შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მეორე ნაწილი თავი 3


6-09-2018, 16:53
ავტორი zia-maria
ნანახია 2 887

უკვე აცივდა,დღემაც მოიკლო და მოკლე დღეში სიცივისგან გათოშილი სახლში რომ შეხვალ და აგიზგიზებული ბუხარს მიუჯდები,გაყინულ ძვლებს გაითბობ მოცვის ჩაით.უეცრად თვალი გაგიშტერდება და ისეთი შეგრძნება დაგრჩება,თითქოს ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლის ენები ერთმანეთს რაღაცაზე ეჭორავებიან.იქნებ ჩემი ცხოვრების უფერულ დღეებზე ჭორაობენ,არა ისინი იმ ჩემს საუცხოო მეგობრებზე საუბრობენ გულს რომ ასე ძალიან მითბობენ.იქნებ სულაც იმ პრობლემებზე ჭორაობენ,ირგვლივ რომ ტრიალებს.რამდენი გაჭირვებული ადამიანი დადის,ზურგზე ხურჯინივით დარდ მოკიდებული,ინსტიქტურად რომ მიყვებიან გზას.ალბათ მეც მათსავით რამდენჯერ მივლია დარდიანს,მეც ინსტიქტურად გავყოლილვარ გზას,გზას რომელსაც საბოლოოდ იქ მივყავარ სადაც ჩემი სულის სინათლე მელოდება,მაგრამ გულში მაინც ბნელია.ეს ის გზაა რომლის ბოლო თავბრუს მახვევს და იქ მისული გრძნობებში ვიძირები.იქ ხომ ჩემი მარტოობის კარიბჭე იღება,რომელიც მხოლოდ მე ვიცი თუ როგორ ავის მომასწავლებლად ბუტბუტებს.მაგიდაზე ჩამოედო თავი დაღლილს და ფიქრებში ჩაძირულს ძილიც მორეოდა,მაგრამ ადგა გაიარ-გამოიარა ფიქრებით გულდამძიმებულმა სიგარეტი ამოიღო და რამოდენიმე ღერის ნიკოტინი ჩაუშვა ფილტვებში,ისევ მაგიდას მიუჯდა და საქმეს მიუბრუნდა.ალექსი და ბექა კომპანიაში დაბრუნდნენ,გიორგის კაბინეტისკენ აიღეს გეზი,რომ ბექამ ვახო დაინახა,რომელიც მართას კაბინეტთან იდგა მოშორებით და გაბრაზებული უცქერდა იმ მამაკაცს რომელიც მართას მაგიდასთან იჯდა და მართას თვალებში შესციცინებდა.ბექამ გარემო დაზვერა,მიხვდა ვახოს სიბრაზის მიზეზს მხარზე ფრთხილად დაადო ხელი და ვითომ გაკვირვებულმა შეეკითხა.
-ვახო აქ რას აკეთებ,ელოდები ვინმეს?
-იმ სულიერს ველოდები აქედან გასული ძვლებში რომ გავასწორო,მოხრილია მხრებში და არ უხდება.
-და შენც ელოდები როდის წავა?
-მართალი ხარ,ველოდები როდს წავა ახლა დავფიქრდი და დავრწმუნდი, ძვლებში დამტვრევა არ უშველის,უკეთესია ხერხემალში თუ გადავტეხავ.
-წარმატებები.მხარზე დაკრა მსუბუქად ხელი ბექამ და გაეცალა.
-თუ დაგჭირდე,აქვე ვარ და დამიძახე.თვალი ჩაუკრა ალექსიმ და სამივეს გაეცინა.მათ სიცილზე გიორგი გამოვიდა და ბექამ შეხედა თუ არა ჩაილაპარაკა.
-ოჰოჰოოო,მოდის.ალექსიმ გაიხედა და ბექას უთხრა.
-დაგერხა მეგობარო,სამსახურში დადიხარ თუ სასეირნოდ.
-ალექს სულ არ გაგიმართლებს და ერთ დღეს მოგხვდება ჩემი მუჭი.შეუბღვირა ბექამ და მოახლოვებულ გიორგის უთხრა.
-რა მოგივიდა,სიცხე გაქვს?
-სიცხე შენ და შენს ცოლს გაქვს,სად ხართ ან ერთი და ან მეორე.რატომ არ ფიქრობთ რამეზე,რატომ იცით გამოთიშვა ზოგჯერ და მიდიხართ ისე არც კითხულობთ გიშვებს უფროსი თუ არა.
-გარეთ ვიყავით გასული და აი სტუმარიც მოგიყვანე,ასე უნდა შეხვდე?
-ალექსანდრეს უშენოდ გზა ეშლებოდა და ვერ მომაგნებდა? სად იყავით,დალიეთ?
-ეს რა შეურაცყოფაა უფროსო,მე რიდის მოვკიდე ხელი ჭიქას უშენოდ.როგორ უნდა გადამივიდეს ყელში ღვინო,როცა შენ ჩემს გვერდით არ ხარ.უთხრა ბექამ და გიორგიც გააცინა.
-სად იყავი,ან შენ აქ საიდან და როგორ.მიუბრუნდა ალექსის და გადაეხვია.
-ამის ბრალია,დაგვირეკა და ორივე გაგვიყვანა სასწრაფო საქმე მაქვსო და რუსოსთან წაგვიყვანა ამ ავადმყოფმა.უთხარი გიორგის ეწყინებათქო,მაგრამ მომისმინა?
-რუსოსთან? ჩემთან იყავით სახლში?
-კი გენაცვალე და დღეს გემრიელი ვახშამი უნდა ვჭამოთ,ანაც იქ არის რუსოს ეხმარება.
-ანა? კარგი,მე რამეს შევუკვეთავ.
-რატომ? გაუკვირდა ალექსის.
-ანამ ალბად ჩემი მოკვლა განიზრახა ან უეჭველი რაღაც უნდა რომ მთხოვოს,მაგრამ რა ეს არ ვიცი.ალექსიმ ჩაახველა და გიორგის შეხედა.
-გიორგი შენთან მოვედი,რომ სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო.
-რა ხდება,რამე დახმარება გჭირდება?
-არა,არა ყველა კარგადაა ნუ ანერვიულდი.მე შენზე მინდა დაგელაპარაკო.
-ჩემზე? გაოცებულმა თითი მიიდო გულზე გიორგიმ და ჯერ ბექას შეხედა და შემდეგ ისევ ალექსის.-ძალიან დამაბნიე ალექს,მივხვდი რაღაც მნიშვნელოვანი გინდა მითხრა მაგრამ ჯერ ვერ ჩავწვდი შენი სიტყვების აზრს.მოდი რა კაბინეტში შევიდეთ და რაც კი სათქმელი გაქვს პირდაპირ მითხარი რისი თქმაც გინდა,ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე.კაბინეტში შევიდნენ და ალექსის ძალიან უჭირდა საუბრის დაწყება,ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო და უთხრა.
-ნუ მიყურებ მასე,ვცდილობ გიორგი მართლა ძალიან ვცდილობ აღელვების გარეშე გითხრა,მაგრამ ჩემთვისაც რთულია ამ ყველაფერის თქმა.
-ღმერთო,რამე შარში გაეხვიე?
-არა,არა არანაირი შარი და ასეთები მაგ ასაკიდან დიდი ხნის წინ გამოვედი.
-დაიწყე ალექს სანამ გავბრაზდები.
-ძალა მოიკრიბე და უთხარი ალექს.გაამხნევა ბექამ ალექსი,გიორგი კი ხან ერთს უცქერდა და ხან მეორეს.
-გიორგი დრომ თქვა თუ აქვს ნათქვამი ,,გამომყევი და ერთ დღეს საჭირო ადგილას მიგიყვანო'' და ამ თქმულების სისწორეში მე დღეს დავრწმუნდი.
-რა მოხდა,სად იყავი ასე რომ გიჭირს თქმა.
-სიცოცხლეს ხომ ღმერთი გვჩუქნის ყველა მოკვდავს და როგორიც არ უნდა იყოს ის მარტივი თუ რთული,წავიქცევით თუ ავდგებით ეს გზა ყველა ჩვენი გასავლელია და რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოს უნდა გავიაროთ,მაგრამ ღირსეულად რა თქმა უნდა.მთავარი ხომ ის არის ამ გზაზე ტკივილმა სულით არ დაგვცეს,ძალას დარწმუნებული ვარ უფალი მოგვცემს რომ გავუმკლავდეთ ამ გზაზე მოვლენილ რთულ მოვლენებს.
-მაინც ვერ მივხვდი რა გინდა მითხრა.
-მომისმინე და არ შემაწყვეტინო.დღეს შემთხვეით ერთ გოგონას შევხვდი და მისი ნახვით დიდი შოკი მივიღე,ისე შემეკრა სუნთქვა ცოტაც და ალბად გული გამიჩერდებოდა.
-რატომ რამე დაემართა? ხელში ჩაგაკვდა?
-გიორგი ის გოგონა როგორც ვაშლი გაგიჭრია ისე ჰგავს ჩვენს მარიამს.
-მარიამს? ჩემს მარიამს? კიდევ უფრო დიდი გაოცება იკითხებოდა გიორგის თვალებში.შემდეგ წამოდგა,ჭიქით წყალი აიღო ხელი დაისველა და სახეზე მოისვა.
-ლექსო დალაგებულად ამიხსენი,დღეს რა შეგემთხვა.
-ანა მოვიკითხე ტელეფონით და უეცრად შევხედე გოგონას რომელიც იდგა და მიცქერდა,შემდეგ გზა გადაკვეთა და საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა.ისე დავიბენი ფეხები მომწყდა და რამოდენიმე წუთი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვახერხე,შემდეგ კი მოვწყდი ადგილს და უკან გავყევი,ორჯერ დავუძახე მარიამ,მარიამ მაგრამ არ მომიხედა.მივყვებოდი უკან და ვხედავდი მაღაზიებში შედიოდა,იქედან კი დაღონებული სახით გამოდიოდა.როგორც შევატყვე დაიღალა და ერთ-ერთ სკვერში შევიდა იქ დაჯდა სულის მოსაბრუნებლად.
-არ მიდი ახლოს,არ დაელაპარაკე? აღელვება დაეტყო გიორგის სახეზე.
-მივედი,დაველაპარაკე და სახელიც გავიგე,მას ლილიანა ჰქვია და სამსახურს ეძებს 33-35 წლის არის მაგრამ სახე ბავშვივით აქვს,თვალები კი შავი როგორც ჩვენს მარიამს ჰქონდა სწორედ ის შავი თვალები მიცქერდნენ დღეს.
-კიდევ კარგი მე არ ვიყავი შენს ადგილზე,თორემ გული გამისკდებოდა.
-ფოტო მაქვს,გინდა გაჩვენო? გიორგიმ თავი დაუქნია და ალექსიმაც გაუწოდა ტელეფონი,დააკვირდა და თქვა.
-ახლა კი დარწმუნებით გეტყვი,რომ მე შენს ადგილზე ინფაქტი მომივიდოდა,ან რატომ ჰგავს ასე ძალიან იქნებ რამე კავშირშია თქვენს ნათესაურ კავშირთან?
-არა,არა გოგონა სულ უცხოა.
-ყველაფერი ხდება ალექს.
-არა,არა ნუ ჩაიდებ თავში რამეს გოგონა საერთოდ უცხოა.მე მისი ტელეფონის ნომერი მაქვს და ვიფიქრე დამხმარე გჭირდება ოჯახში,მოდი დავურეკოთ ლილიანას და გავესაუბროთ,შენ კი შორიდან შეხედე და შემდეგ შენც დაელაპარაკები.
-არ ვიცი ალექს,შევძლებ?
-უნდა შეძლო,გიორგი ვინ იცის იქნებ ეს გოგონა თვით მარიამმა გამოგიგზავნა.
-იცი როგორ ვარ ეს ბოლო პერიოდი? ხიდან მოწყვეტილ უკანასკნელ ფოთლს ვგავარ ქარი რომ აქეთ იქეთ თავის ნებაზე დამაფარფატებს,სადღაც უსასრულობაში გადამკარგავს და ნელ-ნელა ვცდილობ დაბრუნებას,იქ სადაც ჩემი ადგილია.
-გიორგი ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი ხეს უკან არ უბრუნდება,მაგრამ გაზაფხულზე იმოსება ახალი ფოთლებით.ასეა ადამიანის ცხოვრებაც,წარსულს არასდროს ვუბრუნდებით და უკეთესი მომავლის იმედით,ახალ გზებს ვეძებთ,არ ვიცით გაგვიმართლებს თუ არა, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას ვცდილობთ.
-დრო,დრო ისე სწრაფად გარბის,თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ, დრო მიჰქრის მეგობრებო,მინდა დავეწიო მაგრამ ვერ ვეწევი.სადღაც,რაღაც მონაკვეთში ჩამოვრჩები და უგზო-უკვლოდ დავეხეტები, მერე ისევ ჩავეჭიდები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდევ,დრო ისეთი ცოტა გვაქვს სიყვარულისთვის,ხშირად ვერ ვამბობთ მთავარ სათქმელს,სამაგიეროდ ბევრი გვაქვს დრო საწყენად,საჭორაოდ,ვიღაცისთვის გულის სატკენად.არა და დრო ისე მიისწრაფის,წესით მხოლოდ სიყვარულისთვის უნდა გვეცალოს,მიისწრაფის,მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი რისკენ,გარბის თითქოს ცდილობს რაღაცას ან ვიღაცას დაეწიოს,თანდათან უფრო უმატებს ამ სისწრაფეს,თან ცდილობს ამ სისწრაფეში ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს.გიორგის ცრემლი მოერია და თავი დახარა,ამ დროს გარედან ხმაური შემოესმათ და სამივე ფეხზე წამოდგა გარეთ გავიდნენ და შეხედეს რომ ვახოს ხელი მოეკიდა უცნობი მამაკაცისთვის და უყვიროდა.
-ვახო რა ხდება,რა გჭირს გაუშვი ხელი.უყვირა გიორგიმ და ორივეს მკაცრად შეხედა.მამაკაცმა სათვალე გაისწორა,ტანზე ირიბად შენოხვეული კოსტუმი გაისწორა და უხმოდ დატოვა კომპანია,ვახომ კი მიაძახა.
-სხვა იურისტი ეძებეთ.შემდეგ მართას მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა.
-რატომ უცინოდი,ხომ შეხედე რომ წასვლას არ ფიქრობდა და უკვე ფლირტზე გადავიდა,რატომ არ მოიშორე თავიდან.
-ვახო ზედმეტი მოგდის,ის ხომ კლიენტია და წადითქო როგორ მეთქვა.
-კლიენტი? ასე უნდა უცინო ყველა კლიენტს? ალბად რომელიმე კლიენტმა რომ გითხრა საწოლში შემოგიწვებიო,შენც დათანხმდები.
-რა თქვი? რა თქვი,გაიმეორე.უყვირა მართამ და გაშლილი ხელი სახეში გაარტყა ვახოს რომელიც გარტყმას არ ელოდა და გაშტერებული უცქერდა მართას.
-ორი მეტრის რადიუსშიც არ იფიქრო ჩემთან მოახლოვება.უთხრა მართამ და ცრემლი ვერ შეიკავა,ჩანთა აიღო და წავიდა.გიორგიმ გაბრაზებულმა შეხედა ვახოს და უყვირა.
-შენ რა სულ გარეკე თუ ჭკუა სულ დაგაკარგვინა შენმა იდიოტურმა ქცევებმა.
-შემეშვი ნათლია ახლა ისეთ ხასიათზე ვარ,ვიღაცა შემომაკვდება.
-დამშვიდდი,დაწყნარდი და დაიმახსოვრე როცა უყვართ ასე არ იქცევიან შვილო რადგან მათ სიყვარულში ნდობა არის.ცხოვრებამ ღირსი გაგხადა გიყვარდეს და როცა გიყვარს იქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს ეჭვიანობას.არ შეიძლება,შესაძლებელია შენი ქცევით საყვარელ ადამიანს სული დაუზიანო და ისიც შესაძლებელია სიყვარული მისთვის სიძულვილად გადაიქცეს.დროზე,დღესვე გამოასწორე შენი დაშვებული შეცდომა რომ შემდეგში ეს სიყვარული მწარე ტკივილი არ გახდეს შენთვის.ვახომ თვალი გააყოლა უკვე საკმაოდ შორს წასულ მართას და თავადაც სირბილით გავარდა კომპანიიდან.ლუკას დაურეკა და ბარში თხოვა მისვლა,ლუკამაც არ დააგვიანა და მალე ერთმანეთის პირის პირ იჯდა მეგობრები,ლუკა მშვიდად ვახოსთვის კი ჯერაც არ გადაევლო სიბრაზეს და ბოლს უშვებდა.
-რა გჭირს,რა მოხდა რა მოჟამულ ხასიათზე ხარ.
-მოვკლავ,გეფიცები შემომაკვდება ხელში.
-ვისზე ხარ გაბრაზებული ვის ეჩხუბე, ვის კლავ, რას გავხარ.
-იცი როგორ უცინოდა მის წინ მჯდარ კლიენტს?
-მოიცადე,მოიცადე შენ რა მართაზე იეჭვიანე?
-რომ შევხედე როგორ ჟღურტულებდნენ ერთად სისხლი თავში ამივარდა,რომ არა ნათლიას გამოჩენა ალბად ძვლებში დავამტვრევდი.ლუკამ ჯერ უყურა ვახოს და შემდეგ გულიანად გადაიხარხარა.
-რა გაცინებს,მე ისევ ვბრაზობ და შენ დამცინი? გაუჯავრდა ვახო.
-გინდა ჭკუა ასწავლო? უთხრა ლუკამ და თვალები აუციმციმა ვახოს.
-რას მიჟუჟუნებ თვალებს ჟუჟუნა წვიმასავით,თუ რამე გეგმა გაქვს მითხარი.შეუღრინა ვახომ.
-მოკლედ............................ლუკამ მისი გეგმა გააცნო და ვახოც ჩაფიქრდა.
-მომწონს შენი იდეა,მაგრამ ნათლიას დაველაპარაკები და კომპანიაში გადავალ.
-ჯერ არა იდიოტო.
-რატომ? გაუკვირდა ვახოს.
-გადადი,მაგრამ ჯერ არა მიგიხვდება.
-მართალი ხარ.
-ჯერ 3-4 დღე დაიცადე,მანამდე კი ერთი სატელეფონო ზარით გააშტერე.
-როგორ.
-მაგ თემა მე მომანდე.
-კარგი,როცა თავყრილობა გვექნება ეგ მაშინ.ერთი სიტყვით გეგმა შეადგინეს და ერთმანეთს დაშორდნენ.გიორგი,ბექა და ლექსო სახლში წავიდნენ და გიორგი ჯერ კიდევ ვახოზე ფიქრობდა.
-ვახოზე ფიქრობ?
-თუ არ შეიცვალა გაუჭირდება, ჯერ საყვარელ ადამიანს ასე ყიველთვის გულს ატკენს და შემდეგ ფიცხია ძალიან.
-გეთანხმები,ფიცხია.
-შეყვარებული ადამიანია,თქვენ არ იყავით შეყვარებულები თუ დაგავოწყდათ თქვენი დრო.უთხრა ორივეს ღიმილით ალექსიმ.სახლში მივიდნენ და გიორგი პირდაპირ სამზარეულოში შევიდა,ანას წინსაფარი გაეკეთებინა ქვაბს ურევდა.
-დედა,მე შენ და მამა ამ კერძს არ შევჭამთ.
-რატომ შვილო? გაკვირვებულმა შეხედა რუსომ შვილს.
-გველგესლამ ჩვენი მოწამვლა გადაწყვიტა,რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
-დაგიდუმდა ენა იდიოტო,მართლა უნდა ჩაგიყარო ერთ დღეს თაგვის საწამლავი და თვალები დაგაკუსიო.
-გესმის? დღეს ყველა იქნება აქ და ალბად ვერ გაბედა.
-როდის უნდა დასერიოზულდეთ,თქვენს დაშუშებას რომ არ დაადგა საშველი.გაეცინა რუსოს.ვახო და ლუკა საღამოს გიორგისთან შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე ჩუმად იჯდა,ანამ ბექა დაიმარტოხელა თუ არა კითხვებით აავსო.
-რა გადაწყვიტეთ,რა თქვა გიორგიმ თანახმაა?რუსოც იქვე იყო და ყურადღებით უსმენდა ბექას.
-დავჯდებით და დავილაპარაკებთ,მაგრამ რომ დაგამშვიდოთ ვფიქრომ არ უნდა იყოს წინააღმდეგი.
-დაიღალა,მარტოობამ დაღალა და არც უნდა რომ გამოტყდეს.თქვა რუსომ.
-მეც სწორედ ასე ვფიქრობ რუსო.
-ღმერთო მაღალო,გთხოვ გადმოხედე ჩემს შვილს.ყველამ მოიყარა თავი,სახლში ალექსანდრე და მართა შემოვიდა რომელსაც საერთოდ არ გაუხედია ვახოსკენ რამაც ვახო უფრო გააბრაზა,ლუკას შეხედა და მანაც თვალი ჩაუკრა მიხვდა რომ ლუკამ რაღაც ჩაიფიქრა.წამოდგა სამზარეულოში გავიდა და ტელეფონი დივანზე დატოვა,მალე უცხო ნომერი დაფიქსირდა ვახოს ტელეფონზე,ლუკამ დააკვირდა და ვახოს გასძახა.
-უცხო ნომერია ვახო.
-უპასუხე,სამსახურის თაობაზე იქნება.ლუკამაც უპასუხა და ქალის გასაოცრად ნაზი ხმა შემოესმა.
-გისმენთ.
-ვახოოოოოო.
-ვინ ბრძანდებით.
-ვახო მინდოდა,თქვენ არ ხართ ვახო?
-არა ამ წუთში დავუძახებ.ლუკამ ვახოს მიაწოდა ტელეფონი და ამ ყველაფერს გიორგი ყურადღებით ადევნებდა თვალს,პერიოდულად დრო და დრო კი მართას უცქერდა,რომელიც მზად იყო ტირილის დასაწყებად.
-გისმენთ,ვახო ვარ.
-ვახო როგორ ხარ,დღეს შევძლებ შენს ნახვას?
-უკაცრავად,მაგრამ ვერ მივხვდი ვინ ხართ.
-ვახო,ვახო რა მალე გცოდნია ქალის დავიწყება.ვახო სილვია ვარ,ბარში გავიცაბით ერთმანეთი.ვახომ თვალი მოავლო ყველას და გიორგის სიბრაზით ანთებულ თვალებს რომ შეხედა თვალი აარიდა,წამოდგა და გარეთ გავიდა,ლუკაც თან გაყვა.
-ააა,სილვია როგორ ხარ.
-როგორც იქნა მიხვდი ვინც ვარ.მოხვალ?
-კი,კი შეგხვდები მოგვიანებით მოვალ,ერთ საათში ბარში ვიქნები და გნახავ.ტელეფონი გათიშა და ლუკამაც უთხრა სიცილით.
-რაო ვახუნხუნო გავვოცდითო?
-რატომ არ გამაფრთხილე,რა იდიოტი ხარ ლუკა.
-შენ უნდა შეგეხედა მართას რა სახე ჰქონდა და გიორგი ალბად მოგკლავს,ისე რომ არც გაგაფრთხილებს.
-ლუკა მარტო დაგვტოვე.ვახოს უკან გიორგი იდგა.
-ცუდი არაფერი არ იფიქრო,ეს ჩემი გეგმა იყო მართას საეჭვიანოდ.გაეცინა ლუკას მაგრამ გიორგის სახეზე ნაკვთიც არ შერხეულა და თავადაც დასერიოზულდა.
-მერე გგონიათ საქმე გააკეთეთ? რა მოიგეთ,უფრო რომ ატკინე გოგოს გული ახლა უკეთესად გრძნობ თავს? ცოტა დასერიოზულდით და სერიოზულობას მიეჩვიეთ და როცა სერიოზული თემა გაქვთ განსახილველი სერიოზულად მიუდექით.გამონახე მომენტი და ბოდიში მოუხადე მართას შენ დააშავე და შენვე გამოასწორე შენი შეცდომა.
-ვიცი,რომ დავაშავე მაგრამ არც ის მოიქცა სწორად.
-ვახოოო..............დაიჭექა გიორგის ხმამ ისე მკაცრად რომ სახლშიდაც გაიყურსა ყველა.
-ვახომ რაღც დააშავააა.ჩაუმღერა ლაშამ და ალიკას გახედა.ამ დროს გიორგი სახლში შემოვიდა და გაუცნობიერებლად დაიღმუივლა.
-უუუუ,რაც უფრო გაიზარდნენ ისე დავირდნენ,მათ სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს.
-ეეეეე,ახლა სანაპიროზე თეთრ ქვიშაში მზეზე წოლა,სუფთა კრიალა ზღვა,ჩაცივებული ლუდი და ჩვენი სამეგობრო სრულყოფილად ერთად არ გინდათ? თქვა ალექსანდრემ და ყველას მოავლო თვალი.
-თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე და ჩემმა ქმარმა უნდა დავისვენოთ,გოგის დასვენება უნდა და მშვიდი გარემო.
-წადით დედა,შენ მხოლოდ თქვი სად გინდა წასვლა და სხვა ჩემზე იყოს,გადაღლილი ხარ და დასვენება გჭირდება.
-აქ სანამ არ დავტოვებ ვინმეს რომ მოგხედოს,ისე არსადაც არ წავალ.თქვა რუსომ.
-აი უკვე მოვედით სწორედ იმ თემასთან რაზედაც შევიკრიბეთ,მოკლედ გიორგი ოჯახში დამხმარე გჭირდება,ხოდა დაურეკავს ალექსი ლილიანას რომელსაც სამუშაო სჭირდება და შენც დაგეხმარება.
-ბექა ხომ გითხარი დავფიქრდებითქო.წარბები შეუყარა ბექას გიორგიმ.
-ხოდა ახლაა პასუხის დრო,გელოდებით ამდენი ხალხი რას გადაწყვიყტავ.
-შენთან არაფლის შეთანხმება არ შეიძლება,რადგან რასაც იტყვი ისე იცი გაჯინება სანამ არ აისრულებ შენს ჩანაფიქრს ვერ ისვენებ,ბექა მოუსვენრობისგან სუნთქვა გეკეტება.ბექამ და სხვებმაც გულიანად იცინეს და სიცილით უთხრა ბექამ გიორგის.
-შენ დაგეკეტა სუნთქვა,შენზე ვფიქრობთ ყველა შენზე,შენ ხისთავიანო.ბექამ სიცილით მიუბრუნდა ალექსის და უთხრა.
-დაურეკე ალექს ლილიანას რომ ახლავეს მოვიდეს.ალექსიმ გიორგის შეხედა და მანაც ღიმილით დაუქნია თავი და თან უთხრა.
-დაურეკე ალექს ამას მაინც ვერ გავექცევი და ვერც დავემალები,იქნებ დამშვიდდეთ ყველა.ალექსიმ ლილიანას ნომერი მოძებნა ტელეფონში და დაურეკა.
-გამარჯობა ლილიანა ალექსი ვარ.
-გიცანი ალექს როგორ ხარ,ჯერ არ ველოდი შენგან ზარს.
-დაგირეკე თუ შეძლებ დღესვე მოხვიდე გასაუბრებაზე.
-უკვე გვიან არის ალექს მერე უკან დაბრუნება დამაგვიანდება.
-ეს არ იჯავრო,თუ მოილაპარაკებთ აქვე დარჩები.
-დარწმუნებული ხარ? იქნებ მას არ მოვეწნო.
-მოკლედ მანქანას გამოგიგზავნით და ამ ნომერზე მომწერე შენი მისამართი.
-რამოდენიმე წუთში მიიღო ალექსიმ ლილიანას სახლის მისამართი,სადაც ბექამ ლუკა და ვახო გაუშვა.ნერვიულობდნენ ლილიანას მოლოდინში,ის ხომ მხოლოდ ალექსის ჰყავდა ნახული და არ იცოდნენ რა რეაქცია ექნებოდათ მის შეხედვაზე.ვახო მივიდა საჭირო მისამართზე და სიგნალი მისცა,ცოტა ხანში კი მათ წინ საოცარი სურათი გადაიშალა.ბავშვებს მხოლოდ ფოტოზე ჰყავდათ ნახული მარიამი,მაგრამ მათ წინ იმ წუთში ცოცხლად მოდიოდა მარიამი.ლუკა დაიბნა და ჩაილაპარაკა.
-ახლა მივხვდი მათი დღევანდელი თავშეყრის მთავარი მიზანი რაც არის,არა ვინც არის.
-ლუკა როგორ ფიქრობ,როგორი რეაქცია ექნება ნათლიას ამ ქალს რომ შეხედავს.ისე შეეკითხა ვახომ ლუკას მათკენ მომავალი ელეგანტური ქალბატონისთვის თვალი არ მოუშორებიათ.
-არ ვიცი,არ მინდა წინასწარ ვიფიქრო მაგ თემაზე,ვიცი მხოლოდ ის,რომ იქ სასწაული მოხდება.
-მართალი ხარ და მოდი მათთან ერთად ჩვენც დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.ლუკა მანქანიდან გადავიდა და ენის ბორძიკით მიესალმა მომღიმარ ულამაზეს ქალბატპნს.
-გამარჯობათ,თქვენ........
-გამარჯობათ,მე ლილიანა ვარ ალექსიმ გამოგაგზავნათ?
-დიახ,დიახ ჩვენ მიგიყვანთ დანიშნულების ადგილზე.უხმოდ მიდიოდნენ,რომ უეცრად ლილიანამ შეეკითხა ბიჭებს.
-შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-კი როგორ არა.მიუბრუინდა ვახო.
-შეიძლება გავიგო, რატომ ხართ ასე დაძაბულები?
ჩვენ? არა,ალბად მოგეჩვენათ.უთხრა ვახომ და ლუკა უფრო შოკში იყო რადგან ის უფრო იცნობდა მარიამს ვახოზე მეტად ფოტოებით და დედის მონაყოლი ისტორიებით.







№1  offline წევრი marikuna18

პირველი ვარ???????????????? ვაიმე ნეტა იცოდე როგორ განახარე რომ გააგრძელე წეფა თითქოს რაღაც მაკლდა ამ ისტორიის გარეშე ♥♥♥♥დიდი წარმატებები შენ♥♥♥

 


№2 სტუმარი nuca

au sanam wakitxvas daviwkeb icit ra mainteresebs? igive istoria grdzeldeba igive personajebze tu shecvlilia rame ?

 


№3  offline წევრი მია15

ვაიმე როგორ ველოდებოდი როდის დადებდი.ძალიან კარგია
ველი შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

მაგარი გოგო ხარ მაგრამ არ ვიცი მე მეცოტავა არ ვიცი პატარა იყოო?

 


№5  offline მოდერი zia-maria

nuca
au sanam wakitxvas daviwkeb icit ra mainteresebs? igive istoria grdzeldeba igive personajebze tu shecvlilia rame ?

blush იგივე ისტორიაა,იგივე პერსონაჟებით . kissing_heart

სტუმარი მაკო
მაგარი გოგო ხარ მაგრამ არ ვიცი მე მეცოტავა არ ვიცი პატარა იყოო?

scream არაა პატარა,ნორმალურია მაგრამ რომ კითხულობ მეტი და მეტი გინდა wink ასე რომ სხვა დანარჩენს ხვალინდელ ნაწილში გაიგებთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი სოფო

ვგიჟდები მე შენზე და შენს შემოქმედებაზეეე ეს ისტორია არის ჩემი ნარკოტიკიი ვერ ვძღებიი სულ მინდაა დაუსრულებლად ვკითხულობდე ამ ისტორიას ისეთიაა საოცარიი მაგარიიი გოგო ხარ ძალიააან :* <3

 


№7  offline მოდერი zia-maria

სტუმარი სოფო
ვგიჟდები მე შენზე და შენს შემოქმედებაზეეე ეს ისტორია არის ჩემი ნარკოტიკიი ვერ ვძღებიი სულ მინდაა დაუსრულებლად ვკითხულობდე ამ ისტორიას ისეთიაა საოცარიი მაგარიიი გოგო ხარ ძალიააან :* <3

scream scream heart_eyes და მეც რომ მაგიჯებ,სწორედ ამიტომ ვამზადებ ხვალისთვის მეოთხე თავს რომ არ გალოდინოთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent