შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Darck side of blod .13 (დასასრულიდან დასაწყისი)


26-09-2018, 21:11
ავტორი Soow
ნანახია 1 381


-მამა!-სიხარულისგან და სევდისგან მკვდარ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და ვამპირებისთვის დაუხასიათებლად თვალებიდან ცრემლები წამომხდა.თავს ვამპირად კი არა ყველაზე დაბალ არსებად ვგრძნობდი რაც კი არსებობს , ისეთი უძლური ვიყავი როგორც ერთუჯრედიანი ორგანიზმი,თუმცა ჩემი ტკივილი იმდენად უკიდეგანო იყო რომ მთელი სამყარო გაშავფერადდა.
მამამ გულში ჩამიკირა ზურგიდან ბრუნო მომეხვია ეს დიდი სიხარული იყო თუმცა მე ტკივილი უფრო მომიმატა.ჩვენს გვერდით ძალიან ახლოს ორი ახლად გარდაქმნილი ვამპირი გაჩერდა -ანდრეას შეყვარებული და მისი და.სადღაც შორს პატრიკის ხმა გაისმა რომელიც ანდრეას უხმობდა. ტყვეები ერთმანეთს ვეხვეოდით მაგრამ არც ერთს სიხარულის შეგრძნება არ გვეუფლებოდა,თუმცაღა ცხადია პირიქით უნდა ყოფოლიყო.
რამდენიმე წუთის შემდეგ მილანიტებისგან ჩვენთვის გამოყოფილ სახლში დავბრუნდით.მე მამა და ბრუნო ერთ პატარა ოთახში განვმარტოვდით მეორე სართულზე.
- მომიყევი რამოხდა დილან! როგორც მივხვდი ჯინა წაიყვანეს იციან თუ არა ვინ არის?-ვამპირის თაობაზე შეშფოთებული გამომეტყველებით და ათთროლებული ხმით მეკითხებოდა მამა- შენ ვერ წარმოიდგენ რა ელოდება დედამიწას თუ კი ის ჯინას რიტუალში გამოიყენებს.
-მამა ... ჯინა ჩემგან ბავშვს ელოდება... ვიცი ძალიან მცდარი და უპასუხისმგებლო საქციელია... ვიცი , მაგრამ უკვე იმედიც აღარ შემომრჩა მისი ნახვის,უკვე სამი თვე , სამი თვე გავიდა უშედეგოდ და მისგან არაფერი ისმის.გაუჩინარებიდან მასთან ჯადოქარი ქალი მარიანა წავიდა,მითხრა მისთვის ასე უფრო უსაფრთხო იქნებაო , მაგრამ ვერც მარიანა , ვერც ჯინა და ვერც კევინი ვიპოვედ .ვიცი რომ ცოცხალია რადგან მე ვცოცხლობ მაგრამ გულის სიღრმეშითაც კი აღარ მაქვს იმედი მაგრამ დანებებას არ ვაპირებ.გაქცევას ან დამალვას არ ვაპირებ.მე ის უნდა ვნახო , თუნდ ბოლოჯერ.

-დილან ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვართ-მითხრა მამამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ.
-მე ჩემს შვილს არასდროს მივატოვებ და არც შენ მოგცემ შენი შვილის მიტოვების უფლებას .ადამიანი მაშინ კვდება როცა იმედი კვდება და ვამპირში სწორედ ესღა რჩება ადამიანიდან ,იმედი : უკეთესობისათვის, სიყვარულისთვის,გადარჩენისთვის,სიცოცხლისთვის . ეს არ დაკარგო თორემ არაფერი გამოგვივა.





*****
-დარწმუნებული ხარ რომ არ უნდა წამოვიდე?-შემეკითხა ანდრეამ,რომელიც ბარგ ჩალაგებულ მანქანასთან იდგა მაგრამ მასში ჩაჯდომას ვერ ლამობდა.
-ანდრეა მისმინე , შენ ისედაც უამრავი გააკეთე ჩვენთვის დასვენებას იმსახურებ ამიერიდან , უშენოდაც გავუმკლავდები მითუმეტესს რომ მარტო აღარ ვარ.ყველაფერი რომ, დასრულდება, პირველად შენ გინახულებთ ჯინასთან ერთად დავბრუნდები ამას გპირდები.შენს დას და შენს საქმროს სჭირდები-ორივემ სევდიანი ღიმილით გავხედეთ მანქანაში მსხდომთ და ერთმანეთს დასამშვიდებლად გადავეხვიეთ.
-ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება - ჩამჩურჩულა ყურში და მანქანაში ჩაჯდა.

მამას და ბობს მივუბრუნდი ყველაფერი ერთდროულად მაწუხებდა ვულკანივით ვიყავი რომელიც ჟერ ლავას აგროვებდა , ცხელდებოდა და მოულოდნელი სასიკვდილო ამოფრქვევისთვის ემზადებოდა.
-კარგად იქნებიან დილან , ჩემი ყმაწვილობის დროინდელ სახლში გავამგზავრე. სხვა კონტინენტზე,დარწმუნებული ვარ რომ უსაფრთხოდ იქნებიან.
-მინდა ამის მჯეროდეს მაგრამ საფრთხეს ყველა მხრიდან ველოდები-ჩავილაპარაკე მე პატრიკმა შავი ჯიპიდან მოგვიხმო და გზას გავუდექით.


-პატრიკ სად მივდივართ? - დიდხნიანი სიჩუმე ბობმა დაარღვია ჭკუასუსტი შეკითხვით.
=ჩემს ნაცნობთან,ადრე ვავიჩების და კევინის კლანის ერთგული მსახური და მესაიდუმლე იყო , შეიძლება რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ თუ რათქმაუნდა ცოცხალია ჯორდან მაკმილანი ,დიდი გაიძვერაა ,მაგრამ ჯერჯერობით სხვა არაფერი მეჩვენება გამოსავალად.
როგორც იქნა 11 საათიანი მგზავრობის შემდეგ , მივადექით დაცარიელებულ დანგრეულ ქალაქს ვამპირების სუნი ჰაერში დატრიალებდა, შკარა იყო რომ ბევრნი იყვნენ.
-აი ისიც , ეს სახლია შუქიც აუნთიათ სჩანს არ მომკვდარა ან იქნებ სახლში ვინმე სხვაა.მოკლედ გეგმა ასეთია დილან შენ ჩემთან ერთად მოდიხარ , მისტერ თქვენ და ბობიმ გარეთ უნდა მოიცადოთ , ჯორდანს უკვე დიდიხანია ვავიჩებთან და კევინთან არანაირი შეხება არ აქვთ , მაგრამ მათგან არაფრით განსხვავდება.
ისე მოვიქეცით როგორც პატრიკმა გვითხრა,უკვე კართან ვიდექით დაკაკუნება არც დაგვჭირებია კარი გრძელ თმიანმა ქერა ვამპირმა გაგვიღო.
-ჯორდან! მიხარია შენი ნახვა-ყალბად მიესალმა პატრიკი.
-წყეულიც იყავ აქ რა გინდა!? იცოდე ისევ თქვენი მონა არ გავხვდები - ბოლო წინადადება კბილებში გამოუცრა და კარის მოხურვაც კი სცადა.
-რა მანერებია ! შენთან უბრალოდ ერთი საკითხი მაქვს პატარა და დელიკატური , შინ არ მიმიპატიჟებ?-ისევ ყალბად გაუცინა პატრიკმა და უხეშად შეიჭრა მის სახლში მეც უკან გავყევი.
პატრიკი სავარძელზე მოკალათდა გასისხლული ახალგაზრდა ქალის გვერდით
-ჰმ, ,კვდარია -თქვა უემოციოდ-ალბათ ამ ადგილზე საშინელი "ლეგენდები" დადის .
-რისთვის მოხვედით სერ პატრიკ?
-შენი აზრით,კევინს ხელში რომ ტყვე ჩაეგდო, ძალიან მნიშვნელოვანი ტყვე,იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე მაგალითად მე ან შენ, სად წაიყვანდა?
-თავის სასახლეში, მაგრამ გავიგე რომ სამი თვის წინ აფეთქებულა.-ყალბი დამწუხრებით გამოთქვა ჯორდანმა და ბოლოს მაინც ჩაეცინა.
-ხო ასე ვთქვათ პატარა შელაპარაკება მოგვივიდა ! მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ კევინს სხვა სასახლეც ექნება და თან აუცილებლად!
-პატრიკ სხვა სასახლეზე არაფერი ვიცი! თუ მეტყვი ტყვე ვინ იყო შემიძლია ვივარაუდო მასთან დაიტოვებდა თუ რომელიმე სხვა კლანს მისყიდდა.-ამჯერად სრული სერიოზულობა გამოიხატებოდა მის ხმაში და გულზე მომეშვა, მეგონა მთელს ღამეს ასეთ ყალბ არაფრის მთქმელ ლაყუჩობაში გაატარებდნენ.
-ტყვე ამინაა რომელიც ამ ახალგაზრდა ვამპირის ბავშვს ელოდება-ეს სიტყვები განსაკუთრებულად გამოთქვა და ჯორდანსაც სახე მთლიანად შეეცვალა.
-ამინებს ალასკაზე ყიდის ხოლმე , მაგრამ ფეხმძიმე ამინას არავინ ყიდულობს ამინა რომელიც სხვასთანაა დაკავშირებული არაფერს გვაძლევს საფრთხის გარდა.-თვალს არ მაშორებდა თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა ჩემთვის,ვერ მოითმინა და ისევ მე მომიბრუნდა-კი ,მაგრამ შენს ამინას შენ თვითონ რატომ ვერ ეკითხები სად არის?
- ეს რას ნიშნავს-გავვოცდი
- იმას რომ თუ შენი ამინაა მითუმეტეს ბავშვს ელოდება შენგან ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ. სხეულით და სულით.
-კიდევ უფრო მარტივად ამიხსენით არ ვიცი რის თქმას ცდილობთ.
-თვალები დახუჭე და ის წარმოიდგინე მერე კი სთხოვე მისი ადგილსამყოფელი გიჩვენოს.
ასეც მოვიქეცი ჯინა წარმოვიდგინე , ყველა უმნიშვნელო დეტალი გავაცოცხლე წარმოსახვით ჯინაში:რძის ფერი ნაზი კანი, უძირო ლაჟვარდის თვალები , თვალებს ქვემოთ ლოყებზე ვნებისაგან მოდებული ალმური. წარმოსახვითი ჯინა იზრდება თითქოს კადრი შორდება , მის თვალებზე ცრემლები ჩნდება და მუცელზეა ჩაბღაუტებული, მის ირგვლივ ჭუჭყიანი კედლები იხატება , გულში ვიმეორებ სად ხარ , მითხარი სად ხარ! წარმოსახვითი ტკივილებისაგან დამანჭული ჯინა ზემოთ იხედება , სურათი იცვლება და ვხედავ დანგრეულ ჭერს , მას მიღმა ცას და გუმბათის ნაწილს.უცებ გონება მინათდება თვალებს ვახელ და თითქმის ვღრიალებ- რუმინეთი ის რუმინეთშია!



№1 სტუმარი Moon

მიხარია რომ დაბრუნდი

 


№2  offline წევრი Soow

Moon
მიხარია რომ დაბრუნდი

მეც მიხარია , დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერა და კომენტარი სტიმულია ჩემთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent