შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 41


28-07-2018, 01:42
ავტორი zia-maria
ნანახია 3 162

როცა ბედნიერება დაიბადება თქვენში, მაგრად ჩაჰკიდეთ ხელი და ისე იარეთ ცხოვრების გზაზე.დააფასეთ ეს მშვენიერი გრძნობა, რომელიც მზესავით ბრწყინავს.არ მისცეთ მას ნება გაფერმკრთალდეს,დააფასეთ მისი სიტურფე,არ გააქროთ ის მარტოობაში,პირიქით გააღვივეთ და გააძლიერეთ.მეხსიერება ხომ შემოდგომის ფოთოლია, რომელიც ქარში გაიშრიალებს ხოლმე და შემდეგ მისი არავის ესმის.მაგრამ დამიჯერეთ, თქვენში გაღვივებული ბედნიერების წამები პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. იცხოვრე უბრალო და კეთილი ცხოვრებით, გულწრფელად გიყვარდეს და ზრუნავდე საყვარელ ადამიანებზე, აი რა არის ბედნიერება.ჩაფიქრებულს და მისი წარსულის ოცნებებში ჩაძირულს ისე დაადგა მარიამი თავზე არც კი გაუგია,მხარზე დაადო ხელი გიორგის და ცოტა მკაცრად უთხრა.
-წარსულის ცხოვრებით,წასრულის აჩრდილსა და ბურუსით მოცულ მომავალს შორის ხარ გაჩხერილი.ვერ მართავ საკუთარ ცხოვრებას სულ ასე გახლეჩილ მდგომარეობაში მყოფი და შენთვის აწმყოც ხომ წარსული ხდება, მომავალი კი აწმყოში მოდის. გამოდის რომ გაუგებარ მომავალს ისევ აწმყოში ტოვებ, გაუგებარ აწმყოს და განცდას მტანჯველ წარსულად აქცევ და ასე გრძელდება მთელი ეს 24 წელია მამა. არ ცდილობ, არ იცი ან არ გინდა აწმყოთი იცხოვრო,მოდი ერთად შევიგრძნოთ ის, რათა წარსულმა არ გაგთანგოს, რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ აწმყოში. დღეს და აქ მე და შენ ვართ,შენი ცხოვრების მომავალი და დროა შეეგუო ამ აზრს,დროა დაივიწყო წარსულით ცხოვრება.
-ნუ მომაქცევ ყურადღებას მარიამ მიდი შენი საქმე აკეთე.
-წადი სახლში და დაისვენე,გადაღლილიც ხარ მა.
-წავალ,მართლა მინდა დავისვენო ცოტა.
-მოდი სადმე წადი რამოდენიმე დღით და დაისვენე.
-მარტო?რა აზრი აქვს მარტო წასვლას შვილო.
-მე ვერ წამოვალ სამწუხაროდ ბევრი საქმე მაქვს,მოდი მამიდას ვუთხრათ და სამივემ წადით სადმე აუცილებლად უნდა წახვიდე მა და დაისვენო,არ დავუშვებ რომ ასე გადაღლილი იჯდე აქ და ისევ წარსულის ფიქრებს დააცხრე ხოლმე თავზე და თავი დაიტანჯო.მკაცრი იყო მარიამი და გიორგიმ მის მკაცრ სახეში მომენტალურად მისი გაბრაზებული თვალები დაინახა და ჩაეცინა.
-ნუ იცინი მამა ძალიან გთხოვ,ახლავეს გავალ და მოვაგვარებ.
-როგორ ეწყინება ანიჩქას?
-ხო აბა ეს თქვი შენ.გაეცინა მარიამსაც და ბექასთან შევიდა,ანაც იქ იყო და ორივეს მკაცრად შეხედა.
-რა გჭირს მარიამ.შეეკითხა ანამ.
-მომისმინეთ,თქვენი დახმარება მჭირდება.
-რა ხდება გაპარვა გინდა? წადი მე დაგიფარავ საათებს,ვეტყვი გიორგის რომ მე გაგიშვი საქმეზე.
-არა,არა თუ რამე მინდა მამიკოს ვეტყვი,ხომ იცი მის გარეშე არაფერს არ გავაკეთებ მამუდა.თქვენი დახმარება იმაში მჭირდება რომ როცა მამა ძალიან გადაღლილია წარსულის ფიქრებში და მოგონებებში იძირება და ითიშება,არის პერიოდი რომ ის წარსულით ცხოვრობს და მინდა რამოდენიმე დღე წავიდეს,დაისვენოს მაგრამ საქმე ისაა რომ მარტო არ მიდის.
-შენ? რატომ არ წაყვები შენ მამიდა.
