შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადი (სრულად)


21-08-2018, 22:46
ავტორი tasusuna
ნანახია 3 847

-ოდისმე გათენდება?!
გაცრეცილ,
ნესტით გაჟღენთილ ოთახში
მოგუდული,
თითქოს გოგოს ტირილნარევი,
დაღლილი ხმა გაისმა.
____
გაიღვიძა..
წამომდგარმა,თავი ძლივს შეიკავა,
ნამიან ,ჩამოტეხილ აგურის კედელს წამოზრდილი ფრჩხილებით მოეჭიდა..
ეტკინა..
შეიშმუშნა..
სიბნელეში საკუთარი ხელი ძლივს მოძებნა,
ნატკენი თითი დაიზილა..
თითქოს,გაუარა ტკივილმა,
კედელს ფრთხილად გაყვა,
მეხუთე ნაბიჯზე წელში მოიხარა და,
მუხლის სწორს,
ხელებით რაღაცის ძებნა დაიწყო.
მიაგნო,
ქვის ნატეხს დაეყრდნო და,
დაჯდა.
ამოისუნთქა.
სუსტ მუხლებს
ნიკაპით დაეყრდნო და,
გაძვალტყავებული მკლავები ფეხებზე შემოიხვია.
თითქოს,
ციოდა..
ტანზე დაიორთქლა,
მაგრამ,
მაინც აყრიდა დროდადრო ეკლები..
-ცივა!
ოდესმე დათბება?!
___
უფრო ჩამოღამდა,
ვიდრე,
გაღვიძებისას..
გაუნძრევლად ჯდომისგან,
სხეული დაბუშებოდა.
გაჭირვებით წამოდგა..
საკუთარი ხერხემლის უსიამო ტკაცუნი გაიგონა..
ტკივილმა გაწვა..
ამოიგმინა.
გამხმარი თითები სათითაოდ ამოწვერილ ნეკნებზე გადაიტარა..
ფრთხილად დაიძრა,
ქვიდან,პირდაპირ,
შვიდ ნაბიჯში შეჩერდა და,
ხელისცეცებით მოქექა შემაღლებული ადგილი.
-სადღაც აქ უნდა იყოს..-სიმწრით ამოილაპარაკა და,
ხელში მოყოლილი თხელი ნაჭრის ნაგლეჯი გულზე მიიხუტა..
ამოისუნთქა.
სუნთქვას,კვნესა ამოაყოლა.
რაღაცამ,შიგნით,მტკივნეულად გაკენწლა..
ძალა მოიკრიბა,
გვერულად სამი და,
პირდაპირ რვა ნაბიჯი გადადგა და,
იმ ადგილს დაუბრუნდა,
საიდანაც,
საათების წინ,
წამოდგა..
ზართქით დაეხეთქა ფიცარს..
ხელფეხგაშლილი დაწვა და,
მოტყავებულ ფეხებზე ნაჭრის ნაგლეჯი გადაიფარა...
თითქოს,
გათბა..
მოდუნდა..
უკუნით სიბნელეში ნელნელა ამოძრავდნენ ფერადი სხეულები.
სიზმარში მიდიოდა..
სანამ,ღრმად ჩაეძინებოდა,
ჩურჩულით გაიმეორა რამდენჯერმე..
-ოდესმე დასრულდება კოშმარი?
____
-გაიღვიძე!
გაიღვიძე!
გაიღვიძე!
-ძილში რაღაცამ განწირულად ჩაჰყვირა და,
კივილით წამოვარდა ფეხზე.
სიბნელე,
განაცრისფერებულიყო.
გული ამოუჯდა.
აუკანკალდა კიდურები.
პირდაპირ ჩქარი სვლით გაიარა 13 ნაბიჯი და,
რკინის მასიურ ჯებირზე სიმწრით აძვრა..
გულამოვარდნილი სუნთქავდა.
რკინის ძელს მთელი ძალით ეჭიდებოდა,
კბილები ერთმანეთზე მაგრად დაეჭირა,
ყბები ტკივილისგან მოუდუნდა.
-ერთი!
-ორი!
-სამი!
გულში ნელა დაითვალა და,
სინაცრისფრიდან შემოვარდნილ წყლის ჭავლს კივილით შეეგება.
ხმა ჩაუვარდა.
ხავილში გადაეზარდა ჩამხმარი კისრიდან ამოსროლილი ბგერები.
წყლის ჭავლმა
თითქმის მთელი სიშავე დაფარა..
გოგოს მუხლებამდე მოღწეულმა წყალმა უფრო მოუყინა კიდურები.
ასოცამდე სიმწრით დაითვალა და,
წყალმაც,
ნელნელა,
იკლო..
დამშვიდდა,
თითქოს..
მოდუნდა,
რკინის ძელიდან ჩამოცოცდა და,
სველ იატაკლე ჩაიჩოქა.
ხელის გულებით დაეყრდნო და,
წყლის შერჩენილი წვეთები სახეზე გადაიტარა.
გული ჯერკიდევ უსწრაფესად უცემდა.
აღარ წამომდგარა,
ქვის ნატეხისკენ მიხოხდა და,
უცვლელ პოზას დაუბრუნდა..
-ოდესმე ალბათ,ვერ მოვასწრებ..
____
ქვაზე მჯდარს,
სინაცრისფრეში,
ემოციისგან,
ჩაეძინა..
თვალები რომ გაახილა,
სინაცრისფრე გამქრალიყო და,
მარადიულ სიშავეს დაესადგურებინა..
ნელა წამოდგა,
ხუთი ნაბიჯით წინ წაიწიადა,
მოულოდნელად,
რაღაცას ფეხი წამოსდო.
შიშისგან მთელი ხმით ამოიყვირა.
რაღაცა,არ განძრეულა..
გაშეშდა და,
საათზე მეტ ხანს,
ხელები პირზე აეფარებინა..
როცა,შიში დაძლია,
ფიცართან ჩაიჩოქა და,
რაღაცა ხელებით მოსინჯა..
თბილი კანი რომ შეიგრძნო თხელმა თითებმა და,
ტვინმა უსულო სხეული ადამიანად აღიქვა,
სხეულში დავლილმა შიშმა მოადუნა და,
უგონოდ ჩაცურდა შემშრას იატაკზე..
-ოდესმე..
_____
-გამოფხიზლი!-ძალიან ჩუმად,
ციღაც ან,
რაღაც,
სახეზე თბილ თითებს ადებდა და,
მასზე,
ზრუნავდა..
არ გაუხელია თვალები,
თუ გაახელდა,სიზმარიც გაქრებოდა და,
სითბოსაც წაიღებდა..
-თვალები გაახილე..-კიდევ ერთხელ მოესმა ხმა..
ძალიან ნელა და,
ძალიან ფრთხილად
აზიდა დამძიმებული ქუთუთოები და,სიბნელეში ძლივს წამოდგა.
ისიც,
ვიღაცის ხელს ინსტიქტურად მოეჭიდა..
სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა დააფრთხო..
ჰაერში სტთან ერთად კიდევ რაღაცის სუნი გარეულიყო.
ეს სუნი,
ძალიან შიგნიდან,
მივიწყებულ მოგონებებში აფათურებდაუხეშად ხელებს..
უკან დაიხია,
თბილ თითებს გაეცალა.
-ჩემი ნუ გეშინია,გთხოვ!-ოთახში მყოფ მეორე პირს ხმაში შიში გარეოდა..
ამან ცოტა დაამშვიდა გოგო,
მასთან სიახლოვე და,
საერთო იპოვა..
ოდნავ მოეშვა..
თითქოს,
აღარც ეშინოდა..
-განთიადი გინახავს?-ის ჰკითხა,რაც აინტერესებდა..
-ის,რაც არასდროს მიხილავს,
უკუნითი სიბნელეა..
თითქოს,
გულში რაღაც ძალიან ჩაწყდა..
ის,რასაც ნატრობდა,მას იმდენად ჰქონდა,რომ,სიშავემ გააოცა..
ეტკინა..
სხეულის შიგნით,
სულში,
რაღაც ნაწილი მტკივნეულად მოწყდა.
აღარ გაუგრძელებია საუბარი.
ოთახის ერთი კუთხე,სადაც ის სხეული ეგულებოდა,
მიატოვა და,
რკინის ჯებირთან,
ცამეტ ნაბიჯში,
დაისახლა თავი..
_____
-დამელაპარაკე,თორემ,სიჩუმისგან,გავგიჟდები..-ხმამ ისე დააფრთხო,
გული ამოუვარდა..
თავის დამშვიდება სცადა..
ფეხზე წამოდგა და,
მის კუთვნილ ქვას დაუბრუნდა.
ჩამოჯდა და,
მარცხნივ გაიხედა,
სადაც,
წესით,
ის ვიღაცუნდა ყოფილიყო.
-განთიადი როგორია?-ხმაში ინტერესი ღვიოდა..
-ძალიან,ძალიან თეთრი..
ცოტა ყვითელი ხაზებით და,
სუსხით..-არდაფიქრებულა,ისე უპასუხეს მარცხნიდან..
გააჟრჟოლა..
მის არცერთ მოგონებაში თეთრი არ იყო..
გაუჭირდა წარმოდგენა,
თუ,
როგორი იყო თეთრი განთიადი,
ყვითელი ხაზებითა და,
სუსხით..
აღარ გაუგრძელებია ლაპარაკი.
მთელი დარჩენილი დრო,
სრულ ჩამობნელებამდე,
და,
ძილის განმავლობაშიც,
განთიადის სითეთრეზე ფიქრობდა..
_____
-ოდესმე გათენდება?!-
სიფერადიდან,მარცხნიდან წამოსულ ხმას გამოჰყავს..
პასუხი არგაუცია..
ძილისგან მოდუნებული სხეული წამომართა და,
მარცხნივ,
ხუთი ნაბიჯი გადადგა.
სუნით იგრძნო,
სად იყო და,
მის გვერდით,
ხის ფიცარზე ჩამოჯდა.
პირდაპირ იხედებოდა,
ნესტში არეულ უცხო სუნს გამალებით ისუნთქავდა.
-აქ მხოლოდ სიბნელეს და,
დროდადრო,
სინაცრისფრეს თუ ნახავ,
გათენებაზე,
არც კი იოცნებო..
-უხეშად უპასუხა და,
განაცრისფრებამდე,
ადგილიდან არ დაძრულა..
____
-თხუთმეტ წამში ძალიან დიდ ხმაურს გაიგონებ,
თუ ყურებს კარგად არ დაიცობ,
ძალიან გეტკინება..-განაცრისფერებისთანავე,
გააფრთხილადა,
კიდურების ტკივილამდე მიიჭირა ყურებზე ხელი.
-თხუთმეტი!-უხმოდ წარმოთქვა და,
სხეულში შემოჭრილ გამაყრუებელ ხმას შეეგება..
თითქოს კანი ეწვებოდა,
სხეული ტეხდა,
უნდოდა,
ტანზე შემორჩენილი ძონძები მოეგლიჯა ,
მაგრამ,
იცოდა,
ძალიან ეტკინებოდა,
თუ ამ ხმას მთელი სიძლიერით გაიგებდა..
წამიც და,
ჩამოღამდა..
მოეშვა..
ტკივილგამოვლილი კიდურები მოუდუნდა..
მხრები ჩამოყარა და,
დაღარული სახე ჩახარა.
მარცხნიდან აჩქარებული სუნთქვა ესმოდა,
სუნთქვაში იმდენი ტანუვა და,ტკივილი გარეულიყო რომ,
ჰაერი საგრძნობდა დამძიმდა..
აცივდა..
ააკანკალა..
-ნელნელა შეეეჩვევი,
ეს იყო,
ნაცრისფერი!-კარგა ჩამოღამებულზე,
ნაღვლიანი ხმა გაისმა ოთახში.
____
-ოდესმე დათბება?
მეორე ჩამობნელების ჟამს,
ზარივით გაისმა ბოხი ხმა შავ ოთახში..
ხმა იმდენად ახლოს იყო,
გოგომ
ინსტიქტურად გასწია მარჯვნივ დამდნარი ხელი და,
მის ცივ,
ოდნავ მოსუსტებულ,
მაგრამ,
მასზე შესამჩნევად ძლიერ ხელს შეეხო..
გააჟრჟოლა..
ეს შეგრძნება იმდენად დამარხულიყო მასში ,
რომ ეუცხოვა..
სხეული გაყინულიყო,
მასზე მეტად..
გული მოეწურა..
ხელი შეუშვა და,
მისი ნაჭერის ნაგლეჯი
მკლავზე გადააფარა..
_____
სიშავე ნელნელა ნაცრისფერდებოდა..
ფერის ცვალებადობამ მომენტალურად გამოაფხიზლა და,
რაც შეეძლო ჩქარა მივიდა მარცხენა კუთხესთან..
ხის ფიცარს გაუპირისპირდა და,
ორივე ხელებით ტანზე მოეჭიდა და,
შეანჯღრია.
-გაიღვიძე!
-გაიღვიძე!
-გაიღვიძე!
-ჩახლეჩილი ხმით უყვიროდა და,
მის შეფხიზლებას ცდილობდა..
მილეული ძალისგან მძლავრადაც ვერ ეჭიდებოდა,
ხელი უსხლტებოდა..
-რატომ არ იღვიძებ?!-გული ამოუჯდა,
წამებს სიმწრით ითვლიდა,
როცა იგრძნო,
რომ,
ბოლო წამიც მიილია,
უგონო სხეულს ზემოდან გადაევლო და,
რაც შეეძლო მძლავრად მოხვია მკლავები..
ჰაერის ძლიერმა ნაკადმა ფილტვები აატკია..
სუნთქვა უჭირდა,
ქუთუთოები ერთმანეთზე მაგრად დაეჭირა და,
მასზე ორჯერდიიდ სხეულს ფიცარზე აკავებდა,
ქარს რომ არ აეტაცა ჰაერში..
წუთიც და,
ქარი,
ქარიშხალი,
ჩადგა..
რომ გააცნობიერა ჩავლილი საფრთხე,
შეფხიზლდა და,
მოულოდნელობისგან გააჟრჟოლა..
ძლიერ მკლავებს მისი სუატი სხეული გულზე აეკრა.
-ოდესმე დასრულდება ეს კოშმარი?-ბიჭის გაცრეცილი სიტყვები ყინულივით დაეკიდა ჩამოშავებულ ოთახში..
_____
თვალები რომ გაახილა,
ოთახში ჩამოწოლილი უცხო ფერი გულზე მტკივნეულად მოედო..
ისე უეცხოვა გარემო,
წამით იფიქრა,
იმ დაწყევლილ ოთახს ხომ არ გასცილდა..
მაგრამ,
სინესტეში გარეული უკვე ნაცნობი სუნი რომ შეისუნთქა,
ოდნავ,
მოეშვა.
გაცრეცილ სიშავეს თვალი რომ მოავლო,
სწორედ მარცხენა მხრიდან მოდიოდა ის ოდნავი განათება,
ასე რომ დააფრხო..
-გაიღვიძე?-ხმა მოესმა,
ბოხი და,
ნამძინარევი..
პასუხი არ გაუცია..
ძლივსძლივს გადადგა ცამეტი ნაბიჯი და,
სიშავეში სხეულის კონტურები რომ გაარჩია,
გული გაუჩერდა.
ხელები პირზე აიფარა,რომ წამოსული კივილი შეეჩერებინა..
ამოიღმუვლა..
შეეშინდა,
კონტურებს გაეცალა და,
იქამდეიარა უკუსვლით,
სანამ,
რკინას არ მიეჯახა მტკივნეულად.
ამოიკვნესა,
თავზე ხელი მიიჭირა და,
ნატკენი ადგილი დაიზილა..
-მე შენ სიშავისგან გარჩევ..-კონტურმა მოძრაობა დაიწყო და,
ძალიან ახლოს გაჩნდა მასთან..
ხელი მისკენ გაიწვდინა და,
აკანკალებულ მტევანზე ჩაეჭიდა.
-ეს ცუდის ნიშანია?-ხმაში ეჭვი და,
შიში გაპარვოდა.
სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა გოგოს თავის ტკივილიც დაავიწყდა..
-არ ვიცი!-ხმაჩამწყდარმაუპასუხა და,
გაეცალა.
შედარებით ჩაბნელებული კუთხისკენ წაიწია და,
თვალები მაგრად დახუჭა,
უცნაური ნათება რომ დაევიწყებინა.
მცდელობაში,
ღრმად ჩაეძინა...
____
სითბომ გამოაფხიზლა..
ქუთუთოები ისე ტკიოდა,
ვერ აცილებდა ერთმანეთს..
არადა,
სიკაშკაშე თვალსჭრიდა..
ძალდატანებით ,
როგორც იქნა,
გაახილა თვალები და,
ისე აეწვა,
მომენტალურად დახუჭა..
ხელები აქეთიქით გააცოცა და,
შემხვედრ მტევანს მთელიძალით ჩაკიდა მისი..
დათბა და,
მოეშვა.
თითქოს,
მწვავე შეგრძნებაც მოეხსნა.
თვალები გათამამებულმა გაახილა და,
მოკაშკაშე სინათლეზე მის ხელს გადაჭდობილი მეორე ხელი დალანდა..
გააკანკალა..
სხეულში სითბო სასიამოვნოდ მოდებოდა.
მოთოშილი კიდურები ერთიანად გამლღვალიყო.
სასიამოვნო შეგრძნებები არ ტოვებდა მის სხეულს და ეს,
ეუცხოებოდა..
ხეელებიდან მზერა ტანს ააყოლა და,
გაქვავდა..
სახეს იმდენად გარკვევით ხედავდა,
რომ შეეძლო,
მისი ყველა ნაკვთი შეესწავლა..
ირგვილ სითეთრე იყო,
მკრთალი ყვითელის ზოლები და,
ცოტა სუსხიც.
სახისკენ ხელი ფრთხილად გაწია და,
გაცრეცილ ლოყაზე გრილი ხელის გული მიადო.
ნაწილნაწილ შეისწავლა თითოეული მილიმეტრი..
მის გაძვალებულ ხელებსაც ხედავდა და,
მასზე მოთამაშე ძლიერ თითებსაც.
-აი,ესარის განთიადი,წყვდიადო!-ხმაში სითბო,
და
იმედი გარეოდა სხეულს..
_____


ძალიან არეული ვარ,
ისე,რომ,
უსაშველოდ მაწუხებს..
ისე ჩამოღამდა ჩემში,
რომ,
გათენების იმედი მეწურება..
ალბათ,ვინც მიცნბს,დაინახავსიმას,რაც ამაში ჩავდე..
მე თქვენ გელით,
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი Kalina

შეიძლება ზუსტად ვერ მივხვდი,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლოს ჩავუარე.
აი, ეს მინდოდა, ანასტასია:))
მადლობა და
მინდა მეტი!
იმიტომ, რომ შენ უბრალოდ უნდა იჯდე და სულ წერო.
:) ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მარიკუნაა♥️
შეიძლება ზუსტად ვერ მივხვდი,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლოს ჩავუარე.
აი, ეს მინდოდა, ანასტასია:))
მადლობა და
მინდა მეტი!
იმიტომ, რომ შენ უბრალოდ უნდა იჯდე და სულ წერო.
:) ♥️

შენ ყველაზე საყვარელი ხარ ❤️❤️
მარიკუნა,მადლობა ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამო

ვფიქრობდი რა მეთქვა, შემდეგ სიტყვებმა თავისით იწყეს ლაგება... სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, თუმცა შინაგანი სიბნელის მქონენი , ვფიქრობ კარგად გავიგებთ. სიბნელეს მიჩვეული საკუთარი მეობა, სინათლის მიერ თვალ მოჭრილი დაბრმავებულ ადამიანს ემსგავსება. მარტივია , ბნელის გავრცელება და დასადგურება. მთავარია, როგორ განდევნი. იმედით ვცოცხლობთ, იმედია გვაძლიერებს, რაღაც მიზანს გვიჩენს, შემოუშვი შენში იმედი, თუნდაც იცოდე რომ ყველაფერი ამაოა და დამიჯერე, სინათლის ერთადერთი , თუნდაც პაწაწუნა სხივი არაასდროს დაგტოვებს. ფერებს გისურვებ ცხოვრებაში, შენში მრავლად არსებულს. სიბნელესაც თავისი ხიბლი აქვს, თუკი განდევნით ვერ, მკრთალი ფერებით შეალამაზე. თანდათანობით შეიძენს მბზინვარებას ... :* წარმატებები

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარიამო
ვფიქრობდი რა მეთქვა, შემდეგ სიტყვებმა თავისით იწყეს ლაგება... სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, თუმცა შინაგანი სიბნელის მქონენი , ვფიქრობ კარგად გავიგებთ. სიბნელეს მიჩვეული საკუთარი მეობა, სინათლის მიერ თვალ მოჭრილი დაბრმავებულ ადამიანს ემსგავსება. მარტივია , ბნელის გავრცელება და დასადგურება. მთავარია, როგორ განდევნი. იმედით ვცოცხლობთ, იმედია გვაძლიერებს, რაღაც მიზანს გვიჩენს, შემოუშვი შენში იმედი, თუნდაც იცოდე რომ ყველაფერი ამაოა და დამიჯერე, სინათლის ერთადერთი , თუნდაც პაწაწუნა სხივი არაასდროს დაგტოვებს. ფერებს გისურვებ ცხოვრებაში, შენში მრავლად არსებულს. სიბნელესაც თავისი ხიბლი აქვს, თუკი განდევნით ვერ, მკრთალი ფერებით შეალამაზე. თანდათანობით შეიძენს მბზინვარებას ... :* წარმატებები

მარიამ,დავმუნჯდი..
შენგან განსხვავებით,სიტყვასაც ვერ ვაბამ თავს..
ის,რაც შენ დაწერე,იყო იმედი და,რწმენა იმისა,რომ მომავალი ფერადია..
ის,რომ შავი გაფერმკრთალდება და,
ფერები გახალისდება..
მადლბა რა და,
შენც იგივეს გისურვებ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სალანდერი
ჰო აი ეს სხვა იყო, იდუმალი და ინტერესის აღმძვრელი.
შენ რომ ხარ რატომღაც მეტს ველი, თორემ ბევრისგან მაღალ დონედ ჩავთვლიდი.
მეტი მინდა, თუმცა მეტ-ნაკლებად
მომეწონა ისტორია და ისიც ძალიან მომწონს რომ გამართულად წერ.
ნელ-ნელა, აქეთ-იქეთ და მსგავსნი ტირეთი იწერება და კიდევ და_სთან და რომ_თან მძიმეს ნუ სვამ, არასდროს არ არის საჭირო.
სხვა მხრივ ნორმალური იყო, ვისიამოვნე, მადლობა ❤

გამიხარდა ❤️❤️❤️
ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის სასიამოვნოა ❤️❤️
მადლობა შენ ❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ჰალუცინოგერი
კარგი :) ვაღიარებ ვიბოდიალე შენ ისტორიებში და ბოლოს ეს შევარჩიე...
მომეწონა..
მართლა..
ჩემეულიც ბევრი ვიხილე და გულში სხვაგვარად ადუღდა სისხლი.
კარგი ხარ შენ ტასო.
მე განორჩეულაფ მომწონხარ ამ საიტზე ❤

ენ,შენი შეფასება ძალიან ძვირფასია ჩემთვის ❤️❤️
მადლობა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent