსახურიდან. -არ იყო საჭირო გაფრთხილება,ისედაც განთავისუფლებული ხართ.როგორც იქნა დაიმშვიდა ნერვები,გვიანობამდე შემორჩა კომპანიაში და მასთან ერთად იყო ტომიც არ დაზოგა თავი და ერთად დატოვეს გვიან კომპანია.გიორგიმ თავის მანქანისკენ აიღო გეზი და ტომმა გზისკენ წავიდა,რათა ტაქსი გაეჩერებინა და გიორგიმ თვალი გააყოლა. -ტომ სად მიდიხარ. -ტაქსს გავაჩერებ ბატონო გიორგი უკვე ძალიან გვიანია ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. -წამოდი მე წაგიყვან.ტომმა ფეხი შეიჩერა,ერიდებოდა მაგრამ გიორგიმ კიდევ რომ გაუმეორა მორიდებულად დაჯდა წინ.გამოვიდა რომ ტომიც იმავე დასახლებაში ცხოვრობდა სადაც გიორგი და ამ ფაქტმა ორივე ძალიან გაახარა,დაუახლოვდა ტომის ოჯახს და ხშირად იკრიბებოდნენ ვახშამზე ერთად.თვეები იყო გასული გიორგის წასვლიდან,მარიამი ისე ჩაერთო თავის საქმეში რომ დაღლასაც ვერ გრძნობდა.მარტის სუსხიანი საღამო იყო და მარიამი როგორც ყოველთვის ყველაზე გვიან გამოვიდა კომპანიიდან,უკვე რამოდინე დღეა გრძნობს რომ უკან ვიღაც მოყვება.ტაქსი არსად არ ჩანდა,წვიმამაც დაიწყო და მარიამი წვიმაში მიიკვლევდა გზას ჩქარი ნაბიჯით.წვიმას უეცრად საშინელი ქარი მოყვა ისეთი რომ ღმუის და ღრიალებს,არ უნდა უკან მიიხედოს რადგან გრძნობს უკან ისევ მოყვება ვიღაც მოზომილი ნაბიჯებით,თავზე კი კაპიშონი აქვს წამოფარებული.ტელეფონი ამოიღო და ლუკას დაურეკა რამოდენიმეჯერ მაგრამ ლუკამ არ გამოეპასუხა,შემდეგ ვახოს,მაგრამ არც ვახომ უპასუხა და ამაზე ლამის კივილი მორთო.ძლივს მიაღწია ბექასთან და გაგიჟებულმა დასცხო კარებს ხელები,შიშისაგან ცახცახებდა.კარი ანამ გააღო და შეეშინდა მარიამი ასეთ დღეში რომ დაინახა -რა ხდება ირბინე მარიამ? -სად,სად არის ის ხისთავიანი.უთხრა გაბრაზებულმა. -მის ოთახში არიან,ვახოც აქაა. -ააა,აქ ბრძანდება უჟმურთა ხელმწიფე?მარიამი შევარდა ლუკას ოთახში და ორივეს თავზე დააცხრა ქორივით,გაკვირვებულმა შეხედა ორივემ და თვალები გაუფართოვდათ. -რა მოხდა,მარიამ რა გჭირს.კითხა ვახომ. -სად გაქვთ ტელეფონები,რამდენი ხანია გირეკავთ ხან ერთს,ხან მეორეს სად ხართ.რომ მოვეკალი ვინმეს?ვიცოდი,ვიცოდი,რომ თამაშობდით მაგრამ ორივე იდიოტი თუ ერთად იყავით ეს არ ვიცოდი. -რა ხდება აღარ იტყვი?უყვირა ვახომ და ნერვიულობისაგან სიგარეტს მოუკიდა,არ გაახსენდა ბექა რომ იყო სახლში. -მარიამ რა მოხდა ბიძი,ვახო მე და შენ მაგაზე მერე დავილაპარაკებთ.სიგარეტზე ანიშნა. -რამოდენიმე დღეს ვგრძნობ რომ ვიღაც დამყვება,ახლაც მომყვა აქამდე. -დარწმუნებული ხარ?კითხა ბექამ. -ფეხ და ფეხ მომყვებოდა,ვერ შევხედე სახეზე კაპიშონი ჰქონდა გადმოფარებული.აქ მოვედი თუ არა გაქრა,გავიხედე და აღარ სჩანდა. -ვინ უნდა იყოს.თქვა ბექამ და ბიჭებს გახედა. -რამე ხომ არ მიქარეთ და ჩემზე უნდათ გადაგიხადონ სამაგიერო.უთხრა მარიამმა ლუკას და ვახოს ცრემლნარევი ხმით. -შენს თავს გეფიცები არაფერი არ გაგვიფუჭებია,მაგრამ გავიგებთ ვინ არის.მოულოდნელად მარიამის ტელეფონი განათდა შეტყობინება მიიღო და წაიკითხა,წაიკითხა და პირი ღიად დარჩა,თვალები გაუფართოვდა და შემდეგ ბიჭებს შეხედა.ვახომ გამოართვა ტელეფონი და წაიკითხა. -ყოველ დილით იმ ხიდზე ვდგევარ სადაც შენ უნდა გამოიარა,გამივლი გვერდს შენი სუნამოს სუნს დამიტოვებ და მთელი დღე მავსებს ეს სურნელი.მეორედ რომ გამოივლი და ქუდს მოგაწოდებ,შიგ ჩემი სულის ნაწილს ჩავტოვებ შენ კი მას სითბო დაამატე,ასევე ჩემს სურელს მოგაპკურებ იქნებ სურნელით მიცნო.ვახომ მარიამს შეხედა და წარბაწეულმა უთხრა. -ახსნა გვჭირდება მარიამ. -რა აგიხსნა რაც მე თავად არ ვიცი ვახო.იმ ღამის შემდეგ არც შეტყობინება მიუღია და არც ვინმე გამოყოლია,მაგრამ ძალიან აინტერესებდა ვინ იყო ის ვინც სახლამდე აცილებდა უხმოდ და არაფერს ამბობდა,არა მარტო მარიამს ეს ყველას აინტერესებდა მის გარშემო. ერთი თავიც და დასრულდება ეს ისტორიაც,მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას.მე თქვენ ძალიან,ძალიან შეგეჩვიეთ და ამიტომ გულითადი მადლობა გითხრათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.