-არა,მე შენმა ქმარმა იმდენი საქმე მომაყარა ალბად რამოდენიმე დღე ვერ გავალ აქედან დღის სინათლეზე.
-რატომ გააკეთე ეს სადისტო.შეუბღვირა ბექას ანამ.
-გადატვირთული რომ იყოს.თვალი ჩაუკრა ბექამ.
-ხოდა ვიფიქრე,რომ თქვენც წასულიყავით სადმე რამოდენიმე დღით ან მხოლოდ ბიძია და მამიკო წავიდეს,არ ვიცი თქვენ მოგვარდით მამიკოს დეპრესია ეწყება და მინდა დავიხსნა ამ უსიამოვნო შეგრძნებისაგან.თან ხომ იცი უკვე ზაფხულია,ივლისიც მოდის და სწორედ იმ დღეებში არ მინდა მარტო რომ იყოს.
-გასაგებია,დაველაპარაკები მამიდა და რას გადავწყვეტთ შენც გეტყვით.მარიამი ადგა კარებთან მივიდა და მოულოდნელად შემობრუნდა ანას წინ დადგა და მაგრად მოხვია მისი მკლავები,კისერში თავი ჩაურგო და მწარედ აქვითინდა.ვეღარ შეძლო ცრემლის შეკავება,აღარ შეეძლო ამდენი თამაში და გატყდა,სწორედ ანას მკერდში ჩაკრული გატყდა და აქვითინდა.
-რა მოხდება,რომ ვიყოთ ბედნიერები აწმყოში, ჩვენც შევიგრძნოთ რომ ცხოვრება მშვენიერია. ჩვენც შევიგრძნოთ უსაზღვროდ ლურჯი ცა, ოქროსფერი მზის სხივები, გავცეთ სიყვარული, რომელზეც სამყარო სიყვარულითვე გვიპასუხებს.რატომ,რატომ დაისაჯა მამიკო ასე მწარედ მამიდა.
-ვიცი, უარყოფითი ენერგიაა ტკივილი რომელსაც ცხოვრება გვიტოვებს გზა და გზა რომელიც თავს უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ გვატყდება და ჩვენში,ასევე დროებით ჩვენს გარშემოც უბრალოდ სიცარიელე დგება.დილემური პრობლემაა ისიც,რომ საკუთარ თავს შეცდომებსა და არასწორ ნაბიჯებს არ ვპატიობთ.გიორგი სწორედ ამას არ პატიობს მის თავს და ამიტომ ცხოვრობს დღემდე წარსულით, ამიტომ ვერ ჩამოირეცხა უარყოფითი ემოციები დღემდე.ცდილობს, სხვასაც გაუგოს,მაგრამ ყველაზე მეტად მას უჭირს მარიამ.აპატიე საყვარელო მისი ასეთი დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ.პატიება და სიყვარული ეს ორი გრძნობა ხომ განუყოფელია.
-მე ყველაფერს ვპატიობ,მაგრამ მეც დავიღალე მამიდა სულ დანაღვლიანებულს რომ ვხედავ.გთხოვ რამე გააკეთე და ამ დღეებს გაარიდე მამა აქაურობას,გთხოვ არ მინდა ისევ ჩაიკეტოს და ისევ უხასიათობამ შეპყროს.
-კარგი,ვეცდბით დავითანხმოთ სადმე წასვლაზე.მარიამი წამოდგა და კარებში გადიოდა ბექამ რომ დაუძახა.
-მარიამ 24 წლის ხდები მოდი წელს ავღნიშნოთ ეს თარიღი.
-არასოდეს, ეს არასოდეს აღარ გაიმეორო ბექა ძია.რა ავღნიშნო სიხარულით დედაჩემის გარდაცვალება? არა,სანამ ცოცხალი ვარ მე ამ დღეს არასოდეს არ ავღნიშნავ.კარი გამოაღო და გავიდა,ანამ ბექას შეხედა და ნაწყენი ხმით უთხრა.
-ვიცი რატომ უთხარი,მაგრამ ეს მისთვის რთულია საყვარელო და არ გეწყინოს თავად როგორც უნდა ისე იყოს.
-არა,არ მწყინს,მაგრამ თავადაც ცოდოა ანა მას ხომ არასოდეს არ აღუნიშნია მისი დაბადების დღე.
-წამოდი გიორგის დაველაპარაკოთ.ორივემ გიორგის კაბინეტში შევიდნენ.
-მოიცალეთ? შეეითხა ბექას დაღლილი ხმით გიორგიმ.
-როგორ ხარ.
-არ ვიცი ბექ როგორ ვარ,რაღაც უცნაურად ვარ.მარიამი 24 წლის ხდება და ერთხელ არ აქვს მისი დაბადების დღე აღნიშნული,ეს კი მტკივა,ძალიან მტკივა.
-მე შევთავაზე,მაგრამ კატეგორიულად მითხრა მეორედ არ მითხრა რამე ამ თემაზეო.
-ვიცი,კატეგორიული არის ამ თემის გარშემო.
-გიორგი მოდი რამოდენიმე დღით წავიდეთ აქედან.
-აქ? ვინ დარჩება.
-ზაფხულია,ხომ იცი ამ დროს ყველა გადის ქალაქიდან და არ გვაქვს ბევრი სამუშაო,წავიდეთ სადმე სამი-ოთხი დღით.
-ანა თანახმა ხარ?
-რტომაც არა?ანას ტელეფონზე კარინას ნომერი დაფიქსირდა და ანამაც ჯერ ბექას შეხედა და შემდეგ ზარს უპასუხა ისე,ვითომ უცნობი იყო.
-გისმენთ.
-სად ხარ,აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე.
-სად და როდის.მოკლედ უპასუხა ანამ და თვალს ბექასკენ აპარებდა რომელიც არ იმჩნევდა,მაგრამ ანას მთელი ყურადღებით უსმენდა.
-ჩემთან სახლში,ქეთიც აქ არის და ალექსანდრაც შენ და მარიამს გელოდებით.
-და კიდევ მართას და დედამისს.
-გამოვდივარ.ტელეფონი გათიშა და გიორგის მიუბრუნდა.
-თქვენ გადაწყვიტეთ სად წავიდეთ და როდის,მე საღამოს დავბრუნდები.
-მოიცადე,მოიცადე სად მიდიხარ.ფეხზე წამოხტა გიორგი და კარებთან დაეწია ანას რომელიც ძალიან ცდილობდა სიცილის შეკავებას.
-ხომ ვთქვი საღამოს სახლში წავალ პირდაპირ.
-საიდან წახვალ,სად მიდიხარ,ვინ იყო რომ დაგირეკა.კითხვები მიაყარა გიორგიმ და ასევე ბექამ რომელმაც ტელეფონი აართვა ხელიდან და შემოსულ ზარს დახედა.
-კარინამ დაგირეკა? კითხა გაკვირვებულმა.
-აბა ვინ დამირეკავდა,გეგონა რამეს ვმალავდი?
-შენ თავად მოიქეცი ისე რომ ეჭვი შეგვეპარა ორივეს შენს პატიოსნებაში.უთხრა გიორგმ სიცილით.
-იდიოტო.შეუღრინა გიორგის და გარეთ გავარდა,მარიამს ხელი დაუქნია და გიორგიმ მოაძახა.
-მარიამი სადღა მიგყავს,ჭკუიდან უნდა აჭრა დღეს?
-ბექა გიორგისთან წადი დღეს და იქ მოვალ მარიამთან ერთად,ლუკასაც დაურეკე და უთხარი.
-კარგი.უთხრა ბექამ და გიორგის მიუბრუნდა.
-თავყრილობა აქვთ დღეს და სიურპრიზს ელოდე.
-რა,დალევენ და მთვრალები მოვლიან? კითხა გიორგიმ გაოცებულმა.
-არ ვიცი,მეც შენთან ერთად ვნახავ.ჩაიმღერა ბექამ და გიორგის შეხედა.საღამოს ორივემ ერთად წავიდა და რუსომ გაკვირვებულმა იკითხა.
-სად არის მარიამი გიორგი ან სად დატოვე შენ ანა.
-მოვლიან ცოტა მოგვიანებით დედა და შენ უკეთესია რამე წვნიანი მოამზადო,რადგან შესაძლებელია ორ-ორი ფეხით კი არა,ოთხ-ოთხი ფეხით მოვიდნენ ორივე.
-კარგია,გართონ ცოტა სულ მუშაობა და მუშაობა ცოდოა ბავშვი რაც იმ კედლებში დაიწყო მუშაობა წესიერად მეგობრებშიდაც არ გაუვლია.
-ერთი შენისთანა მოწმე კიდევ დედა და მარიამი იქედან გამომექცევა.სიცილით უთხრა გიორგიმ და დედას შუბლზე აკოცა.ივახშმეს და მისაღებში იჯდნენ ლუკაც რომ შეუერთდა.
-ბე მშია,ჩემთვის არაფერი არ არის?
-როგორ არ არის ბებო მოდი.ლუკა სამზარეულოში გაყვა რუსოს და გემრიელად მიირთვა შემდეგ კი ყველასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა,კარები რომ გაიღო და ფეხშიშველი ანა და მარიამი შემოვიდნენ სახლში.
-ღმერთო ჩემო რა დღეში არიან.ჩაილპარაკა ბექამ და გიორგი კი იცინოდა პირველად დაინახა მარიამი ნასვამი.
-სად დალიე გოგო ამდენი.გაუბრაზდა ბექა ანას,ანამ კი თითი მიტანა პირთან და უთხრა.
-აააა,აქ დავლიე პირში.ამის გაგონება და ლუკას ახარხარება ერთი იყო.ანა ბექას მიუახლოვდა და ლოყებში შემოსცხო ორივე ხელი და წაუმღერა.
-ჩემი პირველი სიყვარული და ჩემი დიდიიიი სიყვარულიიიი.
-არ გითხრა არავინ ადექი და წადი სახლშიო? რას გავხარ, რა დღეში ხარ ანა არ გრცხვენია?
-რა გავაკეთე სამარცხვინო რომ შემრცხვეს? წარბი აუწია ანამ ბექას.
-მე ფრთები მაქვს და დავფრინავ,ლუკაჩ რადგან აქ დამხვდააააა.გვერდით მიუჯდა ლუკას მარიამი მაგრამ ლუკა ხმას არ ცემდა.
-სად დაინახე ქალი ასეთი მთვრალი მარიამ.
-შენ გყავს დანახული ასეთი მთვრალი ქალი?კითხვა შეუბრუნა მარიამმა ლუკას.
-არა.უპასუხა მოკლედ და სერიოზულად ლუკამ.
-მერე? აქ ვარ და დამინახე.გადაიკისკისა მარიამმა რაზედაც სერიოზული ლუკაც კი გააცინა.ანამ ბარბაცით მოშორდა ბექას და კიბეებზე ავიდა ხელებით და ფეხებით,ამ კადრებს გიორგი ვიდეოზე აფიქსირებდა.რუსოს და გოგის დიდი ხანი არ ეცინა ასე გემრილად და კარგად იხალისეს.ბექამ გულმოსლმა მოკიდა მკლავში ხელი ანას და სულ სირბილით აარბებინა კიბეებზე.
-ფეხი,ფეხი დამრჩა ძირს უტვინო.ყვიროდა ანა.
-სად დაგრჩა გოგო ფეხი, თან არ მოგაქვს? კითხა ბექამ გაბრაზებულმა.
-არა,ძირს დარჩა იქ კიბის ბოლოში.
-მე,მამუდა მე მოგიტან.წამოდგა მარიამი ფეხზე და თავი ვერ დაიმაგრა და ლუკას ჩაუვარდა კალთაში.ლუკამ ადგა მკლავი მოხვია და ისიც ციმ-ციმ აიყვანა კიბეებზე.
-ორი ლოთი გვყავს სახლში.ჩაილაპარაკა და მარიამი საწოლზე მოისროლა.
-არ შემეხო დიოტო მე თავად მივხედავ ჩემს თავს.
-კი,კი რგორ არა.ოთახში გიორგი შემოვიდა და ლუკას უთხრა.
-მე მივხედავ მარიამს.საღამურები გამოიღო და მოეხმარა მარიამს ჩაცმაში.
-მა გახსოვს უკუღმა რომ ჩავიცვი საღამურები და ისე გელოდებოდი შენს ოთახში?გიორგის გაეცინა და უთხრა.
-მახსოვს მა როგორ არ მახსოვს ერთი ციდა იყავი მაშინ და შენი ქცევებით მაგიჟებდი.
-ჩემთა დაწვები?
-ხშირად შემოვალ და დაგხედავ, მარიამ უკვე დიდი გოგო ხარ მა არ შეიძლება.
-ვიცი,ღამე მშვიდობის მამიკო.
-ღამე მშვიდობის ჩემო პატარავ.თითქმის არ უძინია იმ ღამეს არც გიორგის და არც ბექას,ლუკა კი სასტუმრო ოთახში დაწვა.დილით კი მარიამმა თავი ვერ ასწია, ანამ კი საშინელი სიზმრით გაიღვიძა რომელმაც ბექას ხელები დასცხო და ბექაც წამოვარდა საწოლიდან.
-მთელი ღამე,მთელი ღამე რა ენერგია გაქვს რომ არ დამაძინე ქალი ხარ შენ?არა,არა შენ რაღაც სხვა არსება ხარ და ჯერ ვერ გავიგე ვინ ხარ, 25 წელია ამის გარკვევაში ვარ.ბურდღუნებდა ბექა და ანას უცქერდა გაბრაზებული.
-ღმერთო რა ცუდად გამეღვიძა.
-მე არ შეგხებივარ,არაფერი მიქნია და არც გაბედი დამაბრალო რამე.
-სიზმარი,ცუდი სიზმარი ვნახე.
-ხოოო? გქონდა მისი თავი აზრი შინაარსი გამოგეტანა?
-ბექააააა.
-რა გინდააააა?
-მგონი სიცხე მაქვს.
-სად? ტვინში თუ სხეულში.
-ბექა ნუ მიშლი ნერვებს.
-მე გიშლი კიდე ნერვებს?ოთხივე ხელ-ფეხით მობრძანდით გუშინ სახლში, შენც და მარიამიც.
-გადი გარეთ მარტო დამტოვე.ბექა კარებისკენ შებრუნდა წასასვლელად,ისევ რომ დაუძახა.
-მოიცადე,წასვლამდე სიცხის საზომი მომეცი.
-სად არის.
-უჯრაში ნახე.ბექამ უჯრა გამოაღო და სიცხის საზომი იმდენ ხანს აქნია ხელში უკუღმა რომ ვერცხკისწყალი 40-ზე დააყენა და თავის ხელით ჩაუდო.
-არ შეეხო,დააცადე ხუთი წუთი.ხთი წუთიც გავიდა და სიცხის საზომი თავის ხელით ამოიღო და დახედა,თვალები გაუფართოვდა და ცივი ხმით იკივლა,რაზედაც ყველა მათ ოთახში გაჩნდა.
-რა ხდება ადამიანო,კლავ?
-სიცხე მაქვს,გიორგი სიცხე მაქვს.ტირილით უთხრა ანამ.
-ეს ახალი ამბავი არაა,შენ სიცხეს თან დაატარებ ყოველთვის.
-არ ვხუმრობ ვკვდები,40 გრ-ი მაქვს სიცხე.გიორგიმ სერიოზულად შეხედა ბექას და შეეკითხა.
-სერიოზულად?
-სერიოზულად,კვდება საღამომდე ვერ გაატანს.ანა ხან ერთს უცქერდა და ხან მეორეს და მერე ხმამაღალი ხმით მორთო ტირილი.
-რა მოხდა,რა გემართებათ.ოთახში მარიამი შემოვიდა.
-მოვიდა მეორე ლოთი.ჩაილაპარაკა ბექამ მაგრამ მარიამს უთხრა სერიოზული ხმით.
-მამიდა გიკვდება ბიძიიიი.
-რაააა?მამუ რა გემართება.
-სიცხე მაქვს მამუდა.მარიამმა მოჭუტული ცალი თვალით გახედა ბექას და უთხრა.
-ბუძი მომეცი სიცხის საზომი,მე გაგისინჯავ მამუ და ნახე არაფერიც არ გჭირს,ამ ორმა მეტი გასართობი ვერ ნახეს და შენზე იცინიან.მარიამმა გაუზომა სიცხე ანას და 36-6 ჰქონდა.
-ადექი ზემოთ აღარ კვდები,აღარ გინდა გამოსათხოვარი სიტყვის მომზადება.ანამ ბექას შეხედა დს ბალიში ესროლა,ბექამ აიცდინა ბალიში და გიორგის მოხვდა სახეში რამაც ის გამოოწვია და ანას სახეზე დააფარა.
-ახლა მე მოგკლავ შენით თუ არ კვდები,ალქაჯო.მთელი აგვისტო ყველამ დაისვენა,ბავშვები ერთად წავიდნენ მთაში ორი კვირით და ასევე ზღვაზე ორი კვირით.დიდებმაც ერთად შეიკრიბეს და ხან სად იყვნენ და ხან სად,მათ საერთო შემადგენლობას მხოლოდ კობა აკლდა,რომელიც ლონდონში იყო და ექვსი თვეს მეორე ექვსი თვე გადააბა.სექტემბრიდან კი ისევ შეუდგნენ დაკისრებულ მოვალეობებს.არა, ადამიანი იმისათვის არ იბადება, რომ უბრალოდ იცხოვროს. ჩვენ თუ ვეძებთ ბედნიერებას, მივაღწევთ კიდეც ამაში ისევ ჩვენი ინსტიქტი დაგვეხმარება, ჩვენი შინაგანი ხმა და იგი თვითონ მიგვიყვანს ბედნიერებამდე.კოკისპირული წვიმა იყო დილიდან და ხანდახან ცუდ ამინდს შეუძლია ის დღე სამუდამოდ დაგამახსოვროს,რადგან იმ ცუდ ამინდში ვიპოოთ სწორედ ჩვენი ბედნიერება.სწორედ ასეთი უეცარი ბედნიერი დღე დადგა მარიამისათვის.როგორც ყოველთვის დილით მამასთან ერთად გავიდა სახლიდან,შუადღისით კი თავი შეუძლოდ იგრძნო და გიორგის დაეთხოვა.
-მა მე აუცილებელია რომ ვიყო დღეს აქ?
-რა ხდება მარიამ.
-წავალ რა ცოტა ადრე,რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს.
-წადი,მაგრამ მარიამ ვერ გაგიყვან მნიშვნელოვან სტუმრებს ველოდები და ფეხით არ წახვიდე,ტაქსით წადი.რომ მიხვალ დამირეკე და მშვიდად ვიქნები.
-მამ ხომ იცი,არ მიყვარს როცა პატარა ბავშვივით მელაპარაკები.შენ მიხედე აქ საქმეებს,ვერ გემარები დღეს მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს.ცოტას გავივლი და სახლშიდაც მივალ,ალბად გადავიღალე.მამას აკოცა და წავიდა,მიდიოდა და ფიქრობდა მისთვის.
-მარიამ,მარიამ როგორ მოეშვი ცხოვრებას,რამდენი ხანია შენი მეგობრები არ გინახავს.არა,არცერთს არ მოვიკითხავ რადგან თავად არ მომიკითხეს,დამივიწყეს.არადა რა ძნელია იყო უხეში,როცა არ შეგიძლია უხეშობა.კეთილი გული გაქვს მარიამ და ზოგადად სიკეთე ყველაფერს წონის ამ ქვეყანაზე.ხოდა კეთილი თუ ვარ ჩემი ლუკაჩო მომენატრა,დაურეკავ რასა იქმნის აბა? გაიფოქრა და ღიმილით ამოიღო ტელეფონი,ნომერიც აკრიბა და ზარი უნდა გაეშვა,რომ ამ დროს შავი ფერის ჯიპმა მის ფეხებში გააჩერა და მარიამის კივილმა იქ მყოფი ხალხი შეყარა.მანქანის კარი გაიღო და იქედან განრისხებული სახით გადმოვიდა,მაღალი,სუსტი და ძალიან სიმპატიური მამაკაცი.
-შენ რა ბრმა ხარ? სად გაიზარდე რომ შუქნიშანის არსებობა არ იცი.
-ნუ ყვირიხარ, გული მაქვს ცუდად.უთხრა მარიამმა და გულზე მიიდო ხელი,მათთან ახლოს კი პატრულის მანქანა გაჩერდა და უფროსი წყვილთან მივიდა.
-თქვენ გოგონა სიცოცხლე მოგბეზრდათ?
-თქვენ წარმოიდგინეთ და არა,ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისათვის რომ მომბეზრდეს სიცოცხლე.
-ყველაფერი რიგზეა,ჩვენ ერთად ვართ უბრალოდ გზა აგვერია და ერთმანეთს დავეძებდით.არ მეგონა აქ თუ ვნახავდი,რადგან სულ სხვა ადგილას დავტოვე.მიდი დაჯექი მანქანაში და დამელოდე საყვარელო.უთხრა მარიამს და ხელით უბიძგა მანქანისკენ წასულიყო.გაშტერდა მარიამი და გაშეშდა,პირი გააღო უნდა ეთქვა არ გიცნობთო,რომ უცნობმა ხელი მოკიდა და მანქანამდე თავის ხელით მიიყვანა.
-დაბნეულია.უთხრა გაოცეულ ორგანოს მუშაკს და რაღაც უჩურჩულა ყურში,რამაც მისი სახე ღიმილმა მოიცვა და გზაც კი დაუთმო უცნობს.დაჯდა,არც იხედება მარიამისკენ და წავიდა,მიჰქრის მანქანა და მარამს ქარი თმებს უფრიალებს.
-რაზე ფიქრობდი ასე რომ გაითიშე,არც დასიგნალება გაგიგონია.რაო შეყვარებულმა მიგვატოვა და დეპრესიაში ვართო? შეეკითხა მარიამს უცნობმა და რა ნაცნობი იყო მისთვის მისი ღიმილი.
-აააარა,აქ ვმუშობ კომპანია ,,ფაბიელა'' თუ გაქვს გაგონილი.
-როგორ არა,სიახლოვე არ მაქვს მაგრამ ვიცნობ შორიდან მის მმართველს,ისიც ვიცი რომ ძალიან მიზანდასახული უფროსია და მისი დაწესებულებაც ამიტომაა ცნობილი და განთქმული.წარმატებული კომპანიაა და მიხარია დღეს საქართველოში ასეთი ნიჭიერი ადამიანები ჯერ კიდევ რომ არსებობენ.გაუხარდა მარიამს მფლობელის და კომპანიის ასეთი დახასიათება უცნობისგან,ეს ხომ მისი მომავალია.უცნობმა გადმოხედა ღიმილით მჯდარ მარიამს და უთხრა.
-ხომ არ გაგეცნო უკეთესად ერთმანეთი?
-რას გულისხმობთ? დაიბნა მარიამი.
-მოდი თავისუფლად ვისაუბროთ,მე ძალიან მომშივდა იქნებ დრო გაქვს ერთად რომ ვისადილოთ? შეეკითხა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს წარბაწეულმა და მარიამი დაიბნა,არ ელოდა ამ შემოთავაზებას.
-იცით? მე ......
-ვიცი,არ ვიცნობთ ერთმანეთს.გავიცნობთ ერთმანეთს ეს ხომ პრობლემა არ არის,აქვე ერთი კარგი ადგილი ვიცი და იქ წავიდეთ,დარწმუნებული ვარ შენც მოგეწონება.გახედა ჩუმად მჯდარ მარიამს და მიხვდა უარის თქმას აპირებდა,ამიტომ დაასწრო და უთხრა.
-უარი არ მიიღება,დამიჯერე ის ადგილი ძალიან მოგეწონება და უფრო მეტიც,იმ ადგილმა შესაძლებელია მახსოვრობა აღგიდგინოს და გაფიქრებინოს ,,ნეტავ ხომ არ ვიცნობ ამ სიმპატიურ მამაკაცსო''?გახედა ღიმილით გაშეშებულად მჯდარ მარიამს რომელიც ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო ვინ იყო ეს უცნობი და საიდან იცნობდა მას.გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს?
-მე კი გიცნობ უკვე წლებია მარიამ და შენ თუ დაძაბავ მეხსიერებას კარგად და გადაქექავ წარსულის ფურცლებს იქნებ გაგახსენდე კიდეც.მარიამი გაბრაზდა,რადგან ძალიან აბნევდა უცნობის ღიმილი,გამოხედვა და ხმა,ხმა ეცნობა,ნეტავ სად აქვს ეს ხმა გაგონილი?
-კარგი რა,რა გამოცანებით მელაპარაკები მითხარი საიდან მიცნობ ან მე როგორ უნდა გიცნო
მინიშნება მაინც მომეცი.ჩემი სამეგობროდან?
-ლუკა შენი დეიდაშვილია ასევე როგორც საკუთარი და-ძმა ისე ხართ,ვახო მამაშენის ნათლულია და ის ძალიან მკაცრი და ჯმუხი პიროვნებაა, ამიტომ ეძახი უჟმურთა ხელმწიფეს.შენ და კობა ტოლები ხართ,გენატრება რადგან ლონდონშია.ნინიასთან არ მეგობრბთ რადგან ის ჩაკეტილი ბავშვია.შემოგემატათ მართა რომელიც ვახოს შეყვარებულის სტატუსიც აირტყა ძალიან მალე და ეკატერინე რომელიც ლუკას დაევასა,ეს ბოლო თქვენ გადაარჩინეთ თვითმკვლელობისგან.სწორად ვთქვი ყველაფერი? მგონი კი დარწმუნებული ვარ არაფერი არ მეშლება.ამ საუბარში უცნობმა მისთვის ძალიან კარგად ნაცნობ ადგილზე გააჩერა მანქანა და მარიამს გადახედა.
-არ გადავიდეთ? რამეს ხომ არ გაგოებს ეს ადგილი?ან როგორ გაგონდება ესაა უფრო საკითხავი.
-ეს ადგილი ჩვენი საყვარელი ადგილია,აქ მამასთან ერთად მოვდივარ მხოლოდ.უთხრა მარიამმა უცნობს და პირველად შეხედა თვალებში.
-ვიცი რომ მამასთან ერთად დადიხარ აქ მხოლოდ და მხოლოდ ხინკალს მიირთმევ ორივე ხელებით და სულ მოტუტყნლი ხარ.გაეცინა უცნობს.
-მარიამმა ისევ მიანათა უცნობს მისი შავი თვალები და დააკვირდა.ვერ იცნო,ძალიან დაძაბა მეხსიერება,მაგრამ ვერაფერი გაიხსენა წარსულიდან მასთან დაკავშირებით.
-ნუ მაწამებ მითხარი საიდან მიცნობ,ჰე გელოდები დროზე.მოუთმენლობა არ ასვენებდა და პირდაირ თვალებში უცქერდა უცნობს როდის ეტყოდა სიმართლეს.უცნობი კი არ ჩქარობდა და მარიამს მისი მომაჯადოვებელი ღიმილით უღიმოდა,მარიამს კი მის ღიმილზე სადაც იყო გული წაუვიდოდა.
-,,იმტვრევ კისერს,20სმ-იან ქუსლიანებზე რომ შედგები და ვერ დადიხარ,სირცხვილი არ არის გაამხილო და აღიარო არ იცი მაღლებზე სიარული''.ფეხი როგორ გაქვს მარიამ?მარიამმა მთელი ტანით შემობრუნდა უცნობისკენ და მასაც ფართოდ გაეღიმა ჯერ და შემდეგ გულიანად გადაიხარხარა,აღარ დასჭირდა მეხსიერების დაძაბვა და მხიარული ხმით შესძახა უცნობს.
-ანდრეა? შენ? ვაიმე როგორი შეცვლილი ხარ,გეფიცები მართლა ვერ გიცანი.
-როგრც იქნა მიცნო ღრმად პატივცემულმა მარიამმა.მარიამმა უეცრად შეწყვიტა ღიმილი,იქვე სიდენიაზე ქუდი იყო აიღო და ანდრეას დააფარა ისე,რომ თვალები დაუფარა და დააკვირდა.
-გაიღიმე.უთხრა მკაცრად,მიხვდა ანდრეამ რასაც გულისხმობდა მარიამი ქუდი მოიხადა და ღიმილით უთხრა.
-მე ვიყავი,მე დაგყვებოდი უკან.როცა აქეთ ვიყავი შენ არასდროს ყოფილხარ მარტო მარიამ.
-ღმერთო იცი როგორ მაშინებდი?
-ვიცი,მაგრამ აი ამ წუთებს ველოდი.მარიამი საზურგეს მიაწვა თავი გადაწია თვალები დახუჭა და თქვა.
-ისეთი დაღლილი ვიყავი,სულ გადამავწყე დაღლილობა.სად იყავი,სად დაიკარგე.აღფრთოვანებას ვერ ფარავდა სიხარულისგან.









№1  offline წევრი თამოთამო25

ვგიჟდები ამ ისტორიაზე... ველოდები ახალ თავს ????????????????????????????

 


№2  offline მოდერი zia-maria

თამოთამო25
ვგიჟდები ამ ისტორიაზე... ველოდები ახალ თავს ????????????????????????????

ახალი და საბოლოო თავი მართლა ამჯერად იქნება ხვალ საღამოს. kissing_heart

 


№3  offline წევრი მია15

სიტყვები არ მყოფნის ყოჩაღ.შეუდარებელი და ძალიან კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს

 


№4  offline მოდერი zia-maria

მია15
სიტყვები არ მყოფნის ყოჩაღ.შეუდარებელი და ძალიან კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს

heart_eyes მალე იქნება,უკვე ვწერ საყვარელო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი Maka

აღარ მთავრდება კიმარა??????

 


№6  offline მოდერი zia-maria

სტუმარი Maka
აღარ მთავრდება კიმარა??????

kissing_closed_eyes დღეს ბოლო თავია და დასრულდება. hushed

 


№7  offline წევრი ჵჵჵჵ

imedia axal istoriasac shemogvtavazeb ♥ male es rom dasruldeba ♥

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ახლა იწყება მარიამის სიყვარულის ისტორია ხომ?მალე ამთავრებ როგორც ჩანს და გული რომ მწყდება რა ვქნა
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი Mzia feradze

ჵჵჵჵ
imedia axal istoriasac shemogvtavazeb ♥ male es rom dasruldeba ♥

რა თქმა უნდა,მაგრამ ცოტა დაცდა მოგიწევს საყვარელო.

La-Na
ახლა იწყება მარიამის სიყვარულის ისტორია ხომ?მალე ამთავრებ როგორც ჩანს და გული რომ მწყდება რა ვქნა

უკვე დროა დასრულდეს,ვფიქრობ დასასრულიც ისეთი იქნება,რომ მოგეწონოს.

 


№10  offline წევრი თამოთამო25

როდის დაიდება ახალი თავი ????

 


№11 სტუმარი ნია

მალე დადებბბ???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent