"გატაცებული" (თავი 6)
გონებაში ყველაფერს კარგად ვაწყობდი. ყველაფერს, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ამჯერად, ყველაფერი უნდა გამოსულიყო. უკვე წამომედგინა, თუ როგორი გახარებული იქნებოდა ჩემი ოჯახი, როდესაც შინ დავბრუნდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი გავარკვიე, რატომ მოვხვდით აქ და რა მიზნით იტაცებდა, ალექსი გოგონებს, მაინც მჯეროდა გულის სიღრმეში, რომ ის ბოროტი არ იყო. აქ ყოფნის პერიოდში, იშვიათად მიწევდა მისი ხილვა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ეს სიმკაცრე, მხოლოდ ნიღაბი იყო. ამ ყველაფერს, მის თვალებში ვამჩნევდი. ფიქრებში ვიყავი გართული და ვერც კი შევნიშნე, როდის შემოვიდა ბატონი ალექსი. მისი ლოგინიდან წამოვხტი და ფანჯარასთან მივედი. ვცდილობდი, მისთვის არ შემეხედა. ვიცოდი, რომ თუ თვალებში ჩავხედავდი, თავს გავცემდი. ყველანაირად ვცდილობდი, რომ ნერვიულობა დამეფარა და არაფერი შემემჩნია. კარადასთან მივიდა და ცოტახანს გაჩერდა. რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ, ლამაზი კრემისფერი კაბა გადმოიღო და ლოგინზე გადაფინა, შემდეგ მე მომიბრუნდა. - ჩაიცვი, დღეს ერთად ვივახშმებთ. - მითხრა და ამათვალიერა. უხერხულად შევიშმუშნე. - კაბა რა საჭიროა? - ანერვიულებულმა ვკითხე. - ბევრ კითხვებს სვამ, ამელია. - თვალები გადაატრიალა. არ მინდოდა კაბის ჩაცმა, მაგრამ არაფერი ვთქვი. გადავწყვიტე, დარჩენილი ორი დღე ნორმალურად მოვქცეულიყავი, თორემ შეიძლებოდა ისევ ჩავეკეტე. ოთახიდან გავიდა და დამიბარა, რომ 15 წუთში მომაკითხავდა. კაბა სრაფად გადავიცვი, გამომშრალ ტუჩებზე კი, მხოლოდ ტუჩსაცხი წავისვი. მალევე გავიგე კარზე კაკუნი და ოთახიდან გავედი. ალექსი ლამაზ სმოკინგში იყო გამოწყობილი. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ინტერესი მკლავდა გამეგო, თუ რატომ გამოვეწყვეთ ორივე ასე, მაგრამ ჩუმად დავრჩი. მთელი ვახშამის განმავლობაში ჩუმად ვიყავით. მე მხოლოდ ჩემს თეფშს დავყურებდი, მაგრამ მაინც ვამჩნევდი, რომ ალექსი თვალს არ მაშორებდა. ის იყო დავაპირე, ავდგები და ოთახში დავბრუნდები - მეთქი, რომ უეცრად ალექსი წამოდგა. ნელა მომიახლოვდა. მე ისევ ვიჯექი და დაბლიდან ავყურებდი. ჩემზე საკმაოდ მაღალი იყო. ნერწყვი ნერვიულად გადავყლაპე. წამით ჩვენი მზერები ერთმანეთს შეხვდა, მაგრამ მაშინვე გავიხედე გვერდზე. ხელით ნელა და ნაზად შემეხო მხარზე. მისი ცივი ხელის შეხებისას, ტაომ დამაყარა. ღრმად ჩავისუნთქე და ძალა მოვიკრიბე კონცენტრაციისთვის. - რას აკეთებთ? - ჩემს ხმაში, აშკარად ჩანდა ნერვიულობა და სასოწარკვეთა. მის სახეზე კმაყოფილება გამოისახა, რამაც კიდევ უფრო მეტად ამანერვიულა. როგორც ყოველთვის არაფერი მიპასუხა. მინდოდა ავმდგარიყავი და ოთახში დავბრუნებულიყავი, მაგრამ თითქოს, სკამზე ვიყავი მიყინული. არ ვიცოდი რა მემართებოდა. ერთმანეთს თვალებში შევყურებდით. მისი მწვანე თვალები, თითქოს მაჯადოვებდა. ვიცოდი, რომ სისულელე იყო და ფიქრები უნდა ამომეგდო თავიდან, მაგრამ მასთან ასეთი სიახლოვე, ამაში ხელს მიშლიდა. უეცრად დაიხარა და ვერაფრის გააზრება მოვასწარი, ისე შეეხო მისი ბაგეები ჩემსას. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გონების ერთ ნაწილს მისი შეჩერება სურდა, მეორეს კი - არა. ტუჩები მალე მომაშორა, ხელის სწრაფი მოძრაობით სკამიდან წამომაყენა და მის სხეულს ამაკრო. ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა. ერთიანად ვკანკალებდი. - შენ ჩემი ხარ! - ნაზად ჩამჩურჩულა ყურში. გონებაში ყველაფერი აირია. მისმა სიტყვებმა იმდენად ამანერვიულა, რომ არა მისი ხელები ჩემს წელზე აუცილებლად დავვარდებოდი. ღრმად ჩავისუნთქე, ძალა მოვიკრიბე, ხელი გავაშვებინე და რაც შემეძლო ჩქარა გავიქეცი ოთახში. იმდენად ვკანკალებდი, რომ მხოლოდ ცხელი წყალი მიშველიდა. სააბაზანოში შევვარდი და კარები ჩავკეტე. სხეულს სწრაფად მოვაშორე რბილი ქსოვილი და შხაპის ქვეშ დავდექი. გონებას უფლება მივეცი დაესვენა. ვერ ვხვდებოდი ეს ყველაფერი რას ნიშნავდა. იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს მართლა მოხდა. ცხოვრებაში პირველად მაკოცა ბიჭმა და ისიც იმან ვინც მე გამიტაცა. რა ირონიულია. თვალები ამიწყლიანდა, მაგრამ თავს უფლება არ მივეცი მეტირა. ეს არაფერს ნიშნავდა. ზეგ აქედან გავიქცეოდი და სამუდამოდ დავივიწყებდი აქ გატარებულ დროს. ერთ საათიანი წყალში ნებივრობის შემდეგ გადავწყვიტე ოთახში გავსულიყავი. ღმერთს ვევედრებოდი, რომ ალექსი ოთახში არ ყოფილიყო. საბედნიეროდ მართლაც არავინ იყო, ამიტომ სწრაფად გავიმშრალე და საღამურები გადავიცვი. ჩემს კუთვნილ დივანზე დავწექი და მალევე ჩამეძინა. დილით, ძალიან ადრე გამეღვიძა. ფანჯრებიდან, მზე ჯერ კიდევ ვერ აღწევდა წესივრად. გადავწყვიტე ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ გავაცნობიერე, რომ ლოგინში ვიწექი. თავი ავწიე და მაშინვე გვერდზე გავიხედე, მაგრამ ლოგინის მეორე მხარე ცარიელი იყო. მიმოვიხედე და გამიკვირდა, როდესაც დივანზე მოკუნტული ალექსი შევნიშნე. ლოგინში დიდხანს ვიწექი ჩუმად და ვფიქრობდი ყველაფერზე: ალექსზე, მის კოცნაზე, გაქცევაზე, ოჯახზე, იმაზეც დავფიქრდი რას ვიტყოდი "მანიაკზე", რომელმაც გამიტაცა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. როდესაც შევატყვე, რომ იღვიძებდა, თვალები დავხუჭე და თავი მოვიმძინარე. მალევე გავიგე როგორ ადგა, ჩაიცვა და სადღაც წავიდა. მაშინვე ლოგინიდან წამოვდექი და სწრაფად ჩავიცვი. გადავწყვიტე ბოლოჯერ მომენახულებინა გოგონები და გამემხნევებინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მე უფრო მჭირდებოდა. მათთან, თითქმის ერთი საათი დავყავი. ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რას როგორ გავაკეთებდით. ვიცოდით, რომ ყველაზე რთული დაცვის მოშორება იქნებოდა, მაგრამ დანებებას არცერთი ვაპირებდით. გოგონებს დავემშვიდობე და ყველას გადავეხვიე. ისინი ძალიან კარგები იყვნენ. ყველა თბილი და საყვარელი იყო. მათ რომ ვუყურებდი ალექსზე ვბრაზდებოდი. ისინი ამ ყველაფერს არ იმსახურებდნენ. ჩუმად გამოვედი, კარები ჩავკეტე და როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, მაგრამ ჩემს წინ წითური შევამჩნიე. სახეზე ეტყობოდა, რომ ყველაფერი დაინახა. ცივმა ოფლმა დამასხა. შიშმა ამიტანა, ვაი თუ ალექსისთვის ეთქვა. მას მე არ მოვწონდი, ამიტომ ვიცოდი, რომ ასე უბრალოდ არ დაივიწყებდა ნანახს. ის აუცილებლად ეტყოდა. კმაყოფილი იღიმოდა და მიყურებდა. რატომ არ მიდიოდა ახლავე ალექსთან ყველაფრის მოსაყოლად? - თავიდანვე ვიცოდი აქ, რომ მოდიოდი. - მითხრა და ჩემს გარშემო დაიწყო სიარული. - მაინტერესებდა რას გეგმავდი, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და წითლად შეღებილი ტუჩები მაღლა აზიდა. - რა გინდა? - მკაცრად ვუთხარი. - მინდა, რომ აქედან წახვიდეთ და უკან აღარასოდეს დაბრუნდეთ! - ცივად თქვა და ზიზღით შემომხედა. ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა. - თუ არ გინდა, რომ დღესვე ვუთხრა ყველაფერი, დამპირდი, აქედან რომ წახვალ, პოლიციას არაფერს ეტყვი ალექსზე. - მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა. იცოდა, რომ დავთანხმდებოდი. ვერაფერს ვხვდებოდი. რატომ არ უნდოდა, რომ დაეჭირათ და ის თავისუფალი ყოფილიყო? - რატომ? - სახე გავუსწორე. - რატომ არ გინდა, რომ მასზე ყველაფერი ვთქვა? - შენი საქმე არ არის! უბრალოდ მე დაგეხმარებით, რომ აქედან მოშორდეთ, თქვენ კი არაფერს იტყვით მასზე. - კიდევ ერთხელ ზიზღნარევი მზერით ამათვალიერა, შებრუნდა და წავიდა. სასწრაფოდ წავედი ოთახში და კარები ჩავკეტე. რა მოხდებოდა, თუ ყველაფერს ეტყოდა? ეს არ უნდა მომხდარიყო. თანახმა ვიყავი აქედან გასვლის შემდეგ, მასზე არაფერი მეთქვა. მთავარი სახლში დაბრუნება იყო. სხვა არაფერი მადარდებდა. ვიცოდი, რომ ახლა საშინლად ეგოისტურად ვფიქრობდი, მაგრამ აქაურობას მალე უნდა გავშორებოდი და სახლში დავბრუნებულიყავი. მთელი დღე ოთახში ვიჯექი. ყოველ წამს ველოდი, როდის შემოაღებდა ალექსი კარს, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი მომხდარა. ღამე ბევრი მცდელობის შემდეგ ჩამეძინა. ვხედავდი, როგორ მივრბოდი. ირგვლივ ყველაფერი წითელი იყო. გარშემო კი ყველგან გვამები ეყარა. მათი სახეები და სხეულები სულ სისხლიანი იყო. რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ, გოგონების სახეები გამოვარჩიე. პანიკაში ჩავვარდი. გავიგე გასროლის ხმა და ვიგრძენი ტკივილი მკერდის არეში, ჩემს წინ კი დავინახე ალექსის გამოსახულება, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა. ვგრძნობდი, როგორ ვიცლებოდი სისხლისგან მე კი ამის შეჩერება არ შემეძლო. სიზმრიდან ვიღაცის ძახილმა და შეხებამ გამომიყვანა. ერთიანად ოფლიანი ვიყავი და ვკანკალებდი. ალექსი ლოგინზე იჯდა, მეხუტებოდა და მაწყნარებდა. ვერ ვივიწყებდი მის სახეს. მისი თვალები მწვანეს მაგივრად წითელი იყო. ვცდილობდი გონებიდან ამომეგდო და დავმშვიდებულიყავი. იმდენად რეალური იყო ყველაფერი, რომ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვდიოდი. ალექსი კი მაწყნარებდა თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი. ისე ნაზად მეხებოდა მისი ხელები, რომ მის მკლავებში გავინაბე და მელევე განვაგრძე ძილი. დილით ადრიანად გავიღვიძე. ოთახში მხოლოდ მე ვიყავი. გამახსენდა, როგორ ჩამეძინა მის მკლავებში და გამეღიმა, მაგრამ მალევე გადამავიწყდა, როდესაც გამახსენდა, რომ დღეს აქაურობას სამუდამოდ მოვშორდებოდი. სწრაფად გავემზადე და გასვლა დავაპირე, რა წამსაც წითური შემოვიდა. - იმედია გახსოვს რაც უნდა გააკეთო, თორემ ალექსს ყველაფერს მოვუყვები. - დაისისინა. - არაფერს ვიტყვი. რატომ იცავ მას? - პირდაპირ ვკითხე. თვალი ამარიდა, მაშინ კი ყველაფერს მივხვდი. მას ალექსისადმი გრძნობა გააჩნდა. ამიტომაც იცავდა მას. როგორ შეეძლო მანიაკი შეყვარებოდა? ეს უბრალოდ დიდი სისულელე იყო. - ის გიყვარს? - არაფერი მიპასუხა. ოთახი საჩქაროდ დატოვა. ღრმად ჩავისუნთქე და თავი გავაქნიე. გაქცევას ნაშუადღევს ვაპირებდით. დაცვა სიცხისგან გადაღლილი იქნებოდა და უფრო მარტივად გავუმკლავდებოდით. სწრაფად ვისუზმე და სახლი დავათვალიერე. აღმოვაჩინე, რომ ალექსი სახლში არ იყო რამაც გამახარა. როდესაც დრო მოვიდა, დაბლა ჩავედი და გოგონები გამოვიყვანე. ხელში ყველას ეჭირა ნივთი, რომელიც იარაღს შეცვლიდა. ზოგს ტაფა, ზოგს სანათი, მე კი ჩემი - ფაიფურის ქანდაკება მქონდა. ვამჩნევდი მათ ანერვიულებულ სახეებს. ყველანი კანკალებდნენ. მეც მეშინოდა. გული ცუდს მიგრძნობდა, მაგრამ ახლა უკან დახევის დრო აღარ იყო. ერთმანეთს ნელა დავუქნიეთ თავი, იმის ნიშნად, რომ მზად ვიყავით და ყველანი ჩუმად, მაგრამ სწრაფად წავედით მთავარი გასასვლელისკენ. მასთან მისვლა არ გაგვჭირვებია, რადგან აქ ყოფნისას სახლის ყველა ნაწილი დავიმახსოვრე. მხოლოდ ერთი ოთახის გავლა გვაკლდა და ეზოში გავიდოდით, მაგრამ კარებში გამოჩენილმა ალექსმა შეგვაჩერა. ყველანი, სწრაფად დავიმალეთ ახლომდებარე ოთახში. ცოტახანი დავიცადეთ. როცა მივხვდი, რომ საფრთხე აღარ იყო, ნელა მივეცი ნიშანი გოგონებს და სწრაფად წავედით გასასვლელისკენ. კარები სწრაფად გავაღე, რა წამსაც წინ დაცვა ამესვეტა. სანამ რამის დაძახებას მოასწრებდა, მანამდე მოვიქნიე ქანდაკება. სხვა ვითარებაში, რომ ვყოფილიყავი მას აუცილებლად მოვუხდიდი ბოდიშს, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. პირველი ტეისი გავიდა გარეთ და გვამცნო, რომ არავინ იყო. მას ბელა მიჰყვა, ბელას კი დანარჩენები. სახლს ბოლოჯერ მოვავლე თვალი და ზღურბლს გადავაბიჯე. მაშინვე ვიგრძენი ის სიამოვნება, რაც თავისუფლების განცდამ მომიტანა, მაგრამ ჩემი ბედნიერება ალექსის ღრიალმა დაარღვია. შეშინებულმა უკან გავიხედე რა წამსაც დავინახე, როგორ მორბოდა ჩვენსკენ. გოგონებს დავუყვირე გაიქეცით - მეთქი და მეც უკანმოუხედავად გავიქეცი. მესმოდა ალექსის ძახილი, მაგრამ არ ვუსმენდი. მთავარი იყო, რომ აქედან ცოცხლებს გაგვეღწია. ჭიშკართან სულ ახლოს ვიყავით, როდესაც რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე. ყურები დამიგუბდა გამაყრუებელი ხმის გამო, მაგრამ არ გავჩერებულვარ. კიდევ ერთხელ გაისმა ხმა და დავინახე როგორ დაეცა ბელა. მასთან მივირბინე. მის ღია ფერის მაისურზე ნათლად ჩანდა სისხლის კვალი, რომელიც ტყვიამ მიაყენა, გულთან ძალიან ახლოს. ჭრილობის დანახვაზე მაიშნვე სიზმარი გამახსენდა. აკანკალებული ხელებით ვცდილობდი სისხლი შემეჩერებინა, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ იცლებოდა სისხლისგან ჩემს ხელებში. ლამაზ გოგონას მთლად გათეთრებოდა სახე და მხოლოდ ოდნავ იღიმოდა. გოგონებს გავხედე, რომლებიც უძრავად იდგნენ. ვერ გადაეწყვიტათ წასულიყვნენ, თუ არა. ტეისიმ ჩვენთან მოირბინა, მაგრამ მე შევაჩერე. მე თუ ვერ გავაღწევდი, ისინი მაინც უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ. ეს მათ დაიმსახურეს. ახლა ჩემი თავი არ მადარდებდა. მინდოდა, რომ სასწრაფოდ გასცლოდნენ ამ ადგილს, ამიტომ რაც შემელძო ხმამაღლა ვყვიროდი. - გაიქეცით! სასწრაფოდ გაიქეცით! ჩქარა წადით აქედან! - ვყვიროდი. ჩემმა ყვირილმა ტეისი გონს მოიყვანა, თავი დამიქნია, დანარჩენებს ხელი ჩასჭიდა და დავინახე, როგორ გავიდნენ ჭიშკრიდან. შვებით ამოვისუნთქე, როდესაც გავიაზრე, რომ მათ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ. ჩვენ შეთანხმებული გვქონდა, რომ უმოკლესი გზებით წავიდოდნენ ქალაქისკენ და თავშესაფარს იპოვიდნენ, თუ რამე გართულდებოდა და ვინმეს დარჩენა მოუწევდა, მათთვის დახმარება გამოეგზავნათ. ახლა, მხოლოდ ამის იმედიღა მქონდა. როგორც კი თვალს მიეფარნენ, სწრაფად მოვეგე გონს და ბელას დავაშტერდი. ვიცოდი, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ტყუილი სიტყვებით მაინც ვაიმედებდი. რამდენიმე წუთს ასე ვიყავით. ეზოში, მე, ბელას სისხლიანი სხეული და შორიახლოს, იარაღით ალექსი ვიყავით. ბელას თმაზე ვეფერებოდი. ცრემლები მდიოდა და მის სახეს ეცემოდა. მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა და მივხვდი, რომ ბელა აღარ იყო. მის მაგივრად უსიცოცხლო გვამი მეჭირა ხელში. ვერაფერს ვგრძნობდი და არაფერი მესმოდა. გავიგე როგორ მომიახლოვდა ვიღაც, ნელა ამაყენა, ხელში ამიყვანა და სახლის მიმართულებით წამიყვანა. იმდენად გადაღლილი ვიყავი, რომ გონებას ვკარგავდი. ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი ამ გრძნობას და ფხიზლად დავრჩენილიყავი, მაგრამ ბოლოს დავნებდი და შავ სამყაროში გადავეშვი. როგორც იქნა ავტვირთე ^^ უღრმესი მადლობა რომ მელოდებოდით და მოთმინებას იჩენდით &.. ვიცი რომ უპასუხისმგებლოვარ უბრალოდ დადების შანსი არ მომეცა (( მაგრამ ახლა დავდე... დიდი თავია და იმედია ხვალამდე გეყოფათ ხვალ კი აღარ გალოდინებთ და შემდეგი დაიდება ^^ ძალიან მიყვარხართ ყველა .;აბა რას ფიქრობთ ამელიასა და ალექსზე? როგორ ფიქრობთ როგორ დასრულდება ამბავი? თითქმის ფინალში გავდივარ და მაინტერესებს თქვენი აზრი ველი დიდ კომენტარებს ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.