შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [8]


27-07-2018, 17:46
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 276

ავტომობილიდან გადმოსული ზენონი პატარა კუთხის ბარში შევიდა, სადაც მისი თანაშემწე, ლადო, უნდა ენახა. შესახვედრ ადგილად იგი ყოველთვის ასეთ მიყრუებულ ადგილებს ირჩევდა, რადგან იცოდა იქ რა ხალხიც ტრიალებდა, უცნობი არავინ შემოვიდოდა და მათ არ დაასმენდა.
ზენონი წყნარად ჩამოჯდა სკამზე, მისთვის უჩვეულოდ ვისკი შეუკვეთა ცოტა ნერვები დაეწყნარებინა და ანგელოზი წამით ამოეგდო თავიდან. ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა გასარკვევი. იგი ჯგუფს უკვე მეორე წელია რაც მართავდა და სწორედ ამ დროს იწყებდა ხალხი გამოფხიზლებას, რადგან მისი უფროსი ძმა შესაბამის ასაკს აღწევდა სამართავად. ამიტომ ფრთხილად უნდა ყოფილიყო, თავი დაეცვა ყველა თავდასხმისგან და აქედან ცოცხალი გამომძვრალიყო, რადგან მას უკვე მიზეზი ჰქონდა სუნთქვის გასაგრძელებლად. მიზეზი, რომელმაც წეღან ყურმილში უთხრა არ მომკვდარიყო. ზენონი ნამდვილად არ აპირებდა ამას.
-ბატონო ზენონ, მიხარია თქვენი ნახვა. როგორც იქნა შევხვდით - მოსულმა ლადომ ხელი ჩამოართვა და სკამზე მოთავსდა.
-საჭიროდ ჩავთვალე ჩვენი შეხვედრა- ზენონმა უგრძნობი თვალები მიაპყრო- ვიცი ბევრი რამ გაქვს ჩემთვის მოსაყოლი.
-დიახ- ლადომ პაუზის შემდეგ წარმოთქვა და ზენონის პირდაპირობა არც გაკვირვებია.- ეს ამბავი თქვენს ძმას ეხება.
-რატომ არ მიკვირს?- ზენონს წარბიც არ შეუხრია და სასმელი მოსვა.
-ფული იკარგება ჯგუფში,- ლადომ დაიწყო საუბარი- ჩვენი ჯგუფის ბიზნესი ყვავის, თუმცა მათი წილი იკარგება, რომელიც სხვა მაფიოზებს უნდა გადაეცეს. ფულის რაოდენობა ყველა სასურველს ემთვევა გამოგზავნისას, თუმცა ჩამოსვლით ნაკლები მოდის. სხვა მაფიოზები აღშფოთებულები არიან, თვლიან, რომ ეს ჩვენი მხრიდან აჯანყების ნიშანია და ანაზღაურებას ითხოვენ პროცენტებში.
-შენ კი დარწმუნებული ხარ, რომ ფული ზუსტი რაოდენობით მიდის მათთან და ისინი იტყუებიან?
-არა, ფული ზუსტი რაოდენობით იგზავნება, მაგრამ იმდენივე არ მიდის.
-და გგონია ანდრეა იპარავს?- ზენონმა ჭიქაში არსებული ვისკი შეაქანავა - რადგან ის არის ვალდებული ფული სხვა მაფიოზებს გადასცეს, ესე იგი ის იპარავს?
-არ ვიცი რა ურთიერთობა გაქვთ თქვენ ძმასთან, მაგრამ ყველა ხედავს რომ ერთმანეთს ემტერებით- ლადომ წარმოთქვა დუმილის შემდეგ და ზენონის სახე შეათვალიერა - მინდა იცოდეთ, რომ არ მაინტერესებს ვინ ვის მოკლავს, რომელი ერთი გადარჩებით, მაგრამ ნებას არ მოგცემთ ჯგუფიც თან წაიყოლოთ. მამათქვენმა ფეხზე დააყენა „შავი ვარდი“ და მეც მასთან ერთად ვიბრძოდი დიდებისთვის. ამიტომ ახლა გთხოვთ, გაარკვიოთ რა ხდება და დამნაშავე იპოვოთ. თუ თქვენი ძმაა უხმაუროდ შეაჩერეთ და მამათქვენს გადაეცით დასასჯელად. თუ სხვა, უბრალოდ მოკალით.
ზენონმა ტუჩის ბოლო ზევით ასწია ირონიული ღიმილით. ლადოს სიტყვები ძალიან ჰგავდა მამამისის დამოკიდებულებას და ხვდებოდა, რომ მას ყველა ხედავდა, როგორც აპარატს რომელიც გაჩენილი იყო ჯგუფის შესანარჩუნებლად იქამდე, სანამ მასზე ძლიერი მოვიდოდა და ხელში ჩაიგდებდა. ლადოს საუბარით იტყოდი ხელს არავის ადებსო, თუმცა ზენონმა იცოდა, რომ ანდრეა მთავარ დამნაშავედ ჰყავდა და ამიტომ მოუყვა ყევლაფერი მას, რომ უფროსი ვაჟის საქმიანობით სხვა არ დაეჭვებულიყო.
-გინდათ ანდრიას ხელი დავაფარო?- ზენონმა იკითხა.
-მინდა პრობლემა გადაჭრა და შენი ძმა მამაშენს დაუტოვო.
-ჩემს თავდასხმას რაც შეეხება, გაიგეთ ვინ იყო დამკვეთი?- ზენონმა ირონიულად იკითხა რადგან იცოდა კაცი რას უპასუხებდა.
-უბრალოდ თქვენი ძმა მამათქვენს ჩააბარეთ- გაუმეორა კაცმა ოხვრით და ზენონს ეჭვიც დაუმტკიცა, რომ ყველაფრის თავში ანდრეა იდგა.
ზენონი წამოდგა აუღელვებლად, დემტრეც უკან გამოჰყვა და ავტომობილში მოთავსდნენ. დემტრე დარწმუნებული იყო, რომ მისი ბატონი ანდრიასთან წასვლას მოითხოვდა. ამიტომ უკვე ნერვიულობას იწყებდა და არ იცოდა, როგორ აეცილებინა მოსალოდნელი ჩხუბი, რომელიც ლამაზი სრულიად არ იქნებოდა.
-ბატონ...
-უნივერსიტეტში წავიდეთ სადაც ლილე სწავლობდა- ზენონმა გააწყვეტინა.
-რა?- დემტრე პირღია დარჩა და მისკენ შეტრიალდა.
-გამეორება მგონი არ გჭირდება- უხეშად უპასუხა ზენონმა-იჩქარე სანამ ლექციები დასრულდება.
-თორნიკე უნდა ნახოთ?-იკითხა დემეტრემ ავტომობილის დაქოქვისას.
ზენონმა ხმა არ გასცა და თვალები დახუჭა. კი შეჰპირდა ლილეს, რომ თორნიკეს არ ნახავდა მაგრამ ახლა ზედმეტად გაღიზიანებული იყო. ხელის გულები ეფხანებოდა ისე უნდოდა ვინმეს ცემა, რამე ცუდის გაკეთება, რომ თავი ისევ ძლიერად ეგრძნო, ისევ მისცემოდა სითამამე და შემართება. იცოდა, ახლა ანდრეასთან თუ წავიდოდა ყველა უფროს ვაჟს დაიცავდა, მასაც მოკლავდნენ და ფულის დაკარგვასაც მას მიაწერდნენ.
უნივერსიტეტში მისვლისას ყველა მას მისჩერებოდა. იშვიათად თუ დაიანხავდნენ იქ, შავებში გამოწყობილ სიმპატიურ მამაკაცს, ძვირიან ავტომობილიდან გადმომავალს. ზოგი უსირცხვილოდ აეკიდა და უკან დასდევდა ვითომდა შეუმჩნევლად, თუმცა ახლოს მისვლისას დემტრე იშორებდა მაშინათვე და ზენონთან მიახლოვების საშუალებას არავის აძლევდა.
-უკაცრავად, თორნიკე აბაშიძეს ვეძებ - ზენონმა უნივერსიტეტში შესვლისას ერთ ქალს ჰკითხა. მანაც გაკვირვებულმა აათვალიერა უცნობი და ოთახისკენ გზა ასწავლა. თან უთხრა, რომ ახლა შესვენება ჰქონდა.
ზენონმა კარები კაკუნის გარეშე შეაღო, იქ კი ერთმანეთზე ჩაბღაუჭებული თორნიკე და ქალი ნახა, რომლის ნახატების დაიწუნა. ორივემ შემოსულ ზენონს შეხედეს და ერთმანეთს მოსცილდნენ.
-დიახ, გისმენთ- თორნიკემ სიცილით უთხრა და თმები უკან გადაიწია. ისეთი სახე მიიღო თითქოს ისეთი არაფერი ხდებოდა ოთახში. ქალი კი ქვედაბოლოს ისწორებდა და შემოსულს ათვალიერებდა. როგორც ჩანს ზენონი არცერთს ახსოვდა იმ ღამიდან.
-თქვენთან საუბარი მსურდა, განმარტოებით თუ შეიძლება-ზენონს თავაზიანობა წამითაც კი არ დაუკარგავს და თავის უემოციო სახეს ინარჩუნებდა.
თორნიკემ გაკვირვებით შეხედა, თუმცა მის მოთხოვნას დაჰყვა და ქალი ოთახიდან გაისტუმრო. ზენონს სკამზე მიუთითა და თვითონაც ჩამოჯდა.
-რაზე გინდოდათ საუბარი?
-თქვენს ყოფილ სტუდენტზე- ზენონმა წარმოთქვა და მის რეაქციას დააკვირდა- ლილე ლომიძე?
თორნიკეს სახეზე გაკვირვება ეხატებოდა თუმცა ამის გარდა სხვა არაფერი. - კი რა თქმა უნდა! ჩემი საყვარელი სტუდენტი იყო, წარმატებული გოგონა. მისი ნიჭი ახლაც კი მაკვირვებს. თითქმის ყველაფრის კეთება შეუძლია, შესანიშნავია. თქვენ მისი ვინ ბრძანდებით?
-სამსახურში აყვანა მინდა ლილესი. ამიტომ თვითონ მოვედი ყველაფრის გასაგებად. იმედია ამაში დამეხმარებით- ზენონი თამაშს არ წყვეტდა და ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
-დამიჯერეთ არ ინანებთ! როგორც ვთქვი მას ყველაფერი შუეძლია...
-მაგაზე მეტად ის მაინტერესებს პიროვნულად როგორი ადამიანია. რას შეიძლება ვუფრთხოდე მის სამსახურში აყვანისას.
-სრულიად არაფერს, მის მორცხვობას თუ არ ჩავთვლით- ზენონი მისი პასუხით გაკვირვებული დარჩა, რადგან ის მამაცი გოგონა მორცხვი სრულიად არ იყო, თუმცა ბიჭის სიტყვები მაინც დამაჯერებლად ჟღერდა და ეჭვი გაუჩნდა, რომ ლილე მისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი იყო.
-მორცხვი?- გაუმეორა.
-დიახ, კატასტროფული არაფერია. თუმცა ხალხთან ურთიერთობა არ იზიდავს და ხშირად მარტო არსად დადის.
-თქვენ საიდან იცით ეგ?
-ოჰ, საკმაოდ კარგი მეგობრები ვიყავით- თორნიკე არ დაბნეულა- სადმე თუ წავიდოდით, ყოველთვის წინ დამაყენებდა და თვითონ უკან მომყვებოდა ჩუმად, შეკვეთებსაც მე მაკეთებინებდა. მაგრამ ყველაფერს მალევე ეჩვევა, ასე რომ არაფერი გაქვთ სანერვიულო.
-გავიგე...- ზენონმა თვალებში შეხედა- ურთიერთობებში საზვღვრები არ გააჩნია და ყველასთან შეიძლება დაახლოვდეს ასაკის მიუხედავად.
თორნიკემ ღიმილი წამით შეწყვიტა და ზენონს დააკვირდა.
-ჩემს და მის ურთიერთობას გულისხმობთ?
-არ ვიცი, ეგ თქვენ მითხარით რას ვგულისხმობ.
-მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ურთიერთობა მისი ინიციატივით დაიწყო, მან საკმაოდ იცის საზღვრები, უბრალოდ თავიდანვე ნათელი გაუხადეთ სად გადის ეგ საზღვარი.
-ანუ თქვენ საზღვარი თავიდანვე არ დაანახეთ და ნება მიეცით ახლოს მოსულიყო?- ზენონის ხმა უკვე სიბრაზით ვიბრირებდა.
-რა სამსახურზეა აქ ლაპარაკი?- თორნიკემ უეცრად იკითხა.
-ჩემი პერსონალურ ადამიანად ყოფნაზე- ზენონმა უპასუხა.
-აჰ, აქ როგორც მისი ახალი შეყვარებული მოხვედით და მაშინებთ რომ მას აღარ გავეკარო?- თორნიკემ სიცილი დაიწყო- ნუ ღელავთ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. თან როგორც ხედავთ ახალი ცხოვრება დავიწყე- კარებისკენ მიუთითა, სადაც ქალი ელოდა.
-შე...
-გთხოვთ- ზენონს გააწყვეტინა- აქ არ დაიწყოთ კონცერტების მოწყობა, მე და ლილემ ჩვენი ურთიერთობა ერთობლივად დავასრულეთ. არავინ დარჩენილა გულნატკენი. იგი ისეთი უსუსური არ არის როგორიც წარმოგიდგენიათ. მან ყველაფერი იცის. იცოდა რას ვაკეთებდი, როგორ, რამეს თუ ვუმალავდი. მაგრამ მას ესენი არ აწუხებდა, რადგან არასდროს დაუწყია ჩხუბი და ახსნა არ მოუთხოვია.
-რახან ჩუმად იყო ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც აკეთებდი მოსწონდა?- ზენონმა გაბრაზბით იკითხა და სკამის სახელურს ჩააებღაუჭა.
-მას აწყობდა რომ სხვა ქალთან დავდიოდი და მასთან ამავდროულად ურთიერთობას არ ვწყვეტდი- თორნიკემ როგორც არაფერი განსაკუთრებული, ისე უპასუხა და ზენონი მაშინათვე სკამიდან წამოხტა.
ბიჭი საყელოთი ასწია უხეშად და მის გამომეტყველებას დააკვირდა, რომელიც არანაირ სინანულის ნიშნებს აჩვენებდა. ეს კი მას აგიჟებდა. უნდოდა თორნიკეს პატიება ეთოხვა, ანგელოზის გულის გატეხისთვის, იმ სიჩუმისთვის და ატანისთვის, როდესაც მას სხვა ქალთან ხედავდა. ბიჭი კი მხოლოდ ზენონის სიძლიერით ჩანდა დამფრთხალი და ლილე წამითაც კი არ გახსენებია.
ზენონმა მუშტი უთავაზა სახეში, მაგიდას მიანარცხა და მასთან ერთად გადააყირავა. დასისხლიანებულ თორნიკეს გვერდით ჩაიკუზა ბოლოს და მისი ტკივილით აღსავსე სახით ტკბებოდა.
-ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო- ზენონმა ანთებული თვალებით უთხრა- მინდა, როგორც ახლა იყურები, ისე უყურებდე ლილეს რომელიც ოდესმე გაბედავს შენთან მოსვლას და ყველაფრის პირში თქმას. მანამდე კი მელოდე, როდის მოგაკითხავ ჩემი საქმის დასასრულებლად.
ფეხზე წამოდგა ზენონი, დაყრილ ფურცლებს ზევიდან გადაუარა, კარებთან მოტრიალდა და უთხრა - ლილე სამსახურში უკვე დიდიხანია აყვანილია, მის უკან დაბრუნებას კი არ ვაპირებ.
გამოსვლისას ქალი შეათვალიერა, რომელიც საპასუხოდ კეკლუცად ეპრანჭებოდა. ამ ამაზრზრენი სურათით ნასმიამოვნები დარჩა ზენონი, რადგან ზუსტად ასეთ კახპას ისმახურბედა თორნიკე. იქ მისვლით გული ცოტა მოიფხანა და იმდენად აღელვებული აღარც იყო, ახლა თავის სამუშაოს მიხედავდა და დროსაც გამოყოფდა ანგელოზისთვის. თუ ვერ ნახავდა დაურეკავდა მაინც, ცუდად დაწყებყულ დღეს კარგად დაამთვარებდა.
ავტომობილის ფანჯრიდან წამით გაიხედა და თვალი მოჰკრა შავ ავტომობილს, რომელიც გამოსვლისას შეამჩნია. მაშინათვე ეჭვი გაუჩნდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა, ამიტომ წამით დაიძაბა და ინანა იარაღი რომ არ წამოიღო. თუმცა, ეს კარგი შესაძლებლობა იყო მისი დამკვეთის ვინაობის გასაგებად და თუ მისი ძმა იყო ამაში დასარწმუნებლად.
გზაში უკვე თხუთმეტი წუთია რაც იყვნენ და ავტომობილი მათ არ სცილდებოდა. დემეტრეს გულუბრყვილობა კი ზენონს აოცებდა. ბიჭს შემჩნეულიც კი არ ჰქონდა, რომ ერთი და იგივე ავტომობილი უკან დასდევდა. ზენონი მის შესაძლებლობებს ასეთ შემთვევებში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ხოლმე .
-აქ გამიჩერე, ცოტას გავივლი. გათავისუფლებული ხარ იქამდე სანამ არ დაგირეკავ- ზენონმა უთხრა და გადმოსასველელად მოემზადა.
-კი მაგრამ მარტო როგორ იქნებით?- დემტრემ წარბები შეკრა და ავტომობილი გააჩერა.
-მარტო უკეთესად დავიცვავ ჩემ თავს, შენ ხიფათის გარდა არაფერი მოგაქვს- ზენონმა ისე უპასუხა არც შეუხედავს და ფეხით გაუჰყვა გზას. იცოდა მას გამოჰყვებოდნენ ფეხით, ამიტომ გამვლელებს თვალს არ აცილებდა.
უკვე მობინდებული იყო, დღე მალე ილეოდა და მზეც ნელა მიიზლაზნებოდა დასამალად. ზენონი მის უკან მძიმე ნამიჯებს უსმენდა, ფეხს ნელ-ნელა უჩქარებდა და მუშტებიც მზად ჰქონდა საბრძოლველად. ბოლოს კუთხეში მოუხვია სწრაფად, სამ უცნობს წინ დაუდგა და სახეების შეთვალიერება ვერ მოახერხა, რადგან დაფარული ჰქონდათ ნიღბით. მათ არანაირი იარაღი არ გააჩნდათ დანის გარდა. ზენონი მათი მოუმზადებლობით ცოტა დაიბნა. თუმცა, დიდი ყურადღება არ მიაქცია ამ ფაქტს და თავს დაესხა. ბავშვობიდანვე გაწვრთნილს, სამი შეუიარაღებელი დონდლო კაცები ვერაფერს უზავდა. ერთი მოიშორა და ხელი მოატეხა, მეორე ძირს დასცა და თავი გაუტეხა. მესამისკენ რომ გაიწია, ტუჩიდან ჩამოსული სისხლი მოიწმინდა და უეცარმა გასროლის ხმამ ძირს დასცა. წამით ვერ მოვიდა გონს, ვერც მიხვდა რა მოხდა. ხელები მუცელზე, რომ დაიდო და სისხლით მოესვარა მიხვდა, რომ ტკივილი ამით იყო გამოწვეული. დაჭრეს. მერე გაახსენდა თავდასხმელების მოუზმადებლობა და მიხვდა, რომ ისინი მხოლოდ მისი ყურადღების გასაფანტად იყვნენ მოსულნი. ნამდვილი მკვლელი კი სხვაგან იმალებოდა.
ზენონი მიწაზე ეგდო და ტკივილისგან გმინავდა, მის გარშემო კი არავინ ჩანდა. დაწყებული წვიმა იმის ნიშანი იყო, რომ არც არავინ დააპირებდა აქ გამოვლას. ამიტომ მასაც არავინ შეამჩნევდა და ანგელოზის თხოვნის შესრულებასაც ვერ შეძლებდა.
ანგელოზი. მისი ლილე. მხოლოდ ეს უტრიალებდა თავში და ხელებით ტელეფონს ეძებდა, ლილეს ურეკავდა. უნდოდა ბოდიში მოეხადა, რომ ასე ტოვებდა და სასწრაფოშიც ვერ რეკავდა რადგან იქ მისულს უკვე მამამისი მოიშორებდა თავიდან. მაფიოზის გამოჩენა დაუშვებელი იყო სახლახო საავადმყოფოში. ლილეს ურეკავდა, ურეკავდა. წვიმა შეუჩერებლად ეცემოდა მის სახეს და აგრილებდა. გოგონა კი არ პასუხოდა და დემონს დამსახურებულად ტოვებდა მარტო აღსასრულისთვის.

-

ლილე ქოლგით ხელში გამოვიდა სამუშაოდან. კაფის მეპატრონეს დაემშვიდობა და სახლისკენ გზას გაუდგა.ზენონთან საუბრით ცოტა ანერვიულებული იყო, თორნიკესაც ფიქრებიდან ვერ აგდებდა და მისი ნახვა სურდა; მასთან საუბარი და დაწყნარებდა. თუმცა, მზად არ იყო თავისი გრძნობების გამოსახატად, რადგან ახლა ზედმეტად სუსტად გძნობდა თავს. იცოდა თუ ბიჭს სადმე გადაეყრებოდა, მაშინათვე შეირგებას სთხოვდა და ღალატზეც კი დასთანხმდებოდა.
ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თიკოსთან დარეკვა გადაწყვიტა.
-მზარეულს ვესაუბრები?- დაიწყო ლილემ სიცილით.
-იდიოტო, რა გინდა?- უბღვერდა თიკო ტელეფონიდან - ხომ გითხარი იმ მოხუცმა დამტოვა უნივერსიტეტში რაღაცეებში დასახმარებლად.
-ვიცი მაგიტომაც გირეკავ და გატყობინებ, რომ მე თავისუფალი ვარ ვიღაც-ვიღაცეებისგან განსხვავებით და სახლში მივდივარ. წამოვწვები და დავიძინებ კიდევაც.
-ვაიმე, როგორ ვერ გიტან! დღეს მშიერი დარჩები, აი რას გიზამ!
-როგორ შემაშინე!კაფიდან საჭმელი ისედაც მომაქ- ლილემ დამცინავად უპასუხა.
-ესე იგი კაფეში გამცვალე?
-არა, უბრალოდ გემრიელ საჭმელში გაგცვალე.
-ახლავე გათიშე სანამ მოვედი და გაგგუდე! აი, ნახავ როგორი მზარეული გამოვალ და მერე ფრჩხილებს გაკვნეტინებ.
-ჯერ მაგ მოხუცს დაუსხლტი ხელიდან და მერე მეტლიკინე- ლილემ სიცილით უთხრა და მეგობრის გამლანძღავ სიტყვებს აღარ მოუსმინა, ისე გათიშა ტელეფონი.
ტელეფონს არ დახედა ისე მოისროლა ჩანთაში და გამოტოვილ ზარს ყურადღება არ მიაქცია. გზა ნელი სვლით გააგრძელა და თავისი შარვალი უკვე დაიტირა, რომელსაც ტალახიანი წვეთები ეტყობოდა. უეცრად ვიღაცას შეეჯახა, უკან გამოიწია ბოდიში მოიუხადა და სახეში რომ შეხედა უცნობს, შიშისგან უკან დაიხია.
-შენ რეაქციას თუ გავითვალისწინებთ, იცი ვინც ვარ და რითი ვსაქმიანობ- ანდრიამ გაუღიმა და გოგონას ზევიდან დაჰხედა. მისი ქოლგის ქვეშ შეძვრა და ქოლგაზე მოკიდებულ ხელზე თავისი მოუჭირა.
-აქ...ჩემგან რა გინდათ?- ლილე თვალებს აცეცებდა, მათ წინა შეხვედრას თუ გაითვალისწინებდა ანდრია კარგი ადამიანი სულაც არ იყო.
-ჩემი ძმის გოგოს გასაცნობად მოვედი- ბიჭი ღიმილს არ წყვეტდა- რა არ შიეძლება?
-მე მისი არ ვარ- ლილემ უხერხულად უპასუხა და მოსალოდნელი ხიფათის თავიდან ასაცილებლად სცადა ყვირილისგან თავი შეეკავებინა.
-როგორ არ ხარ. - ანდრეამ უპასუხა და თითი გოგონას მოკლე თმაზე დაასრიალა- ზენონი შენს არსებობას არ მალავს, რომ შეხედავ პატარა ძაღლს ემგვანება, რომელიც მზადააა შენს ძახილზე ყალყზე გადავიდეს.
-ის ეგრე არ იქცევა- გოგონას ხმაში გაღიზიანება გაეპარა, რადგან არ სიამოვნებდა ზენონის დამცირების მოსმენა.
-მაშინ მითხარი მისთვის ვინ ხარ?
-უბრალოდ გატაცებაა ზენონისთვის.- მისი პასუხით ანდრია უკმაყოფილო დარჩა.
-ზენონი ზედმეტად ბოროტი და უგრძნობია უბრალო გატაცებისთვის. როგორც ვხედავ მას სრულიად არ იცნობ, ამიტომ დრო არ დააკარგვინო და როგორც მოხვედი მის ცხოვრებაში ისე წადი, სანამ ამას სხვა არ გაგაკეთებინებს.
-მგონი ზღვარს გადავიდა თქვენი საუბარი. მუქარაზე ნუ გადადიხართ, ვითომდა რაიმე მაღალი თანამდებობა გქონდეთ ან თქვენ ან მას ჯგუფში. უბრალო წევრები ხართ, ამიტომ არ არის აუცილებელი კუდში მდიო და მამოწმო. მე და ზენონი ჩვენს საქმეს თვითონ მივხედავთ.- ლილემ უკმაყოფილობა არ დამალა და ბიჭს გაუჯიქდა.
-უბრალო წევრები ვართ...- ბიჭმა დაფიქრებით გაიმეორა- ზენონი არაფერს გიყვება თავის საქმიანობაზე?
-რატომ უნდა მომიყვეს? მაგაზე მოკლავენ ალბათ. თან მინდა დაგაწყანროთ მის მიმართ არანაირი გრძნობები გამაჩნია და მალევე ჩამოვცილდებით ერთმანეთს.
ანდრიამ გოგონა კვლავ შეათვალიერა. მისმა მოელვარე თვალებმა ინტერესი გაუღვივა გულში და გაწეულმა წინააღმდეგობამ მოხიბლა. მიხვდა ზენონი რატომაც დასდევდა ამ გოგონას და ძმას არჩევანიც მოუწონა. თუმცა, ხვდებოდა, რომ მათი ურთიერთობა ხანგრძლივი არ გამოდგებოდა. ან ლილე გაიგებდა ზენონი , რომ ლიდერი იყო ან რომელიმე მათგანი მოკვდებოდა პირველი.
-ფრთხილად უნდა იყო პატარა გოგონა. ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია. ვიცი, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ ზედმეტი კითხვების დასასმელად, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი საკმაოდ სასურველია, თორემ მალე გალიაში გამოგიჭერენ და იქიდან გამოსვლას ვერ შეძლებ. შენს ზენონს კი არ ეცლება შენს საშველად. ყოველ წამს მკვლელებს გაურბის და ვინ იცის რა დროს ჩაიგდებენ ხელში.
ანდრიამ საუბარი დაასრულა და წასასვლა დააპირა, როდესაც ლილე ხელებში ჩააფრინდა და შეაჩერა.
-ახლა...ახლა გაფრთხილება მომეცი?- გოგონამ ბუტბუტი დაიწყო აღელვებულმა- რას ქვია ზენონი შეიძლება ხელში ჩაიგდონ? რატომ უნდათ მისი მოკვლა...იმ დღესაც შენ გიყვიროდა მკვლელი დაიქირავეო...და...
ლილე თვალებს ნერვიულად აცეცებდა და ცდილობდა ფიქრები დაეწყო. იცოდა, რომ ანდრეა რაღაცაში ახვედრებდა. მისი სიტყვებით რაღაცის თქმა უნდოდა. იმის რასაც ახლა ხმამაღლა ვერ იტყოდა, რადგან თითქოს სხვები უსმენდნენ მის საუბარსო. ბოლოს გოგონამ თვალები მიანათა და გული შეეკუმშა.
-ზენონი....სად არის?
ანდრია მისი სისხარტით გაკვირვებული დარჩა თუმცა ეს არ გამოუხატავს. გოგონას სიტყვებიც იმის შესახებ, რომ ზენონი მისთვის არავინ იყო უკვე ტყუილი ეჩვენებოდა. როგორც ჩანდა ლილე თვითონაც არ იყო გარკვეული თავის გრძნობებში და ყველანაირად ცდილობდა გაქცეოდა საშიშ დემონს.
- არ ვიცი სად, მაგრამ ახლა კარგად არ არის.
გოგონას ამის მოსმენაღა უნდოდა და ადგილს მოსწყდა. ქოლგა იქვე დააგდო, ანდრეა დაივიწყა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. არ იცოდა როგომ, მაგრამ მაგ იდიოტ დემონს თავისი ბუდე გაეკეთებინა მის გულში. ლილე მას როგორც უსუსურ ბავშვს ისე ხედავდა, რომელსაც სიყვარული ჭირდებოდა და მარტოობის ეშინოდა. თვითონაც ასეთი იყო პატარაობაში, ამიტომ ყოველ წამს გარბოდა ზენონის დასახმარებლად. ბიჭი არ უყვარდა მაგრამ იყო მასში რაღაცეები რაც გოგონას გულს სითბოთი ავსებდა.მისი რბილი საუბარი აწყანრებდა, ხელების ნაზი ფერება თმაზე მოსწონდა, უხაროდა როდესაც ზენონი მასზე ღელავდა... ლილეს არ უნდოდა ის მომკვდაირყო. უნდოდა ზენონი ბედნიერი ყოფილიყო მის გარეშე, სადღაც შორს ეცხოვრა და ცხოვრებით დამტკბარიყო, ისე როგორც იმსახურებდა.
იცოდა ასე სირბილით ვერ იპოვიდა, ამიტომ ყველაფერი დაივიწყდა, ზენონის თბილ ხმას, მომღიმარ სახეს ჩაეჭიდა გონებით და ნომერი აკრიფა. ყურმილი მაშინათვე აიღეს და ლილემაც არ დააყოვნა.
-ძია, დახმარება მჭირდება. მინდა ამ ტელეფონის ადგილმდებარეობა გაიგო.- ყველაფერი უთხრა რაც კი საჭირო იყო, კაცმაც ზედმეტი კითხვები არ დაუსვა. თხოვნა მაშინათვე შეუსრულა და ბოლოში მაინც ვერ მოითმინა სიჩუმე.
-ალბათ ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის, რახან წლების შემდეგ დამეკონტაქტე.
-მამას არ გააგებინო- ლილემ ჩუმად უპასუხა.
-მას ჩემი თქმა არაფერში სჭირდება ახალგაზრდა ქალბატონო, ისედაც თვალყურს ყოველთვის გადევნებთ- კაცმა წყნარად უპასუხა და საუბარი დაასრულა.
ლილემ ტაქსით მიაღწია მოცემულ მისამართზე და ფეხით მოიარა იქაურობა. საპოვნელად. ბოლოს ზენონის დასისხლიანებული სხეული შეამჩნია და მაშინათვე გული შეუწუხდა. მივარდა ბიჭს თავი ააწევინა, ეცადა გონზე მოეყვანა მაგრამ უშედეგოდ. მისი თავი მუხლებზე დაიდო, ხელი ჭრილობას მოუჭირა სისხლდენა რომ შეეჩერებინა და ზენონის ტელეფონით დემეტრეს დაურეკა საშველად.
პატარა ანგელოზი შეუმჩნევლად ტიროდა, რადგან ეშინოდა მისი დემონი არ მომკვდარიყო. თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ მეტი ყურადღება არ გამოიჩინა, ტელეფონს არ უპასუხა და თუნდაც, არ ეცადა იმას, რომ ზენონი მაფიოეზებს მოეშორებინა. არ მოუარა გულს, რომელიც უკვე მას ეკუთვნოდა. თან რა იცოდა ლილემ რომ დემონი ზოგ საკითხში უსუსური იყო. ადვილად ნებდებოდა და შველის თხოვნის მაგივრად, მას ურეკავდა, ეგეც ალბათ დასამშვიდობებლად.
ლილემ მაისურის გახდა სცადა ზენონისთვის, რომ შეემოწმებინა სხვაგან დაშავებული იყო თუ არა. მაისურის ზევით აწევისას შავმა მელანმა მისი ყურადღება მიიქცია მხრებთან და თითების მოძრაობა შეწყვიტა. თავისი აზრები დაალაგა, ღრმად ამოისუნთქა, უარესისთვის მოემზადა და მაისური გახადა ბიჭს. ზურგზე არსებულმა უზარმაზარმა ტატუმ კი სუნთქვა შეუჩერა.
-სულელო ქანდაკებავ...სულელო ქანდაკებავ არ გინდა მითხრა რა ბედზე დავიბადე, რომ მაინც და მაინც მაფიის ლიდერს გადავეყარე?

-
დავბრუნდი სახლში და ახალი თავიც მაშინათვე დავწერე. მეორე დღეს ახალი თავი გელით. კვლავ დიდი და ისეთი როგორსაც ელოდით, სავარაუდოდ დიალოგებით სავსე. ეს თავი საჭირო იყო მოვლენების შესაქმნელად და სხვა პერსონაჟების გამოსაჩენად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ისტორიაში.
კიდევ იმის თქმა მინდა, რომ.... თვალებს ვერ ვუჯერებ იმდენი ნახვა აქვს ისტორიას. არ მჯერა! კომენტარებმა სულ გადამრიეს. ისე მიხარია, რომ არ ვიცი რა ვქნა! დიდი მადლობა ყველას, რომ კითხვას აგრძელებთ და კომენტარებს წერთ. ახალი მკითხველების გამოჩენა და მათი აზრების მოსმენა ყოველთვის მისაღები და სასიხარულოა.
დიდი მადლობა^^



№1  offline წევრი ნორმი

აეე.როგორც იქნა.ჯერ არ წამიკითხია მაგრამ ვიცი რო საოცრება იქნება
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი cicino

Dzlivs dabrundi, imedia agar daagv
ianeb axal tavs.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აიიიიიიმეე ახლა გავაფრენ და გავრეკავ... როგორი როგორი ემოციური იყო... ჩემი ზიის რა გაუკეთე გოგოოო ჰა?! გული გამიჩერდა... სუნთქვა შევწყვიტე მგონი.... ჩემი ზენონიკო როგორ მიყვარს... ეს ანდრეა ისე ცუდიც არ ყოფილა როგორიც მეგონა ძალიან გამახარა მისმა საქციელმა იმედია ასეთი კარგი იქნება.... მოოოკლეეედ რა ამბები ტრიალეეებს ჰუუუჰ პაჟააარ...ბიზნესი მიზნესი.. ლიდერი მოდერი.. რა აღარ ხდება და წინ რა გველოდება ვერც კი წარმომიდგენია...
როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა იმენა ხტუნვა დავიწყე და თან ბოლო ხმაზე ვყვიროდი... გადავრიე ოჯახი :დ :დ ასე რომ კიდევ დააგვიანო მე მართლა გავაცხებ სულს....
არა რა ანდრეა მართლა მომეწონა სულ ასეთი დატოვე გთხოოოვ და იმედია არ მოკლავ არც მას და არც ჩემ ზენონიკოს...
შემდეგ თავს ველიიიი მოუთმენლად და კბილების კაწკაკწით.. ასეთი დიდი თავებით საოცრად მახარებ მინდა გითხრა.... იმედია შემდეგი თავიც დიდი იქნება...
როგორ მომეწონა და როგორი ემოციური იყო.. თორნიკეს რო ამუთა სახეში გული მომეფხანა იმენა.. აი გულზე მომეშვა და ამოვისუნთქე რა გემრიელად შმუთა...ნწაჰ ეს მაფიოზები როგორი "ცეცხლი" ხალხია გადაგრევენ პირდაპირ....
ოხ როგორ მომენატრა ეს ემოციები.შენი ისტორიის წაკითხვოს მერე რო მრჩება ხოლმე და არ ვიცი სად წავიღო :დ ძალიააან ძალიან მოყვარს ეს ისტორია და არანაირი.სურვილო არ მაქ ოდესმე დამთავრდეს :დ :დ :დ
"ზენონი მიწაზე ეგდო და ტკივილისგან გმინავდა, მის გარშემო კი არავინ ჩანდა. დაწყებული წვიმა იმის ნიშანი იყო, რომ არც არავინ დააპირებდა აქ გამოვლას"
-კინაღამ ვიტირე... რა უქენი ჰა?! :'( :'(

"ლილე თვალებს ნერვიულად აცეცებდა და ცდილობდა ფიქრები დაეწყო. იცოდა, რომ ანდრეა რაღაცაში ახვედრებდა. მისი სიტყვებით რაღაცის თქმა უნდოდა. იმის რასაც ახლა ხმამაღლა ვერ იტყოდა, რადგან თითქოს სხვები უსმენდნენ მის საუბარსო. ბოლოს გოგონამ თვალები მიანათა და გული შეეკუმშა.
-ზენონი....სად არის?
ანდრია მისი სისხარტით გაკვირვებული დარჩა თუმცა ეს არ გამოუხატავს. გოგონას სიტყვებიც იმის შესახებ, რომ ზენონი მისთვის არავინ იყო უკვე ტყუილი ეჩვენებოდა."
მართლა ძალიან მომეწონა ანდრეა ამთავში და იმედია მართლა ასეთია თორე მივახრჩობ.. :დ :დ
მალე დადე არ გვალოდინო თორე ჭკუიდან გადავალ ♡♡♡♡

 


№4  offline წევრი ჵჵჵჵ

zalian momwons es istoria. male dade. ♥

 


№5 სტუმარი A

ვაშა.... მიხარია შენი დაბრუნება.... მალე დადე რა შემდეგი თავი....

 


№6 სტუმარი სტუმარი lia

sauketeso motxrobaa,da shen unihieresi.

 


№7  offline წევრი KATIE ♥12

tako.izek
აეე.როგორც იქნა.ჯერ არ წამიკითხია მაგრამ ვიცი რო საოცრება იქნება

აწ, დიდი მადლობა რომ წაკითხვის წინაც კი წერ კომენტარებს და ისტორია მოგწონს ^^
cicino
Dzlivs dabrundi, imedia agar daagv
ianeb axal tavs.

მეც მაგის იმედი მაქ :დდდ
ანი ანი
აიიიიიიმეე ახლა გავაფრენ და გავრეკავ... როგორი როგორი ემოციური იყო... ჩემი ზიის რა გაუკეთე გოგოოო ჰა?! გული გამიჩერდა... სუნთქვა შევწყვიტე მგონი.... ჩემი ზენონიკო როგორ მიყვარს... ეს ანდრეა ისე ცუდიც არ ყოფილა როგორიც მეგონა ძალიან გამახარა მისმა საქციელმა იმედია ასეთი კარგი იქნება.... მოოოკლეეედ რა ამბები ტრიალეეებს ჰუუუჰ პაჟააარ...ბიზნესი მიზნესი.. ლიდერი მოდერი.. რა აღარ ხდება და წინ რა გველოდება ვერც კი წარმომიდგენია...
როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა იმენა ხტუნვა დავიწყე და თან ბოლო ხმაზე ვყვიროდი... გადავრიე ოჯახი :დ :დ ასე რომ კიდევ დააგვიანო მე მართლა გავაცხებ სულს....
არა რა ანდრეა მართლა მომეწონა სულ ასეთი დატოვე გთხოოოვ და იმედია არ მოკლავ არც მას და არც ჩემ ზენონიკოს...
შემდეგ თავს ველიიიი მოუთმენლად და კბილების კაწკაკწით.. ასეთი დიდი თავებით საოცრად მახარებ მინდა გითხრა.... იმედია შემდეგი თავიც დიდი იქნება...
როგორ მომეწონა და როგორი ემოციური იყო.. თორნიკეს რო ამუთა სახეში გული მომეფხანა იმენა.. აი გულზე მომეშვა და ამოვისუნთქე რა გემრიელად შმუთა...ნწაჰ ეს მაფიოზები როგორი "ცეცხლი" ხალხია გადაგრევენ პირდაპირ....
ოხ როგორ მომენატრა ეს ემოციები.შენი ისტორიის წაკითხვოს მერე რო მრჩება ხოლმე და არ ვიცი სად წავიღო :დ ძალიააან ძალიან მოყვარს ეს ისტორია და არანაირი.სურვილო არ მაქ ოდესმე დამთავრდეს :დ :დ :დ
"ზენონი მიწაზე ეგდო და ტკივილისგან გმინავდა, მის გარშემო კი არავინ ჩანდა. დაწყებული წვიმა იმის ნიშანი იყო, რომ არც არავინ დააპირებდა აქ გამოვლას"
-კინაღამ ვიტირე... რა უქენი ჰა?! :'( :'(

"ლილე თვალებს ნერვიულად აცეცებდა და ცდილობდა ფიქრები დაეწყო. იცოდა, რომ ანდრეა რაღაცაში ახვედრებდა. მისი სიტყვებით რაღაცის თქმა უნდოდა. იმის რასაც ახლა ხმამაღლა ვერ იტყოდა, რადგან თითქოს სხვები უსმენდნენ მის საუბარსო. ბოლოს გოგონამ თვალები მიანათა და გული შეეკუმშა.
-ზენონი....სად არის?
ანდრია მისი სისხარტით გაკვირვებული დარჩა თუმცა ეს არ გამოუხატავს. გოგონას სიტყვებიც იმის შესახებ, რომ ზენონი მისთვის არავინ იყო უკვე ტყუილი ეჩვენებოდა."
მართლა ძალიან მომეწონა ანდრეა ამთავში და იმედია მართლა ასეთია თორე მივახრჩობ.. :დ :დ
მალე დადე არ გვალოდინო თორე ჭკუიდან გადავალ ♡♡♡♡

მე ვღელავდი, ეს თავი არ მომწონდა, მაგრამ მიხარია რომ იმედებს არ გიცრუებ^^ დიდიიი მადლობა შენი ემოციური კომენტარისთვის <3 უკვე ჩემი საყვარელი მკითველი ხარ ^^ ამ დიდ თავებსაც სწორედ შენი და სხვა მომხმარებლების დამსახურებით ვწერ. დაპატარავებას არ ვაპირებ <3 ხვალ ახალ თავს დავდებ ^^
დამთავრებას კი რაც შეეხება, ბევრი თავების წერას არ ვაპირებდი, მაგრამ ისტორია ითხოვს გავრცობას და ჯერ დასასრული შორსაა :დდდ

ჵჵჵჵ
zalian momwons es istoria. male dade. ♥

მადლობა ახალო მკითხველო რომ გამოჩნდი^^
A
ვაშა.... მიხარია შენი დაბრუნება.... მალე დადე რა შემდეგი თავი....

ხვალ იდება, გპირდები! <3
სტუმარი lia
sauketeso motxrobaa,da shen unihieresi.

აწ, დიდი მადლობა <3 უნიჭიერესზე და საუკეთესოზე რა გითხრათ, მაგრამ დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის^^
მირრა
ძლიივს, გამეხარდა შენი გამოჩენა. ერთი ეს მაინტერესებს ამ ჭკვიან გოგოს ეს იდიოტი თორნიკე რამ შეაყვარა? ანდრეა მთლად ცუდი არ ყოფილა. კარგი თავი იყოო ყიჩაღ.. ველოდები ახალს, ასეთივე მსუყეს <3

მსუყე იქნება გპირდები <3 თორნიკე კი მძიმე თემააა :დდდ
უცნაური მე
იმედია აღარ გაქრრბი :) ველოდები შემდეგს.

იმედია... :დდდდ
--------------------
-K

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

ეს ანდრია არც ისე ცუდი არ ყოფილა და შემთხვევით მასაც ხომ არ უყვარდება ლილე?

 


№9 სტუმარი anna

heart_eyes
დიდი ხანია აქ
არ შემოვსულვარ გუშინ შემოვედი და შენი ისტორია წავიკითხე ძალიან მომეწონა ამიტომ დიდხანს ნუ გვალოდინებ P.s ძალიან ნიჭერი ხარ

 


№10 სტუმარი სტუმარი უბრალოდ მკითხველი

მართლაც რომ საოცრება იყო, იმედია შემდეგ თავს მალე დადებ... <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent