მიღმა (პროლოგი+თავი 1)
პროლოგი - ამ თვეში ხუთი ათასზე მეტი გაიყიდა, - თქვა გოგამ და მის წინ მჯდომ კაფანდარა გოგონას, ქერა თმაზე ქუდი რომ ჩამოეფხატა, მოკეცილი კონვერტი დაუდო მაგიდაზე. გოგონა არ განძრეულა, მორცხვად ჩახარა თავი და აწითლებული ლოყები დამალა. გოგას გაეღიმა, ხვდებოდა, რასაც გრძნობდა ეკა. რა თქმა უნდა, მის მსგავსად წარმატებული არ ყოფილა ამ საქმეში, თუმცა ახალგაზრდობაში მაინც შეძლო იმდენი, რომ წლების შემდგომ კვლავ ყოფილიყო მისი წიგნები მაღაზიების დახლებზე. - მადლობა, - თქვა ეკამ და თავი ასწია. ლოყებზე სიმორცხვის კვალი გადასვლოდა, თუმცა შუქზე აბრჭყვიალებულ თვალებში სიხარულის ნაპერწკალი კვლავაც კიაფობდა. - მადლობას მე რატომ მიხდი? - გაკვირვებული სახით ჰკითხა გოგამ და კონვერტი უფრო წინ მისწია. - ჩემი წიგნი რომ დაბეჭდეთ, ნახევარი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს, - თქვა გოგომ და ხელი მარცხენა მხარეს გაიქნია, სადაც ბესტსელერების თაროზე მისი „დემონის ამბორის“ რამდენიმე ეგზემპლარი ეწყო. - მადლობა შენ, ჩვენთან რომ მოხვედი, - კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა გოგამ და კონვერტი მაგიდის კიდემდე გააცურა, - აიღე. ეკა ყოყმანობდა, ფული არასდროს ყოფილა მისი ინტერესი სფერო. ერთადერთი რამ, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა ის იყო, რომ ხალხს მისი წიგნები ეკითხა და ჰყვარებოდა. ეს უკვე შეძლო, ამიტომ ჰონორარს მთლიანად მოხუცებულთა თავშესაფარს აძლევდა. გოგონამ საბოლოოდ გადაწყვიტა ხელის აწევა და თხელი თითებით კონვერტი ჩანთაში ჩაიდო, შემდეგ კი ისევ თავი დახარა. - აბა, თუ აღარაფერი გაქვს სათქმელი, უნდა დაგემშვიდობო, - უთხრა გოგამ და წინ დაყრილი საბუთები ხელით მოაგროვა. - მეორე წიგნზე მინდოდა მეთქვა, - ამოთქვა ახალბედა მწერალმა და ტუჩი მოიკვნიტა. ამ კვირაში დავამთავრებ, ალბათ, რედაქტორმა იცის? - მართლა? ყოჩაღ! არ იცის, მაგრამ სიურპრიზს მოვუწყობთ, - ალმაცერად გაუღიმა გამომცემელმა. - კარგი, მაშინ, წავალ მე, - ღიმილით წამოდგა ეკა და კარებისკენ წავიდა, - კარგად ბრძანდებოდეთ. - ნახვამდის, ჩემო კარგო, კარგად, - ჩაიბუტბუტა გოგამაც და ელ-ფოსტა გახსნა, სადაც ამჯერად უკრაინული გამომცემლობა სწერდა საავტორო უფლებების ყიდვაზე. ეს უკვე მეექვსე ქვეყანა იყო, რომელიც „დემონის ამბორით“ დაინტერესდა. სერია პირველი მატარებლის გუგუნი მოსვენებას არ აძლევდა. რა აღარ სცადა, ყურსასმენებიც გაიკეთა, ბალიშიც დაიფარა თავზე, თუმცა ვერანაირად ვერ შეძლო დაძინება. ბოლოს საწყალობლად ამოიოხრა და გულაღმა დაწვა. ერთხანს ჭერს უყურა, უფრო სწორად, ბნელი ოთახის იმ ნაწილს, სადაც, წესით, ჭერი იყო. მატარებლის გუგუნი წუთით შეწყდა, მაგრამ სამოცი წამი ძალიან ცოტა იყო, რომ თუნდაც ლექციებ და სამუშაო გამოვლილს ჩასძინებოდა. საწოლიდან წამოიწია და ტუმბოზე დადებულ ტელეფონზე საათი შეამოწმა. ნაშუაღამევი იყო, პირველი ხდებოდა. კიდევ რამდენიმე წამი იცადა, შემდეგ წამოდგა, ძლივს აათრია ფეხები და სამზარეულოში გავიდა. ყავა გაიკეთა და საძინებელში დაბრუნდა. მაგიდის სანათი აანთო და მიმოყრილ წიგნებს შორის ზამბარიანი რვეული მოძებნა. ცარიელი ფურცლის ძებნა დაიწყო, თუმცა რვეული თითქმის გავსებული იყო ნაწერებით, ნაჯღაბნებით და უცნაური არსებების ნახატებით, რომლებზეც ვერავინ იტყოდა, საბავშვო ბაღის ბავშვმა არ დახატაო. ეკამ ამოიოხრა და რვეული ისევ მაგიდაზე მიაგდო, თვითონ სკამზე ჩამოჯდა და ყავა მოსვა. შემდეგ ტელეფონი აიღო და „დრაკულას“ ელექტრონული ვერსიის კითხვა დაიწყო, ვინ იცის, მერამდენედ. ვამპირად ქცეულ ლუსის რომ ელოდებიან ვან ჰელსინგი და დანარჩენები, იმ მომენტზე იყო, ტელეფონის მაღვიძარამ რომ დაურეკა და გათენება ამცნო. დღესაც ნახევრად მძინარე უნდა ყოფილიყო ლექციებზე, ამიტომ ჭიქა გამოავლო და კიდევ ერთი ყავა გაიკეთა. მაგრამ ესეც ვერ უშველიდა. *** - აბაა, - შემპარავი ხმით დაიწყო ლექტორმა თავის ჭკუით, საინტერესო საუბარი, თუმცა აუდიტორიის ნახევარს, მეტს თუ არა, ეძინა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეკა ძალიან ენერგიულად გრძნობდა თავს და მთელი მონდომებით ხატავდა ვამპირ ლექტორს ახალნაყიდი რვეულის ბოლო გვერდზე. - წაიკითხე..? - ჰკითხა ნატამ და ინტერესით დახედა, რას ხატავდა მისი დაქალი. - არა, - მშრალად უპასუხა ეკამ და რვეულს ხელი მოაფარა. - რა გჭირს? - გაოცებულმა შეხედა მეგობარმა და რვეული დაუხურა. ეკამ მკაცრად შეხედა და რვეული კვლავ გადაშალა. - არაფერი, მეძინება. *** შემოქმედებითი წერის ლექცია, შეიძლება ითქვას, ერთადერთი რამ იყო, რასაც მისი გამოფხიზლება შეეძლო. წერაზე მეტად ცხოვრებაში მხოლოდ კითხვა უყვარდა და ამ ორს ისე უთავსებდა ერთმანეთს, ხანდახან ავიწყდებოდა, რომ მისი ლექტორი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, თავად კი ვამპირს მხოლოდ ლეპტოპში ჩაწერილ ვიდეოთეკაში თუ ნახავდა. - დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ძალიან, ძალიან საინტერესო რაღაც, - ეშმაკურად გაიღიმა ლექტორმა, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ყოველთვის უცნაური ვარცხნილობებით გამოირჩეოდა. ამჯერად გრძელი თმა თავის გარშემო დაეხვია და ფანქრით დაემაგრებინა, - დღეს, ჩვენ, ანუ თქვენ, უნდა დაწეროთ, ძალიან, ძალიან საინტერესო რაღაც. ეკას არანაირი აღფრთოვანება არ დატყობია, ამგვარი სიტყვების მერე, ჩვეულებრივ სტუდენტებს ევალებოდათ საკუთარი კალამი აელაპარაკებინათ, ან მოხუცის ფიქრები დაეწერათ სიკვდილამდე. - მოკლედ, დღეს თქვენ უნდა დაწეროთ ზებუნებრივი მოთხრობა. უფრო სწორად, უნდა დაიწყოთ ზებუნებრივი მოთხრობის წერა და პირველი თავი დღესვე ჩამაბაროთ. ასე, ხუთი-ექვსი თავი კი ერთი კვირის თავზე გამომიგზავნოთ ელ-ფოსტაზე. ეკას მოუსვენრობა დაეტყო. როგორც იქნა! ოთხი თვე მხოლოდ ამ დღეს ელოდა და ეს დღეც დადგა. შეეძლო ეწერა ვამპირებზე, ჯადოქრებზე, მაქციებზე - მოკლედ, ყველაფერ იმაზე, რაც მისი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. - გამარჯვებული... - განაგრძო მოჭუტული თვალებით და ცბიერი ღიმილით ლექტორმა, - გამარჯვებული მოთხრობა, ანუ წიგნი... დაიბეჭდება გამომცემლობის მიერ! - შესძახა ქალმა და ფანქარი ამოიღო თმიდან. მთელი აუდიტორია აყაყანდა. აქ ვინც იყო, ყველა ოცნებობდა, რომ ოდესღაც დიდი მწერალი გახდებოდა, დიდი მწერალი იმდენად, რამდენადაც ეს შეიძლებოდა ამ ქვეყანაში ყოფილიყო. თუმცა ეკა... ეკას ოცნება მხოლოდ წიგნის გამოცემა იყო. რამდენჯერმე გაგზავნა კიდეც თავისი ვამპირები და მაქციები გამომცემლობებში, თუმცა არცერთ მათგანს პასუხი არ დაუბრუნებია. ეკას თვითშეფასება ამით არ დაცემულა, პირიქით, მისი მოტივაცია გაათკეცდა და მეტი მონდომებით განაგრძო არარსებული სამყაროს არსებულში გადმოტანა. - ... მოკლედ, მოთმინებით ველოდები თქვენს ნაშრომებს, - დაამთავრა ლექტორმა და ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია. *** გამომცემლობიდან გამოსულმა გოგონამ აქეთ-იქით მიმოიხედა და ფეხით დაუყვა დაღმართს. მომავალ კვირას მეორე კურსზე სწავლას ამთავრებდა, თუმცა ზაფხულის სამუშაო- რედაქტორთან სირბილი, რეგიონებში პრეზენტაციები და გერმანიაში გამგზავრება, სადაც მისი წიგნი ახლახან თარგმნილიყო, ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და საათს დახედა. ჯერ ცხრაც არ იყო, ამიტომ ნელის არ ეძინებოდა. მისი ნომერი აკრიფა და დაურეკა. ტრადიციულად, ჰკითხა, სად შეგხვდეთო და ტრადიციულად, ნელიმაც მოკრძალებულად სთხოვა, თავშესაფარში ამოდი ხვალო, შემდეგ კი მისი წინაპრების და შთამომავლობის დალოცვას შეუდგა. ეკა ქუჩაში მარტო იყო, ამიტომ თავი აღარ ჩაუხრია- მის აწითლებულ ლოყებს აქ ვერავინ დაინახავდა. თუმცა, როგორც კი ნელისთან საუბარი დაამთავრა, უცნაური გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ვიღაც მოჰყვებოდა უკან. სასწრაფოდ მიტრიალდა უკან და თითქოს, თვალი მოჰკრა, როგორ შეუხვია ვიღაცამ ქუჩის კუთხეში. გოგონამ ნაბიჯს აუჩქარა, პირველივე შემხვედრ ტაქსის ხელი აუწია და ნაქირავების მისამართი უთხრა. სიჩქარეში ისიც გადაავიწყდა, შემხვედრ ტაქსისტს რომ არ ჩაჯდომოდა მანქანაში, ამიტომ ახლა ორმაგად გაუდიოდა მის გულს ბაგა-ბუგი. ბოლოს რომ ასე მოიქცა, ცუდად დამთავრდა ის ამბავი- მხრებზე ჩალურჯებების კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა. საბედნიეროდ, ეს კაცი წინას მსგავსი არ აღმოჩნდა. მისგან განსხვავებით გზაში არცერთი სიტყვა არ უთქვამს და მანქანაც ზუსტად სახლის წინ გაუჩერა. ეკამ სასწრაფოდ მიაწოდა ათლარიანი და მანქანიდან გადახტა, „ხურდა“- კაცმა რომ დააწია, სასწრაფოდ უპასუხა- „იყოსო“ და კარი მიხურა. ტაქსისტმა კიდევ ერთხელ გახედა გოგონას და მანქანა დაძრა. ეკამ ღმერთს მადლობა უთხრა გულში და ჩანთაში გასაღების ძებნა დაიწყო. - ფუ, ამის, - ლამის შეიკურთხა, როცა აღმოაჩინა და რომ გასაღები ჩანთაში არ ჰქონდა, სიჩქარეში ან ტაქსიში ამოვარდნოდა, ან გზაში. რა გაეწყობოდა, მის „ხაზეიკასთან“ უნდა ასულიყო, რომელიც ერთ კილომეტრში ცხოვრობდა და გასაღების ასლი გამოერთმია. ეჭვგარეშე იყო, იგი მისცემდა და ამ ამბავს დედამისსაც შეატყობინებდა რაიონში. ისიც ეჭვგარეშე იყო, დედამისისთვის მოუწევდა ყველაფრის ახსნა დაწვრილმანებით. გასაღებით ხელში, დაღლილი რომ დაბრუნდა, სასწრაფოდ მოარგო საკეტს და ხის კარი შეაღო. იმდენად იყო მთელი დღის განმავლობაში დაღლილი, მხოლოდ ის სურდა, თავი ბალიშზე დაედო და დაეძინა. სახლში შესულმა ფანჯრიდან შემოსული ქუჩის მკრთალი განათების ფონზე მამაკაცის მუქი სილუეტი შენიშნა, რომელიც მისკენ წამოვიდა. გოგონამ შეჰკივლა და გონება დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.