არჩევანი (3)
თამართან საუბრის შემდეგ აღელვებული ლაშა გაუწონასწორებლად მიუჯდა საჭეს ,საუბედუროდ გზად ბევრი საცობი შეხვდა სანამ ირაკლიმდე მიაღწევდა, ბევრი დრო ჰქონდა ფიქრისთვის , თუმცა რაც უფრო მეტს ფიქრობდა უფრო ღელავდა და ნერვიულობდა , აინტერესებდა სად დაუშვა შეცდომა.როგორც იქნა ირაკლიმდე მიაღწია , ზარს თითი მიაჭირა და გაუწყვეტლივ რეკავდა , თითქოს ასე უფრო დააჩქარებდა ირაკლის. ლაშას დანახვაზე მაშინვე გაიაზრა ირაკლიმ რომ საქმე თამოს ეხებოდა. სახლში შეიყვანა , არც უკითხავს ისე ჩამოასხა ვისკი , მერე გვერდით მიუჯდა - ბაზარი არაა , მაგარი გოგოა , მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს , გოგოს გამო 35 წლის მანძილზე არ ყოფილხარ ამ დღეში და ახლაც რაღაცნაირად მოთოკე რა თავი - შეცდომა სად დავუშვი , რა გავაკეთე არასწორად ვერ ვხვდები . მართლა მაინტერესებს იქნებ ვიჩქარე , დავიჯერო მართლა ასე ვკიდივარ ? არავისთან არ ვყოფილვარ ასე უშუალო და თბილი შენც ხომ იცი , რა აღარ ვცადე , პროსტა რომ არ მეთქვა როდემდე გამეგრძელებინა ეგრე , აღარ შემეძლო მაგისი დისტანციები რა - იქნებ მართლა სხვა ვინმე ყავს - არავინ უხსენებია , მიზეზები რომ მოგესმინა იფიქრებდი 7 წლის ბავშვს ველაპარაკებოდი , რომ არიგებენ ხომ იცი აი ჯერ უნდა ისწავლო და დიდი გოგო რომ გახდები მერე გათხოვდებიო - რაო რა გითხრა , დამშვიდდი და ისე მოყევი - მოკლედ ჩათვალე არ მიცნობ და თავი დამანებეო რა, მე საზღვარგარეთ მინდა ცხოვრება , ერთი სული მაქვს როდის ჩავაბარებო - არის ხომ იცი ლოგიკა - რა ლიგიკაა ირაკლი , მეკაიფები ? ვინ დაუშალა მერე ეგ? მაგის გამო გოგო ბიჭს არ იკარებდეს გინახავს? თან ჩემზე დიდი ხარო - და რას აპირებ ? - აუ რავი , ზოგჯერ მგონია რომ ჩემთან ურთიერთობის ეშინია რა , შეიძლება ფიქრობს რომ დავაჩქარებ ან რამე ,თან ასაკითაც რომ დიდი ვარ , ანუ მგონია რომ რაღაც პონტში მაინც ვევასები , მაგრამ რაღაც აკავებს რა - რთული შემთხვევაა - როგორ მოვიქცე არ ვიცი , ჭკუიდან გადავყავარ, - კაი დამშვიდდი , დაგისხა კიდევ ? - მოკლედ გადავწყვიტე რა , თამუნასნაირს მე ვეღარ შევხვდები , პირველად და უკანასკნელად მომეწონა ასე ვეღაც , თან რაღაც პონტში მართალია რა თვითონ ბავშვია , თუ არაფერი გამოვა ავდგები და ელენეს მოვიყვან , კარგი გოგოა და ვიცი კარგი ოჯახი გვექნება , პატივს ვცემ მასაც ვუყვარვარ , თან ნინო და ნუგზარი ბედნიერები იქნებიან რა .ნუგზარი არ ვიცი უკვე როგორ იქნება , მეექვსე ქიმია გაუკეთეს , რაღაცით მაინც ბედნიერი მინდა იყოს - შენი მესმის მაგრამ , ახლა ნასვამი ხარ და ამ თემაზე მერე ვისაუბროთ - ნასვამი რა შუაშია - იმ შუაშია რომ რაც არ უნდა კაი ოჯახი შექმნათ შენ და ელენემ , ბედნიერები ვერც ერთი იქნებით და ვერც მეორე - ბედნიერებას თვითონ ვქმნით რაა, აღარ მჯერა მე მაგ სისულელეების - მისმინე , იქნებ აცადო თამუნას , მერე დაელაპარაკო მოგვიანებით , ახლა წარმომიდგენია რომ მოულოდნელი იყო და არც იცოდა ნახევრად რას გელაპარაკებოდა - შეიძლება ეგრეცაა , რამეს მოვიფიქრებ - მოდი დღეს აქ დარჩი , სტუმრების ოთახში ახალი თეთრეულითაა გაშლილი - კარგი , გავალ დავიძინებ რა , მგონი ისე ვისკი მომეკიდა - მიდი მიდი, და არ იდარდო ყველაფერი მაგრად იქნება დილა გათენდა , ლაშამ გაიღვიძა , სხვა ვერაფერზე ფიქრობდა , გუშინდელი ამბები უტრიალებდა თავში , ბოლოს გადაწყვიტა თამოსთვის მიეწერა - დილამშვიდობისა, სამსახურში რომ ერთმანეთს ვნახავთ არ მინდა რამე უხერხულობა ვიგრძნოთ, არასდროს არავისთვის არაფერი დამიძალებია და არც შენ დაგაძალებ , უბრალოდ მინდა რომ იფიქრო და რაღაც დროის შემდეგ ისევ დავილაპარაკოთ , თუ იმავე აზრზე იქნები , ჩათვალე რომ ჩემგან ზედმეტ ერთ სიტყვასაც არ გაიგებ , მოკლედ შეხვედრამდე , თამუნამ სმს გახსნა და არ იცოდა ეპასუხა თუ არა რამე , თავიდან უნდოდა დაიგნორება თუმცა ბოლოს გადაწყვიტა ეპასუხა - ლაშა , პირველ რიგში მინდა იცოდე რომ ძალიან გაფასებ და დიდ პატივს გცემ , მიხარია რომ გაგიცანი , მაგრამ პასუხი უკვე მოისმინე რაც არ შეიცვლება , თუმცა ვფიქრობ რომ გუშინ ზედმეტი მომივიდა, და ვიმედოვნრბ ძალიან კარგი მეგობრები ვიქნებით სამომავლოდ - მეგობრობა ქალთან რომელიც გიყვარს , ცოტა ძნელია , თუმცა ვეცადოთ მალე ორივე სამსახურის ლიფტში შეხვდა ერთმანეთს - რა ქენი თამო , დაამუღამე ქალაქში მანქანით სიარული ? ისე კითხა ლაშამ თითქოს მართლაც არაფერი ხდებოდა , თამომაც არაფერი შეიმჩნია და უშუალოდ გაუბა საუბარი - კი, არც ისეთი რთული ყოფილა , როგორც მეგონა - ძალიანაც ნუ გათამამდები ახლა და შუმახერობას ნუ მოინდომებ - რატომაც არა - გინდა შევეჯიბროთ ? - ისეც ვაღიარებ რომ მომიგებ - და მაინც რომ სცადო ? - საკუთარი თავი მიყვარს , ჩაეცინა თამოს , ამ სრულად უმნიშვნელო დიალოგის მერე სრულებით მოეშვა და მოდუნდა , - უი ხო შეგიძლია ცოტა ხანში შემოხვიდე და ანგარიში ერთად გავიაროთ ? საქმეზე გადაერთო ლაშა - რა თქმა უნდა ნოუთბუქს ავიღებ და ეგაა - ძალიან კარგი , გელოდები , ის ის იყო თამუნა გაბრუნდა რომ ლაშამ მოაბრუნა - მოიცა ჩაის დალევ თუ ყავას , ბარემ ვეტყვი ჩემს მდივანს - მაინც ვერ გამიცანი რა , ჩაიცინა თამარმა , რა თქმა უნდა ყავას - ესეიგი ორი ყავა შენს მოსვლამდე, გელი - ახლავე მოვალ თამო რატომღაც თავისუფლად გრძნობდა თავს ლიფტში შეხვედრის შემდეგ ლაშასთან , მაგრამ სწორედ მისი უშუალობის დამსახურება იყო , თამარის ასეთი სილაღე , სწორედ ის ქმნიდა უბრალო , უშუალო ატმოსფეროს - მეც მოვედი - აი დაჯექი , მოკლედ მეორე კვარტლის ანგარიშები მაინტერესედა , რატომღაც ეფექტური განაკვეთები არ მომეწონა - ხო , იცი რა ხდება ... ლაშა და თამო მთელი არსებით საქმეში გადაეშვნენ, ყოველთვის როცა საქმეზე საუბრობდნენ , იქ ყოველგვარი პირადი თემა ავიწყდებოდათ , ორივე თავიდან ბოლომდე იმ საქმერასაც აკეთებდნენ, ეს კიდევ ერთი ის თვისება იყო რომელიც ლაშას თამარში მოსწონდა , ყოველთვის აკონტროლებდა თამარი საკუთარ თავსა და ემოციებს , საოცრად კარგად ფუთავდა საკუთარ სამყაროს, რაც ამოუცნობს ხდიდა რა ხდებოდა ამ ძლიერი გოგონას რეალობაში.საქმეს რომ მორჩნენ, თამუნას სწავლის ამბები მოიკითხა ლაშამ , მალე ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა , ელენე იყო - ლაშა ცუდ დროს ხომ არ გირეკავ ? - არა ელენე , რაღაც საქმე მქონდა ახლა მოვრჩი , როგორ ხარ ? - კარგად ვარ , წუხელის ჩამოვფრინდი , ნინო დეიდასთვის ტკბილეული მაქვს ჩამოტანილი და როდის გეცლება რომ გინახულოთ ? ლაშა შეიშმუშნა ,ელენეს ნახვა დიდად არ უნდოდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა - დღეს სამსახურის მერე თუ გინდა გამოგივლი , და წამოდი ჩემთან - ძალიან კარგი, შემს ზარს ველოდები - დაგირეკავ ექვსზე ლაშამ ტელეფონი დადო თუ არა თამარს შეხედა რომელიც ჯერ კიდევ საბუთებს მიშტერებოდა და სულ არ მიუქცევია ყურადღება ლაშას სატელეფონო საუბრისთვის ,ლაშას ხმა არ ამოუღია , მოჭუტული თვალებით უმზერდა ჩაფიქრებული თამარს , რატომღაც მოუნდა დალაპარაკებოდა და ნუგზარის შესახებ ეთქვა , უნდოდა ეთქვა რომ ელენეს ცოლად მოყვანას დააპირებდა და მიზეზიც აეხსნა , უნდოდა ეს ყველაფერი თამარს გაეგო და იქნებ აზრი შეეცვალა , უნდოდა თუმცა არ შეეძლო ასეთი გულახდილი ყოფილიყო. - ლაშა კითხვები თუ აღარ გაქვს გავალ ხო - კარგი , მიდი და გნახავ საღამოს - დროებით თამარი მართლა გაოცებული იყო , ყველაფრის მერე ლაშა როგორი მშვიდი ჩანდა , თითქოს მართლა არაფერი მომხდარა , თითქოს რა საზღვრებიც მანამდე იყო ეგეც კი გაქრა , თითქოს ყველაფერი შეიცვალა . ახლა უკეთ გრძნობდა კიდევ უფრო ლაშასთან თავს. შუადღე იყო , თამარის გუნდის ოთახის კარი , ლაშამ შეაღო , აქამდე არცერთ მათგანთან კონტაქტი არ ჰქონია , ოთახიდანაც კი არ გამოდიოდა, - გამარჯობა , როგორ ხართ ? კარი შეაღო ლაშამ - გამარჯობა ბატონო ლაშა , გამოეხმაურა გუნდის ხელმძღვანელი , ყველა ლაშას უყურებდა თამარის გარდა - გავიგე რომ ძალიან ძლიერი გუნდი ხართ , ჩვენი კომპანია ძალიან მადლიერია თქვენი , ვიცი რომ საქმეში ბადალი არ გყავთ მაგრამ ერთი კითხვა მაქვს , ლაშამ ჩაიცინა - აბა გისმენთ , გაუღიმა გუნდის უფროსმა , ცოტა წაეფლირტავა კიდეც , მოეწონა დირექტორის ასეთი უშუალობა , მის აღნაგობასაც შეავლო თვალი - თქვენი სახელი მაგდა ხო - დიახ - მაინტერესებდა ბოულინგსა და ბილიარდშიც ასეთი ძლიერები ხართ თუ მხოლოდ შკოლნიკებივით კარიერა და სხვა არაფერი , კითხვის ნიშნით , ღიმილით უყურებდა ლაშა - ხოოო, საინტერესო შეკითხვაა, თუმცა ეგ თუ არ გავტესტეთ ეგრე ვერ გავიგებთ , აყვა მაგდა , მთელი თავისი შარმი და კეკლუცობა ჩართო - და მაშინ ამ საღამოს რომ “გავტესტოთ”რას იტყვით, ფლირტში აყვა მაგდას და გაღიმებული უყურებდა , მაგდა ლამაზი , დახვეწილი 31 წლის გოგო იყო , თუმცა საკმაოდ სწერვაც, მუდმივად მინი კაბებით მოძრაობდა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის და მკვეთრი მაკიაჟის გარეშე ვერ ნახავდით , მიხვრა მოხვრაც საკმაოდ გამომწვევი ჰქონდა , და რაც მთავარიაყველაზე მეტად უყვარდა მამაკაცებთან ფლირტი , ზოგჯერ არც ფლირტს სჯერდებოდა, ევროპულს გზაზე დამდგარი ერთი ტიპური ქალბატონი იყო... ყველამ მარტივად შეამჩნია რომ შემდეგი სამიზნე ლაშა იყო , ლაშამაც შენიშნა , შემდეგ თამარს გახედა , თამარი კომპიუტერში იყო ჩამძვრალი და მართლა არაფერი შეუმჩნევია , დიდად არც აინტერესებდა - მოკლედ საღამოს დუელში გიწვევთ, ჩაიცინა ლაშამ , სამუშაო დღის დასრულების შემდეგ , არ ვიშლებით.შეხვედრამდე , ჩაიცინა ლაშამ და ოთახი დატოვა - ღმერთო რა სიმპატიურია , გადაულაპარაკა მაგდამ გოგონებს , თამომ გაუღიმა - ისე კარგი წყვილი იქნებოდით , გულწრფელად გახედა მაგდას, თან იღიმოდა, მოკლედ მაგდა- გადაერთო დაქმეზე თამარი , ახლა გავალ და არ დავბრუნდები როგორც შეგითანხმდი , გვიან 12 მდე რეფორთი მეილზე გექნება და ხვალ დეი ოფს ვიღებ როგორც შევთანხმდით ხოო - რა თქმა უნდა, ღმერთო რა მოტივირებულია ეს გოგო, მოიცადე ბოულინგზე ვერ წამოხვალ ? - ვეღარ მოვასწრებ საქმის დასრულებას - გვიან გამოაგზავნე არაა აუცილებელი 12 ზე , თუ გინდა დილით იყოს - არა , არ მინდა გავათენო და გამოუძინებელი ვიყო - როგორც შენ გინდა , მაგრამ ასეთ შემთხვევაში შანსს არ გავმაზავდი , სიმპატიური ბიჭების კორიანტელი იქნება გული მიგრძნობს - ხო ჯერ თქვენ შეათვალიერეთ და მერე მომიყევით , ჩაიცინა თამომ , ნოუთბუქი აიღო , თეთრი მოსასხამი მოიცვა და გარეთ გავიდა , ლიფტს ელოდა, ისიც მოვიდა და თავდახრილი ისე შეაბიჯა ლიფტში არაფრისთვის შეუხედავს - გამარჯობა თამარ, ჩაიცინა ირაკლიმ - ბატონო ირაკლი, გამარჯობა, მოულოდნელად ახედა თამომ, მერე მის გვერდით მდგომი სიმპატიური ორი ყმაწვილი შენიშნა , ერთი ლევანი იყო ლაშას და ირაკლის მეგობარი , მეორე კი კომპანიის ერთ ერთი დამფუძვნებელი, რომელიც ამერიკიდან ერთვებოდა კომპანიის მართვაში და სულ ორი კვირის დაბრუნებული იყო საქართველოში, - გაიცანი ეს ლევანია , ეს კი გიგა ,ჩვენი კომპანიის ერთ ერთი დამფუძვნებელი , თამარი ჩვენთან პროექტზეა შემოსული, ერთ ერთი ყველაზე პერსპექტიული თანამშრომელია ახლა გიგას აუხსნა ირაკლიმ, თამომ ჩაიცინა - ძალიან სასიამოვნოა , ხელი ჩამოართვეს ბიჭებმა გოგონებს , ლევანი მაშინვე მიხვდა ლაშა რომ მასზე საუბრობდა ხოლმე, თავიდან ფეხებამდე აათვალიერა , დაჟინებული მზერით უყურებდა , თითქოს რაიმე ნაკლის აღმოჩენას ლამობდა მერე რომ ლაშასთვის ეთქვა ეგ გოგო ამდენ დარდად არ ღირსო, თითქოს ამით რამეს შეამსუბუქებდა ლაშასთვის - ლანჩზეც მუშაობას არ აპირებ იმედი მაქვს , გაიცინა ირაკლიმ და ნოუთბუქზე ანიშნა - არა , უბრალოდ საქმეზე გავდივარ და მერე სახლიდან ვიმუშავებ - ბოულინგზე ხომ შევხვდებით ? გაკვირვებულმა ჰკითხა ირაკლიმ - სამწუხაროდ ვერა , მაგრამ სხვა დროს ვეცდები შემოგიერთედ - ძალიან ცუდია, სინანულით ჩაფიქრებულმა გახედა ირაკლიმ , სულ რაღაც ერთი საათი , არაფერი დაგაკლდება , მე გაგიზრდი დედლაინს , პირადად ვიზრუნებ ახლა სერიოზულად შეხედა თამოს - არა მხოლოდ დედლაინებში არაა საქმე ,- ლიფტიც გაიღო- მოკლედ სხვა დროს იყოს, კარგად გაერთეთ- მერე ბიჭებს შეუბრუნდა - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - გაუღიმა თავი დაუხარა და გასასვლელისკენ გაემართა , ბიჭებმა მზერა გააყოლეს, თამომ მანქანის უკანა კარები გამოაღო, ნოუთბუქი შიგნით მოათავსა , თეთრი მოსასხამი გაიძრო , იქვე გადაკეცა, და საჭეს მიუჯდა , გიგა დაკვირვებით უყურებდა გოგონას, ლევანი დანებდა, - დახვეწილი გოგოა, ესღა წამოცდა ჩაფიქრებულ ლევანს ირაკლიმ სარკიდან გახედა , გაეღიმა , პირველი ორი კვირა გაახსენდა , ფარულად რომ სიმპატიით თვალს ავლებდა თამარს , მერე ლაშას დამოკიდებულება რომ გაიგო , ემოციები თავისთვის შეინახა და ძმაკაცს დაუდგა გვერდით . - პატარაა არა ? იკითხა გიგამ , თან ჩაიცინა - 23 ის უპასუხა ლაშამ გიგას აღარაფერი უპასუხია , გოგოს მანქანას გააყოლა თვალი , მერე ჩაფიქრდა , - 12 წელი , არც ისე დიდი სხვაობაა , ფიქრი ხმამაღლა გამოუვიდა, ირაკლიმ ვერაფერი უთხრა , გვიან გაიაზრა გიგას ნათქვამი . გიგა 35 წლის სიმპატიური მამაკაცი იყო , საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა , ბაბნიკიც იყო , თითქმის ყოველთვე ახალი პარტნიორი ყავდა , თუმცა ამერიკილი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ეს არავის უკვირდა. გიგასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ ბიჭებს , ძმაკაცობა ნაკლებად , გიგაც ძალიან პირდაპირი იყო, თუ რამეს ჩაიფიქრებდა , თავისი ყოველთვის გაჰქონდა ხოლმე . - განსაკუთრებული ვერაფერი გოგოა , უბრალოდ სტილი აქვს და ალბათ ჭკვიანია , ინტერესით გახედა ირაკლის - კი , ძალიან ჭკვიანია , უპასუხა ირაკლიმ , გიგას დასმული კითხვები ეხამუშა , თამარის მანქანას გაუსწრეს , გიგამ დაჟინებული მზერა გააყოლა გოგოს რომელსაც მისი მზერა არც კი შეუმჩნევია. თამომ მანქანა გადააყენა, “8000 მოსავლის” წინ გაჩერდა, - მგონი ერთი და იმავე დანიშნულების ადგილას მოვდიოდით , დასანანია გარემო რომ ასე დავაბინძურეთ ორი მანქანით , ჩაიცინა გიგამ, ბიჭებმა მანქანა თამარის მანქანის გვერდით დააყენეს, თამოს მართლა არ მიუქცევია ყურადღება მათთვის , არც კი შეუმჩნევია რომ ისინიც იქ იყვნენ. მანქანიდან გადმოვიდა , ბარში შევიდა, ბიჭებიც მოშორებით უკან შეყვნენ, თამომ სიმპატიური 30 წლამდე ასაკის ორი გოგო გადაკოცნა , მაგიდას მიუჯდა , ღვინო უკვე მისთვისაც დაესხათ , მაშინვე საუბარი დაიწყო, გიგა თვალს არ აშორებდა თამარს , მალე ლაშაც შეუერთდა ბიჭებს , - რომ შემოვედი თამარი მომეჩვენა , გადაულაპარაკა ირაკლის - მგონი მართლა დარხეული მაქვს და მხარზე ხელი დაადო - არ მოგჩვენებია , მაგრამ მაინც დარხეული გქვს - გაიცინა ირაკლიმ - ეგაა ? საათს დახედა ლაშამ , სამსახური ? - ალბათ გაენთავისუფლა არ ვიცი, ჩაილაპარაკა ირაკლიმ - ლაშა გიგას გდაეხვია , ამბები გამოჰკითხა და კომპანიაზე საუბარს შეუდგნენ თამართან ზარი შემოვიდა , ადგა და გარეთ გავიდა , გიგამ მაშინვე იხელთა თამო მარტო და უკან გაყვა , სიგარეტი ამოიღო , გააბოლა , თამარს ზურგით ამოუდგა , და დაჟინებული მზერით უყურებდა , შემობრუნებულმა გოგომ მაშინვე იგრძნო მამაკაცური , მწველი მზერა , ეს არ იყო უბრალო მოწონება , სიმპათია და მსგავსი ემოციის გამოხატულება, რაღაცნაირი მამაკაცური აურა მოდიოდა , რაღაცის ჟინი , რაღაც ამოუცნობი რაც აშინებდა , ეცადა არ შეემჩნი და ბარში შესვლა სცადა , მოულოდნელად კი მამაკაცი გადაეღობა, თამუნა უხერხულად გაიწია მეორე მხრიდან სცადა გავლა , არც ახლა გამოუვიდა, კიდევ სცადა , არც ახლა , მამაკაცი ისევ ისეთი მწველი სახით უყურებდა ხან თვალებში აშტერდებოდა ხან ტუჩებზე , თამომ მკაცრი სახით ახედა - უკაცრავად , შეგიძლიათ გამატაროთ ? - დღეს ვიცი არ გცალია , ხვალ თუ ყავას ერთად დავლევთ მხოლოდ მაგ შემთხვევაში - უკაცრავად - ერთგვარ დეითზე გპატიჟებ, თამო გაშრა , მამაკაცს ახედა, არ იცოდა რა ეპასუხა - ზოგადად , არც თუ ისე ბევრი სიმპატიური მამაკაცი დადის თბილისის ქუჩებში , მეეჭვება ასეთი პაემნების ფუფუნება გქონდეს ,მზერას არ იცვლიდა მამაკაცი თამარი აწითლდა , საშინლად დაიბნა , არ იცოდა რა ეპასუხა , გაბრაზდა , - ერთი გარემოება რომ არა , აუცილებლად დაგთანხმდებოდით , ნაძალადევად გაუღიმა - აბა გისმენ, ირონიით უპასუხა გიგამ და სიგარეტი გააბოლა - უიშვიათესი სიმპატიური მამაკაცებიდან ერთი უკვე მერგო , გაიცინა თამარმა , ირონიისთვე შეუბრუნა პასუხი - ყველაზე გაცვეთილი და ბანალური ტყუილი მოიფიქრე , რისი მოფიქრებაც კი შეიძლებოდა, თამოს სიბრაზე მოაწვა, არ მეგულება ქალი ვისაც ჩემთვის სექსზე უარი უთქვამს , მოდი აღიარე რომ გესიმპატიურები , დანარჩენი ხვალ გადავწყვიტოთ. გოგას თავხედობამ ზღვარს გადააბიჯა, თამარი საშინლად გაბრაზდა , ეცადა დაემალა - კარგით მაშინ ვინაობასაც გეტყვით , უცბად მოიფიქრა თამარმა , ლაშა , მე და ლაშა ერთად ვართ , უბრალოდ რადგან მასთან ვარ პროექტზე , არ გვინდა ჩვენზე ვინმემ იჭორაოს და ჯერ არ ვამხელთ , უბრალოდ ახლა მართლა იძულებული ვარ გითხრათ რომ არც თქვენ გაგიფუჭდეთ ლაშასთან ურთიერთობა , და მეც არ მომიხდეს თქვენთან მსგავსი რაღაცეების ატანა.ჩავთვალოთ რომ ეს დიალოგი არ შემდგარა. გიგა გაოცდა, უკან გაიხედა , მაშინღა შეამჩნია მათკენ მომავალი ლაშა , რომელსაც ირაკლიმ გიგას ფრაზები მოახსენა და არც გიგასა და თამოს გარეთ ლაპარაკის იდეამ მოხიბლა, მოკლედ მიუახლოვდა - თამო , მხარზე ხელი შემოხვია ლაშამ , აქ რა გინდა სამსახურში მეგონე - მაპატიე , ვეღარ გაგაფრთხილე , საქმე გამომიჩნდა , - კარგი , ეს გოგონები ვინ არიან არ გამაცნობ ? კითხა ლაშამ , - კი წამოდი შევიდეთ და გაგაცნობ , ისე არც შენ გითქვამს აქ რომ მოდიოდი , კითხა ძალიან თბილად თამომ, ლაშა ცოტა არ იყოს გაოცდა , რაღაც კითხვის ნიშნები გაუჩნდა , თამომ წელზე შემოხვია ლაშას ხელი , მიეხუტა და თავი მხრებზე მიადო, აქ უკვე ყველაფერი ცხადი იყო , ლაშამ მომენტით ისარგებლა და თამოს ჯერ თბილი ღიმილით ჩახედა თვალებში , შემდეგ შუბლზე აკოცა . ორივემ ისე კარგად იგრძნეს იმ მომენტში თავი , როგორც არასდროს , გაგიკვირდებათ მაგრამ არცერთს ჰქონია უხერხულობის განცდა. გიგა ეჭვით უყურებდა ,უნდოდა რაიმე სიყალბის ნიშანი დაენახა , მაგრამ მათი ჩახუტება ღიმილი , განსაკუთრებით კი ლაშას თვალები იმდენად გულწრფელი იყო ვეღარაფერი თქვა , - ძალიან უხდებით ერთმანეთს, გილოცავ ლაშა, ლაშას ხელი გაუწოდა და ჩამოართვა - უდაოდ კარგი არჩევანია, თქვა და ოთახში შებრუნდა , ცოტა არ იყოს საკუთარი თავის შერცხვა. ლაშა ხელს არ უშვებდა თამარს ,დაახლოებით მიხვდა ვითარებას - აბა მომიყვები ბავშვი რა მოხდა ? სიცილით გახედა თამარს - ძალიან იდიოტი ვარ , მაპატიე რა , სისულელე ვთქვი , არ მინდოდა , არ მინდა ახლა ფიქრობდე რომ შენი კეთილგანწყობით ვსარგებლობ , უბრალოდ ისე მიყურებდა და მელაპარაკებოდა , ძაან დავიბენი , მეგონა საერთოდ ვერ მოვიშორებდი და... თამომ თავი ჩახარა - დაა?.. ღიმილით უყურებდა ლაშა , - ვუთხარი რომ ერთად ვართ, მაგრამ რადგან თანამშრომლები ვართ ხალხისგან ვმალავთ - ამდენს თუ მოიფიქრებდი არ მეგონა ... ჩაიცინა ლაშამ ,სწორად მოიქეცი , ისე თავს არ დაგანებებდა ... აღარ ინერვიულო , ნუ გეშინია ვერავინ ვერაფერს დაგაძალებს და ვერავინ შეგეხება , - ძალიან დიდი მადლობა , თამო ორივე ხელით შემოეხვია ლაშას და ჩაეხუტა - მისმინე , საერთოდ რომ სხვას გაყვე ცოლად , იცოდე არასდროს დაგივიწყებ , ყოველთვის დაგეხმარები გესმის ? ვერასდროს ვერავინ ზედმეტად ვერ შეგეხება, გიგას კი აპატიე , ყოველთვის ყველასთამ გასდის , მიჩვეულია, ლაშამ თმები გადაუწია თამარს, საუბრის შემდეგ კიდევ უფრო კრგად გრძნობდა თამარი თავს , თითქოს მფარველი ანგელოზი ყავდა ლაშას სახით გვერდით, როგორ დაახლოვა ამ ორმა დღემ ლაშასთან , როგორ შეცვალა ყველაფერი . ორივე ბარში შებრუნდა . მოსაღამივდა . - ლაშამ ლევანთან , ირაკლისთან და დავითთან ,შეტყობინებბი გააგზავნა , მე და თამარი ერთად ვართ , გიგამ ასე იცის , ვმალავთ და საუკეთესო ძმაკაცებმა სიმართლე იცით , რო რამე არ ჩაიჭრათ , ასე მარტივად არამგონია შეეშვას თამარი ბარს ტოვებდა , ლაშასთან მივიდა , მხარზე ხელი დაადო , მე გავდივარ , საღამოს გნახავ კარგი ? და ლოყაზე აკოცა - კარგი გამოგივლი , თავს მოუფრთხილდი, ლაშამ თვალებში ახედა , მერე ტუჩებზე დააკვირდა , და ტუჩთან ძალიან ახლოს აკოცა , თამუნა მაშინვე გამობრუნდა - გიგა შენთვის გამოაგზავნა ღმერთმა , ტექსტი აკრიფა ირაკლიმ, მაგრამ მემგონი ჩქარობ, ასე ახლოს კოცნაც არ იყო საჭირო , გაუგზავნა შეტყობინება ლევანმა - ძლივს მოვითმინე რომ პირდაპირ სამიზნეში არ მეკოცნა , გაიცინა ლაშამ . ბიჭები გიგას დაემშვიდობნენ და დავითთან ავიდნენ სახლში - შენი ვიცი მაგრამ , თამარი მგონი თავს აჯერებს რომ მხოლოდ გიგასთან სათამაშოდ ხართ ერთად, რომ გიყურებთ ნამდვილისგან ვერ ვანსხვავებ თქვენს მზერებს . ლაშა იღიმოდა, მოეწონა ლევანის ნათქვამი , ბედნიერებამ შეიპყრო , ახლა მეტი შანსი ჰქონდა თამართან ახლოს ყოფნის - დილით ერთად წავიდეთ სამსახურში , მეტი დამაჯერებლობისთვის - ლაშა ზედმეტი პრობლემები გაგიჩინე - უბრალოდ მეგობარს ვეხმარები ,მეტი არაფერი - ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის დილით ორივე ლაშას მანქანით მივიდნენ სამსახურში , ლიფტში გიგა შეხვდათ , ლაშამ თამარს წელზე მჭიდროთ შემოხვია ხელი , თამოს უხერხულობა დაეტყო , აწითლდა , ასეთ სიახლოვეს მიჩვეული რომ არ იყო ერთი შეხედვითაც ჩანდა. - სექსი არ აქვთ , გაიფიქრა თავისთვის გიგამ , კოცნაზე და ხელის შემოხვევაზე ისე წითლდება შანსი არაა... მაგრამ ლაშა ვინმესთან სექსის გარეშე ? ნეტავ რამდენი ხანია ერთად არიან ? გაუთავებლად ფიქრობდა გიგა , მოეწონა მართლა გულწრფელად მოეწონა თამარი , ფიქრობდა როგორი ნაზი , დამყოლი და მორიდებული შეიძლება ყოფილიყო ლოგინში , როგორ მარტივად და გულუბრყვილოდ მოახერხებდა მის ხელში ჩაგდებას , როგორ შეაბამდა, იმის წარმოდგენაზეც კი რომ თამუნასთვის პირველი მამაკაცი შეიძლება გამხდარიყო ჰორმონებს უფორიაქებდა , წარმოიდგინა როგორ გააჩენინევდა ოთხ ან ხუთ შვილს , როგორ დაისაკუთრებდა თამარს , თუმცა ამ ყველაფერთან ლაშა უფრო ახლოს იყო ვიდრე თავად. ამ ეტაპზე ერთადერთი სურვილი კლავდა , საშინლად უნდოდა სექსი ამ გოგოსთან , სხვა ვერცერთი ქალი დაუკმაყოფილებდა იმ სურვილს რომელსაც თამუნას დანახვისას გრძნობდა , ცდილობდა მზერა არ შეევლო გოგოსთვის რომ მისი თვალებიდან წამოსული ჯინი არ შეეტყო მაგრამ არ გამოსდიოდა. თამუნა მაინც ამჩნევდა გიგას გამოხედვას , არც ირაკლის ეპარებოდა მხედველობიდან როგორ უყურებდა გიგა თამარს, გიგას ინტერესები კიდევ უფრო გამძაფრდა როცა ლაშასა და ირაკლის საუბარი მოისმინა - ვიცი ახლა ყველაზე ბედნიერი ხარ , გიგას წყალობით შეგიძლია მასთან ახლოს იყო , მაგრამ ეს თამაში რომ დამთავრდება , გიგას წასვლის შემდეგ არ მინდა გული გეტკინოს რა, ცოტა აკონტროლე თავი - იმედი მაქვს მანამდე შემეჩვევა და გაუჭირდება ჩემთვის უარისთქმა, ვუგებთ ერთმანეთს გესმის ? და რომ გარბის , უარს რომ მეუბნება , თანაც უმიზეზოდ ეგ მაგიჟებს. მოკლედ გიგამ უკვე იცოდა რომ თამარი და ლაშა თამაშობდნენ , ამის შემდეგ მუდმივად ინფორმაციას ითხოვდა თამარისგან , მუდმივად ურეკავდა , კაბინეტში იბარებდა , მუდმივად მის გამოწვევას ცდილობდა , უხერხულად უახლობდევოდა , აიძულებდა თამრს რომ მისი სიახლოვე ეგრძნო , რამდენჯერმე იმდენად ახლოს იყო მასთან და ისეც კი შემოუხვევია ხელი რომ , თამუნა უხერხულობისგან ვეღარც სუნთქავდა , ეთამაშებოდა პატარა გოგოს და მოსწონდა , მოსწონდა გამოუცდელ გოგოს ნერვებზე თამაში , რომელიც დაბნეულობისგან კვდებოდა , უნდოდა ვინმეზე მოეხმო მაგრამ შველას ვერავის სთხოვდა.აქამდე გამოუცდელ ქალებთან არასდროს ჰქონია საქმე ,პატარა მეამიტ გოგოსთან თამაში კი ბევრად საინტერესო აღმოჩნდა. გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ყველაფრის ფასად , პირველი სწორედ მასთან დაკარგავდა თამარი უმწიკლობას, პირველი ეს დაეპატრონებოდა მის სხეულს , მის მკლავებში მოუწევდა გათენება და დაღამება. თამუნა გრძნობდა გიგას სექსუალურ ინტერესებს და წამითაც არ უნდოდა მასთან მარტო დარჩენა, საშინლად იძაბებოდა მასთან , სულ გაქცევაზე იყო.ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა - ლაშა გცალია ? კარგი შეაღო გიგამ - კი შემოდი - იტალიელ ინვესტორებს შენ შეხვდები ხო ? გეგმები შეეცვალათ და ზეგ ჩამოდიან , ენა არ ვიცი თორემ მე შევხვდებოდი - ხო მაგრამ ფრანგებთან შეხვედრა ? მარტო თამუნას ვერ გავუშვებ - თამუნაზე არ იდარდო , ფრანგებთან მე გავყვები ლაშა ჩაფიქრდა გიგას წინადადებამ არ მოხიბლა მაგრამ სხვა გზა არ იყო - ზეგ იტალიელებს ვხვდები , ფრანგებს გიგა და თამო შეხვდებიან , შენ გერმანელებს დახვდი და დააბინავე კარგი ? - რაა ? მოიცა რა გიგა და თამარი , საშინლად გაბრაზდა ირაკლი , თამუნას გიგას ანდობ ? შენ ხომ არ გაგიჟდი ? გინდა კაჭრეთში ერთად გაუშვა ? - იტალიელებს გავისტუმრებ და ჩავაკითხავ , მეც ვღელავ , მაგრამ იცის რომ თამო მიყვარს და ვერაფერს გაუბედავს რა - შენი საქმის შენ იცი მაგრამ თამომ იცის ? ის ის იყო ლაშას რაღაც უნდა ეთქვა რომ თამო შემოვიდა - ლაშა , მდივანმა მითხრა გეძებსო - ხო მოდი თამო - რა ხდება აბა - მოკლედ ფრანგებთან შეხვედრაზე გიგა უნდა გამოგყვეს - ლაშაა... რაღაცის თქმა უნდოდა თამარს - ვიცი რომ არ გინდა მასთან ერთად მაგრამ მერწმუნე ვერაფერს გაგიბედავს , სხვა გზა არ მაქვს იტალიელებს გეგმები შეეცვალათ , ენა სხვა არცერთმა იცის , - და მხოლოდ გიგა რომ შეხვდეს ? - საქმის არსში შენ უფრო ერკვევი - კარგი გასაგებია , ზეგ კაჭრეთში ჩემით წავალ კარგი ? - კარგი თამომ ოთახი დატოვა , ცოტა ხნის შემდეგ ირაკლიც გაყვა და თამოს დაუძახა - ყავა რომ დავლიოთ ორი წუთით შეიძლება რძალო ? სიცილით უთხრა გოგას თანდასწრებით რომელიც თამოს კაჭრეთის გეგმას აცნობდა - რა თქმა უნდა , თამო სიხარულით გაყვა, ბედნიერად მკლავჭიდი გაუყარა და ირაკლის მიეხუტა , შენ ხარ ჩემი გადამრჩენელიო,ბოდიში მგონი ზედმეტი მომივიდა , სიცილით უთხრა ირაკლის და ხელი გაუშვა - იცი ?... ვიცით რომ ლაშას უყვარხარ , ისიც ვიცით რომ შენ არა და ისიც რომ ეს თამაშია , მაგრამ მეც და ჩვენი ბიჭებიც პიროვნულად პირადად შენ გცემთ ძალიან დიდ პატივს , არ აქვს მნიშვნნელობა შენ და ლაშა ითამაშებთ თუ არა , ერთად იქნებით თუ არა , ჩვენ ყოველთვის ვიქნებით შენს გვერდით.- მთელი გულწრფელობით ესაუბრებოდა ირაკლი , თამომ ხელები მოხვია და ძლიერად ჩაეხუტა , მერე თავი დახარა და ცრემლებამდე მისულმა ამოილაპარაკა - არ მინდა გიგასთან ერთად წასვლა , ვიცი ბავშვივით ვიქცევი მაგრამ არ ვიცი რა მემართება გიგასთან ...... - ვიცი , ყველაფერს ვხედავ ახსნა არ არის საჭირო ,სიტყვა გააწყვეტიმა ირაკლიმ, ეგ შენი გადასაწყვეტია , თუ თავს ცუდად გრძნობ უარი თქვი ამ შეხვედრაზე , არც მე მინდა შენ და გიგა ერთად წახვიდეთ - ისედაც ბევრი პრობლემა შევუქმენი ლაშას, რამეს მოვიფიქრებ მოკლედ , მადლობა ყველაფრისთვის , - თამო კიდევ ერთხელ მოეხვია ირაკლის. ორი დღე გავიდა , თამარს გოგას მანქანით მოუხდა კაჭრეთში წასვლა , მთელი გზა ჩუმად იყო , სანამ გოგამ არ დაარღვია ეს სიჩუმე - ლაშასთანაც ასეთი ჩუმი ხარ ? - განწყობას გააჩნია - ანუ დღეს განწყობა არ გვაქვს - სამწუხაროდ - არაუშავს , ერთად ვიზრუნებთ შენს განწყობაზე, სასტუმროში მივიდნენ , თამარს ეგონა რომ ოთახები დაჯავშნილი იყო , თუმცა გიგამ ისე მოაწყო რომ ერთი ოთახის გარდა სხვა თავისუფალი არ გვაქვსო და ერთ ორ კაციანი ოთახი აიღეს , თამუნა უფრო აფორიაქდა , აღარ იცოდა რა ექნა ,ლაშასთვის დაერეკა ? უფრო მეტ პრობლემას შევუქმნიო , ბოლოს ისევ გიგასთვის ეთხოვა გადაწყვიტა , - იქნებ სხვა სასტუმროში წავიდეთ - ჩემი გეშინია ? - არა უბრალოდ არაკომფორტული იქნება, თან ხვალ ლაშაც ჩამოვა და - იეჭვიანებს ? გაიცინა გოგამ - არა უბრალოდ მეუხერხულება - ლაშას მე ავუხსნი - მოდი დავირეკავ იქნებ რამით დამეხმაროს - თუ გინდა რომ პრობლემბი შეუქმნა და საქმეს მოაცდინო მაშინ დაურეკე , - კარგი და ხვალ იქნება ნომრები ? ლაშას მოსვლამდე რომ... - მენდე ყველაფერს მოვაგვარებ , თამუნა უხერხულად მოიშმუშნა , საღამოს ფრანგებს შეხვდნენ , შეხვედრამ კარგად ჩაიარა , რაც დაიშალნენ გიგა ოთახში ავიდა, თამომ მეც მალე ამოვალო მაგრამ ლობიში დარჩა და ყავაას სვამდა , ხუთი ჭიქა ექნებოდა უკვე დანალევი გიგამ რომ ჩამოაკითხა - არ ამოხვალ ? უკვე გვიანია - ცოტა ხნით ისევ ვიქნები - ადი დაისვენე და მე დავრჩები აქ თამო წამოდგა ოთახში შევიდა, გამოიცვალა , პენუარზე ხალათი მოიცვა და ლოგინში შეწვა , სადღაც ოც წუთში ორი ბაკალი წითელი ღვინით ხელში გიგაც ავიდა , კარი გადაკეტა , გასაღები ჯიბეში ჩაიდო და თამოსკენ გაეშურა , თამარი მოულოდნელობისგან შეცბა , ლოგინიდან წამოიწია - გიგა... - ხო გისმენ აბა... - მეგონა დაბლა იქნებოდი...მოდი მე ტახტზე წამოვწვები - არაა, ამ ლოგინზე ორივე კარგად მოვთავსდებით თამარი წამოდგა , გიგამ ჭიქა გაუწოდა - მოსვი, უფრო გათამამდები თამომ ჭიქა გამოართვა , დალევა არც კი უფიქრია - იცი ? ... ისე კარგად თამაშობ რამის დავიჯერე რომ წყვილი ხართ - ანუ?... ინტერესით , შეშინებული თვალბით ახედა თამომ - ვიცი რომ ჩემგან თავის დასაღწევად თამაშობდი, ლაშას ელენე მოყავს ცოლად , ცოტა გაუჭირდა შენთვის და ჩემთვის ეთქვა , მერე კი გადაწყვიტა რომ ჩემთან საიმედო ხელში იქნები და ესე გადავწყვიტეთ რომ შენ ჩემთან ერთად წამოსულიყავი აქ , იცის რომ ჩემი გეშინიასავით და იქ ჩემთან ლაპარაკს არ მოისურვებდი - არ მჯერა - ხვალ რომ დაგირეკავს და გეტყვის რომ ვერ ჩამოდის , და მე მომენდო მაშინ ხომ დაიჯერებ - გიგა გთხოვ დამტოვე, თამარმა ჭიქა დადგა და აბაზანისკენ გაიწია , - მოიცადე აბაზანა მერე უკეთესია, თამარს ხელი მწარედ მოჰკიდა, მიიხუტა, თამარი გაუძალიანდა ვერაფერი მოახერხა , მკლავები სტკიოდა, ცრემლები წასკდა , - წინასწარ რატომ ტირი , ჯერ არაფერი მომხდარა , ვიცი რომ პირველი ღამე ალბათ ძალიან რთულად წარმოგიდგენია , პირველი ჭირს თორემ მერე შენთვითონ მომთხოვ, გიგა ბაბნიკი იყო თუმცა არც ისეთი რომ ვინმეზე ძალა ეხმარა , ახლა კი ალკოჰოლის ზემოქმედებამ და თამუნას სურვილმა ერთიანად გააგიჟა - გიგა გთხოვ , შეიძლება თამაშია მაგრამ შემიყვარდა ლაშა , მართლა შემიყვარდა , გთხოოვ გამიშვი , ძალიან გთხოვ ემუდარებოდა გოგო - და მაინც რა შეგიყვარდა , კოცნა ? ტუჩები ? იქნებ ჩემი უფრო მოგეწონოს , რაღაცის თქმა სურდა გოგოს რომ მის ტუჩებს გოგა დააცხრა , ხელი ბარძაყზე მოჰკიდა , მერე წელზე , იჭერდა , ბოლოს ხელები დაუჭირა და ლოგინისკენ უბიძგა , თამო ტიროდა , ყვირილი უნდოდა მაგრამ რცხვენოდა ამ სიტოაციის , საკუთარი თავი სძულდა , მთელი ძალით უძალიანდებოდა ,ერჩოდა , ფეხებს ურტყავდა , გიგა არ გაჩერდა , კისერზე ჩაუყვა , მერე მკერდამდე ჩავიდა , მთელს სხეულს ებატონებოდა , თამარი არ ცხრებოდა , ვერ ნებდებოდა , გიგას ტუჩების წვას გრძნობდა მხოლოდ , ტიროდა , ბღაოდა , ის იყოო გიგამ შარვალი შეიხსნა რომ თამარის თვალებს გახედა , თვალებში ღრმად ჩააჩერდა , ზიზღი , შიში და ბავშვური სასოწარკვეთა ამოიკითხა ,შენელდა , თმაზე ფრთხილად შეეხო , ტუჩებში კვლავ ნაზად აკოცა , დაყრდნო , თვალებში კვლავ მიაშტერდა , - ნუთუ მართლა არ გინდა ? ოდნავაც არ მოგწონს ჩემი შეხება ? - არ მინდა ... გთხოვ , ძალიან გთხოოვ , გევედრები , გემუდარები არ მინდა , სასოწარკვეთილი ლუღლუღებდა თამო , თან მის სხეულზე, მეორე ახურებული სხეულის შეხებას გრძნობდა, რომელსაც გასაშვებად ენანებოდა , გიგა წამოდგა , - - მაპატიე, არ ვიცი რა დამემართა , ნაძირალა ვარ , თამოს ცრემლებმა , შეშლილმა სახემ მწყობრიდან გამოიყვანა , მითხარი რომ მაპატიებ და ხვალვე გავფრინდები აქედან , წავალ აღარასდროს მნახავ , მითხარი რომ მაპატიებ , გტკივა ? ძალიან გტკივა? თამუნას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში უყურებდა იმ თვალებში რომელიც მის ყურებას გაურბოდა. - გთხოვ გიგა ,თამუნა მთელი არსებით ტიროდა , გიგას მისი დამშვიდება უნდოდა , ხელები მოხვია , გულზე მიიკრა , - არაკაცი ვარ ,რის გაკეთებას ვაპირებდი , მისმინე არაფერი მომხდარა , მაპატიე კარგი ?ჩემს თავს ვერ ვცნობ , არ ვიცი რა დამმართე მაგრამ ... თამარი აკანკალებული პენუარ შემოხეული იჯდა საწოლზე და ჯერ კიდევ კანკალებდა - აღარასდროს მოგეკარები გესმის , აღარასდროს - სულ ცოტა გაკლდა და... ამოილუღლუღა თამარმა - ცოტა მაკლდა და შენს სხეულსა და სულს დავასახიჩრებდი , ჩემი კაცობა უკვე დავასახიჩრე, მეთვითონ ვერასდროს ვაპატიებ ამას საკუთარ თავს- მხოლოდ ესღა თქვა და ოთახის კარი გაიხურა გიგამ. ხო, ერთი უმწიკლობა არ დაუკარგავს თამარს , თუმცა იმ ღამეს საკუთარი თავმოყვარეობა , საკუთარი თავის რწმენა და იმედი დაკარგა , აბაზანაში შევიდა და ყველა იმ ადგილს სიმწრით იხეხავდა რასაც გიგა ეხებოდა. როგორ თავადაც არ იცოდა , მაგრამ გათენდა , მთელი ღამე ფანჯარასთან გაატარა და ფიქრობდა ბევრ რამეზ ფიქრობდა , აუზთან შეზლონგზე ჩამომჯდარ გიგას ხედავდა , ხელებში რომ ჩაერგო თავი და შიგადაშიგ ბოლთას სცემდა . გიგამაც გაათენა , უფრო და უფრო აწვებოდა ყელში ბურთი , თავს არარაობად გრძნობდა , თითოეულ შეხებას ნანობდა , თამუნას ცრემლიანი , ბავშვური სახე ედგა თვალწინ , ასე ძალიან რომ აშინებდა გიგას შეხება , აქამდე ყველა ქალი სიამოვნებით ემონებოდა გიგას სხეულს ,გიგა ხვდებოდა რომ ყველა მის ყოფილსა და თამარს შორის დიდი უფსკრული იყო, ხვდებოდა რომ ამ უფსკრულში ჩაიძირა , საკუთარი გრძნობები ვერ მოეთოკა და რამის გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა ... “სულ ცოტა გაკლდა და...” გამუდმებით ესმოდა თამარის ხმა , სხვა ვერაფერზე ფიქრობდა , რამის სამუდამოდ დაუსახიჩრა გოგოს ცხოვრება , ამ ყველაფერზე ფიქრობდა და თან ენატრებოდა გოგოს სხეული რომელსაც სხვა გემო ჰქონდა , სხვა სურნელი , წამით ისიც კი წარმოიდგინა როგორი იქნებოდა ყველაფერი თამუნას რომ ეს სდომებოდა , ამ ფიქრებს ჭკუიდან გადაჰყავდა ,არ იცოდა დილით რა იქნებოდა, ძალა მოიკრიბა და ოთახში ავიდა, თამოს ჩაი და კრუასანი აუტანა , გოგომ ხმა არ გასცა , თვალებში შეანათა და გიგას თვალებში ინხელა სინანული და სითბო ამოკითხა , ახლა იმდენად დამთბარი თვალები ჰქონდა , იმდენად განსხვავებული მზერა , აქამდე რომ წარმოდგენა არ შეეძლო - არ მშია , - გთხოვ ... მუდარა ნარევი თვალებით უყურებდა გიგა - თამუნამ ჭიქა აიღო , ჩაი მოსვა , გვერდით გაიხედა - არანაირი ახსნა არ აქვს გუშინ რაც გავაკეთე , ვიცი, არ მინდოდა , არ ვიცოდი ასე თუ გეტკინებოდა , არ ვიცოდი რომ ასეთი იყავი , ვიიცი რომ არაკაცი ვარ... თამოს უყურებდა , გოგო ხმას არ იღებდა- მითხარი , დამარტყი , გამლანძღე , რამე მითხარი , გოგოს ორივე ხელი მოჰკიდა - გიგა მტკივა ... გოგონას მხრებზე მოფარებული ხალათი გადაძვრა და მკლავზე წუხანდელი ჩალურჯებები გამოუჩნდა , ხალათი კვლავ მოიფარა , გიგა , ოთახის კუთხეში კარადას მივარდა , აფთიაქის ყუთი ამოიღო , ბამბა სპირტით დაასველა და თამოს ხალათი შეუხსნა - ჩემით ვიზამ, გიგამ სცადა თვითონ მოეწმინდა სპირტიანი ბამბით კანი - გთხოვ ნუ მეხები , ისევ მუდარით სთხოვა თამარმა - გიგამ ხელი გაუშვა , გვერდით სკამზე დაჯდა - რა გავაკეთო რომ მაპატიო, ვიცი შევცდი მაგრამ მხოლოდ კოცნა იყოო, წარმოდგენა არ მინდა დაწყებული საქმე ბოლომდე რომ მიმეყვანა მაგრამ დროულდ მოვედი გონს , ხომ ხედავ რომ ვნანობ , მითხარი რა გავაკეთო , მითხარი რა შემიძლია - დამტოვე , გთხოვ , თვალებში ახედა თამარმა - მომისმინე, კვლავ მივიდა, თამოს ხელებით თმა გადაუწია , თამოს ხელები მაჯაში მოიქცია და საოცარი სითბოთი და მზრუნველობით სავსე თვალები შეანათა , თამოს კვლავ უნდოდა გაქცეოდა თუმცა ამ თვალებიდან წამოსულმა სითბომ შეაკავა - გთხოოვ , ნუ მახსენებ , დავივიწყოთ რაც იყო , ჩურჩულით უთხრა გოგომ , გიგამ ხელებზე დაადო თავი , თამომ მისი ხელებიდან დაძვრომა სცადა , აბაზანაში გავიდა , გამოიცვალა და მალევე დაბრუნდა, გიგას თავისი ბარგი გაჰქონდა - სად მიდიხარ, - რეშეფშენს ჩავაბარებ , ლაშა რომ ჩამოვა აქ რომ არ დახვდეს , მერე ოთახიც განთავისუფლდება - არ არის საჭირო - რა.? ცოტა არ იყოს გიგა დაიბნა - არ მაინტერესებს რას იფიქრებს ლაშა , როცა განთავისუფლდება მერე გაიტანე ბარგი - მისმინე , შემთხვევით მოვისმინე მისი და ირაკლის საუბარი , სიმართლე ეგრე გავიგე , ლაშა არაფერ შუაშია, ახსნა სცადა გიგამ - და ელენე ? ელენეც შენ გამოიგონე ? - მისმინე... - ელენე არსებობს თუ არა , ხმას აუწია თამარმა - არსებობს მაგრამ ... ახსნა სცადა გიგამ - აღარ მაინტერესებს , თამუნა წამოდგა და ოთახი დატოვა ლაშა ირაკლი , დავითი და ლევანი ნაშუადღევს ჩამოვიდნენ , თამუნა ეზოში წიგნს კითხულობდა , გიგას დალაპარაკება სურდა მაგრამ ძალა არ შესწევდა კიდევ რამე ეთქვა, გიგა საშინლად გრძნობდა თავს , არ იცოდა ლაშას თვალს როგორ გაუსწორებდა , ან თამუნასთან როგორ მოიქცეოდა - ჩემი პრინცესა როგორ არის , მიუახლოვდა ლაშა თამოს - კარგად , შენ როგორ ხარ , უემოციოდ გახედა თამომ - კარგად ხარ ? რაღაც ცუდად გამოიყურები - არაფერია ცუდად მეძინა უბრალოდ , როდის მივდივართ - ჯერ ახლა ჩამოვედით , ჩაიცინა ლაშამ , ერთი ორი დღე დავრჩეთ რა - ხო როგორც გინდათ - როგორ მოთავსდით ? - ადგილები არ იყო და ერთ ნომერში მიგვიხდა დარჩენა , საუბარში გიგა ჩაერთო , ირაკლიმ და ლაშამ გაოცებული , ეჭვის თვალით გახედეს ერთმანეთს , მერე თამოს შეხედეს სადღაც შორს რომ გასცქერდა ჰორიზონტს - თამო შეიძლება ოთახში ავიდეთ და ვილაპარაკოთ ? თამო უხმოდ წამოდგა , გიგას ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე , ლაშა თამარს გაყვა , წელზე ხელი შემოხვია თუ არა ,თამომ ახედა , ხელი გააწევინა - ლაშა გთხოვ, მობეზრებული სახით გახედა თამარმა ოთახში შევიდნენ - გინდა მითხრა რომ გიგასთან გაატარე ღამე და ჩემთვის არაფერი გითქვამს ? - ხო ლაშა , ნომერი არ იყო სხვა თავისუფალი და ერთ ნომერში გავჩერდით , მოხდა რამე ? - შემომხედე, რა გჭირს თვალებზე - არაფერი , ცუდად მეძინა - თამუნა შემომხედე ნუ მატყუებ , გიგამ რამე გაწყენინა ? - თამაში საჭირო აღარ არის სიმართლე ისედაც იცის - ვინ გიგამ იცის ? - ხო შენი და ირაკლის ლაპარაკი მოუსმენია - ახლა გსაგებია , მითხარი გაწყენინა რამე ? - არაფერი , მართლა არაფერი - ახლა რა იქნება - ვერ მივხვდი რას მეკითხები - ანუ გიგამ სიმართლე იცის , ჩვენს შორის რა იქნება მეთქი - არაფერი ,მორჩა თამაში - ანუ დამთავრდა ყველაფერი ?? ლაშა კითხვის ნიშნით ეკითხებოდა თამარს - რა თქმა უნდა კი , მეგობარი მომაკითხავს , თქვენ დარჩებით ხო - მოიცადე მიდიხარ უკვე ? - ხო , საბუთებს დაგიტოვებ , დანარჩენს გიგა გეტყვის, თამომ ბარგის ჩალაგება დაიწყო - ვინ მოდის ? სადაა ახლა ? - ჩემი მეგობარი მოდის სანდრო , უკვე მალე მოვა - ამას რატომ აკეთებ ?წეღან რომ ვთქვი დავრჩეთ მეთქი რატომ არ მითხარი წასვლა თუ გინდოდა , ვეღაც მეგობარს რატომ იბარებ ამხელა გზაზე როცა მე აქვარ. ამ ყველაფერს რატომ აკეთებ ?ასე რატომ იქცევი , მოთმინება დაკარგა ლაშამ , ამ ხნის მანძილზე პირველად აუწია თამართან ხმას , დღევანდელი დღის ბრაზი მოაწვა , თამოს დასიებული თვალები რომელიც ცუდს აუწყებდა , ვერ იჯერებდა რომ წინა ღამეს არაფერი მომხდარა, შემდეგ თამარის ასეთი ქცევა , გიგასთან გათეული ღამე , მოთმინების ფიალა აევსო- ამიხსენი , ასე აპირებ წასვლას და ჩემს დაკიდებას , გინდა გამაგიჟო ? ასე აუხსნელად ? , ბოლო ხმაზე ყვიროდა ლაშა - ნუ მიყვირი , ხმას დაუწიე - იმის ღირსი არ ვიყავი წუხანდელი სიტოაცია მოგეწერა ? სხვა სასტუმროში რომ წასულიყავი ეგ არ მოგაფიქრდა ?მაინტერესებს ასე მიხდი სამაგიეროს ? ლაშა გიჟად იყო , თამუნას მკლავები მძლავრად ეჭირა - ლაშა მტკივა , ცრემლები წამოუვიდა თამოს, ჩემგან რის ახსნას ითხოვ , ხო ბოდიში რომ უხერხულში ჩაგაყენე, კარგია რომ გაირკვა ყველაფერი , შეგიძლია დაქორწინდე ელენეზე - აი თურმე რა... გიგამ გითხრა ? - რა მნიშვნელობა აქვს - მისმინე , ელენე არ მიყვარს , ნუგზარს აქვს სიმსივნე , არ ვიცი რა დრო დარჩა , მინდა რაღაცით მაინც რომ იყოს ბედნიერი , დიდი ხანია ჩემს დაოჯახებას ელოდებიან - რატომ მიხსნი ლაშა ? - იმიტომ რომ ეგ მაშინ გადავწყვიტე როცა უარი მითხარი, მამამ რომ უბრალოდ ის გაიგოს ჩვენ რომ ერთმანეთი გვიყვარს ეგეც გააბედნიერებს - აშკარად ელენეს ვერსია ჯობს ლაშა - შემომხედე თვალებში და ისე მითხარი რომ არ გიყვარვარ... ტელეფონის ხმა გაისმა , სანდრო იყო თამოს მოაკითხა, - სანდრო მოვიდა ვერ ვალოდინებ, - თამუნა წყობიდან ნუ გამოგყავარ , - ლაშა ძალიან გთხოვ , არ ვარ დღეს კარგად , სხვა დროს ვილაპარაკოთ რა, ძალიან გთხოვ , მუდარის თვალებით ახედა თვალებში - გამარჯობა , მე სანდრო - ლაშა , ხელი ჩამოართვა ლაშამ ბარგი ჩაალაგეს საბარგულში , თამო სანდროს გადაეხვია , შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ , გოგო შორიდან დაემშვიდობა ყველას,გიგა თვალს ვერ წყვეტდა, სინდისის ქენჯნა აწუხებდა - თამოს მიმიხედე, ღიმილით მიაძახა ლაშამ სანდროს და ხელი ჩამოართვა , ჩვენ თბილისში ვილაპარაკებთ - თვალებში მიაშტერდა თამოს , მანქანა დაიძრა , თამომ თავი სანდროსკენ მიატრიალა,და ღიმილით გაუგრძელა საუბარი . - ერთხანს მიმავალ მანქანას უყურეს , მერე სასტუმროში შებრუნდნენ - გიგა რა ჩაიფიქრე , პირდაპირ მიუბრუნდა ლაშა, ბიჭები გაშრნენ , სიტოაციის დაძაბვა იგრძნეს - იგივე კითხვა მაქვს , ეს ტყუილი რა საჭირო იყო - მე თამუნა მიყვარს , არ გაბედო და თითი არ დააკარო - თუ დავაკარებ ? არ გეჩვენება რომ ერთნაირი შანსები გვაქვს ? - ძალიან ცდები , თამოს უბრალოდ არასდროს მოეწონება შენნაირი ტიპი - წუხელის სხვა შთაბეჭდილება უფრო დამრჩა, ირონიული ღიმილით მიაშტერდა ლაშას სახეში - გგონია დავიჯერებ ამხელა სასტუმროში რომ თავისუფალი ნომერი არ იყო ? თუმცა იმას ნამდვილად ვერ დამაჯერებ რომ თამართან რამე გაგსვლოდა , გაბრაზებულმა ირონიითვე მიახალა გიგას სათქმელი , და ლობი ბარისკენ წავიდა, ბიჭებიც მას გაყვნენ. მწარედ მოხვდა ლაშას ნათქვამი გიგას , მართლაც კარგად იცნობდა თამოს, ისევ მომხდარი გაახსენდა , ეშინოდა რომ თამართან აღარასდროს ექნებოდა შანსი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.