შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეთხუთმეტე)დასასრული


13-08-2018, 00:31
ავტორი buterfly
ნანახია 2 231

ღამის ორი საათი სრულდებოდა როდესაც სახლში ლაზარე მოვიდა.
-ამდენი ხანი სად იყავი?
-ჩვენებას ვაძლევდი. შენც დაგიბარებენ მალე
-კარგი-ცივად უთხრა და სამზარეულოში წავიდა.
-რაღაცას გეტყვი ,მაგრამ არ გაბრაზდე.
-მითხარი
-არ გაბრაზდები?
-ოო მეტყვი თუ არა?
-უკვე ბრაზდები და როცა გეტყვი უფრო გაბრაზდები
-ლაზარე, წყობიდან გამოვდივარ უკვე. მეტყვი თუ არა?
-კარგი ხო, ხვალ ნოე მოვა აქ
-რატომ?-ხელებგადაჯვარედინებული დადგა მის წინ
-ვუთხარი ,რომ კვირაში ერთხელ ექიმთან დადიხარ და უნდა რომ ხვალ მან წაგიყვანოს
-ვიყავი უკვე ექიმთან დღეს-დაიბუზღუნდა და დივანზე დაეშვა
-ხო გავიგე ბაჩოს წაუყვანიხარ. ნოემაც გაიგო და გაბრაზდა
-კარგი ერთი, გაბრაზდეს არ მადარდებს-ამოიბურტყუნა და ბალიში ჩაიხუტა
-ლილიანა, ნუ იქცევი ასე. თქვენ გვერდით ყოფნა უნდა
-ლაზარე, მომატყუა, სიკვდილი გაითამაშა. მის გამო ღამეებს ტირილში ვატარებდი. როგორ ვაპატიო?-თვალები ცრემლებით აევსო
-მან ეს იმიტომ გააკეთა რომ საფრთხე აერიდებინა ყველასთვის. მის სიკვდილს თუ დაიჯერებდა მამაჩემი უფრო ადვილად იმოქმედებდა და ასეც მოხდა , ხომ ხედავ?
-ეგ მის საქციელს არ ამართლებს
-ერთ კითხვაზე მიპასუხე, ისევ გიყვარს?
-რა კითხვაა?
-ჩვეულებრივი, მიპასუხე
-ხომ იცი ,რომ მიყვარს. ძალიან მიყვარს-ამ პასუხზე ლაზარეს გაეცინა და ჩართული ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან
-ანუ აპატიებ -ღიმილიანი სახით უთხრა-და ხო ეგ ყველაფერი ნოესაც უთხარი- და ტელეფონი გაუწოდა
-შენ რა მოასმენინე ყველაფერი?
-დიახაც ,შენ მაგის მთქმელი არ იყავი-წამოხტა და ოთახში შეიკეტა
-ლილიანა,მიპასუხებ-ისმის ბოხი ხმა ტელეფონიდან
-რა გინდა, ნოე? რას შემიწუხე გული?
-გამიმეორე რაც ლაზარეს უთხარი
-არაფერიც არ მითქვამს. ნერვებს მიშლი უკვე და ხო ხვალ აქ მოსვლა არ გაბედო მაინც არ დაგხვდები
-ოხ, ვითომ რატომ? სად აპირებ წასვლას?
-რა შენი საქმეა?
-ლილიანა, სად მიდიხართქო? მითხარი თორემ ახლა მოვალ შენთან
-სამსახურში, სამსახურში .გაგიკვირდება და მომხდარის მერე მაინც ვაგრძელებ ცხოვრებას. დაკმაყოფილდი?-გაბრაზებულმა მიაძახა და ყურმილი დაუკიდა. სამზარეულოში გავიდა წყლით სავსე ჭიქა აიღო და ლაზარეს ოთახისკენ გაეშურა.-ლაზარე, კარი გამიღე ,რაღაც უნდა გითხრა
-რა მოხდა?-კარი გააღო თუ არა ლილიანამ ცივი წყალი შეასხა-ასე მოგიხდება-მიაძახა და თავის ოთახში შევიდა.
-შეშლილი-ჩაიბურტყუნა ლაზარემ და კარი მიიხურა.
***
-რაღაც უნდა მოვიფიქრო, ლილიანასგან შორს აღარ შემიძლია. როგორმე უნდა შემოვირიგო-ოთახში ბოლთას სცემდა და თავის თავს ნერვიულად ელაპარაკებოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ადგილზე გაშეშდა ,სახე გაებადრა და ახალი იდეით კმაყოფილი საწოლზე გადაეშვა-ჩემო ლილიანა მალე ისევ გაკოცებ-ჩაილაპარაკა და ხელი ტუჩებზე მოისვა-ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი...
***
-ასე დასრულდა ეს ყველაფერი?-მომხდარზე ფიქრი ძილის საშუალებას არ აძლევს-ასე მარტივად შეიძლება? ის კაცი ჩემი ხელებით დაისჯება. ჩემი ხელებით-ზიზღით ამოილაპარაკა და საწოლზე გვერდი იცვალა. წამით თვალები დახუჭა და მოულოდნელად წამოხტა, ტელეფონს დასწვდა და ნომერი აკრიფა-ბაჩო, ხვალ გცალია? აუცილებლად უნდა შევხვდეთ?
-კი მცალია, სადაც გინდა
-კარგი, ხვალ მოგწერ მაშინ
-კარგი-ერთმანეთს დაემშვიდობნენ



მეორე დღეს

-როგორ ხარ?
-კარგად ,შენ?
-ნორმალურად-ერთმანეთი გადაკოცნეს და ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ჩამოსხდნენ-რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი?
-რაღაც უნდა გთხოვო ,ოღონდ ძალიან დიდი იმედი მაქვს უარს არ მეტყვი
-ლილიანა, მაშინებ
-ბაჩო, მასთან უნდა შემიშვა როგორმე?
-იმედი მაქვს მასში იმას არ გულისხმობ ვინც მე მგონია
-კი მაგას ვგულისხმობ
-საკმაოდ მძიმე დანაშაულებებში ედება ბრალი და მასთან შესვლა ძნელი იქნება
-გთხოვ.
-რატომ? რა უნდა უთხრა?
-მაგას ვერ გეტყვი უბრალოდ შემიშვი
-არა ,ლილიანა, მასთან ვერ შეგიშვებ, კინაღამ მოგკლა იმ დღეს და გუშინაც მისი ხელებიდან გამოგტაცეთ ყველა. მშვენივრად იცი რომ საშიში ადამიანია
-ვიცი ,ბაჩო მაგრამ ბევრი მაქვს მისთვის სათქმელი,გთხოვ
-არა ,ლილიანა საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ. დაივიწყე და ვითომ ამ თემაზე არც გვისაუბრია
-კარგი ასეა ხომ? მაშინ სხვანაირად გეტყვი-ჩაილაპარაკა და ბაჩოს თვალებში ჩააშტერდა-თუ გინდა წლების წინ რაც გამიკეთე გაპატიო ეს თხოვნა უნდა შემისრულო.
-მტკინვეულ ადგილას მეხები, ლილიანა ახლა
-სხვა გზა არ დამიტოვე. აბა ,შემისრულებ თხოვნას?
-სხვა არჩევანი მაინც არ მაქვს. შენს გაბრაზებას მირჩევნია გავაკეთო რასაც მეუბნები-გულმოსულმა უთხრა და სკამიდან წამოდგა.-სახლში მიგიყვან და მე სამსახურში წავალ.
-არ მინდა, ისედაც მეც სამსახურში მივდივარ.
-მაშინ მიგიყვან ,წამოდი
-არ მინდა შენი სამსახურის მოპირდაპირე მხარესაა და დროს დაკარგავ
-შენ მაგაზე არ ინერვიულო. წამოდი-ლილიანას ჩანთა აიღო და წასვლისკენ უბიძგა.
***
-ლაზარე, შენი დახმარება მჭირდება
-რაში?
-ლილიანას სიურპრიზი უნდა გავუკეთო და შემოვირიგო.
-მართლა? რაა?
-არ გეტყვი შენ, წამოგცდება ლილიანასთან
-არ წამომცდება, როდის იყო რამე მეთქვას დაუფიქრებლად-ნოემ გაკვირვებული სახით გადახედა
-გავიხსენო მაგალითები?
-კარგი ხო გამახსენდა-ჩაიბურტყუნა და მოსასმენად გაემზადა
-შენგან მხოლოდ ის მჭირდება, რომ მითხრა სახლში როდის მოვა დანარჩენი ჩემზეა.
-კარგი, ეგ არაა პრობლემა.
***
„ ლილიანა, სამსახურიდან როდესაც გამოხვალ შეგიძლია მოხვიდე და დაილაპარაკაოთ, გაფრთხილებული მყავს ყველა და შეგიშვებენ“-ამოიკითხა ლილიანამ და სამსახურიდან ნაჩქარევად წამოვიდა.
-ასე ადრე მოხვედი?-სახლში შესულს შეეგება ლაზარე
-თავი ამტკივდა და წამოსვლა გადავწყვიტე ,მაინც არაფერი იყო საჩქარო
-გინდა ყავა დავლიოთ? მე მოვადუღებ-თბილად გაუღიმა ლაზარემ
-არა მადლობა, ცოტას დავიძინებ შენ დალიე თუ გინდა
-არა მარტო არ მინდა. კარგი მაშინ შენ დაისვენე მე წყალს გადავივლებ .
-კარგი-კარი მიხურა და ცოტახანს დაიცადა სანამ არ დარწმუნდა რომ ლაზარე მის წასვლას ვერ შეამჩნევდა. იარაღი აიღო და სახლი ნაჩქარევად დატოვა. ნახევარ საათში უკვე პოლიციის შენობის წინ იდგა . ყველა მოგონებამ თვალწინ ჩაუარა. ერთმანეთში აერია ყველაფერი. გონებას შურისძიება სურდა მაგრამ გული საშუალებას არ აძლევდა ადამიანობა დაევიწყებინა. ყველა ფიქრი უკუაგდო და გაბედული ნაბიჯებით შევიდა შიგნით. როდესაც დაინახეს უთქმელად შეიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და მასთან მარტო დატოვეს.
-ვიცოდი ,რომ მოხვიდოდი?
-მართლა? ძალიან ჭკვიანი ყოფილხარ-ირონიულად უთხრა და ზიზღნარევი მზერა გაუსწორა
-რატომ მოხვედი? შენი საყვარელი ადამიანების დახოცვის გამო უნდა მისაყვედურო? თუ ისევ იარაღით უნდა დამემუქრო.
-არც მუქარას ვაპირებ და არც საყვედურის თქმას. უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი ,რომ ძალიან მეცოდები. იცი რატომ? ბოროტი ადამიანის ნიღაბს ხარ ამოფარებული. ცდილობ შენ წინაშე ყველა დააჩოქო და შენი სიძლიერე შეიგრძნო, მაგრამ ამით მხოლოდ შენს უსუსურებას უსვამ ხაზს. ციხიდან კიდევ დიდხანს ვერ გამოხვალ და ამ დროის განმავლობაში არავინ მოგაკითხავს და არავის ეტკინება შენი სიკვდილის გამო გული. შენი ბოროტების გამო შვილიც კი დაკარგე.საყვარელი ადამიანები აღარ დაგრჩა, სულ მარტო ხარ და ეს იქნება შენი სასჯელი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ბოლომდე. როდესაც შენ მიერ მოკლული ადამიანები გამოგეცხადებიან და ამ ცხოვრებაშივე იგრძნობ ჯოჯოხეთის მტანჯველ კლანჭებს მაშინ დადგება შენი აღსასრულიც.-მიახალა უკანასკნელი სიტყვა და უკანმოუხედავად დატოვა საკანი. ლილიანამ ამ სიტყვებით იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ელოდა. არავინ იცის რა მოყვება მათ,მაგრამ ისინი ნამდვილად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ასეც მოხდა ,მან თავი ჩამოიხრჩო. ერთადერთი ადამიანი ვინც ეს მართლა განიცადა ლაზარე იყო. მაგარამ მასაც იმდენად გადაავიწყდა მამამისის ადამიანობა ,რომ მისი სიკვდილი სულის გათავისუფლებად ჩათვალა.
***
-სახლშია?
-კი ,ნოე. რამდენიმე საათის წინ მოვიდა და თავის ოთახში სძინავს
-კარგი მაშინ შენ წადი სადმე და მარტო დაგვტოვე-მიახალა და მითითებების გაცემა განაგრძო
-სად წავიდე? შენ ნორმალური თუ ხარ? საკუთარი სახლიდან ასე უტიფრად მაგდებ
-კი -სიცილით უთხრა-ოთახში შეიკეტე ან სადმე, ან უკეთესი იქნება თუ გაისეირნებ
-როგორც მიბრძანებთ ბატონო ნოე-საყვედურნარევი კილოთი უთხრა და გაუთიშა ,სწარაფად გადაიცვა მაისური და სახლიდან ნაჩქარევად გავიდა.
ნოემ ოცი წუთის განავლობაში იცადა და დაიწყო ჩანაფიქრის ასრულება.
მივიდა ლილიანას ფანჯრის წინ და მთელი ხმით დაიწყო ყვირილი
-ლილიანა, ჩემი ცხოვრების აზრო, გამოიხედე ძალიან გთხოვ-გაჰყვირის ბოლო ხმაზე და თან ბუშტების გასაშვებად ამზადებს-ლილიანა, გამოიხედე ,ჩემო ანგელოზო-ფანჯარაში მისი ვერ დანახვის გამო წყობიდან გამოვიდა -ლილიანა გამოიხედე ,გოგო. იცოდე ამოვალ და არ ვიცი რას გიზამ.-მიხვდა რომ მუქარაზე გადადიოდა და ხმა ისევ დაითბო-ლილიანა, ჩემო ლამაზთვალება გამოიხედე, ძალიან გთხოვ-დანებების ნიშნად თავი ჩაქინდრა, როდესაც უკნიდან ყველაზე სასიამოვნო ხმა გაიგო.
-მაპატიეო ერთხელ არ თქვა-ხელებგადაჯვარედინებული უყურებს ნოეს და ბუშტებს აკვირდება
-ლილიანა-სწრაფად მოტრიალდა და ღიმილიანი სახე შეანათა
-რას მიღიმი? გეგონება გულს მომილბობდეს-ცივად უთხრა და სადარბაზოსკენ წავიდა.
-ლილიანა, დამელოდე-ბუშტებს ხელი არ გაუშვა ისე აედევნა.
-შემეშვი ,ნოე . თავს ტყუილად იწუხებ და რომ იცოდე მაგდენ ბუშტს სადარბაზოში ვერ შემოიტან და ტყუილად ექაჩები-სიცილით უთხრა და როცა ნოეც მიხვდა რომ მართალი იყო იქვე მიაბა და ლილიანას აედევნა.
-მაინც ვერ მომიშორებ ასე ადვილად-ლილიანას მცდელობა კარი დაეხურა უშედეგო აღმოჩნდა, ნოე მაინ შეიჭრა შიგნით და ლილიანა წამში კედელთან აღმოჩნდა
-ხელი გამიშვი ,ნოე. შენთან საუბარს არ ვაპირებ
-ყველაფერი უნდა აგიხსნა და სანამ არ მომისმენ მანამდე არ დაგანებებ თავს.
-თავს ნუ შეიწუხებ ლაზარემ მითხრა უკვე-ამოილაპარაკა და თავი გვერძე გაატრიალა
-მერე, ლილიანა, მერე? მაინც არ მპატიობ?-სახე მოაბრუნებინა და თვალებში ჩააშტერდა
-არა, არ გპატიობ-საცოდავად აღმოხდა და თვალები აუცრემლიანდა
-ისევ გიყვარვარ?
-რაა?
-ისევ გიყვარვარ?
-არა არ მიყვარხარ-მიახალა და თავი ჩაქინდა
-თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი-თავი მაღლა ააწევინა
-ნოე, გთხოვ ნუ მაიძულებ
-მითხარი ,რომ აღარ გიყვარვარ და აღარასდროს შეგაწუხებ ,ბავშვსაც მხოლოდ მაშინ ვნახავ, როდესაც ამას შენ მოისურვებ. ოღონდ თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი.
-ლილიანამ უკანასკნელი გამბედაობა და შერჩენილი სიამაყე მოიკრიბა და თვალებში ჩააშტერდა-აღარ მიყვარხარ -მიახალა და თვალები აარიდა. ნოეს ამ სიტყვებმა მოძრაობის უნარი წაართვა. ადგილზე გაშეშდა. არ ეგონა თუ იქვე არ წაიქცეოდა. მიწა ფეხებქვეშ ეცლებოდა. შეიძლება ხვდებოდა კიდეც, რომ ლილიანას ეს სიტყვები სიჯიუტემ ათქმევინა, მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს როგორ გააკეთა? თვალებში უყურებდა და ეუბნებოდა რომ აღარ უყვარს. ვერ იჯერებდა რომ მის ლილიანას შეეძლო ასეთი რამის გაკეთება. აზრადაც არ უშვებდა რომ მას შეიძლება მართლა აღარ ყვარებოდა ,უბრალოდ გულს ის უფრო სტკენდა ,რომ ასე შეძლო მისთვის ამ სიტყვების თქმა.
როგორც იქნა გონს მოეგო , ლილიანას კიდევ ერთხელ გაუსწორა მზერა და ადგილიდან მოწყდა. კიბეებზე დაეშვა და დატოვა მარტო ლილიანა თავის ფიქრებთან. ლილიანა კი ამ დროს კედელთან ჩაიმუხლა. აქვითინდა ,მიხვდა რომ დიდი შეცდომა დაუშვა, ნოესაც გული ატკინა და თავადაც დაკარგა სიყვარული. წამში გაანალიზა ,რომ ამის გაკეთება და ნოეს გაშვება არ შეეძლო. მეორე მემ სახეში სილა გააწნა და აიძულა გაკიდებოდა. –ნოე -დაიძახა განწირული ხმით და ნოეც წამში მისკენ მიტრიალდა-მაპატიე, ნოე მაპატიე ,რომ გული გატკინე-მისკენ გაიქცა, ხელები წელზე მჭიდროდ მოჰხვია და ცრემლებს გასაქანი მისცა -მიყვარხარ და არ შემიძლია შენი გაშვება-აქვითინდა და ხელს უფრო მჭიდროდ ხვევდა
-ჩემო ლილიანა, ჩემო ანგელოზო-ჩაიბურტყუნა და მის თმებში თავი ჩარგო. გახარებულმა ჰაერში დააბზრიალა . ლილიანამ უეცრად ჰაერში გაფანტულ ბუშტებს ახედა
-ჩემო ბრაზიანო-უთხრა და ლოყაზე აკოცა
-არაუშავს ,ორ ამდენს გიყიდი. -თბილად უთხრა და სახლში ხელში აყვანილი აიყვანა.
-დამსვი,ნოე .
-აა ხო ,ჩემი ორსული გოგო. ლოყაზე აკოცა და სახლში შეუძღვა.ექიმთან როდის მიდიხარ? ამ კვირაში არ გამოგვივიდა ერთად წასვლა
-იქითა ოთხშაბათს
-იცოდე არ მიპატიებია ბაჩოს რომ მოასმენინე პირველად მისი გულისცემა.-ამოიბუზღუნა და სამზარეულოში შევიდა
-არც მაინტერესებს მაპატიებ თუ არა-ენა გამოუყო და თავადაც უკან აედევნა-მოგიმზადებ რამეს?
-რას?-პატარა ბავშვივით აცქმუტდა
-ჯერ ლაზარეს დაურეკე და ერთად ვივახშმოთ-ნოემაც შეასრულა უფროსის დავალება-ისე რომ იცოდე სახლში უფროსი მე ვარ და ქალი ვიცი კუხნაში და ასეთებს არ ვართ-ირონიულად უთხრა და სახე დამანჭა
-ანუ ჩემს ცოლობაზე ფიქრობ უკვე?-ეშმაკურად გაუღიმა და მოფუსფუსე ლილიანას უკნიდან აეკრო
-ნოე, ქორწილამდე ვერ დაგნებდები-მკერდზე ხელი აიფარა და მხიარული მზერა შეანათა
-ოჰ ისე აიფარე ხელი გეგონება არ მენახოს-სიცილი აუტყდა-ხომ იცი რომ წამები მჭირდება შენს გასაშიშვლებლად-მისკენ ნელი ნაბიჯით დაიწყო სვლა
-ვერ ეღირსები.
-მართლა?-მის წინ აესვეტა და ტუჩები ტუჩებზე ნელა გადაუტარა
-მართლა-სუსტად აღმოხდა და ფეხებში სისუსტე იგრძნო
-იმას რატომ ამბობ რასაც ვერ შეასრულებ-ლილიანას ხმის ამოღება აღარ დააცადა და ტუჩებზე ვნებიანად დაეძგერა. ლილიანას სხეული უცებ აუხურდა და იგრძნო ,რომ მისი სურვილი კლავდა, ხელი თმებში შეუცურა და მისკენ დაქაჩა. ნოემ ხელი საჯდმოზე მოუჭირა და წელზე შემოსმული წაიყვანა საძინებლისკენ. ტანსაცმლისგან უცბად გაათავისუფლა , საწოლისკენ უბიძგა და რამდენიმე წამში მის ზემოდან მოექცა. ნელი კოცნით დაუყვა ტუჩებიდან ყელზე. ლილიანას ყრუ კვნეას აღმოხდა ,ამან ნოე უფრო გაახელა , საცვლისგანაც გაათავისუფლა და კიდევ ერთხელ აზიარა ლილიანა სიამოვნებას ,რომელსაც ორივე ასე ელოდა.
დაქანცულები ერთმანეთზე მიხუტებულები მიესვენენ .
-იცი როგორ მიყვარხარ?
-როგორ?
-აი ამხელაზე-ხელები გაშალა ნოემ და ლილიანას შუბლზე აკოცა. ორივეს სიცილი აუტყდა
-მე უფრო მიყვარხარ-მუხლებზე წამოდგა და შიშველმა ხელები გაშალა-აი ამხელზე-სიცილით უთხრა და მის ზემოდან მოექცა
-ლილიანა, ცელქობ -ენა ტუჩზე გადაისვა და ხელები წელზე მოხვია.
მთელი საღამო ერთმანეთისთვის სიყვარულის განაწილებაში გაატარეს.
შებინდებული იყო როდესაც ლაზარე მოვიდა და მისაღებში ხმაურით შევიდა.
-მოვიდა-ამოიგმანა ნოემ და წამოჯდა-რა უდროოა ეს ბიჭი რა. მაგრამ არაუშავს სხვა დროს განახებ ვინაა უფროსი-ვნებიანად უჩურჩულა და შარვალი ამოიცვა , მაისურიც მოირგო და ლილიანა მარტო დატოვა.
-შეშლილი-თბილად თქვა და გვერდი იცვალა. მალე ჩაეძინა კიდეც.
-გამიკვირდა უფრო ადრე რომ არ მოხვედი და ხელი არ შეგვიშალე-თავში წამოარტყა ლაზარეს და გვერდით მიუჯდა
-ძალიან გამითამამდი რაღაც-თავზე ხელი მოიკიდა-სახეზე გაწერია რომ შერგდით
-ხოო. დღეს ბევრი რამ მოხდა .
-კარგია რომ თქვენ მაინც იქნებით ერთად, ნამდვილად იმსახურებთ
-ხვალ ცოლობა უნდა ვთხოვო.
-რაა?
-რაც გაიგე და ახლავე დაიწყე მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დავქორწინდეთ, ასე აღარ შემიძლია.
-რითიც შემიძლია დაგეხმარები.
-არ დამეხმარები და შენი აჯობებს-სიცილით უთხრა და სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა.

მეორე დღეს

-ლილიანა, გაიღვიძე-ფრთხილად უსვამს სახეზე თითებს
-რა მოხდა?-თვალების ფშვნეტით წამოიზლაზნა
-გაემზადე სადღაც უნდა წაგიყვანო-ხელი სტაცა და აბაზანაში შეაგდო
-შენ არ გინდა შემოსვლა?-გამომწვევად ეუბნება კარში მდგომი
-ნეტავ იცოდე როგორ მინდა-პირში გამოსცრა და მშრალი ტუჩები ენის მოსმით დაისველა- მაგრამ მასე დაგვაგვიანდება. სწრაფად მიიღე შხაპი და გაემზადე. ძალიანაც ნუ გაიპრანჭები -სიცილით უთხრა და ოთახიდან გავიდა
-იდიოტო-გასძახა და სააბაზანოში შევიდა.
რამდენიმე საათის შემდეგ
-ლილიანა ,მოვკვდი ლოდინით . აღარ მორჩები მზადებას?-კართან ატყუზული საცოდავად წუწუნებს
-მოვრჩები ხუთ წუთში
-ერთი საათია ხუთ წუთში რჩები, ნერვები მეშლება უკვე
-ნუ დამლოდები თუ ნერვები გეშლება, აღარ წამოვალ და ის იქნება
-კარგი ხო, გელოდები ოღონდ გამოეტიე-დაიბუზღუნა და კარს აეყუდა
-მოვრჩი-კარში დადგა და ნოეს რეაქციას დაელოდა
-ალილუია-მისკენ მიტრიალდა და ადგილზე გაშეშდა-რა ლამაზი ხარ,ლილიანა .ახლა როგორ გითხრა რისი თქმაც მინდოდა? რატომ მაბნევ სულ ასე-მის წინ აესვეტა და ყელთან სველი კოცნა დაუტოვა-კარგი წამოდი, გავგვიანდება-ხელში სტაცა და სულ რამდენიმე წამში მანქანაში ისხდნენ. ნოემ ლილიანა მიიყვანა იმ ადგილას, სადაც ყველაფერი დაიწყო .
-აქ რას ვაკეთებთ?-ხასიათი შეეცვალა
-არ მოიწყინო, ვიცი რომ ეს ადგილი შენთვის ცუდ მოგონებებთან ასოცირდება ,მაგრამ მინდოდა რომ შენი ცუდი მოგონებები კარგით შევცვალო.
-ანუ?
-ანუ ის რომ-ცოტახანს გაჩუმდა და ლილიანას თვალებში ჩააშტერდა-ცოლად გამომყვები?-მის წინ მუხლი მოიდრიკა და ბეჭედი თვალწინ აუფრიალა
-ნოე-პირზე ხელი აიფარა-მესიზმრება ეს ყველაფერი ალბათ
-არა ჩემო ლამაზო,არაფერი გესიმრება .ყველაფერი რეალობაა
-ნუთუ ასეთი ბედნიერებაც გაიმეტეს ჩემთვის-ცრემლები წამოუვიდა
-ანუ ეს თანხმობად ჩავთვალო?-ცრემლის შეკავება ვერც ნოემ შეძლო
-რა თქმა უნდა ,ჩემო სულელო-ლილიანაც მის წინ დაემხო და ხელები მაგრად მოჰხვია.

რამდენიმე თვის შემდეგ

-მზადება როგორ მიდის?-მისაღებში შედის ნოე და თან ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრება. ლილიანას შუბლზე კოცნის და მის გვერდით ჯდება.
-არ მჯერა ,რომ ხვალ ვქორწინდებით-ამოილაპარაკა ლილიანამ და ხელი მუცელზე დაიდო
-არც მე ,როგორ მომენატრებით-ყალბი ცრემლი მოიწმინა ლაზარემ-მეც ხომ არ წამიყვანდით თაფლობის თვეში
-ხომ არ გვეშვილებინე?-სიცილით უთხრა ნოემბერი
-რატომაც არა. მეც მჭირდება სიყვარული-საცოდავად ამოიგმანა და საწყალი მზერა შეანათა
-ჩემი კნუტუ-გვერდით მიუჯდა ლილიანა და თავზე აკოცა
-დედა ნოე ნუ მიბღვერს-თავი მოისაწყლა და ტუჩები საცოდავად გამობზიკა
-ნოე, ნუ შემიშინე ბავშვი-სიცილით უთხრა და ზარის ხმის გაგების შემდეგ მის გასაღებად მოემზადა. გაღებისთანავე ისმის კივილი
-ლილი, გილოცავთ-ეუბნება ერთ-ერთი აქცენტით და მეორე გოგოსთან ერთად ეხუტება
-ჩემო ლამაზებო. დღეს არ გელოდებოდით
-გეგონა ქორწილის წინა დღეს ჩვენ გარეშე გაატარებდი?-ეუბნება მეორე და სახლში შედის.-შენზე ბევრი რამ არ გვცოდნია და მაგაზე დავილაპარაკებთ.
-საიდან გაიგეთ?
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გავიგეთ-ამბობს და მისაღებში შედის
-გაიცანით ,ესენი ჩემი ამერიკელი მეგობრები არიან. დანიელა და ლეა .ქართული იქ ყოფნისას ვასწავლე. იდეალურად არ იციან მაგრამ მიხვდებით რისი თქმაც უნდათ-ლაზარეს და ნოეს გააცნო და დივანზე ჩამოსხა ორივე.
-სასიამოვნოა გოგოებო-ეუბნება ლაზარეს და ერთ-ერთს თვალებს უჟუჟუნებს
-ჩემთვისაც-ლოყებაწითლებული ამბობს ლეა და თავს ლილიანასკენ ატრიალებს.
-ლილიანა, არ ემზადები ხვალისთვის?
-მომზადებული ვარ უკვე, მეტი რა გავაკეთო?
-არა ,ასე არ შეიძლება,ჩვენთან ერთად წამოხვალ და ჩვენ მოგამზადებთ-ხელი მოჰკიდა დანიელამ და ლილიანას საძინებლისკენ უბიძგა.
-აბა ,ლილიანა აგვიხსენი რატომ არ გაგვაგებინე იმ ყველაფრის შესახებ რაც შენ შეგემთხვა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. ანა, საბა დაღუპულან. რატომ არ გაგვაგებინე? შენთან ვიქნებოდით და დაგეხმარებოდით
-რა აზრი ექნებოდა ,ტყუილად გაგანერვიულებდით
-ტყუილადაა ამხელა ტრაგედია შეგემთხვათ
-კარგი დაივიწყეთ არ მინდა მაგ ყველაფრის გახსენება
-კარგი მაპატიე-უთხრა ლეამ და ორივე მოეხვია
-კაბა აარჩიე უკვე? მუცელი გაგზრდია
-კი ავარჩიე, უფრო სწორად ნოემ აარჩია . გარდერობში კიდია-დანიელამ ვერ მოითმინა და მაშინვე გამოაღო კარადის კარი-ღმერთო ჩემო ,რა ლამაზია. ამ კაბაში ნამდვილი დედოფალი იქნები-გვერდით ამოუდგა ლეაც
-მართლა ულამაზესია-გაკვირვებულები იდგნენ კარადასთან და კაბას თვალს ვერ აშორებდნენ
-თქვენ აქ ჩემ მოსამზადებლად მოხვედით თუ კაბის საყურებლად.
-უი ხო, სულ დაგვავიწყდა. -საწოლზე ჩამოსხდნენ და ყველანაირი პროცედურა ჩაუტარეს მომავალ პატარძალს. „მანიკურ-პედიკურიდან“ დაწყებული სხვა წვრილმანებით დამთავრებული. საღამო ჭორაობაში გაატარეს და დასაძინებლად ლილიანას ოთახში დარჩნენ.
-როგორ მინდა ანც აქ იყოს-ცრემლი მოერია ლილიანას
-დარწმუნებული ვარ შენი ბედნიერება ყველაზე მეტად მას უხარია
-ხოო, ის ხომ შენს გულშია? გამოდის რომ შენთანაა-თბილად უთხრა და ლოგინზე წამოწოლილს მოეხუტა ორივე.

ქორწილის დღე

-ლილიანა, ადექი დაგაგვიანდება-შესძახა ლეამ
-რაა? რომელი საათია? -დაფეთებული წამოხტა და ჩაცმა დაიწყო
-დაწყნარდი გატყუებს-სიცილით უთხრა დანიელამ
-ოხ ლეა-ბალიში გაუქანა და კარში მდგომ ლაზარეს მიაჩერდა
-ემზადებით გოგოებო?
-ნოე სადაა?
-არ ვიცი რაღაც საქმე მაქვსო და წავიდა.
-მალე მოვა
-ნუ დარდობ, არ გაქცეულა-სიცილით უთხრა და ოთახიდან გავიდა
-რა საყვარელია-ამოილაპარაკა ლეამ და როდესაც ლილიანას და დანიელას გაკვირვებულ სახეებს წააწყდა გაჩუმდა
-კი ძალიან საყვარელია. ნერვების ჭია
-რატომ იტყუები ,არ დაუჯეროთ-გამოსძახა ლაზარემ
-შენ საქმეს მიხედე რა ,უყურე ამას-ჩაიბურტყუნა და სარკის წინ დაჯდა.
-თმას მე გაგიკეთებ
-სხვა ვინ გამიკეთებს აბა. დანიელას ერთხელ ვანდე ჩემი თავი და მახსოვს როგორც დასრულდა-სიცილი დაიწყო სამივემ
-ეგეთი საშინელიც არ ყოფილა
-არა არ ყოფილა. იმიტომ ეშინოდათ გამვლელებს ჩემი
-ის კარგი იყო ,რომ ყვიროდი დანიელას გაკეთებულიაო და შემარცხვინე?
-არ იყო თუ?
-ნუ ხარ დამპალი-მხარში მუშტი დაარტყა და საწოლზე გადაეშვა-მე მაკიაჟს გაგიკეთებ
-ანუ აღარ მჭირდება არც ვიზაჟისტი და არც სტილისტი
-რა თქმა უნდა-თბილად უთხრა ლეამ და სარკეში ლილიანას გამოსახულებას დააკვირდა.
ცოტახანში ყველა მზად იყო და სიძეც მალევე მოვიდა.
-ნოე, არ შემოხვიდე ჯერ-კარის მიხურვა სცადა ,მაგრამ ვერაფერს გახდა
-კარგი რა, ჩემი ცოლის ნახვა მინდა.
-უთხარი ბაჩოს?
-კი-თვალებში სიბრაზებ გაუელვა-მხოლოდ იმიტომ რომ შენ მთხოვე
-არ გაბრაზდე, უბრალოდ მე ყველაფერი ვაპატიე და იმის მერე რაც ჩვენთვის გააკეთა ჩავთვალე რომ უნდა დაგვეპატიჟებინა.
-როგორც გინდა ისე იყოს-თბილად უთხრა და შუბლზე აკოცა-კაი მე ქვემოთ დაგელოდები და წავიდეთ რეესტრში
-კარგი.
ოც წუთში უკვე იქ იყვნენ. ლაზარესა და ლეას წყვილის შესახებ ალბათ უკვე მიხვდით, დანიელას რაც შეეხება ბაჩოსაც არ გამოპარვია ის მხედველობიდან. მოკლედ ყველამ იპოვა თავისი მეორე ნახევარი.
-არის აქ ვინმე ისეთი ,ვინც ამ ქორწინების წინააღმდეგია?
-დიახ, მე ვარ წინააღმდეგი-სერიოზული სახით განაცხადა ლაზარემ
-ლაზარე, რას აკეთებ?-სახეზე გაკვირვება აესახა ნოეს
-ბეჭდები დაგავიწყდათ ,სულელებო-სიცილით ეუბნება და მათ მაგიდაზე დებს.
ლილიანა და ნოე დაქორწინდნენ. ახლა კი ლაზარეს სიურპრიზის დრო დადგა.
-ლილიანა ,გახსოვს ბავშვის სქესის გაგება რომ არ დაგანებე და მინდოდა ქორწილში გაგეგოთ?
-ხო ,მერე?-ინტერესით შეხედა მის ხელში მყოფ კონვერტს
-სქესი ამ კონვერტში-გაუწოდა ნოესა და ლილიანას და რეაქციას დააკვირდა
-ტყუპები-ორივემ ერთხმად თქვა და ერთმანეთს მოსიყვარულე თვალებით გადახედეს.


იმედია დასასრული მოგეწონათ. ველი ამ ისტორიაზე თქვენ საბოლოო შეფასებებს. მოხარული ვიქნები თუ არ დაიზარებთ და ყველაფერს გულახდილად მეტყვით. ძალიან მიყვარხართ და დიდი სიამოვნება იყო ყოველი თავის დადება იმ იმედით ,რომ ახალ კომენტარს ვნახავდი. იმედი მაქვს მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით ,მაგრამ მანამდე გეტყვით ,რომ თუ ეს ვერ მოვახერხე, ძალიან მომენატრებით. მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველებს. მიყვარხართ.



№1  offline წევრი elene2619

მთელი ეს თავები თავის დაძაბულობის სევდის ტკივილის და ყველაფრის მიუხედავად მაინც მსუბუქი წასაკითხი იყო kissing_heart სიყვარულის ისტორია იყო ჩემთვის ძალიან რომანტიკული თბილი და ტკბილი heart_eyes მადლობა შენ რომ ესეთი ტკბილად წასაკითხი ისტორია მაჩუქე მე როგორც წყალწაღებულ რომანტიკოს მკითხველს heart_eyes ველოდები ბევრ და ახალ ისტორიებს heart_eyes

 


№2  offline წევრი buterfly

elene2619
მთელი ეს თავები თავის დაძაბულობის სევდის ტკივილის და ყველაფრის მიუხედავად მაინც მსუბუქი წასაკითხი იყო kissing_heart სიყვარულის ისტორია იყო ჩემთვის ძალიან რომანტიკული თბილი და ტკბილი heart_eyes მადლობა შენ რომ ესეთი ტკბილად წასაკითხი ისტორია მაჩუქე მე როგორც წყალწაღებულ რომანტიკოს მკითხველს heart_eyes ველოდები ბევრ და ახალ ისტორიებს heart_eyes

მადლობა შენ საყვარელო რომ კითხულობდი ძალიან მიხარია თუ მოგეწონა. მეც რომან"წ"იკოსი ვარ და მესმის შენი.;) მთლად წყალწაღებულიც არა მაგრამ მაინც.:) :) :) ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის

 


№3 სტუმარი ანანო გარსიძე

აააუუ ძააან მაგარია <3 ესეთები დადე ხოლმეე ძალიან მომეწონაა გავგიჟდი <3

 


№4 სტუმარი Natia

Cota gagevrzelebia ufro kargi iqneboda cudi dasasrulia

 


№5  offline წევრი buterfly

ანანო გარსიძე
აააუუ ძააან მაგარია <3 ესეთები დადე ხოლმეე ძალიან მომეწონაა გავგიჟდი <3

ძალიან მიხარია თუ მოგეწონა❤❤❤

Natia
Cota gagevrzelebia ufro kargi iqneboda cudi dasasrulia

რავიცი ცუდია თუ არ მოგეწონა. მაგრამ უაზროდ გაწელას ასე ვამჯობინე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent