ნუ მეთამაშები.! (თავი 13)
-მოდი ამ ჭიქით თქვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს- ლაშამ ჭიქა აწია. -არ ვიცი ძმაო ეს ყველაფერი რაღაც მისტიურია. საღოლ ბექა შენ ყოფილხარ კაცი. -ჭიქები მუჭახუნეთ ერთმანეთს. საოცარი ადამიანები ჩანდნენ მიუხედავად ასაკისა მხიარულებას ინარჩუნებდნენ. ორივე მათგანს ძალიან კარგად გავუგე, წამითაც არ მიგვრძვნია რომ ახალი გაცნობილი მყავდა რომელიმე. ბიჭები გვიანობამდე ისხდნენ და სვამდნენ, მე ოთახში დასაძინებლად შევედი, ემოციებით დატვირთულს და რამდენიმე ბაკლით ნასვამს მალევე ჩამეძინა. კარების ხმაზე დაფეთებული წამოვხტი. - დამშვიდდი ვიკა მე ვარ.-ბოხი დაბალი ხმით მითხრა ბექამ და გვერდით მომიჯდა. -დაიძინე.-თავზე ხელი გადამისვა და შუბლზე მაკოცა. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. -გისმენთ. -სიჩუმე იყო.-გისმენთ.-ჩემ დაძაბულ ხმაზე ბექაც წამოდგა.საშინელი სიცილის ხმა გავიგე და გაფართოებული თვალებით გავხედე. წამებში გამომართვა ტელეფონი. -შე ვინ ხარ,რა ჯანდაბა გინდა. იცოდე გიპოვი და დედას.....! ძვლებში დაგტეხავ,მთელი ცხოვრება ინვალიდად დატოვებ.! გესმის ჩემი.-ტუმბოს მუშტი დაარტყა. ალბათ მისმა სიჩუმემ უარესად გააბრაზა. თავი მუხლებში ჩვარგე და გავიტრუნე. -გიპოვი და ამ უაზრო თამაშს სანანებლად გაგიხდი. გირჩევ შეწყვიტო.-ტელეფონი სახიდან მოიშორა.-გათიშა ამ ახვარმა.-ბექა თავის ტელეფონს დაწვდა და სწრაფად აკრიფა ნომერი. -ლაშა შენი დახმარება მჭირდება. -..... -ტელეფონს წამოვიღებ შენთან გეყოლებათ ვინმე ისეთი ვინც გაარკვევს დაფარული ნომერით ვინ დარეკა ან რამე. -... -კაი ერთ საათში შენთან ვარ. -... -არა მშვიდობა არაა, ვიღაც ყ.. ცუდად მეთამაშება.მაგის დედა.... -..... -ყველაფერს მანდ აგიხსნი.-ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი ოთახში გაბრაზებული როგორ დადიოდა, შუბლზე ძარღვები ეტყობოდა და ისედაც შავი თვალები უფრო ჩაშავებოდა. ავალიანი ცდილობდა აერიდებინა თვალი. კარადიდან ჯინსის შარვალი გადმოიღო, თეთრი მაისური გადაიცვა. საწოლს მოუახლოვდა და ჩემს წინ ჩამოჯდა. -არ ინერვიულო რა გთხოვ, ვიპოვი. აუცილებლად ვიპოვი იმ ნაბიჭვარს.-სახეზე ხელები მომხვია , სახე ახლოს მომიწია.-არ იტირო რა.-ცერა თითით ჩემს სახეზე ჩამოსული ცრემლი მომწმინდა.-მალე მოვალ. კარები არავის გაუღო.! არ ინერვიულო, რამეს რომ გავარკვევ სახლის ტელეფონზე დავრეკავ.! -ტუჩებზე ნაზად მაკოცა.არ მესმოდა ამხელა მრისხანების მერე როგორ შეეძლო ასეთი ნაზი ყოფილიყო. -მიყვარხარ.! -მიყვარხარ.-პასუხი დავუბრუნე და კარები გაიხურა. საშინელი შეგრძნება მქონდა, გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა. სახლი მივალაგე.მისაღებში მაგიდაზე ცხელი ყავა დავიდგი და ლეპტოპი გავხსენი. უამრავი შეტყობინება დამხვდა კრისტისგან. -კრის ჩემი ტელეფონი ბექას აქვს, მაგიტომ ვერ გწერდი. -გამისკდა გული გოგო. ხომ კარგად ხარ. ის მანიაკი ხომ არ გამოჩენილა.? -კი დღეს დილით დარეკა. -რას ამბობ მერეე.? - არაფერი არ უთქვამს ბექა ელაპარაკებოდა, უფრო სწორად ემუქრებოდა. ის კიდე ჩუმად იყო და ბოლოს ტელეფონი გათიშა. -ნაგავი. -მხარზე შეხება ვიგრძენი და მანდ ჩავთვალე რომ ჩემი სიცოცხლე დამთავრდა. შებრუნება არ მინდოდა. არ მინდოდა საშინელი რეალობის წინ დავმდგარიყავი! -ვიქტორია-საშინელმა ხმამ დაიგუგუნა ყურთან. თვალები სიმწრისგან დავხუჭე-ვიქტორია. რა ტყუილად იმუქრებოდა შენი საყვარელი.-ჩახრინწული დაბალი ხმა. -არ შემობრუნდები?-ლეპტოპი დამიხურა და იატაკზე დააგდო. ნელა წამოვდექი და მისკენ შევბრუნდი. -რა გინდა?-ხმის კანკალით ძლივს წარმოვთქვი ორი სიტყვა, მეშინოდა! ძალიან მეშინოდა მისი! საშინელი ნაცრისფერი თვალებით მიყურებდა, ფერმკრთალი გამხდალი სახე ქონდა, ჩაცვენილი ყვრიმალეით. თხელი ასევე ფერმკრთალი ტუჩებით. -არ მომწონს სხვასთან რომ ხარ. წლებია გაკვირდები. წლებია მიყვარხარ. მაგრამ შენმა ასეთმა ბამ ნერვები მომიშალა. -ნელა მომიახლოვდა დანა ეჭირა ხელში.-შენ სხვისი ვერ იქნები!-მკაცრი ცივი ტონით მითხრა და დანა სახეზე ნელა დამისვა, საშინელმა გრძნობამ დამიარა სხეულში, შიშისგან თვალები დავხუჭე და ცრემლები გადმომვარდა.-ნუ გეშინია, მე შენ მიყვარხარ და არაფერს დაგიშავებ.-უფრო ახლოს მომიახლოვდა ვიგრძენი მისი სუნი, შიშის სუნი ვიგრძენი.-მიდი ფეხზე ჩაიცვი მივდივართ. -არსად არ წამოვალ.-ჩემი ბოლო გაბრძოლება იყო.დანა ყელზე მომადო. -ვიქტორია.-ზიზღისგან გამაჟრიალა.-ჩემო ვიქტორიაა.. რასაც გეტყვი იმას გააკეთებ.! თორე აქ შენს საყვარელს მარტო შენი თავი დახვდება.!-ყელზე მისი ბინძური ტუჩები მომადო.გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. კიბეებზე სწრაფად ჩამიყვანა. მანქანასთან გავჩერდით, უკანა სავარძელზე დამსვა, ბოლოს რაც მახსოვს საშინელი წამლის სუნი და ბურუსი იყო. *** მაღალი ოფისის წინ გაჩერდა ავალიანის მანქანა. სწრაფი ნაბიჯით აირბინა კიბეები და ლაშა მღებრიშვილის კაბინეის კარი დაუკაკუნებლად შეაღო. -რა ხდება ძმაო ამიხსენი. -ვიღაც ვიკას დასდევს და ემუქრება.მე მაგის დედა.....-კილებში გამოცრა ავალიანმა და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა. -აი ეს ტელეფონი რამდენ ხანში შეძლებ გაგებას. -ტელეფონი მაგიდაზე გააცურა. -რამდენიმე საათი დამჭირდება. -ტელეფონი გამოართვა. -მოვკლავ იმ ნაბიჭვარს. -ხელით შუბლი მოისრისა. -კაი წავალ მე მარტო არ მინდა იყოს. -ტელეფონს ჩავაბარებ და მეც წამოვალ.-ქურთუკი აიღო და ბექასთან ერთად დატოვა კაბინეტი. სწრაფი ნაბიჯით მიაბიჯებდნენ ბავშვობის მეგობრები. სადარბაზოში კიბეებზე მძიმედ მიაიჯებდა. კარების წინ რომელიც ნახევრად ღია იყო გაჩერდა.ცალი ხელით კედელს მიეყრდნო თავი ხელზე დადო.ფეხებში ძალა გამოეცალა. იცოდა. ყველაფერს გრძნობდა. მის უკან იდგა ლაშა და ძმაკაცს მხარზე ხელს მაგრად უჭერდა. ნელა შევიდა და მხოლოდ ვიკას საოცარ სურნელს გრძნობდა, რომელიც სახლში დარჩენოდა. -ვერ დავიცავი..!-დაჭრილი დათვივით დაიღრიალა. -ვერ დავიაცავი ამის დედაც.. ჩემი პატარა..-აცრემლებული თვალებით კედელთან ჩაიკეცა. მთასავით კაცი კუთხეში სევდისგან დაპატარევებულიყო. ცხოვრებაში რომ არავისი და არაფრის შეშინებია, ახლა ერთმა პატარა ნაზმა გოგონამ მთელი სამყაროს სამყოფი შიში მას დაუტოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.