შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო კურნავს (თავი 4)


23-07-2018, 19:55
ავტორი ANDROMEDA BLACK
ნანახია 1 073

"ყველაფერი წარმავალია" ამ შემართებით გავიღვიძე მეორე დღეს მაღვიძარას ხმაზე. რაღაც მოხდა. რაღაც კარგი მოხდა. თავს უკეთესად ვგრძნობდი. თითქოს რაღაც მანუგეშებდა.გული გამითბა.მოვეშვი და გადავწყვიტე,რომ ცხოვრების დინებას გავყოლოდი,რამდენად გამომივიდოდა ეს ვერგეტყვით.
მეგონა,რომ ყველაფერი ისევ თავის ადგილას დადგებოდა,ანუ დაისადგურებდა ისევ ერთფეროვნება ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ მე მავიწყდებოდა,რომ მქონდა ნათელი წერტილებიც:დედა,ძმა და ლუნა.
თითქოს კლასშიც ყველაფერი დალაგდა.მე ისევ სწავლით ვიჩენდი თავს.ძალიან ბევრი კი სწორედ ამის გამო "მეტენებოდა". ემილი ხანდახან გამოაპარებდა ჩემსკენ თვალს,დამნაშავეს გამომეტყველებით,მაგრამ საპასუხოდ ისეთ ზიზღნარევ მზერას ვესროდი,სიტყვა პირზე ახმებოდა. ნინა კი იხტიბარს არ იტეხდა,მაინც ცხვირაბზუებული დადიოდა.
"ეს ქაჯი უკვე ნერვებზე მოქმედებს" -წამოიყვირა ლუნამ როდესაც ჭადრის ქვეშ ვისხედით და ვუყვებოდი სკოლის ამბებს.
ლუნას კარგად ესმოდა ჩემი,ყველაფერში მიგებდა და მანუგეშებდა. რაც ჩამოვედი მგონი პირველად ჩათავდა დღე მშვიდობიანად:ტირილის,ტკივილის და სევდის გარეშე,მაგრამ წინ კიდევ მელოდა ეს ყველაფერი,დარწმუნებული ვიყავი. ამ ბუნდოვან ფიქრებში გახვეულმა დავხუჭე თვალები და ისევ გადავეშვი უსასრულობაში.უსასრულობაში სადაც ყველაფერი კარგად იყო,უსასრულობაში სადაც არაფერი მტკიოდა,უსასრულობაში სადაც სულ ბედნიერი ვიყავი, უსასრულობაში ანუ სიზმრებში...

სკოლიდან ვბრუნდებოდი. ყველაფერი ისევ ჩვეულებრივად იყო. ჩვეულებრივზე უკეთესადაც კი.სკოლაში ძალიან წარმატებული ვიყავი,რამოდენიმე შეჯიბრსა და ტურში გავიმარჯვე,უკვე ყველა ცდილობდა ჩემთან მეგობრობას,ნინის კი ეს აცეცხლებდა და ცოფებს ყრიდა.მოკლედ ყველაფერი კარგად იყო ამ წუთამდე,სანამ ტელეფონის ზარის ხმა არ გაისმა. ამოვიღე ტელეფონი,დედა რეკავდა.ვიფიქრე ალბათ მარკეტში დამაბარებდა რამეს და ტელეფონი ავიღე:
-ჰო დეე
-ლი-ზ-ა
ისეთი ხმით თქვა დედამ მივხვდი,რომ რაღაც რიგზე ვერიყო,შეშფოთებულმა მთელი ხმით ჩავკივლე ტელეფონს
-რახდება დე? კარგად ხარ?
-არა ,გთხოვ მალე მოდი
მითხრა მან და ტელეფონი გაითიშა.
მთელი ძალით გავიქეცი სახლისკენ,ფეხები მიკანკალებდა,გული მიფანცქალებდა,თვალებში ცრემლებს ვგრძნობდი,რა აღარ ვიფიქრე,თან გზაში სასწრაფოში ვრეკავდი.
როგორც იქნა მივედი და შევვარდი სახლში, ერთი წამი ვიფირე,რომ წავიქცეოდი,თავბრუ მესხმოდა ნერვიულობისგან და თვალებში მიბნელდებოდა.
შევედი და დავინახე დედა,რომელიც უღონოდ იწვა,თვალები დაეხუჭა და თოვლივით თეთრი იყო,ერტადერთი სიცოცხლის ნიშანი იყო ის,რომ სუნთქავდა.



№1  offline წევრი ჵჵჵჵ

კარგია მაგრზმ პატარა თავებია შეეცადე, რომ გაზარდო

 


№2  offline წევრი თაკო ^_^

როდის დადებ?

 


№3  offline წევრი ANDROMEDA BLACK

ჵჵჵჵ
კარგია მაგრზმ პატარა თავებია შეეცადე, რომ გაზარდო


madloba, vecdebi <33

თაკო ^_^
როდის დადებ?


xval ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent