შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟემდე შეშლილი (თავი 1)


16-09-2018, 18:47
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 582

ქუჩაში, მიყრილ ფოთლებს ქარი აქეთ-იქით დაატარებდა და საბოლოოდ ისევ ტროტუარებს უბრუნებდა.
წვიმის მსხვილი წვეთები ფანჯრის რაფაზე, ხმაურით ეხეთქებოდნენ და მალევე უერთდებოდნენ ნაკადულად ქცეულ სხვა წვიმის წვეთებს.
ოთახში სიმყუდროვე სუფევდა...
კუთხეში მიყუჟული პატარა ლეკვი საშინლად წკმუტუნებდა...
სახლში არავინ იყო...
წამის მეასედში წარმოქმნილი ელვის შუქი ანათებდა შავად შეღებილ ოთახს და საწოლზე მიგდებულ თეთრ პიჯაკსაც გაარჩევდით...
სახლის ფანჯრები მეტად დაბურული და უსუფთაო იყო.
ლეკვი წკმუტუნს არ წყვეტდა მანამ სანამ კარის საკეტი ორჯერ არ გადატრიალდა და სახლში მძიმე ნაბიჯების ხმამ არ გააყრუა ყოველივე.
ჯერ ერთ ოთახში შემდეგ კი მეორეში აინთო ნათურა და უკვე მკაფიოდ შეგეძლო დაგენახა ყველაფერი.
კაცს ჩვეული, უწყინარი სახე ჰქონდა.
მასზე გამოხატულ ვერცერთ ემოციას წაიკითხავდით, უბრალოდ მშვიდად თითქმის ტოლი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა ერთი ოთახიდან მეორეში და ცდილობდა მაქსიმალურად შეეკავებინა თავი ხმაურისგან.
ახლა უკვე სახლის ყველა ოთახში ენთო სინათლე და კარგად დაინახავდით კაცის სიმაღლეს, მის სახეს და ყოველივეს რაც კი დაგაინტერესებდა.
-მოვედი ცუციკ! ლეკვს ოდნავ დაბოხებული ხმით ანიშნა მისი მოსვლა და თეთრი, ფუმფულა ბეწვით დაფარული პატარა არსებაც დაუყოვნებლივ გაეშურა სიხარულის ხმებით მისკენ.
-მოდი პატარავ! ლეკვი ხელებში მოიმწყვდია და ჩახუტების იმიტაცია გააკეთა.
-ნაღვლიანი ხარ, რატომ? თვალებში ჩააშტერდა პატარა არსებას და ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა
-ჩემზე რა განერვიულებს შე სულელო? არაფერი მომივა ხომ იცი? ბეწვზე ხელი ალერსით გადაუსვა და იქვე დასვა.
-ალბათ გშია! სამზარეულოსკენ აიღო გეზი და ლეკვს ძეხვის ოთხი ნაჭერი დაუდგა წინ.
-დღეს ეს ჭამე,ხვალ ვიყიდოთ შენი საჭმელი.
კიდევ ერთხელ მიეფერა საყვარელ აარსებას და სააბაზანოს კარს მიღმა მიიმალა.



ცივი წყლის ჭავლს შეეუშვირა ადრენალინისგან "ნაწამები" სხეული და კუნთების შექანება იგრძნო.
ყველა დაჭიმული კუნთი უხტოდა გველესიანს და გასულ ღამეზე ფიქრობდა.
გულიანად ჩამოირეცხა ყველაფერი რაც მის სხეულს ამძიმებდა და შავი ფუმფულა ხალათით დატოვა სააბაზანო.
წვიმა უკვე დიდიხნის შეწყვეტილი იყო და ფანჯრიდან სასიამუვნო, გრილი სიო უბერავდა.
-მოხვედი ცუციკ? კარში საწყლად მდგომ ლეკ ს გახედა და საწოლზე გაიშხლართა.
-ასე ნუ მიყურებ, არაფერი მომხდარა უბრალოდ შორიდან ვუყურებდი. ცუციკ არ ვიცი განა ღირს მის გამო ამ ხალხს დავუპირისპირდე? ხომ იცი სულ ფეხებზე ესენი, ისე წავლენ როგორც მოვიდნენ მაგრამ მის გამო...
კარგი ხოო მიყვარს, მიყვარს მაგრამ რა ვქნა?
ესე ადვილი ხო არაა რვა წელია მაგ დედამოტ*ნულ სასტავში ვარ.
ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით რა!
ფუმფულა ბეწვზე ისევ გადაუსვა ხელი და საწოლიდან წამოდგა.
კარადის ერთი ბოლო წითელი წვეთებით იყო შეღებილი და არაპროფესიონალიც მიხვდებოდა იმას, თუ რა იყო ეს ბლანტი სითხე.
-უკვე დაიწყეს ჩემზე ნადირობა! ორლულიანი იარაღი გადატენა და საწოლთან მდგარ შავ ტუმბოზე, ზემოდან დადო.
მისი გონება ახლა ახვლედიანებთან იყო, მხოლოდ თაია ახვლედიანზე ფიქრობდა და მუდმივად უპირისპირდებოდა საკუთარ გონებას, რომელიც წითელ განგაშს ანთებდა.
ეს ქალი, მისი ჯადო იყო...
ჯადო რომელსაც ვერაფრით იხსნიდა და როცა დადგა დრო თითქოს უნდა დავიწყებოდა, მისი მოკვლის ბრძანება მიიღო.
ორი დღე უთვალთვალებდა და საბოლოოდ მაინც ვერ გამოკრა სასხლეტს ხელი.
იცოდა რაც მოხდებოდა...
ახლა უკვე თაიასთან ერთად მანაც საფრთხეში ჩაიგდო თავი.
და ვინ იყო თაია?
ამას ვერ ხსნიდა გველესიანი, რატომ უქმნიდა ყველას პრობლემას და რატომ ცდილობდა ყველა მის მოშორებას.
ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად იყო, გამომძიებელი რომელიც ძალიან დიდ სამსახურს უწევდა სახელმწიფოს და არცერთი საქმე არ ჩაუგდია.
რასაც ხელს კიდებდა ყველაფერს ბოლომდე მიყვებოდა და ფინალში ის დაჯილდოვებული ხოლო დამნაშავე გისოსებს მიღმა რჩებოდა.
ღამის კოშმარად ექცა გველესიანს ეს ქალი.
მისი უპირველესი საფიქრალი ახლასწორედ ის იყო.

მთვარის შუქით განათებულ ოთახში ქალის მონოტორული სუნთქვა ისმოდა.
აივნიდან შემოჭრილი ცივი მასები მის შიშველ კანს ეფინებოდა და სასიამუვნო ჟრუანტელს გვრიდა, მის სხეულს.
გვერდის შეცვლას აპირებდა გადაბრუნებას, უცნაური ხმა რომ შემოესმა მისაღებიდან და თვალები მალევე გაახილა.
უძილობისგან შეწუხებულს ჩაწითლებული უპეები მოუჩანდა.
იქვე დადებულ იარაღს წაატანა ხელი და ნელი მოძრაობით წამოდგა საწოლიდან.
აბრეშუმის ხალათი შემოიცვა და კართან ფრთხილად მივიდა...
დერეფანში სიჩუმე იყო, მხოლოდ რაღაც წყნარი მელოდიის ხმა ისმოდა, კარგად მოსმენის შემდეგ მიხვდა ხმა მისაღებიდან მოდიოდა და მაშინვე გაემართა იქეთ.
მისაღები ჩაბნელებული იყო, მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა...
შიშმა ერთიანად მონუსხა ახვლედიანი და თვალების ცეცება დაიწყო.
-მე მეძებ? სიბნელეში ბოხი, ბარიტონი ბგერები გაიფრქვა და ახვლედიანიც მაშინვე გახტა განზე.
-ვინ ხარ? ხმა ოდნავ აუკანკალდა ქალს და მაქსიმალურად მოატრიალა თავი რათა მისი "დაუპატიჟებელი სტუმარი" დაენახა.
-თაია, თაია! კაცის ხმა იმდენად შემზარავი იყო, რომ სულ ცოტაც და შეიშლებოდა
-რა გინდა? ვინ ხარ?
-შენი მოლანდება, შენი ღამის კოშმარი.
კაცის ცინიკურმა ხმამ, ყურები დაუგუბა.
სხეული უხტოდა, ემოციებისგან და ერთი სული ჰქონდა სინათლე აენთო.
მოულოდნელად გადადგა მაბიჯი და ჩამრთველსაც მიწვდა.
სინათლემ ერთიანად გაანათა ყველაფერი მაგრამ...
იქ აღარ იყო...
მხოლოდ ხუთ წამში ან უფრო ნაკლებში გაუჩინარდა მისი სტუმარი.
-ჯანდაბა! ხელები თავზე შემოიწყო და კედელთან ჩაიკეცა.
ნერვული სისტემა, ერთიანად ცახცახებდა, თაიას სხეულში.
თვალები ერთ ადგილზე ჰქო და გაშტერებული...
ვერც კი შენიშნა ნელ-ნელა როგორ ეძარცვებოდა ღამე და დღე ანაცვლებდა..
აზრზე, რომ მოვიდა უკვე რვა საათი სრულდებოდა, აზრი არ ჰქონდა ძილს ამიტომ ესევე სააბაზანოს მიაშურა და გაყინული წყალი მოუშვა.
მთლიანად კანკალებდა, მაგრამ ეს არ იყო წყლის ბრალი.
რაღაც ახალს გრძნობდა...
აქამდე უძლეველი გამომძიებელი ახლა, ერთ ღამეში მომხდარმა მთლიანად შეცვალა.
იმ დღეს თაია საკუთარ თავს არ ჰგავდა, როცა ეძახდნენ არ ესმოდა.
მუდმივად უცნობის ხმა ესმოდა ყველგან, საშინელ ბოღმას გრძნობდა ყელში.
უნდოდა გადმოენთხია, ეყვირა მაგრამ ვერ ახერხებდა...
ის უკვე პიიკი იყო უფროსმა, რომ დაიბარა და მის მდგომარეობაზე ჰკითხა.
ყველაფერი თითქოს წყნარად მოაგვარა და მალევე გამოუშვეს სახლში, გადაღლილობის გამო.
სახლში შესულს ფარდები ჩამოფარებული დახვდა.
დაიძაბა და გასახდელში გაშეშდა.
ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდა, იცოდა შიგნით რაც ხდებოდა.
-არ შემოხვალ? ისევ ეს ბოხი ხმა, რომელიც ჭკუიდან შლიდა.
იქვე ჩაიკეცა და ხელები ყურებზე აიფარა.
-რა გინდა?
-თაია! ქალის სახელს ისე მკაფიოდ გამოთქვამდა უცნობი, რომ მისი ხმა უფრო ჭკუიდან შლიდა.
-თაია მე შენი კოშმარი ვარ! მხოლოდ შენი!
სიცილმა, იქაურობა გააყრუა...
როცა გონს მოეგო და უცნობისთვის რამის თქმა დააპირა ის...
ის იქ აღარ იყო.
-----
დაგიბრუნდით!



№1  offline წევრი ნენეე

ეეე ჩემო თეთუ!
გველესიანი და ახვლედიანი.
მმმმ რაღაც ახალი და კარგი ხდება.
ორი უკიდურესობაა.
ნუ ჩემი აზრით ის ზემოთხსენებულია თაიას სტუმარი მაგრამ ვნახოთ!
თაიას შეშინებაა! ჰაა?
რა უკიდურესად წერ ნეტა იცოდე, ზღვარზე წერ. სიძლიერისა და სისუსტის ზღვარზე.
მალე დადე შემდეგი თორე გავაფრენ
--------------------
ნენე გასვიანი

 


№2  offline წევრი ქეთათო4

ნენეე
ეეე ჩემო თეთუ!
გველესიანი და ახვლედიანი.
მმმმ რაღაც ახალი და კარგი ხდება.
ორი უკიდურესობაა.
ნუ ჩემი აზრით ის ზემოთხსენებულია თაიას სტუმარი მაგრამ ვნახოთ!
თაიას შეშინებაა! ჰაა?
რა უკიდურესად წერ ნეტა იცოდე, ზღვარზე წერ. სიძლიერისა და სისუსტის ზღვარზე.
მალე დადე შემდეგი თორე გავაფრენ

გაეთრიე რა!❤
მიყვარხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent