შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-11)


30-07-2018, 14:15
ავტორი M.R
ნანახია 1 199

- ბოდიში ლიფტი არ მუშაობს, ამას წინებზე გაფუჭდა და ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ -
- არა უშავს - თბილად გაუღიმა.
- აი ჩემი ბინაც! - წამოიძახა გახარებულმა და ზარი დარეკა.
- მოვდივარ..მოვდივარ.. - წაიბურტყუნა კარის იქიდან. - როგორც იქნა მოხვედი როუ- სიტყვა გაუწყდა, როცა წითურის უკან მდგარ ადამიანს შეხედა. - შენ ვინღა ხარ?
ალექსი უხერხულად შეიშმუშნა - ..გამარჯობა, მე ალექსი ვარ - ელიმ წარბები ასწია და როუზს შეხედა. წითურმა გაუღიმა - ის დღეიდან ჩვენთან ერთად იცხოვრებს - ელის გაკვირვებისგან თვალები გადმოეკარკლა -..რა...შენ რა დამცინი?...- ალექსმა თავი უხერხულად იგრძნო
- ..ჰეი, როუზ მემგონი ეს სულაც არ იყო კარგი იდ- სიტყვის დამთვარება ვეღარ მოასწრო, რომ ელი ხელზე ჩააფრინდა
- უმაგრესია! სასიამოვნოა შენი გაცნობა, მე ელი ვარ. ამ წითურის და! - სახე უბრწყინავდა სიხარულისგან. - აქ რას ვდგავართ, შევიდეთ შიგნით! - ალექსმა ცალი წარბი ასწია და როუზს გადახედა. წითურიც იცინოდა - დამშვიდდი, დამშვიდდი. ის სულ ასეთია. შენც მალე მიეჩვევი. - ალექსმა ისევ ელის შეხედა და გაიბადრა - კარგი იდეაა! - ორივე ბინაში შევარდა
- ცოტა ჩუმად შედით! მეზობლები არ გააღვიძოთ! - დუტატანა და ისიც შევიდა. ალექსის ბარგი შესასვლელში დააწყო.
- ალექსს, შენ ელის ოთახში გირჩევნია თუ აქ დივანზე გაგიშალო -
ელიმ ტუჩები დაბრუცა და ლეკვის თვალებით მიუბრუნდა თავის ახალ მეგობარს - ოოო, ერთ ოთახში დავიძინოთ რა! - ალექსს ჩაეცინა - კარგი, კარგი დავიძინოთ. -
- ურა! - ჰაერში ასწია ხელები. როუზმა თავი გააქნია და ჩაიცინა - საწოლს გაგიმზადებ, თქვენ კი დასაძინებლად მოემზადეთ. გაიგე წრიპა? -
- აუუუუ! ჯერ არ მინდა ძილი - დაიბუზუღუნა ბავშვის ხმით.
-ხვალ სკოლა გაქვს პატარა ქალბატონო, დილით რო ძლივს გაგდებ საწოლიდან.
ელიმ ამოიოხრა - კარგი, კარგი, მივდივარ თქვენო უდიდებულესოვაბ - როუზმა ლოყები დაბერა ნიკნეიმზე. ალექსი გაკვირვებული უყურებდა ამ სცენას, ბოლოს კი სიცილი წასკდა. ორივე და ახლა მას მიუბრუნდა.
- რა გაცინებს?
- ბოდიში, ბოდიში. - თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა - ..უბრალოდ, მართლა კარგი ოჯახი ხართ. უკეთესს ვერც ინატრებდა კაცი. -
როუზს გაეღიმა - შენც დღეიდან ამ ოჯახის წევრი ხარ. - ელიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაიბადრა. ალექსს თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა.
- ახლა რატოღა ტირი - ჟღალთმიანმა გაურკვევლობისაგან, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.
-..ბედნიერი ვარ. - ელიმ ხელი მოხვიე. - გვეყოფა ამდენი დრამა , წავიდეთ დავიძინოთ! -
ალექსმა თავი დაუქნია. -მართალი ხარ, წავიდეთ! -

- ..ამის დედა დღეს დილიდან მოყოლებული ვერ ვარ კარგად..- წაილუღლუღა და ზოზინით შევიდა კომპანიაში. თავი უსკდებოდა ტკვილისგან. ფეხები ისე ჰქონდა დამძიმებული, რომ ძლივს მიათრევდა. ლიფტის წინ გაჩერდა.
- ჰეი, დილამშვიდობის! - ვიღაცამ ზურგზე დაარტყა ხელი მეგობრულად.
-..დილა მშვიდობის კარენ. - დაღლილი ხმით მიუგო.
- ..რა გჭირს წითურო, სახეზე ფერი არ გადევს. - ნახევრად, ხუმრობით ჰკითხა ქერამ. როუზმა მხრები აიჩეჩა. - არაფერი, უბრალოდ რთული ღამე მქონდა. - კარენმა თავი დაუქნია - გასაგებია.
ლიფტის კარი გაიღო - ..გუშინ მთელი დღე სად იყავი, შენთან რამოდენიმეჯერ შემოვედი და იქ არ დამხვდი. - როუზს სახე გაებადრა - დანტემ, ხელშეკრულების დასადებად გამაგზავნა. - კარენი, გაოცებული მიაჩერდა
- სერიოზულად?! ეს ხომ შესანიშნავია! - შესძახა გახარებულმა.
- ასეა, მეც არ მჯეროდა, როცა ეს მითხრა, თუმცა კი სიხარულისგან მეცხრე ცას ვეწიე -
ქერას სახე გაებადრა - ..ვფიქრობ შენსა და მას შორის, არსებული ყინული უკვე გალღვა. ერთმანეთს საკუთარი სახელებითაც კი მიმართავთ. მახსოვს, როცა ვუთხარი, რომ აქ აღარ მოხვიდოდი როგორ დაუბნელდა თვალები. მთელი დღე გონება გაფანტული დადიოდა . არაფერს არ ისმენდა, რასაც შეხვდერაზე ვამბობდით. ხოლო, როცა დაბრუნდი ის ისევ დაუბრუნდა თავის ნამდვილ მეს. - როუზი თვალებ გაფართოებული უსმენდა. - ..სერიოზულად ..- კარენმა თავი დაუქნია. წითურმა ცალყბად გაიღიმა - ვინ იფიქრებდა, რომ ყოველთვის იდეალურ ვინს, ერთი რიგითი ასისტენტი ასე დააკლედებოდა. -
- არა მგონია, შენ მისთვის ერთი რიგითი ასისტენტი იყო - როუზმა ჩაიცინა. კარები გაიღო
- არც ის არის, ჩემთვის ერთი რიგითი უფროსი - და გავიდა. კარენს გაეღიმა
- ასეც ვიცოდი…- ისიც გაყვა.

- როუზ! კარენ! ჩემს კაბინეტში შემოდით ახლავე - გოგოებმა ერთმანეთს გაკვირვებული მზერა ესროლეს, მაგრამ მაინც შევიდნენ.
- გისმენთ - ორივე მაგიდის წინ გაჩერდა.
- დაჯექით - მიუთითა სავარძლებზე . გოგოები დაჯდნენ.
დანტემ წამით როუზს შეხედა, მერე კი საქმეზე გადავიდა - მივლინებაში მივდივართ. -
-რა..- გაოცებისგან თვალები გაუფართოვდათ . - სად?- კითხა კარენმა.
- დუბაიში - ქერას სახე გაებადრა - შესანიშნავია! - დანტემ თავი დაუქნია. - დღესვე მივდივართ და ზეგ დავბრუნდებით. ბილეთები უკვე დავჯავშნე. ჩაალაგეთ რაც გჭირდებათ და თერთმეტ საათზე თბილისის აეროპორტში შემხვდით. სულ ეს იყო -
- გასაგებია - კარენი წამოდგა და კარისკენ გაემართა, ჟღალთმიანიც გაჰყვა.
-როუზ, შენ დარჩი - წითური მოტრიალდა. -.. რა არის -
- მივლინების ამბავი არ გაგხარებია, რატომ? რამე პრობლემაა? - როუზმა ამოიოხრა
- არა უბრალოდ, ჩემს დაზე ვნერვიულობ არ ვიცი როგორ შევძლებ მის მარტო დატოვებას.- დანტე სკამიდან წამოდგა და მასთან მივიდა - თუ მასზე ასე ნერვიულობ, მაშინ შეგიძლია დარჩე, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მინდა იქ იყო. -
წითურმა თავი გააქნია - არა, ამ პრობლემას როგორმე მოვაგვარებ. შენ ამაზე არ იდარდო, აეროპორტში შევხვდებით - კარისკენ წავიდა, მაგრამ დანტემ მკლავზე მოსჭიდა ხელი და
შეაჩერა - ძალიან, გაფითრებული ხარ. ცუდად ხომ არ ხარ - მის ხმაში ნერვიულობა იგრძნობოდა.
-..არა.მე ..უბრალოდ გუშინდელის შემდეგ, ძალიან დავიღალე…- დანტემ კიდევ ერთხელ შეათვალიერა, თითქოს მისი პასუხი არ სჯერაო,მაგრამ მაინც გაუშვა - ..კარგი, როგორც იტყვი - წითურმა კარები გაიხურა და კარებს მიეყუდა ზურგით
..ამის დედაც..რა ჯანდაბა მჭირს….როცა შემეხო გულმა ისე გამალებით დამიწყო ცემა მეგონა ამომივარდებოდა ...…თმები აიბურძგნა .

სწარფად ჩაალაგა ზუგჩანთაში რაც სჭირდებოდა და ელის სკოლისკენ გასწია.
- ელი გასანოვ, შენი დაა მოსული. შეთან რაღაც საქმე აქვს.
- როუზი? საინტერესოა რა ხდება - სწრაფად გავიდა საკლასო ოთახიდან. წითური იქვე კედელთან იყო მიყუდებული.
- როუზ? - მის ხმაზე აიხედა - ..ელი -
- რა ხდება შენ ახლა სამსახურში არ უნდა იყო? ან ეგ ზურგჩანთა რად გინდა -წითურმა ამოიოხრა - მივლინებაში მივდივარ. ზეგ ჩამოვალ. მოვედი, რომ ამის შესახებ გაცნობო და ამასთანავე შენი აზრი მაინტერესებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.-
- სერიოზულად?! ეს ხომ ძალიან მაგარია როუზ! და ჩემი აზრი რაღაში გაინეტრესებს.- გაუკვირვებით შეხედა
- როგორ იქნები მარტო, - შეწუხებული ხმით კითხა. ელი ჩუმად უყურებდა რამოდენიმე წუთი, მერე კი თავში წამოარტყა.
-აუუ, რისთვის - თავზე მოისვა ხელი, რომ ტკივილი განექარწ....ბინა.
- დებილო, ეგ მეორედ აღარ გაივლო თავში! რა თქმა უნდა კარგად ვიქნები! როგორც იქნა მოგეცა შანსი, რომ ყველას დაუმტკიცო რა მაგარი ხარ. წადი და ჩემზე ნუ იდარდებ. თანაც მე მარტო არ ვარ, ალექსიც ხომ ჩემთანაა! - როუზი თვალებ გაფართოებული შესცქეროდა. მერე კი გაიღიმა -.. შენ მართლაც გაიზარდე წრიპა. იმაზე მალეც კი ვიდრე მე ამას გავაცნობიერებდი..- ელიმაც გაუღიმა - ასეა, დრო ჩვენზე სწრაფია. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, ისე ჩაქიფრენს. წადი, საკუთარ თავებს მივხედავთ! -
- მაშინ, ყველაფერს შენ გაბარებ. ერთმანეთს მიხედეთ - ელიმ თავი დაუქნია - ჩემი იმედი გქონდეს -
- მომენატრები - მაგრად ჩაიკრა გულში -..კარგი რა როუზ მხოლოდ ორი დღით მიდიხარ, - უფრო ძალიან მიიხუტა. -..მეც მომენატრები - დაიჩურჩულა. - ახლა კი წადი, მიდი არ დააგვიანო -
- კარგი, რომ ჩავალ დაგირეკავ -
- აუცილებლივ - ბოლოჯერღა დაუქნია ხელი და გავიდა სკოლიდან, იქვე დაიჭირა ტაქსი
- თბილისის აეროპორტში თუ შეიძლება -
ნახევარი საათი იმგზავრა - თქვენზე ათი ლარია - დაუყონებლივ მისცა ფული და გადავიდა მანქანიდან. სწრაფად შევიდა შენობაში.
- ..სად არიან ..- წაილუღლუღა თავისთვის.
-როუზ აქეთ! - კარენმა ხელი დაუქნია, ის და დანტე ერთ-ერთ სკამზე ისხდნენ. ნელი ნაბიჯით მივიდა მათთან. დანტემ ღიმილით ახედა - ესეიგი, მაინც გადაწყვიტე წამოსვლა - როუზმაც გაუღიმა -..ეგრეა -
- როუზ შენი ბარგი სად არის - აქეთ-იქით აცეცბდა კარენი თვალებს.
- რას გულისხმობ, აი - თავისი ზურგჩანთა უჩვენა, ქერას ყბა დაუვარდა. დანტემ ცალყბად გაიღიმა - როგორც ვხედავ კარენ, გამოჩნდა ვიღაც, ვინც ,შენი თეორიის,ვინიცობაა ყველაფერი დამჭირდეს,საპირისპირო დაამტკიცა -
-კი მაგრამ ამ პატარა ზურგჩანთაში რა ჩატიე - ჟღალთმიანმა მხრები აიჩეჩა
- ის რაც ორი დღისთვის მჭირდება -
- ეს ხომ აბსურდია, აი როგორ გამოიყურება ნამდვილი ორი დღის სამგზავრო ჩემოდანი- თავისი უზარმაზარი, გორგოლებიანი ჩემოდანი წინ გამოაგორა. ახლა როუზს დაუვარდა ყბა
-..კარენ..ამდენი რა ჩადე..-
- ჩემი კითხვაც ეგ არის მერწმუნე -მხრები აიჩეჩა დანტემ და წამოდგა. მასაც ყველაფერი პატარა ჩანთაში ელაგა. კარენმა თვალები გადაატრიალა
- თქვენ ორივე ზუსტად ერთმანეთისვის ხართ ზედ გამოჭრილი, ორივე ერთნაირად ფიქრობთ და აკეთებთ ყველაფერს. -
- შეიძლება ასეცაა, ჩვენ ხომ “მარტოსული ახირებული ადამიანები” ვართ, - თვალები აუთამაშდა როუზს, დანტეს ჩაეცინა.
კარენმა გაურკვევლობისგან თავი აქეთ-იქით გადახარა. - ეგ რაღას ნიშნავს -
-გეყოფა კარენ ასეთი სიფათების კერვა, წავიდეთ - დანტე რიგში ჩადგა
- წამო კარენ - ხელი მოხვია როუზმა და რიგთან გაათრია.
- სასიამოვნო ფრენას გისურვებთ - როგორც ყოველთვის დანტეს დანახვაზე იქ მომუშავე გოგოს ლოყები აუწითლდა. მამაკაცმა უბრალოდ ბილეთი გამოართვა და ზურგი აქცია.
- ეს ცოტა უხეშად გამოუვიდა - ჩაილაპარაკა როუზმა, ქერამ მხრები აიჩეჩა - იგი ყოველთვის ასე იქცევა. ვერ იტანს ადამიანებს, რომლებიც მისი გარეგნობის გამო გაფლირტავებას ცდილობენ. -
- აი თქვენი ბილეთები - ცოტა არ იყოს ნაღვლიანი სახით უთხრა. გოგოებმა გამოაერთვეს.
- წავიდეთ - თვითმფრინავში ავიდნენ. - ვოუ, - აღმოხდა როუზს. კარენმა მხარი გაკრა - როცა პირველად ამოვედი თვითმფრინავში მეც შენსავით ვიყავი. წამო - ხალხით სავსე დერეფანი გადაჭრეს და ფარდის იქით გავიდნენ. -ჩვენ VIP ვიმგზავრებთ - გაიკრიჭა ქერა და ერთ-ერთ ადგილზე დაჯდა. დანტეც მოთავსა და როუზს ახედა, რომელიც ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა - არ დაჯდები? - მის გვერდზე მდებარე სკამზე მიუთითა.წითურმა თავი დაუქნია.
- მგზავრებს ვთხოვთ შეიკრან უსაბრთხოების ღვედები, დიდი მადლობა ყურადღებისთის! - გაისმა მიკროფონში ხმა. ვინმა მაშინვე შეიკრა და როუზს გადახედა, რომელიც აზრზე არ იყო ეს როგორ უნდა გაეკეთებინა.
- მოდი დაგეხმარები - მისკენ გადაიხარა - ესეც ასე - ჟღალთმიანმა გაუღიმა - მადლობა - დანტემ თავი დაუქნია და ისევ თავის ადგილისკენ გადაიხარა. თვითმფრინავი აფრინდა. წითური გაბრწყინებული სახით იყურებოდა ფანჯარაში. -..რა ლამაზია..- მამაკაცმა მისკენ გააპარა მზერა - ..მართლაც..- ჩაიჩურჩულა.
რამოდენიმე საათი გავიდა, მას შემდეგ რაც აფრინდნენ. ყველა დაღლილი გახლდათ, ზოგი უკვე ღრმა ძილში იყო. როუზსაც წასძლია დაღლილობამ, ამას ის ყრუ თავის ტკივილი და გაბრუება, ემატებოდა, დილიდანვე, რომ აწუხებდა. თანდათან უმძიმდებოდა ქუთუთუები, ბოლოს ჩასთვლიმა. თავი ნელ-ნელა გვერდზე გადაუვარდა და დანტეს მხარს დაეცა.
- როგორც ჩანს ძალიან დაიღალა, ასე არაა უფრო- სიტყვა გაუწყდა, როცა მძინარე წყვილს შეხედა. დანტეს თავი როუზის თავზე ედო. კარენმა, მათი შემხედვარე თბილად გაიღიმა, - “მარტოსული ახირებული ადამიანები” არა? - ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, თავი უკან მიდო და მანაც ჩაიძინა.

- როგორც იქნა მოვედით! - გახარებული ხმით შესძახა კარენმა.
- როგორც იქნა..- თვალები მოიფშვნიტა როუზმა. -..ძალიან დაიღალე?... - მის გვერდით მოდიოდა დანტე. წითურმა თავი გაიქნია - არა, ახლა სად მივდივართ? - მამაკაცმა საათს დახედა. - ჯერ, სასტუმროში შევივლით, გამოვიცვლით და წვეულებაზე წავალთ. ამისთვის მთლიანად ორი საათი გვაქვს. ჟღალთმიანმა წარბები ასწია
- წვეულებაზე? მეგონა შეხვედრაზე მივდიოდით -დანტემ თავი დაუქნია - სწორედ იქ გაიმართება შეხვედრაც. ამიტომ საღამოსთვის კარგად გამოეწყვე.
წითურმა პირი დააღო - კი, მაგრამ მე დახეული ჯინსებისა და მაიკის მეტი არაფერი მაქვს - მამაკცმა ცალყბად გაიღიმა
- დარწმუნებული ვარ კარენი რამეს მოგიძებნის, იმდენი ტანისამოსი აქვს წამოღებული-
როუზმა მხრები აიჩეჩა - ალბათ, მართალი ხარ.
- დაუჩქარეთ! - ხელი დაუქნია ქერამ და ტაქსში ჩაჯდა. - წავედით - ორივემ ნაბიჯს აუჩქარეს.
..ჯანდაბა, რა მჭირს...თავის ტკვილი არ მეშვება... ძალიან გაბრუებული ვარ..
- ოუზ.
-როუზ! - დანტეს ახედა - გისმენ.. -
- რა გჭირს, გეძახი და არ მპასუხობ. რამე გაწუხებს? -
- არა, ყველაფერ კარგადაა -მისთვის არ შეუხედავს, ისე ჩაჯდა ტაქსში.
სასტუმროში ორმოც წუთში მივიდნენ.
- მაპატიეთ სერ, მაგრამ აქ ასეა დაჯავშნილი, მხოლოდ ორი ოთახი.
- რას ნიშნავს ორი ოთახი, მე სამი დავჯავშნე. - გაღიზიანდა დანტე . ბიჭი ანერვიულდა - არ ვიცი სერ, აქ ასეა მითითებული -
- ..ამის დედაც..კარგი. კარენ, შენ და როუზი ერთ ოთახში დაიძინებთ. -
- გასაგებია - გაიბადრა ქერა და როუზს ხელი მოხვია - რა მაგარია!, ერთ ოთახში დავიძინებთ -
-..მაგარია - პატარათი გაუღიმა. მამაკაცმა გასაღები მისცა - ნახევარ საათში დაბლა შემხვდით -
- გასაგებია -

გასაღები გადაატრიალა - ესეც ჩვენი ნომერი - როუზს თვალები გაუფართოვდა, პირველად ენახა ასეთი მდიდრული ოთახი - ვოუ..- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. კარენმა ჩაიცინა - წამო ცოტა დავისვენოთ, მერე გამოვიცვალოთ და წვეულებაზე წავიდეთ -
ჟღალთმიანმა თვალი მოჭუტა - ესე იგი იცოდი, რომ წვეულებაზე უნდა წავსულიყავით?
- რა თქმა უდან ვიცოდი, როცა უფროსი ამბობს მივლინებაში მივდივართო, ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებტან შეხვდერა მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილზე გაიმართება.
-მაგიტომაც წამოიღე ამხელა ჩემოდანი? -
-არა, მე ყოველთვის ამხელა ჩემოდნით დავდივარ ყველგან - თმები აიბურძგნა წითურმა
- მეც გაგებრთხილებინე...მხოლოდ ორი ხელი ჯინსი და მაიკა ჩავდე..წვეულებაზე ჩასაცმელი არაფერი მაქვს.
კარენმა ცალი ხელით დოინჯიშემოიყარა და ჩაიცინა - მაგაზე არ იდარდო. მე ყველაფერზე უკვე ვიზრუნე.კაბები ორივესთვის მზად მაქვს. -
როუზს სახე გაებადრა - სერიოზულად? - ქერამ თავი დაუქნია - ასეა, ყველაფერი მე მომანდე. ახლა შხაპს მივიღებ და მერე მივხედოთ დანარჩენს.
-კარგი - დაბლა დადო თავისი ზურგჩანთა. დაღლილი სავარძელში ჩაესვენა. თავზე მოისვა ხელი და გაიღიმა
..კარენი, რომ არ იყოს რა მეშველებოდა..
ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და დარეკა - ..ჰეი, ჩავედი -
- მაგარია! როგორ ხარ, ძალიან დაიღალე?
- ისე რა, თვითფრინავში მეძინა.
- კარგია, ახლა სად ხარ. სასტუმროში?
- ჰო, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა.
- სერიოზულად! ნეტა მანდ ვიყო! - ინატრა ელიმ. როუზს ჩაეცინა - კარგი, კარგი. თქვენ რას შვრებით? ალექსი როგორა?
- კარგად! ახლა კინოს ვუყურებთ და პოპკორნს მივირთმევთ - გატენილი პირით უპასუხა
- მეც მინდა ყოფნა და კინოს ყურება - თმები აბურძგნა. ელის გაეცინა - კარგი რა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხარ საზღვარგარეთ, შენ კიდე სახლში ყოფნა და კინოს ყურება გინდა? -
- რატომაც არა - ლოყები დაბერა. უფრო ძალიან ახარხარდა ელი
- მიდი, მიდი მიხედე მანდ შენს საქმეებს . -
- კარგი, დაგირეკავ მერე კიდევ - ღიმილი მოეფინა სახეზე
-კარგი - დაუკიდა ტელეფონი და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
- ვის ელაპარაკებოდი? - სააბზანოდან გამოვიდა კარენი.
- ჩემს დას - ქერას გაეღიმა - მეც მივიღებ შხაპს და დაბლა ჩავიდეთ -
- მიდი, მე მანამდე მოვწესრიგდები. - წითურმა პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა. ცხელი წყალი მოუშვა და მის ქვეშ დადგა. როგორც კი ცხელი წყლის წვეთები მის ტანს შეეხო, მაშინვე სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.
-...ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა - შხაპის შემდეგ, დაღლილობა მთლიანად მოეხსნა. პირსახოცი შემოიხვია და გავიდა.
- მორჩ-..ამის დედაც - აღმოხდა კარენს. ჟღალთმიანმა ცალი თვალით შეხედა - პირი დახურე კარენ, რამე არ შეგიფრინდეს. - ქერამ თვალები დააფახუნა და კიდევ ერთხელ შეხედა როუზს - იმ დიდ ტანსაცმელში, რომელიც გაცვია არაფერი გეტყობა ხოლმე ...მეგობარო უნდა ვაღიარო მართლა მაგარი სხეული გაქვს...რატომ არ ცდი უფრო რაიმე კლასიკურს?
- ..კლასიკურს? - თვალი მოჭუტა - არ ვიცი, მე ჩემს ჯინსებშიც კარგად ვარ -
კარენმა თვალები გადაატრიალა - როგორც იტყვი, მაგრამ ამ საღამოს ჩემს ხელთ ხარ და ისე გამოგაწყობ, საკუთარ თავს თავადაც ვერ იცნობ. - ჩემოდანი გახსნა, ორი შეფუთული კაბა ამოიღო
და საწოლზე დააწყო. როუზს მიუბრუნდა - ეს შენია, მიდი გახსენი - წითურმა ჯერ კარენს გადახედა, მერე კაბას. ნელნელა მივიდა საწოლთან და შეფუთული ტანისამოსი გახსნა. თვალი შეავლო და სუნთქვა შეეკრა

დანტემ შავი სმოკინგი ჩაიცვა, თმები უკან გადაივარცხნა და დაბლა ჩავიდა.
- საღამო მშვიდობისა სერ - მიესალმა მომსახურე პერსონალი, მამაკცმა უბრალოდ თავი დაუქნია და ფოეეში გავიდა. ყველა მას უყურებდა
- ღმერთო რა სიმპატიური მამაკაცია.. -გაისმა აქეთ-იქიდან ქალების ხმა. ახალგაზრდა გოგოები დანტესთან თვალის კონტაქტის დამყარებსაც კი ვერ ბედავდნენ. იქვე ერთ-ერთ სავარძელში ჩაჯდა, თავი ხელს დააყრდნო და საათს დახედა.
-..იგვიანებენ..- დაიჩურჩულა.
-ეტყობა ვინმეს ელოდება..იღბლიანია ის გოგონა - გასმა კიდევ.
-ნეტა მის ადგილზე მე ვიყო.. -
დანტე შეიშმუშნა, არასდროს არ უყვრდა ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. განსაკუთრებით ვერ იტანდა, როცა ყველა მას აჩერდებოდა, თითქოს რაიმე საოცრება ყოფილიყოს.
- ბოდიში დაგვიანებისთვის! - მამაკაცმა ამოიოხრა - სად ხართ ამდენი ხანი კარე- სუნთქვა შეეკვრა, როცა ქერას უკან მდგარ ფიგურას ახედა
- ბოდიში, რომ დავიგვიანეთ. კარენი არ მომეშვა სანამ მაკიაჟი არ გავაკეთებინე. - წინ გადადგა ნაბიჯი წითურმა.
- ..ჯანდაბა... რა მშვენიერები არიან - გაისნმა აქეთ-იქიდან. - განსაკუთრებით ის წითელ თმიანი, ნამდვილ ანგელოზს ჰგავს -
- გეთანხმები. მართლაც რომ გასაოცარია -
დანტემ თვალები კიდევ ერთხელ დააფახუნა -..შენ..- როუზი უხერხულად შეიშმუშნა - ვიცი უცნაურად გამოვიყურები, დიდი ხანია რაც კაბა არ ჩამიცვ-
დანტემ თავი გააქნია - არა, შენ შესანიშნავად გამოიყურები - წითურმა გაუღიმა - მადლობა კომპლიმენტისთვის.- მამაკცმა ხელი გაუწოდა - წავიდეთ?
- დიდი სიამოვნებით. - ხელი გაუყარა. კარენს გადახედა - არ მოდიხა-..ჯანდაბა მან უკვე იპოვა მეწყვილე -
- იქ შევხდებით - ხელი დაუქნია ქერამ და ვიღაც სიმპატიურ მამაკაცს გაჰყვა. როუზმა დანტეს ახედა - მაშინ წავიდეთ -
წყვილმა გადაჭრა ფოეე და გარეთ გავიდნენ. დანტემ მანქანის კარები გახსნა - მადლობა - გაუღიმა გოგონამ.შემდეგ თვითონ ჩაჯდა და წავიდნენ.

- გაიგე? დანტე ვინიც აპირებს ამ საღამოს მოსვლას -
- სერიოზულად?! საიდან იცი? - აღმოხდათ გოგოებს
- გავიგე, აქ ინვესტორებთან ხელშეკრულების დასადებად მოდის -
- არ მიკვირს . მას სძულს წვეულებები, მაგრამ თუ საქმე კომპანიას ეხება, იგი ყველაფერზეა წამსვლელი.-
- ძალიან მინდა ვნახო, როგორია სინამდვილეში. მისი სახელი ყველგან მესმის მაგრამ, არასდროს მინახავს საკუთარი თვალებით. არც კი ვიცი როგორ გამოიყურება სინამდვილეში.
ერთ-ერთმა გოგომ ჩაიცინა - მაშინ მოემზადე, იმსითვის რასაც ნახავ.

როუზი ხელებს ნერვიულად ათამაშებდა.დანტემ ეს შეამჩნია - ნერვიულობ? - წითურმა ახედა - ცოტათი -. წითელზე გაჩერდნენ. უცებ მამაკაცმა ხელი მოსჭიდა და მისკენ გადაიხარა - ნუ დარდობ, მეც იქ ვიქნები. მარტო არ დაგტოვებ - როუზს თვალებში ნაპერწკლები აენთო - მპირდები? - დანტემ თვალებში ჩახედა - გპირდები -. მწვანე აინთო. მამაკაცი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და მანქანა დაიძრა, თუმცა ცალი ხელით მაინც ეჭირა როუზის ხელი. წითურმა მათ ხელებს შეხედა, მერე დანტეს და გაიღიმა. შემდეგ ფანჯარაში გაიხედა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.


შავი მანქანა უზარმაზარი შენობის წინ გაჩერდა.
- შეხედე მემგონი მოვიდა - მხარი გაკრა ერთმა მეორეს. მანქანის კარები გაიხსნა და დანტე გადმოვიდა.
- მართლაც ის არის - გაიღიმა ერთ-ერთმა - ..და როგორ ჩანს მარტო არ მოსულა - მანქანიდან როუზიც გადმოვიდა.
დანტემ მის გვერდით მდგომს გადახედა - მზად ხარ? - წითურმა ცალყბად გიაღიმა - ისე როგორც არასდროს -
მამაკაცმა კლმაყოფილი სახე მიიღო - მაშინ წავედით - კარები გაიხსნა და შევიდნენ.
-ჯანდაბა ..აქ მართლაც, რომ ბევრი ხალხია - იქავრობას თვალი მოავლო .-...ამის დედაც, უმეტესობა ჩვენ რატომ გვიყურებს… - შეიშმუშნა ჟღალთმიანი . დანტემ ხელი ჩაჰკიდა - ნუ მიაქცევ ყურადღებას, გვიყურონ რამდენიც უნდათ -
- ვინ არის ის წითელთმიანი ვისთან ერთადაც ვინი მოვიდა - იკითხა ერთ-ერთმა ქალმა
- აზრზე არ ვარ - მხრები აიჩეჩა მეორემ.
- უნდა ვაღიარო ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება. კაბა კარგად შეურჩევია, ლურჯი ფერი მის კანსა და თმებს ძალიან უხდება. -
- გეთანხმები.
- დალევ რამეს ? - როუზმა თავი გააქნია - არა, არ მინდა -
- ოჰო დანტე, რამდენი ხანია არ მინახიხარ - ვიღაცამ ზურგზე მოხვია ხელი და როუზს გვერდიდან მოაცილა. წითურმა თვალი მოჭუტა - ..სერიოზულად?..აქ მარტო რა გავაკეთო - იქავრობა ერთი კარგად კიდევ მოათვალიერა და მზერა საჭმელებზე შეაჩერა. თვალები აენთო და მისკენ გაემართა. - ..როგორც იქნა რაღაც საინტერესო რამ ამ წვეულებაზე - ერთი ნაჭერი აიღო - გემრილია -
- შეიძლება შემოგიერთდეთ? - ვიღაცამ წელზე მოხვია ხელი. - რა ჯანდაბაა - წარბებშეკრულმა ახედა ახალმოსულს, რომელიც გამომწვევად უღიმოდა.
- არ გინდა შენი სახელი მაჩუქო მშვენიერო? - ყურში ჩასჩურჩულა დაბალი ხმით.
- არ გინდა მომაშორო შენი ბინძური ხელები ნაძირალა? - დაბალი ხმითვე მიუგო. ჟღალთმიანის პასუხზე თვალები აუთამაშდა და ტუჩები აილოკა - კარგი არ გვინდა ეს უკარება გოგოს როლის თამაში, ვიცი, რომ შენც გინდივარ - წითურმა ჩაიცინა - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გქონია მეგობარო - მამაკცმა უფრო ძლიერად მოხვია ხელი - წამო, სადმე უფრო წყნარი ადგილი მოვძებნოთ - როუზს ნაპერწკლები აენთო თვალებში - რა ვერ გაიგე “მომაშორე შენი ბინძური ხელები”-ში, თუ ისეთი ჭკუა სუსტი ხარ, რომ ამ სიტყვების აზრს შენი ტვინი ვერ სწვედება - კაცს სახე აელეწა, როუზს ხელი გაუშვა და ხალხს შეერია.
წითურმა თავი გააქნია - ..რა იდოტი იყო - კიდევ ერთი ნაჭერი აიღო და ვერანდაზე გასწია, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ შეამჩნია. თბილი სასიამოვნო ნიავი უბერავდა - მაგარია - იქვე კედელს მიეყუდა და ზეცას ახედა. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.
- დიდი ხანია რაც ამდენი ვარსკვლავი აღარ მინახია ..მართლაც, რომ..-
- ..მშვენიერია - ბოხი ხმა გაისმა მის გვერდით. - აქ რას აკეთებ - არც შეუხედავს ისე ჰკითხა
მამაკცმა გაიღმა - დაგინახე, როგორ გამოხვედი და გამოგყევი -
-...რატომ - მშვიდი ხმით კითხა. დანტემ ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო, მის გვერდით მიეყუდა კედელს , მანაც ზეცას ახედა - იმიტომ, რომ შენს გარეშე იქავრობა ძალიან უფერული მომეჩვენა -
როუზმა მზერა მასზე გადაიტანა -..შენ.. - რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს მუსიკის ჰანგები გაისმა დარბაზიდან. ნელი საცკვევაო მუსიკა იყო. დანტემ მას შეხედა - ვიცკვევოთ? - ჟღალთმიანმა წარბები ასწია - მე არ ვიცი ცეკვა - მამაკცმა გაიღიმა - უბრალოდ ამყევი - ხელი ნაზად მოხვია წელზე და თავისკენ მიიზიდა. როუზმა კისერზე მოხვია ორივე ხელი. მათმა სხეულებმა ნელა დაიწყეს რხევა მუსიკის ჰანგებზე - კარგად გამოგდის - მზერას არ აშორებდა მამაკაცი. - ვცდილობ -არც ის აშორებდა მზერას. ხელზე გადაიწვინა. ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ. ტემპს აუჩქარეს. მაშინ კი გადაწყვიტა წითურმა გაეშვა..უკან მოეტოვებინა თავისი სევდა, ტკვილი, წუხილი, რომელსაც სულ გრძნობდა. სწორედ ახლა, ამ წამს უფლება მისცა თავის თავს, რომ სიცოცხლე მთელი არსებით შეეგრძნო...ახლა მათთვის ამ წამის გარდა არაფერს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. დანტემ ჰაერში აიტაცა და დაატრიალა. როუზი მთლიანად მას მიენდო. მთელი “საცეკვავო მოედანი” მათი იყო, სადაც მამაკაცი წავიდოდა, ისიც მას მიყვებოდა.ნაბიჯი უკან, ნაბიჯი წინ.. ისინი მთლიანად შეერწყმნენ მუსიკას..ცეკვას..ერთმანეთს..სითბო მათ სხეულებს შორის უფრო და უფრო იზრდებოდა. სუნთქვა უჭირდათ, მაგრამ არც ერთი არ ჩერდებობა. თვითუელი ემოცია, რომელსაც ახლა გრძნობდნენ თავიანთი მოძრაობით გამოხატავდნენ. ხან ბობქრობდნენ როგორც ზღვა შტორმის დროს, ხანაც მშვიდებოდნენ. დანტემ ხელი თმაში შეუცურა, ნაზად მოეფერა, მერე ძლიერად მოხვია წელზე ხელი ჰაერში აიტაცა.წითურმა დანტეს დახედა, ორივეს თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა. მძიმედ სუნთქავდნენ. მამაკცმა მზერა მისი თვალებიდან ნელ-ნელა ტუჩებზე გადაიტანა, მათ შორის ლტოლვა გაჩნდა, რომელსაც წითურიც გრძნობდა. მათ შორის მანძილი უფრო და უფრო მცირდებოდა.
- თუ გინდა, რომ გავრჩერდე ეხლავე მითხარი - ჩუმი ხრიწიანი ხმით დაიჩურჩულა მამაკცმა - რადგან შემდეგ გაჩერებას ვეღარ შევძლე- ჟღალთმიანმა თმებზე მოქაჩა ძლიერად და აკოცა. დანარჩენი მისი სიტყვები დაიკარგა . დანტემაც უპასუხა. მათ გარშემო ყველაფერი გაქრა და ერთი წუთით წითურს თავისი ცხოვრება მშვენრიერი მოეჩვენა. ეს მომაჯადოვებელი მომეტი ნამდვილად ღირდა იმ ტანჯვად, რომელიც აქამდე გამოარა.
- ..მიყვარხარ როუზ გასანოვ.. - ორივე სულს ძლივს ითქვამდა. დანტემ შუბლი მის შუბლს დაადო,როუზმა თვალებში ჩახედა და გაიღიმა - ..მეც მიყვარხარ დანტე ვინ - მამაკცმა გაიღიმა და კიდევ აკოცა. ამჯერად უფრო ვნებიანად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent