შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტვრიანი თარო -2-


14-08-2018, 02:32
ავტორი Frigga
ნანახია 1 198

თ-ერთმა ძმაკაცმა შემ.

- ნინი, კარგად ხარ?
ჩაფიქრებულს ცოტაც და გული წაუვიდოდა, ისე შეეშინდა, აკანკალებული ხელებით ძლივს მოიწმინდა ცრემლები, საწოლიდან წამოდგა და კარებთან მივიდა.
- კი კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? აქ საიდან გაჩნდი?
აკანკალებულ ხელებზ უკან მალავდა, მაგრამ ხმა მაინც უკანკალებდა, დაბნეულობისგან აქეთ-იქით იხედებოდა.
- ნინი, მე ვერ მომატყუებ, შენ მარტო ალექსის კი არა, ჩემი უმცროსი დაც ხარ, მე და ალექსი ერთად გზრდიდით, გახსოვს?
სიტყვის დამთავრება აღარ აცალა ნინიმ, მაშინვე ცრემლები წამოუვიდა.
- აღარ შემიძლია რატი, მის გარეშე ვეღარ ვძლებ, მისი სუნი, შეხება, მასთან საუბარი მენატრება, მის გარეშე ღამითაც კი ვერ ვიძინებ როცა თმებზე არ მეთამაშება..
აღრიალებული ხელებს აქეთ იქეთ იქნევდა, რატიმ მაგრად დაიჭირა და გულში ჩაიკრა.
- მომისმინე, არავის მივცემ უფლებას რამე გატკინოს, არც შენ მოგცემ უფლებას, რომ საკუთარი თავი ასე ტანჯო, რადგან ვიცი, რომ ალექსს ეს არ მოეწონებოდა და თან ამასთან ერთად მეც არ მომწონს, შენ არ ხარ მარტო, შენ კიდევ ერთი დიდი ძმა გყავს, მართალია მე ალექსი არ ვარ, მაგრამ იცოდე, რომ მარტო არ ხარ..
ამშვიდებდა რატი ნინის, მაგრამ ლამის თავადაც ტირილამდე მისულიყო, რადგან ნინი მართლა ერთად გაზარდეს, მისი მშობლებიზ დაღუპვის შემდეგ ალექსი და მისი ძმაკაცები ზრდიდნენ ნინის.
- ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ხომ იცი მის გარეშე სიცოცხლეს აზრი არააქვს ჩემთვის?
ძლივს ამოილუღლუღა ნინიმ
- კარგად შემომხედე, შენი აზრით უფლებას მოგცემ სადმე წახვიდე? შენს ძმას რა პასუხი გავცე მერე მე?
წამიერად მკერდიდან მოიშორა რატიმ, თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედ, თვალები ერთიანად გაწითლებოდა და ჩასისხლიანებოდა.
- ერთია მომცემ თუ არა უფლებას და მეორე გავაკეთებ თუ არა..
ნინი თან ბრაზდებოდა, თან ფიქრობდა, თან მადლიერება ეღვრებოდა გულში, გაბრაზებულმა გვერდი გაჰკრა რატის და სააბაზანოსკენ წავიდა, რატიმ გააზრებაც ვერ მოასწრო, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა საკეტის ხმა გაიგო, შეშინებული აბანოს კარს მივარდა და აჯანჯღარებსა, ცდილობდა გაეღო, ესმოდა როგორ მოუშვა ნინიმ წყალი, ნელ-ნელა ვანა ივსებოდა, ნინის გონება დაბინდული ჰქონდა, ვერაფერზე ფიქრობდა, ერთიანად კანკალებდა და ყელში მობჯენილი ბურთი ლამის ახრჩობდა, ცრემლები უკვე აღარ მოსდიოდა, კისერი დაზჭიმვოდა მეტი ნერვიულობით, ძარღვები დაჰბერვოდა და უბრალოდ უყურებდა როგორ ივსებოდა ვანა, არც რატის ყვირილი ესმოდა, რატი კი უყვიროდა და უყვიროდა, ცდილობდა კარი შემოემტვრია, ბრაზი და სინანული ერთად მოსძალებოდა და ჯავრს კარზე იყრიდა, მგრამ ამაოდ, ჯერ ვერაფერი სააკლო კარს, ნინი კი უკვე ჩაჯდა ვანაში, და წყალმა მთელი სხეული მოიცვა, სახიანად, ცხვირიანად და პირიანად წყალში იყო, ცოტაც და გონებას დაჰკარგავდა, როცა ალექსი დაინახა, რომელიც თითქოს ერთ დიდ ხის ტახტზე იჯდა და ნინის ბრაზით სავსე თვალებით უყურებდა სადაც მონატრებაც იკითხებოდა, ნინიმ მთელი გამბედაობა მოიკრიბა და საუბარი დაუწყო.
- ძმაო, სად ხარ? აქ ხარ? მოხვედი? შენთან საუბარი მინდოდა, მინდოდა მეკითხა რატომ მიმატოვე? რატომ დამტოვე ამ სამყაროში კენტად? რატომ ჰყავთ ისეთებს დიდი ძმა ვისაც საერთოდ არააქვს სურვილი, და მე რატომ არ მყავს? ნუთუ შეგეძლო ისე წასულიყავი რომ არ ჩამხუტებოდი, მოდი და ატირებულს მომწმიმდე ცრემლები გაწითლებული ლოყებიდან, რატომ არ მეკითხები ნინი , რა გჭირს ვინ გაწყენინაო?
ალექსი ისევ ისე იჯდა, ცრემლები სდიოდა და არაფერს ამბობდა
- ნუთუ არ შეგეძლო დარჩენილიყავი ამ იდიოტურ სამყაროში? ახლა აქ იქნებოდი, მეტყოდი ნინი, გამოდი ამ სააბაზანოდან დროზე ცუდად ვარ უკვეო, ხომ იცი დაგაგვიანდებაო.
არ მესმის გოგოების ვინც ამბობს რომ დიდი ძმა არ უნდა მხოლოდ იმიტომ რომ მათ აკონტროლებს, მე მომენატრე, მთელი გულით, შენ ჩემი სიცოცხლე იყავი, გოგოებს უნდათ თავისუფლები იყვნენ, მე კი ისეთი ძმა მყავდა ისინი, რომ ოცნებობენ, მხოლოდ ერთხელ მინდა შენი დანახვა და ჩახუტება, მინდა ვიგრძნო ისევ შენი სუნი, შენი თვალები ან თმები, შენი ხმა, თბილი შენი სითბო, ძმაო, ხელი მომკიდე გთხოვ..
ნინი ილუზიაში ძმას უწვდიდა ხელს, ან ვინ იცის, იქნებ არც იყო ილუზია და მართლა ეცხადებოდა.
-არ ვვიცი ახლა სად ხარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ აქ ხარ, მართლა აქ ხარ თუ არა?
ალექსი ისევ ჩუმად ზის, დროც თითქოს გაიყინა, ეს წამებში მოხდა.
ძმაო, იმაზე არ ფიქრობდი მე როგორ ვიქნებოდი უშენოდ? არ გიფიქრია რომ დამჭირდებოდი? იცი რა გრძნობა მაქვს როცა შენს საფლავზე მოვდივარ? თითქოს არც კი მომკვდარხარ, ისიც კი არ შემიძლია უბრალოდ, როგორც ყველა თინეიჯერი გოგო ეუბნება თავის უფროს ძმას, ისე გითხრა რომ იდიოტი ხარ, და გულში მაინც მთელი არსებით მიყვარდე.... როგორც ადრე,
იცი ძმაო, ადამიანების რწმენა დავკარგე, აღარ ვიცი ვის უნდა ვენდო, საით წავიდე, გთხოვ გამოჩნდი და გულში ჩამიკარი, მითხარი რომ ყველაფერი კარგადაა, რომ მუდამ ჩემთან იქნები და არასდროს წახვალ, მითხარი რომ მუდამ ხილული იქნები.
სულ მინდოდა და წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ მიტარებდი ჩანთას სკოლიდან მომავალს და როგორ მეკითხებოდი (( დღეს ვინმემ რამე ხომ არ გითხრა? იმასთან როგორაა საქმე, ზედმეტი ხომ არ მოსდის? ხვალ იმასთან პაემანი მაქ და რა ჩავიცვა?) მაკლდა ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც წახვედი. ჩემს უნუგეშობისაგან დაღლილ სხეულს შენი სურნელი ვერასდროს ანუგეშებს, ვერასდროს მეტყვი ნინი რა ფილმს ვუყუროთ? ვეღარასდროს აგიჩქარდება გული, ჩემი ცრემლების დანახვაზე ვერასდროს ჩამიკრავ გულში და თმაში ჩამირგავ თავს.
წარმოგიდგენია მაინც? რას ვგრძნობ როცა ვხედავ სხვა გოგონებს ძმები როგორ უფრთხილდებიან? შენ მახსენდები ალექს.. წარმოგიდგენია როგორ მინდა ახლა მთელი ძალით გეხუტებოდე და გეუბნებოდე რომ მთელი გუთ მიყყვარხარ?
ახლა ყელში უზარმაზარი ბურთი მაქვს გაჩხერილი და ვერ ვსუნთქავ, მხოლოდ ის შემიძლია რომ ასე გიყურო შორიდან, გთხოვ ძმაო.. წამიყვანე, მომკიდე ხელი..
ალექსი თითქოს წამოდგა ტახტიდან..
- გეყოფა, ჯერ შენი დრო არარისს.. მიყვარხარ, შენ ჩემი საამაყო დაიკო ხარ, დაუჯერე რატის მას შენ..
- მე ჯერ არ დამისრულებია ძამიკო.
შეიძლება შეგაწუხე კიდეც ამდენი გლოვით და ცრემლებით მაგრამ რა ვქნა? შენც რომ არ გელაპარაკო სული გამძვრება, ძმაო, რომ იცოდე ამ სამყაროში რა ადამიანები ცხოვრობენ ეჰჰჰ, თუმცა როგორ არ იცი?! შენ მუდამ ჩემთან ხარ,გვერდით მიდგახარ და მეხუუტები, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, შენ რომ ცოცხალი მყავდე არასდროს მიგატოვებდი, მართლა...
- მე არ მიმიტოვებიხარ, შენთან ვარ, და სულ ასე იანება.. ახლა გეყოფა წადი, შენს ცრემლებს ვეღარ ვუყურებ, ცოტაც და მოკვდები, მე ამას არ გაპატიებ და იცოდე, გთხოვ წადი და როხა დრო მოვა შევხვდებით, ჩათვალე, რომ ყოველ ღამე შენს გვერდით ვწევარ და თმაზე გეთამაშები, მიყვარხარ ნინი..



№1 სტუმარი სტუმარი nina

dzalian kargia gaagrdzele

 


№2 სტუმარი ძიკო

ვაიმე ცრემლებს ვერ ვიკავებ საოცრება ხარ უბრალოდ საოცრებაა ეს ისტორიაც და შენც!!!❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent