შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [11]


3-08-2018, 14:07
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 059

ლილე ზენონის ხმაზე დაშინდა, სკამიდან წამოხტა და უკან დაიხია. მისი ყვირილი იმდენად მოულოდნელი იყო, გული გამალებით უცემდა. დასაწყნარებლად ხელი მკერდზე მიიჭირა, დაშინებული თვალები კი ბიჭს მიაბჯინა, რომელიც იგინებოდა, მაგიდას მუშტებს ურტყამდა და სახე სულ აწითლებოდა. თვალები სულ ჩაშავებული ჰქონნდა, ყელზე და შუბლზე დაბერილი ძარღვები ეტყობოდა. ზენონი ახლა ნამდვილად ჰგავდა გაცოფებულ მაფიის ლიდერს.
-რა იდიოტი ვარ, რატომ მეგონა რომ ბედმა გამიღიმა და შენი თავი მაჩუქა- ზენონი ყვირილის განაგრძობდა, - თურმე ყველაფერი იმ ახვ.არის ჩანაფიქრი იყო! შენ მოგაგზავნა. ტყუილებით თავბრუ დამახვიე, ვითომ და საყვარელის როლი ითამაშე და სინამდვილეში მისი ძუკნა იყავი? ღამე მასთან კოტრიალობდი და გეგმებს აწყობდით როგორ წაგერთმიათ ჩემთვის ტიტული?! ნეტა რითი მოგქრთამა? ფულით? მასზე მეტი მაქ, მოდი ახლა დამიჩოქე და პატიება მთხოვე. იქნებ მასზე გულუხვი აღმოვჩნდე და გაპატიო კიდევაც!
ლილე მის სიტყვებს აღარც კი უსმენდა. ეგონა უკვე ყველაფერი ჰქოდნათ გარკვეული. ერთმანეთს ასე თუ ისე ენდობოდნენ და შეეძლოთ ურთიერთობა თავიდან აეწყოთ. შეეძლო ზენონთან რამე შეექმნა... მას ამის იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა ბიჭი ისეთი სიტყვებით ამკობდა, რომ ყველა აქამდე შექმნილი წარმოდგენა თავიდან გაუქრა. აი თურმე რას ფიქრობდა ზენონი მასზე.
მაგიდიდად წყლის ბოთლა აიღო ლილემ და ზენონს სახეში შეასხა.
-შენ...- დაიკივლა გოგონამ ხმის კანკალით- როგორ მიბედავ?! ყოველთვის გულწფელი ვიყავი შენთან, გიღებდი ისეთ ნაგავს როგორიც იყავი, ჩემი იდიოტური სურვილით გადაგარჩინე ორჯერ და...შენ არ იყავი, რომ მითხარი ბაბუაჩემის მსგავსი არ ვიქნებიო? სად არის ეგ მამაკაცი რომელმაც მითრხა გულს არ გატკენო?
-გაქრა ეგ სულელი ლაჩარი რადგან მას შენ ატყუებდი!- ბიჭმა დაიღრიალა, წყლის შესხმამ უარესად გააცოფა და ლილესკენ გაიწია.
დემეტრე გადაეფარა და გოგონას დაცვა სცადა. იცოდა, ზენონი მალე გონს მოეგებოდა და ინანებდა თავის საქციელს. იმასაც კარგად აანალიზებდა, რომ მაფიოზს გონება დახშული ჰქონდა და მის წინ ახლა ლილე კი არა, სულ სხვა გამოგონილი ადამიანი იდგა, რომელიც ზენონის აზრით ანდრიას მოგზავნილი იყო.
-არ გატყუებდი! ანდრეა თვითონ შემხვდა გზაში, მიმახვედრა რაღაც რომ გჭირდა და მაშინათვე შენთან გამოვიქეცი. რატომ ხდება ისე, რომ მე რისკის ქვეშ ვიგდებ ჩემ ცხოვრებას შენთვის, შენ კი პატარა გამოგონილ შეცდომაზე უკვე მზად ხარ ხელი ასწიო?!
-შენნაირი კახპები სწორედ მაგას იმსახურებენ- ზენონი თმებს იწეწავდა, სულ ცოტა აკლდა და საბოლოოდ დაკარგავდა კონტროლს.- გგონია მაგ გამოგონილ ზღაპარს დავიჯერებ?
- შეწყვიტე ჩემი დამცირება და მიხვდი, რომ სიმართლეს გეუბნები ზენონ! რატომ არ შეიძლება ყოველ წამს არ ვიჩხუბოთ? ერთმანეთს მოვუსმინოთ და საბოლოოდ წერტილი დავუსვათ ყველაფერს.- ლილე უკვე ფარხმალდაკრეფილი ესაუბრებოდა.
-იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს მალავ! აქამდე თავს არ გაბეზრებდი, არ გაძალებდი ყველაფერი მოგეყოლა. მეგონა მალე მიზეზს მეტყოდი და მგონი ეს დროც დადგა არაა?- მისი ხმა კვლავ არ იცვლებოდა.
-ამ გაუთავებელი ჩხუბების გამო ვმალავ. ბოლომდე ვერ გენდობი და ვიცი რომ საკმაოდ ახლოს არ ვართ მათ მოსაყოლად... შენი გაცურება რომ მდომებოდა ურო ჭკვიანურად მოვიქცეოდი, ეჭვებსაც არ გაგიჩენდი. მე კი არასდროს არ ვმალავდი იმას რაც ნორმალურ საზოგადოების წევრს არ უნდა ცოდნოდა. დარწმუნებული ვარ ჩემზე ინფორმცია მოიძიე და თვითონაც იცოდი რაღაც ძაფები ერთმანეთს რომ არ ხვდებოდა. თვითონ არ დახუჭე მათზე თვალი?
-მეგონა სხვანაირი იყავი... იმედები გამიცრუე ვირთხა- ზენონმა კბილებიდან ხმადაბლა გამოსცრა. ლილეს არცერთ სიტყვას არ მოუსმინა და ზურგი აქცია- წადი.
-ზენონ- გოგონამ ხმას უფრო აუწია მაგრამ ბოლოში ნერვიულობისგან ჩაუწყდა,- სიმართლეს გეუბნები, შენთის არასდროს მიღალატია! შენ ძმას...
-მას ნუ ახსენებ!- ისევ დაიღრიალა და შემდეგ შედარებით ხმადაბლა უთხრა-წადი სანამ ხელით შეგეხე.
ამ სიტყვებმა ლილეს საბოლოოდ გაუჩერა გულის სწრაფი ცემა. ისე საშინლად დაეჭიმა მთელი ორგანიზმი, რომ ფეხის გადადგმაც კი ვერ შეძლო პირველ ჯერზე. შემდეგ უჩუმრად წავიდა კარებისკენ. თვალებში ჩამდგარი ცრემლები თვითონ ამოშრნენ და გადაიფიქრეს უგულო კაცისთვის დაღვრა. ის ამას მაინც აღარ შეამჩნევდა.
-ზიი...-ლილემ თავდახრილმა ჩაიბუტბუტა მაგრამ ბოლოს სათქმელი შეცვალა, ძალები მოიკრიბა და ბიჭის ზურგს საბოლოოდ გახედა - იმედები გამიცრუე ვირთხა.- ზენონს ფრაზა უკან დაუბრუნა და იქიდან წავიდა.

-

ლილე ყველას არიდებდა თვალს და ავტობუსის გაჩერებაზე უსულოსავით იჯდა. ელოდა როდის მოვიდოდა მისი ნომერი, რომ ამდგარიყო ზანტი ნაბიჯებით, ადგილი დაეკავა და დაბრუნებულიყო სახლში სადაც ალბათ თიკო გალანძაღავდა; მასთან ერთად იტირებდა, სულელს უწოდებდა და წყევლით ამოწყვიტავდა ზენონს. შემდეგ ყველაფერს დაივიწყებდნენ, თიკო ისევ უნივერსიტეტში გააგრძელებდა სიარულს, ლილე კაფეში მუშაობას, უცნაური ნახატების ხატვას. ყველა სანტავიკს გადააგდება რაც კი გააჩნდა და დაივიწყებდა უგულო დემონს, რომელიც ჩვეულებრივი მატყუარა აღმოჩნდა, რომელმაც ნაკბილაური დაუტოვა კანზე და თორნიკეს შემდეგ მეორე ადამიანი გახდა ვინც შეძლო და ფესვები გაიდგა მის გულში.
ავტობუსში ასვლისას ფანჯარასთან დაიკავა სულ ბოლო ადგილი. ფეხები სკამზე დადო და მუცელთან მიიტანა, ხელები გარედან შემოხვია. თავი მუხლებში ჩარგო და ტუჩზე იკბინა. არ უნდოდა ეტირა იმისთვის, რომელმაც მისი მოსმენაც არ მოინდომა, საშინელი სახელები ეძახა, ორჯერ დააბრალა ბო.ობა და გაუგებრობის გამო ასეთ დღეში ჩააგდო. ლილე ჭკვიანი და გამგები იყო, შეეძლო ახლა ეფიქრა რომ ზენონი უბრალოდ ცხელ გულზე იძახდა ყველაფერს, მალე გონს მოეგებოდა და მასთან ბოდიშებით დაბრუნდებოდა, მაგრამ ნუთუ ღირდა ასე ფიქრი და ლოდინი, მაშინ როდესაც დარწმუნებული არ იყო ასეთი ისტერიკები კიდევ რამდენეჯერ განმეორდებოდა მათ ურთიეთობაში?
ზენონი ხელის შეხებით დაემუქრა... ლილეს არასდროს ჰქონია დედასთან კარგი დამოკიდებულება, არც უსწავლია მისგან რაიმე, რადგან ქალი მას საერთოდ არ ზრდიდა. ერთხელ კი გააფრთხილა თავისი ცივი თვალებით დედამ, თუ კაცი მასზე ხელს ერთხელ ასწევდა მისგან უნდა წამოსულიყო, ის ამის მეორედ გამკეთებელიც იქნებოდა.
-გისმენთ- ლილემ სუსტი ხმით უპასუხა აწკრიალებულ ტელეფონს და თავი ზევით ასწია.
-მოკვდა და ახლა დასტირიხარ?- ანდრეას ხმა გაისმა და გოგონა ცოტა გამოფხიზლდა.
-ჯობდა მომკ...- ლილემ სიტყვა შუაში გაწყვიტა და გონს მოეგო. -არა...მაგის თქმა არ მინდოდა...
-არაუშავს, თქმით არაფერი დაშავდება- მაფიოზს უბრალოდ სიკვდილის სურვილით ვერ გააკვირვებდი.
-არა...მე ჩემ თავს პირობა მივეცი რომ არავის შევიძულებდი, არ ვუსურვებდი სიკვდილს, არც კი ვახსენები ამ სიტყვას სხვასთან მიმართებაში- ლილე ისევ სუსტად ესაუბრებოდა.
-ეგ სიტყვები იმ ადამიანის არის რომელსაც ბევრი სიკვდილი და ტანჯვა აქვს ნანახი, ამიტომ სხვისთვის იგივეს სურვებასაც კი ერიდება- ანდრეამ შეფასება გაუკეთა, გოგონას უცნაურობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა და თავის კითხვას დაუბრუნდა- ახლა კი მითხარი, ჩემი პატარა ძამიკო როგორ არის?
-მშვენივრად...- ლილე ბიჭის სახელის ხსენებამ უფრო დაამწუხრა.
-მაშინ რატომ გაქ ისეთი ხმა თითქოს სადაცაა იტირებ?
-არ ვიტირებ- ლილემ დაიბლუყუნა და ცრემლები მაინც გადმოსცვივდა. ავტობუსში მჯდომებმა მას უცნაურად შეხედეს და მიშტერებაც არ მოერიდათ.
-მოდი გამოვიცნობ თქვენს შორის რაღაც მოხდა და გაწყენინა?
-მითხრა... წადი სანამ ხელით შეგეხეო- გოგონამ სლუკუნით წარმოთქვა და თავი ვეღარ შეიკავა. თიკომდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო, ის კი სადაცაა ნერვიულობისგან გასკდებოდა.
-...- ყურმილში დიდხანს იყო სიჩუმე, შემდეგ მძიმე სუნთქვის ხმა გაისმა და ანდრეაც ალაპარაკდა- კარგად ხარ?
-კი...წამოვედი...
-სად ხარ?
-სახლში მივდივარ...- გოგონამ უთხრა და ცრემლები მოიწმინდა.
-დაცული ხარ?
-კი...- გაკვირვება გაერია ხმაში.
-ზენონი თუ ძალიან გაბრაზებული იყო და ეგ გითხრა...- ანდრეამ თავისი მოსაზრების გაზიარება დაიწყო მაგრამ ლილემ გააწყვეტინა.
-უბრალოდ დამემუქრა...თორე...არა ანდრეა, ზი არაფერს დამიშავებს...-ამაში თვითონაც არ იყო დარწმუნებული მაგრამ ხელს ზენონის კოცნის ადგილას ისვამდა და მის სითბოს იხსენებდა.
-ზი?- ანდრეას ხმა მოულოდნელობისგან შეიცვალა, შემდეგ გაიცინა და სიტყვა შეცვალა- მართალი ხარ. ზენონი არაფერს დაგიშავებს. მშვიდობიანად დაბრუნდი სახლში.

-

-გაიგე როგორ არის?- კაცმა იკითხა და შავი თვალები უფროს ვაჟს მიანათა.
-კარგად არის, როგორც ჩანს გადარჩა- ანდრეამ ჩვეული ღიმილით უპასუხა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
მამამ ალმაცერად ახედა შვილს, იცოდა რაღაცას რომ უმალავდა და ამის გარკვევა არ გაუჭირდებოდა. არც ის გამოპარვია ბიჭის მიმიკები რომ უჩვეულოდ დაძაბული იყო და რაღაცაზე ღელავდა.
-იმ გოგოზე რა გაარკვიე?
-შევხვდი...- ანდრეამ ხმადაბლა წარმოთქვა და ყოფილ ლიდერს თვალი აარიდა- თვითონ ამტკიცებს უბრალოდ ზენონი ჩემით გატაცებულია, სერიოზული არაფერიაო.
-არაფერი?- კაცმა ინტერესით ასწია ხმის ტონი.
ანდრეამ მხოლოდ ახლა შეხედა მამას და დუმილი შეინარჩუნა.
-ზენონი ზედმეტად სერიოზული ჩანდა, ჩემი სიტყვები მუქარადაც მიიღო.
-მას არავინ მოსწონებია, ყვარებაზე კი საერთოდ ლაპარაკიც არაა. მეგობრები საერთოდ არ ჰყავს, არავინ დალაპარაკებია ადამიანურად. ასეთ ფონზე პატარა ინტერესიც გაზვიადებულად ეჩვენება.- ვაჟმა თავისი აზრი წარმოთქვა და ხელები მაგიდაზე დააწყო.
-ზენონი პატარა ბიჭი არ არის. მისნაირი გამოუცდელი უფრო სერიოზულად უდგება გრძნობებს, ამიტომ მისი ნაბიჯები აწონდაწონილია.- კაცმა თვალები დაქაჩა,- ახლა კი პირდაპირ მითხარი რას ფიქრობ.
ანდრეამ იცოდა მამამისს ვერსად გაექცეოდა, ვერც მოატყუებდა, რადგან კაცი ზედმეტად დაკვირვებული იყო. პატარაობიდანვე ის ზრდიდა და მისი ყველა ჩვევა იცოდა. ანდრეას ძალიანაც არ სურდა მოეყოლა იმ უცნაურ გოგონაზე, რომელიც ზედმეტად საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. ერთი შეხედვით პატარა და მშიშარა, მაგრამ ახლოს მისვლისას შეეძლო თავი მოეჭამა. ასეთ ადამიანს ძალიან კარგად იცნობდა ყოფილი ლიდერი, ხშირად დაუხასიათებია თავისი საყვარელი ქალი მსგავსი თვისებებით...საყვარელი ქალი რომელიც მისი კანონიერი ცოლი არც კი იყო.
-როგორც გითხარი ჯერ მათ შორის არაფერი მომხდარა. ზედმეტად ძლიერი ხასიათების გოგოა, სანამ თავს იკავებს და ზენონს არ ენდობა ახლოს მისაშვებად, სანერვიულო არაფერი გვაქვს.
-მაგრამ?- კაცმა ჰკითხა ინტერესით.
-თუ მაინც შეძლო მისი თავბრუსდახვევა ჩემმა საყვარელმა ძამიკომ, გოგონა მას ალბათ არც არასდროს მოსცილდება- მწარედ გაიღიმა ანდრეამ.
-ძლიერი?- ყოფილმა ლიდერმა გაიმეორა და წამით ჩაფიქრდა. -როგორც ჩამს მისი მონახულება მე თვითონ დამჭირდება.
-მის პიროვნებას რაც შეეხება... საყოველთაო ბაზაზე არაფერია ისეთი.- ანდრეამ ხმადაბლა წარმოთქვა და კაცის ყურადღება მიიპყრო- მაფიოზების ჯგუფის ჩანაწერებში კი მისი სახელი ფიგურირებს...

-
დემეტრე მოშორებით იდგა კუთხეში და უყურებდა წყობილებიდან გამოსული ზენონი, როგორ ლეწავდა ყველაფერს ისედაც ცარიელ ოთახებში. ჭურჭელი სულ ნაწილ-ნაწილ ეყარა ძირს, კედელზე ჩამოკიდული ნახატები დიდი ხნის დახეული იყო, სკამები ფეხმოტეხილი. ზენონის ხელები დანაშაულის გამოსასყიდლად ნაკაწრებით ავსილიყო და იქიდან სისხლი სდიოდა. ალბათ ჭრილობაც გაუღიზიანდა.ტკივილი კი ერთდაერთი რამ იყო, რაც ბიჭს ოდნავ საღ გონებაზე ტოვებდა.
ბოლოს ემოციებისგან დაღლილი ზენონი იატაკზე დაჯდა, ხელები კალთაში ჩაიწყო და მათ მიაჩერდა. გაიხსენა, როგორ სცადა ლილესკენ დასარტყავად გაწევა და იატაკს მუშტი გაუქანა.
-მისთვის ტკივილის მიყენება მინდოდა- ზენონმა სასოწარკვეთილებით ჩაიბუტბუტა- მისი სახეც არ მახსოვს მაგ დროს, როგორ იყურებოდა? არაფერი მახსოვს...
დემეტრემ ხმა არ გასცა რადგან ლილეს ხსენება მასაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა,თავს დამნაშავებ გრძნობდა გოგონა აქ რომ დატოვა. ზენონის შეძულებაც უჭირდა ამ საქციელის გამო. იცოდა, ბიჭს ბავშვობიდანვე რომ არ შეეძლო თავის გაკონტროლება მომენტებში. დედის დაკარგვის შემდეგ ხშირად ჰქონდა მსგავსი სიბრაზის მომენტები, სადაც თვითონაც არ იცოდა რას იძახდა, აკეთებდა. დაწყნარებისას კი ვერც იხსენებდა მომხდარის უმეტეს ნაწილს.
-იმ ახ.რის საყვარელიც რომ არ ყოფილიყო, როგორ გავიფიქრე მასზე ხელის აწევა?
-ბატონო...მგონი ყველაფერი სწორად ვერ გაიგეთ- ნერვიულად დაისრისა დემეტრემ ხელები და ადგილი არ იცვალა- ლილე სიმართლეს ამბობდა.
-როდიდან დაიწყე მისი უბრალოდ სახელით მიმართვა?- ზენონმა ისევ აუწია ხმას და ჩაწითლებული თვალები ბიჭს მიანათა.
დემეტრე შეკრთა, მაგრამ მაინც გაბედა საუბრის გაგრძელება.
-ქალბატონმა ლილემ თქვენი პოვნის დროს საუბარში ახსენა, რომ ვიღაცა აშანტაჟებდა. მაშინათვე ვკითხე რომელიმე ჯგუფიდან იყო მასთან მისული თუ არა, მაგრამ კითხვაზე წამიყრუა...
-მისი მთავარი ჩვევა ეგაა, ყველა მნიშვნელოვან კითხვას აიგნორებს- ზენონმა ცინიკურად თქვა, მაგრამ მაინც ჩაფიქრდა.- გგონია ანდრეა იყო მასთან მისული?
-გამორიცხული არ არის, ყოფილმა ლიდერმა უკვე გაგაფრთხილათ, თქვენ მასთან ურთიერთობა მაინც გააგრძელეთ და შესაძლოა ანდრეა ახლა გოგონასთან მისულიყო.
-და მან უთხრა სად უნდა ვეპოვნე? თავისი თავი ჩაუშვა და დაამტკიცა ჩემი ადგილმდებარეობის ცოდნით, რომ ჩემი მოკვლა მას სურდა?
-მაგდენი არ ვიცი მაგრამ... გგონიათ ეს ყველაფერი თქვენი ძმის დაგეგმილია? ასე კარგად გეგმა არ წაუვიდოდა, ქალბატონ ლილეს თქვენ უფრო უკეთ იცნობთ. ის ზედმეტად გულწრფელი და პირდაპირია ტყუილისთვის.
ზენონმა მხოლოდ ახლა დაწყო მისი შეშინებული თვალების გახსენება, აკანკალებული ხელების მალვა, ანერვიულებული ხმა, ყავისფერი თვალების ციმციმი. ის ისეთი განადგურებული ჩანდა ბიჭის სიტყვებით, ისეთი იმედგაცრუებული...
მაფიოზმა ხელები სახეზე აიფარა და საშინელი ყვირილის ხმა ამოუშვა. არ იცოდა ეს უცნობი გრძნობა, როგორ მოეშორებინა გულიდან, როგორ გაექრო სინდისის ქენჯნა და დანაშაულის გრძნობა. მან ლილეს ყველა მიცემული პირობა დაურღვია, საშინელი სიტყვებით შეამკო, დაჩოქება უბრძანა, ბოლოს კი დაემუქრა. ანგელოზის გული მიწასთან გაასწორა... არადა როგორი დამჯერი იყო, როგორი ნდობით სავსე. მზად იყო ზენონთან რამე შეექმნა, მისი ტატუ ზურგზე აეტანა და მისი სიახლოვით დამტკბარიყო.
-ყველაფერი გავანადგურე...- ჩაიბუტბუტა.
თან რისთვის? რის გამო? მხოლოდ იმიტომ რომ ასე იყო გაზრდილი? მოთმინება საერთოდ არ შეეძლო, ყოველთვის ელოდა რომ ბოლოს საყვარელი ადამიანები მიატოვებდნენ და უღალატებდნენ. თუ დაუკვირდებოდა, კარგად გაიხსენებდა ყოველ შეხვედრაზე, როგორ ელოდა ლილესგან ცუდს. ბოლომდე არ ენდობოდა მის ანგელოზს და თავს მაგრად იჭერდა. მზადებაში იყო დარტყმა აეტანა და გოგონა მაინც არ გაეშვა ხელიდან. ეგონა ყველაფერს აიტანდა და აპატიებდა. საქმე საქმეზე რომ მივიდა, დედა გაიხსენა, რომელმაც პატარა გაზარდა. იმედები გაუჩინა მომავლის, მოლოდინებით აავსო და საყვარელი კაცის შვილი დაიცვა ტყვიისგან, თვითონ კი ზენონის თვალწინ მოკვდა. ამის შემდეგ, როგორ უნდა ჰქონოდა უცნობ გოგონაში რწმენა, როდესაც მის შესახებ ყოველ წამს ახალ რამეს იგებდა და მაინც ბევრი რამ დამალული ჰქონდა. როგორ უნდა ყოფილიყო წყნარად ანდრეას ხსენების დროს, როდესაც ეს ნა.ირალა მეორედ უპირებდა საყვარელი ადამიანის წართმევას.
-ბატონო, არა მგონია ყველაფერი ასე ცუდად იყოს...- დემეტრემ მასთან მიახლოვება სცადა და გვერდით დაუდგა- რაც მთავარია თქვენს გრძნობებში უნდა გაერკვეთ. ლილე კვლავ დამნაშავე გგონიათ?
-არ ვიცი- ბიჭმა თმებში შეიცურა ხელი- ახლა...მას არ ვენდობი... სანამ არ ვიცი ვინ არის სინამდვილეში და მაფიასთან აკავშირებს რამე თუ არა...
-ნუთუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია? როგორც ქალბატონმა ლილემ ახსენა, თქვენ დავიდანვე იცოდით მას განსხავვებული ოჯახური პირობები რომ ჰქონდა, მის საქციელზე და სიტყვებზე ეჭვებიც გაგაჩნდათ, მაგრამ მათ აქამდე არ აჰყოლილხართ და ბოლომდე გჯეროდათ ლილეს პიროვნების...ახლა რა შეიცვალა?
ზენონი დიდხანს დუმდა, ბოლოს დემეტრეს ახედა გაციებული თვალებით- მასში ანგელოზს ვეღარ ვხედავ.

-

-დიდი ხანი იგორავებ საწოლში და ჩემს გამომცხვარ მაფინებს არ გასინჯავ?- თიკომ პლედში დამალულ დაქალს უსაყვედურა და კიდეზე ჩამოჯდა.
ლილე უკვე ერთი კვირა სახლიდან არ გადიოდა. თიკოს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თორნიკესთან დაშორებას თავიდან გადიოდა და ფსიქოლოგიურად მზად არ იყო მტკივნეულად გაეტარებინა მომავალი თვე. დაქალი მოსვლის თანავე საშინლად ატირდა, სახლში არსებული ყველა ზენონის ნახატი დახია და ბუტბუტებდა შემაშინაო. ლილეს შეშინება საკმაოდ ადვილი იყო, ამიტომ ხშირად ისეთ ადამიანებთან არ იწყებდა კონტაქტს, რომელიც მის ასე დაშინებას შეძლებდა. ზენონთან მიმართებაში კი სულ ყველაფერი დაავიწყდა. ყველა იმ მომენტებში სადაც უნდა შეშინებულიყო, მაგრად იდგა და ბიჭს ზურგს უმაგრებდა. ახლა, რომ თავისი სისუსტე მას ანახა და ცოტა თავდაცვა შეასუსტა, მისი სიბრაზისგან დაბერილი ძარღვები დაინახა და მის გახსენებისას გული ახლაც კი არ უწყნარდებოდა.
-უნდა გიხაროდეს რომ ძლივს თავი დაგანება- თიკომ ამოიოხრა,- სულ ისეთ ნაგვებს ირჩევ პოტენციურ შეყვარებულად, რომლებიც ცუდად მოგექცევიან. მერე ზედმეტები რომ მოსდით გული გწყდება. არ შეიძლება ვინმე საყვარელი ბიჭი შეიყვარო?
-არ მიყვარს- ლილემ პლედიდან თავი ამოჰყო და უპასუხა.
-ვიცი რომ არ გიყვარს, ესე სწრაფად და ადვილად არავინ გიყვარდება. ჩემთან შესაჩევევად წლები დაგჭირდა.- თიკომ თავზე ხელი გადაუსვა- მაგრამ ისიც ვიცი რომ თუ ვინმემ შენს გულამდე პატარათი მაინც მიაღწია და თავი დაგამახსოვრა, მათ დავიწყებას ვეღარ შეძლებ.
-ძალიან მიეჩვიე მას და ვერ ვხვდები რატომ- დაქალი საუბარს აგრძელებდა, რადგან ლილე პასუხის გაცემას აგვიანებდა.- იქნებ თორნიკეს შემდეგ თავს მარტოდ გრძნობდი? ვინმეს სიახლოვე მოგინდა და ისიც რომ დაინახე ინტერესი გაგიჩნდა.
-არა, პირველად რომ დავინახე...უბრალოდ დახმარება და გამოლაპარაკება მინდოდა. არც კი გამივლია თავში მისი მეორედ ნახვის სურვილი... შემდეგ შეხვედრებზე საშინლად უზრდელი, უხეში და თავმოყვარე იყო. ყველაფერზე ნერვებს მიშლიდა...
-ისევ იმ კითხვას დავუბრუნდეთ მაშინ, რატომ დაიწყე მისი მოწონება?
-იმიტომ, რომ...-ლილე ისევ გაჩუმდა და პასუხი ვერ ჩამოაყალიბა,- ის ზენონია და სხვა არა... მასში თავიდან ყველაფერი მაღიზიანებდა, მაგრამ ნელ-ნელა კარგის შემჩნევა დავიწყე. ის ყოველთვის ჩემს მხარეს იყო, თორნიკესთან დამიცვა, ჩემი გრძნობები, რამდენად სულელურადაც არ უნდა მოჩვენებოდა, მაინც იღებდა და მოთმინებით მიდგებოდა. სულელი მაფიოზი ჩემს ყვავილებიან სანტავიკს იკეთებდა და ისე დადიოდა... ეს თვისებები სხვას რომ ჰქონოდა, ვინც უფრო შესაფერისი იქნებოდა, ნაზი და უფრო მეტად გამგებიანი, არამგონია მისით დავინტერესებულიყავი. ალბათ, გზაში ათჯერ ჩავუვლიდი გვერდს და ყურადღებასაც არ მივაქცევდი. ზენონს კი... პირველი შეხვედრიდან მივუახლოვდი, პირველი ნაბიჯი გადავდგი გაუაზრებლად მისკენ.
-შენ კი პირველ ნაბიჯს არასდროს დგამ- თიკო ჩაფიქრდა, - ჩვენს მეგობრობაში სულ მე ვიყავი ინიციატორი, თორნიკესთანაც იგივე ხდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ის გიყვარდა, თორნიკემ გადადგა პირველი ნაბიჯი თქვენი ურთიერთობისკენ და ამის გაკეთებას ბოლომდე აგრძელებდა.
-ისე მგონია, დედაჩემისგან რაც გამოვიქეცი, იმის შემდეგ ჩემით არაფერი წამომიწყია და გამიკეთებია... ზენონი დამყოლი სრულიად არ არის, მაგრამ ჩემს სურვილებს ითვალისწინებს და ზოგჯერ ნაბიჯს უკან დგამს რომ მე წინ გამიშვას...
-მაშინ თუ ის ასეთი კარგია,- თიკომ უკვე იმედი დაკარგა ლილეს გადარწმუნების, ამიტომ მისი დაწყნარება სხვანაირად სცადა,- უნდა იცოდე, რომ იმ დღეს უბრალოდ ნერვებზე იყო და მისთვის საკმაოდ ძირფასი ხარ რახან მაფოზური სიგიჟით იქვე არ მოგკლა და გითხრა წასულიყავი.
-ვიცი... მაგრამ ცუდია, რომ მაინც თავს საშინლად ვგრძნობ და მის პატიებაზე ფიქრიც არ მინდა?
-არა! შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი დავაჩოქებდი, ასჯერ მოვთხოვდი ბოდიშებს, მეორედ აღარც შევხედავდი და აქეთ ვცემდი. შემდეგ ცოტას დავწყანრდებოდი და დრო რომ გავიდოდა, ვაპატიებდი.- თიკომ თვალები დააბრიალა გეგონება ბიჭი იქ იყო და აშინებდა- ლილე, კარგი ადამიანიც რომ იყოს, მან შეცდომა დაუშვა და ჯერ პატიებაც კი არ უთხოვია. არ ხარ ვალდებული ახლა საწოლში იწვე მოწყენილი და თავს ლანძღავდე იმის გამო, რომ ზენონის შეგეშინდა.
-მართალი ხარ- ლილე წამოჯდა საწოლიდან და დაქალს შეხედა.- მორჩა, გამოვიტირე, გამოვიძინე და ვილაპარაკეთ. თავს უკეთ ვგძნობ... ახლა მასზე აღარ ვიფიქრებ, როდესაც მოვა და თუ მოვა, მაშინ გავარკვევთ ყველაფერს საბოლოოდ... შენს მაფინებზე რას ამბობდი?
თიკოც მაშინათვე წამოხტა გახარებული, ლილეს თავისი ბანანების მაფინები მიუტანა და თავს ძლივს გრძნობდა დაწყნარებულად. კიდევ კარგი ლილესთან საუბარი ჭრიდა და გოგონა ზედმეტად ზრუნავდა თიკოს ხასიათზე. მარტო რომ ყოფილიყო ალბათ, მთელი თვე საწოლიდან არც ადგებოდა, მაგრამ ახლა დაქალს გულს ხომ არ გაუტეხდა.
საღამომდე მოილხინეს, გასეირნებაც კი შეძლეს, თიკოს უნივერსიტეტის ამბები გაარჩიეს და აუტანელი ლექტორიც გალანძღეს.
ძილის წინ ლილემ მობილუზრე უცხო ნომრის ნარეკი ნახა და გადარეკა, რადგან ნომერი სხვა ქვეყნის კოდით იწყებოდა.
-მამაშენი გეძებს,- ქალის ხმა მაშინათვე გაისმა ყურმილში - როგორც ჩანს ჩემიდან რომ გაიქეცი, მასთან არ დაბრუნებულხარ.
ლილემ ტელეფონი მოიშორა ყურიდან და ეკრანს დახედა. სასირცხვილო იყო, მაგრამ დრო დასჭირდა იმის გასააზრებლად თუ გაეგო ვისი იყო ეს ხმა. შემდეგ უსიამოვო ჟრუანტელმა დაუარა ტანში და ზარის დამთავრება გადაწყვიტა.
-ჯობია არ გათიშო და მომისმინო- ქალის ხმა კვლავ გაისმა და ლილემ მოძრაობა შეაჩერა- ძალიან გაბრაზებული ჩანს. გამომლანძღა და მითხრა, თუ ვერ გიპოვიდა, მომაკითხავდა და თავისი ხელით მომკლავდა. მაგ კაციდან ამის გაგება კი საკმაოდ დიდი საოცრებაა. ნეტა როდის მოასწრო შენი შეყვარება, მასთან დროს საერთოდ არ ატარებდი.
-მას ვძულვარ...- ვერ დამალა ლილემ თავისი ემოციები- რაც დრო მაქვს მის სახლში გატარებული...სახეშიც კი არ მიყურებდა.
-ოჰ, ლილე, საყვარელო, თავის მოტყუება არ გინდა- ქალმა გაიცინა, - ძალიან დაკვირვებული იყავი პატარაობიდანვე, ხალხის გრძნობებით მუდამ გატაცებული, და შენი დიდი ყავისფერითვალებით ყველაფერს ამჩნევდი. იმდენად გინდოდა ვინმესგან სითბო მიგეღო, მათ საქციელებს აანალიზებდი და იმის მიხედვთ იგებდი მათთან ხმის ამოღებდა ჯობდა თუ არა. მამაშენთანაც გექნება მსგავსი რამ შემჩნეული; ნანახი, რომ მისთვის სულერთი არ ხარ, მაგრამ ამის აღიარება არ გინდა.
-არ მინდა, რადგან ამეებს მე ჩუმად არ უნდა ვხვდებოდე- ლილემ ხმას აუწია- ჩემე მშობლები ხართ და თვითონ უნდა გამოხატავდეთ თქვენს გრძნობებს. ოთახში არ უნდა მკეტავდეთ, სხვის შვილებს ეფერებოდეთ და საღამოს როცა უკვე მძინავს, შემოდიოდეთ ოთახში და მიყურებდეთ...
-მართალია, მაგრამ რას ვიზამთ. შენი გაჩენა შეცდომა იყო...- მის ხმაში არანაირი სინანული არ იგრძნობოდა წარმოთქმული სიტყვების გამო.
-მაგიტომ წამოვედი ორივესგან შორს...თავს მაინც რატო არ მანებებთ...- ლილე საწოლიდან წამოდგა და ოთახში სიარულს მოჰვა.
-რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ერთადერთი შვილი ხარ- ქალის ხმის ტონი არ შეცვლილა, ისევ ისეთი ცივი და უგულო იყო.
ლილემ ტელეფონი სულ გათიშა და საწოლზე მოისროლა. ყველაფერი ერთმანეთს ემატებოდა. ზენონი არ იკმარა მისმა ცხოვრებამ და თავისი არეული ოჯახიც დაამატა ზევიდან. აგერ დედამისმაც დაურეკა, კვლავ გულის სატკენი სიტყვები უთხრა და გააფრთხილა მამამისის შესახებ. საერთოდ მის ოჯახში ყველა ასეთი იყო. მთელი ცხოვრება შეეძლოთ დაეიგნორირებინათ ერთმანეთის არსებობა, მაგრამ როდესაც პატარა საფთხე ჩნდებოდა ერთი მხრიდან, დანარჩენები სხვებს აგებინებდა.( როგორც ახლა დედამისმა მამამისის გამოჩენის საფრთხის შესახ შეატყობინა). ლილესთვის ეს პატარა ჟესტებიც ძვირფას მოგონებად იბეჭდებოდა მის გონებაში და ხშირად ამიტომ უჭირდა მათი გადაყვარება ან ცუდ ადამიანებად წარმოდგენა. რამდენად ცუდადაც არ უნდა მოქცეოდნენ გოგონას, ბოლოს რომ გაეღიმათ, ლილე აუცილებლად აპატიებდა. ეს საშინელი ჩვევა კი მის მეოცნებე თავს მიაწერა დიდი ხნის წინ, რადგან გულში ყველა კარგი ადამიანი ეგონა, რომლებსაც უბრალოდ დრო სჭირდებოდათ შესაცვლელად.
საწოლზე გაშხლართული დიდხანს იწვა, უკვე პირველი საათი სრულდებოდა, მაგრამ მაინც ვერ იძინებდა. როგორ არ დაწვა, გადატრიალდა, თავი ბალიშით დამალა, მაგრამ ძილი მაინც არ მოდიოდა. მზად იყო მეხუთეჯერ დაეთვალა ასამდე, როდესაც ფანჯარას რაღაცა მოხვდა. იგივე ხმაური , რომ განმეორდა ლილე ფეხზე წამოდგა და გარეთ გაიხედა. სრულიად გაოცებული დარჩა დაბლა მდგომი ანდრეა რომ დაინახა.
ლილემ თხელი ჟაკეტი მოიცვა და დაბლა ჩავიდა. ანდრეა ღიმილით დახვდა და დაუფარავად შეათვალიერა გოგონა.
-აქ რას აკეთებ?- ლილე შეიშმუშნა და მოურიდებლად ჰკითხა.
-ჩვენი ტელეფონის საუბრის შემდეგ ადგილს ვეღარ ვპოულობდი, აქ კი მოვედი რომ დამენახა კვლავ ცოცხალი იყავი თუ არა, რადგან ჩემს საათის წინგამოშვებულ ზარებს არ პასუხობდი- ბიჭმა ემოციური ჟესტიკულაცია გააკეთა და ხელი გულზე მიიდო ვითომდა განცდების გამო.
ლილეს გათიშული ტელეფონი გაახსენდა და არაფერი აღარ უპასუხა ზარების შესახებ.
-საკმაოდ უადგილოა შენი ცინიზმი- ლილე მოხიბლული სულაც არ ჩანდა.
-რას ამბობ, შენზე ძალიან ვღელავდი- ბიჭმა უცნაურად შეხედა და ხელი ასწია ლილეს თმაზე რომ შეხებოდა, როგორც პირველი შეხვედრისას.
გოგონამ უკან დაიხია და ხელს მოერიდა, ანდრეას ალმაცერად ახედა და ამოიოხრა.
-მინდა ბოდიში მოგიხადო, რადგან ტელეფონზე საუბრისას ზედმეტად ვიყავი ემოციებს აყოლილი. შენთან გახსნას და დაახლოებას არც ვაპირებდი, ამიტომ მირჩევნია იმ საუბარს თუ დაივიწყებ და დისტანციას შეინარჩუნებ.
ანდრეასთვის არავის უთქვამს უარი ახლოს ყოფნაზე, მითუმეტეს გოგოებს, ამიტომ ლილეს სიტყვებმა სასიამოვნოდ გააკვირვა, თვალებში სინათლე ინტერესით აუთამაშა და ხელი უკან გამოსწია. გოგონა საბოლოოდ შეათვალიერა და თავის მთავარ სათქმელზე გადავიდა.
-ხვალ ალბათ ზენონი გესტუმრება, არ გაგიკვირდეს მეორე სკანდალი თუ მოგიწყო.
-რას გულისხმობ?- ლილემ დაბნეულად ახედა ზენონის ხსენებისას.
-ალბათ, მამა უკვე ესტუმრა მას და შენი სულ პატარა, პატარა საიდუმლოს შესახებ მოუყვა.- ანდრეა ღიმილს არ წყვეტდა, -იმედია ამჯერადაც ცოცხალი გადარჩებით ახალგაზრდა ქალბატონო.



№1  offline წევრი ნორმი

ვუუ,ძალიან მაგარია.ე
მთელი ემოციებით ვკითხულობდი.იმედი მაქვს მონდევნო თავს არ დააგვიანებ და მალე დადებ.ძალიან ძალიან მაგარი მოთხრობაა.დიდი იმედებით ველი შემდეგ თავს
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი KATIE ♥12

tako.izek
ვუუ,ძალიან მაგარია.ე
მთელი ემოციებით ვკითხულობდი.იმედი მაქვს მონდევნო თავს არ დააგვიანებ და მალე დადებ.ძალიან ძალიან მაგარი მოთხრობაა.დიდი იმედებით ველი შემდეგ თავს

დიდი მადლობა <3 მიხარია რომ კვლავ აგრძელებ კითხვას, ძაან მაგარი ხარ^^ ჯერ შენს გარდა ახალ თავს არავინ ითხოვს და მეც ცოტა დროს ვიხელთებ იდეების მოსაკრებად :დდდდ
--------------------
-K

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოჰოოოოო ოჰო ჰოოოოო......
ჩვენი ლილუშკები მაფიოზია?! ჰაჰააააა რა მაგარია :დ
ანდრეას რაც შეეხება იმედია მასაც არ შეუყვარდება ლილე თორე ეს სასიყვარულო სამკუთხედები მკლავს -_- საშინლად ბანალურია.....
იმედია ბოლო მომენტში ანდრეამ წინასწარ გააფრთხილა ლილე რომ ზენონისთვის ლილესვე ეთქვა თორემ რაც წინის წინა თავში ვაქე და ვადიდე ორმაგად გავლანძღავ..... აუუუუუ ახლა ზენონთან მივა მამამისი და ისედაც გაცოფებულ ზის საერთოდ გადაეკეტება ვაიმეეეეეეე...

როგორი კარგი და ემოციური თავი იყო რა..
ჩემი ზიიიიი როგორ გაბრაზდა... მაგრამ რა ქნას ვერავის ვერ ენდობა ისეთ გარემოშია... იმედია ლილე ბევრს არ აწვალებს და აპატიებს... როგორ განიცდიდა ჩემი ზიიიიი :( :( :(მიყვარს ეს კაცი და რავქნა.

ანუ შემდეგ თავში გავიგებთ ლილეს "მაფიოზობის" შესახებ?! აუუუ როგორ გამიხარდება ლილეც (წარსულის) მაფიოზი რო აღმოჩნდეს :დ
საინტერესოა მამამისი ვინაა ასეთი და რატომღა ეძებს თუ შვილადაც არ აღიარებს ლილეს?!!!!
მოკლედ რამხელა ინტრიგებია რა
თითქოს ეს თავი არ მეყოოო... კიდე მინდოდა ჩემი "ზი და ლილე" ♡♡

შემდეგ თავს როდის დადებ?! ეს თავი წესით გუშინ უნდა დაგედო. მთელი დღე ველოდებოდი :'(

ღმეეეეერთო ჩემოოოო მთელიიიი 3 სააათი... მთელიიიი 3 სააათი ვწვალობდი რომ კომენტარი დამეწერა... ასე არაფერზე მიწვალია.. დედა არ გავწამდიი... არაფრის დიდებით არ ემატებოდა... გადავედი ჭკუიდან.... უჰჰჰ...

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

დავიწყე კითხვა დათავი ვეღარ დავანებე სულმოუთქმენლად დავამთავრე 11 თავი გთხოვ დიდხანს არ გვალოდინო ახალი თავისთვის

 


№5  offline წევრი KATIE ♥12

ანი ანი,
ზუსტად 2 საათია რაც მე მაგ დღეში ვარ და კომენტარი ვერ დავამატე...
შენს ნერვებს გაუმარჯოს რომ ითმინე და მაინც დაწერე :დდ ზენონს ტყუილად კი არ ეძახის ლილე ქანდაკებას, მისი თვისებები ამ მაფიოზს ნამდვილას აქვს და შემდეგ თავში გამოაჩენს კიდევაც ^^
ცოტა მკითხველის არააქტიურობა მხდის პასიურს, მარა ხვალ ახალი თავი უეჭველი დაიდება <3

სტუმარი ნათია,
დიდი მადლობა, ახალი მკითხველის გამოჩენა ყოველთვის მიხარია, მითუმეტეს იმის რომელიც თავის არსებობას კომენტარებში ამჟღავნებს :დდ
--------------------
-K

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

იცით სანამ ბოლოში არ ჩავედი კომენტარზე ვერც ვფიქრობდი ახალ თავზე სულ მოუთქმელად გადავდიოდი,ალბათ სხებსაც ასე ემართებათ, ამან არ შეგაჩეროთ მთავარია წეროთ,თუ ერთი წაიკითხავს ის ათს გადასცემს, ისევე როგორც მე.❤

 


№7 სტუმარი კვდრხფგგფ

დადე მალეეე

 


№8  offline წევრი KATIE ♥12

კვდრხფგგფ
დადე მალეეე

დადებულია, უბრალოდ ადმინისტრაციის შემოწმებას ელის ^^
--------------------
-K

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent