როგორ შემიყვარდა კრიმინალი IV თავი (ნაწილი II)
-გვიან ღამით თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული რ.ჩ - ს სხეული გამთენიისას, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ჯერ-ჯერობით უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და მკვლელობის მოტივიც. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს... - აცხადებდა ცისფერ კოსტუმში გამოწყობილო საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი შეშფოთებული სახით, მის კომენტარებს კი დანაშაულის ადგილზე გადაღებული რამდენიმე კადრი გასდევდა ფონად. თავისი სახლის მისაღებში , ჩართული ტელევიზორის წინ იჯდა აბაშიძე და დივანზე მჯდარი გულგრილი სახით ისმენდა ინფორმაციას. მისთვის ეს ყველაფერი უკვე ცნობილი იყო,რაიმე ახალი და ხელჩასაჭიდი კი არაფერი მოუსმენია. ერთადერთი ვინც სიტუაციაში ცოტათი მაინც გაარკვევდა დაქირავებული გამომძიებელი იყო, რომელმაც თითქოს გუმანით იგრძნოო წამის შემდეგ სწორედ მისი ნომერი დაეწერა აბაშიძის ტელეფონზე. -გისმენ...-დინჯად უპასუხა ლუკამ და ტელევიზორს ხმა გაუთიშა. - ჩხენკელი მკვდარია... -ვიცი.. - გულგრილად უპასუხა აბაშიძემ, პარალელურად კი მინის მაგიდაზე მიგდებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა და ერთი ღერი ამოაძვრინა. - მკვლელობის მიჩქმალვა მაგრად გამიჭირდება...- მღელვარების ნოტები შეეპარა გამომძიებლის ხმას , რაც აბაშიძეს არ გამოპარვია. - დამშვიდდი. ის მე არ მომიკლავს,თუ ამის გამო გიკანკალებს ხმა.... - აბა ვინ მოკლა? - რა სირობაა...გამომძიებელი შენ ხარ და მე მეკითხები? - გაეცინა ლუკას და ღრმა ნაფაზის დარტყმის მერე განაგრძო- მოკვლევას ვინ აწარმოებს? - ერთი ჩვეულებრივი გამომძიებელი რაიონული განყოფილებიდან... - მინდა რომ ეს საქმე შენ გადაიბარო! -ლუკა... -მისმინე! -ტონი მომენტალურად გაუცივდა ლუკას- გააკეთე ის, რისთვისაც გიხდი...გადაიბარე საქმე დღესვე და ყველა ინფორმაცია მომაწოდე, რასაც კი გაარკვევ.. - კარგი... - აღარ შეწინააღმდეგებია ნირწამხდარი ალავიძე. -ძალიან კარგი.. კავშირზე იყავი და როგორც კი რამე პატარა დეტალს გაარკვევ , შემატყობინე…-მოუჭრა აბაშიძემ და პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა, შემდეგ კი იმავე წამს მეორედ აწკრიალებულ ტელეფონს დახედა რომელზეც მისთვის უცნობი ნომერი აციმციმდა… -უნდა შევხვდეთ.. - ყურმილში ქალის შეშინებული ხმა გაისმა - კამიკაძე ხარ? - ზიზღით გამოცრა მამაკაცმა. - მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ეს შენც დაგაინტერესებს.. - მე შენთან რა საქმე უნდა მქონდეს? - მარიამი ... - მხოლოდ ერთი სახელი ახსენა ქალმა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აბაშიძის გულს რამდენიმე დარტყმა გამოეტოვებინა. - რა გაქვს სათქმელი? ამოღერღე! -ამაზე ტელეფონში ვერ დაგელაპარაკები...შეხვედრის ადგილი დათქვი და მოვალ... - მისამართს მოგწერ! - მოკლედ მოუჭრა ლუკამ, ქურთუკი შემოიცვა და სახლის კარი ხმაურით გაიხურა. *** გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები დაკვირვებით ათვალიერებდნენ დანაშაულის ადგილს. სახლში ჯერ კიდევ ესვენა სისხლის გუბეში გუბეში მწოლიარე ჩხენკელი , ეზო და ოთახები კი ტყვიის მასრებით იყო მოფენილი. ვიდრე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლები ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ, ადგილზე თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ჯგუფი გამოჩნდა., რომელსაც საშუალო სიმაღლის მამაკაცი გამოეყო. - გამომძიებელი თენგიზ ალავიძე - ხელი გაუწოდა გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის გაკვირვებულ ხელმძღვანელს - შალვა აბრამიშვილი - ალავიძის ხელს თავისი შეაგება მამაკაცმა - რამ შეგაწუხათ? - ამიერიდან ამ საქმეს ჩვენ ვიძიებთ - უპასუხა ალვიძემ, მის გაკვირვებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია და თვალი საქმიანად მოავლო გარემოს - აბა რა გვაქვს? - ერთი გვამი და ორი თავდამსხმელი - მხრები აიჩეჩა შალვამ - რატომ გგონიათ რომ თავდამსხმელი ორი იყო? - ადგილიდან აღებული მასრები ორი სხვადასხვა კალიბრისაა ... ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღია, მისი ტყვიები მხოლოდ სახლშია აღმოჩენილი.. მეორე , მაკაროვის ტიპის იარაღიდან კი მხოლოდ ეზოში უსვრია თავდამსხმელს... კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.. ჯერ- ჯერობით მხოლოდ ესაა - მხრების აჩეჩვით დაამთავრა აბრამიშვილმა - მოწმეები? - იკითხა თენგიზმა - ხალხი გავაგზავნე მეზობლების დასაკითხად , მაგრამ დიდი იმედი არა მაქვს..ყველა ერთდროულად, დაყრუვდა, დაბრმავდა და ჩაყ*ლევდა...არაფერი დამინახავს, არაფერი გამიგონია.. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე...-სახე დამანჭა გამომძიებელმა. - ძალიან კარგი... - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ალავიძემ , აბრამიშვილის გაკვირვებული სახისთვის ყურადღება არ მიუცევია, სწრაფად დაემშვიდობა და პერიმეტრის დათვალიერებას შეუდგა. ხუთი წუთის შემდეგ ალავიძესაკენ გამოეშურა, რომელსაც გვერდით უჩვეულოდ გამხდარი ახალგაზრდა ბიჭი მოყვებოდა. -რა ხდება? - კითხვით სავსე მზერა შეაგება თენგიზმა თანაშემწეს - მოწმე ვიპოვე - ბიჭზე მიუთითა მან - მაგრამ ჩემთან არ ლაპარაკობს , დაიჟინა მხოლოდ უფროსს დაველაპარაკებიო - კარგი, დაგვტოვე ! - უბრძანა ალავიძემ და მდუმარედ მდგარ მოწმეს მიუბრუნდა - რა გქვია? - როსტომი - უპასუხა მან - როსტომ.. აბა რა გაქვს ჩემთვის სათქმელი? - იკითხა გამომძიებელმა და სიგარეტს გაუკიდა - მე ერთ-ერთი თავმდამსხმელი დავინახე .. - წყნარად უპასუხა ბიჭმა . ალავიძეს, რომელიც საქმეს უკვე მოგვარებულად თვლიდა და ეგონა თავის ზედმეტად თავის ატკიება აღარ მოუწევდა, უსიამოვნო ამბისგან სიგარეტის ბოლი ყელში გადაცდა და გაბმული ხველა ატეხა -ამის დედაც!- გამოცრა ხმადაბლა და ჯერ კიდევ ხმადაუწმენდავმა ამოიხრიალა- კიდევ რა დაინახე? - მეტი არაფერი - მხრები აიჩეჩა ბიჭმა - ჩემი ოთახიდან რამაზის სახლის წინა ნაწილი ჩანს, სწორედ იქ შევნიშნე ერთ-ერთი მათგანი...ისეთი მანქანით მოვიდა , აქ რომ არასდროს მინახავს.. რენჯ როვერი იყო, ქრომირებული დისკებით და.. - ის ტიპი აღმიწერე , ის ტიპი! - ხელი აუქნია გაღიზიანებულმა ალავიძემ - მისი მანქანა არ მაინტერესებს.. - მაღალი იყო...ძალიან მაღალი, შავგვრემანი და დაბალზე გადაპარსული თმა ჰქონდა...მხოლოდ ეს გავარჩიე... - მხრები აიჩეჩა ბიჭმა , მაგრამ ალავიძე უთქმელადაც მიხვდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მის მიერ აღწერილი პიროვნება. - გასაგებია .. - ჩაილაპარაკა ხმადაბლა, ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტის ღერი ბალახზე მოისროლა , შემდეგ კი მოულოდნელად შემობრუნებული ისე სრაფად წვდა ყელში და სახლის კედელს ააკრო, გაოგნებულმა ბიჭმა აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო - ეხლა მომისმინე! შენ ეხლა აქედან წახვალ და სამუდამოდ დაივიწყებ ყველაფერს , რაც გუშინ ნახე და მოისმინე, ჩვენი პატარა საუბრის ჩათვლით.. და იცოდე.. იცოდე ვინმესთან რამე რომ ახსენო.. მოგკლავ! ყველაფერი გასაგებია? როსტომმა , რომელსაც ლაპარაკის საშუალება არ ჰქონდა,უხმოდ დაუქნია თავი. -ძალიან კარგი .. - ჩაილაპარაკა ალავიძემ და ხელი უშვა ბიჭს - ეხლა აქედან მოხიე ! როსტომი, რომელიც ყველა წესისა და კანონის მიხედვით თავქუდმოგლეჯილი უნდა გაქცეულიყო, იმდენად იყო შეშინებული , რომ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო , ფეხები მოეკვეთა და მთელი ტანით აცახცახებული ჩაიკეცა კედელთან. -შვილო... - მისკენ დაიხარა შუბლშეკრული ალავიძე და ბოროტი ხმით გამოცრა : - გაიქეცი- მეთქი!.. როსტომს მეტი აღარ მოუცდია, მთელი ძალები მოიკრიბა ფეხზე წამოსადგომად და თავპირისმტვრევით, უკანმოუხედავად გაიქცა სახლისაკენ. **** ლიკა სამხარაძე თბილისის ერთ- ერთი უმდიდრესი და ელიტური ოჯახის შვილი იყო, რომელსაც ახლო მეგობრობა აკავშირებდა აბაშიძეების ოჯახთან . ლიკას დედა , ლელა აბაშიძის ბავშვობის მეგობარი და მისი მეჯვარე იყო, მამა კი - სანდროს კურსელი და ბიზნესპარტნიორი. შესაბამისად, გოგონაც დიდ დროს ატარებდა ხოლმე აბაშიძეების ოჯახში და მათ ერთადერთ ქალიშვილს მალე დაუმეგობრდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლიკას მარიამის ძმასთანაც , თუმცა ეს ახლო ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ ერთად გატარებულ რამდენიმე ღამეს წარმოადგენდა და ლიკას დიდი სურვილის მიუხედავად , მათ საზღვრებს არც გასცდენია. ლუკას ოჯახის ტრაგედიის შემდეგ კი გადაკვეთილა მათი გზები, მანამდე სანამ საქართველოში ერთი დღის დაბრუნებულ ლუკას ფიზიკურ ძალადობაზე არ უჩივლა . და აი , ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ სამხარაძემ ლუკას დაურეკა და აცნობა რომ მარიამზე უნდოდა მასთან საუბარი. აბაშიძეს მთელი გონება აუფორიაქა, იმ აზრმა რომ შესაძლო იყო ლიკას რაღაც ისეთი სცოდნოდა , რასაც მარიამის ამბისთვის ოდნავი ნათელის მოფინვა მაინც შეეძლო. ლიკა მარიამის ახლო მეგობარი იყო , ამიტომაც ამის ალბათობა რომ სამხარაძეს ასეთი ინფორმაცია ჰქონოდა, მართლაც დიდი იყო… ფართო ვიტრინასთან იჯდა და ზედაც არ უყურებდა თეთრ ფინჯანში მოქცეულ ოხშივარ ადენილ სითხეს, რომელიც უკვე ცივდებოდა...ანერვიულებული, ზედიზედ მესამე ღერ სიგარეტს ეწეოდა და ფართო ვიტრინიდან თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ქუჩას და იქ მოსიარულე ადამიანებს...წვიმდა დედაქალაქში და ეს წვიმა კიდევ უფრო ურევდა ისედაც სევდიან განწყობას ქალს...ვიტრინიდან მზერა კაფის შემოსასვლელისკენ გადაიტანა და მაღალ მამაკაცზე შეაჩერა, რომელმაც დინჯად დაიკავა მის წინ დაიკავა ადგილი და სრულიად უემოციო სახით დააკვირდა, ერთადერთი ემოცია კი რასაც მისი თვალები გამოხატავდა ეს ზიზღი იყო.ისედაც დაძაბულ ქალს კიდევ უფრო დაეჭიმა სხეული და არეული მზერა გაჭირვებით გაუსწორა. - გამარჯობა…-ამოთქვა გაპარული ხმით ამოთქვა სამხარაძემ და იგრძნო, ერთ დროს ძვირფას ადამიანთან შეხვედრის ნოსტალგიამ გული როგორ აუწვა. - ვიცი რომ დავაშავე...ლუკა... - საქმეზე ილაპარაკე!- ცივად გამოცრა აბაშიძემ და მისგან წამოსულმა საშინელმა სუსხმა ქალი მიახვედრა, რომ თემიდან ნებისმიერი გადახვევით მხოლოდ გააღიზიანებდა ისედაც ასაფეთქებელად გამზადებული ნაღმივით მყოფ მამაკაცს.რაც კარგს ნამდვილად არაფერს მოუტანდა. - კარგი... - ამოილაპარაკა პაუზის შემდეგ და მზერა გაუსწორა - მარიამს შეყვარებული ჰყავდა...იმ ბიჭს მე არ ვიცნობდი, არც არასოდეს შევხვედრივარ და სახელი და გვარიც კი არ ვიცი.. ერთ დღეს თქვენს სახლში ვიყავი და სრულიად შემთხვევით მარიამს გადავაწყდი.. თქვენი სახლის ბაღში იჯდა და ისე ტიროდა , შემეშინდა ცუდად არ გახდეს- მეთქი.. ის ასეთი არასდროს მინახავს, ლუკა.. თავიდან არაფერს მეუბნეოდა, მაგრამ მე არ მოვეშვი და მანაც, ტკივილს გულში რომ ვეღარ იტევდა, ყველაფერი მომიყვა .. - სამხარაძე ცოტა ხნით შეჩერდა,ღრმა ნაფაზი დაარტყა და შესამჩნევად შეცვლილი ხმით განაგრძო: - მარიამი მომიყვა ,რომ იმ ბიჭს ხუთი თვე იყო რაც ხვდებოდა.. მაგრამ, ბიჭი ძალიან ცუდი ყოფა-ქცევის იყო და ბევრ საეჭვო საქმეშიც იყო გაბმული.. სწორედ ამიტომ იყო, მის ამბავს რომ გიმალავდათ მარიამი.. იცოდა , რომ ასეთ ბიჭთან ურთიერთობის საშუალებას არასდროს მისცემდით... მართალი იყო ,როცა ამას ფიქრობდა? - ეს შენ არ გეხება... - ცივად მოუჭრა აბაშიძემ და მოსმენილით დაძაბულმა თვითონაც მოუკიდა სიგარეტს. ღრმა ნაფაზი დაარტყა და მზერა გაუსწორა ქალს-განაგრძე... - ის ბიჭი მარის პირდებოდა რომ შეიცვლებოდა, მაგრამ ამას არ აკეთებდა .. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მწარედ ატყუებდა გოგონას და ახალ - ახალ ბინძურ ისტორიებში ებმეოდა .. ამიტომ., მარიამს მასთან დაშორება ჰქონდა გადაწყვეტილი.. სულ ეს იყო რაც მარიმ იმ დღეს მომიყვა და თან დამაფიცა, რომ არასდროს არავის არაფერს ვეტყოდი იმ ბიჭის შესახებ.. მე მხოლოდ ერთხელ ვნახე ის, მარიამს მოაკითხა და მანქანით სადღაც წაიყვანა..მე მისი სახე არ დამინახავს, მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ჩვენი წრიდან უნდა ყოფილიყო, რადგან ძალიან ძვირფასი მანქანა ყავდა... ერთ დღეს, ჩემთან უცხო ადამიანები მოვიდნენ და დამემუქრნენ, რომ თუ ბიჭზე რამეს ვიტყოდი , მეც იმავეს გამიკეთებდნენ რაც მარიამს გაუკეთეს... - ეს შენი აღსარება რომ ძალიან დაგვიანებულია, მგონი ხვდები ხომ?- უცვლელ, ცივ მზერას არ აშორებდა აბაშიძე. - ვხვდები... - ამოილაპარაკა სამხარაძემ...შემდეგ კი სახე ხელებში ჩარგო და მოულოდნელად ატირდა - ყველაფერი უკან მომიბრუნდა იცი? ყველა ცოდვაზე გადამეხადა...მამაჩემი მოკვდა , დედაჩემი ავადაა...ყველაფერზე გადამეხადა.. ყველაფერი უკან მომიბრუნდა...შენი დის ცოდვამ არ მომასვენა,.. მთლიანად შენი ოჯახის…-ქვითინებდა ქალი. -კარგი...მორჩი?-სავარძლიდან წამოიწია ლუკა და ჩამწვარი ღერი საფერფლეზე დაასრისა.-მორჩი მარიამზე თუ დაგრჩა რამე კიდევ მნიშვნელოვანი? შენი ცრემლები არ მაინტერესებს… -ლუკა…-სახიდან ხელები მოიშორა ლიკამ და ამღვრეული თვალები მიანათა.-შემეშალა..უბრალოდ შემეშალა გესმის? შენ ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იყავი...ეხლაც ხარ...დედას გეფიცები...დედის სულს გეფიცები…-საბოლოოდ გაუტყდა ხმა და ცისფერი თვალებიდან გულწრფელი ცრემლების ახალმა ნაკადმა იწვიმა.. -ამის დედაც…-ცივად გაეცინა ლუკას...სკამიდან წამომდგარმა ქაღალდის კუპიურა დაუდევრად დააგდო მაგიდაზე და კაფე ისე დატოვა უკან აღარც მიუხედია...მარტო დრჩენილმა ქალმა კი ისევ ხელებში ჩარგო სახე და უარესად ატირდა. *** ხუთი საათი სრულდებოდა თენგიზ ალავიძე სახლში რომ დაბრუნდა. კმაყოფილი იყო ჩხენკელის საქმე ასე მარტივად რომ მოგვარდა. საქმეში მოწმეები არ ფიგურირებდნენ და არც ეჭვმიტანილები იკვეთებოდნენ. მათ მოძიებაზე კი არავინ შეიწუხებდა თავს , მარტო მცხოვრებ ჩხენკელს არც მომჩივანი ნათესავი ჰყავდა და სავარაუდოდ, მასალების არ არსებობის გამო საქმე რამდენიმე თვეში დაიხურებოდა კიდეც. ამ ფიქრებში იყო გართული თენგიზ ალავიძე , სახლის კარი რომ შეაღო და მოულოდნელობისაგან გაშეშდა.. მის სასტუმრო ოთახში მისი ძველი მეგობარი და შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ გვარამია იჯდა. - ნოდარ.. - როგორც იქნა მოახერხა ხმის ამოღება თენგიზმა -რა სახე გაქვს? - ჩაიცინა გვარამიამ, თუმცა ამ სიცილს თბილი ნოტები აკლდა - არ მაფიქრებინო რომ ჩემი ნახვა არ გაგიხარდა.. - აბა რას ამბობ!..- გაიცინა ალავიძემაც და ფეხზე წამომდგარ გვარამიას გადაეხვია - როდის მოხვედი ? - დაამატა როცა ორივე სავარძლებში ჩამოსხდნენ -რამდენიმე წუთია - მშვიდი ღიმილით უპასუხა გვარამიამ - ეხლავე თინას სუფრას გავაშლევინებ.. საერთოდ სად არის? უყურადღებოდ რატომ დაგტოვა? - შუბლი შეიკრა ალავიძემ და ის იყო ცოლისთვის უნდა დაეძახა, რომ გვარამიამ ხელით ანიშნა არ გინდაო - არ არის საჭირო... მე შენთან ერთ საკითხზე სასაუბროდ მოვედი ალავიძემ , ოდესღაც გვარამიას უახლოესი პირი რომ იყო, უთქმელადაც კარგად იცოდა რომ , მინისტრის მოადგილე ახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ესტუმრებოდა , თუ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მასთან . ამიტომ ,,სავარძელში უფრო ღრმად ჩაეფლო და უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი, დაძაბული მზერა გვარამიას მიაპყრო. - გისმენ , ნოდარ... რა საქმე გაქვს ჩემთან? - გავიგე , რომ რამაზ ჩხენკელის მკვლელობას შენ იძიებ - დინჯად უპასუხა გვარამიამ - ასეა - თავი მშვიდად დაუქნია ალავიძემ, თუმცა კი გულში უსიამოვნოდ გაჰკრა გვარამიამ ჩხენკელი რომ ახსენა- რით დაგაინტერესა ამ უმნიშვნელო მკვლელობამ? - ეს მკვლელობა უმნიშვნელო არ არის - მზერა გაუსწორა გვარამიამ თენგიზს და პაუზის მერე ჰკითხა- ეჭვმიტანილი გყავს? - არა - უპასუხა ალავიძემ - არ არის საჭირო მისი ძებნა.. მე ვიცი მისი სახელი - მშვიდად ჩაილაპარაკა ნოდარმა - ვინ არის? - მექანიკურად იკითხა ალავიძემ - ლუკა აბაშიძე - უცვლელი სიმშვიდით უპასუხა გვარამიმ თენგიზ , რომელიც ზუსტად ამ სახელისა და გვარის მოსმენას ოლოდა, იგრძნო შიშისაგან გულ-მუცელი როგორ ამოუტრიალდა . რამდენიმე წამი დაჰიპნოზებულივით , უხმოდ შეყურებდა მინისტრის მოადგილეს - არაფერს მეტყვი? - დუმილი დაარღვია ნოდარმა - მე არ მყავს მოწმე და არ მაქვს არცერთი სამხილი რითაც ამას დავადასტურებ - ამოღერღა ბოლოს თენგიზმა გვარამია ისევ მას უყურებდა თავისი ცივი თვალებით, მაგრამ გონებით სადღაც შორს ქროდა. - მან მოწმეები მოისყიდა. - ამოილაპარაკა ბოლოს - ყველა?!- იკითხა თენგიზმა - ხო, რატომ გიკვირს? - წარბები დინჯად აზიდა გვარამიამ - ფული აქვს.. დოხუია. მთელ შენს განყოფილებას იყიდის - დაამატა მშრალად და ალავიძემ იგრძნო, მეორედ როგორ ამოუტრიალდა შიგნეულობა , მთელი მისი გონება შიშის მარწუხებში გაეხვა და რამდენიმე წამით აზროვნების უნარიც დააკარგვინა. სანამ დამფრთხალი ალავიძე რამეს მოიფიქრებდა , გვარამია ფეხზე წამოდგა და დინჯად შეუდგა კოსტუმის ღილების შეკვრას. - უკვე მიდიხარ? რა გეჩქარება? - ფეხზე წამოდგა ალავიძეც და გაჭირვებით მოუყარა ტუჩებს თავი - მოწმეები ახლიდან დაკითხე - მის კითხვას ყურადღება არ მიაქცია, ისე უბრძანა გვარამიამ - კარგი.. - თავი მორჩილად დაუქნია თენგიზმა - გაგაცილებ .. - დაამატა და მინისტრის მოადგილეს ეზოს ჭიშკრამდე მიჰყვა . ის იყო გვარამია დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდომა დააპირა, რომ მოულოდნელად კაცი შეჩერდა , მზერა იქვე , ეზოში მდგარ ქრთამად მირთმეულ მერსედესს შეავლო და შემდეგ ისევ ალავიძეზე გადაიტანა. - ახალი მანქანა გიყიდია.. - უთხრა მშვიდად - ხო... - ძლივს ამოღერღა თენგიზმა და იგრძნო შუბლიდან როგორ გამოეწურა ოფლი - გემოვნებანია , მომწონს.. - მშრალად ჩაილაპარაკა ნოდარმა, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და მძღოლს წასვლიდ ნიშანი მისცა. ტოიოტას ჯიპი ნელა დაიძრა ადგილიდან და მალე მიეფარა თვალს. ეზოში მარტოდ დარჩენილმა თენგიზმა საშინელი სისუსტე იგრძნო. ჩანდა, რომ ოც წუთში გადავლილმა შიშის ცხრაპირმა ტალღამ თავისი გაიტანა.. კაცის გულმა არანორმალური ტემპით იწყო ფეთქვა, წამის შემდეგ სუნთქვაც გაუჭირდა და მკერდზე ხელმიბჯენილი ალავიძე ასფალტის საფარზე ჩაიკეცა. *** უხასიათობის პიკზე მყოფი და თავში არეული ფიქრების მთელი დასტით ჩაჯდა მანქანაში. ძრავი აამუშავა და ის იყო საშუალო სიჩქარით გაუყვა წვიმიანი დედაქალაქის ქუჩას, მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა. - ახალი ამბებიი…-საზეიმო ნოტით გამოაცხადა ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფმა დემეტრაძემ- ცუდით დავიწყო თუ ცუდით? -ცუდით... - ჩვენს სახელოვან გამომძიებელ თენგიზ ალავიძეს გულმა ხია! - ქვეყანა ამ დანაკლისს ვერ გადაიტანს…- სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია ლუკამ, პარალელურად კი წითელ შუქნიშანთან შეჩერებულმა, სანთებელას დაუწყო ძებნა. - ხოო...ქვეყანა არ ვიცი მაგრამ ჩვენ არ გვაწყობს ეს ამბავი...მაგის გარეშე საქმეში სერიოზულად შევფერხდებით...ქრთამზე კი ყველა წამოვა, მაგრამ შენც კარგად იცი რომ ალავიძისნაირ ხელსაყრელ ვარიანტს ესე იოლად ვეღარ ვნახავთ...ეს გაქნილი ნაბი*ჭვარი კარგად მუშაობდა.. - ალავიძის მექრთამე დედაც მოვტყან...-შეიკურთხა გაღიზიანებულმა და მანქანის სათავსოს კარი ხმაურით მიაჯახუნა, სანთებელა ვერც იქ რომ ვერ იპოვა.რესტორანში დარჩენოდა. - რა გჭირს შენ? -მეგობრის უხასიათობა არ გამოპარვია დემეტრაძეს. - ლიკა ვნახე.... - სამხარაძე? - ხოო...-მოუკიდებელი ღერი, ფანჯრიდან მოისროლა ლუკამ და სახე მძიმედ მოისრისა. - სად დამარხე?-გაეცინა გიორგის.- რა უნდოდა? - მარიამზე მომიყვა რაღაც...-მანქანა დაძრა აბაშიძემ - აზრზე არ ვარ სიმართლე მითხრა თუ არა...აზრზე არ ვარ მაგ ძუკნას ვენდო თუ არა...და თუ სიმართლე მითხრა, გამოდის იმაზე დიდი ყ*ლეობა ხდება ვიდრე ვფიქრობდი…-სახე მოისრისა ძლიერად მოისრისა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა- კიდევ რა მოხდა? - რა და მოხდა და...პატივცემულმა ალავიძემ სანამ გული უპოდლებდა განსვენებული ჩხენკელის ბინძური საქმეები გაქექა და იცი რა იპოვა? - რა? -რა და რამაზ ჩხენკელი ექვსი თვის წინ წვრილმან ხულიგნობაზე იყო დაჭერილი...და აბა გამოიცანი ვინ იყო მისი სახაზინო ადვოკატი? - ვინ?-უფრო მექანიკურად იკითხა აბაშიძემ, თუმცა კი ინტუიციით ხვდებოდა ვის სახელსაც დაასახელებდა გიორგი. - ვინ და ჩვენი მწვანეთვალება ადვოკატი… -მაგის დედაც...-უფრო სიმწრით გაეცინა ლუკას. -მართლაც რომ მაგის დედაც...მოკალი ეგ ძუკნა!- ბოროტად გამოცრა დემეტრაძემ და ყურმილშიც იგრძნო ის უსაზღვრო რისხვა თავიდან ბოლომდე რომ აიტანა ისედაც ნერვების პიკზე მყოფი აბაშიძე...საჭე მკვეთრად რომ შემოატრიალა და გიჟური სისწრაფით აიღო დიღმის მასივისკენ გეზი.. *** უკვე ბნელოდა იყო, სამსახურიდან რომ გამოვიდა და სახლისაკენ დაძრა მანქანა.უხასიათო განწყობას, დილიდან რომ აჰყვა და მთელი დღე არ მოხსნია, უჟმური, ქარიანი ამინდი კიდევ უფრო ურევდა და ერთი სული ჰქონდა სახლში, მალე მისულიყო. ფიქრებში ერთიანად ჩაძირულმა ის იყო,თავისი ეზოს შესასვლელში მოუხვია, რომ მოულოდნელობისაგან ყურისწამღებად დაამუხრუჭა: აბაშიძის ნაცნობი რენჯ როვერი პირდაპირ მისი მანქანის წინ იდგა და გზას უბლოკავდა, რომ არა მისი სწრაფი რეაქცია შეასკდებოდა კიდეც თავისი პატარა იაპოშკათი. ვენებში მომენტალურად მომსკდარი ადრენალინით აფართხალებული გული, კიდევ უფრო აუჩქარდა , მისკენ მომზირალი, სუსხიანი გაყინული მზერა რომ დააფიქსირა და თავის ხელში ასაყვანად ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. კარი გამოხსნა, მანქანიდან გადმოსული კი ჯიპისაკენ დაიძრა, რომლის ფანჯარაც მგზავრის მხარეს უხმაუროდ ჩასრიალდა და უკვე კარგად ნაცნობი თვალების პატრონმა, ახლა უკვე სალონიდან გაუსწორა ბოროტი მზერა. -რა გინდა?- მშვიდად ჰკითხა ნიამ, ქარისგან და ამ მზერისგან ერთიანად შემცივნებულმა. -ჩაჯექი! - აქ ვილაპარაკოთ, თუ რამე საქმე გაქვს!-უტეხი მზერა მიანათა ქალმა. -დაჯექი!- კბილებში გამოცრა მამაკაცმა- გირჩევნია შენი ნებით...მოდი , პატარავ!-ფართოდ გაუღიმა, მაგრამ ეს საალერსო სიტყვაც და ღიმილიც , ისეთი სიცივით იყო გაჟღენთილი, კიდევ უფრო აუფართხალდა სანიკიძეს გული. - უბრალოდ, გაბედე!- არ უნდოდა, მაგრამ ხმა გაეპარა ქალს და მუხლებში სისუსტე იგრძნო, იმის დანახვაზე მომენტალურად როგორ ჩამოერეცხა ღიმილი მამაკაცს.მერე კი განრისხებულმა კარი კი არ გამოაღო არამედ გამოგლიჯა და ისე აღმოჩნდა მის წინ, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო. -მოდი აქ!!!- იღრიალა ბოლო ხმაზე და კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დახეულს მკლავში წვდა და თავისკემ დაითრია, მეორე ხელით კი მანქანის კარი გამოხსნა. -ყველაფერი რიგზეა , ნიაკო? - გაუბედავი ხმით იკითხა მათ შორი ახლოს მდგარმა სანიკიძის მეზობელმა ,დამრგვალებული თვალებით რომ უყურებდა შესწრებულ სცენას. -აახვიე!-მისკენ არც გაუხედავს ისე გამოცრა აბაშიძემ.აკივლებულ ,აფართხალებული ქალი თითქმის ძალით ჩატენა სალონში, მერე კი ხმაურით მიუჯახუნა კარი. -მეგობარო... -შენს გზაზე წადი!-მთელი ტანით მიუტრიალდა განრისხებული მამაკაცი და დამფრთხალ ბიჭსაც, შარში გახვევის პერსპექტივა რომ არ ხიბლავდა, მეტად აღარ გამოუდია თავი... - რა ჯანდაბა გინდა , ჩემგან?-შიშით, ბრაზით და კიდევ ათასი ემოციით სავსე მზერა შეანათა ქალმა, საჭესთან მოთავსებულს, მანქანა რომ დაძრა და ისეთი სისწრაფით დახია უკან, ინერციით სავარძლის საზურგეს მიეხეთქა სანიკიძე. - ღმერთის გწამს?- საჭე მოატრიალა და მთავარ გზაზე გადაიყვანა ჯიპი, მერე კი ბოლომდე დააწვა პედალს და ძრავის ღმუილით და აწყვეტილი სიჩქარით გაიჭრა წინ. -რაა?! -ღმერთის გწამს-მეთქი? ნიაკო…-ტუჩები ზიზღით დაბრიცა მამაკაცმა. -მწამს... -დაიწყე მაშინ ლოცვა. -რას აპირებ? -უნდა დაგმარხო!!!-ბოლო ხმაზე უღრიალა მამაკაცმა , ადგილზე შემხტარმა ქალმა კი, გაუაზრებლად აიფარა სახეზე ხელები, მართლა ლოცვას თუ იწყებდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.