სარკე (თავი I) +18
და თუ ამას გავუძლებ, ოდესმე ამის შესახებ დავწერ... ვთქვი ოდესღაც და, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხე. ვერ მოვახერხე, მელნად ვქცეულიყავი და სამუდამოდ შევსისხლხორცებოდი ქაღალდის ნაგლეჯებს. ... ნუ ჰო, ახლა უკვე მზად არ ვარ ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე (ან იქნებ მხოლოდ სენტიმენტებით, აბა ამის გარეშე ვის გაუგია რაიმე ამბის მოყოლა)... სარკესთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ლეგენდა, თუ გინდათ ისტორია დაარქვით, არსებობს. ჩვენ დედამიწას ორნი მოვევლინეთ, მეორე „მე“-სთან კი დაუსრულებელი ომი დაუსრულებელი საერთოდ არ ყოფილა, როგორც ქართველები ვიტყოდით, ბოროტსა სძლია კეთილმან და დამარცხებული ბოროტება სარკეში სამუდამოდ გამოუკეტავს. ეს ისტორია ღრმა ბავშვობაში მოვისმინე ჩემი არც თუ ისე სასიამოვნო შესახადეობის, ან არც თუ ისე კეთილი გარეგნობის მქონე რიგითი ნათესავისგან, და მას შემდეგ რამდენი სარკეს მივუახლოვდები, წარმომიდგება თუ როგორ მიყურებს მეორე „მე“.. ალბათ ისეთი თვალებით, ცილდაწამებული ადამიანი რომ შემოგხედავს, თვალს თვალში გაგიყრის და უსიტყვოდ გეტყვის : „დედას გიტირებ“. ამიტომ სარკესთან გავლისას შიში ამიტანდა ხოლმე, ვცდილობდი ისე გამევლო, რომ მაქსიმალურად შემეზღუდა ჩემი გამოსახულების სარკეში არეკვლის ალბათობა და თანდათან ოთახიდან სარკეები გავაქრე...სახლიდანაც. დროდადრო კი ისიც გავაანალიზე რომ ეს შიში არა გაპრიალებული ზედაპირისა და ოპტიკური ილუზიის მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართ მქონდა. იმ „მე“-ს მიმართ, რომელიც მეგონა (ან იქნებ ასეც იყო), რომ სარკის მიღმა ამოვკეტე და გასაღები სადღაც შორს მოვისროლე. *** დილით, როდესაც ქუჩის კუთხეში მდებარე პატარა კაფეში ყავას ვსვამდი, პირველად მოვახერხე საკუთარი თავისათვის თვალების გასწორება. საზიზღარი ქიმიკატებით გაძეძგილი სითხე, წყალს რომ ეძახიან, ისე სუფთად მირეკლავდა, პირველ ორ ცდაზე ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე და საუზმობაც კი გადავიფიქრე. ბოლოს კი ვთქვი : „ამის დედაც...“, ჭიქა მოვიყუდე და ერთი, ორი, სამი... რამდენიმე ყლუპი შეუჩერებლად გადავუშვი ორგანიზმში ისე, რომ საკუთარი თვალებისათვის მზერა წამითაც კი არ მომიშორებია. რამდენიმე წამიანი თვითდაძალება მხოლოდ იმით დასრულდა, რომ შეშინებულს ყავა საკუთარ მუხლებზედ გადმომიფრქვევია. - დახმარება ხომ არ გჭირდებათ, ელისაბედ?- მოულოდნელად თავს დამადგა კაფის მეპატრონე, ანდრეი. - არა... კარგად ვარ. - თუ რაიმე დაგჭირდეს იცი როგორც გამაგონო.- გაიღიმა და, სავარაუდოდ, კვლავ ის შემახსენა, როდესაც ბავშვობაში ფანჯარაში ქვებს ვსროდი. ანტონის ოჯახი პეტერბურგიდან ჩვიდმეტი წლის წინ ჩამოვიდა, მაშინ ხუთი წლის ვიყავი, ის კი- თხუთმეტის. როდესაც გარშემო ყველა გოგო მას დასდევდა, ვფიქრობდი, რომ კარგი ადამიანი იყო და ყველას მასთან მეგობრობა უნდოდა. მე კი ხან ქვას შევუგდებდი ოთახში, ხან ძაფის გორგალს და ათას ნივთს, რასაც მარტივად მივაწვდენდი ჩემი ოთახიდან მისაში. უი, ჩვენი სახლები ხომ ერთმანეთის პირისპირ დგას. - სად მიდიხარ?- მკითხა ანტონმა. - სამსახურში. დღეს დავიწყე მუშაობა.-ო, სულ დამავიწყდა, შენი მეუღლე შემხვდა გუშინ, გილოცავთ შერიგებას. პასუხად კი ყველაფერს მოველოდი ანტონის უხერხული ჩასუნთქვისა და სიტყვებისა: - წარმატებები ახალ სამსახურში, ელისაბედ! რადგან არც მანქანის ტარება ვიცი და არც მძღოლის დაქირავების საშუალება მაქვს, სამსახურამდე ზუსტად საათნახევარი მივდიოდი ავტობუსით. ვჩქარობდი, რადგან ვაგვიანებდი, ზუსტად ნახევარ წუთში ავირბინე ოცდახუთი სართული, რადგან ლიფტი აგვიანებდა და შეშლილი ადამიანის სახით წარვუდექი ახალ ბოსს. ჩემს სახეს არასდროს დავკვირვებივარ, ყოველთვის გაკვრით თუ შევათვალიერებდი სახლს გარეთ, სარკეების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად არასდროს გამიკეთებია მაკიაჟი დამოუკიდებლად, არც სადღესასწაულო ვარცხნილობა, არც საათობით ვმდგარვარ სარკის წინ და არც ტანსაცმლის მაღაზიებში არ ვმდგარვარ დილემის წინაშე, გაშლილი ქვედაბოლო უფრო მიხდება, თუ- ვიწრო. ჩემს საშინლად გამხდარ ფეხებს კი ალბათ- არცერთი. შესაბამისად, არც ახლა მჯერა, რომ დღეს ახალ უფროსთამ ჩემი საუკეთესო ვიზუალით წარსვდექი და, სავარაუდოდ, ჩემი აწითლბული სახე და გახშირებული სუნთქვა კიდევ უფრო ამცირებს ჩემი თანამდებობაზე საბოლოოდ აყვანის შანსს. არადა არც თუ ისე ცუდი ბუღალტერი მგონია თავი. ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტში ყოველთვის უმაღლესი შეფასებები მქონდა. - დაბრძანდით, ელისაბედ!- თბილად, თავაზიანად გამიღიმა და სკამი გამიმზადა. - გმადლობ.. იცით, ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ და არ ვიცი რა ვთქვა. - შენ არაფერი, ან შეიძლებოდა გამარჯობა გეთქვა.. - გამარჯობა..- ვფიქრობ, ცოტა სულელი ვარ. ალბათ მწვანე თვალებმა დამაბნი.... მოკეტე, ელისაბედ! ხომ ხედავ, ძლივს იკავებს თავს სიცილისგან. - როგორც უკვე იცი, მე თომა ვარ. ჩვენი კომპანია წლებია თავის ავტორიტეტს არ კარგავს, ამიტომ აქ თანამშრომლები ან კარგად მუშაობენ, ან ცუდად. შენზე რეკომენდაცია საკმაოდ სანდო ადამიანმა მომცა, თორემ შენი ფეხიც კი არ იქნებოდა ასეთ ადგილას.- წინადადება ისე დაასრულა, რომ სახიდან ღიმილი არც კი მოშორებია. ზემოდან მიყურებს, აბა რას ველი, წინ საფრთხობელა უზის. - გასაგებია. - ბევრი დრო არ მაქვს, მშვენიერო. დეტალებს ლენა გაგაცნობს, ჩემი ასისტენტი. ახლა კი, წარმატებები. ოთახიდან ლენამ ჩემი კაბინეტისკენ მიმაცილა, მანაც ყალბი ღიმილი გადაიკრა სახეზე და ბედნიერი გამომეტყველებით პირში მუქარად მომახალა: - მის ლოგინშ ჩაგდებაზე არც იფიქრო, ხუთი წელია ამას ვცდილობ და ახლა ყველა ახლოს ვარ მის პენისთან. ვინც ხელი შემიშალა, ყველა გარეთ დარჩა. თუ ამაზე შევთანხმდებით, მოგაწოვინებ ხოლმე. მსგავსი ფიქრი აზრად არც გამივლია, ამიტომ პასუხიც ვერ მოვიფიქრე. ლენას ჩემთვის არც არაფერი აუხსნია ისე დამტოვა მარტო ოთახში. მხრები ავიჩეჩე და თეთრ მაგიდას მივუჯექი. თუმცა, ყველაფერი თეთრი იყო გარშემო. სამუშაო სივრცე უკვე მომზადებული დამხვდა, კომპიუტერი ჩართული, გვერდით ტელეფონი, ფურცლების დასტა, ცხელი ყავა და სარკე. თვალში მომხვდა, რომ მართლაც მშვენიერი ვიყავი, მაგრამ მას უმალვე ხელი ვკარი. სარკე მაგიდიდან გადავრდა და ათას ნაწილად გაყოფილი აქეთ-იქით მიმოიფანტა. ოთახში შემოსვლიდან ერთი წუთიც კი არ იყო გასული, როდესაც ტელეფონმა დარეკა: - თომა ვარ, სასწრაფოდ შემოდი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.