შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) ოცდამეორე თავი (34)


6-08-2018, 17:18
ავტორი fireending
ნანახია 1 784

ნიუ-იორკში წასვლის დღე ახლოვდებოდა და მღელვარებაც ემატებოდათ.მთელი დღე რეპეტიციას დაუთმეს,ამჯერად სარეპეტიციოდ ნიას სახლი გამოიყენეს,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.რეპეტიციას რომ მორჩნენ მხოლოდ მაშინღა გახედეს ფანჯარას და შეამჩნიეს ,რომ უკვე გვიანი იყო.
-თითქმის დაღამდა_თქვა სესილიმ და ფანჯარასთან მივიდა-ერთი სული მაქვს ეს სამი დღეც როდის გავა_თქვა გახარებულმა
-აუ ხო,მეც_თქვა ლუკამ-მგონი საათებს ვითვლი.
-აბა ვის მოშივდა_სამზარეულოდან გამოვიდა მია ცოტნესთან ერთად
-გემრიელი ფუნთუშები დავაცხვეთ მე მიამ და ნოემ_თქვა ცოტნემ
-მე მშია_თქვა ლუკამ
-უკვე მეც_ცხვირით ჩაისუნთქა სესილიმ-ისეთი სუნი გამოდის სამზარეულოდან
-სასადილო ოთახში გავიდეთ_თქვა ნიამ და უნდოდა გიორგისთვის ჩაეკიდებინა ხელი,თუმცა მან უკან დაიხია.
-უნდა წავიდე_თქვა გიორგიმ ცივად
-რატომ?_ჰკითხა ნიამ-დარჩი ჩვენთან ერთად.
-მირჩევნია წავიდე_უპასუხა მამაკაცმა.დანარჩენებს დაემშვიდობა და გარეთ გავიდა.
ნიაც მას გაყვა.გიორგი უკვე ეზოს გარეთ იყო და მანქანაში ჯდებოდა
-გიო,მოიცა_დაუძახა გოგონამ
-რა მოხდა?_ჰკითხა მან
-უნდა ვილაპარაკოთ
-რაზე?_დაინტერესდა მამაკაცი
-შენ საქციელზე.არაფერს ამიხსნი?_ჰკითხა ნიამ-ბოლო ორი დღეა ისე ცივად მექცევი...
-ცივად?_ირონიულად ჩაეცინა მამაკაცს-ნია,ცოტა დაფიქრდი კარგი?არ ვიცი რას მერჩი...
-მე გერჩი?_გაუკვირდა გოგონას
-არ გინდა.თვითონაც იცი რასაც ვგულისხმობ_უთხრა გიორგიმ და მანქანის კარი გააღო
-არ ვიცი და მინდა რომ ამიხსნა_მკლავზე ხელი მოკიდა მას-მგონი ვიმსახურებ ,რომ ვიცოდე რატომ ხარ ჩემზე გაბრაზებული.
-გაბრაზებული?_სევდიანად გაეღიმა მამაკაცს-არა,გაბრაზებული არ ვარ.უბრალოდ ვცდილობ გზიდან ჩამოგეცალო,შენ და სანდროს ხელი არ შეგიშალოთ
-გიო_ხმამაღლა წამოიძახა ნიამ და თვალები ცრემლით აევსო.გული კი ისე სწრაფად უცემდა,რომ სუნთქვა უჭირდა
-მართალს არ ვამბობ?
-შენ,საერთოდ ჯობს გაჩუმდე_ცდილობდა ხმა გაემაგრებინა და მის წინაშე არ ეტირა.
გიორგის ნიას უყურებდა.საშინლად ტკენდა გულს მისი სევდიანი სახე და ცრემლით სავსე თვალები.უნდოდა შეჩერებულიყო,გულში ჩაეკრა გოგონა,მაგრამ სიბრაზეს და უაზრო ეჭვიანობას ვერ ერეოდა.
-ჩუმად ვარ,უკვე კარგა ხანია._ხმას აუწია მამაკაცმა-თავდავიწყებამდე შემიყვარდი და ახლა ჩემ გრძნობებზე თამაშობ...
-საკმარისია..._წინადადება გააწყვეტინა ნიამ-წადი აქედან_უთხრა და სახლისკენ წავიდა.სანამ კარამდე მივიდოდა თავი ცუდად იგრძნო,სუნთქვა ძალიან უჭირდა და თავბრუ ეხვეოდა,თუმცა ცდილობდა თავი შეემაგრებინა და არ წაქცეულიყო.მოაჯირს ეყრდნობოდა და ნელი ნაბიჯებით ადიოდა კიბეზე.გიორგის სიტყვები ბასრი დანასავით ერჭობოდა გულში და სუნთქვის უნარს უკარგავდა.მთელი ძალისხმევით ცდილობდა ცრემლების შეკავებას და ყელში საშინელ წვას და სიმშრალეს გრძნობდა.სისუსტე იგრძნო და კიბეზე ჩამოჯდა.იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და სახეზე ხელები აიფარა.თავბრუ ისევ საშინლად ეხვეოდა და სიარული არ შეეძლო.
-ნია_მოესმა გიორგის ხმა.ვერც კი შენიშნა,როგორ მოუახლოვდა მამაკაცი.
ნიამ თავი აწია.გიორგი სასოწარკვეთილი,სევდიანი თვალებით უყურებდა მას.
-მაპატიე თუ შეგიძლია_მის გვერდით,კიბეზე ჩამოჯდა ის.
ნიას არაფერი უთქვამს,თვალები აარიდა მამაკაცს.
-გთხოვ,რამე მითხარი_ბეჭებზე ხელი მოხვია მან გოგონას-მეჩხუბე,მიყვირე თუ გინდა.ოღონ რამე მითხარი.ვიცი ,ვიცი სულელივით მოვიქეცი და სულელიც ვარ_შუბლზე ხელი მაგრად მიიჭირა მან-არ შემიძლია შენი დაკარგვა ნია
-გინდა მკვდარი გააცოცხლო?_სევდიანად ჰკითხა
გიორგის არაფერი უთქვამს.ვერაფერი თქვა.თვითონაც საშინლად ტკიოდა გული იმის გამო,რომ ნიას ტყუილად აწყენინა და ახლა მისმა სევდიანად ნათქვამმა ერთმა წინადადებამ მოკლა.
ნია წამოდგა და სახლში შესვლა დააპირა,მაგრამ თავბრუ ისე ძლიერად დაეხვა,რომ მუხლები მოეკვეთა და ძირს ეცემოდა,თუმცა გიორგიმ მისი დაჭერა მოასწრო.წელზე ძლიერად მოხვია ხელი და გულზე მიიკრა.
-ნია,როგორ ხარ?_ჰკითხა შეშინებულმა-სასწრაფოს დავურეკავ
-არა,არ გინდა...ჯიბეში წამალი მიდევს და მომაწოდე
მამაკაცმა საჩქაროდ ამოიღო წამალი.
-წყალს მოვიტან ,მანქანაში მაქვს _თქვა მან
-არა,წყალი არ ჭირდება_უპასუხა ნიამ და წამალი მიიღო და ცოტა ხნით ისევ კიბეზე ჩამოჯდა.
-უკეთ ხარ_ჰკითხა გიორგიმ
-ჰო_უპასუხა მოკლედ-შეგიძლია წახვიდე
-წავალ,მაგრამ შენც ჩემთან ერთად წამოხვალ_უპასუხა მამაკაცმა და გოგონა ფეხზე წამოაყენა
-რატომ გგონია,რომ სადმე წამოგყვები?_ჰკითხა ნიამ
-მიყვარხარ,არ მინდა დაგკარგო_თქვა აღელვებულმა და ნიას ხელები მოხვია.
მასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა.მამაკაცს მიეკრო,თვალები დახუჭა და მის გულისცემას უსმენდა,რომელიც აღელვებისგან ძალიან იყო აჩქარებული.
-ვერ ვიტან უაზრო ეჭვიანობას_სიჩუმე დაარღვია ნიამ-სანდრო ჩემი წარსულია,რომელსაც ხაზს არ გადავუსვამ,მხოლოდ იმიტომ რომ შენ ეჭვიანობ.ის ახლა ჩემი კარგი მეგობარია და არ ვაპირებ დავკარგო._გადაჭრით უთხრა ნიამ და მამაკაცს თვალები გაუსწორა
-საშინლად მოვიქეცი.არც კი ვიცი თუ შეიძლება ჩემი პატიება._თქვა მან-მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ_უპასუხა ნიამ და გიორგის აკოცა.
-წავიდეთ_თქვა გიორგიმ
-სად?
-გავისეირნოთ_უპასუხა მამაკაცმა და ხელჩაკიდებული წაიყვანა მაქანისკენ
-დანარჩენები გავაფრთხილოთ_უკან უნდოდა ნიას გაბრუნება
-გზაში მივწეროთ_უპასუხა და გოგონას მანქანის კარი გაუღო.
...
-ყოჩაღ ნოე.მართლა ძალიან ნიჭიერი_ეუბნებოდა ლუკა ბავშვს და ახალ რითმებს ასწავლიდა დრამზე.
-ჩემი ძმა უნიჭო ხომ არ იქნება_გაიბღინძა ცოტნე და ბავშვს თმაზე მოეფერა
-ლუკა,შენ რომ მოხუცდები მე შეგცვლი ბენდში კარგი?_თქვა ბავშვმა
-აუცილებლად_გაეცინა ლუკას და ისიც თმაზე მოეფერა ბავშვს
-ნუ გამჩეჩეთ_თმას ისწორებდა ნოე-ნია სადაა?_იკითხა მან
-ნიამ მომწერა ცოტა ხნის წინ_თქვა მიამ-გიოსთან ერთად გავიდა სასეირნოდ.
-მეც მინდა სასეირნოდ_თქვა ნოემ
-ამაღამ?_გაუკვირდა ცოტნეს
-ჰო _უპასუხა ბავშვმა
-წავიდეთ_ნოეს აყვა სესილიც
-აი ,სესილისაც უნდა_თქვა ნოემ
-კარგი,კარგი_გაეღიმა ცოტნეს-მოემზადეთ და წავიდეთ-მე მანქანას გამოვიყვან.
გახარებული ნოე თავისი ოთახისკენ გაიქცა ტანსაცმლის გამოსაცვლელად.
-მე დავრჩები_თქვა მიამ
-რატომ?_შეეკიტხა ცოტნე
-მეძინება და ცოტათი თავი მტკივა.თქვენ გაისეირნეთ,მე სხვა დროს შემოგიერთდებით_უპასუხა გოგონამ და დივანზე ჩამოჯდა.
-კარგი,მაშინ მე მიასთან დავრჩები და მერე სახლში წავალ_თქვა ლუკამ
-სესილი_დაუძახა მიამ
-ჰო
-გარეთ სიგრილეა და ასე შეგცივდება_უთხრა მას,შემდეგ შემოსასვლელ დერეფანში გავიდა,კარადა გააღო და სესილის ჟაკეტი მიაწოდა
-მადლობა_უთხრა მან და ჟაკეტი მოიცვა
-ოჰ,რა მზრუნველი მული გყავს_თქვა ღიმილით ცოტნემ
-მული?_გაუკვირდა სესილის და ბიჭს გახედა
-ჰო_უპასუხა მოკლედ,შემდეგ მიას გახედა,ორივეს ჩაეღიმა
-მე მზად ვარ_მოესმათ ნოეს ხმა
-წავედით_თქვა ცოტნემ და სესილისთან და ბავშვთან ერთად გარეთ გავიდა.
-არ გინდა ფილმს ვუყუროთ?_ჰკითხა მიამ ლუკას
-კი_უპასუხა ბიჭმა-რა ფილმს?
-ერთად ავარჩიოთ_უთხრა გოგონამ
მიას ოთახში ავიდნენ და ფილმი შეარჩიეს.საწოლზე კარგად მოკალათდნენ და ყურება დაიწყეს.საინტერესო ფილმი იყო და ორივე გაერთო.ფილმი დასასრულს უახლოვდებოდა,მიას ძილი მოერია და ლუკაზე მიყრდნობილი სანახევროდ დახუჭული თვალებით უყურებდა ფილმის ბოლო სცენებს.ფილმი დამთავრდა და ლუკამ ტელევიზორი გამორთო და ფრთხილად დააწვინა მია საწოლზე.გოგონამ ხელები მოხვია და წასვლის საშუალება არ მისცა.შემდეგ ნაზად აკოცა კისერზე.ბიჭმაც საპასუხო კოცნით უპასუხა.
-მიყვარხარ_ჩასჩურჩულა ყურში მიას
-მეც_უპასუხა და ისევ აკოცა,შემდეგ საწოლზე წამოჯდა და ბიჭს მაისური გახადა,ნაზად ეფერებოდა შიშველ სხეულზე და ვნებიანად კოცნიდა მას.
მამაკაცმა კაბა ოდნავ აუწია და შიშველ ფეხზე ნელი მოძრაობით ეფერებოდა,შემდეგ ღილები შეუხსნა და კაბა გახადა.ლუკა გოგონას უკან დაჯდა,თმა გადაუწია და ლიფის გახსნა სცადა,მია ოდნავ შეკრთა.
-მია,კარგად ხარ?_თვალები ჩახედა მამაკაცმა და ლოყაზე ნაზად მოეფერა.
-ჰო...მე კარგად ვარ_უპასუხა მან-უბრალოდ ეს...
ლუკა მიხვდა რატომაც ყოყმანობდა გოგონა.მიას უხერხულობისგან ლოყები ჰქონდა შევარდისფერებული და თვალის გასწორება უჭირდა ბიჭისთვის.
-შენ თუ არ გინდა არაფერი მოხდება_გაეღიმა მამაკაცს და გოგონას მოეხვია-პირველადაც,მეორედაც და ყოველთვის შენი სურვილით უნდა მოხდეს_უთხრა მან
-მინდა შენთან ყოფნა,ძალიან მინდა _უთხრა და ისევ ვნებიანათ აკოცა მას.
ვნებამორეულები ჩაეშვნენ სიყვარულის მორევში.მია მთლიანად მიენდო მამაკაცს და ხვდებოდა,რომ მის ცხოვრების დღიურში,სწორედ ახლა იწერებოდა ერთ-ერთი უბედნიერესი გვერდი.
...
-სად მოვედით_იკითხა ნიამ,როდესაც გიორგიმ ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილას მანქანა გააჩერა
-გადავიდეთ_თქვა გიორგიმ და მანქანის კარი გააღო,შემდეგ ნიასაც გაუღო,გოგონას ხელი მოკიდა და მანქანიდან გადმოიყვანა.
საკმაოდ მაღალ ადგილას იყვნენ.აქედან მთელი ქალაქი ჩანდა.ორივე ჩუმად აკვირდებოდნენ ხედს,რომელიც ღამით კიდევ უფრო მიმზიდველი იყო.ოდნავღა აღწევდა შორეული ქუჩებიდან მანქანების ხმა.ნია ხედით ტკბებოდა,აკვირდებოდა ქალაქს,რომელსაც ისევ ეღვიძა ,მიუხედავად იმისა,რომ უკვე საკმაოდ გვიან იყო,ამას მოწმობდა ზუსტად თითქმის ყველა შენობაში ანთებული შუქი,რომლებიც ერთიანობაში ქმნიდნენ ლამაზ სანახაობას.ცივი ნიავი სასიამოვნოდ შეეხო სახეზე,გაეღიმ და ცას ახედა,რომლიდანაც მილიარდობით ანთებული ვარკსკვლავი დაჰყურებდა და დიდი სავსე მთვარე,ზუსტად ცის შუა გულიდან ჰფენდა ნათელს ქუჩებს.
-რა სიმშვიდეა_სიჩუმე დაარღვია ნიამ და მამაკაცს გახედა.
-ჰო_უპასუხა მან-მიყვარს აქედან მთელი ქალაქის ყურება,მამშვიდებს.
ნია მამაკაცს მიუახლოვდა და მოეხვია.გიორგიმაც მოხვია ხელები და ცოტა ხანს ჩუმად იდგნენ.
-ნია_ამჯერად გიორგიმ დაარღვია სიჩუმე
-გისმენ
-ნეტავ შემეძლოს იმ სულელური საქციელის ამოშლა ჩვენი ცხოვრებიდან_თქვა სევდიანად
-ამაზე აღარ იფიქრო_უპასუხა გოგონამ და მას აკოცა-მიყვარხარ,ეს იცოდე თუ რამე მომივა...
-არა_ხელები კიდევ უფრო მაგრად მოხვია ნიას,თითქოს ვინმე აპირებდა მის წაყვანას.აუტანელმა შიშმა შეიპყრო-არაფერი მოხდება ცუდი.არასდროს მიმატოვო
ნიას ცრემლები მოადგა,სასწრაფოს შეიმშრალა თვალები და მამაკაცს გაუღიმა.
-არ მიგატოვებ_უთხრა მან,სახეზე მოეფერა და აკოცა.
იქვე მდგარ გრძელ სკამზე ჩამოჯდნენ და ერთმანეთზე მიხუტებულები ტკბებოდნენ ირგვლივ გამეფებული სიწყნარით.
...
-ნოე,ფრთხილად_დაუძახა ცოტნემ ბავშვს,რომელიც ერთ-ერთი ატრაქციონისკენ გარბოდა.
-რა საყვარელია_ღიმილით გააყოლა თვალი ბავშვს სესილიმ
-ჰო_დაეთანხმა ცოტნე და გოგონას ხელი ჩაკიდა
-მომწონს აქაურობა_თქვა გოგონამ-რა კარგია,რომ ღამეც მუშაობს ეს პარკი
-ჰო,ნოესაც მოწონს ძალიან და ჩვენ ოთხი ხშირად მოვდივართ ხოლმე_უპასუხა მან
-რა ბედნიერები ხართ_სევდიანად თქვა სესილიმ-კარგია ასეთი და-ძმობა რომ გაქვთ,მე კი ერთადერთმა დამ ცხოვრება გამიმწარა.
ცოტნეს გული აკინა მისმა სევდიანმა ხმამ და გამომეტყველებამ.გოგონას აკოცა და მოეხვია.
-არ იდარდო სესი_უთხრა თბილი ხმით-ხომ იცი,ძალიან მიყვარხარ.მეც,ჩემ დებსაც,ნოესაც.შენ მარტო არ ხარ,თანაც სოფია და დათო გყავს.
-ჰო_გაეღიმა სესილის-მართალი ხარ.
-მოდი ჩამოვჯდეთ_სკამისკენ წაიყვანა გოგონა.
სესილი დააჯინა და მის გვერდით ჩამოჯდა.გოგონას ხელი დაიჭირა და ეფერებოდა.
-რა თბილი ხელი გაქვს_უთხრა ცოტნეს და გაეღიმა
-მიყვარს რომ იღიმი_უთხრა ცოტნემ და გოგონას აკოცა
-შენ გვერდით შეუძლებელია,რომ არ გავიღიმო_უთხრა გოგონამ და კიდევ ერთხელ აკოცა ცოტნეს.
-სესილი,რომ იცოდე ახლა როგორ ვღელავ._თქვა ცოტნემ და გოგონას ხელი გულზე დაიდო.-მინდა,რომ დარჩენილი ცხოვრება შენ გვერდით გავატარო.
სესილის სუნთქვა შეეკრა აღელვებისგან.მამაკაცი მის თითებს შეეხო.გოგონამ თვალები დახუჭა და როდესაც გაახილა ხელზე დაიხედა და მბრწყინავ თვლია ოქროს ბეწედს მოკრა თვალი.
-მიყვარხარ და თუ თანახმა ხარ,მინდა ჩემი მეუღლე გახდე_უთხრა ცოტნემ და აღელვებით ელოდა გოგონას პასუხს.
სესილიც არა ნაკლებ ღელავდა.ვერაფრის თქმა მოახერხა,სახე ცრემლებმა დაუსველა,თუმცა ამჯერად ეს ბედნიერების ცრემლი იყო.
-მიყვარხარ და მინდა შენთან გავატარო მთელი ცხოვრება_უთხრა მამაკაცს და მოეხვია.
...
უკვე თენდებოდა.ნია გიორგიზე მიხუტებული უყურებდა მზის ამოსვლას.ცა თანდათან უფრო ღიაფერის ხდებოდა.ჯერ კიდევ კარგად არ იყო გათენებული,რომ ჩიტებმა დაიწყეს ჭიკჭიკი.ცივი ნიავიც სასიამოვნოდ ეხებოდათ სახეზე.უკანასკნელი ვარსკვლავი,რომელიც მკრთალად კიაფობდა ცაზე ჩაქრა.ნელ-ნელა აღმოსავლეთის მხარე საგრძნობლად განათდა და ღია ვარდისფრად შეიღება ცის თაღი.მზის პირველი სხივებიც გამოჩნდა,რომელიც სრულიად საკმარისი იყო,რომ ირგვლივ ყველაფერს ნათელი მოჰფენოდა.ღამისგან ფერდაკარგულმა ბუნებამ ისევ დაიბრუნა სიფერადე.
ცოტა ხანს კიდევ ისხდნენ,ხოლო როდესაც უკვე კარგად გათენდა მაშინ წავიდნენ მანქანისკენ,ისე რომ ერთმანეთს არ მოშორებიან.ახლა ორივე მშვიდად იყო და ერთმანეთთის სიახლოვით ტკბებოდნენ.
გიორგიმ მანქანა თავის სახლთან გააჩერა და ნიასთან ერთად შევიდა შინ.
...
-მია_თქვა ლუკამ-იცი რას ვფიქრობ?
-რას?_ჰკითხა გოგონამ,რომელიც მისი თმით თამაშობდა.
-კარგი იქნებოდა ერთად რომ გვეცხოვრა
-რა?_გაუკვირდა მიას და საწოლზე წამოჯდა
-ჰო,რას ფიქრობ?_ჰკითხა ლუკამ
მია დაიბნა ,არ ელოდა მსგავს შემოთავაზებას,მითუმეტეს ასე მალე.თუმცა ლუკა უყვარდა და მასთან ერთად ცხოვრება მისთვისაც ბედნიერება იქნებოდა.
-ლუკა,სიმართლე გითხრა არ მინდა ავჩქარდეთ_თქვა გოგონამ და თითები შუბლზე მიიდო,ყოველთვის ასე იქცეოდა,როდესაც ნერვიულობდა.
-არა,მე არ გაჩქარებ_თქვა ლუკამ-თუმცა დაფიქრდი ამაზე კარგი?
-კარგი_უპასუხა გოგონამ და ლუკას აკოცა-წავალ რამეს მოვამზადებ,ცოტნე,სესილი და ნოე რომ გაიღვიძებენ საუზმე დახვდებათ თან გიო და ნიაც უნდა მოვიდნენ რეპეტიციაზე_თქვა მიამ და საწოლიდან წამოდგა.
-მეც მოგეხმარები_თქვა ლუკამ-შხაპს მივიღებ და ჩამოვალ
-ოუქეი_უთხრა მიამ და ხალათი მოიცვა.
...
-გიო გაიღვიძე_ჩაესმა მამაკაცს ნიას ხმა ,რომელსაც კოცნაც მოყვა
გიორგიმ თვალები გაახილა და ნიას დანახვაზე გაეღიმა.
-რა კარგი დილაა_თქვა მან,ნიას ხელი მოკიდა და თავისკენ მიიზიდა.
-დილა არა_გაეცინა ნიას-თორმეტი დაიწყო.რეპეტიციაზე უნდა წავიდეთ,ადექი
-მაკოცე და კი_მისკენ შეაბრუნა ლოყა
ნიას გაეცინა და მამაკაცს აკოცა.გიორგიმ ხელები მოხვია და კალთაში ჩაისვა.
-იქნებ ერთი კოცნა არ მყოფნის_უთხრა და ნიას აკოცა.გოგონამ კისერზე ხელები მოხვია და მიეხუტა.
-გეყოფა,უნდა ჩავიცვა_უთხრა ნიამ და მამაკაცს ხელიდან დაუსხლტა
-ვფიქრობ ასეც კარგად გამოიყურები_აათვალიერა გოგონა-ჩემი პერანგი გიხდება
-ჰო?_გაეცინა ნიას-მთელი დღე ასე გინდა დამტოვო?
-არ ვიტყოდი უარს_ჩაეღმა გიორგის-ისე მაგის გარეშეც შეიძლება იყო.
-როგორ,ასე?_პერანგი გაიძრო და ზემოდან მოექცა მამაკაცს.
-ზუსტად_ხარბად აათვალიერა მისი შიშველი სხეული და ვნებიანად აკოცა.
...
-ნია და გიო მოვიდნენ_თქვა სესილიმ და ფანჯარას მოცილდა,რომ მათთვის კარი გაეღო.
-მოაგენით აქაურობას?_ჰკითხა ცოტნემ
-გაგიკვირდება და კი_უპასუხა ძმას და ლოყაზე უჩქმიტა.ზუსტად ისე,როგორც პატარაობაში იცოდა.იმ განსხვავებით,რომ ცოტნე პატარაობაში ძალინ პუტკუნა იყო და ფუმფულა ლოყები ჰქონდა.
-აღარ მაქვს ეს ლოყები_დაიწუწუნა ცოტნემ
-ნია_გახარებული გამოვარდა ნოე ოთახიდან და დას მოეხვია.
-ნახე,სულ რამდენიმე საათია არ უნახავს და რა დღეშია_გაეცინა ცოტნეს.-სანამ რეპეტიციას დაიწყებთ,რაღაც უნდა გითხრათ_თქვა ცოტნემ,სესილის მოკიდა ხელი და მის გვერდით დაიყენა.
ყველამ მას მიაპყრო ყურადღება.
-მე და სესილი მალე დავქორწინდებით_თქვა ცოტნემ ,რომელსაც თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა,არა მარტო მას,სესილისაც.გოგონამ საკუთარ ხელზე დაიხედა და კიდევ ერთხელ შეავლო მზერა ბეჭედს,რომელიც წუხელ თავისი ხელით გაუკეთა ცოტნემ.
მოულოდნელი,თუმცა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა ყველასთვის ეს ახალი ამბავი.გახარებულები ულოცავდნენ ორივეს.
-სესილი,ნუთუ მზად ხარ 2 მული გყავდეს_ხუმრობით უთხრა ნიამ
სესილის გაეცინა და მიას და ნიას მოეხვია.
-ორი და შევიძინე_თქვა ღიმილით გოგონამ
-რა მაგარი ამბავია_უხაროდა მიას-ქორწილს როდის გეგმავთ?
-რაც მალე,მით უკეთესი_უპასუხა დას ცოტნემ და სესილის სიყვარულით გადახედა.
...
სოფიამ დანიელი საკუთარ საწოლში ჩააწვინა,მძინარე ბავშვს აკოცა და ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა.გადაწყვიტა ქვევით ჩასულიყო.თუმცა მისი ყურადღება სანდრომ მიიპყრო.მამაკაცი ფანჯრის რაფაზე იყო ჩამომჯდარი.თვალები სევდიანი ჰქონდა და სადღაც შორს იყურებოდა.
-სანდრო_ჩაესმა სოფიას ხმა-კარგად ხარ?არ გამიგია როდის მოხვედი.
-კარგად ვარ_ფიქრებიდან გამოფხიზლდა სანდრო და სოფიასკენ მიტრიალდა.
ქალი მის გვერდით ჩამოჯდა და სანდროს თავზე გადაუსვა ხელი.მამაკაცმა სოფიას ხელზე აკოცა.
-ნეტავ პატარა ვიყო ისევ_თქვა სევდიანი ხმით-ყველა პრობლემა რა ადვილად გვარდებოდა,კალთაში თავს ჩაგიდებდი,თმაზე მეფერებოდი და ყველაფერი კარგად იყო.
სოფიას გაეღიმა.
-შეგიძლია ახლა იგივე გააკეთო.ხომ იცი დედისთვის შვილი ყოველთვის პატარაა_თმაზე მოეფერა მამაკაცს.
სანდროს გაეღიმა და ისე,როგორც ბავშვობაში იცოდა,თავი მის კალთაში ჩადო და თვალები დახუჭა,სოფია კი ისევ თმაზე ეფერებოდა.
-რა გაწუხებს?_ჰკითხა სოფიამ-ბოლო დროს ხშირად გხედავ სევდიანს.
-მიჭირს ამაზე საუბარი.
-ნიას ეხება არა?_ჰკითხა ქალმა
-მიხვდი?_ჰკითხა სანდრომ
-უკვე კარგა ხანია_უპასუხა სოფიამ
-საშინელ დღეში ვარ_თქვა მან-ისევ მიყვარს,მაგრამ... რა აზრი აქვს,ახლა გიორგისთანაა და არ მინდა ჩავერიო მის ცხოვრებაში.
-მართალს ამბობ სანდრო_უთხრა ქალმა-ჯობს არ ჩაერიო,ვიცი ახლა გული გტკივა და დიდ დანაკლისს გრძნობ,მაგრამ დრო მოვა და შენ ცხოვრებაშიც გამოჩნდება ადამიანი,რომელსაც შეიყვარებ.
-ნეტავ მართლა შევძლებ ვიყო ბედნიერი?
-აუცილებლად იქნები,დამიჯერე_უთხრა სოფიამ და სანდრომ შუბლზე აკოცა-ყველას ეძლევა ახალი შანსი ცხოვრება რომ განაგრძოს.მთავარია მოთმინება არ დაკარგო.დრო გავა და მიხვდები ,რომ მართალს ვამბობდი.
-იმედი მაქვს_თქვა სანდრომ-თანაც ნია თუ ბედნიერია მეც ბედნიერი ვარ.მთავარია კარგად იყოს.
-სწორია._უპასუხა სოფიამ-კარგზე იფიქრე.არ მინდა სევდიანი იყო.
საუბარი დანიელის ტირილმა შეაწყვეტინათ.სოფია წამოდგა.
-იყავი_უთხრა სანდრომ-მე დავაწყნარებ და თანნ ცოტას ვითამაშებთ_თქვა და ოთახისკენ წავიდა.
ბავშვი მაშინვე დაწყნარდა,როგორც კი სანდრომ ხელში აიყვანა.გაუღიმა კიდეც.
-აი ასე_გაეღიმა სანდროსაც-ყოველთვის უნდა გაიღიმო ძმაო_უთხრა ბავშვს და ცხვირზე მოეფერა.-მოდი ახლა ვჭამოთ და მერე ვითამაშოთ-ეუბნებოდა ბავშვს და საწოვარიანი ბოთლი ხელში აიღო.
დანიელი ყურადღებით უსმენდა მამაკაცს და თვალს ადევნებდა მის ყოველ მოძრაობას.დროდადრო იღიმოდა კიდეც.
...
-ჩვენ რეისზე გამოცხადდა ჩასხდომა_უთხრა დანარჩენებს ცოტნემ-წავედით.
ყველანი გასასვლელისკენ წავიდნენ.წინ მრავალსაათიანი ფრენა ელოდათ,თუმცა სულაც არ გამოიყურებოდნენ შეწუხებულად,პირიქით,გახარებულები და სასიამოვნოდ აღელვებულები იყვნენ.სწორე ახლა ხდებოდა მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა,რომელიც კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანდათ მათ.ყველა ისეთი ბედნიერი იყო,ამას სესილის და ცოტნეს დანიშვნის ამბავიც დაემატა და ახლა ორმაგად ბედნიერები მიფრინავდნენ,პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
...
როგორც იქნა თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა.აეროპორტში თორნიკე დახვდათ,ნიას,მიას,ცოტნეს და ნოეს მამა.ისეი იყვნენ დაღლილები,რომ თორნიკემ ისინი პირდაპირი მნიშვნელობით მიიტანა სახლში.ოთახებში შესვლისთანავე ჩაეძინათ.
დილამდე გაუნძრევლად ეძინათ.თუმცა დილით უკვე ენერგიით იყვნენ სავსე და მხიარულ განწყობაზეც იყვნენ.მარიმ,ნიას დედამ გემრიელი საუზმე მოუმზადა მათ.
ნოე სახლში დარჩა მშობლებთან ერთად,დანარჩენებმა გადაწყვიტეს სანამ თავისუფალი დრო ჰქონდათ ქალაქში გაესეირნათ.ნია,მია და ცოტნე კარგად იცნობდნენ ქალაქს და მშვენივრად შეითავსეს გიდის როლი.თითქმის მათი ყველა საყვარელი ადგილი აჩვენეს გიორგის,ლუკას და სესილის.ბევრი ფოტოც გადაიღეს.ამასობაში მოსაღამოვდა,უკვე კონცერტის დროც ახლოვდებოდა.ამიტომ სახლში რამდენიმე საათში დაბრუნდნენ.
კულისებში იდგნენ და მათ რიგს ელოდნენ.ყველა ნერვიულობდა,თუმცა ერთმანეთს მაინც ამხნევედბდნენ,რაც მთავარია თორნიკე მათ გვერდით იყო და არ აძლევდა საშუალებას ენერვიულათ.საკმაოდ მხიარული კაცი იყო და მალე დაუმეგობრდნენ.შვილების გვერდით როცა იდგა მათი უფროსი ძმა გეგონებოდათ.
თორნიკე სცენაზე გავიდა,ხალხი დიდი ოვაციით შეხვდა მათ საყვარელ მუსიკოსს.მამაკაცმა გამოაცხადა ბენდის სახელი და რამდენიმე წინადადება თქვა მათ შესახებ.
სცენაზე სინათლე ჩააქრეს,დადგა მომენტი,როდესაც უნდა გადაედგათ ეს დიდი ნაბიჯი.ინტრუმენტები აიღეს და რამდენიმე წამის შემდეგ დაკვრა დაიწყეს.ეს არის ყველაზე სასიამოვნო მომენტი,როცა სამყარო ჩერდება შენთვის.კარგავ დროის შეგრძნებას,არაფერზე ფიქრობ.დიდ სიამოვნებას იღებ.ამ დროს ხარ ის რაც სინამდვილეში,რჩები მარტო შენ თავთან,რომელიც ბედნიერია.
დასასრულისკენ ფხიზლდები,თუმცა ესეც სასიამოვნოა,გესმის ხალხის ხმა,ტაში,აღფრთოვანებული შეძახილები და ხვდები,რომ შენ ქმნი ბედნიერებას.
...
-სალო,ბავშვები დღეს ჩამოდიან არა?_ჰკითხა სოფიამ
-კი,ამ საღამოს_უპასუხა სალომემ და მის მუხლებზე მოკალათებულ დანიელთან თამაში განაგრძო.
-კარგია_თქვა სოფიამ-ყველა მომენატრა ძალიან.
-ჰო,მეც.ლუკას ხშირად ველაპარაკებოდი,მაგრამ ერთი თვე მაინც ბევრია.
-სალო გამარჯობა_ოთახში შემოვიდა დათო და ქალი გადაკოცნა
-გამარჯობა_მიესალმა სალომეც
-უი,ნამცხვარი კინაღამ დამავიწყდა_წამოდგა სოფია-სალო სამზარეულოში გავალ და ახლავე მოვალ
-კარგი სოფი_უთხრა სალომემ
დათო სალომეს გვერდით ჩამოჯდა.
-რას აპირებ?_ჰკითხა მამაკაცს-როდის უნდა დაელაპარაკო სოფიას და სესილის?
-ხვალ_უპასუხა დათომ-ამ საღომის მოფრინავს და ცოტას რომ დაისვენებს აუცილებლად დაველაპარაკები ორივეს~
-კარგია.
-ვნერვიულობ.ბოლო დღეებია სხვა ვერაფერზე ვფიქრობ სალო._თქვა მამაკაცმა-არ ვიცი რა მოხდება
-ცუდი არაფერი_მხარზე ხელი დაადო სალომემ-ხომ იცი ,კარგად იქნება ყველაფერი.
-იმედი მაქვს._უპასუხა მამაკაცმა-ხვალინდელ დღეზე ფიქრი მაგიჟებს.



№1 სტუმარი სტუმარი ლაშა

ყოჩაღ,ძალიან მაგარი იყო.ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნება.

 


№2  offline წევრი fireending

სტუმარი ლაშა
ყოჩაღ,ძალიან მაგარი იყო.ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნება.

მადლობთ.მალე იქნება შემდეგი თავიც.

 


№3 სტუმარი 123

ველოდები როდის დასრულდება რომ დავიწყო კითხვა. იმედია სრულად ატვირთავ როცა დაასრულებ ,<3

 


№4  offline წევრი fireending

123
ველოდები როდის დასრულდება რომ დავიწყო კითხვა. იმედია სრულად ატვირთავ როცა დაასრულებ ,<3

გამარჯობა,მადლობთ რომ დაინტერესდით,2 ან 3 თავი დარჩა და დამთავრდება.შევეცდები ავტვირთო სრულადაც თუ მოხერხდა,თუ ძალიან დიდი არ იქნა ფაილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent