შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გა-სიყვარულე-ბა


19-08-2018, 15:53
ავტორი ერკე
ნანახია 1 535

პატარა ექსპერიმენტი ორი შემოქმედისგან. აქ ორი შემოქმედის გაერთიანებამ ეს შედეგი გამოიღო. ესენი გახლავთ, თქვენი მონა მორჩილი ერკე მიდასი და პრინცესა ანამიკა, იგივე ანა ბარათაშვილი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო!

ერკე: -მოგესალმები პრინცესა, რა ამბები ყოფილა ამ მხარეში, არც ვიცოდი! გუშინ თქვენკენ პატარა ბავშვები გამოვუშვი, რომლებიც დედის სითბოს ეძებდნენ და როგორც შევიტყვე უპოვნიათ. აბა რატომ დამიძახეთ, რა ხდება თქვენთან?
ანამიკა: -მოგესალმები, მადლობელი ვარ რომ ის პატარები ჩვენს პლანეტაზე გამოგზავნეთ. მე მათ პირადად ვაქცევდი ყურადღებას და ძალიან შემაყვარეს თავი... თუმცა ჩემს გულს სევდა არა და არ შორდება.
ერკე: -რა აწუხებს თქვენ გულს ანამიკა, სიყვარულის ჯადოქარი თქვენ გვერდითაა, ერკე მიხედავს ამ საქმეს და თქვენ გულს განკურნავს ამ სენისგან.
-ამისთვის მიხმეთ?
ანამიკა: -ვიცი, სწორედ ამიტომ გიხმეთ, კარგად იცით არამარტო საუკეთესო ჯადოქარი, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხართ. აქ ვერავის ვანდობ ამ ტკივილს რადგან პრინცესა ძლიერი უნდა იყოს. იცით ამ ბოლო დროს, ჩემი ძმა გაუცხოვდა. ის ისეთი თბილი და ყურადღებიან აღარ არის, უცხო პლანეტებზე დაეხეტება, არც მასზე მესაუბრება, ადრე კი სულ ვსაუბრობდით ხოლმე.
ერკე: -მართალი ხარ, პრინცესა ჯერ თავად უნდა იყოს ძლიერი, რომ შემდეგ ამხელა სახელმწიფო მართოს, მითუმეტეს ამხელა პლანეტა, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, რადგან თქვენ სწორედ ის ქალი ხართ ვინც ამ პლანეტას სჭირდება. სიყვარულის ჯადოქარს შეუძლია თქვენი შველა და მე მზად ვარ თქვენი გული იმდენად გავახარო, რომ ყოველდღე უფრო მეტი პოზიტიურობით ავსოთ მთელი პლანეტა.
ანამიკა: -აღარ ვიცი რა ხერხს მივმართო მასთან ისევ ის ურთიერთობა რომ აღვადგინო... რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა მთელ დღეებს ოთახში ატარებდა და როცა ბოლოსდაბოლოს ძალა მოვიკრიბე მასთან სასაუბროდ კარი ცხვირ წინ მომიხურა! ამან ძალიან შემაშფოთა... მეორე დღეს ისევ გაემგზავრა და ისიც არ დაუბარებია სად მიდიოდა. რომელ პლანეტაზე... დიახ ვცდილობ ძლიერი ვიყო ჩემი ერისათვის მისაბაძი გავხდე, მაგრამ მოვა დრო და მმართველი ჩემი ძმა გახდება, მაგრამ ჯერ მინდა გავიგო რა ხდება მის თავს.
ერკე: -ოომ, საინტერესოა, ძალზედ საინტერესო, შეყვარებული ხომ არაა? თქვენი წესის მიხედვით, ხომ თქვენი ძმა იმიტომ არ არის ჯერ მმართველი, რადგან ცოლი არ ჰყავს, ახლა კი უცნაურად იქცევა, სახლიდან გარბის, ათვალიერებს სხვა პლანეტებს, შესაძლოა ეძებს, ან მოძებნა და გიმალავთ ანამიკა, ასე მგონია უთუოდ! თუმცა სწორი საქციელი ნამდვილად არ არის თქვენგან მალულად ამის გაკეთება, ნუთუ ის თქვენი ტახტიდან ჩამოგდებას ცდილობს? ეს ნამდვილი ძმის საქციელს არ ჰგავს. მე გირჩევდით, მისი წარმომავლობა დაგედგინათ, ნამდვილად თქვენი ძმაა თუ არა!
ანამიკა: -არა ჩვენი წესები მხოლოდ სიყვარულით ქორწინებას ემხრობა... კი უყვარდა ადრე ერთი ულამაზესი გოგონა, მაგრამ არ ვიცი, გოგონამ უარი თქვა ამ სიყვარულზე... მეც ეჭვი მაქვს რომ ვიღაც არის მის ცხოვრებაში, მაგრამ ადრე მის ამბებს არ მიმალავდა... ნუ ღელავთ მე მის დაბადებას პირადად დავესწარი იმ ღამით ცაზე უამრავი ვარსკვლავიდან ერთი განსაკუთრებით ბრწყინავდა, დედამ მითხრა ეს ნიშნავს რომ შენი ძმა ყველაზე მეტად გეყვარებაო... და მართლაც ასეა და ეს მისი საქციელი ძალიან მტკენს გულს! მე ვემხრობი იმ მიზნებს, რომ მან ახალი და უცხო ადგილები უნდა ინახულოს... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე ცივი უნდა იყოს.
ერკე: -ის რა აზრის იყო მეფობაზე?
ანამიკა: -მას თუ მეფობა სურდა, არჩევანის უფლება ჰქონდა. დაეკითხნენ, მან კი განაცხადა რომ მზად არ იყო ღირსეული მმართველი ყოფილიყო რადგან ბევრი ჰქონდა სასწავლი.
ერკე: -მე ჩემ ჯადოსნურ ხერხს მივმართავ და თქვენ გულს სიყვარულის ელექსირად გადავაქცევ და თქვენ თვალებს კი სიყვარულის იარაღად, ვისაც შეხედავთ, რომ ყველამ შეგიყვაროთ თუმცა საბოლოოდ ვინც თქვენი ღირსი იქნება, თქვენ თავად გიპოვით აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს დაგეხმარებათ ძმასთან ურთიერთობის დალაგებაშიც და ყველა სხვა პრობლემაშიც. თქვენ ვფიქრობ სიყვარულთან ხართ შორს, ეს გრძნობა მეფობას ხელსაც უშლისო ამბობენ, და შესაძლოა ამიტომაც დაკარგეთ, თუმცა მე დაგიბრუნებთ კვლავ და მის სადარაჯოზე, უფრო მეტად ჩაისახება თქვენში ნამდვილი გრძნობის ძალა.
ანამიკა: -მე ბევრჯერ მინახავს თქვენი ხერხებით რამდენი ჯადოსნური სასწაული მოგიხდენიათ, მადლობელი ვარ ახლაც რომ ცდილობთ ჩემს დახმარებას, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი, თქვენი ელექ ისევ იმოქმედებს. დიახ, აქ სიყვარული ცოტაა ამიტომ ვღელავ ჩემს ძმასაც უსიყვარულობის სენი არ ჰქონდეს. მე მხოლოდ მისი კარგად ყოფნა მსურს და არც იმას ვაპირებ მის პირად ცხოვრებაში ჩავერიო, მაგრამ მისგან მცირე ყურადღებას ვითხოვ, მეტს არაფერს. პატივისცემით პრინცესა ანამიკა.
ერკე: -კარგი, მაშინ სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ, მე მოგცემ მალამოს, რომელიც მისი დაბრუნებისთანავე მას შუბლზე უნდა წაუსვა. ეს მალამო ხსნის შუბლის ხვეულებს და ტვინის ნაოჭებს უფრო სათუთს, მაგრამ ჭკვიანს ხდის, რომელიც მოძრაობს და მეტად აქტიურად იყენებს გონების წიაღში დაგროვებულ ცოდნასა და სიყვარულის უნარს. ეს არის მალამო, რომელიც სიყვარულის ქალღმერთს გამოვართვი დიდი ხნის წინ, როცა ის ამქვეყნად ჩამოვიდა, რათა გადაერჩინა კაცობრიობა. ეს თქვენ.
ანამიკა: -მადლობას გიხდით, მაგრამ არის ერთი დაბრკოლება, რაც არ უნდა თბილი ყოფილიყო პრინცი მას ვერ წავეკარებოდი... და ახლა მითუმეტეს არ მიშვებს ახლოს, რას მირჩევთ?
ერკე: -თქვენი ძალა უნდა გამოიყენოთ. თუმცა არა სიმკაცრე. თქვენი სიყვარულის ძალაზე მაქვს საუბარი. მას მე უფრო მეტად გაგიზრდით და თქვენი სიყვარულის ძალა ათჯერ მეტი გახდება, ვიდრე ახლა გაქვთ. ეს ყველაფერია.
ანამიკა: -კარგი, იყოს ნება თქვენი, მე კი ვიცი ჩემი ძმა როდის ბრუნდება და იმ ღამით ძილის დროს წავუსვამ... იმიტომ რომ გული ყველაზე მშვიდი და სიყვარულით სავსე ძილის დროსაა, მას შუბლზე ვაკოცებ, საცხს და ჩემს სიყვარულსაც ასე გადავცემ.
ერკე: -ძალიან კარგი! ამით ყველაფერი შეიცვლება, ისიც სიყვარულით შემოგიტრიალდებათ და თქვენც ულამაზესი, ასევე უჭკვიანესი და სიყვარულით გარშემომყოფი პრინცესა იქნებით, რადგან გარემო ყველაფერს ნიშნავს. თუ ის სიყვარულით არაა გაჟღენთილი და ჩვარივითაა გაწურული, მაშინ ისეთი არ იქნებით, როგორიც გსურთ იყოთ. თქვენი გული კი უკვე სიყვარულითაა სავსე, თქვენ გიყვართ, გყავთ ადამიანი გულში, რომელსაც ასევე უყვარხართ თუ მან არ იცის?
ანამიკა: -მარად მაოცებს თქვენი სიბრძნე... არის და მუდამ იქნება სიყვარული, მაგრამ მართალი ხართ მან არაფერი იცის... რაც შეეხება უსიყვარულობას ბევრი პლანეტა სწორედ მან გაანადგურა... ერთს კი ნამდვილად მივხვდი, უნდა გიყვარდეს, თუნდაც მარტო შენში იყოს ეს გრძნობა, მის გარეშე ხომ სიცოცხლე არაფერია თქვენზე უკეთ ეს არავინ იცის, რადგან სიშორეც კი ვერას აკლებს თქვენ სიყვარულს გვირილების დედოფლის მიმართ.
ერკე: -აჰა, თქვენც გაგიგიათ ამის შესახებ? დიახ, მე პრინცესა უკვე მყავს ჩემს სამეფოში, მაგრამ დროებით გადახვეწილია შორს, უცხო ადგილას, სადაც მშვიდობის დამყარებას ცდილობს ტომებში და ჩვენთან შემოერთებას, რათა გვერდში ამოგვიდგნენ, მაგრამ ვაღიარებ მენატრება. ახლა კი თუ მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი, მე სხვა პაციენტებიც მელოდებიან უსიყვარულობის სენით. მათ ხელს შევახებ, ან ვაკოცებ და კვლავ დაუბრუნდებათ ბოროტი ჯადოქრის მიერ წართმეული გრძნობა. ის ხომ სწორედ მათი გრძნობებით იკვებება მე კი მათ გავცემ!
ანამიკა: -დიახ, მე ვიცი და ისიც ვიცი რომ მასაც ძალიან ენატრებით, მოთმინება გმართებთ, მალე ის სამუდამოდ თქვენთან იქნება მე კი იმედს ვიტოვებ, მალე ჩემს ძმას გაგაცნობთ ისეთს როგორიც ადრე იყო, ყურადღებიანსა და თბილს... დიახ ახლა აჯობებს პლანეტა კონუსუსის მცხოვრებლებს დაეხმაროთ მათთანაც უსიყვარულობა იმმკვიდრებს... მათთან ერთ წითელ ვარდს გაგატანთ, მისი სურნელი სიცოცხლის ხალისს აბრუნებს. მაგრამ ვალდებული ვარ როგორც პრინცესამ თქვენც დაგასაჩუქროთ ეს მარლინის კალმის უძველესი ასლია, ორიგინალს კი განსაკუთრებულ დღეს გადმოგცემთ.
ერკე: -დიდ მადლობას მოგახსენებთ. აქედან პირდაპირ იქ გადავფრინდები. ნახვამდის და კეთილი სურვილებით!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent