შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 21)


14-08-2018, 19:56
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 739

- ბატონო დათა,დღეს შეხვედრა გვაქვს ინვესტორებთან,რომელი საათისთვის დავნიშნოთ?
- ბატონო დათა,ბატონმა იასონმა დარეკა უკვე რამოდენიმეჯერ,შეგიძლიათ უპასუხოთ?
- გადით აქედან!!
იღრიალა კაცმა და მაგიდას ხელი დაარტყა,ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა,თვალები მოისრისა ნერვიულად და მის წინ მდგომი პარტიის წევრების შეშინებული სახის დანახვისას,ეცადა ხმა შეერბილებინა.
- ახლა არავის ნერვები არ მაქვს,ცოტახანში შემოდით.
წევრებმა ერთმანეთს გადახედეს,მხრები აიჩეჩეს და ღია კარში გავიდნენ,სადაც მაქსიმე გამოდიოდა და გაკვირვებული უყურებდა უკან მიბრუნებულებს.
- რა ხდება ტო?
- არაფერი,არ მაქვს ეხლა არაფერზე ფიქრის თავი.
- ხოარ უბერავ?! თითქმის ერთ თვეში საბოლოო შედეგები იქნება,პრეზიდენტი ხდები შე*ემისა,რა დროს შენი ფაქიზი ნერვებია?!
- ბო*იშვილი ვიყო მიგაყოლებ მაგათ!!
- რა გჭირს?!
მაგიდაზე ჩამოჯდა და დათას განრისხებულ თვალებს მიაჩერდა.
- ნაბი*ვარი დემეტრეს მოკვლა დავავალე გუშინ იასონს,მივედი და არ მოუკლავს,არ გაინტერესებს რატო? იმ ა*ვრის მამისგან მამაჩემი ნარკოტიკებს ყიდულობდა..
- მერე,რა გინდა?! ჯერ გახდი პრეზიდენტი,მერე მაგას მიხედავ,რა პრობლემაა?!
- იასონი ჭედავს მაგაზე! იასონი გესმის?!
- ბიჭო *** ხარ,პრეზიდენტი რომ იქნები იასონი ვინ ჩემი ფეხებია რამე აგიკრძალოს?
- რეპუტაციაზე იმოქმედებსო.
- მოიცა რაა,პრეზიდენტი იქნები ბიჭო,შენზე ვინ იტყვის რამეს?! იტყვის და იმასაც იცი რასაც უზავ.
- მერე საიდან მოიტანე,რომ ჯერ არაფერი არ გამიკეთებია? სანამ მოვკლავ,სიკვდილი უნდა ვანატრო,ისეთებს გავუჩალიჩებ.
- რა?! ბიჭო,რა უქენი?!
მაქსიმემ ვისკი გადაკრა და ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე,მაქსიმემ კი თავი გააქნია და ფურცლები აკრიფა მისი მაგიდიდან.
- კაროჩე,მორჩა ეხლა ბაზარი,დაუძახე იმათ,შემოვიდნენ და მივხედოთ საქმეებს,მერე მე ისედაც საავადმყოფოში ვარ გასასვლელი.
- საავადმყოფოში? აა, ხო.. მართას პონტში.
- ხო,ბავშვიც უნდა ვნახო.. აუ ჩემი,რა მაგარი ტიპია იცი?
- მართლა?
- ცვეტში..მაგრად მევასება უკვე..
- აბა მე რას გეუბნებოდი?
- ვაახ.. აი შენც გეყოლება მალე,კაროჩე ჩვენი შვილები მაგარი უნდა ვაბლატაოთ
- ბაზარი არაა..
- ჰოდა ეგრე რა.. მხარზე ხელი წამოარტყა და სავარძელს დაუბრუნდა მაქსიმე.
ქალის ტელეფონზე ნაცნობი ნომერი გამოჩნდა,რომელსაც მაშინვე დასწვდა და სენსრორი გადაწია,მაგრამ მალევე შეეცვალა სახე..
- გისმენ,დათა.
თვალები აატრიალა და სავარძელში ჩაესვენა ლილეს გვერდით,რომელსაც ტელეფონი ისე დაეჭირა,ლილეს ყურამდე მიეტანა.
- მისამართი მოგწერე,სადაც სანდროა,თუ გინდა მიაკითხეთ ან გავაგზავნი ვინმეს და წაიყვანენ სახლში.
- არა,არა,ჩვენით მივალთ.
- კარგი.
- წავედით? ტასომ ლილეს გადახედა,რომელიც ფეხზე წამოდგა და მაშინვე ჯინსის შარვალი ამოიცვა.
- წავალ ეხლავე,ტაქსის გამოვიძახებ.
- მოიცა რა ტაქსი,მანქანით არ ვარ?
- ტას.. ხელები მოაქცია მის სახეზე და თვალებში ჩახედა, - დემესთან წადი,ის მოძებნე,მას სჭირდები.
- ჰო,მაგრამ სანდრო?
- მე რისთვის ვარ?! რად უნდა ორი კაცი მის სახლში წამოყვანას?
- არ ვიცი,ვნერვიულობ..
- წადი დემესთან,წადი..
- მადლობა ლილე... დაქალს მოეხვია და გასაღები ხელში მოიმარჯვა.
- ტასო,ფრთხილად იყავი..
- ვეცდები.
დაქალი მიაცილა კარებამდე და საძინებელში შევიდა,შავი შარვალი ამოიცვა და ქამარი მჭიდროდ შემოიკრა,შავ ბათინკებში გაყო ფეხები,თასმები არეულად შეიკრა,წრვრილ ბრეტელებიან მაიკაზე შავი,კაპიშონიანი ქურთუკი მოიცვა,შავი სათვალე გაიკეთა და სწრაფად დატოვა სახლი.
გზაში რამოდენიმე ტაქსი გამოიცვალა,ფრთხილად იყურებოდა მინიდან,სადაც შემთხვევით ვინმე ჟურნალისტი არ დაენახა და ვინმეს არ ამოეცნო.
ბოლო ტაქსი,რომელიც ერთ-ერთ ქუჩაზე მარტო იდგა,ჩაჯდა და დემეტრეს სახლისკენ დაიძრა.
- ჯანდაბა!
ფეხი გადმოსწია თუარა,მაშინვე ტალახში ჩაეყო.
ფრთხილი ნაბიჯებით გადავიდა გზის მეორე მხარეს,სახლს თვალი შეავლო,კაპიშონი ორივე ხელით სახეზე შემოიხვია უფრო მჭიდროდ და სწრაფად მიუახლოვდა კარებს,რომელზეც ნერვიულად აკაკუნებდა,თუმცა ამაოდ.
ფანჯრას მიუახლოვდა,ცდილობდა რაიმე გაერკვია და ხელებს თვალების გარშემო იდებდა,მინას ლამის მიკრობოდა.
ოთახში სინათლე შენიშნა,ისევ გააგრძელა კაკუნი.ბრახუნი...სახელურს დასწვდა და კარიც გაიღო,მთელი ამ დროის განმავლობაში დაუკეტავ კარებზე აბრახუნებდა ხელებს,თვალები აატრიალა და ფრთხილად შევიდა შიგნით,თვალებს აქეთ იქით აცეცებდა,მაგრამ ხმის ამოღებას მაინც ვერ ბედავდა,რომ მისი სახელი დაეყვირა. სათვალე მოიხსნა,დემეტრეს საძინებლის კარი ფრთხილად გააღო,პირზე ხელები აიფარა მაგრამ წამიერად მაინც წამოიკივლა ხმამაღლა.
- დემეტრე!!! ღმერთო ჩემო,არა არაა.. დემეტრე,დემე შემომხედე?!
კაცი შეანჯღრია,რომელმაც სახე დამანჭა შეხებაზე,რომელიც ნაიარევ სხეულზე ეჭიდებოდნენ და მტკივან ადგილებს უფრო მეტად ატკიებდნენ.
- დემე,რა დაგემართა? დემე.. თვალებიდან ცრემლებმა იხეთქეს და დემეტრეს სახეზე დაიწყეს ცვენა,ქალი კი მისი თავის გაკავებას ცდილობდა,რომელიც ვერც კი მოძრაობდა.
- რა მოხდა.. ამოიკვნესა კაცმა და მხოლოდ ახლაღა მიხვდა რომ მის წინ ტასო იდგა.
- ანასტასია?
დედას შევე*ი... თავიი..
ხელი თავთან მიიტანა,სადაც სისხლი შემხმარიყო უკვე,თითები ყბისკენ წაიღო და რამოდენიმეჯერ გააჭრიალა.
- დემე,საავადმყოფოში უნდა წაგიყვანო,გესმის?აუცილებლად,ხელი მომკიდე წამოდგომაში მოგეხმარები.
- რა საავადმყოფო ანასტასია,დამაცადე,მე თვითონ ავდგები.
- რას გავხარ,ვერ ხედავ?!
- შენ აქ რა გინდა?
- მინდოდა გამერკვია როგორ იყავი,ტელეფონს არ პასუხობდი და ძალიან ვინერვიულე.
- ტელეფონი?
ტელეფონის ხსენებაზე,ტვინმა ნელნელა მიაწოდა ინფორმაცია გასულ ღამეს მომხდარ ინციდენტზე,ყბები ერთმანეთს დააჭირა და თვალები დახუჭა,როცა გაიხსენა რბოლაზე მისულს,როგორ დაესია რამოდენიმე კაცი,როგორ იჭერდნენ, დანარჩენები კი უმოწყალოდ ურტყავდნენ ბასრ ნივთებს.. ტელეფონი ნამსხვრევებად უქციეს და მოტოციკლი წამებში გაუნადგურეს,გზაზე მიგდებული კი მისმა მეგობარმა გიორგიმ როდესაც ნახა,მან წაიყვანა სახლამდე.
- დედას შევე*ი!!! ამის დედა მო*ტყან!!!!
კაცმა ღრიალი დაიწყო,საწოლიდან წამოდგომა სცადა,ანასტასია კი ძლიერად მოხვეოდა და მის შეჩერებას ცდილობდა.
- დამშვიდდი,გთხოვ.. დემე,დამშვიდდი...
აკანკალებული ხმით ცდილობდა მისი სუსტი ხელებით შეეჩერებინა მამაკაცი,რომელიც ფეხზე მაინც წამოდგა და ნერვიულად დაიწყო სიარული,მარცხენა ფეხი გადადგა თუ არა,ტკივილისგან მაშინვე კედელს მიეყრდნო.
- დედას მო**ნავ,დათა.. ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კედელს მუშტები მთელი სიმწრით დაუშინა,რომელიც ცხოველივით ყვირილს და ღრიალს არ აკლებდა.
- დემე,დაწყნარდი.. დაწყნარდი გემუდარები...გთხოვ,გთხოვ შემომხედე,შემომხედე...შემომხედე! იკივლა და მუხლებზე დაეცა,თვალები ხელებზე აეფარა და ქვითინი აუვარდა,მის წინ დამხოლობილი ქალის დანახვისას გული ერთი-ორად შეეკუმშა და ტკივილის მიუხედავად,წელში ძლივს ძლივობით მოიხარა,ქალის წინ თვითონაც მუხლებზე დადგა და კისერზე მოხვია ხელები.
- კარგი დაწყნარდი ჩემო სიცოცხლე..
ცრემლების ნაკვალევი თითის ბალიშებით მოწმინდა და სახე შეუმშრალა.
- მაპატიე,ჩემ გამო ხდება ეს ყველაფერი...
- არა პატარავ,შენ არაფერ შუაში ხარ..
- დემე გთხოვ,წაგიყვან ექიმთან..
- აქ რომ მოხვედი,ვინმემ დაგინახა?!
- არა.
- დარწმუნებული ხარ?
- ჰო,სპეციალურად ჩავიცვი ასე,მერე.. მერე რამოდენიმე ტაქსით მოვედი,არამგონია ვინმეს დავენახე.
- კარგი,მე გიორგის დავურეკავ და ის წაგიყვანს აქედან,ოღონდ ცოტა შებინდებისას,ეხლა არ ღირს.
- გიორგი? გიორგი ვინ არის?!
- ნუ გეშინია,ახლობელია.
- არ მეშინია,უბრალოდ მე წასვლას არ ვაპირებ,სანამ არ დავრწმუნდები,რომ კარგად ხარ.
- ანასტასია ნაცემი ვარ,ვერ ხედავ? დღესვე ხომ არ გამივლის ეს დედამო**ნული?!
ტასომ თვალები დახარა.
- კარგი,მაპატიე. - სახე ახლოს მისწია და შუბლზე აკოცა.
- როდის დამთვარდება ეს ყველაფერი?!
დიდრონი შავი თვალებით ახედა,რომელიც ცრემლებისგან მომდგარს სწრაფად ახამხამებდა და დემეტრეს სახეს შესცქეროდა.
- მალე,პატარავ.. ძალიან მალე..
ფეხზე ნელნელა წამოდგა და ტასოც წამოაყენა.
- აბაზანაში შევალ,შენ აქ იყავი და არსად წახვიდე.
- მოიცა,ძლივს დგახარ ფეხზე,მარტო როგორ შეხვალ?
- შემომყვები? ცალყბად გაიცინა და წარბები ასწია.
- არა რა თქმა უნდა. ხელები გადააჯვარედინა და სასაცილოდ მობრიცა ტუჩები.
- ეს ის მომენტია,როცა მართლა არაფრის თავი არ მაქვს,ამიტომ მოგიწევს აქ დამელოდო,თორემ ხოიცი შენს ნებართვას არ ავიღებდი.
- სააბაზანოში რომ შეხვალ,პირი კარგად გამოირეცხე!
- ნუ სარგებლობ დაჭრილი ადამიანით,თორემ ძალებს როცა აღვიდგენ ერთიანად ვიყრი ჯავრს!
- ძალიან მაინტერესებს როგორ?!
- მაგას მაშინ მიხვდები,ერთი კვირა დაჯდომა რომ გაგიჭირდება.
- იდიოტო! გადი სააბაზანოში სანამ მეც დაგიმატე!
- კარგი,ოღონდ მაისურის გახდაში მაინც მომეხმარე..
ხელი მაისურისკენ წაიღო თუარა,მაშინვე სახე დამანჭა ტკივილისგან და ამოიოხრა.
- კარგი,კარგი მოიცადე,ხელები ასწიე.
- ვერ ვწევ ანასტასია,ვერა.
- აბა როგორ გაგხადო?
- შემომახიე. თქვა და გაიკრიჭა.
- რა,სასაცილოა??
- არა,მართლა,აიღე მაკრატელი,ამას ვერ გავიხდი,მაგრად მტკივა კუნთები.
- გაუძლებ,მაისური ზურგიდან დაქაჩა და თავიდან გამოაძრო.
- ესეც ასე,თქვა ქალმა და მაისური საწოლზე გადააგდო. -
წელშიც ვერ იხრები,შარვალსაც გაგხდი,მოიცადე.. ხელები უბისკენ წაიღო,ქამარი შეხსნა და ღილებს დაუყვა,დემეს პირდაპირ მზერა გაუსწორა სანამ მას ხდიდა.
- უხხ..ღმერთო რა დაგიშავე ასეთი მაინც და მაინც ეხლა რომ ვარ ნაცემი?
თვალები ჭერისკენ აატრიალა და ცალი თვალით ანასტასიას დახედა,რომელიც თავს აქნევდა უკმაყოფილოდ.
- მიბრძანდი,თავისუფალი ხარ.
წელს ზემოთ შიშველი,კოჭლობით გაუყვა სააბაზანომდე მიმავალ გზას,ქალს ქვედა,სავსე ტუჩზე ისე ეკბინა,ოდნავ ამოიკვნესა,იმდენად ეტკინა თავისივე კბილების ნამოქმედარი.
- გამოხვედი? თავი ასწია წიგნიდან ანასტასიამ და წელს ზემოთ შიშველს შეხედა,რომელსაც მენჯებზე მჭიდროდ შემოეკრო გრძელი პირსახოცი.
- ჰო.. რას კითხულობ?
ჰკითხა ქალს და შარვალი ამოიცვა,თეთრი მაისური ამოიღო უჯრიდან,ანასტასიას გვერდით მიუჯდა და ხელები გაუარა მაისურს.
- იორამ ჩადუნელის "საზღაურს".. კარგი წიგნები გქონია..
- ხო,ერთ დროს მეც ვკითხულობდი.. სიგარეტი კოლოფიდან ამოაძრო და ღრმა ნაფაზი ჩაარტყა.
- დემე,ვიცი რომ გტკივა.. გთხოვ,წამომყევი ექიმთან..
- ანასტასია!
მკაცრად გახედა და სიგარეტი დააფერფლა მაგიდაზე.
- რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?! თავი რა დღეში გქონდა,რომ ვნახე... ტვინის შერყევაა მინიმუმ.. ვერ ხვდები??!
- კარგი რა ანასტასია,აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი..
შენ ის მითხარი,როგორ ხარ?!
- მართას ბავშვი ეყოლა.. მშობიარობას ლამის გადაჰყვა,ორი დღის უძილო,იქ ვათენებდით ყველანი.. მერე შენ,ცალკე შენზე ვნერვიულობდი დემე..
- ხომ ხედავ,ცოცხალი ვარ,ნუ ნერვიულობ.
- ხო,ცოცხალი და.. განადგურებული.. ბოლო სიტყვა მტკივნეულად დააყოლა და ამღვრეული თვალებით გახედა.
- ჩემო თოჯინა.. მოდი,ჩამეხუტე.. მოდი
- ზეგ ჩემი ქორწილია.
დემეტრემ ქალი სწრაფად მოიშორა და ფეხზე წამოდგა,კედელს ხელით მიეყრდნო,რადგან ფეხზე დგომა ისედაც უჭირდა.
- ეს დედამ***ლი ერთი და იგივეს ყოველ დღე რატომ იმეორებ დაზეპირებულივით?!
- კიდევ მეკითხები?!შეხედე შენს თავს,ნახე რას გავხარ? ზუსტად ვიცი,ეს დათას გაკეთებულია,არ მოისვენებს,სანამ მისი ცოლი არ გავხდები და შენც ასე გაგიმწარებს სიცოცხლეს ან უარესი,მოგკლავს!!
- ყ**ზე მომკლავს თუ რას მიზავს!!რამდენჯერ გითხარი არავის გამო ძალით არ უნდა გააკეთო არაფერი რატომ არ გესმის?!!!
მთელი ძალით იღრიალა და თავზე ხელი მიიდო,თვალები მაგრად მოისრისა და სავარძელზე დაეხეთქა.
- დემე,ცუდად ხარ?!
- თავში მირტყეს იმ პატრონ მო***ლებმა და აბა კარგად ვიქნები?!
მაგისი ფინიები მესევიან, თვითონ არაფრის რომ არ აქვს... დედას *****ცი.
- დემე..
- არ გავიგო რომ სისულელის გაკეთებას აპირებ ანასტასია,გაფრთხილებ!!!! თითი ცხვირწინ დაუქნია და კოლოფიდან ახალი ღერი ამოღო.
- ერთად მაინც ვერ ვიქნებით სანამ დათა ცოცხალია...
- ცოტახანი დამაცადე,კარგი?
- დემე,დამპირდი რომ იცოცხლებ.. გთხოვ.. არ მოკვდე დემე,მე შენს გარეშე წამით ვერ ვისუნთქებ,თავს მოვიკლავ მაშინვე,შენც ხომ იცი რომ ეს უბრალოდ სიტყვები არ არის? ხომ იცი რომ შენნაირი საშინელი ჯიუტი ვარ?!
ხელები კისერზე მჭიდროდ შემოხვია,მის მუხლებზე წამოჯდა და თავი ჩარგო მის ყელში,საიდანაც ის სურნელი იფრქვეოდა,რომელიც მთელ ქვეყანას ერჩივნა.
კაცის გრძელი,მოქანდაკებული თითები მის ტალღოვან სურნელოვან თმაში აიხლართა,სახე ახლოს მისწია და მის ტუჩებს დააცხრა.
ქალმა ქვედა ტუჩზე იკბინა და ღრმად ამოისუნთქა..
- საშინლად მინდიხარ..
- მაგრამ არაფრის ტ*აკი არ გაქვს.. გადაიხარხარა ანასტასიამ და ტუჩები მობრიცა.
- იცოდე,ჯავრს ძალიან ცუდად ვიყრი.. ძალიან! თითი ჰაერში ასწია,ტასომ კი უკმაყოფილო სახე დაუკოცნა და გულზე მჭიდროდ მიეკრო.
______
ქალი ფრთხილი ნაბიჯებით მიუხლოვდა ადგილს,შეტყობინებას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და როცა დარწმუნდა,დანიშნულების ზუსტ ადგილას იყო,ნაბიჯებს უმატა.
ბართან ახლოს საშინლად მთვრალი სანდრო შენიშნა,რომელსაც ჭიქა უკვე ძლივს ეჭირა ხელში და თავი ბარზე ჩამოედო.
- სანდროოო... ვაიმე,რას გავხარ.. ადექი წავიდეთ.
- ვინ ხარ..უი უი..ლილეე? ვაა,როგორა ხარ ლილაჩკა? მოდი ერთი ჭიქა დალიე..
- არ მინდა,წამოდი,მართა გელოდება შენ კიდევ რამდენს სვამ?
- მოიცა მოიცა...
თვალები დააწვრილა მამაკაცმა და ტუჩი მობრიცა.
- კარგი მცდელობაა ჩემს გასაყვანად,ბრავოოოო. წამოიყვირა და ტაში დაუკრა ომახიანად.
- სანდრო,მართა ცოცხალია! თუ გინდა დაგალაპარაკებ ტელეფონზე,უბრალოდ რომ გაიგოს ასე უღმერთოდ სვამ და გალეწილი მთვრალი ხარ,გული ეტკინება და არამგონია ეგ გინდოდეს!
სანდრომ ჭიქა დააბრუნა ბარზე,სახეზე ხელი ჩამოისვა და თმა შეისწორა გვერდებზე,ადგომა დააპირა და მაშინვე წაბარბაცდა,ლილეს ხელები რომ არა,იქვე გაიშხლართებოდა.
- წამოდი,ჯერ სახლში მიგიყვან,გამოფხიზლდი.
- ჯერ მართა უნდა ვნახო. ძლივს ამოიბლუყუნა,ისე,რომ მისი ლაპარაკის გარკვევაც კი უჭირდა ქალს.
- წავედით,ნელა... შენობიდან გამოვიდნენ თუარა ლილემ ცალი ხელი აუქნია ტაქსს,სანდრო მანქანაში შესვა,მანქანის მეორე მხარეს მოუარა და თვითონაც წამოსკუპდა სკამზე.
- აღმაშენებლის რვა ნომერში,თუ შეიძლება.



№1  offline წევრი ლილილი

საშინლად მაინტერესებს რა მოხდება მართასა და სანდროს შორის.ძალიან მინდა რომ სანდროსთან დარჩეს რაა.იმედია მაქსიმეს არ აპატიებს,წესით ვერც უნდა აპატიოს. :(((((

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

Nameless Girl
საშინლად მაინტერესებს რა მოხდება მართასა და სანდროს შორის.ძალიან მინდა რომ სანდროსთან დარჩეს რაა.იმედია მაქსიმეს არ აპატიებს,წესით ვერც უნდა აპატიოს. :(((((

ვნახოთ ვნახოთ,დაველოდოთ მოვლენების განვითარებას blush blush შემდეგ თავში უკვე გაირკვევა მაგათი ამბავიც. grinning smile

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

უცნაური მე
აუ მე ის უფრო მაინტერესება დმეს და ტასოს რას უპირებ.. უნდა გააყოლო ცოლად? :დდ არ აცდება მგონია :დ ველოდები ახალ თავს <3

"არ აცდება მგონი"-ზე კარგად ვიცინე:დდდდდდდდდდდდ ასე ხომ ვერ ვიტყვი გავაყოლებ თუ რას ვუზამ:დდდდ ვნახავთ მალე <3 :დ <3 <3

 


№4 სტუმარი სტუმარი Mziko

Au exla Ra moitmens shemdeg tavamde :D es deme da taso vabshe chamoyalibdnen Amati momavali xo verada ver gavige raaa :D ise ki mecodeba chemi deme:(((( veli Axali tavs icode male Dade toreeee gavaprineeee:D

 


№5 სტუმარი სტუმარი საოცრება

დღეს წავიკითხე ყველა თავი და აი სიტყვებსაც ვერ ვაბამ თავს ძალიან კარგია ძალიან კი არა საუკეთესოა, ძალიან მომწონს, დემე უკვე ძალიან შემიყვარდა გთხოვ რა ტასო და დემე ერთად დატოვე,მართა და სანდრო, მაქსიმეც ძალიან მეცოდება

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️????

 


№6 სტუმარი nino

dzalian magaria ai arvici ravtkva umagresia..shemdeg tavs rodis dadeb?

 


№7 სტუმარი მკითხველი

ახლაც ორი თავი ერთად წავიკითხე (ამჯერად გამომჩა), თავი21-ით მივხვდი..
ძალიან კარგია, ლილე არ დამიჩაგრო რააა, მომწონს კარგი გოგოა ჯერ-ჯერობით..
გამიხარდა რომ მაქსიმეს შვილის აღიარება სურს, თუმცა მართას საქციელი ძალიან მაინტერესებს, რადგან როგორც მამას და როგორც კაცს უკვე შეეშალა...
ტასოზე და დემეზე აღარაფერს ვამბობ ჯერ მხოლოდ "ვნერვიულობ" და შემდეგს ველოდები????

 


№8  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი საოცრება
დღეს წავიკითხე ყველა თავი და აი სიტყვებსაც ვერ ვაბამ თავს ძალიან კარგია ძალიან კი არა საუკეთესოა, ძალიან მომწონს, დემე უკვე ძალიან შემიყვარდა გთხოვ რა ტასო და დემე ერთად დატოვე,მართა და სანდრო, მაქსიმეც ძალიან მეცოდება

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️????

ყოველთვის ძალიან მახარებს ახალი მკითხველის დანახვა❤️ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო❤️❤️❤️
nino
dzalian magaria ai arvici ravtkva umagresia..shemdeg tavs rodis dadeb?

დიდი მადლობააა❤️ <3 ვეცდები მალე დავდოო <3 <3❤️
მკითხველი
ახლაც ორი თავი ერთად წავიკითხე (ამჯერად გამომჩა), თავი21-ით მივხვდი..
ძალიან კარგია, ლილე არ დამიჩაგრო რააა, მომწონს კარგი გოგოა ჯერ-ჯერობით..
გამიხარდა რომ მაქსიმეს შვილის აღიარება სურს, თუმცა მართას საქციელი ძალიან მაინტერესებს, რადგან როგორც მამას და როგორც კაცს უკვე შეეშალა...
ტასოზე და დემეზე აღარაფერს ვამბობ ჯერ მხოლოდ "ვნერვიულობ" და შემდეგს ველოდები????

გამიხარდა შენი გამოჩენა და შენი კომენტარი <3 ❤️ შემდეგ თავში ნელნელა გაირკვევა მართას და სანდროს ურთიერთობაც<3 შემდეგს აუცილებლად დავდებ ძალიან მალე :* ❤️

 


№9 სტუმარი taso

dzalian magaria martla oghond momwons kvelaprit mainteresebs ramdeni tavi darcha da shemdegs rodis dadeeb??

 


№10  offline მოდერი Queenofmoon

taso
dzalian magaria martla oghond momwons kvelaprit mainteresebs ramdeni tavi darcha da shemdegs rodis dadeeb??

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes ზუსტად არ ვიცი რამდენი თავი დამრჩა,ასე ზეპირად არ მაქვს გათვლილი სამწუხაროდ,თუმცა არცისე ბევრი დარჩა დასასრულამდე. შემდეგსაც მალე დავდებ <3 <3 <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ნათია

აი მეც აქ ვააარ, როგორც იქნაა;დ.არაჩვეულებრივია ინტერესით ვკვდებიიი გელი, მიყვარხაართ❤❤❤

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
აი მეც აქ ვააარ, როგორც იქნაა;დ.არაჩვეულებრივია ინტერესით ვკვდებიიი გელი, მიყვარხაართ❤❤❤

მეც ძალიაან მიყვარხააართ:დ <3 <3 და თან ძალიან მიხარია აქ რომ ხართ heart_eyes დღეს შემოგთავაზებთ ახალ თავს აუცილებლად! kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent