მძიმე გზა (მესამე ნაწილი) ოცდამესამე თავი (35)
-ნია_დაუძახა სანდრომ საავადმყოფოს დერეფანში მიმავალ გოგონას. -სანდრო,მიხარია შენი ნახვა_მობრუნდა ის და მამაკაცი გადაკოცნა -მეც მიხარია._უპასუხა მან-არ მეგონა ჩამოსვლიდან მეორე დღესვე თუ დაბრუნდებოდი სამსახურში -ვერ გავძელი_უპასუხა ნიამ-ერთი სული მქონდა ისევ ოპერაციებს როდის დავუბრუნდებოდი -მომწონს ასეთი შემართება_გაეღმა სანდროს-ჰო მართლა ოპერაციაზე ასისტენტი მჭირდება და რას იტყვი? -რა ოპერაციაა?_იკითხა ნიამ -წამოდი_ხელი ჩაკიდა სანდრომ და გოგონა პაციენტის ტომოგრაფიის სანახავად წაიყვანა. -რთული მდგომარეობაა და სარისკო ოპერაცია_თქვა ნიამ და სურათებს თვალს ადევნებდა -ვიცი_უპასუხა სანდრომ-შენც ამიტომ აგირჩიე ასისტენტად,კარგი შანსია,რომ კიდევ ბევრი რამ ისწავლო -მოვემზადები_თქვა გახარებულმა და ოთახიდან გავიდა. სანდროც დერეფანში გამოვიდა. -სანდრო ექიმო_მოესმა უკნიდან გოგონას ხმა -გისმენ ანა_მიუბრუნდა ექთანს -ანალიზის პასუხები მოგიტანეთ პაციენტის_უთხრა გოგონამ და მამაკაცს კონვერტი გაუწოდა. -მადლობა_გაუღიმა მამაკაცმა და კონვერტი გამოართვა ანამ თვალები ძირს დახარა და სახეზე ოდნავ წამოწითლდა.ცდილობდა არაფერი შეტყობოდა. სანდრო წასვლას აპირებდა,ანა კი ისე იყო დაბნეული კინაღამ დაავიწყდა ,რომ კიდევ რაღაც უნდა ეთქვა. -სანდრო ექიმო-დაუძახა გოგონამ -გისმენ გოგონა შეჩერდა.მამაკაცი პირდაპირ თვალებში უყურებდა.მის ლურჯ თვალებს აკვირდებოდა და სათქმელი ისევ დაავიწყდა. -ანა_გამოაფხიზლა სანდროს ხმამ -ჰო,პაციენტის მშობლები მოვიდნენ და თქვენთან სურთ დალაპარაკება. -კარგი_მხარზე ხელი დაადო გოგონას-წავალ დაველაპარაკები სანდროს თვალი გააყოლა და მხარზე ხელი მოისვა.გაეღიმა და სახეზე ისევ წამოწითლდა,როდესაც გაახსენდა მამაკაცის ლურჯი თვალები. ანას ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა ამ საავადმყოფოში და დანახვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა სანდრო.რა თქმა უნდა ვერაფერს ეუბნებოდა თავის გრძნობებზე,ამისთვის ზედმეტად მორცხვი იყო,საუბრის უნარსაც კი კარგავდა,როდესაც ის უახლოვდებოდა.ახლა ფიქრებში იყო გართული,ისევ სანდროს ხმა ჩაესმოდა.ვერც კი შენიშნა,რომ ნია მიუახლოვდა. -უფრო გაბედული უნდა იყო ანა_უთხრა გოგონას -რა?რას გულისხმობთ_ჰკითხა დაბნეულად -სანდროს _ჩაეცინა ნიას -მე...მე... რას ამბობთ?_უხერხულობისგან სახეზე წამოწითლდა გოგონა. ნია ღიმილით აკვირდებოდა ახალგაზრდა ექთანს და ფიქრობდა,რომ საყვარელი გოგონა იყო.საშუალოზე ცოტა დაბალი იყო,პატარა ცხვირი ,ფართო და ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა და ბავშვური გამომეტყველება სახეზე. -ანა,ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის,რომ მორცხვი იყო._უთხრა გოგონას-უნდა იმოქმედორომ მიზანს მიააღწიო -ეჰ,თქვენთვის ადვილია_თქვა ანამ-ისეთი ლამაზი ხართ,მე კი მოჩვენებასავით ვარ,მე თუ არ დაველაპარაკე ვერც კი მამჩნევს. -სულაც არ ხარ მოჩვენება_გაეღიმა ნიას-ლამაზი და საყვარელი ხარ,მაგრამ მორცხვი.დამიჯერე ანა,უნდა გარისკო,რომ გაიგო ღირს თუ არა ამას. საუბარი შეწყვიტეს,რადგან სანდრო მათთან მოვიდა. -ნია_ოპერაციაზე შევდივართ-თქვა მან -კარგი,მზად ვარ._უპასუხა მან-ჰო მართლა სანდრო,ამ საღაოს,სამსახურის შემდეგ მე და ანა ნაყინის ჭამას ვაპირებთ და ხომ შემოგვიერთდები? -მართლა?_გაუხარდა მას-კი,სიამოვნებით. -ძალიან კარგი_გაუხარდა ნიას და ანას გადახედა. -ნია,საოპერაციოში გელოდები_უთხრა სანდრომ და წავიდა -ხედავ?ახლა შენი ჯერია_უთხრა ანას და მხარზე გამამხნევებლად დაადო ხელი-აბა საღამომდე.ოპერაციაზე უნდა წავიდე_დაემშვიდობა გოგონას ანა ცოტა ხანს დერეფანში დარჩა.გახარებული იყო,რომ სანდროსთან ახლოს ყოფნის შანსი მიეცა.ნიას სიტყვებიც არ ამოდიოდა თავიდან.თითქოს გულში პატარა იმედი ჩაესახა.კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში ჩაიხედა და საკუთარ თავს დააკვირდა,ახლა უკვე სხვა თვალით.ნიასთან საუბრის შემდეგ აღარ ფიქრობდა,რომ მოჩვენება იყო.სახეზე ჩამოვარდნილი მუქი ქერა თმა გაისწორა და საკუთარ გამოსახულებას კმაყოფილმა გაუღიმა. ... -ძალიან გემრიელი ნაყინი აქვთ ამ კაფეში _თქვა სანდრომ -მეც ძალიან მიყვარს_უთხრა ნიამ -ჰო,დღეს ბევრი ნაყინი დაიმსახურე_გაეცინა სანდროს-ოპერაციაზე შეუდარებელი იყავი.მალე ძალიან კარგი ექიმი გახდები_უთხრა სანდრომ -ასე ფიქრობ? -რა თქმა უნდა.ნიჭიერი ხარ. -ანა მოვიდა,ფეხზე წამოდგა ნია,გოგონა მათ მაგიდასთან მოიყვანა და სანდროს გვერდით დასვა. -შენ როგორ ნაყინს მიირთმევ ანა?_ჰკითხა სანდრომ -მარწყვის_უპასუხა გოგონამ და ცდილობდა ხმა არ აკანკალებოდა. -ძალიან კარგი_უთხრა სანდრომ და მისთვისაც მოატანინა ნაყინი -ლამაზი კაბა გაცვია_უთხრა ნიამ -მადლობა_მორცხვად გაეღიმა ანას -ჰო და ლამაზი თმა გაქვს_მის გრძელ ტალღოვან თმას თვალს არ აშორებდა სანდრო-გიხდება გაშლილი თმა -მადლობა_გაეღიმა ანას ნიას მობილურზე შეტყობინება მიუვიდა. -ბოდიშს გიხდით,მაგრამ უნდა წავიდე_თქვა მან და წამოდგა -ნია,მოხდა რამე?_ჰკითხა სანდრომ -არა,არაფერი.რაღაც საქმე მაქვს_უპასუხა მან-თქვენ დარჩით . ნია ორივეს დაემშვიდობა და გარეთ გავიდა. სანდრო და ანა ცოტა ხნით კიდევ დარჩნენ.გოგონა უკვე აღარ მორცხვობდა,როდესაც სანდროს ელაპარაკებოდა.აღმოჩნდა,რომ მათ ბევრი საერთო ჰქონდათ,ერთნაირი ფილმები და მუსიკა მოწონდათ.ერთი სიტყვით დრო მშვენივრად გაატარეს,შემდეგ კი სანდრომ გოგონა სახლამდე მიიყვანა. ... -გამარჯობა დათო_მიესალმა მამაკაცს სესილი -მოდი სესილი_სახლში შეიპატიჟა გოგონა და კარი დაკეტა -რამე მოხდა?_როგორც კი შენი შეტყობინება ვნახე მაშინვე წამოვედი_უთხრა მან და დივანზე მოკალათდა. -ყველაფერს მოგიყვები_თქვა მან-მაგრამ სოფიას დაველოდოთ ,ახლავე ჩამოვა -კარგი_უთხრა გოგონამ. სესილი გაკვირვებული იყო და ცოტათი ღელავდა,არ იცოდა რაზე უნდა ელაპარაკათ,თანაც ისიც აფორიაქებდა,რომ დათო რაღაცაზე ნერვიულობდა.ბოლთას სცემდა ოთახში და დაძაბული სახე ჰქონდა. კიბეზე სოფიაც გამოჩნდა.სესილის ნახვა ძალიან გაუხარდა. დათომ სთხოვა,რომ სესილის გვერდით დამჯდარიყო.მძიმედ სუნთქავდა და უჭირდა საუბრის დაწყება. -დათო,რა ხდება?_ჰკითხა სოფიამ -რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ_თქვა მან და მათ წინ მდგარ სავარძელში ჩაჯდა. -გისმენ,მაგრამ რა სახე გაქვს,ხომ მშვიდობაა?_ჰკითხა სოფიამ -მოკლედ..._დაიწყო დათომ-სოფია...ჩვენი პირველი შვილი არ მომკვდარა_თქვა მან და ცოლს შეხედა. -დათო,რა თქვი?_იკითხა ქალმა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.თითქოს სიზმარში ჩაესმა ეს სიტყვები ისეთი შეგრძნება ჰქონდა.დარწმუნებული არ იყო,რომ ყველაფერი არ ეჩვენებოდა. -გაიმეორე_თქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა-როგორ?საიდან იცი?_მის ხმაში ანერვიულებული ტონი გაერია.მამაკაცს დაჟინებით უყურებდა და ცდილობდა სწრაფად გაეგო პასუხი. -ჩვენი გოგონა არ მომკვდარა_თქვა მამაკაცმა და სახეზე აღელვება და სიხარული ერთად გამოეხატა.თავისდაუნებურად იღიმოდა. -გოგონა?_დაიბნა სოფია-დათო...სულ ყველაფერი ამერი,ყველაფერი ამიხსენი გთხოვ.გული გამისკდება მგონი. -დამშვიდდი_ხელი მოხვია ცოლს და დივანზე დასვა. სესილი გაკვირვებული უყურებდა ორივეს და ვერ გაეგო რა ხდებოდა,ან თვითონ რა შუაში იყო,მაგრამ ახლა რამის თქმას ვერ ახერხებდა.უბრალოდ ჩუმად იჯდა. დათომ ყველაფერი დაწვრილებით მოყვა,თუ როგორ გაყიდეს მათი გოგონა და მის ნაცვლად მკვდარი ბავშვი მოუყვანეს სოფიას.ქალი ძალიან ანერვიულდა.ბრაზისგან სახე აწითლებული ჰქონდა.აღელვებისგან გული ძალიან სწრაფად უცემდა,ისე რომ სუნთქვაც უჭირდა. ფეხზე წამოდგა,მაგრამ თავბრუ დაეხვა.სესილიმ და დათომ ხელი მოკიდეს და წამოაწვინეს.გოგონამ სოფიას წყალი მოუტანა,რომ ცოტა დაწყნარებული. -ეს რა სისასტიკეა_თქვა სოფიამ,როდესაც ცოტათი გონზე მოვიდა-ეს როგორ ჩაიდინეს.ნონა რომ ცოცხალი იყოს მე თვითონ მოვკლავდი_თქვა გამწარებულმა-დათო,სად არის ჩვენი შვილი?ხომ მითხარი,რომ ცოცხალია.იცი სად არის?_ეკითხებოდა ქალი. -ვიცი_უპასუხა მან და სესილის გახედა შემდეგ გოგონას ხელი დაიჭირა და სახეზე მოეფერა.-სესილი...ჩვენი შვილია სიჩუმე ჩამოვარდა.სოფია და სესილი გაოგნებულები უყურებდნენ მამაკაცს,საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდნენ. ვერცერთი ბედავდა რამე ეთქვა.სრულ არეულობაში აღმოჩდნენ. -სიზმარში ვარ არა?_სიჩუმე დაარღვია სესილიმ -მომისმინეთ,ყველაფერი სიმართლეა_თქვა დათომ-სალომემ დნმ-ის ანალიზი გააკეთა,რომ დავრწმუნებულიყავით.სესილი,შენ რომ ოპერაციას გიკეთებდნენ სწორედ მაშინ აიღო ეჭვი სალომემ. -უნდა წავიდე_წამოდგა სესილი -ასეთ მდგომარეობაში?სესილი მოიცა.უნდა დავილაპარაკოთ_მის შეჩერებას ცდილობდა დათო,თუმცა ამაოდ,გოგონას წასვლა უნდოდა და დათომაც აღარ დააძალა დარჩენა.იფიქრა,რომ დრო სჭირდებოდა ეს ამბავი რომ გაეანალიზებინა. სოფია კი ჩუმად იჯდა,იატაკს დაჰყურებდა და სესილის წასვლაც არ შეუნიშნავს. დათომ გოგონა გააცილა და სოფიასთან დაბრუნდა. -სოფი,კარგად ხარ?_ჰკითხა მან ქალს ხმა არ გაუცია. -გთხოვ დამელაპარაკე._მის წინ ჩამოჯდა მამაკაცი და მუხლზე ხელი დაადო-ვიცი,რომ ახლა რაც გაიგე მძიმე გადასატანია,ერთბაშად ამდენი ემოცია,ამხელა ამბავი,მაგრამ გთხოვ ხმა გამეცი. ქალმა თავი აწია და ქმარს შეხედა.ფერი ჰქონდა დაკარგული. -წყალი მინდა_თქვა სუსტი ხმით და სანამ დათო რამის თქმას მოასწრებდა ქალი წამოდგა,თუმცა ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო და დათოს მკლავებში უგონოდ ჩავარდა. ... სესილი ქუჩაში მიდიოდა.თავგზააბნეული იყო.ამდენი ემოციებისგან მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა.ჯერ ვერც კი გაეაზრებინა თუ რა მოხდა.სახლი ისე დატოვა,რომ სიტყვაც არ უთქვამს.არც სოფიას უთქვამს რამე.ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იყო.არც კი იცოდნენ რა უნდა ეთქვათ,რა უნდა გაეკეთებინათ. გოგონა სიარულით დაიღალა და გაჩერებაზე მდგომ სკამზე ჩამოჯდა.საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. აზრების დალაგება უნდოდა,მაგრამ ვერ ახერხებდა.ჯერ კიდევ ძალიან იყო აღელვებული,რომ რამეზე ეფიქრა. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო,ნიას ნომერი მოძებნა და დარეკა. -სესი,როგორ ხარ?_გაისმა ტელეფონში ნიას ხმა -ნია..._თქვა აკანკალებული ხმით -რამე მოხდა ? კარგად ხარ?_შეშფოთდა გოგონა -ნია,შენთან ლაპარაკი მინდა_თქვა ცრემლმორეულმა -სად ხარ?მითხარი და ახლავე მოგკითხავ -შენ სახლთან ახლოს ვარ,ხომ იცი ის გაჩერება...მარკეტთან -კი,კი.ორ წუთში მანდ ვიქნები,ახლავე გამოვალ_უთხრა ნიამ ორი წუთი არც კი იყო გასული,რომ ნია მანქანით გაჩერებასთან მოვიდა.გოგონა მის მანქანაში ჩაჯდა. ნიამ მანქანა დაძრა.გეზი სახლისკენ აიღო. -რა მოხდა?ძალიან ხარ აღელვებული._ჰკითხა ნიამ -რომ მივალთ მოგიყვები._უპასუხა მან-ჯერ მეც ვერ გავიაზრე ყველაფერი ნიამ მანქანა ეზოში შეიყვანა.შემდეგ კი სესილისთან ერთად სახლში შევიდა. -მარტო ხარ?_ჰკითხა სესილიმ -ჰო.მია და ლუკა სასეირნოდ არიან,ცოტნე გიორგისთან ერთადაა და ნოე კლასელის დაბადების დღეზე_უპასუხა მან-მოდი ,დაჯექი.რას დალევ -არაფერი ნიი,მხოლოდ წყალი მინდა._უპასუხა მან-პირი მიშრება ნიმ წყალი მიუტანა. -რა ხდება?_ჰკითხა სესილის -არც კი ვიცი საიდან დავიწყო._თქვა აღელვებულმა.-თავგზა მაქვს აბნეული. სესილიმ ყველაფერი უამბო.აღელვებული იყო და ემოციები ზოგჯერ საუბარს აწყვეტინებდა.ყვებოდა ამ ამბავს და თითქოს საკუთარი სიტყვებისაც არ სჯეროდა. ნია გაკვირვებული იყო ამ ამბით.ცოტა ხანს ისიც ვერაფერს ამბობდა,არც კი იცოდა რა ეთქვა. -სესილი_გაკვირვებისგან გაეღიმა ნიას-არც კი ვიცი რა ვთქვა.ძალიან გალვირვებული ვარ,მოულოდნელობისგან. -ჰო,ახლა მე მკითხე_უპასუხა მან-რა მოხდა ვერ ვიაზრებ ჯერ.რა უნდა გავაკეთო ისიც არ ვიცი.სოფიასგან და დათოსგან ისე წამოვედი,რომ არაფერი მითქვამს.არეული მაქვს გონება -კარგი დამშვიდდი_ხელი მოკიდა გოგონას,რომელიც ბოლთას სცემდა და მის გვერდით დააჯინა-მომისმინე,ცოტა რომ დაწყნარდები კარგი იქნება თუ მათ დაელაპარაკები. -არ ვიცი შევძლებ თუ არა_უპასუხა სესილიმ-გული ამოვარდნაზე მაქვს.რა უცნაურია.მგონი ბედნიერიც კი ვარ რომ ნაშვილები ვარ.ძალიან ცუდ რამეს ვამბობ და ცუდ ადამიანად ჩამთვლი,მაგრამ რაც სოფია და დათო გავიცანი ჩემი მშობლები შემძულდა,ვნატრობდი,რომ სოფიას და დათოსნაირი მშობლები მყოლოდა,ეს ნატვრა კი ზუსტად ამიხდა,ახლა კი არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.სოფია დედაჩემია_ამბობდა ის ,თანაც საკუთარი სიტყვების უკვირდა-დათო კი მამაჩემი -სესი,მათთან უნდა მიხვიდე აუცილებლად.უნდა დაელაპარაკო.თანაც შენ ცუდი ადამიანი არ ხარ,საკუთარ თავზე ასე არ იფიქრო_უთხრა გოგონას და ხელზე მოეფერა-შენი მშობლები და შენი და უსამართლოდ გექცეოდნენ და ეგეთი ხალხი რომელ ნორმალურს ეყვარებოდა.ვფიქრობ ახლა ძალიან მაგარი რამ ხდება შენ ცხოვრებაში.სოფიასაც და დათოსაც ძალიან უყვარხარ. -ჰო_დაეთანხმა სესილი-შვილივით მიმიღეს უცხო ადამიანი.რა უცნაურია,თურმე ნამდვილი მშობლები ყოფილან. -ჰო,მაგიტომ ვამბობ,რომ ძალიან მაგარი რამ ხდება,ჩემი აზრით რაც მალე დაელაპარაკები მათ მით უკეთესია. -ჰო,სწორი ხარ_თქვა სესილიმ-მაგრამ ისე წამოვედი,რომ არაფერი მითქვამს,სულელივით მოვიქეცი.რას იფიქრებენ. -იფიქრებენ,რომ აღელვებული იყავი,სხვა რა?_ჰკითხა ნიამ-დამშვიდდი.ეს უბრლო ამბავი ხომ არაა,მშვიდად ვერ იქნებოდი. -ახლავე მინდა მათი ნახვა_თქვა გოგონამ -მე წაგიყვან-შესთავაზა ნიამ -ნია_მიუბრუნდა მას სესილი და ბეჭებზე ორივე ხელი მოკიდა-შენი ძალიან მადლობელი ვარ,ყპველთვის ძალიან მეხმარები და მამშვიდებ.მიყვარხარ_უთხრა გოგონას და მოეხვია -მეც ძალიან მიყვარხარ_გაეღიმა ნიას-ხომ იცი ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.ახლა კი წავიდეთ. ... -დედა,კარგად ხარ_გამოაფხიზლა სოფია სანდროს ხმამ,რომელიც დათოს გვერდით იდგა.ორივენი შეშინებულები უყურებდნენ მას -ჰო_უპასუხა სუსტი ხმით და წამოჯდომა სცადა,თუმცა თავბრუ ეხვეოდა -იწექი_შეაჩერა დათომ -დათო_ქმარს ახედა ქალმა-სესილი ,სესილი სად არის?_იკითხა მან-მისი ნახვა მინდა ძალიან.უნდა დაველაპარაკო -აუცილებლად დაველაპარაკებით.ხვალ დავურეკავ კარგი?_უთხრა დათომ -ალბათ ახლა ისიც გაურკვეველ მდგომარეობაშია,ახალი ამბის გამო_თქვა სანდრომ-ცოტა დამშვიდდება და თვითონვე მოვა,ასე ვფიქრობ -სანდრო,შენც იცოდი?_გაუკვირდა ქალს -ჰო...ცოტა ხნის წინ მითხრა მამამ_უპასუხა სანდრომ კარზე ზარის ხმა გაისმა.დათო ქვემოთ ჩავიდა.კართან სესილი და ნია იდგნენ.დათო ნიას მიესალმა,თან გაუხარდა სესილი რომ დაინახა,არ ელოდა,რომ დაბრუნდებოდა.გოგონები სახლში შემოიპატიჟა,თუმცა ნიამ უარი თქვა.მისი აზრით ჯობდა,თუ ახლა სესილი ცალკე შეძლებდა საუბარს მშობლებთან. სესილი სახლში შევიდა.დათომ ოთახში შეიყვანა. -სესილი_თქვა გახარებულმა სოფიამ-რა კარგია,რომ მოხვედი გოგონა ქალს ნელ-ნელა მიუახლოვდა,თვალები ორივეს ცრემლებით ჰქონდა სავსე.ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ცრემლებს გასაქანი მისცეს.დათო მათ გვერდით ჩამოჯდა საწოლზე და ორივეს ეფერებოდა თმაზე. -მაპატიეთ,რომ ასე სიტყვის უთქმელად წავედი_თქვა სესილიმ -არაუშავს_სახეზე მოეფერა დათო-მთავარია,რომ ახლა ჩვენთან ხარ. -არ მჯერა,რომ ასეთი რამ შესაძლებელია_ბედნიერებით სავსე თვალებით უყურებდა ქალიშვილს სოფია-ისევ ვერ ვიჯერებ.ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ ახლა_გულში ჩაიკრა შვილი სესილიმ ქალს ხელები მოხვია.მისი სიახლოვით,მისი ხმით,მისი სურნელით ტკბებოდა.ეს იყო დედის სურნელი,რომელიც ლუიზასგან არასდროს უგრძვნია.ახლა აიხსნა თუ რატომ იყო მისთვის დათო და სოფია ასე ახლობელი,რატომ იყო მათი თვალები,ხმა ასე ნაცნობი.თითქოს მთელი ცხოვრება მათთან ჰქონოდა გატარებული. ცოტა ხნის წინ სევდიანი ხედავდა,თუ როგორ ეფერებოდნენ ნიას და მის და-ძმებს მოსიყვარულე მშობლები და ცრემლით სავსე თვალებით იხსენებდა მის ბავშვობას,მისი გამზრდელი მშობლებისგან ხომ არასდროს უგრძვნია სიყვარული,ახლა კი აქ იწვა,დათოსა და სოფიას შორის,ორივეს მისი ხელი ეჭირა და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.ახლა საერთოდ აღარაფრის ეშინოდა.სიამოვნებდა მათი თბილი ხელი რომ ეხებოდა სიყვარულით.თვალები დახუჭა და უკვე ბედნიერი ემოციებისგან გადაღლილს მალე ჩაეძინა. ... -სესილი_გაისმა ეზოდან უსიამოვნო ხმა -სესილი,ვიცი რომ აქ ხარ,ახლავე ჩამოეთრიე შე ნაგავო_კიოდა ქალი ახლადგაღვიძებული გოგონა საწოლიდან წამოდგა და ჯერ კიდევ გაბრუებული მივიდა ფანჯარასთან.სახე ზიზღით აევსო,როდესაც ეზოში ლუიზას მოკრა თვალი,რომელიც მის სახელს გაჰკიოდა.ქალის კივილზე სოფიას და დათოსაც გაეღვიძა.სანდროც თავისი ოთახიდან გამოვიდა. -რა ხდება_იკითხა დათომ და ქვემოთ ჩავიდა. ყველა მას გაყვა. -აქ რას აკეთებ?_ჰკითხა გაბრაზებულმა დათომ ქალს და სესილი მის ზურგსუკან მოიქცია -სესილი აქ მოდი_ყვიროდა ის,შენთან მაქვს საქმე -რა გინდა?_ზიზღით ჰკითხა სოფიამ -მე რა მინდა?მაგ დამპალი გოგოს გამო ჩემი შვილი ციხეშია_ყვიროდა ლუიზა -შენ გიჟი ხარ?_გაბრაზდა სანდრო-სესილი რა შუაშია,მკვლელი და ნარკომანია ეგ თქვენი ძვირფასი ირინკა.ჩვენი მეგობარი კინაღამ მოკლა და ახლა რა პრეტენზიებით მოდიხარ აქ,სირცხვილის გრძნობა დაკარგე_ხმამაღლა თქვა სანდრომ -როგორ ბედავ და მაგას მეუბნები_ისტერიკაში ჩავარდა ქალი -ჩვეულებრივად_ირონიულად გაიღმა სანდრომ-ირინკა სადაცაა იქ უნდა იყოს და მალე შენც მიუჯდები გვერდით თუ ასე გააგრძელებ -აქედან წაეთრიე_მიუახლობდა სესილი და მკლავზე მაგრად მოკიდა ხელი.-ის არ გეყო ცხოვრება რომ ამირიე?შენი და შენი დამპალი ირინკას გამო ლევანი დავკარგე_ლევანის გახსენებაზე ცრემლები მოაწვა,მაგრამ თავი შეიკავა.ახლა ტირილი არ შეიძლებოდა-არა მარტო ლევანი შენ ყველაფერი წამართვი.აქ მოსვლა აღარ გაბედო თორემ... -მოგკლავ შე უმადურო მათხოვარო_დაიკივლა ქალმა-განანებ,შე სშვილო...მადლობა ღმერთს რომ ჩემი გაჩენილი არ ხარ_თქვა ღვარძლიანად და სესილის დააკვირდა,აინტერესებდა მისი რეაქცია ამ სიტყვებზე.გოგონას წყობიდან გამოყვანა სურდა. -პირიქით_თქვა სესილიმ და ქალს ხელი გაუშვა,შემდეგ სოფიას და დათოს გახედა-მე ვარ მადლობელი,რომ შენ არ გამაჩინე -იცოდი?_გაუკვირდა ქალს -ჰო,არ გამოგივიდა ჩემთვის გული გეტკინა.გულს ვეღარ მატკენ,თუმცა არ მესმის რა ნამუსით ეძახი სოფიასნაირ ქალს ბოზს,როდესაც შენ თვითონ გყავს კახპა შვილი_დასცინა სესილიმ-რაც მიიღო ის დაიმსახურა და აქ არარ მოხვიდე.არავის არაფერში ჭირდები და ვერც ვერავის შეაშინებ.შენ ქალი არ ხარ,არც დედად ,არც ქალად და არც ცოლად ივარგე_უთხრა სესილიმ და დიდი შვება იგრძნო,გულზე ლოდივით აწვა ყველაფერი და ახლა როდესაც ლუიზას სიმართლე მიახალა თავს კარგად გრძნობდა. გამწარებული ქალი სესილისკენ წავიდა,უნდოდა თმებში წვდენოდა,მაგრამ სოფიამ შეაჩერა და ხელი ისე ძლიერად დაარტყა,რომ მიწაზე დაეცა.შემდეგ ყელში წვდა და კედელთან მიაყენა.ხელს ისე ძლიერად უჭერდა,რომ კანი გაუწითლდა და ვეღარ სუნთქავდა. -მომისმინე შე ნაგავო_მკაცრი და დაუნდობელი ტონი გაერია სოფიას ხმაში-ერთხელ უკვე ვიჯექი ციხეში,ადამიანის მკვლელობის ცდელობის გამო.საკუთარი ქმარი გადმოვაგდე კიბიდან და თავი გავუტეხე,მერე დაბრმავდა.ეს ყველაფერი იმიტომ,რომ უსამართლოდ მომექცა.მე ციხის არ მეშინია და არც იმის მეშინია,რომ ახლა ხორხი ცალი ხელით დაგიმსხვრიო-უთხრა და კიდევ უფრო მოუჭირა ხელი. დათო სოფიას შეჩერებას ცდილობდა,მაგრამ ამაოდ.ქალი ძლიერად იყო ლუიზაზე ჩაფრენილი და მის გაშვებას არ აპირებდა. -მე ცივსისხლიან მკვლელებს გადავურჩი ციხეში_განაგრძობდა სოფია-ახლა კი გინდა გაგიშვა?როცა ვიცი,თუ რა დღეში გყავდა ჩემი ღვიძლი შვილი,როცა მას ამდენი ხნით ვიყავი დაშრებული.ბედავ,აქ მოდიხარ,ლანღავ და მისი ცემა გინდა.როგორ ფიქრობ ახლა შეიძლება მე შენ ცოცხალი გაგიშვა?_ზიზღით უყურებდა სოფია ქალს.მოულოდნელად ხელი გაუშვა და ძირს დააგდო.-დაიკარგე აქედან_დაუყვირა ქალს,რომელიც შეშინებული გაიქცა მათი ეზოდან. სოფია გამარჯვებული სახით გასცქეროდა გზას,საიდანაც ლუიზა გაიქცა. -კარგად ხარ?_მიუბრუნდა ის სესილის -კი_უპასუხა გოგონამ სოფიას გაეცინა,რადგან სამივენი ძალიან გაკვირვებულები უყურებდნენ მას. -დედა,ასეთი პირველად გნახე,მგონი შემეშინდა_გაეცინა სანდროს -შენ არა,მაგრამ ზოგს უნდა ეშინოდეს ჩემი და თან ძალიან_თქვა სოფიამ და ზიზღით გაიხედა ჭიშკრისკენ -მეგონა მოკლავდი_თქვა დათომ -არაა,ეგეთ არარაობაზე ხელს როგორ გავისვრი _თქვა ქალმა -ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს,რომ ჩემ გამო ასეთი უსიამოვნება შეგემთხვათ_მოწყენილმა თქვა სესილიმ -რას ამბობ?შენი რა ბრალია?_მიუახლოვდა დათო და გოგონა გულში ჩაიკრა -დამშვიდდი ჩემო გოგო_სიყვარულით სავსე ხმით უთხრა სოფიამ და ლოყაზე მოეფერა-ის ქალი უნამუსოა და შენი რა ბრალია. სესილიმ მობილურის ვიბრაცია იგრძნო ჯიბეში.ტელეფონი ამოიღო და უპასუხა. -სესილი,როგორ ხარ?_მოესმა მამაკაცის ხმა ტელეფონში -კარგად,შენ?_გაეღიმა მისი ხმის გაგონებაზე -მეც კარგად._უპასუხა ცოტნემ-ვიფიქრე გნახავდი.გამოგივლი და სადმე გავიდეთ კარგი? -ჰო,მეც მინდა შენი ნახვა -კარგი 15 წუთში მანდ ვარ_თქვა ცოტნემ -კარგი_უპასუხა გოგონამ და ტელეფონი გათიშა. რამდენიმე წამის განმავლობაში ღმილით დაჰყურებდა მობილურის ეკრანს.ცოტნეს ხმის გაგონებამ,მასთან საუბარმა სულ გადაავიწყა ცოტა ხნის წინ მომხდარი უთანხმოება. -გასვლას აპირებ?_ჰკითხა დათომ -კი,ცოტნე მოვა მალე_უპასუხა გოგონამ-ოთახში ავალ და გამოვიცვლი-თქვა და სახლისკენ წავიდა. სესილიმ სასწრაფოდ გამოიცვალა ტანსაცმელი და ოთახიდან გამოვიდა,გზად დანიელის ოთახი უნდა გაევლო,კარი ოდნავ ღია იყო.სესილი შეჩერდა ,შორიდან უყურებდა მძინარე ბავშვს.შემდეგ ფეხაკრეფით შევიდა,რომ არ გაეღვიძებინა და დანიელს ფრთხილად ეფერებოდა ხელზე.ბავშვი შეიშმუშნა და გოგონას თითზე ხელი მოუჭირა.სესილის გაეღიმა. -რა საყვარელი ხარ_თქვა ჩურჩულით-ჩემი პატარა ძმა-წარმოთქვა და ისევ გაეღიმა. ჯერ კიდევ არ ჯეროდა ბოლომდე,რაც მის თავს ხდებოდა.ცოტა ხანს იდგა და დანიელს აკვირდებოდა.როდესაც მასთან იყო ყოველთვის გრძნობდა ძლიერ კავშირს,რომელიც ვერ აეხსნა.ახლა უყურებდა მის პაწაწინა სახეს და მის ნაკვთებში საკუთარ თავთან მსგავსებასაც პოულობდა. ფიქრებიდან მანქანის ხმამ გამოაფხიზლა.ბავშვს საბანი კარგად დააფარა და ოთახიდან გამოვიდა. ... -როგორ მიყვარს ეს კაფე_თქვა სესილიმ და ირგვლივ მიმოიხედა -მეც.მყუდრო და სასიამოვნო გარემოა_უპასუხა ცოტნემ -სწორედ ეს მჭირდებოდა ახლა ყველაზე მეტად_თქვა გოგონამ და ცოტნეს ხელი ხელზე დაადო.-მშვიდ ადგილას შენთან ერთად ყოფნა.ბოლო დროს ისეთი არეულობაა ჩემ ცხოვრებაში... -არაუშავს_გაუღიმა ცოტნემ და ხელზე აკოცა.-ხომ იცი,ყველაფერი დალაგდება.თანაც ძალიან მალე. -იმედი მაქვს_უპასუხა და ყავა მოსვა-მიხარია,რომ ასე მოხდა .მიხარია,რომ დათო და სოფია არიან ჩემი ნამდვილი მშობლები. -ისე,შენ ცხოვრებაზე წიგნი დაიწერებოდა ან ფილმს გადაიღებდა კაცი_გაეცინა ცოტნეს -ჰო,ალბათ საშინელებათა ჟანრის ფილმი იქნებოდა_გაეღიმა სესილისაც -მიყვარს საშინელებათა ფილმები,თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში ჟანრი შეიცვალა და რომანტიკულ კომედიად გადაიქცა._თქვა მან-სულ კარგი და მხიარული რაღაცეები მოხდება -ცოტნე_ლოყაზე ხელი შეახო მამაკაცს-რა კარგია,რომ ჩემთან ხარ -შენ კი ჩემთან_უპასუხა ცოტნემ და გოგონას აკოცა-და ეს სამუდამოდ გაგრძელდება,შემდეგ შვილიშვილებსაც მოვუყვებით ჩვენი სიყვარულის ამბავს -შვილიშვილებს?_გაეცინა სესილის-ნეტავ როგორი ბებია ვიქნები -შესანიშნავი,უკვე შეჭაღარავებული,მაგრამ მაინც ლამაზი_უპასუხა ცოტნემ-მე შვილიშვილებთან ერთად მოვალ ხოლმე და შენ კონცერტებს დავესწრები -გგონია სიბერეშიც სცენაზე ვიქნები ?_ჰკითხა მან -ჰო,რატომაც არა_უპასუხა დარწმუნებით-რა დრო მოსულა-საათზე დაიხედა ცოტნემ-ნოე უნდა გამოვიყვანო სკოლიდან. -მაშინ, წავიდეთ,არ ვალოდინოთ_თქვა სესილიმ და წამოდგა ... -მია,ყავა დაგისხა_ჰკითხა ნიამ გოგონას,რომელიც ის ის იყო სამზარეულოში შემოვიდა. -არა,ჯერ_თქვა ჯერ კიდევ მძინარე ხმით-რომელი საათია? -11_უპასუხა ნიამ და ყავის სმა განაგრძო-კარგად ხარ? -კი,ცოტა გაბრუებული ვარ_უპასუხა მიამ-სულ ადრე ვიღვიძებ და დიდხანს რომ მძინავს ვბრუვდები -ჰო,რაც უფრო დიდხანს გძინავს უფრო მეტად გინდება ძილი,რამდენიმე წუთში გამოფხიზლდები_თქვა ნიამ -ჰო,იმედია. მია მაგიდას დაეყრდნო,რადგან თავბრუსხვევი გამო ფეხზე დგომა უჭირდა. -მია,რა გჭირს?-ჰკითხა დას შეშინებულმა და დაჯდომაში დაეხმარა. -არაფერი,კარგად ვარ,ცოტა თავბრუ მეხვევა -არაფერი გიჭამია გუშინ საღამოს და აბა როგორ იქნები_უსაყვედურა ნიამ -მადა არ მქონდა საერთოდ -ფერიც არ მომწონს შენი._თქვა ნიამ-მოგიწევს საავამდყოფოში მესტუმრო -არაა_თქვა მიამ-დღეს მაინც ისვენებ და ნუ იქნები რა ექიმი,ჩემ დად გადაიქეცი რაა -ოჰ მია,თავს უნდა მიხედო_თავი გააქნია-ისე დღეს აღარ წამოხვიდე საყიდლებზე,დაისვენე კარგი? -არავითარ შემთხვევაში_თქვა მიამ-სესის დავპირდი,რომ ნიშნობისთვის კაბის არჩევაში დავეხმარებოდი -კარგი,კარგი_გაეცინა ნიას-მაგრამ რამე უნდა ჭამო.თორემ მშიერს გული წაგივა შუა სავაჭრო ცენტრში -აუ,არ მშია და მერე სადმე კაფეში დავსხდეთ სამივე და იქ შევჭამ-თქვა გოგონამ-წავალ ახლა და მოვემზადები -ჰო ,კარგი.ალბათ ერთ საათში მოვა სესილი ... -სესი,ბოდიში რომ ვერ მოგყვები დღეს საყიდლებზე_უთხრა სოფიამ გოგონას-კომპანიაში რაღაც პრობლემაა და... -არაუშავს_უთხრა ღიმილით-ეგ არაფერი,მია და ნია გამყვებიან -კარგი_თმაზე მოეფერა შვილს-სულ მინდა შენ გვერდით ყოფნა -შენ სულ ჩემ გვერდით იყავი_უპასუხა სესილიმ-მაშინაც კი როცა არ იცოდი ვინ ვიყავი შენთვის.როცა ლევანს მივყვებოდი ცოლად შენ იყავი ჩემ გვერდით,დედობას მიწევდი,ნამდვილ დედობას.ცოტა ხანია შენ და დათოს გიცნობთ,მაგრამ მგონია,რომ დაბადებიდან თქვენთან გავატარე მთელი ცხოვრება.ჩემზე ზრუნავდით,ისე როგორც,საკუთარ შვილზე. სოფიას გაეღიმა და გოგონას მოეხვია.გული გაუთბო მისმა სიტყვებმა. მისაღებ ოთახში დათო შემოვიდა და ამ სცენის დანახვაზე გაეღიმა. -დილა მშვიდობისა_მიესალმა მათ და ორივეს აკოცა -სესილი,სამსახურში მივდივარ და თუ გინდა ნიასთან დაგტოვებ_შესთავაზა დათომ -გზაში ჩამოვალ,არ მინდა გზა რომ დაიგრძელო_უპასუხა გოგონამ -რას ამბობ.ბევრი დრო მაქვს და არც გზა დაგრძელდება,სიამოვნებით მიგიყვან_თქვა დათომ -კარგი_გაეღიმა გოგონას-მაშინ ჩანთას ავიღებ და წავიდეთ სესილი სოფიას დაემშვიდობა და დათოსთან ერთად გავიდა. ... სესილიმ მიასთან და ნიასთან ერთად საყიდლებზე სიარულში თითქმის მთელი დღე გაატარა.როგორც მია ამბობდა სრულყოფილ კაბას ეძებდნენ.სწორედ მიას წყალობით იყო,რომ სავაჭრო ცენტრში ყველა მაღაზია მინიმუმ ორჯერ მაინც შემოიარეს.ამდენი სიარულისგან ფეხები ეტკინათ,დაიღალნენ,თუმცა ეს სასიამოვნო დაღლა იყო.როგორც იქნა ერთ-ერთ მაღაზიაში მიაგნეს მიას მოსაწონ კაბას,რომელიც სესილის ძალიან მოუხდა.ვერავინ შეედავებოდა მიას გემოვნებაში,ბოლოსდაბოლოს თვითონაც მოდელი იყო. მაღაზიიდან გამოვიდნენ და გადაწყვიტეს კაფეში დამსხდარიყვნენ. -მია,სესი რას შეჭამთ_ჰკითხა გოგონებს -მე ქათმის სალათი მინდა_თქვა სესილიმ როდესაც მენიუს გადახედა -აუ არ მშია_დაიწუწუნა მიამ-კარგი კარგი,ჩემთვისაც ქათმის სალათი შეუკვეთე_თქვა მიამ,როდესაც მისმა დამ მკაცრად შეხედა შეკვეთა მალე მოიტანეს,ნია და სესილი ძალიან იყვნენ მოშიებულები,მია კი თეფშს არც უყურებდა.პირზე ხელსახოცი აიფარა.საშინალდ არ უნდოდა ჭამა,თუმცა თვითონვე უკვირდა,ქათმის სალათზე ხომ გიჟდებოდა.ეს ნიასაც არ გამოპარვია. -მია რა გჭირს_ჰკითხა მას -ტუალეტში უნდა გავიდე_თქვა გოგონამ და საპირფარეშოკენ გაიქცა. -რა დაემართა_შეშფოთებით იკითხა სესილიმ -არ ვიცი_თქვა ნიამ-წავალ ვნახავ,დილიდან ვერ იყო კარგად -მეც წამოვალ_წამოდგა სესილი -მია,როგორ ხარ?_ჰკითხა სესილიმ,როდესაც საპირფარეშოსთან მივიდნენ. -უკეთ ვარ_კარი გააღო გოგონამ თუმცა სახეზე ძალიან იყო ფერმკრთალი და ფეხზე დგომა უჭირდა. გოგონების დახმარებით მივიდა მაგიდამდე და სკამზე დაჯდა. -არ მაინტერესებს ,დღესვე წამოხვალ და გამოკვლევას ჩაიტარებ_თქვა ნიამ -აუ ნიაა,კარგი რაა_აწუწუნდა გოგონა -მია,შენ დას დაუჯერე_თქვა სესილიმ-თავს უნდა მიხედო -ნუ აბუქებთ,რამდენიმე საათში კარგად ვიქნები_თქვა გოგონამ -ხო,მაგრამ ასე უცებ რა დაგემართა.შენი სიმპტომები არ მომწონს_უთხრა ნიამ -ალბათ რამემ მომწამლა და გულისრევა,თავბრუსხვევა და უმადობაც მაგის ბრალი იქნება -ან იქნებ ორსულად ხარ_თქვა სესილიმ მოულოდნელობისგან გაკვირვებულები მიაშტერდა სესილის ორივე. -ისე ვთქვი_დაიბნა სესილი-ორსულობის ნიშნებს გავს და... ნიამ დას გახედა. -არააა_თქვა მან-შეუძლებელია-თუ კი_დაფიქრდა ის-მაგრამ მხოლოდ ორჯერ... -მაგას არ აქვს მნიშვნელობა,თეორიულად შეიძლება_თქვა ნიამ -ახლა შეიძლება გული გამისკდეს_აღელვებით თქვა მიამ-გული მაქვს აჩქარებული -ტესტი ვიყიდოთ აფთიაქში_თქვა სესილიმ -ჰო_დაეთანხმა ნია -აუუ,მეშინია_სახეზე ხელები აიფარა მიამ -რაა საშიში ,წამო_დას ხელი მოკიდა. მიმტანს თანხა გადაუხადეს და უახლოესი აფთიაქისკენ წავიდნენ. ------------------------------------------ იმედი მაქვს ცუდი არ იყო ძალიან.მადლობა ყველას ვინც კითხულობს.2 თავში დასრულდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.