სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მეორე ნაწილი თავი 4
-მოვედით,ეს სახლია.სიჩუმე ვახომ დაარღვია. -ეს სახლია? ეს ხომ სასახლეს უფრო ჰგავს.თქვა ლილიანამ და სახლის მაღალი კედლები შეათვალიერა.აქამდე მდუმარე ლუკამ მიუბრუნდა ლილიანას და უთხრა. -სამი რამ,მხოლოდ სამი რამ დაიმახსოვრე ლილიანა.სიტყვა,შესაძლებლობა და დრო.ეს სამი რამ რაც არ უნდა დაკარგო ამ სახლში ყოფნის ბოლო წუთამდე,რაც არ უნდა კალაპოტიდან ამოვარდე.ესენია ღირსება,შენი სიმშვიდე და იმედი. -მადლობა,მაგრამ რატომ მეუბნები უნდა მეშინოდეს? -არა შიში არაფლის და არავინის არ გქონდეს,მაგრამ მე გაგაფრთხილე იმ გრძნობების შესახებ,რასაც ძია ყველაზე და ყველაფერზე მეტად აფასებს ცხოვრებაში. -საუკეთესო ხარ, ლუკა მადლობა. -ჩემი სახელი თქვენ იცით? ლილიანა დაიბნა და მაგრამ უცებ უთხრა. -ალექსიმ მითხრა ლუკა მოგაკითხავსო.ეჭვის თვალით შეხედა ლუკამ ლილიანას და შემდეგ ვახოსაც შეხედა,ასე გაოცებულები წავიდნენ სახლისკენ. -მოვიდნენ.თქვა ანამ და ფეხზე წამოდგა.პირველი ვახო შევიდა სახლში,შემდეგ ლილიანა და უკან ლუკა დაფიქრებული მოყვებოდა.ყველა ლილიანას მიაჩერდა,გიორგი ზურგით იდგა და ლილიანას ხმა მოესმა თუ არა შიგ გულში გაიარა.ნელა-ნელა შემობრუინდა და ჭიქა რომელიც ხელში ეჭირა ისე გაუვარდა ხელიდან ვერც კი მიხვდა,მისი თვალები ლილიანას შავ თვალებში ჩაიკარგა. -მივჩერებოდი მის შავ თვალებს და საკუთარ გულში ჩავიხედე,იქ რა ხდებოდა? იქ გამოკეტილი სიბრაზე მძვინვარებდა და კარების გამოგლეჯას ლამობდა,სიმშვიდე ყარაულად ედგა სიბრაზეს და არ აძლევდა საშუალებას კარები გაეღო.სიყვარული ისე დანავარდობდა ალბათ ბევრ სხვა გრძნობას რომ შეშურდებოდა,ჩემი სულის კედლებს აბლაბუდები მოსდებოდა,იმედი შემოვიდა გულში და მზესავით კაშკაშებდა,ყველა კუთხეს ანათებდა.რწმენა,რწმენაც გვერდს უმშვენებდა იმედს და მასთან ერთად ანათებდა,ხელს უწყობდა გონებას საუკეთესო ფიქრებს აგზავნიდა გონებისკენ,მაგრამ ჩემი გონებაც და სხეულიც პარალიზებული არის. -გიორგი როგორ ხარ.უჩურჩულა ბექამ და მკლავზე ხელი მოუჭირა. -ცოტა ხნით გარეთ გამიყვანე,ბექა ცუდად ვგრძნობ თავს.ბექამ გიორგი გარეთ გაიყვანა და ანა ლილიანას მიუბრუნდა. -მობრძანდი.ლილიანა სახლის სიღრმეში შევიდა და ყველას მოავლო თვალი. -არ შეგაშინოს ამ სიჩუმემ,შესაძლებელია დღეს ვერა მაგრამ სულ მალე გაერკვევი და ჩაწვდები ამ სიჩუმის არსს,თუ რატომ გიცქერს ყველა გაოცებული სახეებით.ჩასჩურჩულა ლუკამ და მხარზე მსუბუქად დაადო ხელი. -მო,მო,მობრძანდით აქ დაბრძანდით.დაიბნა რუსო გიორგის დაუწყო ძებნა თვალებით და რომ ვერ შეხედა ანამ უთხრა. -გარეთ გავიდა რუსო დეიდა გიორგი.რუსო გარეთ გავიდა და აკანკალებული ხმით დაუძახა გიორგის. -გიორგი სად ხარ შვილო. -აქ ვარ დედა,მაგრამ მინდა გზას დავადგე და უსასრულოდ ვიარო.მეშინია,მეშინია იმ გრძნობების ჩემს გულს რომ დაუფლებია.წასვლა მინდა შორს და საკუთარი თავის პოვნა მინდა,ამა სოფლის ორომტრიალში რომ დამკარგვია. -ყველაზე რთული მონატრებისგან გამოწვეული ტკივილია,ეს იგივეა რაც ჭრილობაზე მალამოს წასმა.ნუ შეგეშინდება ტირილის,იტირე მაგრამ ბევრსაც ნუ დააგვიანებ ლილიანას შენც უნდა გაესაუბრო. -ჰგავს,მაგრამ ის მარიამი არ არის ბექა.ძალიან ჰგავს და გულზე იმოქმედა მაგრამ მას ჩემი მარიამის სურნელი არ აქვს. -ადექი და შემოდი სახლში. -ალექსს უთხარი გაესაუბროს და მეც მოვალ.რუსო სახლში შევიდა, გიორგი წამოდგა ბექას მიუბრუნდა და უთხრა. -შევხედე თუ არა იცი რა გავიფიქრე? დამიბრუნდა ჩემი ცხოვრების დასათვარიელებლად და მეც მზად ვარ ყველაფერი ვუთხრათქო,მაგრამ არა,ის არ არის ჩემი მარიამი უბრალოდ ჰგავს. -დაწყნარდი,ცოტა მოგეშვა გულზე? -უკეთ ვარ,შევიდეთ სახლში.შევიდნენ სახლში,სამზარეულოში გავიდა ცივი წყალი დალია სული მოითქვა და ისევ შეუერთდა სხვებს.ლილიანამ ალექსის უჩურჩულა. -ალექს ეს ხალხი ყველა ამ სახლში ცხოვრობს? ალექსის გაეცინა და უთხრა. -ეს ხალხი ერთი სამეგობროს დიდი ოჯახია,მაგრამ აქ გიორგი და რუსო ცხოვრობს გოგი ძია ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და მალე გამოვიყვანთ.გასაუბრებით გიორგი გაგესაუბრება და გაფრთხილებ ტყუილი არ უყვარს,ეს გაითვალისწინე.ტყუილს გიორგი არავის არ პატიობს. -გასაგებია.გიორგიმ ჩახველა და ლილიანას მიუბრუნდა. -სად მუშაობდი აქამდე. -არსად,ცხოვრებაში არ მიმუშავებია მაგრამ ახლა უნდა ვიმუშავო.გიორგიმ წარბი ასწია მაღლა და ლილიანას თვალი გაუსწორა. -თუ ასეა,ოჯახში დამხმარედ რატომ გადაწყვიტე მუშაობა. -ცხოვრებაში რამე პირადული გადაგხდენიათ ისეთი, რომ გტკენიათ? -რას გულისხმობთ.დაიბნა გიორგი. -ადამიანს თუ პირადად ძლიერი ტკივილი არ უგრძვნია აზრი არ აქვს არაფლის თქმას მასთან,რადგან მაინც ვერ გამიგებს ტკივილ გამოუვლელი ადამიანი.ყველამ გიორგის შეხედა,გიორგი კი გაოცებული უცქერდა ლილიანას.ვერ იტყოდა დაზუსტებით ვერაფერს,მაგრამ გულმა იგრძნო რომ ლილიანაც დიდ ტკივილს ინახავდა მის გულში.ჩაახველა და ლილიანას უთხრა. -ვეცდები აგიხსნა, ჩემი ცხოვრება ლამაზი ფერებით დაიწყო და ეს სილამაზე ბავშვობის წლებია.მერე უცებ მუქ ფერში გადავიდა და სევდის ფერი მიიღო არ შემეკითხები რატომ? არ გინდა მე გიპასუხებ კითხვის გარეშე,იმიტომ რომ ულმობელმა ცხოვრებამ ხელიდან გამომგლიჯა ფერადი საღებავი,მხოლოდ მონაცრისფრო ფერი გაყვა ცხოვრების გზას.მე თავად ვხატავდი გზა და გზა ჩემს ცხოვრებას და ამ ნახატის დახატვის დროს წყლის მაგივრად ცრემლით ვაზავებდი საღებავს. -დაასრულეთ ნახატის შექმნა? -არა, იმიტომ რომ ჯერ ცხოვრება არ დამისრულებია,ჯერ კიდევ არ ვიცი რა ფერები დამჭირდება მომავალში,გაინტერესებს მე რომ არ ვიქნები ვინ დაასრულებს ამ ნახატს? ,,უფალი" მხოლოდ უფალს აქვს ამ ნახატის დასრულების უფლება. -საინტერესოდ საუბრობთ,ვფიქრობ თქვენი გულიც დიდ ტკივილის ინახავს სადღაც მის სიღრმეში,მაპატიეთ არ მინდოდა თქვენი წყენინება. -არა უშავს,ეს თქვენი ნებაა იტყვით თუ არა,მე მაინტერესებს სხვაგანაც მოსინჯეთ ბედი? -კი,ერთ-ერთ რესტორანში მივედი,ვაკანსია ჰქონდათ გამოკრული მაგრამ არ მიმიღეს. -რატომ? გაუკვირდა ბექას. -ერთი გაბღენძილი ვინმეა იმ რესტორნის დიქერტორიო ასე მითხრეს შიგნით გოგოებმა,შეხვედრაც კი არ ინება ჩემთან.გავბრაზდი პირველად,მაგრამ რას ერჩი ის დირექტორია და მე უბრალო მოსამსახურე.ასეთი დიდი ხალხი ხომ ზემოდან დაჰყურებს უბრალო ადამიანებს. -რა ჰქვიოდა იმ დირექტორს გახსოვს? კითხა ბექამ. -გვარი არ მახსოვს,მაგრამ სახელი მგონი ალექსანდრე? ხო ალექსანდრე ჰქვიოდა.ნომერი მაქვს მისი.ბექამ ანიშნა ნომერი მომეციო და გაეცინა ნომერს რომ შეხედა,დარეკა და ალექსანდრეს ტელეფონი ამღერდა. -შენ ხარ ის გაბღენძილი დირექტორი? რატომ არ მოუსმინე ადამიანს,იქნებ შენი დახმარება ჭირდებოდა იმ წუთებში. -გეფიცები,ჩემამდე არ მოსულა.ლილიანა ჩემთან იყავი მოსული და არ მოგისმინე ზურგი შეგაქციე? -თქვენმა მდივანმა მითხრა,რომ არ გეცალათ რადგან მნიშვნელოვანი სტუმარი გყავდათ. -ეს როდის იყო,გადავამოწმებ და გეფიცები სამსახურიდან დავითხოვ.თქვა გაბრაზებულმა ალექსანდრემ.ანამ შორიდან ათვალიერა ლილიანა და შემდეგ ახლოს დაუჯდა. -თქვი,რომ ცხოვრებამ დიდი დარტყმა მოგაყენა რომელიც დღემდე ტკივილად დაგრჩა გულში,შეგიძლია გვითხრა რა ტკივილი გადაიტანე? ლილიანამ ანას შეხედა,თვალებში ჩააშტერდა და უთხრა. -უბედურმა შემთხვევამ ორი ძვირფასი ადამიანი წამართვა და რამოდენიმე თვე კომაში ვიყავი.კომიდან რომ გამოვედი ჩემი შვილი,მეუღლე და მშობლები მოვიკითხე,მხოლოდ ჩემი მშობლები მოვიდნენ ჩემთან ერთიანად შავებში ჩაცმულები.კითხვის დასმა ზედმეტი იყო,მივხვდი რომ ჩემს მეუღლეს და ერთი წლის მათეს ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავდი.ისინი დავკარგე და უკანასკნელ გზაზედაც ვერ გავაცილე,ვერ შევძელი.ფეხზე რომ დავდექი,6 თვის შემდეგ თვითმკვლელობაც ვცადე,მაგრამ გადამარჩინეს.მშობლები დავკარგე უკვე ორი წელია,ტყუილს ვერ გეტყვით რომ მიჭირს ეკონომიურად და მუშაობაც იმიტომ გადავწყვიტე,არა სამუშაო მჭირდება რომ ფიქრის დრო არ მქონდეს. -დიდი დროა გასული მას შემდეგ? კითხა რუსომ. -კი,საკმაო დრო გავიდა მაგრამ ტკივილი არ ყუჩდება,ჭრილობა რომელიც სულში მაქვს შეუძლებელია შეხორცდეს.მაშინ 20 წლის ვიყავი და 13 წელი გავიდა,მაგრამ ჩემთვის თითქოს გუშინ მოხდა ეს ყველაფერი. -არ გიცდია ოჯახის შექმნა? კითხვა შეაპარა ანამ. -არა,ეს არ მოხდება სანამ მე ვიცოცხლებ. -რატომ,ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ხართ. -მე მიყვარდა და დღემდე მიყვარს ჩემი მეუღლე.ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას ჩემს გვერდით და არ შემიძლია ის სიყვარული,ის გრძნობები სხვასთან გავანაწილო რაც მის მიმართ მაკავშირებდა.გიორგი თავდახრილი უსმენდა და გაახსენდა მარიამის სიტყვები. -,,მე მაშინ აღარ მოვალ შენთან,როცა მიხვდები რომ აღარ ვარ შენს გვერდოთ საჭირო''. -ლილიანა არ მოეჭიდო იმას რაც წავიდა,რაც უკან აღრასოდეს აღარ დაბრუნდება,რადგან შენ თავად დააყოვნებ იმას რაც უნდა მოვიდეს და ვერასოდეს ვერ იპოვნი ცისარტყელას ლამაზ ფერებს თუ გამუდმებით მიწას დაჰყურებ. უთხრა ბექამ და თან გიორგის უცქერდა,რომელიც უხმოდ იჯდა და თავის წარსულში დაბრუნებულიყო.თავი ასწია,თვალები მაგრად დახუჭა და ძალა მოიკრიბა შეხედა ლილიანას და უთხრა. -აყვანილი ხარ ლილიანა აქ იმუშავებ, მხოლოდ ერთი პირობით. -რა პირობით? დაიბნა ლილიანა. -იმ რესტორნის დირექტორს ერთ საღამოს ვალს გადაახდევინებ უყურადღებობისთვის და მანდილოსნის მიმართ უპატივცემულობისთვის. -გგონია გადაიხდის ვალს? -მე არჩევანის ინაშე დაგაყენებ,ან მარტო წახვალ და სანამ კარგად არ დაახარჯინებ არ წამოხვალ იქედან ან ერთად წავალთ ყველა.ლილიანა ჯერ შეაშინა გიორგის ცივმა და მკაცრმა ხმამ,მაგრამ მის ბაგეებზე შეპარული ღიმილი ამოიცნო,ძალა მოემატა და თავადაც გამხიარულდა. -უნდა დავფიქრდე არჩევანის გასაკეთებლად? -რა თქმა უნდა,უნდა დაფიქრდე. -დასაფიქრებელი არც არაფერი მაქვს,მარტო არსადაც არ წავალ თუ წასვლაა ერთად წავიდეთ დავაცხრეთ თავზე და გავაკოტროთ დირექტორი. -ოჰოჰოოოო,მომწონხარ მე შენ ლილიანა.თქვა ალიკამ.ლილიანასაც ძალიან მოეწონა ერთად შეკრული სამეგობრო და ყველას ცალ-ცალკე ათვალიერებდა,ყველას გამოხედვას სწავლობდა და ძალიან აკვირვებდა მათ თვალის სიღრმეში დანახული სევდა.მიხვდა,რომ ამ ერთიან და მჭიდრო სამეგობროს ერთი ტკივილი ტკიოდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა რა ან ვინ იყო ამ ტკივილის მთავარი მიზეზი,თუ იცოდა და ჯერ არ შეეძლო არაფლის თქმა? -ლილიანა შენ აქ უნდა იცხოვრო შვილო,მე და ჩემი მეუღლე უნდა გავიდეთ ქალაქიდან გარკვეული ვადით,გიორგის და სახლს შენს იმედზე ვტოვებ. -მარტო მე და ბატონი გიორგი ვიქნებით ამ სახლში? შეშფოთება დაეტყო სახეზე ლილიანას. -არ ინერვიულო,ესენი მარტო არ დაგტოვებს ანა ხშირად მოგაკითხავს ლუკაც ყოველ დღე აქ იქნება ერთ საიდუმლოს გაგანდობ. -რას? გაუხარდა ლილიანას რუსომ ასე ახლოს რომ მიიღო. -ლუკასაც და გიორგისაც ყველიანი ბლინები უყვართ. -ვიცი,იცით რა გემრიელი გამომდის? -მართლა? კარგია,მე მინდოდა წასვლამდე ვასწავლითქო. -ერთმა ჩემმა მეგობარმა მასწავლა და როცა აკეთებს სულ ტირის ხოლმე,თქმით კი არ მეუბნება არაფერს. -მართლა? რა ჰქვია იმ .............. -დედა აუხსენი ლილიანას სამზარეულოში რა სად დევს და მთავარზე მე თავად დაველაპარაკები.რუსოს გული აუჩქარდა,ლილიანა სამზარეულოში გაიყვანა და ყველაფერი აუხსნა თუ რას სად ინახავდა. -ახლა ცოტა გული ამიჩქარდა,მაგრამ რომ დავბრუნდები იმ შენს მეგობარზე უნდა დაგელაპარაკო.შენი წილი ბედნიერებას შეიძლება დააგვიანდეს,მაგრამ ის აუცილებლად მოვა შვილო შენამდე. -არ ვიცი ქალბატონო რუსუდან. -უბრალოდ რუსო დამიძახე. -მადლობა რუსო დეიდა.გააჩნია ვის რა ანიჭებს ბედნიერებას ვიღაცისთვის ეს შეიძლება მზის ამოსვლა იყოს,შეიძლება ცხოვრებაში პირველი წარმატებაც ბედნიერად მივიღოთ და არსებობს დამშეული ბავშვები რომლებსაც თითო ნატეხი პურის დანახვა ანიჭებს ბედნიერებას,რადგან იციან ეს პური შიმშილს შეუჩერებთ სულ ცოტა ხნით მაინც.ძალიან განსხვავებულია ბედნიერების აღთქმა რუსო დეიდა,ჩემთვის ეს გრძნობა წლებია გაქრა და გაუჩინარდა. -აღმოვაჩენთ ისევ რომ ჩვენშიდაც შემორჩენილია ბედნიერების რაღაც მცირედი.უთხრა სამზარეულოში მოულოდნელად შემოსულმა გიორგიმ და მხარზე მსუბუქად დაკრა ხელი. -ყველა ადამიანს თავისთავად ესმის ეს გრძნობა,ზოგს გვერძე აქვს მიდებული მისი გაურკვეველი მიზეზების გამო,მაგრამ რაღაც მაინც გვაბედნიერებს.მე პირადად არ მახსოვს როდის ვიყავი ბოლოს ბედნიერი,თუმცა უნდა ვაღიარო რომ გუშინდელზე უფრო დღეს ვარ ბედნიერი ასეთი მჭიდრო და სიყვარულით სავსე სამეგობრო რომ ვნახე.დღეს ძალიან იშვიათია ასეთი მეგობრობა და ასეთი ერთიანობა. -მართალი ხარ ლილიანა ჩემთვის წლებია მოკვდა ეს გრძნობა,ახლა მთავარია ვიცოდე რომ ჩემი ოჯახის წევრები კარგად მყავს,ჩემს დიდ ოჯახშიდაც ყველა კარგად არის და ბედნიერია.მე ხომ მათი ბედნიერება მახარებს, მათი სიცოცხლით მეც ვცოცხლობ.მაგრამ ყველას აქვს პრობლემები და ამ პრობლემების მიღმა არსებობს ალტერნატივა რომელსაც ჩავეჭიდებით.გულწრფელად რომ გითხრა,ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი როცა გავაცნობიერე რას ნიშნავდა სიტყვა ,,დედა'' და ვინ იყო ჩემთვის ეს ადამიანი.გავიზარდე და ფეხ და ფეხ პრობლემებიც თან დამყვება. -უპრობლემო ადამიანი არ არსებობს ბატონო გიორგი.პრობლემები მათაც ძალიან ბევრი აქვთ ვისაც ტკივილი არ უნახავს,არ უგრძვნია.აქვთ სტაბილური სამსახური და სხვის თვალში დალაგებული ცხოვრება,მაგრამ არც ასეა სწორედ მისი დაულაგებელი პირადი ცხოვრებაა მისი დიდი პრობლემა.მოდი ნუ ჩავერევით სხვის პირადულში,მე სამზარეულო მევალება და ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. -გისმენთ.შეხედა გიორგიმ და სწორედ ის ეშმაკუნები შეამჩნია იმ შავ თვალებში რომელსაც ვერ უძლებდა გიორგი და ცდილობდა თვალებში არ შეეხედა. -პრეტენზიული მჭამელი ხართ? -არა,მთავარია გემრიელი მომზადებული იყოს.გიორგი გავიდა და რუსომ დაარიგა. -ლილიანა დაიმახსოვრე,რომ გიორგის ვაშლი უყვარს,მწვანე ვაშლი სულ უნდა იყოს სახილეზე.შემდეგ,კვირაში ორჯერ ვაკეთებ კატლეტს,ერთხელ ქათმის სუფს და კვირაში ორჯერ ოთხშაბათს და პარასკევს თევზეული გვაქვს.ეს კერძები აუცილებელია და სხვა შენი გემოვნებით იყოს რასაც გააკეთებ.ლილიანამ რუსოს ყურადღებით მოუსმინა და შემდეგ თავისი ოთახიც აჩვენა.კმაყოფილმა მოავლო თვალი კომფორტულად მორთულ საძინებელს და სანამ მთლად დაბინდდებოდა ყველას დაემშვიდობა.მაგრამ ვინ გაუშვა,ლილიანა ისევ ვახომ და ლუკამ წაიყვანა მაგრამ ვახომ წასვლამდე გიორგის დაელაპარაკა. -ნათლი აპირებ სადმე გასვლას? -არა,რა ხდება.კითხვა შეუბრუნა გიორგიმ და მის წინ მდგარი ვახო და ლუკა შეათვალიერა. -სალაპარაკო მაქვს და მინდა მარტო შენ იცოდე,ხომ იცი სხვას არ ვენდობი. -თქვენ ორივე,შენც და შენც ჩემს სიცოცხლეს შეიწირავთ მზად ვარ ამის გამო,მხოლოდ თქვენ დადექით კაცები და ადამიანები.უთხრა ორივეს გიორგიმ და ანიშნა წასულიყო,რადგან კართან ლილიანა ელოდებოდა.მიიყვანა ლილიანა ბინაში და მალე დაბრუნდა,ვახოს შეხედა თუ არა გიორგიმ ხელით ანიშნა გამომყევიო,ალიკამ კი ლუკას ჩაავლო ხელი და შეეკითხა. -რატომ გაიყვანა ცალკე,რაზე საუბრობენ.ლუკამ თვალები მოუჭუტა ალიკას და უთხრა. -არაფერი არ ვიცი და რომც ვიცოდე მე რა ჩამშვები ვარ? -ლუკა შენ რომ რამე არ იცი ისეთი რამ არ არსებობს,მითხარი რა ჭირს ვახოს.შეეკითხა კარინამ და ლუკას თვალებში ჩააშტერდა.ლუკამ ხელები ასწია მაღლა,თავი დაიხსნა კარინადან და თქვა. -მართლა არ ვიცი,ეს რომ ჩვენს საქმეს ეხებოდეს მე მეტყოდა ვახო და არა ძია გიორგის.და კიდევ რომ რამე ვიცოდიე ისე გამატარე შენი გამოხედვით რედგენზე ვერ გავუძლებდი და გეტყოდი,მაგრამ არაფერი არ ვიცი. -კარგი,კარგი როდის იყო მგელი მგლის ტყავს ხევდა იმედია ჩვენც გავიგებთ.უთხრა ალიკამ და ხელი მოხვია მხრებზე ლუკას.გიორგიმ და ვახომ თითქმის ერთი საათი ილაპარაკეს და შემდეგ ორივე სიცილ-სიცილით დაუბრუნდა სამეგობროს,გიორგიმ როგორც იქნა მიიცალა და მართას გვერდით დაჯდა. -როგორ ხარ,ვერა და ვერ მივიცალე შენთვის მეკითხა როგორ შეეჩვიე ახალ გარემოს,თანამშრომლებს და საერთოდ ამ ახალ სფეროს.კლიენტების საქმე როგორაა,აუდიხარ? -შევეჩვიე,ძალიან კარგი გოგოები მყავს გვერდით.ბექა ძია ყურადღებას მაქვცევს და მისწორებს,ასევე ანა დეიდაც,ლუკაც ხშირად მაკითხავს მაგრამ ერთი სულიერი რომ არ მიფრთხობდეს კლიენტურას უფრო კარგად ვიქნები.გგიორგის გაეცინა,მაგრამ საუბარი გააგრძელა. -ესე იგი კარგად ხარ,მოგწონს შენი საქმე და თავს კარგად გრძნობ იმ გარემოში სადაც ხარ. -კი,მართლა კარგად ვარ და მადლობა რომ ეს შანსი მე მომეცით. -მადლობას შენი კარგი საქმიანობით გადაიხდი,თუ ბევრი საქმე გაქვს დამხმარეს გამოგიყოფ. -ამ ბოლო დღეებში უნდა ვაღიარო,რომ მართლა დატვირთული დღეები მაქვს,გვიან ღამეც დავრჩენილვარ. -მერე სახლში როგორ მიდიოდი? გაუკვირდა გიორგის. -მამას დავურეკავდი და ის მოდიოდა,თუ არ ეცალა ზურას აგზავნიდა იქ მის დაცვის წევრია და მხოლოდ მას ენდობოდა. -მოდი ასე ვქნათ,რამოდენიმე დღე ვახო გადმოვა შენთან და ერთად იმუშავეთ. -რატომ? ხომ ვართმევ მარტოც თავს.დაბღვერილმა შეხედა ვახოს და თვალი თვალში გაუყარა,ვახომ კი ვითომ არ იცოდა რას საუბრობდნენ რომ ლუკას მიუბრუნდა და საუბარი გაუბა. -ხომ არ წავიდეთ ნელა ნელა.თქვა ბექამ და ფეხზე წამოდგა,მას სხვებმაც მიბაძეს და სახლიც დაიცალა.მეორე დილით მართას კაბინეტში შესულს ვახო უკვე მისული დახვდა და რაღაც საბუთებს ახარისხებდა,მართამ წარბი ასწია და მიესალმა,თავის ადგილი დაიკავა და ასე ისხდნენ მდუმარედ შუადღემდე.შუადღეს მართას ლუკამ მიაკითხა და ვახოს იქ დანახვა მართლა გაუკვირდა რადგან არ ელოდა ასე უცებ იქ მის ნახვას. -ვახ,ვახ,ვახ უკვე აქაც შენ ხარ? -აქაც მე ვარ და თუ ვერ მივალ დანიშნულების ადგილზე ჩემი თვალები იქ არიან. -ვახ ეს რა მაგარი ბიჭი გვყოლია, მართა შენ იცოდი? -არ მაინტერესებს ლუკა.წამოდგა,საფულე აიღო და გოგონებთან ერთად გავიდა,ლუკამ კი ვახოს შეხედა და გაეცინა. -გამძლეობა მეგობარო გამძლეობა,სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს და უნდა გაიღო ეს მსხვერპლი. -ლუკა მოგხვდება. -რატომ,მართას ვერაფერს ეუბნები და ჩემზე გადმოდი? -წამოდი არ მოგშივდა? -კი, ისე მშია შენც შეგჭამო მგონია.გაეცინათ ორივეს და მართას უკან გაყვნენ.ბექაც გიორგისთან აპირებდა შესვლას,რომ ერთად გასულიყვნენ რომ გოგის ნომერი დაფიქსირდა მის ტელეფონზე და ღიმილით უპასუხა. -ჩემს მგელ ძიას მივესალმები,როგორ ხარ ბებერო. -ბექა არავის არაფერი არ უთხრა,თუ მოახერხო გიორგის გარეშე მოდი ჩემთან,სახლში ვარ. -რა ხდება,დაძაბული ხმა გაქვს მშვიდობა გვაქვს? -მშვიდობა გვაქვს,მაგრამ სალაპარაკო მაქვს და ჯერ შენ უნდა დაგელაპარაკო.ბექამ არც ანა გააფრთხილა,არც გიორგი და რაც შეიძლებოდ დიდი სიჩქარით გავარდა კომპანიის ეზოდან,შეშინებული მივიდა გოგისთან და უხმოდ,კითხვების გარეშე დაჯდა მის წინ. -რა მოხდა ირბინე? შეეკითხა რუსომ ბექას. -წყალი მომიტანე რა გთხოვ, რუსო.რუსო გავიდა ბექას წყალი მოუტანა,გოგიმ ღრმად ამოისუნთქა ცრემლიც კი მოერია და რუსოს შეხედა. -მეშინია. -რისი გეშინია ადამიანო,ჩვენც რომ გვაშინებ. -მეშინია რასაც ახლა მოისმენთ რომელიმეს ის არ დაგემართოთ,რაც მე დამემართა. -თქვი რა გტანჯავს,რაც სახლში მოგიყვანე ხმას არ იღებ და არაფერს არ ამბობ.არასდროს არ გქონია გულის პრობლემები და ასე უეცრად ინფარქტი რატომ დაგემართა,რა იყო გოგი ამის მიზეზი.უთხრა რუსომ. -რა მოხდება,რომ მარიამი ცოცხალი აღმოჩნდეს და გიორგიმ ეს წლები ცოცხალი მეუღლის გამო იტანჯა.ან რა გამართლება უნდა ჰქონდეს მის ამ საქციელს.თქვა გოგიმ და ჯერ რუსოს შეხედა და შემდეგ ბექას რომლებიც ისხდნენ და გოგის ორივე გაშტერებული უსმენდა. -შეუძლებელია,ალბად მოგეჩვენა.აღმოხდა რუსოს. -ვფიქრობ,რომ ძია გოგის არაფერი არ მოჩვენებია. -რამე იცი? შეეკითხა რუსო ბექას თვალებგაფართოვებულმა. -არა,არაფერი არ ვიცი და ვფიქრობ არც ანამ თორემ რაღაც მაინც წამოცდებოდა. -აბა რატომ ხარ დარწმუნებული,გოგის მოჩვენებები არ დაწყებია. -რამოდენიმე დღის წინ,შენ რომ კომაში იყავი და გიორგი გვერდიდან არ მოგშორებია,მითხრა რომ ეს ბოლო პერიოდი რაღაც უცნაური შეგრძნება არ ასვენებს. -რა შეგრძნება ბექა. -შეგრძნება იმისა,რომ ვიღაც გამუდმებით უთვალთვალებს,მაგრამ როცა უკან მივიხედავ მხოლოდ ერთ მონაზონს ვხედავ და მის შეხედვაზე გული მიფრიალებსო. -ეს თუ სიმართლეა,ბექა ეს თუ სიმართლეა და ჩვენი მარიამი ცოცხალია ამდენი წლები სად იყო? რატომ არ გამოჩნდა.მე ხომ ვიცი ის როგორ იტანჯებოდა,როგორ ტიროდა,როგორ იბრძოლა ბოლომდე პატარა მარიამი დაეტოვებინა მისი სიცოცხლის სანაცვლოდ. -არ ვიცი რა ვიფიქრო,მაგრამ ერთი რამ ფაქტია.მარიამს როგორც ჩანს ჰქონდა გადარჩენის შანსები და ეს არავის არ გაუმხილა,ისე როგორც მისი ავადმყოფობის შესახებ და ვფიქრობ წლები მოუნდა მის გამოჯამრთელებას. -და არ უნდოდა გიორგის ენახა როგორ იტანჯებოდა,როგორ კვდებოდა მის ახლოს საყვარელი ქალი ნელა-ნელა? -სხვა ვერაფერი ახსნა ვერ მოვუძებნე ამ ბურუსით მოცულ ისტორიას რუსო. -მართალი ხარ,მოდი ჯერ ნურავის გავუმხელთ ნურაფერს. -თუ რამე გაიგოთ დამირეკეთ,მე კი აქედან თუ რამე გავიგე გეტყვით. -ასე მოვიქცეთ,ჯერ-ჯერობით სიჩუმე აჯობებს. -თქვენ ხვალ მიდიხართ,ლილიანა მოვა აქ და გიორგისთან ერთად იქნება.მე ანას ვერ ვეტყვი ამ ყველაფერს,დრო მჭირდება სათქმელად თუმცა ისიც არ ვიცი სიჩუმე რამდენად გამომივა. -რაც არ უნდა ყოფილიყო,მარიამი გამოჯამრთელდა როგორც სჩანს და ოჯახის მონახულება მოინდომა,მაგრამ ჩვენ ხომ გავყიდეთ ის სახლი და ახლა სხვაგან ვცხოვრობთ.თქვა გოგიმ. -ახლა გამახსენდა,მარიამის სიკვდილიდან გიორგი რომ დაბრუნდა ლონდონიდან უცნაური სატელეფონო ზარები იყო თუ სახლის ნომერზე,თუ გიორგის ტელეფონზე,რეკავდა ვიღაც მაგრამ ხმას არ იღებდა. -სასწაულია,ეს თუ სიმართლეა მართლა სასწაული მოვლენაა რუსო.მე მივდივარ და თქვენ კი ყურადღებით იყავით.წავიდა ბექა და მისი ტვინი მარიამის გარშემო ტრიალებდა,სულ იმაზე ფიქრობდა რა მოხდა,ან რა რეაქცია ექნებოდა გიორგის თუ მარიამი ცოცხალია და მთელი ეს წლები ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდნენ და ცალ-ცალკე იტანჯებოდნენ ერთი მისი ძლიერი ტკივილებისგან და საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნით და მეორე 22 წლის ასაკში გარდაცვლილ ცოლს დასტიროდა,რომელმაც მის გამო თვითმკვლელობაც კი განიზრახა. -ღმერთო,არ მინდა წინასწარ წარმოვიდგინო თუ რა მოხდება.ბექა ჩუმად იყო,ანას ზოგჯერ დაბნეულად პასუხობდა რაც ანას აკვირვებდა ბექას უეცარი ცვლილება.გიორგიმ რუსო და გოგი დასასვენებლად გაისტუმრა და რუსომ ლილიანას სული ჩაუთქვა,რომ გიორგისთვის კარგად მიეხედა.იმ ღამით ორივემ უხმოდ ივახშმა,გიორგი უხასიათოდ გრძნობდა თავს და ლილიანას უთხრა. -მე ვწვები,დილით 9 საათზე გამაღვიძე. -კარგი.დაეთანხმა ლილიანა და თავად მარტო დარჩენილმა ყველაფერი მიალაგა,შემდეგ ცოტა ხნით ტელეფონზე ისაუბრა,ბოლოს წყალი გადაივლო შუქები ყველგან ჩააქრო და დაწვა.დილით 7 საათზე ადგა,საუზმე მოუმზადა გიორგის და 9 სთ-ზე როგორც გიორგიმ უთხრა ფრთხილად მიუკაკუნა კარებზე,მაგრამ შიგნიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.შეაღო კარი და გიორგის საწოლთან მივიდა,ფრთხილად შეაღვიძა. -გიორგი,გიორგი გაიღვიძე. -უუუუ,უუუუუ.ამოოიზნუილა გიორგიმ და გვერდი იცვალა. -9 საათია უკვე,ადგომის დროა. -ცოტა ხანი კიდევ დედა და ავდგები. -ხომ მითხარი 9 საათზე გამაღვიძეო.გიორგიმ ცალი თვალი გაახილა და ძილისაგან დაბოხებული ხმით უთხრა. -ლილიანა უკვე მღვიძავს და გადი,დაბლა დამელოდე წყნარად.ლილიანა უხმოდ გაბრუნდა,დაბლა ჩავიდა და გიორგიმ კი ძილი შეიბრუნა 12 სთ-მდე არ გაუღვიძია,ისიც ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა,საათს შეხედა და მთელი ხმით იღრიალა. -ლილიანა,ლილიანა.ლილიანა კი იჯდა ქვემოთ წყნარად და ხმას არ იღებდა.გიორგიმ ადგა,წყალი გადაივლო ჩაიცვა და კიბეებზე სირბილით ჩამოვიდა. -ლილიანა რომ გეძახი არ გესმის? -მითხარი წადი ქვევით დამელოდეო და მეც აქ გელოდები. -ოხ ლილიანა გინდა ჩემს ნერვებზე იამაშო? -სულაც არა,საუზმე მზადაა მიირთვით და ისე წაბრძანდით სამსახურში. -ვერ ვასწრებ,ისედაც დამაგვიანდა. -ფეხი არ გადაადგა.იყვირა უცებ ლილიანამ და თავად კარებთან დადგა. -რა მოხდა.გაკვირვებულმა შეხედა გიორგიმ. -სახლიდან ვერ გახვალ,სანამ საუზმეს არ მიირთმევთ. -ეს რუსოს გაკვეთილია? კარგი მოსწავლე ხარ,ძალიან მალე აითვისე რუსოს მანერები. -წამოდი,საუზმე მოგეწონება.თვალი ჩაუკრა ლილიანამ და სამზარეულოსკენ ხელით უჩვენა წასულიყო.გიორგის გაეცინა,სხვა გზა არ ჰქონდა და სამზარეულოში შევიდა,გაწყობილ მაგიდას გადახედა და ლილიანას სიცილით უთხრა. -ეს ყველაფერი მე უნდა ვჭამო? გაფიცებ რამდენ სულზე მოამზადე საუზმე,ბექა მაინც მყავდეს აქ მუსრს გაავლებს ყველაფერს. -როგორც მითხრა რუსო დეიდამ ისე გავაკეთე.მოულოდნელად სახლში ლუკა შემოვიდა და გიორგის სიხარულს საზღვარო არ ჰქონდა. -მოდი,მოდი ნახე როგორი საუზმე უნდა მოგართვა. -აუ რა კარგ დროს მოვედიიი,ლილიანა ეს ყველაფერი შენ მოამზადე? -არ გაქვთ ბევრი დრო,ამიტომ შეუდექით კუჭის გამოვსებას. -ღმერთო ამას ვის გადავეყარე.გემრიელად მიირთვა ორივემ საუზმე და თავადაც კმაყოფილმა შეეკითხა. -საღამოს რა დაგახვედროთ ვახშმად ბატონო გიორგი. -პირველი,არავითარი ბატონო უბრალოდ გიორგი და მეორე საღამოს კურდღლის ხორცი მოამზადე. -კურდღლის ხორცი მოვამზადო? გვაქვს? -თუ არ გვაქვს,იყიდე.გიორგიმ საფულე გახსნა და ფული მაგიდაზე დადო და უთხრა. -აქ ტაქსის ფულიც არის,იყიდე რაც კი დაგჭირდეს ყველაფერი და ეს კი შენ გქონდეს სახლის გასაღებია.ახლა უნდა წავიდე,გამიშვებ? -მიბრძანდით,თავისუფალი ხართ უფროსო. გიორგის გაეცინა,ლუკამ თვალი ჩაუკრა ლილიანას და ორივემ დაგვიანებულად შევიდნენ კომპანიაში,მაგრამ კმაყოფილი სახეებით. -არ დარეკა დღეს თქვენმა საათმა? შენ ხომ ყველაზე ადრე აღვიძებდი აქ კედლებს უფროსო?წინ გადაუდგა ორივეს ბექა და მას გვერდით ლაშა ამოუდგა,ორივემ ერთმანეთს შეხედეს და გაეცინათ. -ლუკა გთხოვ ძალიან იდიოტ მამაშენს არ დაემსგავსო,საინტერესოა რა აცინებს ან ერთს და ან მეორეს.შემდეგ ბექას მიუბრუნდა და უთხრა. -ცნობისთვის ლუკა დილით ჩემთან იყო და ამიხსენით აქ სასაცილოს რას ხედავთ,ახსნის გარეშე ხომ იცით ვინც იცინის,ჰოდა თქვენც სწორედ ისეთები ხართ.გიორგი კაბინეტში შევიდა და ისინიც თან შეყვა,მათ ფეხ და ფეხ ვახო შემოვიდა და ყველას გადაავლო თვალი,ბოლოს კი გიორგის შეეკითხა. -კარგად ხარ ნათლი? -რატომ არ უნდა ვიყო კარგად? -რომ დაგაგვიანდა,მეგონა რამე გჭირდა. -ამიტომ ამიფეთქეთ ტელეფონი? -დავრეკეთ სახლში და ლილიანამ თქვა ძინავსო. -ააა,გასაგებია.საქმეზე გადადით,ახალი რა გვაქვს დღეს. -ეს ქვითრებია გადასახდელი სასწრაფოდ.ბექამ ქვითრები აჩვენა გიორგის. -ვახო მიხედე ამ საქმეს.უთხრა და თვალი ჩაუკრა რაზედაც ვახოს ჩაეცინა და გიორგის კი თავი დაუქნია.ღიღინით გასწია თავის კაბინეტში და შეხედა მართა საქმეში იყო თავჩარგული,ცოტა ხანი უცქირა და შემდეგ შეეკითხა. -დაიღალე? -ძალიან.ისე უპასუხა არც კი შეუხედავს,ვახოს ჩაეცინა და სერიოზული ხმით უთხრა. -მე ვერ წავალ კლიენტს ველოდები,ეს ქვითრები უნდა წაიღო და ბანკში გადაიხადო.კარტაც აქ დევს,კოდს დაგიწერ ქაღალდზე.მართამ თავი ასწია და ოთახში მიმოიხედა შემდეგ კი ვახოს შეეკითხა გაკვირვებულმა. -მე მეუბნები? -ჩემსა და შენს გარდა აქ ვინმე სულიერს ხედავ? -ნუ იღრინები,ტონი შეიცვალე როცა რამე გინდა მთხოვო. -არაფერსაც არ გთხოვ,ეს შენს საქმეში შედის და უნდა შეასრულო,მადლობა თქვი რომ გიორგის კაბინეტიდან წამოვიღე და აქ მოგიტანე.მართამ დაიჭყანა,ეგონა ვახო არ უყურებდა და ვახოს მკაცრმა ხმამ ისევ სერიოზული პოზა მიაღებინა. -ვიცი გეზარება წასვლა,აი ჩემი მანქანის გასაღები და წადი მალე მოხვალ.გასაღები გაუწოდა,მართამ დაბღვერილმა შეხედა გასაღები ხელის გულიდან აართვა ქვითრებიც აკრიფა და კაბინეტიდან გავიდა,ვახომ კი სადისტურად ჩაიცინა და ტელეფონი ამოიღო მოსაუბრემ უპასუხა თუ არა მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა უთხრა. -წამოვიდა და ფრთხილად იმოქმედე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.