შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 13)


26-08-2018, 00:07
ნანახია 3 147

თავი 13
-დედიი გაიღვიძე...ბაჩი და ეკა არიან მოსულები! - ამ ქვეყნად ყველაზე ტკბილი ხმა მაღვიძებს, მაგრამ ამ წუთას დიდად გახარებული არ ვარ. - ადექი ლიზა, გელოდებიან!
-ასე თუ შემანჯღრევ ყოველ დილით, ტვინის შერყევას მივიღებ! - ამოვიზმუილიე და თვალები მოვიფშვნიტე.
-ჩემი ლამაზი ხარ დე! - ლოყები დამიკოცნა ელენემ და კარადიდან ტანსაცმელი გამომიტანა. - დროზე მოწესრიგდი და ჩამოდი.
-კარგი. - მთქნარებით გავეცი პასუხი. ფეხზე წამოვიზლაზნე და სააბაზანოსკენ გავწიე. ოც წუთში მზად ვიყავი, თან გამოფხიზლებულიც. სირბილით ჩავედი ქვემოთ. ჩემი ჩალისფერთმიანი ბიჭიც და ეკაც იქ მელოდნენ.
-ჩემო კრასავიცებო, როგორ ხართ?! - ომახიანად შევძახე, მერე კი ორივეს სათითაოდ მოვეხვიე.
-გადარიე სამეგრელო ხო? - ჩაიცინა ბაჩომ. ის არ არის ცანცარა. სერიოზული, გაწონასტორებული ბიჭია და ამასთან ძალიან ენამწარე. რა თქმა უნდა, მასაც აქვს ზოგჯერ წამოვლები, მაგრამ იშვიათად. ჩემი ისეთი საიდუმლოებები იცის, არავისთან, რომ არ მითქვამს.
-როგორ გეკადრება? - გავიკვირვე და ეკას მივუბრუნდი. - აბა ეკუნა შეყვარებული ისევ არ დამახვედრე?
-სად მეცალა შეყვარებულისთვის? - წარბები მაღლა აზიდა. - ერთი ვიგინდარა სამეგრელოში წავიდა, მეორე კი იშვიათად მოდიოდა სათბურში და ყველაფერი ჩემს კისერზე იყო.
-კარგი ნუ წუწუნებ! - გაეღიმა ბიჭს.
-უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ!
-წუწუნებ!
-არა!
-კი! - ხან ერთს ვუყურებდი გაკვირვებული და ხან მეორეს.
-არ...
-ვაიმე გაჩუმდით! - წამოვიყვირა და ორივე მზერა ამჯერად შემსკენ იქნა მომართული. -პატარა ბავშვებივით კინკლაობთ!
-აი შენთან ამ დღეებში დაგროვილი შეკვეთის ფული მოვიტანეთ. -კონვერტი გამომიწოდა. - აბა რამდენი დაგრჩა შესაგროვებელი?
-ბევრი არა! - სიხარულით ვამცნე. - მალე ჩემი საკუთარი მანქანა მეყოლება! - შევძახე ამაყად.
-ძალიან კარგი.
-დღეს სათბურში ვაპირებდი თქვენს მონახულებას.
-მაგრამ თავად გეწვიეთ, ხომ ხედავ? - გაიცინა ეკუნამ.
-უკვე ისაუზმეთ ბავშვებო? – „სტუმრებს“ მიმართა დედაჩემმა.
-არა და სიამოვნებით მივირთმევ შენს მომზადებულს! - პატარა ბავშვივით გაუწელა ლოყები დედაჩემს ბაჩომ.
-გენაცვალე მე შენ, ამ ბოლო დროს რატომ მოუკელი აქ სიარულს ჩემო ბიჭო?
-რავიცი საქმეები მაქვს.
-აბა ახლა, ჩვენზე მნიშვნელოვანი სამეებია შენთვის? - გაუწყრა ელენე.
-არა „ელე“ რას ამბობ? - მოეხვია ქალს
-აქ ვართ ჩვენც! - წარბშეკრული დავუდექი მათ წინ. ეს იგი, როცა ბაჩო სახლშია მე ყოველთვის დაჩაგრული ვარ.
-მოდით სამზარეულოში გავშალე მაგიდ და იქ ისაუზმეთ.
-დე ნაყიის რეცეპტს მოგცემ და გამიკეთე.
-ნაყინს ადრეც ხო ვაკეთებდი დე ?
-შენ სხვანაირს აკეთებდი, ეს უკეთესია. ქალბატონმა მზიამ ჩამაწერინა.
-აჰა ანუ კალბატონი მზია უკეთესს აკეთებს ხო? - ეჭვიანი ცოლივით გადმომხედა დედაჩემმა.
-ასეა! - იხტიბარი არ გავიტეხე. - აი ბაჩოს მოსწონს შენი გაკეთებული ნაყინი. - ჩავიცინე და ირონიულად მომზირალ ბიჭს დავეჭყანე. სამზარეულოში გავედით და ვისაუზმეთ. ამასობაში კი ელენემ ნაყინი გააკეთე, შემდეგ კი საყინულეში უკრა თავი. ახლა მისაღებში ვისხედით და ვჭორაობდით.
-ამის შემდეგ საით ბავშვებო? - ვკითხე მათ.
-მე მეგობარს უნდა შევხვდე. - ბოლო ლუკმა გააქანა პირისკენ ეკამ.
-ისე ბაჩუკი სამართალზე რატომ ჩააბარე, როცა პროფესიით არ მუშაობ? ყვავილებს ვერ ელევი და ყოფილიყავი ბოტანიკოსი.
-ჯერ-ჯერობით არ ვმუშაობ...- ჩაიდღუდღუნა ჩუმად, მაგრამ მაინც გავიგე.
-აპირებ დაწყებას ?
-არ ვიცი მაქვს რამდენიმე შემოთავაზება.
-სათბურშია აღარ მოხვალ? - მაშინვე ფეხზე წამოვხტი. - რა იყო, ხელფასს მიწუნებ აბაშიძე?
-სათბურში მოვალ, მაგრამ ასე ხშირად ვერა, თან ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და რას აიფოფრე?
-მარტო მე და ეკუნამ რა უნდა ვქნათ იქ?
-რამდენიმე მუშა ხომ გვყავს დაქირავებული, თქვენ მხოლოდ მთავარ საქმეებს მოაგვარებთ. - მხრები აიჩეჩა.
-ჰჰ რაც გინდა ის გიქნია. -ხელი ავიქნია და მოღუშულ ეკას გავხედე. - შენ რაღა გჭირს?
-ისიც თუ წავა, მერე მე მარტო დავრჩები სულ!
-მე „პროვკა“ ვარ აქ ? - გადავიხარხარე.
-შენ იშვიათად მოდიხარ.
-ნუ ღელავ, ერთ სიმპათიურ ბიჭს დავიქირავებ და მასთან ერთად იმუშავებ. - დამაიმედებლად დავუსვი ზურგზე ხელი.
-გაიწიე რა! - ხელზე ხელი დამარტყა.
-ვუაიმე რა აგრესიული ხარ დღეს ეკუნა, რა გჭირს?
-არაფერი.
-წყალს ნუ გამაყოლეთ ახლა რა! - დაგვიბღვირა აბაშიძემ. - ქვეყნიდან კი არ მივდივარ!
-კარგი, კარგი ხელები ამიწევია!- ხელახლა წამოვგორდი მდივანზე და ბაჩოს მკერდზე მოვათავსე თავი. სამეგრელოს ამბები მოვუყევი მათ. ვუთხარი, როგორი ლამაზი იყო იქ ყველაფერი, კანიონი კი განსაკუთრებით. ნახევარი საათის შემდეგ კი დავიშალეთ. მე ლანასთან წავედი, რომ გამერკვია რატომ მისცა სანდროს ჩემი სადღაც ჯანდაბაში წათრევის უფლება.
ქარბორბალასავით შევვარდი ჯაფარიძეების ოჯახში. ნაჩქარევად გადავკოცნე ბიცოლა, მართალია გაკვირვებუი მიყურებდა, მაგრამ არ შევიმჩნიე ისე ავირბინე კიბეები და ლანას ოთახში შევედი. ძინავს ქალბატონს და მე კიდევ ერთხელ მაქვს შანსი მისი ეფექტურად გაღვიძების.
-რით დაგსაჯო ჯაფარიძე? - მტაცებლური მზერით მოვავლე ოთახს თვალი. დარწმუნებული ვიყავი რომელიმე ნივთი დამეხმარებოდა. მაკრატელიც მომხვდა თვალში, მაგრამ საამისოდ შემეცოდა. ავტორუჯიც შევამჩნიე და მასაც ავუარე გვერდი.- ძრავის ზეთი! - ჩემივე თავის გამიკვირდა. ამის გამო მარტო ლანა კი არა, ბოცოლაც მომკლავდა, მაგრამ ახლა ისე ვიყავი გაბრაზებული მისი საქციელის გამო, რომ ეშმაკსაც მივყიდდი სულს... ეს ისე მაგალითისთვის! ისევე ქარბორბალასავით ჩამოვედი ქვევით, როგორც ავედი.
-კარგად ხარ ბიცო? - მკითხა შეშფოთებულმა ლალიმ.
-კი კი კარგად ვარ!- დავამშვიდე და ავტოფარეხისკენ გავწიე. აქ უამრავი ყუთი იყო. ყველას სათითაოდ მოვხადე თავი. -ეს ბენზინია...ესეც...ესეც -უკვე გული მერეოდა ამ სუნისგან. - და აი რაც მჭირდება! -სახე დავმანჭე და ამ ბლანტი სითხით სავსე ბოთლს ხელი დავტაცე. ჯერ შესასვლელი დავზვერე და როცა დავრწმუნდი, რომ ბიცოლა ვერ შემამჩნევდა, კიბეები ავირბინე. ლანას ოთახამდეც მივედი და ვარსკვლავის ფორმაში მწოლიარე დეიდაშვილს ზანტად გავუღიმე. ხან აქეთ დავხარე თავი, ხან იქით, თითქოს საბოლოოდ ვცდილობდი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ლანას გარანტირებული ქონდა ამ ზეთში ბანაობა. საწოლზე ავედი და ზევიდან კიდევ ერთხელ დავაკვირდი მას, შემდეგ თვალის დახამხამებაში ამოვაბრუნე ბოთლი. სანამ ლანა თვალის გახელას და გააზრებას ცდილობდა, კი დაიცალა ეს ბოთლიც.
-რა...რა ჯანდაბაა! -ფეთიანივით წამოხტა საწოლიდან და კი გაეფინა ქვევით. სახეზე ხელი მოისვა, რომ ზეთი მოეშორებინა და თვალების გახელა შესძლებოდა მაგრამ ხელიც ზეთიანი, რომ ქონდა? - ეს რა გააკეთეე...რა დამასხი? - კივილი მორთო და ფეხზე წამოდგომა სცადა. მე კი ამ ყველაფერს მშვიდად ვადევნებდი თავს და გამომცდელად ვადევნებდი თავს მის მოქმედებებს. ისევ აუცდა ფეხი, თან პირიდან ზეთს იფურთხებოდა.
-ეე გოგო ჩაეჭიდე რამეს! - მეც კი გამომელია მოთმინება იმდენჯერ დაუცდა ფეხი.
-აა დაჟე გადარდებს დავეცემი თუ არა?! - გამწარებული აწიკვინდა და რაფას ჩაეჭიდა.
-ნუ იფურთხები, უზრდელობაა! - ჩავიცინე. ერთი ამოიზმუილა და ჩემსკენ დაიძრა. გგონიათ მოაღწევდა? სულ ტყუილად!
-ეს რა ქენი?
-ყველაფერზე ასე თუ ინერვიულებ, გაგიფუჭდება ნერვული სისტემა. - დავტუქსე და კარის ჩარჩოს დავეყრდენი.
-სერიუზულად? - თვალები გაუფართოვდა. -გინდა გამაგიჟო?
-ცოტა უკან დაიწიე რა, ყარხარ! - ჩავიფხუკუნე და ნასროლი ბალიში ოსტატურად ავიცილე. -ჩემთან ჭიდილს ჯობია აბაზანაში შეხვიდე.
-ამას როგორ მოვიშორებ? - ამოიტირა.
-თუ შამპუნები არ გეყოფა არ მოგერიდოს, მითხარი და უცებ გიყიდი. -მხრები ავიჩეჩე და აპილპილებული დავტოვე, მე კი ქვემოთ ჩავედი. -ბიცოლაა! - სამზარეულოში შევედი და ლოყები დავუკოცნე ლალის.
-კარგად ხარ შვილო? - დაეჭვებულმა მკითხა.
-ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ! - ჩავიცინე და მაღალ სკამზე მოვთავსი. -ნამცხვარი არ გაქვს?
-ახლავე გამოგიტან! - გაიბადრა და მაცივრიდან თეფშით დაჭრილი სიგემრიელე გამოიღო. - ზევით რა ხმაური იყო?
-უბრალოდ თავისი სუნამო დაუმთავრა ლანას და იმაზე წუწუნებდა. - მხრები ავიჩეჩე და ნამცხვარი პირისკენ გავიქანე. -უგემრიელესია! - ტუჩები გავილოკე.
-კიდევ ერთ ნაჭერს გადმოგიღებ გინდა? -თბილად გამიღიმე, მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჩემი ტელეფონიც აზმუილდა, ქირია რეკავდა.
-გისმენ ლუკიტო! - პირგამოტენილმა ვუპასუხე.
-რას ჭამ ?
-ლანასგან კატლეტები გავაკეთე! - ჩავიფხუკუნე.
-იმის სათქმელად დაგირეკე, რომ ლანა არ პასუხობს ტელეფონზე და ხომ არ იცი სადაა?
-ტანს იხეხავს. - დარწმუნებით ჩავილაპარაკე.
-რა?
-ახლა ადგა და სააბაზანოშია_თქო რა! - იმისგან შეწუხებულმა, რომ ჭამა შემაწყვეტინა უკმეხად გავეცი პასუხი. - იცი რა? აქ მოდი და ტყუპებიც წამოიყვანე, თავად ნახავ ლანას.
-უხერხული არაა ამ დილა ადრიან? - ყოყმანი ეტყობოდა მის ხმას.
-რაღა ადრე? - ხელები ავიქნიე. -მოკლედ გელოდები რა! -პასუხის გაცემა არ ვაცადე ისე გავთიშე.
-ვინ მოდის ლიზი ? -ინტერესით მკითხა ბიცოლამ.
-გერმანიაში გაიცნო ლანამ ერთი ბიჭი, ლუკა ქვია, ხოდა მერე მეც გამაცნო აქ, რომ ჩამოვიდნენ. ერთმანეთი მოსწონთ, მაგრამ არც ერთი არ აღიარებს ჯერ. ახლა კი ის და მისი ძმაკაცები მოვლენ. - ჩამოვარაკრაკე ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა და რაც არუნდა მეთქვა.
-ეს რა მითხარი? მოსწონთ? ლანასაც მოსწონს? როგორი ბიჭა ? - მაშინვე აიფოფრა ბიცოლა.
-კარგი დაწყნარდი ახლა და ის ბიჭი არ გააქციო, რომ მოვა. კარგი ადამიანია მერწმუნე, იმ ქაჯისთვის უკეთესს ვერც იშოვი! - მხიარულად ჩავილაპარაკე და უკანასკნელი ლუკმა გადავუშვი სასულეში, შემდეგ კი ნასიამოვნებმა მოვისვი მუცელზე ხელი.
-ლანა რატომ არ ჩამოვიდა ამდენი ხანი ?
-არ მოვა ეგ კიდე კარგა ხანი. - ჩავიდღუდღუნე.
-რა ?
-მოვა_თქო მალე ! ბიძია სამსახურშია?
-კი.
-კარგი გავალ მისაღებში ტელევიზორს ვუყურებ. - სკამიდან ჩამოვხტი და ჭიქიდან წყალი მოვსვი.
-მოიცადე შვილო, რამეს მოვამზადებ და დამეხმარე. ისე ხომ დავხვდები ბიჭებს?
-ვაიმე ბიცოლე ნუ მანანებინებ რაც გითხარი! - თვალები ავატრიალე.
-მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, სუ ეხა! - პატარა ბავშვივით დავტუქსე და მანაც დამნაშავესავით ჩახარა თავი. ვაშლს დავწვდი და მისაღებისკენ ავიღე გეზი.
ოცი წუთი გავიდა და ლანასგან არაფერი ისმოდა. მისი ბედით დავინტერსედი, ამიტომ გადავყვიტე ოთახში ამეკითხა. ხვნეშით ჩავამთავრე კიბეები. აშკარად ვარჯიში მჭირდება. ოთახში შევედი იქაურობა კი ცარიელი იყო. სამაგიეროდ აბაზანის კარები იყო ღია და იქიდან წყლის ხმა ისმოდა.
-ამდენ ხანს რას შვები ? - ხმამაღლა შევძახე, რომ გაეგონა, თუმცა პასხი ვერ მივიღე. - კანს ნუ გადაიყვლიფავ მთლად!
-გაქრი აქედან ხარხიანო! - ისევ აწიკვინდა ის.
-მალე ლუკა მოვაა! - არხეინად შევძახე.
-რაა? - ისევ ყვირილი. - შენ დაიბარე? ასე როგორ დავენახო?
-როგრო ასე? - ყალბი ინტერესით ვკითხე.
-გაზეთილი!
-აა, ეგ არაფერი კაცო, ბოლო ბოლო უცხო ხო არაა? - უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-მალე გამოვდივარ და მანდ არ დამხვდე იცოდე! - გამაფრთხილებლად ჟღერდა მისი ხმა, ამიტომ დავემორჩილე. ქვემოთ ჩასულს კი ტყუპები და ლუკა დამხვდა კართან მდგარი.
-შემოდით ბავშვებო შემოდით. -ლალი ეპატიჟებოდა სტუმრებს.
-ეს რა ხალხი მოსულა! -გავიკრიჭე და წინ ავესვეტე მათ, სათითაოდ გადავკოცნე, ვაჩემ კი ერთი დამიბღვირა და მისაღებისკენ დაიძრა.
-ამას არ გადაუარა? - ჩავჩურჩულე მიშოს.
-არა! - ჩაიფხუკუნა და მას აედევნა.
-შენსავით თვალები რომ აქვს ისაა ლუკა ხო ? - თვალებში შემომციცინა ბიცოლამ. -რამით არ გავუმასპინძლდე?
-დიდხანს არ დარჩებიან, უბრალოდ ნამცხვარი გამოიტანე თუ გინდა. -მხრები ავიჩეჩე და ბიჭებს შევუერთდი.
-აბა როგრო იმგზავრეთ გუშინ, ბატონო ლუკა?
-მშვენივრად!
-რატომ არა გენაცვალე. -ყალბად გავიღიმე. - შენ ხომ მშვიდობით შეხვედი სახლში მიშო? -ახლა ტყუპს მივუბრუნდი, მან კი გაკვირვებულმა გადმომხედა.
-კი! - მხრები აიჩეჩა.
-მე კი არ მეკითხებიან სად ვიყავი გუშინ! - წავისისინე ჩუმად. - თქვენი საძმოს მეთაური არ მოგიყვანიათ?
-ალექსი? -თავი დავუქნიე. - ეგ სამსახურში იქნება.
-თქვენ უსაქმურები ხართ?
-რას იგესლები ამ დილაადრიან ხარხიანების მშვენებავ ?
-საიდან მოიტანე. აბა ვაჩე მაკრინე როგორ არის ხომ არ იცი? - ეშმაკურად გავიღიმე.
-მშვენივრად!
-და შენ როგრო ხარ ?
-მშვენივრად!
-ხომ შეძელი დაგერწმუნებინა შენს ორინტაციაში?
-მშვე...- ტუჩები მოკუმა და ისევ დამიბღვირა, მე კი ავხარხარდი.
-ჭკუა არ გაქვს ამხელა გოგო!
-ოჰ ამას ვინ მეუბნება? - შევიცხადე. - შენ მეუბნები ვაჩიკო?
-კარგი გეყოფათ! - პირი კი გააღო ტყუპმა რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლუკამ შეაწყვეტინა სიტყვა, ხოლო თავად ლუკას კი ამ წუთას ლანგრით შემოსულმა ბიცოლამ.
-ეს მიირთვით ბავშვებო!
-არ შეწუხდეთ ქალბატონო. - გაუღიმა ლუკამ.
-რას ამბობ ძვირფასო, რა შეწუხებაა? -მაგიდაზე დაალაგე თეფშით ნამცხვარი და მაშინვე ვტახე ხელი ერთ ნაჭერს.- მეორე ფეშს მოვიტან, მასე ხომ არ გეჭირება?
-ბიჭებს მოუტან, მე არ მინდა! - პირგამოტენილმა ვუთხარი.
-ლანა სადაა?
-მალე მოვა შენი ჯულიეტა!
-ჩემი რა? -ეჭვით გადმომხედა ქირიამ, მე კი თვალები ავატრიალე. ამ ხალხს მგონი სულელი ვგონივარ.
-არაფერი, ჩამოვათქო მალე. აჰა აი ისიც! - გაბადრულმა გავხედე, სველი თმით კარებში ატუზულ ბიძაშვისლ. -მოდი მოდი ლანა, რას დგახარ უცხოსავით მანდ? - წარბები მაღლა ვზიდა დე ჩემი და ლუკას შუაში მივუთიტე დასაჯდომად. მან ტუჩემი მოკუმა, ალბათ იმიტომ, რომ რამე სასწაული არ ეთქვა და ჩვენსკენ დაიძრა.
-თმა რატომ არ გაიმშრალე? - აღელდა რომეო.
-გაშრება. -მხრები აიჩეჩა.
-რა სუნია ტო? - ჰაერი ხარბად შეისუნთქა მიშომ და სახე მოჭმუხნა. -ზეთის სუნია თუ რაღაც...-ფხუკუნი ამივარდა და ლამის გადამცდა ნამცხვარიც. ლანას გავხედე, რომელიც გაწითლებული იყო, მაგრამ სიბრაზისგან თუ უხერხულობისგან ვერ გეტყვით. ის ყო რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ ბიცოლა შემოვიდა.
-შენი ოთახი რას გავს ლანა? - შეცბუნებული ჩანდა ის. აქ კი უხეშად, რომ ვთქვათ „დამერხა!“
-მე დაგტოვებთ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. - თავი დავუკარი და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი ოთახიდა, თუმცა მაინც გავიგე, როგორ დამასმინე საკუთარმა ბიძაშვილმა.
თავი გავაქნიე და ქუჩას მოვავლე თვალი. ნელი ნაბიჯებით დავუყევი კაფისკენ მიმავალ გზას. გუშინდელი საღამო ამომიტივტივდა თავში. ბაგეებზე მოვისვი თითი. არა, არ მინდა ამაზე ფიქრი! - აქამდე ჩახრილი თავი ავწიე. მომეჩვენა თითქოს უკან ვიღაც მომყვებოდა, ნაბიჯების ხმა მესმოდა, მაგრამ უკან, რომ მივიხედე კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და ნაბიჯებს ვუმატე. კაფეშიც მალევე მივედი და ნაყინი შევუკვეთე. თხუთმეტ წუთში კი ვისაც ყველაზე მეტად, რომ არ ველოდი ის ადამიანი ამესვეტა წინ. - ვაკო?
-გამარჯობა როგორ ხარ ? - გამიღიმა და დაუკითხავად დაჯდა ჩემს გვერდით.
-ამდენი დამთხვევა ამ კაფეში ცოტა უცნაურია. - წარბშეკრულმა გადავხედე.
-როგორც ჩანს ბედისწერას ასე სურს. - მზერა ამატარა, წამით მეგონა, რომ ეშმაკის თვალებს ვუყურებდი. ხელზე ხელი დამადო. -არ გაგიცია პასუხი, როგრო ხარ?
-ხელი გაწიე! - მისი მოშორება ვცადე.
-რატომ მეუხეშები?! - მზერა გაუცივდა და ხელი ისე მომიჭიღა, რომ მეტკნა.
-რა გინდა?!
-შენ!
-ტკბილეულიც ხომ არ გინდა დესერტად?


ვერც წარმოიდგენთ როგორ მომენატრეთ! <3 <3 ვიცი, რომ გამიგეთ და არ მიწყრებით დაგვიანებისთვის. ამ პატარა თავისაგმო კი არ ვიცი არ გითხრათ, მაგრამ დღეს არ დადებას, ისევ ეს მერჩივნა, თან ერთ ადამიანს პირობა მივეცი, რომ საღამოს დავდებ_მეთქი.
მიყვარხართ კარგებო!



№1 სტუმარი mariami

როგორც იქნა დაბრუნდი <3 მოთხრობა საუკეტესოთა შორის საუკეთესოა (რა შტერობა ვთქვი) მალე დადე და ასე აგარ გვალოდინო საკვარელო

 


№2  offline წევრი naniko mindia

Caimeeee ramagaria dagvibrundiii
❤️❤️❤️❤️❤️Wavedi wavikitxoooo, gamaxareee
--------------------
lomidze

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

Eshvela msoflioos es vako agar maxsovs Vin zmukia eg chems gogos rom awuxebs
Shen ver warmoidgen rogor mixaria rom Dade axali tavi
Tkbilo<3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

პირველ რიგშიგილოცავ დის გაბედნიერებას შემდეგ დაბრუნებას, ჩვენი გოგო არ ეშვება ცელქობას, თუმცა სხვანაირი ვერც წარმომიდგენია, აი ალექსი რომ დამიჩაგრე მეწყინა მაგრამ ვიცი რომ შემდეგ თავში ბევრი ალექსი იქნება.არ დაიკარგო????

 


№5 სტუმარი სტუმარი ქრისტინე

dzalian kargia rom dagvibrundi es tavic momewona imedia axal tacs male dadeb da moculobashic gazrdi

 


№6 სტუმარი სტუმარი anuchki

Vako vin jandabaa? Chemi lizi marto aleqs ekutvnis,xo kargi dzalian momewona tavi verc ki warmoidgen ramden cans gelodebodi imedia male dadeb

 


№7  offline მოდერი ბელუ შეროზია

mariami
როგორც იქნა დაბრუნდი <3 მოთხრობა საუკეტესოთა შორის საუკეთესოა (რა შტერობა ვთქვი) მალე დადე და ასე აგარ გვალოდინო საკვარელო


მადლობა heart_eyes არა ასე აღარ გალოდინებთ.

naniko mindia
Caimeeee ramagaria dagvibrundiii
❤️❤️❤️❤️❤️Wavedi wavikitxoooo, gamaxareee


მეც ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი heart_eyes მიხარია თუ გაგახარე.

სტუმარი მარიკო
Eshvela msoflioos es vako agar maxsovs Vin zmukia eg chems gogos rom awuxebs
Shen ver warmoidgen rogor mixaria rom Dade axali tavi
Tkbilo<3


გენაცვალე kissing_closed_eyes ვაკო ლიზას მამის, თანამშრომლის შვილია laughing

უცნაური მე
ჩემი ბელუ ❤️ რა კარგია ტომ დაბრუნდი. ლანას ადგილზე არ ვაპატიებდი ზეთში ბანაობას.. ალექსი სად გააქრე ამ თავში? ბევრი ალექსი მინდა მე :დ
ვაკო.. ვიცოდი რომ ეგ იქნებოდა.. კარგია რომ გამოჩნდა.. ცოტა დაძაბულობა არ გვაწყენს :დდ
მალე გელოდებიი ❤️


როგორ მიყვარხარ მე შენ!
საქმიანი ბიჭია ალექსი, რას ვიზამთ :დდ
ხოო რაღაც დოზით ნამდვილად იქნება დაძაბულობა :დ

სტუმარი ნათია
პირველ რიგშიგილოცავ დის გაბედნიერებას შემდეგ დაბრუნებას, ჩვენი გოგო არ ეშვება ცელქობას, თუმცა სხვანაირი ვერც წარმომიდგენია, აი ალექსი რომ დამიჩაგრე მეწყინა მაგრამ ვიცი რომ შემდეგ თავში ბევრი ალექსი იქნება.არ დაიკარგო????


მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes ვეცდები რომ შემდეგ თავში ალექსი საკმარისად იყოს. kissing_heart მიხარია, რომ მოგეწონა <3

სტუმარი ქრისტინე
dzalian kargia rom dagvibrundi es tavic momewona imedia axal tacs male dadeb da moculobashic gazrdi


ვეცდები მოცულობა გავზარდო kissing_closed_eyes
ხო და რაც მთავარია ამდენი არ გალოდინოთ.

სტუმარი anuchki
Vako vin jandabaa? Chemi lizi marto aleqs ekutvnis,xo kargi dzalian momewona tavi verc ki warmoidgen ramden cans gelodebodi imedia male dadeb


ვაკო მართლაც, რომ ჯანდაბაში გასაგზავნი ვინმეა :დდ ვწუხვარ, რომ ამდენი ხანი მოგიწია ლოდინი :(

meocnebe avadmyopi
ისე ვიყავი ყოველ დღეს წაკითხვას მიჩვეული ხოლმე როცა დებდი ახლაც ვამოწმებდი ხოლმე,დღეს რომ დავინახე ლამის გადმომიცვივდა თვალები,კი კარგი თავი იყო მაგრამ მაგრამ სად იყო ჩემი ალექსი,ალექსი მინდა მე შემდეგ თავში ძალიან ძალიან ბევრი მიხარია რომ დაბრუნდი არადა საპატიო მიზეზი გქონდა გაქრობის. ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤❤ ❤ ❤ ❤


როგორ მიხარიხარ მე შEნ, ვერ წარმოიდგენ kissing_closed_eyes
დავაბრუნებ შენს ალექსს მაგაზე ნუ იდარდებ :დ
მადლობა!

 


№8 სტუმარი elene

ვაიმე როგორ მოემნატრე ნეტა იცოდეე როგორ გამიხარდა ეს ახალი თავი ძალიან ძალიან მაგარია ველოდები შემდეგ თავს. სანდროს და ლიზის ველოდები მოუთმენლად kissing_heart heart_eyes

 


№9  offline მოდერი ბელუ შეროზია

elene
ვაიმე როგორ მოემნატრე ნეტა იცოდეე როგორ გამიხარდა ეს ახალი თავი ძალიან ძალიან მაგარია ველოდები შემდეგ თავს. სანდროს და ლიზის ველოდები მოუთმენლად kissing_heart heart_eyes


ძალიან ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა kissing_heart
და მეც ძალიან ძალიან მომენატრეთ <3

 


№10 სტუმარი ..

Aiiidzaaansascauliiaaaaaaa maleedaderashemdegi

 


№11  offline მოდერი ბელუ შეროზია

..
Aiiidzaaansascauliiaaaaaaa maleedaderashemdegi


მადლობა kissing_heart დავდებ მალე

 


№12 სტუმარი Elene

Dges aradeb chemo xzvrfaso da dayvarelo gogo <3<3<3

 


№13  offline მოდერი ბელუ შეროზია

Elene
Dges aradeb chemo xzvrfaso da dayvarelo gogo <3<3<3


დღეს დავდებ ტკბილო kissing_heart

 


№14  offline წევრი nathali lifhonava

ძლივს
მოვკვდი ლოდინით
ვაკო მომაშორე
იდიოტი
რას დაზდევს ჩემს ლიზაზუს
აუძაან სახალისო ისტორიაა
და არრ გააბანალურო
სასწაულიაპროსტა
დღეს დადებ ხოახალს?
გელოდებიიიი<3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№15  offline მოდერი ბელუ შეროზია

nathali lifhonava
ძლივს
მოვკვდი ლოდინით
ვაკო მომაშორე
იდიოტი
რას დაზდევს ჩემს ლიზაზუს
აუძაან სახალისო ისტორიაა
და არრ გააბანალურო
სასწაულიაპროსტა
დღეს დადებ ხოახალს?
გელოდებიიიი<3


შენ რა კარგი ხარ kissing_closed_eyes
იმედია ჩემდაუნებურად არ გავაბანალურებ :დდდ
კი ვატანტალე ენა დღეს დავდებ მეთქი, მაგრამ აქ კოცონს ანთებენ და ვერ გავმაზავ :დდ
თუმცა 2 საათში თუ ჩავეტიე და "გვარიანი" დავწერე, მაშინ დავდებ :დდ

 


№16  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადეეებ

 


№17  offline მოდერი ბელუ შეროზია

ანი ანი
როდის დადეეებ


დღეს მართლა დავდებ


ბოდიში ბავშვებო გუშინ ელეოდით მაგრამ... :(

 


№18 სტუმარი სტუმარი anuchki

Dzalian gamixarda dges movutmenlad velodebiii

 


№19  offline წევრი ბლიცი

ვაიმე ეს რააიყოო.. <3 პირველი თავიდან დავიწყე და მეცამეტე თავზე რომ ჩამოვედი გული შემიწუხდა მეთქი არ დამთავრდესთქო:დდ ძაალიან კარგაად გამოგდიის *-* დღეს დადებ შემდეგს??

 


№20  offline წევრი Nini_

დღეს არ დადებ?

 


№21  offline მოდერი ბელუ შეროზია

მაპატიეთ რა!
მეც არ ვიცოდი, რომ ვერ დავდებდი გუშინ
აგიხსნით

"ბლიცი"-მიხარია რომ მოგეწონა <3 <3 შემდეგი დღეს იქნება.

 


№22 სტუმარი სტუმარი მარი

შემდეგ თავს როდის დადებთ?მოუთმენლად ველოდები

 


№23 სტუმარი სტუმარი ქრისტინე

როდის აპირებ ახალი ტავის დადებას

 


№24  offline წევრი Nini_

დარწმუნებული ხარ რომ დღეს იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent