შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [10]


31-07-2018, 21:56
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 022

ზენონის სიტყვებმა ლილე დაადუმა. გოგონა მკერდზე მიეკრო ბიჭს და თავს ნება მისცა, სულ წამით მისი სითბო ეგრძნო, ამით კი დამშვიდებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მის მიმართ რაიმე ღრმა გრძნობები არ ჰქონდა, ზენონის სიახლოვე მასზე მაინც ჯადოსნური ძალებით მოქმედებდა. ატირებდა, როდესაც ამას ყველაზე ძალიან ვერ იტანდა, ეხუტებოდა, მოსწონდა ზენონი თმებზე რომ ეთამაშებოდა, წყნარდებოდა, მისი სიტყვებით და ზოგჯერ უჯერებდა კიდევაც, როგორც ახლა დამჯერი ანგელოზივით დემონს ეკვროდა და ხმას არ იღებდა.
მათი წყნარი მომენტი დემეტრემ დაარღვია, რომელიც წამლებით ხელში შემოვიდა და უხერხულად ჩაახველა მათ დანახვისას.
-შესაბამის დროსაც კი ვერ არჩევ შემოსასვლელად, ძაღლო- ზენონის წყნარი სახე გაბრაზებით დაიჭიმა.
ლილემ მისი ხმის ტონი არ მოიწონა, სიტყვებზე კი სულ წამოენთო და ზენონს ხელები გააშვებინა წელიდა. მაშინათვე გონს მოვიდა და გაიხსენა ეს უკანასკნელი, როგორ იცვლებოდა სხვების მიმართ და თავის მეორე სახეს აჩვენებდა.
-ეგრე ნუ ელაპარაკები დემეტრეს- გოგონამ გაღიზიანებით უთხრა და მისი კალთიდან ადგა. ზენონმა მისი შეჩერება სცადა, მაგრამ ჭრილობა ასტკივდა მოძრაობაზე და მძიმედ მიეყუდა საწოლის თავს.
-ის რომ არა გუშინ მოკვდებოდი. მან გათრია სახლამდე და ექიმიც მოიყვანა.- ლილემ შეუბღვირა.
-მისი საქმე ზუსტად ეგაა. რომც მოვკვდე ჩემს სხეულსაც უნდა მოუაროს.- ზენონმა კბილებიდან გამოსცრა იმით გაღიზიანებულმა, რომ ლილე სხვა კაცს იცავდა. მითუმეტეს ისეთ კაცს, რომელიც გოგონასთვის უფრო შესაფერისი იყო.
-სრულიად არ ხარ გულწრფელი- ლილემ თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
-ეგ რას უნდა ნიშნავდეს?- ბიჭი წამოენთო.
-იმას, რომ ცუნდერე იდიოტი ხარ. მალავ რაიმე კარგს რომ აკეთებ და ვიზეც ზრუნავ იმათ ცუდად ექცევი!
-ცუნ...რა?- ბიჭი დაიჭყანა გაკვირვებით.
-იაპონური სიტყვაა ბატონო- დემეტრე საუბარში ჩაერთო იმით გათამამებულმა, რომ ლილე იცავდა.
-შენ არავინ გეკითხებოდა!
-იდიოტო ქანდაკებავ, ზედმეტები მოგდის!- გოგონამ შეუბღვირა და საწოლიდან წამოხტა დოინჯშემორტყმული.
ზენონს მოთმინების ფიალა აევსო. საბანი ააფრიალა და გოგონას თავზე ჩამოაცვა.
-უკვე მეორედ გავიწყდება ნახევრად შიშველი რომ ხარ ლილე! - დაიღრიალა გაღიზიანებულმა და ტკივილის დამალვა სცადა.
ლილემ საბანი თავიდან მოიშორა, ტანზე შემოიხვია და ზენონს გაკვირვებული მიაშტერდა. შემდეგ თვალები გაუნათდა და კინაღამ სიცილი დაიწყო.
-შენ რა, ეჭვიანობ?- ზენონს ხმა არ გაუცია, თავისი შავი თვალებით გოგონას მზერას არ აცილებდა.
-მგონი ჯობია თავი შეიკავო მაგ თემაზე საუბრით, რადგან ჩემს შესაძლებლობებს ნამდვილად არ აფასებ.- ზენონმა გამოსცრა საზარელი ხმით და ლილემაც მაშინათვე მოკეტა.
-სახვევის გამოსაცვლელად მოვედი- დემეტრემ დრო იხელთა და თავისი მოსვლის მიზეზი გამოაცხადა- გამაყუჩებელიც მოვიტანე.
-ლილე მომხედავს შეგიძლია წახვიდე.- ზენონს მისთვის არ შეუხედავს.
-მე?- ლილემ წამოიძახა- არ შემიძლია, შემეშინდება...
ზენონმა მის დამფრთხალ სახეს გახედა და უცნაური სიამოვნების გრძნობამ დაუარა სხეულში. შეშინებულ ანგელოზის დანახვაზე მეტი სახალისო სანახაობა რა იქნებოდა მისთვის. ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა. მითუმეტეს რომ ლილე ახლა ისეთ უსუსურ სახეს იღებდა, მის ყველა სიტყვას დაჰყვებოდა.
-დემეტრე წადი- ზენონმა გაიმეორა და გაემზადა სახვევის გამოსაცვლელად.
დემეტრემ ლილეს საწყალი თვალებით შეხედა, ბოდიშს უხდიდა რომ ბატონის სიტყვას წინ ვერ უდგებოდა. გოგონას სახვევი და წამლები ჩააბარა. თვითონ კი უჩუმრად გავიდა ოთახიდან.
ლილე კარგი ხუთი წუთი იდგა გაუნძრევლად. მზად იყო იქედან სულ თავპირისმტვრევით გაქცეულიყო. დაშავებული ზენონი რას გამოეკიდებოდა, მაგრამ აი დემეტრე კი წამებში დაეწეოდა და ისევ უკან დააბრუნებდა. მითუმეტეს, ზენონთან ჯერ სეროზული საუბარი არც დაეწყო და მის ჭრილობაზეც ღელავდა, ამიტომ ღრმად ჩაისუნთქა. საბანი სხეულიდან მოიშორა, საწოლის ნაპირზე ჩამოჯდა. საბანი კვლავ ფეხებზე მიიფარა და საქმეს შეუდგა. ხელები ნაზად შეახო ზენონის მაისურს. ნელა ასწია ზევით და აკეცვა სცადა, ძირს რომ არ ჩამოცურებულიყო.
-მაინც შეგაწუხებს- ზენონმა წყნარი ხმით უთხრა- ჯობია გამხადო.
ბიჭმა ხელები ზევით ასწია და ლილემაც ზანტი მოძრაობით ლურჯი მაისური გახადა. სახვევზე წითელი ლაქები რომ დაინახა ცოტა შეკრთა, ზენონის შავ თვალებს ახედა და მისგან ნდობა რომ დაინახა ძალები მოიკრიბა. სახვევი სწრაფად მოხსნა, დასისხლიანებული ბამბები სუნთქვის შეკავებით მოაშორა და ჭრილობის გაწმენდვა დაიწყო.
-მგონი ჯერ გამაყუჩებელი უნდა დაგელია-ლილემ ჩუმად უთხრა.
-ჯერ არა...- ბიჭმა უპასუხა და თვალები მაგრად დახუჭა.
ნაკერის ყურება ლილეს ცუდად ხდიდა, თვალის არიდებით კი ეშინოდა, უხეშად არ შეხებოდა ბიჭს და უარესი ტკივილი არ მიეყენებინა. მალამოს წასმის დრო რომ მოვიდა, უკვე ზენონის ხელს ეჭიდებოდა.
-ეი, ქანდაკებავ. სადაცაა გული წამივა. ჩემ წამებას მორჩი და დემეტრეს დავუძახოთ. ამას ვერ გავაკეთებ.
ზენონმა თვალები მხოლოდ ახლა გაახილა და ლილეს ტუჩებს მიაშტერდა, რომელიც ნერვიული კბენისგან დაწითლებული იყო.
-არა,- თქვა მან ბოლოს და ლილეს მარჯვენა ხელს თავისი მოჰკიდა- ერთად დაგავაკეთოთ თუ გეშინია.
-უბრალოდ...-გოგონა უკვე წუწუნს აპირებდა, მაგრამ ზენონმა გააწყვეტინა.
-ერთად გავაკეთოთ- გაუმერა და ლილეს თითები თავის ჭრილობაზე მიიდო.
გოგონამ ხმამაღლა ამოიოხრა და როგორც უბრძანეს ისე გააკეთა. ზენონს ერთხელაც არ გაუშვია მისთვის ხელი. ლილეს აცლიდა ხელი თვითონ გაემოძრავებინა, არ ჩქარობდა და მომთმენი იყო მასთან. ასეთ ზენონზე ვერც იტყოდი წუთების წინ გიჟივით ეჭვიანობდაო.
-კარგი, კარგი- ლილემ ხმა ამოიღო, რადგან სიჩუმე უკვე ტანჯავდა- მოდი ვილაპარაკოთ სანამ ამაზე ვჯახირობთ.
ზენონს მის ნათქვამზე ჩუმად გაეღიმა. თურმე მის ანგელოზს ლაპარაკი უყვარდა უხერხულ მდგომარეობაში და შიშის გადაფარვას ამით ცდილობდა.
-გუშინ... გუშინ რომ გიპოვე ქუჩაში კინაღამ გავგიჟდი. კიდევ კარგი დემეტრეს ნომერი გეწერა... ისე იცოდი, რომ მხოლოდ მისი ნომერი გიწერია კონტაქტებში? თან არანაირი ძაღლი ან მონა, უბრალოდ მისი სახელი გაქვს დაწერილი - ლილე უაზრობებს მიედ მოედებოდა და თვითონაც ვერ იაზრებდა რას ეუბნებოდა.- გეცოდინება შენი ტელეფონია და... ხოდა... დემეტრე მოვიდა. ისიც ჩემსავით მშიშარა გამოდგა. იცი როგორ დაფეთდა? ერთ ადგილას გაშეშდა. ეგონა მოკვდი და სადაც იყო ატირდებოდა.
-მისი სამუშაო ჩემი დაცვაა, ამიტომ გასაკვირი არცაა. რამე რომ მომსვლოდა, მოკლავდნენ.- ზენონმა უემოციო ხმით უპასუხა.
-არა, ზენონ.- გოგონა წამოენთო და ცოტახნით შეაჩერა ხელის მოძრაობა- ის გულწრფელი იყო. ვიცი, შენც ამჩნევ რომ მისთვის სულერთი არ ხარ.უბრალოდ ამის გააზრება არ გინდა... სერიოზულად, ძალიან ცუდად იყო. მეხვეწა დარჩი ჩემს ბატონთან, უშენოდ ვერ მივხედავო. ის რომ არა, აქ არც ვიქნებოდი.
-მართლა?- ზენონმა სულ მცირე ინტერესი გამოიჩინა და კმაყოფილი დარჩა, დემეტრემ რომ ლილე იქ დატოვა.
-ხო, მართლა- ლილემ ბავშივით უპასუხა და ჭრილობაზე ბამბების დადება გააგრძელა- ამიტომ ნუ უბღვერ ხოლმე ყოველ წამს და მადლობაც რომ უთხრა მშვენიერი იქნება.
ზენონს მის ბავშვურობაზე გაეცინა. უყვარდა, როდესაც ლილე მას როგორც ჩვეულებრივ ადამიანს ისე ხედავდა და არ იმჩნევდა ტყვიისგან დაჭრილ მაფიოზს რომ ესაუბრებოდა. მაფიოზს, რომელიც ბოდიშს არასდროს იხდიდა და არც მადლობას იძახდა.
-ლილე იქ როგორ გაჩნდი?- ბიჭს მხოლოდ ახლა გაუჩნდა ეს კითხვა რომ გაანალიზა, ლილეს მონაყოლი პირდაპირ მისი პოვნით იწყებოდა.
გოგონამ სახვევის გაკეთება დაასრულა და ზენონს ჩუმად ახედა. პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, ისიც საკითხავი იყო აპირებდა საერთოდ თუ არა. მისი თითები ბიჭის ლურჯ მაისურს დასწვდა და ჩაცმა რომ დაუპირა, ზენონის ტატუს მოჰკრა თვალი. მისმა გულმა ცემა წამით გააჩერა და ლილეს ხელები დაბლა ჩამოაშვებინა. გოგონამ ნაჭრისგან თითები გაინთავისუფლა. ზენონს ცარიელი თვალებით ახედა და ხელები მხრებზე დაუსვა ისე, რომ ტატუს ხაზებს გაჰყოლოდა.
-ზენონ, ეს ტატუ საიდან გაქვს?- იკითხა იმის და მიუხედავად რომ პასუხი უკვე იცოდა.
ბიჭმა ღიმილით აწეული ტუჩის კუთხეები მაშინათვე ჩამოსწია. სახე გაუმკაცრდა ისე,როგორც სჩვეოდა ლილეს მიერ მაფიის ხსენების დროს. ზენონმა მხრები უხეშად აიჩეჩა და გოგონას ხელები მოიშორა. თვალი წამით აარიდა, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია.
-ლილე, იქ როგორ გაჩნდი-მეთქი. - გაიმეორა კითხვა.
-ისე, როგორც შენი ტატუს მნიშვნელობა გავიგე- გოგონამ ტუჩზე კბენით უპასუხა.- რატომ არ მითხარი?
-რატომ?- ზენონს მწარედ ჩაეცინა და ჩაკითხვის მაგივრად შეტევაზე გადავიდა.- როგორ მეთქვა? უკაცრავად, არა მხოლოდ უბრალო მაფიოზი, არამედ მისი ლიდერი ვარ-თქო? ის ამეხსნა რომ ყოველ წამს ვიღაცა იტანჯება ჩემს გამო? როგორც მონსტრს ისე მხედავს საზოგადოება და მე ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ?- უკვე ღრიალზე გადავიდა, ჭრილობის ტკივილი კი სულ მიივიწყა.მის თვალში ლილე უკვე საფრთხეს წარმოადგენდა, რომელიც მიზეზებს ეძებდა მის თავიდან მოსაცილებლად.
ნუთუ არ შეიძლებოდა ლილეს ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა? არასდროს გაეგო და მისთვის ასეთი გამკიცხავი თვალებით არ შეეხედა? რა დააშავა ასეთი, რომ ლილეც იმ საზოგადოების წევრი აღმოჩნდა, რომელიც მას არ იღებდა?
ბრაზობდა რადგან იცოდა, გოგონა მას ვერ გაუგებდა. ის კი ვერ აიტანდა მის წინააღდეგობას, ამიტომ იძულებითაც რომ ყოფილიყო, გოგონას სამუდამოდ ოთახში ჩაკეტვაც რომ დასჭირვებოდა, ლილეს ხელიდან მაინც არ გაუშვებდა. აიტანდა მის სიძულვილს, ოღონდაც უბრალოდ გვერძე ყოლოდა...
-რატომ იძახი ამეებს? ვიცი რომ ეგეთი არ ხარ...შენ ვერ მიიღებ ამით სიამოვნებას. შენ...
-რა? კარგი ადამიანი ვარ?- ზენონს სიცილადაც არ ყოფნიდა მისი სიტყვები- კარგი რა ლილე! ჩამოყალიბდი გეზიზღები თუ გიყვარვარ! მოგწონს რომ ლიდერი ვართ თუ არა. შენ არ იყავი მაგ დაშინებული თვალებთ რომ უყურებდი ჩემს ტატუს? ახლა რაღა მოგივიდა, რატომ შეცვალე შენი დამოკიდებულება წამებში?
-შენს ტატუს ვერ ვიტან. მაგის მნიშვნელობა მძაგს და იმის გააზრება რომ საშინელი რაღაცეების კეთება გიწევს მაგ ტიტულის გამო.- ლილე ახსნას ეცადა და მოზღვავებული გრძნობების გაკონტროლებას ცდილობდა- შენი შეძულება კი მიჭირს და არ მინდა იძახდე, რომ შენ და შენი ტატული ერთი და იგივე ხართ... ადრე თუ მეტყოდი, მაშინ...
-მაშინ მე და ჩემს ტიტულს ვერ გაგვარჩევდი და ჩემი თავიდან მოცილების მიზეზი უფრო მტკიცე გექნებოდა?- ზენონს თვალები ბოროტულად აუციმციმდა. ლილეს ხელები ჩაავლო და თავის ქვეშ მოიქცია. დიდი მოთმინება დასჭირდა, გოგონას საცვლისთვის თვალი აერიდებინა და ზევით აწეული მაისური დაეიგნორირებინა.
-პატარა ანგელოზო, მაგ გულში რაღაცამ გაიღვიძა არა? - ბიჭმა სამი თითი გულზე მიადო - ზუსტად ეგ გაშინებს. თვითონაც არ იცი რა გინდა. ხან გძულვარ, ხან კი ჩემთან ყოფნა გინდა. ნელ-ნელა შენი გონება ჩემი სახელით ივსება. შენ კი ამის აღიარება არ გინდა.
-არა,დამანებე თავი! ზენონ გამიშვი ხელი, ცდები!- ლილე ფართხალებდა მის ქვეშ და მკერდზე აწვებოდა. თავს დამწყვდეულად გრძნობდა და იცოდა ბიჭი ასე მალე გამოტეხავდა კიდეც. თვითონაც ზუსტად არ იცოდა რაში, რადგან ზენონზე ფიქრს სულ გაურბოდა, მაგრამ არ უნდოდა იმ დასკვნამდე მისულიყო რაც მას უარეს შარში გარევდა.
-იცი საიდან დაიწყო ყველაფერი? ჩემი თვალები რომ შენს ნახატებად გადაიქცა, მანდ უკვე დემონის კბილი გასმული გქონდა. ახლა, კი მე მაბრალებ ყველაფერს. ყველანაირად ცდილობ გასაქცევი გზა იპოვო, მაგრამ მე რომ მხედავ ყოველთვის უკან იხევ. ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა არ იცი.
ლილეს დამფრთხალი სხეულსიკენ დაიწია, თავი მის ყელში ჩარგო. გოგონას სურნელით დატკბა, სულ გაბრუვდა და მოწყურებული ტუჩებით ნელა დაუყვა მის ლავიწებს. გზადაგზა სველ კოცნებს უტოვებდა თეთრ კანზე და ანგელოზს ამით აწყნარებდა. ზენონმა ცალი ხელით მაისური დაბლა ჩამოქაჩა, გოგონას მკერდი უფრო კარგად გამოაჩინა და მისი თბილი კანი რომ უკეთესად შეიცნო, გოგონას გულთან შეჩერდა. როგორც ცხოველს შეეფერებოდა, ისე უკბინა კანზე და ლილე ააკნავლა ტკივილნარევი სიამოვნებით. ბოლოს კოცნებით დააწყნარა გაღიზიანებული ნაკბილარი და გოგონას აწყლიანებულ თვალებში ჩახედა.
-ეს გული უკვე მე მეკუთვნის!- გამარჯვებით წარმოთქვა.
ზენონის გამაღიზიანებელი ღიმილი რომ არა, ლილე გონზე კიდევ დიდხანს ვერ მოვიდოდა. ლილემ მაშინათვე იხელთა და მუშტი გაუქანა ბიჭს სახეში. ახლა თვითონ დაახტა ზევიდან და ხელებს მთელი ძალით ურტყამდა.
-იდიოტო, ჩემი სისუსტე ნებას არ გაძლევს რომ ასე მომექცე, გაიგე?!- დაიკივლა გამწარებულმა და ცრემლების გადაყლაპვა სცადა.
-მერე რა რომ ჩემთვის სულ ერთი არ ხარ? ვინ მოგცა ნება რომ შემეხო? მითუმეტეს ასე! ამაზრზენია შენი ასეთი შეხება. შენი ძველი ქალების მსგავსი არ გეგონო, ჯერ ნება უნდა ითხოვო და მერე გააკეთო!- ლილე ისტერიულად კიოდა და თავს საშინლად შერცხვენილად გრძნობდა- არავინ...არავინ შემხებია ასე და...შენ... იდიოტო... ჯერ იყო მაკოცე, ახლა კიდე ...- ხმამაღლა აღიარებასაც კი ვერ ახერხებდა იმდენად დაშოკილი იყო ბიჭის შეხებით, ყველაზე ძალიან კი მისი სხეულის ღალატი აწუხებდა.
ზენონი როგორც ყოველთვის ლილეს რეაქციებით გაკვრიევბული იყო. გოგონას ასეთი სიწმინდე და მორცხვობა უფრო მეტად უღვივებდა მასში ცუდ ფიქრებს, მაგრამ თან სულ არ სიამოვნებდა მის თვალებში ცრემლების დანახვა. ლილეს დაწითლებული ხელები დაუჭირა და თითები დაუკოცნა პატიების ნიშნად.
-ანგელოზო, მაპატიე. ამის შემდეგ არაფერს ვიზამ შენი თანხმობის გარეშე- თბილი ხმით უთხრა და შავი თვალები მიანათა.
-შემდეგი ჯერი აღარც იქნება!- ლილემ შეუბღვირა და ხელები გაინთავისუფლა.
ზენონმა ენაზე იკბინა რომ არ გაცინებოდა და არ ეთქვა რომ ძალიან ბევრი შემდეგი ჯერი ექნებოდათ. ლილე თავისი სხეულიდან ნელა მოიშორა და საწოლის მეორე მხარეს მოათავსა. თვითონ წამოჯდა, გამაყუჩებელს და წყალს დასწვდა. სანამ მათ სვამდა გოგონა მას უკნიდან უბღვერდა და ცოფებს ყრიდა. ბიჭის მოძრაობას რომ დააკვრიდა, მზერა მის ზურგზე გადაიტანა. შავი მელნით გამოსახულ უზარმაზა ფრთებს მიაშტერდა, მათი დეტალები ისეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო, თავი ვერ შეიკავა და მომენტში დაკარგულმა თითები წელზე დაუსრიალა.
-ლამაზია... - გოგონამ მოჯადოებულივით წარმოთქვა. მისთვის სიტყვა ლამაზი, უკვე ზენონის მთავარი დამახასიეთებელი ზედსართავი გახდა.
ბიჭი უხერხულად შეიშმუშნა. ტატუს არსებობა მისთვის ჯერ კიდევ შემაწუხებელი იყო და ეგონა, ლილე მის დანახვისას უარესად იძაბებოდა. გოგონას შეხება და წამოძახილი ფრაზა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის.
-მოგწონს?- ზენონმა ხმადაბლა ჰკთხა და თავი მიატრიალა თვალი რომ მოეკრა გოგონას სახისთვის.
-ძალიან. დეტალები მშვენივრად არის გამოსახული. სიამოვნებით დავხატავდი ასეთ რაღაცას...- გოგონა თავის მხატვრულ ბუნებას რთავდა საუბარში და როგორც ყოველთვის ლოგიკურ აზროვნებას ივიწყებდა.- შენი დიზაინით შეაქმნევინე?
-კი... მინდოდა რამე ირონიული დამეხატა ჩემს ტანზე- ზენონმა ჩაიცინა და მოდუნდა.
-თავისუფლება.- ლილემ ჩაიბუტბუტა- ის დაიხატე რაც არ გქონდა...
-თუ რამე გენიალურს მომიძღვნი ანგელოზო, დიდი სიამოვნებით დავიხატავ სამუდამოდ ტანზე- ზენონმა საუბარი სხვა რამეზე გადაიტანა და ღიმილი არ შეუწყვეტია.
-მართლა?- ლილეს თვალები აენთო.
აი, კიდევ ავიწყდებოდა ვისთან ჰქონდა საქმე. ზენონს მისი თავბრუსდახვევა ყოველთვის გამოსდიოდა, თითქოსდა იცოდა გოგონას რა აკლდა და რა უნდოდა ყოველ წამს. რისი თქმა იყო საჭირო, მისი ყურადღება რომ გაეფანტა და სხვა სამყაროში გადაეყვანა, სადაც არანაირი საზრუნავი არ ჰქონდათ და მხოლოდ ის ორი არსებობდნენ იქ.
-ეს ვარდი შენი ჯგუფის ნიშანი უნდა იყოს...-ლილემ ხმადაბლა თქვა და თითები ახლა ფრთების შორის არსებულ ფიგურაზე გააცურა.
-ხო- ზენონმა სახე ისევ წინ მიატრიალა.- შავი ვარდი. ყველაზე ბანალური სახელი რაც კი დედამიწაზე არსებობს.
-მართლაც- ლილემ გაღიმება სცადა- რამე ისტორია უნდა ჰქონდეს მის დარქმევას...
-ბაბუაჩემი ძველი მაფიოზი იყო, რომელმაც გადაწყვიტა ახალი ჯგუფი შეექმნა. საამისოდ ძალიან ბევრი ერთგული ხალხი ჰყავდა და რესურსებიც ჰქონდა. ბედის ირონიით შექმნის დღეს ერთი ქალი გადაეყარა, რომელიც ძალიან კაპასა ყოფილა. თურმე ერთი ამბავი აუტეხა, როგორ გამიბედე და ჩემი ბაღის ყვავილები გადამითელეო. - ზენონმა თბილი ხმით მოუყვა და გოგონას ზურგით მიაწვა- ბაბუას ქალი სიგიჟემდე შეუყვარდა, გასაქანს არ აძლევდა და ამბობენ საკმაოდ ბედნიერები იყვნენ ერთადო. მაგრამ იმ დროს მაფიის ჯგუფი იქმნებოდა, არანაირ სისუსტეს არ უნდა ჰქონოდა იქ ადგილი. ქალი მალევე მოკლეს დაქირავებულმა მკვლელებმა. ბაბუაჩემმა კი ცოლად მოიყვანა დამქირავების ქალიშვილი, ჯგუფს კი შავი ვარდი დაარქვა, თავისი ტრაგიკული სიყვარულის ნიშნად.
-საშინელებაა.- ლილეს დაბურძგლა და ზენონის ზურგს ხელი მოაშორა.
-გგონია ბაბუაჩემს ის ქალი უყვარდა?- უეცრად ჰკითხა ბიჭმა, თუმცა მისკენ არ მიტრიალებულა.
ლილე დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა, - უყვარდა. მაგრამ საკმარისად არა რომ ის ქალი დაეცვა. დარწმუნებული ვარ სიცოცხლის ბოლომდე ინანა არჩევანი რომ არ გააკეთა და ორივეს შენარჩუნება გადაწყვიტა.
-მე მისნაირი არ ვიქნები- ზენონმა მტკიცედ წარმოთქვა. თითქოსდა ამით ლილეს უსაფრთხოებას პირდებოდა.
ლილემ არაფერი უპასუხა, მაგრამ ხელები თმაზე კი გადაუსვა ბიჭს გამხნევების მიზნად. მან ზედმეტად კარგად იცოდა მაფიოზების ბუნება, რომლებიც ყოველთვის ფუჭ პირობებს დებდნენ და როდესაც საქმე ჯგუფზე მიდიოდა თავისი ხელით ანადგურებდნენ მათ ვინც კი უყვარდათ ან მათთვის ძვირფასი იყო. ზენონი მათგან განსხვავებული არ იქნებოა და დრო რომ მოვიდოდა, ლილე ფხიზლად თუ არ იქნებოდა, მასაც მოკლავდნენ. დიდად დარწმუნებული არც იყო, ზენონი თავის ლიდერის ბედისწერის შეცვლას თუ შეძლებდა. თუმცა, ანგელოზის გარდა სხვას ვის ექნებოდა მასში იმედი.
ზენონს მაისური მიაწოდა და საწოლიდან წამოდგა.
-ლილე...
-ვიცი, წავალ ჩემს გამშრალ შარვალს ჩავიცვამ!- გოგონამ მობეზრებულად გამოსძახა და ოთახში მარტო დატოვა გაღიმებული ზენონი.
ლილე მალე მოწესრიგდა, სააბაზანოდან გამოვიდა და სამზარეულოში შეაბიჯა. იქ დემეტრე დახვდა, რომელიც მაგიდაზე საჭმელს ალაგებდა შეწუხებული სახით. ლილე გვერძე მიუდგა, თეფშების დალაგებაში დაეხმარა და გაუღიმა.
-რამ შეგაწუხა?- ჰკითხა ინტერესით- თუ ზენონზე ღელავ, მშვენივრადაა და ძალიან წუხს ცუდად რომ დაგელაპარაკა.
დემეტრემ მას გაკვირვებით ახედა, გოგონას სიტყვები არ დაიჯერა, თუმცა პატარათი მაინც გაეღიმა.
-თქვენ ტელეფონზე ქალბატონი თიკო შეუწყვეტლივ რეკავდა, ამიტომ პასუხი გადავწყვიტე, არ მინდოდა თქვენ შემეწუხებინეთ. ..- დემეტრემ ახსნა დაიწყო.
-გამოგლანძღა?- ლილე მიუხვდა.
-დიახ...
-ძალიან?
-ძალიან, ძალიან...- დემეტრე შეწუხებული პასუხობდა.- მგონი სამჯერ მითხრა წადი მოკვდიო...
-ეგ თიკოს რეპერტუარშია, ნუ ღელავ გულით არ უთქვამს.- ლილემ გაიცინა და სკამზე ჩამოჯდა.
დემეტრემ არც ახლა დაუჯერა მას და ზენონის ოთახისკენ წავიდა, ბიჭს სიარულში რომ დახმარებოდა. სანამ ორივენი მაგიდასთან მოვიდოდა, ლილემ ტელეფონი აიღო და მოსულმა მესიჯმა გააკვირვა. უცნობი ნომერი სწერდა „ როგორ არის?“ . დიდხანს მიაჩერდა ეკრანს ლილე, ბოლოს კი ანდრეა ამოუტივტივდა თავში.
-რამე მოხდა?- ზენონმა ჰკითხა და მზერა ტელეფონს გააყოლა.
-არაფერი- ლილემ თავი გააქნია და ტელეფონი დაბლოკა.
მაგიდიდან თავისი შეკვეთილი ჰამბურგერები აიღო და ჩაკბიჩა. საშინლად შიოდა გუშინდელი საღამოდან, ზენონის გადამკიდე ჭამაც ვერ შეძლო. საწრუპით საყვარელი ფანტა მოსვა და თვალები ბედნიერად დაახამხამა. ბიჭი კი ამ დროს უგემურად სინჯავდა სალათას და არაფერს აყოლებდა.
-გემრიელია?-ლილემ ჰკითხა.
-არა- ზენონმა თავი ასწია- ჩემთვის სულ ერთია გემო, რაც მთავარია ორგანიზმისთვის სასარგებლოა.- ალმაცერად შეხედა ლილეს საჭმელს.
-რა? ესეთი სისულელე მხოლოდ რეკლამებში გამიგია- გოგონამ გაიკვირვა. ზენონს თეფში გამოაცალა, ხელებში თავისი ჰამბურგერი მიაჩეჩა და წვენიც წინ დაუდგა.- საჭმელი სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და მაგ სახით არ უნდა ჭამდე! აჰა გასინჯე, თუ არ მოგეწონება მერე სხვა საჭმელი ვნახოთ.
-ჩემი მოკვლა გინდა? ასე აპირებ ჩემს მოშორებას?
-მაშინ მოგკლავდი ჩემს გაკეთებულ საჭმელს თუ ძალით შეგაჭმევდი. ახლა კი გადარჩი- ლილემ უთხრა და მომლოდინე თვალებით შეხედა.
ზენონმაც მის იმედიან მზერას ვერ გაუძლო. ჰამბურგერს დახედა და ერთი პატარა ნაწილი მოაკბიჩა. გემოთი თავიდან დიდად ნასიამოვნები არ დარჩა, მაგრამ სალათაზე მეტად კი მოეწონა. ჭამა გააგრძელა და არ გამოპარვია გოგონას ტელეფონი როგორ აინთო მეორედ და ლილეს სახე დაუსერიოზულდა. აქამდე ტელეფონს წაართმევდა და მიზეზსაც გაიგებდა, მაგრამ მაშინ მათი წინა საუბარი უაზრო და უშედეგო გამოვიდოდა. ზენონს ახლა ნებართვა უნდა ეთხოვა და ძალა არ გამოეყენებინა.
-ვინ გწერს?
-არავინ ისეთი...- ლილემ თვალები მიანათა და გაუღიმა.
-აბა ტყუილი არ ვიციო?- დემეტრე მათ საუბარში ჩაერია და საპასუხოდ გოგონას შებღვირებაც დაიმსახურა.
-დემეტრე...- ლილემ მისი გალანძღვა გადაწყვიტა, მაგრამ ზენონმა შეაჩერა.
-მიხედვრილი ბიჭია -ზენონმა მისი სიტყვა დაასრულა და ამაზე დემეტრეს თვალები აუციმციმდა სიამაყით; ბატონის გვერდით დადგა. - ახლა მითხარი, ვინ გწერს?
-შენი ძმა...-ლილემ ახსნა დაიწყო, რადგან ბიჭის ყვირილის მოსმენა დღეს აღარ უნდოდა.
ზენონს ამ ორი სიტყვის გარდა არაფერი გაუგია. ყურებში ნერვული გუგუნი გაესმა და მუშტები დაეჭიმა. ანდრეა ლილეს იცნობდა, თან ისე ახლოს იყვნენ რომ ტელეფონზე წერდა კიდევაც. მისი საყვარელი ადამიანი და ძმა, რომელიც სძულდა ერთად რომ წარმოიდგინა აზროვნების უანარი დაკარგა. წამის მეასედში, ემოციებს აჰყვა და თავში ერთადერთი რაც გაიელვა ეს ღალატი იყო. გაახსენდა ლილე როგორ ერკვეოდა მაფიოზების საქმეში, თავიდანვე მიხვდა ზენონი ვინც იყო, ორჯერ აღმოჩნდა მკვლელობის ადგილას, „საოცრად“ გადაარჩინა და ტატუს ტიტულის მნიშვნელობაც იცოდა. ყველაფერი დაივიწყდა რაც კი მათ შორის კარგი და სასიამოვნო მოხდა, თვალები ჩაუწითლდა და სასოწარკვეთილებამ მოიცვა.
-მისი მოგზავნილი ხარ?- ღრიალი გაისმა ოთახში.


-
ცოტა გამიჭირდა ამ თავის დაწერა. დადებასაც არ ვაპირებდი, მაგრამ ღამე დავჯექი და მაინც დავწერე, თქვენი იმედების გაცრუება არ მინდოდა... ზენონს როგორც ხედავთ ჩვენი ლილე გონზე მოჰყავს , ლილე კი ქანდაკების „მორჯულებას“ ცდილობს :დდდ
ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ვინც კომენტარებს ყოველ თავზე მიტოვებენ და დროს ყოფენ ჩემი ნაჯღაბნისთვის^^ თქვენ რომ არა ახალი თავის დაწერის მონდომებაც არ მექნებოდა. ცოტა კი გული მწყდება ნახვები რომ იზრდება და მკითხველები ამ დროს პასიურობს კარგი თუ ცუდი შტაბეჭდილებების გამოხატვაზე, მაგრამ მაინც მიხარია უბრალოდ რომ შემოდიხართ და ისტორიას თვალს ავლებთ^^ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ <3



№1  offline წევრი ნორმი

სუპერ დუპერ.მიყვარს ეს მოთხრობაა
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი იზუკა

რა ნაჯღაბნი გაფიცებ...უმაგრესია და უძლიერესი..
ოხ ეს ქალიშვილი თიკო რას ერჩის ამ დემიკოს ☺
დღეს ზიი არ დაუძახა ლილეემ,არადა როგორ მიყვარს მასე რო ეძახიის..
მალე გონს მოეგება ლილუკა ალბათ ხოო..ახლა გაგრძელებას ველი მოუთმენლად..როგორ მიყვარს ჩემი ზიი ☺

 


№3 სტუმარი sofo

აუუ ვგიჯდებიიი ამ მოთრობაზე <333 სასწაულია <333 ემოციებით ვივსები ყველა წაკითXვაზე

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვააააახ რაააა... ემოციების ზღვა არის... დაოცრებაა რა... როგორ მიხარია დემეტრეს რომ იცავს ლილე აი ძალიან ძალიან მიხარია სა იმწდია ზენონს დემეტრესახმი დამოკიდებულებას შეუცვლის თორე ძაღლოთი რო მიმართავს აუტანელია.... როგორი მეამიტისავითაა ჩვენი დემეტრიკო ძალიან მიყვარს.
"-გამოგლანძღა?- ლილე მიუხვდა.
-დიახ...
-ძალიან?
-ძალიან, ძალიან...- დემეტრე შეწუხებული პასუხობდა.- მგონი სამჯერ მითხრა წადი მოკვდიო..." ამაზე გადავბჟირდი :დ :დ :დ
ძალიან მაგარი თავი იყო მაგრამ ახლა ცოტა ლილემ თავის ოჯახზეც რო მოუყვეს კარგი იქნება მეც ძალიან მაინტერესებს...
არა რა ბოლოში მაინც გაჭედა ზენონმა რა უფფფფ.... იმედია ლილეს ლაპარაკს დააცდის თორე ჩემი ხელით გამოვუყვან წერას.

 


№5  offline წევრი KATIE ♥12

tako.izek
სუპერ დუპერ.მიყვარს ეს მოთხრობაა

მადლობა^^
იზუკა
რა ნაჯღაბნი გაფიცებ...უმაგრესია და უძლიერესი..
ოხ ეს ქალიშვილი თიკო რას ერჩის ამ დემიკოს ☺
დღეს ზიი არ დაუძახა ლილეემ,არადა როგორ მიყვარს მასე რო ეძახიის..
მალე გონს მოეგება ლილუკა ალბათ ხოო..ახლა გაგრძელებას ველი მოუთმენლად..როგორ მიყვარს ჩემი ზიი ☺

დიდი მადლობა^^ მეც მომწონს ზიის რომ ეძახის ამიტომ ხშირად გამოყენებით არ მინდა გაუფასურდეს ^^

sofo
აუუ ვგიჯდებიიი ამ მოთრობაზე <333 სასწაულია <333 ემოციებით ვივსები ყველა წაკითXვაზე

დიდი მადლობააა <3
ანი ანი
ვააააახ რაააა... ემოციების ზღვა არის... დაოცრებაა რა... როგორ მიხარია დემეტრეს რომ იცავს ლილე აი ძალიან ძალიან მიხარია სა იმწდია ზენონს დემეტრესახმი დამოკიდებულებას შეუცვლის თორე ძაღლოთი რო მიმართავს აუტანელია.... როგორი მეამიტისავითაა ჩვენი დემეტრიკო ძალიან მიყვარს.
"-გამოგლანძღა?- ლილე მიუხვდა.
-დიახ...
-ძალიან?
-ძალიან, ძალიან...- დემეტრე შეწუხებული პასუხობდა.- მგონი სამჯერ მითხრა წადი მოკვდიო..." ამაზე გადავბჟირდი :დ :დ :დ
ძალიან მაგარი თავი იყო მაგრამ ახლა ცოტა ლილემ თავის ოჯახზეც რო მოუყვეს კარგი იქნება მეც ძალიან მაინტერესებს...
არა რა ბოლოში მაინც გაჭედა ზენონმა რა უფფფფ.... იმედია ლილეს ლაპარაკს დააცდის თორე ჩემი ხელით გამოვუყვან წერას.

ყველაფერს თავის დრო აქვს, მაგრამ არამგონია დიდიხანი მოგიწიოს ლოდინი ^^
დიდი მალდობაა, ყოველთვის ჩემი საყვარელია დგილები მოგწონს :დდ
--------------------
-K

 


№6 სტუმარი igcfgsz

odis dadeb sxal tavs

 


№7  offline წევრი KATIE ♥12

igcfgsz
odis dadeb sxal tavs

ხვალ ალბათ^^
--------------------
-K

 


№8 სტუმარი მაკკკკკ

დადე რა მალეეეეე

 


№9  offline წევრი KATIE ♥12

მაკკკკკ
დადე რა მალეეეეე

უკვე დავდე^^
--------------------
-K

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent