შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 29)


29-08-2018, 19:19
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 629

მოტოციკლის ხმა ნელნელა ახლოვდებოდა სახლის ეზოსთან,მარიამი ელვის სისწრაფით გამოიქცა გზისკენ და აქეთ იქით დაიწყო ცრემლიანი თვალების ცეცება.
მამაკაცმა სწრაფად მოუხვია მოტოციკლეტი და მის გარშემო წრე გააკეთა,კვამლის მოშორების მიზნით ხელი სახესთან აიქნია და უცნობს თვალებდაწვრილებულმა შეხედა.
ჩაფხუტი მოიძრო და აჩეჩილ თმებს ხელით დაუწყო სწორება,ხელი მარიამს გაუწოდა და ჩამწკრივებული,ქათქათა კბილები გამოუჩნდა ვარდისფერ ბაგეებში.
- გამარჯობა,მარიამი შენ ხარ?
- დიახ.. დაბნეულმა დააქნია თავი.
მოტოდან გადმოვიდა,ჩაფხუტი გოგონას თავზე მოარგო და ყელთან ფრთხილად შეუკრა,წამიერად ჩახედა ჭაობისფერ თვალებს მამაკაცმა და ანიშნა დამჯდარიყო.
წელზე ხელები შემოხვია და გამაყრუებელი ხმით მთელი სისწრაფით მოწყდნენ ადგილს.
თავბრუდამხვევი სისწრაფის შემდეგ,მარიამი ფრთხილად გადმოვიდა მოტოციკლიდან,ოდნავ წაბარბაცდა,გიორგიმ მაჯაზე მოკიდა ხელი,მკლავამდე ააცოცა თითებით და მისკენ შეატრიალა.
- კარგად ხარ?
- კი..
- მოიცა,ამოგყვები.
ჩაფხუტი მოიხსნა და თავისი ადგილი მიუჩინა.
- არა,არ არის საჭირო.
დაიმორცხვა მარიამმა.
- წამოდი,წამოდი..
კარები გაუღო და გზა დაუთმო,პალატისკენ მიმავალს გარეთ დემეტრე დახვდა,რომელიც სკამზე ჩამომჯდარიყო,მარიამი მაშინვე მისკენ გაიქცა და გულზე მიეკრო.
- ჩემი მოუსვენარი გოგო ვინ არიის?
შუბლზე აკოცა და მის უკან მდგომ გიორგის თვალი ჩაუკრა.
- ამ პალატაშია,ხომ?
თითი გაიშვირა და დემეტრემაც თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად,კარები ფრთხილად შეაღო და შიგნით შევიდა.
- ესე იგი ეჭვი გაქვს მაქსიმეზე?
თვალები დაექაჩა ანასტასიას,რომელიც ოდნავ წამოიწია და საწოლის საზურგეს მიეყრდნო.
- ჰო,ეჭვი მაქვს.. მაგრამ მხოლოდ მანქანების დამთხვევით ვერ ავიყვან დაკითხვაზე.
- ჰო,რა თქმა უნდა.. მაქსიმეს ჩემთან რა უნდა? რატომ იზავდა ამას?
- ეგ არის სწორად გასარკვევი..
- და დათა?
- დათაზე ხომ გითხარი უკვე..
- ღმერთო ჩემო,ვერ წარმომიდგენია..ნეტავ დემეტრეს ხელი ხომ არ ურევია?
- არ მინდა ეგ ვიფიქრო,რადგან თუ ნამდვილად ისე მივუდექი მაგ საქმეს,როგორც გამომძიებელი და არა თქვენი მეგობარი,ციხეში დემეტრესაც დიდხანს მოუწევთ გაჩერება დათასთან ერთად.
- ლილე,რასაც გამოიძიებ,ყველაფერი მითხარი,გესმის?
- კარგი,აუცილებლად გეტყვი.
ღია კარში მარიამი გამოჩნდა,სიხარულით სავსე მზერით,საიდანაც ცრემლები ცვიოდა დასთან გაიქცა და ძლიერად ჩაეხუტა.
- მარიი..ფრთხილად,მტკივა.
- მაპატიე,მაპატიე..
ცრემლები ცხვირით შეისრუტა,რომელსაც დის ხელი თავის ნატიფ ხელებში მოექცია და კოცნებს ჩუქნიდა.
- კარგი,გეყოფა,რა გატირებს ხომ ხედავ კარგად ვარ?
- მალე გამოგწერენ?
- კი ჩემო სიცოცხლე..
- მე წავალ,ჟღალი წამოდგა,ჩანთა მოიკიდა და კოცნის იმიტაციით დაემშვიდობა ორივეს.
- მარი,წადი გთხოვ,გამომწერენ სადაცაა,არ მინდა ამ საშინელ ადგილას იყო..
- კარგი,წავალ.. ოღონდ ერთი რამე მითხარი
- რა?
თვალები შეანათა მის ეშმაკურ სახეს,რომელიც არ გამოპარვია.
- დემეს შეურიგდი ხოო?
- ოხხ მარიამ!
- შეურიგდიი? მიდი მითხარი კი თუ არა მიდიი მითხარიი..
- რა თქმა უნდა,ზურგს უკან მდგარმა დემეტრემ გასცა პასუხი,რომელიც კედელს მიყრდნობოდა მხრით და წარბები აათამაშა.
- კარგი,წადი ეხლა.. აქ მაინც არ გაგაჩერებს ჩემი ექიმი.
- გიორგი წაგიყვანს,მიდი მარუს,გელოდება.
გოგონამ თავი დააქნია,კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ანასტასიას,გული იჯერა კოცნებით და პალატის კარი გაიხურა,მის წინ მჯდომი გიორგი დაინახა,რომელიც ქვევიდან უყურებდა,მისი დანახვისას კი სწრაფად წამოდგა ფეხზე.
გიორგის გარეგნობა,ეს ცალკე მოვლენა იყო,მისი ასაკის მიუხედავად,რომელიც 33-ს უკაკუნებდა,მაინც საშინლად იდეალურად კიაფობდა მის სახეზე ლამაზი ნაკვთები,აპრეხილი ცხვირი,ხშირ წარბებს შორის ნაცრისფერი თვალები,რომელსაც წინ ჩამოყრილი შავი თმა ფარავდა ხოლმე,ბაიკერი არ იყო,ჩვეულებრივი მამაკაცი იყო,რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობდა თავისივე აღნაგობის დამსახურებით,რბოლა მხოლოდ მისი ჰობი იყო და გასართობად თავის ბავშვობის მეგობარ ტვილდიანთან ერთად ატარებდა იქ დროს. ზოგჯერ,ხალხს ძმებიც ეგონათ,არა მხოლოდ ერთად ყოფნის გამო,იერითაც საოცრად გავდნენ ერთმანეთს,ამაზე ალბათ ის ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური ფრაზა გაგახსენდებათ,როცა ადამიანთან დიდ დროს ატარებ ერთმანეთს ემსგავსებითო.
რა თქმა უნდა ქალების გულთა მპყრობელს,ძალიან უყვარდა ერთი ქალი,სახელად კატერინა..რომელიც წლების წინ მიატოვა ღალატის გამო.. კატერინა ულამაზესი ქალი იყო,დღემდე ხვდებოდა ჟურნალების ყდებზე,რეკლამებსა თუ ფილმებში,მისი გარეგნობით ბევრ წარმატებას მიაღწია,ბოლოს კი ერთ-ერთ რეჟისორთან იწვა მთავარი როლის გამო. მას შემდეგ არავის მიკარებია,არავისთვის შეუხედავს სერიოზულად,არც ქალებით დაინტერესებულა ცხოველურ ინსტიქტებს თუარ ჩავთვლით.
- წავედით?
თვალი ჩაუკრა ბიჭმა,რომელმაც მისი ჩამწკრივებული კბილები კიდევ ერთხელ გამოანათა.
- კი..წავიდეთ.
მოტოციკლეტს მიუახლოვდნენ და მარიამმა მხოლოდ ახლაღა შენიშნა,მუქი ლურჯი,ელვარე ფერი,რომელსაც ოდნავ იისფერი გადაკრავდა მზეზე,ჩაფხუტიც იგივე ფერის იყო,ხელში ატრიალა ერთხანს და ფერების ცვალებით ართობდა თავს.
- მოგწონს? ჰკითხა გიორგიმ,რომელიც მოტოს შემოაჯდა და გაზს ფეხი დააჭირა.
- კი..მაგრამ დემეს მოტოციკლეტი ძალიან მენატრება.. დანანებით ჩაილაპარაკა და წელზე ხელები უფრო მეტად შემოხვია მამაკაცს. მეტრეველს თითქოს არ უნდოდა,პატარა გოგო სახლში მიეყვანა და ასე სწრაფად გამომშვიდობებოდა,მის სხეულში წვრილმა ჭიებმა დაიწყეს სიარული,დიდხნიანი დუმილის შემდეგ,ისევ გიორგიმ დაარღვია სიჩუმე,წითელზე გაჩერებულმა,თავი ოდნავ შემოატრიალა გოგონასკენ,რომელსაც თავი მის ზურგზე მიედო.
- გინდა რბოლაზე წავიდეთ?დღეს მე ვმონაწილეობ.
თვალები შეანათა ჭაობისფერ რგოლებს და აჟიტირებულმა დააქნია თავი.
- მინდა..
- კარგიი,აბა წავედით.
შუქნიშანი მწვანედ აციმციმდა და ისინიც მოწყდნენ ადგილს.
_____
- სად არის გამომძიებელი რობაქიძე!!
ხელი დაარტყა უფროსმა კანდელაკმა მაგიდას და ავისმომასწავებელი მზერით გახედა თანამშრომლებს,რომლებიც ადგილზე იწურებოდნენ.
- ბატონო ალექსანდრე,ის.. ის.. გასულია.. ორი საათის წინ გავიდა...
ძლივს ამოიბლუკუნა ერთ-ერთმა გოგონამ,ისე რომ თვალები მისთვის არც გაუსწორებია. კანდელაკმა კიდევ ერთხელ დახედას მაჯას,ღრმად ჩაისუნთქა და სავარძელში ჩაეშვა,ხელი აუქნია თანამშრომლებს,რომ კაბინეტიდან გასულიყვნენ,ერთ-ერთს კი სიტყვა დააწია გზაში.
- რომ მოვა მაშინვე აქ შემოვ..
წინადადება დასრულებული არ ჰქონდა,ლილე კარებში შემოვიდა,ლამის ფეხით შემოაღო,რადგან ურიცხვი ფაილები დაეჭირა ხელებში და ოდნავ წელში მოხრილმა,უფროსს დაულაგა მაგიდაზე.
- ყველანი გადით!
ბრძანება გასცა ალექსანდრემ და ლილესკენ წამოიწია მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილმა.
- სად ბრძანდები აქამდე,რობაქიძე.. სად?! მოვიდა ის შენი ნაკაშიძე და უკვე ამდენი ხანია გელოდებიან თურმე,რომ დაკითხო!!
- ბატონო ალექსანდრე მაპატიეთ..ჩემი მეგობრის სანახავად ვიყავი. კაცმა თვალები უფრო მეტად დაჭყიტა,მის გამომეტყველებას მზერა რომ გაუსწორა რობაქიძემ,სწრაფად გადაასწორა. - უფრო სწორედ,ახვლედიანთან ვიყავი.. მოგეხსნებათ ჩემი მეგობარია და ასე ამიტომ მოვიხსენიე,დავკითხე.. აქამდე ვერავინ დაკითხა,რადგან ცუდად იყო და არ შეეძლო საუბარი.
- მერე!!!
- ის დავკითხე,მაგრამ ზუსტად იგივე თქვა,რაც თვითმხილველმა მაღლაკელიძემ.. თუმცა.. მეტად საინტერესო ფაქტს შევესწარი.
კაცმა მკერდზე გადააჯვარედინა ხელები და გამჭოლი მზერით გახედა ქალს,რომელიც სიარულს მოუყვა მის გარშემო.
- გააგრძელე!
- დღეს ანასტასიას საავადმყოფოსთან,მაქსიმე ავალიანი შევნიშნე..შავ რეინჯ როვერში.
- თბილისში მარტო მას ჰყავს შავი რეინჯ როვერი,თუ რისი თქმა გსურს რობაქიძე?
- მოგახსენებთ.. როდესაც ანასტასია დაჭრეს,ის იმ მომენტში მაღლაკელიძესთან ერთად იყო,მერე გამახსენდა,რომ მაღლაკელიძე და ავალიანი წლებია ერთმანეთს ემტერებიან..ინციდენტის წინა ღამეს,მაღლაკელიძე,გვიან ღამით შეხვდა ავალიანს,რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს,შესაძლებელია მაქსიმეს სამაგიეროს გადახდის მიზნით,სანდროსთვის სურდა ზიანის მიყენება,თუმცა რადგან ვიდეო კამერებმა დააფქისირა შავი რეინჯ როვერი რა სისწრაფითაც მიდიოდა,ტყვია ანასტასიას მოხვდა,რომელიც სანდროს მიმართულებით იყო.
მამაკაცმა წვერზე ხელი ჩამოისვა,რომელიც ერთ წერტილს მიშტერებოდა და ლილესკენ შემოტრიალდა.
- დარწმუნებული ხარ,თუ უბრალოდ ეს ყველაფერი შენი ვარაუდია?
- დარწმუნებული ვარ,უფროსო.
- კარგი,წადი ნაკაშიძე დაკითხე.. შემდეგ ის ავალიანი მოაბრძანეთ აქ და მივხედოთ ამ საქმეს.
- დიახ,როგორც ინებებთ.
- ლილე.. ხმა გაუტყდა კაცს და კარში მდგომი ქალი მისკენ შემოატრიალა.
- დიახ?
- მეორედ აღარ გაბედო,ჩემი გაფრთხილების გარეშე წახვიდე!
- დიახ,მაგრამ ეს ისედაც ჩემი შესვენების საათები იყო..
- არ მაინტერესებს,საქმეს შეუდექი!
ტუჩები მობრიცა და დედის გინებით გამოვიდა კაბინეტიდან,თავბედს იწყევლიდა და იმ დღესაც წყევლიდა,ეს კაცი რომ მისი უფროსი გახდა.- დესპოტი!! დესპოტი!! იმეორებდა დერეფანში ქუსლების კაკუნით და იატაკს ბურღავდა.
მამაკაცის თითებს დიდი მონდომებით ათვალიერებდა,მისი ხელი აიღო და კარგად დააკვირდა მის ტატუს,რომელიც განსაკუთრებულად მოეწონა.
- დემე,ეს ახალია?
- არც ისე პატარავ,რა იყო?
თითი დაუსვა მის კანს,სადაც ლომის ნახევარი სახე ეხატა,თავზეც ნახევარი გვირგვინი მოუჩანდა და თვალებს აცეცებდა გაოცებული.
- მეც მინდა ასეთი!
შესძახა აჟიტირებულმა და დემეტრეს ჩახედა თვალებში.
- მართლა?
- ჰო,ზუსტად აი მასეთ ადგილას.. როცა შევაერთებთ მთლიანი ლომი გამოჩნდება,ხომ მაგარი აზრია?
- ძალიან,ჩემო მშვენიერო..
- იცი რისი მნიშვნელობა მიენიჭება?
- რისი ჩემო ჭკვიანოოო?
ტუჩები შეახო ლოყაზე და სახეზე ფერება დაუწყო.
- ლომივით ძლიერია ჩვენი სიყვარულიც,რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო.
- მიყვარხარ ანასტასია,სიგიჟემდე.
- მეც მიყვარხარ,დემეტრე!
ხელები მამაკაცის სახეზე მოაქცია და მისკენ მისწია,ნაზი კოცნა,უფრო მომთხოვნი გამხდარიყო,კაცის სისხლისფერ ტუჩებში თავისი ნაზი და არომატული ენა შეაცურა,რაზეც კაცმა ამოიგმინა და ფრანგულ კოცნას ისიც აჰყოლოდა მონდომებით..
- ჯანდაბა! ამის დედაც..რას მიკეთებ ადვოკატოო?? ამოიოხრა დემეტრემ და ყელზე გადაინაცვლა,რომლის კანსაც მანამ წუწნიდა,სანამ არ დაუსისხლიანდა..ხელი მკერდიდან შარვლის შიგნით ჩააცურა და მაშინვე ხელი გაუკავა ქალმა.
- გეყოფა.აქ არა. ჩაეცინა ვნებააშლილს და თავზე ხელი გადაუსვა ნაზად.
- ისე მინდიხარ ანასტასია..ისე.. იცი ეხლა რას გიზავდი?
- არ დამინდობდი?!
ახითხითდა ქალი.
- არანაირად!
- მიმღერე რა.. გთხოვ..
ჩასჩურჩულა ქალმა ყურთან..
- რაზე დავუკრა?სკალპელით ხოარა?ვითხოვო იმ თეთრპერანგიანი სი*ისგან?
- იმას რაღას ერჩი?
- ვერ ხვდები როგორ გიყურებს ხოლმე ის დედამო***ლი კაცი?
- გიჟი ხარ,გეფიცები.. არანორმალური.. ექიმია და აბა არ შემომხედავს?
- ნუ მასწავლი!
თითი დაუქნია ცხვირწინ სახეარეულმა.
ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა,შემდეგ ქალის ხელები მოიქცია სახეზე,რომელიც ნელნელა ტუჩებთან მიიტანა და ხელის გულები დაუკოცნა.
- ჩემო სიცოცხლევ..
მისი ტელეფონი აწკრიალდა,ანასტასიამ დაასწრო ტელეფონის აღება და უკმაყოფილო სახით გახედა მამაკაცს.
- სამხარაძეს რა უნდა ასე გვიან?
ტელეფონი გამოართვა,სენსორი გადასწია და ანასტასიასგან ოდნავ მოშორებით უპასუხა თინას.
- რა ხდება თიკოო?რა ჯანდაბაა? რაა? ამის დედაც.. კარგი,დამელოდე.
ტელეფონი გათიშა და ტასოს მიუბრუნდა.
- რა ხდება? საწოლზე წამოჯდა და მამაკაცს გახედა ანერვიულებულმა.
- არ ვიცი,საქმე აქვს.. წავალ კარგი?
- ასე გვიან დემეტრე?
- პატარავ არ ვიცი რა ხდება,გავარკვევ და ისევ მოვალ,კარგი?
- კარგი.. შუბლზე აკოცა ქალს და პალატა სწრაფად დატოვა.



№1 სტუმარი cota boroti

sheidzleba pirveli ara magram meate var:D
giorgi 33saa ??gadaob??tu me momechvena??
mari ramdenisaa??!
auu arada rogor momwondaaa :((
da babua kaci ar shemrchaa??!!bolomde mainc xo ar asiamovneb adamians uuuf
tumca lile da aleqsandre gamochndaaa ihaaaa !!vuhuuu !!!vashaaaa!!
iqneb bolomde gamaxaro da aleqsandreze ar damiwero 57 wlisaao ha?
29 ar gadaacilo tu ar ginda sagijetshi wasayvani gavxde saxeli lilec momwons saxel aleqsandreze xo vafanateb mere kide eg wyvili momwons dzaan da ar daabero ra
nu momwons mainc kargi tavi iyo momdevnos rodis dadeb??ichqare ra<3<3
me movrchi<3<3;-)

 


№2 სტუმარი სტუმარი Mziko

Rogorc iqnaaa!
Anu exla getyvi ROM vapren lileze da maqsimeze. Demetresda tasos pani bar magram eseni ise momewona ro Ravi
Rac sheexeba Marion ooo Didi bichi itriaa? Eseigi logikurad ro mivudge am istoriashi marize ro iyo laparaki abarebda gamocdebs da albat 18 an 19 wlis unda iyos da gio 15wlit didiaa?
Nu ravi me at getyvi at momwons tqo. Asakshi shoris ki aris Didi sxvaoba magram momwons eg ragacnairad is ukve chamokalibebuli mamakacia Mari kide her kidev azrze mosasvleli cxovrebas:D au Ravi me Martla momewona.
Am tikam kide gaaxura exla Rafa undaaa??????
Maledade Axali tavi ogond gtxoooov

 


№3 სტუმარი მკითხველი

ფორმას არ კარგავ და ისევ ისეთი საინტერესო სიუჟეტია, როგორიც იყო. ძალიან კარგი იყო სამიე წყვილის ცოტ-ცოტა მიახლოვება.
მოზომილად არის ყველაფერი და ეს კრგია.
შენ კი საოცარი ავტორი ხარ.
წარმატებები!!!!

 


№4 სტუმარი nino

Dzalian magari tavia❤ savaraudod giorgi da mariami ertad iknebain????????mokled dzalian magaria da magarixar shenc❤velodebi shemdeg tavs❤

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

cota boroti
sheidzleba pirveli ara magram meate var:D
giorgi 33saa ??gadaob??tu me momechvena??
mari ramdenisaa??!
auu arada rogor momwondaaa :((
da babua kaci ar shemrchaa??!!bolomde mainc xo ar asiamovneb adamians uuuf
tumca lile da aleqsandre gamochndaaa ihaaaa !!vuhuuu !!!vashaaaa!!
iqneb bolomde gamaxaro da aleqsandreze ar damiwero 57 wlisaao ha?
29 ar gadaacilo tu ar ginda sagijetshi wasayvani gavxde saxeli lilec momwons saxel aleqsandreze xo vafanateb mere kide eg wyvili momwons dzaan da ar daabero ra
nu momwons mainc kargi tavi iyo momdevnos rodis dadeb??ichqare ra<3<3
me movrchi<3<3;-)

მარიამი 19 წლის არის,მაგრამ მაპატიეეე,სამაგიეროდ გიორგი როგორი კაცია?დაცემა და არ ადგომა:დდდდდ
არა არა,ბატონი ალექსანდრე არ არის 59-ის,როგორც დემეტრე და ანასტასია,ისე ისინი არიან 30 წლამდე. :დ <3 <3 მალე დავდებ ახალ თავს გპირდებიიი <3
სტუმარი Mziko
Rogorc iqnaaa!
Anu exla getyvi ROM vapren lileze da maqsimeze. Demetresda tasos pani bar magram eseni ise momewona ro Ravi
Rac sheexeba Marion ooo Didi bichi itriaa? Eseigi logikurad ro mivudge am istoriashi marize ro iyo laparaki abarebda gamocdebs da albat 18 an 19 wlis unda iyos da gio 15wlit didiaa?
Nu ravi me at getyvi at momwons tqo. Asakshi shoris ki aris Didi sxvaoba magram momwons eg ragacnairad is ukve chamokalibebuli mamakacia Mari kide her kidev azrze mosasvleli cxovrebas:D au Ravi me Martla momewona.
Am tikam kide gaaxura exla Rafa undaaa??????
Maledade Axali tavi ogond gtxoooov

ჩემი მზიკოოო,მადლობააა<3
თიკუნას მოხვდება ერთ ადგილზე,ვერ ისვენებს:დდდდდ <3
კი,სწორად მიხვდი მარიამი 19 წლის არის. :დდდდდდ
უცნაური მე
ძალიან მაგარი თავია.. მაგრამ ბოლოს რა ინტრიგა იყო??
რა უნდა თიკოს?
არა რაა მაინც ძაან მიშლის ნერვებს თიკუნა..
ანასტასია მალე გამოაკთე ❤️
გელოდები ❤️

დიდი მადლობა უცნაურო <3 <3 <3
ჰო,თიკუნას მოსვას დემე,როგორც ვატყობ:დ <3
მალე დავდებ შემდეგსააც <3 <3 <3
მკითხველი
ფორმას არ კარგავ და ისევ ისეთი საინტერესო სიუჟეტია, როგორიც იყო. ძალიან კარგი იყო სამიე წყვილის ცოტ-ცოტა მიახლოვება.
მოზომილად არის ყველაფერი და ეს კრგია.
შენ კი საოცარი ავტორი ხარ.
წარმატებები!!!!

უღრმესი მადლობა!! ძალიან მიხარია თუ ასეა და მომაბეზრებლად არ გაწელილა,მიხარია თუ ასე ფიქრობ ჩემო კარგო! <3 <3
nino
Dzalian magari tavia❤ savaraudod giorgi da mariami ertad iknebain????????mokled dzalian magaria da magarixar shenc❤velodebi shemdeg tavs❤

მადლობა ჩემო კარგოოო <3 ჰო,სავარაუდოდ ერთად იქნებიან,იდეაში ასეა,მაგრამ ვნახოთ. :დ <3 <3 <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

მგონი ახალი სიყვარული დაიბადა, ცოტა ტეხავს სულ მცირე 15წელია სხვაობა, მაგრამ
რატომ არ მიკვირს? მამაჩემი17წლით დიდი იყო დედაჩემზე და უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი, აქეთ ლილესთანაც დაიძრა ყინული “მარტია ხალხოო“???? ცუდად არ დაამთავრო რაა?გთხოვ ხომ არ ჩაიდენ ცუდს???? ნეტავი ბოლოს ქორწილში არ დაგვპატიჟებეეენ?????????

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
მგონი ახალი სიყვარული დაიბადა, ცოტა ტეხავს სულ მცირე 15წელია სხვაობა, მაგრამ
რატომ არ მიკვირს? მამაჩემი17წლით დიდი იყო დედაჩემზე და უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი, აქეთ ლილესთანაც დაიძრა ყინული “მარტია ხალხოო“???? ცუდად არ დაამთავრო რაა?გთხოვ ხომ არ ჩაიდენ ცუდს???? ნეტავი ბოლოს ქორწილში არ დაგვპატიჟებეეენ?????????

ასაკში ასეთი სხვაობა მეც არ მიკვირს,ამიტომ დავწერე გიორგის ასაკი ასე თავისუფლად.
მარტზე გამეცინა:დდდდ არა გენაცვალე,მარტი არ არის. უბრალოდ ლილე ჩანდა ყველაზე დაჩაგრული და ხომ უნდა დამენთო ცეცხლი ჟღალთანაც?:დდ
დემეს დაველაპარაკები,ქორწილში ბევრნი მოვდივართ ადგილები შევვინახოს:D :D :D <3 <33

 


№8 სტუმარი სტუმარი lika

iuhuuu dzlivs rogor velodi axal taavss . tasos da demetres sherigeba xo saertod shokiiiko . kidev lile dzaaan magari gogoa dzaaaan momwons ai dzaaaan . mokled velodebi axal tavs sakvareloo

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი lika
iuhuuu dzlivs rogor velodi axal taavss . tasos da demetres sherigeba xo saertod shokiiiko . kidev lile dzaaan magari gogoa dzaaaan momwons ai dzaaaan . mokled velodebi axal tavs sakvareloo

დიდი მადლობა ჩემო თბილოო kissing_heart heart_eyes

 


№10  offline წევრი nini :)

მალე დადე შენდეგი თავიიი.....
მარი და გიორგი მომწონს მაგრამ ასაკის სხვაობასაც არაუშავს....
მაგრამ ლილე და მისი უფროსი ალექსანდრე სასწაული წყვილი იქნება, შოკი-პიკი-პანიკა...... ????????????
მთავარია დემე და ტასო იყვნენ ერთად ❤

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

nini :)
მალე დადე შენდეგი თავიიი.....
მარი და გიორგი მომწონს მაგრამ ასაკის სხვაობასაც არაუშავს....
მაგრამ ლილე და მისი უფროსი ალექსანდრე სასწაული წყვილი იქნება, შოკი-პიკი-პანიკა...... ????????????
მთავარია დემე და ტასო იყვნენ ერთად ❤

აუცილებლად ნინი,ვეცდები რომ მალე დავდო და არ გალოდინოთ<3
ჰო,ლილე ჩემი საყვარელი პერსონაჟია ამ ისტორიაში))) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent