უნდა ირწმუნო (1)
საღამოს რვა საათი ხდებოდა ეკამ რომ დამირეკა და თავისთან დამპატიჟა,თან დააყოლა ანასაც დაურეკე,მე არ მცალია ცეზარს ვაკეთებო.ზამთარი იწურებოდა და მიუხედავად იმისა რომ გაზაფხული თავდაუზოგავად ცდილობდა შემოჭრას,მაინც ისეთი ყინვა იყო,რომ ძვალ-რბილში ატარებდა.რაც შემეძლო თბილად ჩავიცვი,რადგან სიცივეზე მეტად არაფერი მძულს ამ ქვეყნად და ცხვირამდე კაშნში გახვეული კიბეებზე დავეშვი.ანა თავისი მანქანით უკვე დაბლა მელოდებოდა და მეც გიჟივით შევხტი,სანამ ზამთრის სუსხი ჩემს ორგანიზმს მიწვდებოდა. მე,ანა და ეკა ერთ დასახლებაში ვცხოვრობდით,ამიტომ ათი წუთის შემდეგ ორივე გაბმულად ვრეკავდით ეკას კარებზე ზარს. -შემოდით,კარი ღიაა-მოგვესმა კარს იქით ეკას ყვირილი და ჩვენც სახელური ჩამოვწიეთ. -ოჰოოო,რა სუნებიაა-სიამოვნებისგან თვალები მიმელულა. -შენ სულ კუჭის ამოვსებაზე როგორ უნდა ფიქრობდე-წაისისინა ანამ და სამზარეულოსკენ დაიძრა.კურტკა გავიძრე და მეც უკან ავედევნე. -მოხვედით გოგოებო,მოდით ვინ გაგაცნოთ-ეშმაკურად იცინოდა ეკა,თითქოს რაღაც ამოუცნობი იკითხებოდა მის თვალებში,მაგრამ იმ წამს ვერაფერს მივხვდი-ეს ჩემი დეიდაშვილია მარიტა-ეკამ თავისი დეიდაშვილი გაგვაცნო,რომელზეც დაუსწრებლად ყველაფერი ვიცოდით,რადგან მისი ოჯახი აქ არ ცხოვრობდა და სულ ახლახანს გადმოსულიყვნენ ამერიკიდან საქართველოში საცხოვრებლად. მარიტა საშუალო სიმაღლის,ქერა გოგონა იყო,რომელიც სრულიად განსხვავდებოდა შავტუხა ეკასგან,მიუხედავად ფერთა ამ კონტრასტისა ისე ჰგავდნენ ერთმანეთს,რომ მოგვიანებით მარიტას „თეთრი ეკა“ შევარქვით.იმ საღამოს საშინლად ბევრი დავლიეთ და იმდენი ვიცეკვეთ ჩვენ ოთხმა,რომ ბოლოს უგონოდ ვისხედით სკამებზე და არყის ბოთლში დატოვებულ 100გრამ ალკოჰოლს მოწყურებულები ვუყურებდით. -ძალიან საყვარლები ხართ-უცებ დაიწყო სიმთვრალისგან გათამამებულმა მარიტამ-მიხარია,რომ გაგიცანით და იმედია ვიმეგობრებთ. -რა თქმა უნდა იმეგობრებთ და დანათესავდებით კიდეც-ეშმაკურად ჩაიცინა ეკამ და არაყი ჩამოისხა ჭიქაში. -ანუ?-გაკვირვებული მარიტა ხან ეკას უყურებდა და ხან ჩვენ. -ქეთოს შენი ძმა უნდა გავურიგო-გაიკრიჭა და მხარში ხელი წამომარტყა,ამას მხოლოდ მაშინ აკეთებდა,როდესაც თავისი გაკეთებული საქმით კმაყოფილი იყო ხოლმე. -რააა?-პირთან მიტანილი წვენი გადამცდა და ლამის წინ მჯდარი მარიტა გავწუწე.სირცხვილისგან ავწითლდი და ეკას თვალები დავუბრიალე,მაგრამ ისეთი მთვრალი იყო,რომ ვერაფერი გაიგო. -და რომელს?-ინტერესიანი მზერით შემათვალიერა მარიტამ,თითქოს გასაყიდი საქონელი ვიყავი. -რა კითხვებია გოგო,რა თქმა უნდა,ზურას!ყველაზე წარმატებული და ნიჭიერი ჩვენ ჯიშში ეგაა-გაიკრიჭა ეკა და არაყი საბოლოოდ გამოცალა. -და ნიკას რა დაუწუნე ერთი-მოჩვენებით გაბრაზდა „თეთრი ეკა“. -არაფერი,ორივე ჩემი არ არის? მაგრამ ვიცი ქეთო და ზურა ერთმანეთს მაგრად მოუხდებიან. -უკაცრავად,მეც აქ ვარ!-ძლივს ამოვიღე ხმა-თქვენ რა მეღადავებით? რა გაცნობა და გარიგება,ცოტა საუკუნეს ხომ არ ჩამორჩით? -შენ ვინ გკითხავს-ახლა ანა მეცა და გამაჩუმა-ბიჭი იყოს კაი და გაგაყოლებთ კი არა,ჩვენი ხელით მიგიყვანთ მარიტას სახლში. -აბა თქვენ იცით-უდარდელა გავიღიმე და კიტრს ჩანგალი გემრიეალად ჩავასე,რადგან ზუსტად ვიცოდი,რომ ამ საქმისდან არაფერი გამოვიდოდა.თან ეს თქვენი ზურა მანამდე ნანახი მყავდა სურათებში და საშინლად არ მომწონდა,ერთადერთი მისი ნავარჯიშები ტანი თუ მიმიზდავდა,რადგან მოკრივე იყო და რა თქმა უნდა ეს მის სხეულზეც აისახებოდა. იმ ღამით,მარიტამ და ეკამ ათჯერ დასახეს ჩვენი ნახვის,გაცნობის და გათხოვების გეგმაც.თუ როგორ მოვინადირებდი მარიტას შუათანა ძმას და დავუჯდებოდი სახლში რძლად.ანაც კვერს უკრავდა მათ ყველა სიტყვას და ბედნიერი გადმომხედავდა ხოლმე,რომლის მზერაშიც მხოლოდ ერთ ფრაზას ვკითხულობდი: „ოხ, რა ბიჭი დაგეცა დაო“. ამ ამბიდან სამი თვე ისე გავიდა,რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით.მთელი ამ ხნის განმავლობაში მარიტას ისე დავუახლოვდით და იმდენად შეგვიყვარდა,რომ ეკასგან ვეღარ ვარჩევდით.მართალია,ჩემი და ზურას ამბავი კვლავ აქტუალური იყო,მაგრამ ისე დაეწყო ამბები,რომ ვერც მე შემახვედრეს ვითომ შემთხვევით მარიტას ძმას და ვერც ის შემხვდა.ყოველ დღე იმდენი რამ მესმოდა მის შესახებ,რომ ადამიანს უკვე სრულიად ვიცნობდი,რა უყვარდა,რას აკეთებდა,რა აღიზიანებდა და ა.შ. მაგალითად,ეკას მონოლოგი იმის შესახებ,თუ რა ბედში მიწევს ჩავარდნა. -შენ არ იცი ქეთო,ეგ რა ბიჭია.ნიკაც ხო ძალიან მიყვარს,ორივე ჩემი დეიდაშვილია და ორივე მარიტას უფროსი ძმაა,მაგრამ ზურა სულ სხვაა.ევროპის ჩემპიონია,თან სამ გზის ზედიზედ.მერე როგორი საყვარელია,როგორი წარმატებული.თავისი სახლი აქვს კერძო,თავისით ააშენა და გააკეთა ყველაფერი.მერე როგორი სერიოზული და თან კეთილია,მოკლედ ისეთი ბიჭია ყველა რომ მის ხელში ჩაგდებაზე ჩალიჩობს-ყოველივე ამის მოსმენის მერე,მხოლოდ თვალებს ავატრიალებდი იმის ნიშნად,რომ ეს ზურა უკვე ყელში მყავდა.ამაზე ეკა ბრაზდებოდა და ერთს გემრიელად მითავაზებდა ხოლმე. -შენნაირს ზურა კი არა,ლოთი თემურა უნდა გააცნოს კაცმა. ამ ხუმრობებსა და ქება-დიდებაში ისე დადგა მაისის ბოლო,რომ ვერაფერი გავიგეთ.ჩემი ცხოვრება ძველებურად წყნარად მიედინებოდა,სანამ ის საბედისწერო დღე არ დადგებოდა.მინდა წარმოიდგინოთ ჩემი ცხოვრება ზურას გაცნობამდე,ეს იყო ჩვეულებრივი გაზიანი სასმელი,რომელშიც ბევრი ფეთქებადი და შუშხუნა ბუშტუკა იმალებოდა და მხოლოდ მცირედ ბიძგი ჭირდებოდა,რომ ყველა სათითაოდ ამოფრქვეულიყო.ზურა კი ის ადამიანი აღმოჩნდა,რომელმაც მაგრად შემაჭანჭყალა და ჩემში დამალული ათასობით ბუშტუკა გააღვიძა. -ქეეეთ-ტელეფონზე წიოკით მირეკავდა მარიტად,როდესაც ჯერ მხოლოდ დილის ათი საათი იყო. -რა გაღრიალებს? -დღეს შოპინგზე რომ მომყვები,ხომ არ გავიწყდება? -მერე? ჯერ მაღაზიებიც კი არ არის ღია და მე რატო მაღვიძებ?-გამწარებულმა ჩავკივლე მობილურში. -ასეთ უჟმურ რძალს ოჯახში ვერ შემოვუშვებ! -მერე ვის უნდა რომ შენი რძლობა!-ამ კომენტარებისგან უკვე დაღლილი უფრო გავკაპასდი. -კაი ხოო ქეთო,რა დაგმართნია? მიდი,ადექი ჩემო ლამაზო.მე გემრიელობებს დაგახვედრებ,ჩემთან ვჭამოთ და მერე წავიდეთ-დაინაზა აპერისტულად ხმა და რა თქმა უნდა ჩემი დათანხმებაც არ გაჭირვებია. რამდენიმე საათში მარიტას კარებზე გაბმულად ვაკაკუნებდი,კარების გაღებას კი არავინ აპირებდა.ბოლოს საკეტის ხმაც გაისმა და კარებში მომღიმარი ნიკა ამესვეტა.ნიკა და მარი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს,ორივე ქერა და მხიარული იყო,მიუხედავად იმისა,რომ 29 წლის ხდებოდა მალე,25 წელსაც იშვიათად აძლევდნენ.რადგან ნიკა მშობლებთან ცხოვრებდა,მისი გაცნობის პატივი,ჯერ კიდევ ორი თვის წინ მერგო და კარგადაც ვუგებდით ერთმანეთს. -მოდი,მოდი-გამეკრიჭა და სამზარეულოსკენ მიმითითა,სადაც ქალბატონი ტრიალებდა. -მოხვედი?-გამეკრიჭა მარიტა და მაცივრის კარი ფეხით მიაჯახუნა. -არაა,გზაში ვარ-მომაბეზრებლად ავატრიალე თვალები და მაგიდაზე მდგარი კოკა-კოლა ხარბად დავისხი ჭიქაში,რადგან გარეთ საშინლად ცხელოდა. -მოიცადე ცოტა ხანი,გავშლი და ბიჭებიც მოვლენ. -ვინ ბიჭები?-გაკვირვებულმა ავხედე,რადგან ნიკას გარდა სხვას არ ველოდი. -ზურაც აქაა-ეშმაკურად გამიცინა და თეფშების გაწყობას შეუდგა. ამ სიტყვების გაგონებაზ საშინლად დამცხა,რა მჭირდა მე თვითონაც ვერ გავიგე,მაგრამ ისე ავნერვიულდი,რომ სიწითლემ მიმატა სახეზე და იმის შიშით,რომ მარიტა რამეს იეჭვებდა, თავი ტელეფონში ჩავყავი,გონებაში კი ამ სახლიდან გაქცევას ვნატრობდი.-რა ჯანდაბა გჭირს ქეთო?-ვუმეორებდი საკუთარ თავს-ასე რამ აგანერვიულა,შენ არ ღადაობდი ამ თემაზე?ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,არც კი მოგწონებია ეს ზურა და ახლა რა პანიკა გემართება?-გონებაში დამფრთხალი ჩიტივით ათას კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს და სიმშვიდე მაინც არ მიბრუნდებოდა,ამას დაემატა მისაღები ოთახიდან გამომავალი ხმები. -ნახე?-ნიკას ხმა ეგრევე ვიცანი -არა,აბა მანახე-გაისმა წყნარი და მონოტონური ხმა,რომელსაც ცოტა ხრინწიც ემატებოდა. -აი ესაა,ხო მაგარია?-რაღაცაზე ელაპარაკებოდა ნიკა,მაგრამ იმ წამს ვერაფერს იაზრებდა ჩემი გონება.ამ აურზაურიდან მარიტამ გამომარკვიაა. -ქეთო.... ქეთოოო-თვალწინ ხელებს მიფრიალებდა,მე კიდევ მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე გავუსწორე მის ცისფერ თვალებს მზერა-ხო კარგად ხარ?-ეშმაკურად შემომხედა და მიხვდვი,რომ ზედ სახეზე მეწერა ყველაფერი.ემოციების დამალვა ხომ არასდროს გამომდიოდა. -კარგად ვარ,უბრალოდ..მეე..-საშინალდ დავიბენი და კიდევ ერთხელ წამოვწითლდი,ამის გამო კი ორმაგად შემძულდა ჩემი თავი. -კაი რაა,სად წაიღე ის თავდაჯერებულობა? ასეთი სახით თუ უნდა უყურო,მერწმუნე შენზე მხოლოდ გაეცინება და ეგ იქნება! დამიბრუნე ჩემი ეშმაკუნა ქეთო-ლექციას მიკითხავდა მარიტა და მეც თითქოს ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი. რამდენიმე წუთში მაგიდა მზად იყო და კუთხეში აწურული,განაჩენივით ველოდებოდი მარიტას ხმას,თუ როდის დაუძახებდა ბიჭებს და აი ისიც გაისმა. -ზურა,ნიკააა მოდით! -ახლავეე-იყო პასუხი და ჩემი თავდაჯერებულობა კვლავ სადღაც გაქრა. ერთი,ორი,სამიი... ვითვლიდი გულში და ოთხზე უკვე კარებში ნიკას სხეული გამოჩნდა,რომელსაც მასზე მაღალი შავგვრემანი ბიჭი მოყვებოდა.საკმაოდ მსხვილი კუნთებითა და ტატუებით,რომელიც მარჯვენა ხელს თითქმის მთლიანად უფარავდა.გაღიმებული მარიტას კოცნიდა შუბლზე,ამიტომაც ჯერ არც მე ვყავდი დანახული და არც ჩემი შეშინებული ვირთხის მზერა.კიდევ ერთხელ მომხიბვლელად გაუცინა დას და მისი ცივი მზერა პირდაპირ თვალებში შემეჩეხა.იმ წამს,მხოლოდ მისი აწეული მარცხენა წარბი შევნიშნე და მბურღავი მზერა. -ვა,სტუმარი გვყავს?-სიჩუმე მისმა ხრინწიანმა ხმამ გაარღვია და ცოტა მაკლდა,რომ ამ სუფრისთვის ფეხი არ მეკრა და იქიდან არ გავქცეულიყავი. -ქეთო ჩვენი სტუმარი დიდი ხანია აღარაა-გაიცინა ნიკამ და კარტოფილი გემრიელად გაიქანა პირში.ნიკას შემყურეს გამეღიმა,მის ამ ცხოველობაზე და თითქოს წამიერად დავუბრუნდი ჩემ სამყაროს. -ნიკა მართალია,ეს ჩემი მეგობარია ქეთო-გააცნო ჩემი თავი მარიტამ და ბედნიერმა გამიღიმა,როგორც იქნა შეგახვედრეთ ერთმანეთსო. -სასიამოვნოა-ისეთი ტონით თქვა,რომ აშკარა იყო,მხოლოდ ზრდილობის გამო ამბობდა,ამაზე კი სიბარზემ წამომიარა და რომ არა,დედაჩემის ნასწავლი ზრდილობის წესები,თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ქალბატონი,ჩემ თეფშს მივაფშვნიდი სახეზე. ამ ფიქრებში ვიყავი,მარიტა რომ მომიჯდა გვერდით და საჭმლისკენ მანიშნა,რას უცდი გადაიღეო.სიმართლე ითქვას,აქ მოსვლამდე მგელივით მშიოდა,მაგრამ ამდენი ემოციისგან უცებ ისე მოვდუნდი,რომ ჭამის სურვილიც კი აღარ მქონდა. -ნიკა ცოტა ნელა-მარიტამ შენიშვნა მისცა ძმას-არ დაიხრჩო! -ჭამე რაა ბავშვო,მე რას მიყურებ?-არც შეუხადავს დისთვის ისე გააგრძელა ჭამა. -მართალია მარიტა,ვერ ხედავ ბავშვი რა შეშინებული გიყურებს?-გაისმა ისევ ზურას ხმა და თვალით ჩემკენ ანიშნა ძმას. -ეგ შენ შეაშინე,მე კი არა-ახლა ნიკა გაიკრიჭა და იმის დასტურად,რომ მართალი იყო,ჩემგან თანხმობას ელოდა.მე კიდევ გაძეგლებული ხან ერთს ვუყურებდი,ხან მეორეს. -საუბარი შეუძლია?-ირონიულად ქვევიდან ამომხედა ზურამ და წვენი ბოლომდე დალია. -კი შეუძლია და მართლა ისე იყურები,რომ ქეთოს კი არა მე მეშინია უკვე შენი-სიტუაციის განმუხტვა სცადა მარიტამ და თან თვალები დამიბრიალა,რამ დაგამუნჯა მართლაო. ცოტა ხანში,როდესაც ყველა ჭამას მორჩა გავბედე და მარიტას მავედრებელი თვალებით ვკითხე: -არ გავიდეთ ჩვენ? -საით?-ნიკა გაკვირვებული გვიყურებდა. -მაღაზიებში,რაღაცეების ყიდვა მინდა-მარიტა თან სუფრას ალაგებდა და თან თვალით მანიშნებდა წავალთ მალეო. -მე გაგიყვანთ-ისე თქვა ზურამ,რომ ტელეფონიდან თავი არც ამოუყვია. პ.ს. არ ვიცი გახსოვართ თუ არა,ასე მგონია საუკუნე გავიდა,ჩემი ბოლო სიახლიდან.მოკლედ დაგიბრუნდით ტკბილებო და იმედია,მოგეწონებათ ჩემი ახალი ისტორია.სიმართლე გითხრათ,ამას რომ ვწერდი,შუა გზაში აღმოვაჩინე,რომ წინა ისტორიაც გარიგებაზე იყო და კი ვიფიქრე,რომ არ ღირდა დაწერა,მაგრამ მე მაინც ვცადე.იმედია ისიამოვნებთ!თუ ვერ იასიამოვნებთ,არც ეგაა პრობლემა :D ♥ ♥ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.