შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ნაშთი თავი მესამე


12-10-2018, 12:53
ავტორი ki si
ნანახია 1 281

-ყველაფერი აირია, ხალხმა მოსკოვიდან გახიზვნა დაიწყო. რა თქმა უნდა ეს ის ხალხი იყო, რომლებიც ხვდებოდა პოლიციამ პატრულირება რატომ გაამკაცრა თუ მანამდე ქუჩაში ერთი მანქანა შეგხვდებოდა მთელს კვარტალში ახლა ქუჩები სავსე იყო პოლიციით. სერგეი მემუდარებოდა საქართველოში ცოტახანი მაინც წადიო მე კი უარზე ვიყავი. ვხვდებოდი ყველაფერი ცუდად რომ იყო, სვეტამ ლოცვა გაათკეცა. მანამდე ხალასი სვეტა ფერადი კოლჰოტებითა და კაბებით რომ დადიოდა. ახლა გრძელი კაბით ყელამდე შეკრული მაისურებითა და თავშლით დადიოდა. უყვარდა სვეტას, სიცოცხლეზე უფრო უყვარდა, დიმიტრი და ეს მე მანადგურებდა. იმიტომ რომ დიმიტრის სვეტასავით შეყვარება მაშინ არ შემეძლო. სვეტას იგი უანგაროდ, მთელი არსებით, უპირობოდ უყვარდა მე კი ალბათ რამდენი პირობა მექმენოდა მასთან. ერთ დღეს სახლში დაბრუნებულს სვეტამ ხატების კუთხიდან ამომხედა. ჩვენ ბევრი ხატი არ გვქონდა დიმიტრი მაშინ ათეისტი იყო არც მე მწამდა დიდად მაგრამ სვეტას სწამდა,-გამიკვრიდა დედას სიტყვები მამაჩემი უფლებას არ მაძლევდა წირვა გამეცდინა მეუბნებოდა იმაზე მეტად უნდა გწამდეს ვიდრე ეს შენს გონებას და გულს შეუძლიაო,-სვეტამ ამომხედა და მითხრა
-მოდი საშა დაიჩოქე და ილოცე
-ვისთვის ვილოცო სვეტა,-დავიბენი მაშინ. მეგონა მიხვდა მე თუ ვილოცებდი ეს მხოლოდ ერთი კაცისთვის იქნებოდა მიძღვნილი.
-სერგეისთვის ილოცე საშა, შენთვის და გემუდარები დიმიტრისთვისაც ილოცე მას სჭირდება ეს საშა,-ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულზე ბუსუსები დამეყარა. სვეტას გვერსით დავიჩოქე, თვალები დავხუჭე და ლოცვა დავიწყე. ბოლოს მივხვდი რომ ნერვიულად მხოლოდ ერთ ფრაზას ვიმეორებდი გონებაში მთელი ნახევარი საათი „ღმერთო შეუნდე დიმიტრის რასაც არ უნდა აპირებდეს, დაიცავი სერგეი და სვეტა“ იმ დღეს სერგეის დავპირდი საღამოს გამოვალ და სადმე დავსხდეთ მეთქი.
-საშა რატომ არ გინდა წახვიდე საქართველოში ხომ თქვი მთელი კურსი სადღაც გადაიკარგა და ლექციაზე მხოლოდ ხუთნი ვსხედვართო?-სერგეის წარბი ჰქონდა შეკრული და დაძაბული იჯდა. სანდრო მამას გავს,-აღნიშნა დედამ და მე ისევ გამახსენდა რომ ეს ამბავი რეალობა იყო და ჩემს ოჯახს ეხებოდა.
-იმიტომბარ მინდა სერგეი რომ ბევრი ვიწვალე აქ რომ მესწავლა,-მოვატყუე საცოდავად. სინამდვილეში ვიცოდი რომ თუ წავიდოდი დიმიტრიზე არაფერი მეცოდინებოდა. იცი მაინც რამდენჯერ მიფიქრია რომ ავადმყოფურად მიყვარდა? მაგრამ მიყვარდა რა მექნა ეს გრძნობა ჩემზე ძლიერი იყო. -დედას სიტყვებმა ისევ სისუსტე მანგრძნობინა. მე არავინ მყვარებია, არასოდეს! ყველა მცდელობა შემყვატებოდა ვინმე კრახით სრულდებოდა,-გემუდარები საშა გაეცალე მოსკოვს ამოირჩიე ნებისმოერ ადგილას გაგზავნი ოღონდ წადი ცოტახანს,-სახე ნატანჯი გაუხდა სერგეის მე კი ჯიუტად ვდუმდი. იქიდან რომ გამაცილა სანამ სახლში ავიდოდი გადავწყვიტე ცოტა გამესირნა. დაველოდე როდის წავიდოდა და კიბეები ისევ ჩავირბინე. არ ვიცოდი სად გავრბოდი და აი პირველ სართულზე ვიღაცას დავეჯახე და პარკები გადავაყრევინე.
-ბოდიში,-ვთქვი და პარკი მივაწოდე
-საშა კარგად ხარ?-ნაცნობი ხმა ჩამესმა და დენდარტყმულივით შევხტი
-არ მინდოდა შეშინება მაპატიე,-თვალებზე ეტყობოდა მთვრალი იყო
-სვეტა სახლშია, ახლა არსად გადის,-ვუთხარი და გასვლა დავაპირე მაჯით რომ დამიჭირა ძალიან მეტკინა.
-მე შენთან მოვდიოდი.-ყელში უცნაური გრძნობა გამიჩნდა
-დიმიტრი სვეტას არ აწყენინო,-ვთქვი ჩამქრალი ხმით
-არ იცის დღეს რომ უნდა მოვიდე,-თქვა და უკან ამეკიდა.
-წადი თორემ სახლში ავალ,-ვთქვი მკაცრად,-ვიღაცას დაუძახა და პარკები სვეტასთან გაატანა.
-მარტო ხომ არ ისეირნებ ღამეა
-რა გინდა დიმიტრი?-პანიკაში ვიყავი
-არაფერი. არ მინდა რომ გეშინოდეს ჩემი
-შენი არ მეშინია მე..-მოვტვინე და მანამდე გავჩუმდი სანამ ვეტყოდი შენ მიმართ რომ მაქვს ის გრძნობა მაშინებს მეთქი.
-არ მინდა ჩემი გეშინოდეს, შენ არა
-რატომ სვეტა მოძველდა და ახალი საყვარელი გჭირდება,-ლამის ყვირილით წარმოვთქვი.
-სვეტას გარდა სხვა საყვარელი არ მყავს. არც სვეტაა ჩემი საყვარელი ის ქალია რომელიც ჩემთან მეგობრობს და ზოგჯერ ამაზე მეტია ჩემთვის. არგეგონოს სვეტას რიგითი ბ*ზივით ვექცეოდე, ოღონდ სვეტას არა,-რატომღაც მჯეროდა მისი სიტყვები ან იქნებ მინდოდა რომ ასე ყოფილიყო არ ვიცი, არა.
-საშა წადი მოსკოვიდან ცოტახანი წადი სვეტასაც მალე გავუშვებ აქედან,-ესეც იმავეს მიმტკიცებს ახლა ჭკუიდან გადავალ მეთქი გავიფიქრე
-არსადაც არ წავალ! მე აქ ვსწავლობ მომეშვით. თუ მაფიოზური დაპირისპირება გაქ და გინდა ჩვენგან შორს მოხდეს სხვა ქალაქში თქვენ წადით.
-როგორი სულელი ხარ საშა,-თმა გადამიწია და ზემოდან დამხედა.-ვეცდები შენს პოლიციელს არაფერი ვავნო.
-ეცადე მან არაფერი გავნოს დიმიტრი,-ვუთხარი ნიშნის მოგებით მაგრამ ამით ქვეტექსტი კარგად დავფარე.
მთელი ღამე ღია ფანჯარასთან გავატარე ვუსმენდი როგორი ჩუმი იყო იმ ღამეს მოსკოვი. თუმცა ეს ცოტახანს გაგრძელდა. ხომ იცი ნადია იმ კაცის სახელიც კი ცნობილია მეორე მსოფლიო ომოს დროს უკანსაკნელად ვინც გაისროლა და მერე ერთიანად სიჩუმე ჩამოვარდა ეს უკუპროცესი იყო. პირველი გასროლა ჩვენს სახლში გაისმა,-შევკრთი დედას ისეთი დაზაფრული სახე ჰქონდა მომეჩვენა რო. ყრუ გასროლა მეც გავიგე.-მათ არ იცოდნენ რომ სვეტასთან კიდევ ვინმე ცხოვრობდა იმ წამსვე საწოლის ქვეშ შევძვერი ფეხის ხმა გავიგონე და კარიც გაიღო, ოთახში სინათლის ზოლი შემოჭრა, დიდიზომა შავი წყვილი ფეხსაცმელი ახლაც თვალწინ მიდგას, პირზე ხელს ვიფარებდი რომ ხმა არ გაეგო ცოტახანი იარა ძვირფასეულობას ეძებდა, მერე ისევ კარისკენ წავიდა, კარი ღია დატოვა და წავიდა. კიდევ დიდხანს ვერ მოვედი გონს ვიწექი საწოლის ქვეშ და ვკანკალებდი, ვტიროდი მაგრამ არ ვინძრეოდი. დილამდე ვიწექი ცივ იატაკზე, ღია ფანჯრის ქვეშ და ერთი აზრი მიტრიალებდა მხოლოდ „ნუ თუ სვეტა მოკლეს?“-დედას სახეზე საშინელი ტანჯვა გამოეხატა და ატირდა, ატირდა მთელი ხმით ისე რომ მეც ამიყოლა.-დიმიტრი მოვიდა.-ისე იმედიანად თქვა კარისკენ გავიხედე. მერე კი მორცხვად გამოვიხედე ისევ.-გიჟივით ყვიროდა ჩემს სახელს, მეძებდა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ბოლოს მიპოვა და გამომიყვანა გულში მიკრავდა, ცრემლებს მწმენდდა და მიმეორებდ ყველაფერი კარგად იქნებაო.
-სვეტა,-ვთქვი ჩუმად ძლივს გასაგონი ხმით როცა გამომიყვანა
-ჩუუ, არ შეხედო ყველაფერი კარგადაა,-სვეტა ისევ ხატების კუთხესთან იყო დამხობილი სახით იატაკისკენ ოღონდ ახლა არ ლოცულობდა, არც ინძრეოდა და არც სუნთქავდა. იმ არაკაცმა დაუცველი მლოცველი ქალი მოკლა. ვერ წარმოიდგენ რას ვგრძნობდი მაშინ ნადია მე თავი დამნაშავე მეგონა, მეც უნდა მოვმკვდარიყავი მაგრამ გადავრჩი სვეტა კი გარდაიცვალა.
-ამას არ შევარჩენ საშა გეამის? შემომხედე,-დიმიტრის ხმა შორიდან მესმოდა ისევ სვეტას ვუყურებდი მახსენდებოდა როგორ გამაცილა დასაძინბლად ღიმილით ეს სხეული საათების წინ ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. იმ ნაბიჭვარმა კი ეს წაართვა.-დედა მთელი ხმით მოთქვამდა,- სვეტას ხატება ჩემს გონებაში სამუდამოდ დარჩა როგორც ქალის, ჩემთვის იდეალი ქალის. სვეტამ მე სიყვარულის მაგალითი მიჩვენა.
-ლაზარევ,-გავიგონე ხმის გამაძლიერებელში ჩაყვირებული ხმა მერე რა რომ ეს ხელსაწყო ხმას ცვლის მაინც ვიცანი სერგეი,-ჩაგვბარდი სახლი ალყაშია
-დაშკოვ გაგვეცალე ის სროლა მე არ მომიწყვია იცი შენ ეგ,-გადასძახა ფანჯრიდან
-ლაზარევ ხუთ წუთს გაძლევ მერე შენობას შტურმით ავიღებ,-სერგეის ხმაში სიმტკიცე ეტყობოდა
-დაშკოვ აქ ქალია რომელსაც შენც იცნობ შემეშვი და უვნებელს ჩაგაბარებ,-დაბნეულმა შევხედე ლაზარევს
-საშა გამოუშვი დიმიტრი და მე და შენ გავარკვიოთ,-ყოყმანი გაჩნდა სერგეის ხმაში
-მოვიდეს,-თქვა დიმიტრიმ მოულოდნელად.
-რა თქვი?-ვკითხე ხმადაბლა სვეტას გვამი მისმა ბიჭებმა გაიტანეს.
-რაც გაიგე წადი თუ წასვლა გინდა არ გაკავებ,-მაშინ მივხვდი რომ არჩევნის დრო დადგა ნადია,-მაგრამ ახლა თუ წახვალ მალევე გახდები იმ კაცის ცოლი რომლის ხმაც ახლა გამეტებით გიხმობს მართლა გინდა ეს?
-თუ არ წავალ?-ამოვთქვი გაუბედავად სახეზე შეეტყო არ ელოდა ამ კითხვას.
-დაგეხმარები რომ აქედან წახვიდე და მერე შენ იცი
-წამიყვანე აქედან?-არ ვიცი ვინ თქვა ეს. როცა მე გავიაზრე რაც მოხდა უკვე ზურგით ვიდექი მისკენ შუბლზე იარაღი მედო და დიმიტრის ხმა ჩამეამოდა
-ყველაფერი კარგად იქნება მენდე.
ალბათ საუკუნე მოვანდომეთ დაბლა ჩასვლას, არ მკითხო არ ვიცი რატომ ვენდობოდი ამ კაცს მაშინ ასე.
-ლაზარევ არ გინდა,-ამოიღრიალა სერგეიმ და თითქოს ამას მთელი გრძნობა ამოაყოლა.
-სერგეი გულს გატკენს ამიტომ უსიტყვოდ გამიშვი,-უთხრა დიმიტრიმ.
-ის მე არასოდეს არ მატკენს გულს,-გაუბედავად თქვა სერგეიმ.ვიგრძენი რომ მოღალატე ვიყავი. ვერ აღგიწერ გულში როგორი გრძნობა მქონდა მეგონა იმ დღეს ყველაფერი დამთავრდა, მეგონა ეს უკანასკნელი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში მაშინ ვნატრობდი რომ ასე ყოფილიყო, რომ არც სამოთხეს ეარსება და არც ჯოჯოხეთს ვერ ვსუნთქავდი მერე რა რომ იქაურობას პოლიციის მანქანის ფარები და სირენები ანათებდა მე სრულ წყვდიადში ჩავიძირე.
-საშა მოდი აქ,-გონს რომ მოვედი დიმიტრი იარაღს აღარ მადებდა შუბლზე იქვე იდგა ხელებჩამოშვებული და სერგეის უყურებდა.-საშა მოდი,-გაიმეორა სერგეიმ
-არ შემიძლია,-ვუთხარი ისე რომ არც ვიცოდი რას ვამბობდი,-ამ მინდა ფუჭი იმედით რომ ცხოვრობდე სერგეი, მე შენ არ მიყვარხარ. არასოდეს მყვარებიხარ უბრალოდ შენთან კარგად ვგრძნობდი თავს. მე.. მე იმ დღიდან როცა დიმიტრის ჭრილობებს ვმკურნალობდი ის მიყვარს,-ყურებში საშინელი წუილი ჩამესმოდა. მერე სერგეიმ უეცრად ხელზე დამქაჩა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, უკან სხვა პოლიციელებისკენ მიბიძგა და დიმიტრი და მისი სამი მხლებელი დააკავა.
..
-ხვალ გავაგრძელოთ კარგი?-ვკითხე დედას. ისევ სპაზმი მქონდა მეგონა გული ამერედა ჩემმა მუცელმა საზარელი ხმა გამოსცა საყლაპავი სრულად გამეწვა ამ სპაზმიაგან და ოთახი დავტოვე. სუფთა ჰაერზე გამოვვარდი დედა რომ გამოვდიოდი ისევ ისე იჯდა. ალბათ როგორ უჭირს მამის გარეშე.
ძალა მოვიკრიბე და დროში სხვაობის მიუხედავად სანდროს დავურეკე არ ვიცოდი რას ვეტყოდი მაგრამ მეგონა თუ დაველაპარაკებოდი თავს უკეთ ვიგრძნობდი. გასაკვირი ის კი არ იყო რომ გავბედე ის რომ მიპასუხა ამას არ ველოდი.
-როგორ ხარ ნადია?-მკითხა ქართულად
-სანდრო,-მხოლოდ ეს შევძელი და მივხვდი არ უნდა დამერეკა
-ყველაფერი რიგზეა?-მკითხა შეშფოთებულმა
-კი, უბრალიდ შენი ხმის გაგონება მინდოდა
-მეც მინდოდა შენი ხმის გაგება მაგრამ ვერ დაგირეკე მომერიდა.
-მივხვდი რატომ გეზიზღებით სანდეო მართალი ხარ უნდა გეზირებოდეთ ღირსები ვართ,-ცოტახანი პაუზააა ალბათ ნათქვამს აანალიზებს.
-არ მეზიზღები ნადია, ოღონდ შენ არა,-ხმაში რაღაც ჩემთვის უცნობი გაუკრთა,-მოგიყვა?
-ნაწილი მაგრან საკმაოდ იმისთვის რომ ბოდიშის მოსახლდელად დამერეკა,-უკვე ვტიროდი როცა ეს ვუთხარი
-ტირი?-ეს რაღაც ახლა რომ მომესმა მემგონი ბრაზი იყო
-ცოტას,-ვთქვი მაგრამ ხმამ გამცა
-ნადი არ იტირო რა გთხოვ,-რატომ სანდრო არ მაქვს მიზეზი?
-მამაშენისთვისაც მინდა ბოდიშის მოხდა და მერე შენი ცხოვრებიდან გავქრები,-ცხვირი მოვიწმინდა და ღამეს თვალი შევავლე
-ნადია დამშვიდდი გთხოვ რა თქვა საშამ ასეთი ასე არ უნდა ნერვიულობდე წარსულის გამო
-ეს ჩემი ტვირთი გახდა სანდრო ახლა მეც ვფიქრობ სუიციდზე,-იმ წამს დედასი მესმოდა
-რას ამბიბ გაგიჟდი? მაგ ისტორიას კეთილი დასარული აქვს ნადი შენ ხარ მისი კეთილი დასასრული
-მე მხოლოდ მისი რიგითი ნაწილი ვარ სანდრო ის მკვლელი იყო, კაცმა არ იცის რამდენი სიცოცხლე მოსპო ამ ცოდვით ვერ ვიცხოვრებ. მაგრამ იცი რა მითხრის მიწას? არ მძულს სანდრო ისევ ისე მიყვარს როგორც მიყვარდა ისევ ჩემი მამიკოა.
-ნადია შეგიძლია სამი დღე არაფერი არ გააკეთო? არც საშას იატორიას უსმინო არც სახლში იჯდე ტყუილად და არც მოიწყინო?
-რატომ?
-უთხარი საშას ყაზბეგში წაგიყვანოს იცი როგორ მოგეწონება?
-არ მინდა მასთან ერთად წასვლა სანდრო საერთოდ არაფერი მინდა ახლა ისეთი ცარიელი და უყველაფრო ვარ. ამ წამს უბრალოდ ერთი სურვილი მაქვს. გავქრე.!
-სამი დღე არ გაქრე გააკეთებ ამას ჩემთვის? ყაზბეგში წადი. ხვალვე თუნდაც ამაღამ იქ იმდენ ხანს დარჩი რამდენიც მოგინდება და გაიხსენე რომ სადღაც მე ვარსებობ და ის მახარებს რომ არსებობ.-გაითიშა, ელემენტი დაჯდა.
დაჩის დილაადრიან დავურეკე თავს ოდნავ უკეთაც არ ვგრძნობდი მაგრამ ყაზბეგი დავ-google და სხვა თუ არაფერი იქედან ,,გაფრენა“ მაინც შეიძლებოდა.
-რითი დაგეხმარო ლაზარევ?-მკითხა ამაღლებული ხმით დაჩიმ
-ყაზბეგში წამიყვან?
-ახლა?
-რაც მალე უკეთესია
-ჩაიცვი ერთ საათში ჭიშკართან ვარ არ მალოდინო,-რა უცნაირი იყო დაჩი ადრე მისნაირს არავის შევხვედეივარ.
სანამ ყაზბეგში ჩავიდოდით ასჯერ მაინც გადავიფიქრე. ეს ადგილი ისეთი შორი გამოდა კიდევ კარგი დაჩი დავითანხმე ჩემი პიკაპით წავიდეთ მეთქი თორემ იქ მისი მონჯღრეული „მუსტანგით“ ნამდვილად ვერ ჩავაღწევდით. პირველ დღეს დამიჩემა გინდა თუ არა ლომოსაზე უნდა ავიდეთო. ჯერ გზად თუ რამე ღირსშესანიშნაობ და მონასტერი შეგვხვდა ყველგან შემიყვანა. არ ესმოდა ჩემი განწირული მუდარა ეს სიკვდილის წინა მოგზაურობაა მეთქი.
-სიკვდილის წინა თუა მითუმეტეს ყვეფერი უნდა ვნახოთ,-გაიძახოდა ბოლოს ლომოსაზეც ამათრია თავბედი ვიწყევლე მაგრამ ნანახმა მოლოდინს სამასი პროცენტით გადააჭარბა. მერე ჯაჭვიც ჩამოვიდე მხრებზე და ამან ცოტა დამამშვიდა თითქოს.
-აბა მოყევი რატომ აპირებ სიკვდილს ლაზარევ,-პირველად გერგეტის გზაზე ერთ საოჯახო სასტუმროში დავბინავდით. საყვარელმა ბებომ ხაჭაპურები გამოგვიცხო და მე და დაჩის ეზოში გაგვიშალა პატარა სუფრა.
-აუ კაკლის ძირში კი ვართ თან ცივა ახლა არაყი გაასწორებდა,-დაჩიმ მანქანიდან არყიანი ბოთლი გადმოიტანა და ბებოს ჭიქები გამოართვა,-შენ რა იცი ეს რა არის ნადია,-თქვა და მწარე სითხე ჩამოასხა.
-რა არის?-წარბი ავწიე მე და მამა რაც სრულწლოვანი გავხდი თვეში ერთხელ გავდიოდით და რუსული არყით ვთვრებოდით ხოლმე ერთხელ მოვიწამლე კიდევაც ასე რომ დაჩი არყით ვერ გამაკვირვებდა
-რა არის და ბაბუაჩემის გამოხდილი ჭაჭის არაყი. მოკიდე ახლა ჭიქას ხელი თორე ტუჩთან მიტანამდე ორთქლდება იცოდე.
-ასე ხო არ დავლევთ სადღეგრძელო გვჭირდება.
-მოდი ჩემო ნადია,-ტიპური ლოთივით დაიჭირა ჭიქა და ხელი გადამხვია,-ამ ჭიქით სიციცხლეს გაუმარჯოს,-ჭიქა მივურტყი და არაყი ხახაში ჩავიცალე. მართლა ტუჩთან მიტანამდე ორთქლდებოდა ისეთი მაგარი იყო შიგნეული ჩამწვა მაგრამ მომეწონა თითქოს ამან წუთიერად სხვა ყველა ტკივილი გადაფარა
-მიაყოლე წყალი მოკვდები გოგო,-დაიჭყანა დაჩი და მთელი ჭიქა წყალი ჩაიცალა
-არაყზე წყლის მიყოლება უარესია ჭკვიანო,-ვუთხარი და ბებოს მოტანილი უკვე გაციებული ხაჭაპური ჩავკბიჩე.
-რამ დამადებილა ლუდი რატო არ ვიყიდე?
-რავიცი მე,-სასმელმა მომადუნა და გავმხიარულდი. ნახევარი ბოთლი დავლიეთ და მეორე ნახევარი გერგეტისთვის შევინახეთ.
-ახლა მითხარი რამ გაგამწარა სიცოცხლეზე ასე ძალიან?-მკითხა უკვე კლდის პირას ვისხედით სიხივისგან მის გვერდს ვეკვროდი მას კი ხელი ჰქონდა შემოხვეული და თქვის ქურთუკში ვყავდი შეფუთული რა თქმა უნდა ცალი ხელი მას ეცვა ცალი მე.
-ამდენი ცოდვით როგორ ვიცხოვრო დაჩი.
-კაი რა ნუ ხარ ტიპური ისტერიჩკა
-რა დამიძახე?
-რაც გაიგონა შენმა ლამაზმა ყურებმა თუ წნევის გამო გაგიგუბდა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპე და გაგივლის.
-გენიოსი რომ ხარ გითხრა უკვე ვინმემ თუ გიმალავენ?
-მითხარი შენ ქება არავის წყენს.
-მე პიროქოთ რომ ვიცი „ქება მაწყინარიაო“ ვამბობ ძირველ ქართულ ფრაზას
-ეგ ვინ მოიგონა არ ვიცნობ მე,-ხელი აიქნია დაჩიმ და ლამის ორივე ხრამში გადავცვივდით.
-კარგი ბიჭი ხარ შენ დაჩიკუდა.
-შენც კაო გოგო ხარ ნადიკო,-გამეღიმა მასაც გაეღიმა და თავი მხარზე დამადო.
-რა *ირი ვიყავი რომ ვფიქრობდი ამ გოგოს იმფორმაციას დავყუებ და დავწერ მეთქი.
-საქმე უპირველეს ყოვლისა.
-არაა ეგრე ნადი ეგ ამბები
-აბა როგორაა?
-მეგობრები უპირველეს ყოვლისა,-მესიამოვნა ამის გაგება ის მე მეგობრად მთვლიდა.
-მანახე ერთი რას უსმენ,-ცალი ყურიდან ყურსასმენი გამომგლიჯა,-რა ენაზე მღერის გოგო?
-არვიცი რაღაც აღმოსავლური ენაა მელოდია მომწონს
-რა ქვია ამ სიმღერას?
-არ ვიცი
-იქნებ გაგინებენ
-არ მესმის მაინც. თან ლამაზი ენა ყოფილა ასე თუ ჟღერს გინება
-ხიხიაა ეა სიმღერა ხვალ ახლებს გადმოგიწერ მომეცი აქ,-MP3 თავისი ყურსასმენებიანად ისროლა და პატიოსანი ბიჭივით მაკოცა შუბლზე
-რა ქენი?-პირო დავაღე
-დახურე ბუზი შეფრინდება, რა ვქენი და გაკოცე
-ეგ არა რატო გადამიგდე?
-ვინღა უამენს მაგას ბანძობაა
-არაადამიანო მიყვარდა ეგ ნივთი.
-კაი ხო არ იტირო და გიყიდი მერე ახალს.
-მე არ მინდა ახალი.
-კაი ია
-დაჩი რა ძაან დათვერი ვინაა ია?
-არ იცი?
-ენძელა და ია რომ ფაეტონზე სხედან ია გადმოვარდება და კაბა გაეხევა ხო და მერე ეუბნებიან არ იტირო ია ახალს გიყიდიანო.-მეკრიჭება ფოლკლორის პრინცი
-საიდან მოგაქ ეგ ყველაფერი
-მე ჟურნალისტი ვარ,-თითს დემონსტრაციულად აქნევს ჰაერში
-კაი?
-ო, ჩემ ბავშვობაში იყო ეგ მოდაში შენ ბანძი ხარ სადღაც ტყეში გაზსილი.
-ნეტა მართლა აქ გავზრდილიყავი.
-მერე მე ვერ გამიცნობდი.
-რატო ვითომ?
-იმიტო რო მაშინ უბრალო გოგო იქნებოდი უინტერესო. კაი დავახვიეთ ახლა ლოგინშო თორე ხვალ ჩემ ფეხებს ავდგებით,-მომწონდა დაჩი ასე რომ გამიშინაურდა თანაც ასე მალე. ავდექით და საწოლებს მივაშურეთ. მე კიდევ დიდხანს არ მეძინა დაჩის კი ალბათ მალე ჩაეინა რადგან თხელი კედლიდან მისი ხვრენა ისმოდა.
-რა სახე გაქ ქვაზე გეძინა?-ზე კმაყოფილი დაჩი დილაადრიან მიუჯდა სარჭეს და გზას დავადექით,-სარკე ჩამოვწიე და თემს ჩაშავებულ ქუთუთოებს დავაკვირდი
-ისე ხვრინავდი არავის არ ეძინა
-მე? სად გესმოდა ნეტა შენ მეორე სახლში ვიწექი. ბებომ ერთ სახლში ვერ დავაწვენ გოგოს და ბიჭსო და პატარა სახლი რომ იდგა ეზოში იქ გამაგდო.
-აბა მე ვისი ხვრენა მესმოდა
-ალბათ ელენე იყო მისი შვილიშვილი,-აკისკისდა დაჩი და მეც ამიყოლა.
გერგეტის მოლოცვის და ისეთ სახლში დაბიმავებს საინდანაც პირდაპირ ჩემი ფანჯრიდან ჩანდა მონასტერი, ნახვის შემდეგ საქართველოს საოცრება კიდწვ ერთხელ ვაღიარე და სანდროს მადლობას ვუხდიდი ამისთვის.
-ნადეჟდაა,-კარზე დამიბრახუნა დაჩიმ
-ჰა
-ცოცხალი ხარ ბიჭო?-ცოტა უკლია და ჯარიაკაცის მამაა რა
-ცოცხალი ვარ შენი ჭირიმე,-სიტყვა ქართველი ჩვენებირად ჩავანაცვლეთ.
-შემოვიდე?
-კი,-საწოლზე გულაღმა ვეგდე გადაფშვმეტილი ფანჯრიდან მონასტეს აავყურებდი თავგადაგდებული.
-ესეიგი „ხაზეიკას“ აინტერესებს რამდენი ხანი რჩებითო
-ჯერ არ ვიცი მაგრამ როგორც გვეტყვი ისე ავანაზღაურებთ თქო უთხარი.
-ახლა კარგად მომისმინე,-წარბი აწიდა დაჩიკუდამ,- მე ვიხდი
-გაიხადე მერე ოღონდ შენს ოთახში.
-ნუ ხარ ცელქი,-ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.-მართლა ქვეყანა ჩემია და მასპინძელიც მე ვარ.
-ქვეყანა ჩემიცაა
-კაი რა
-ნუ მეჭიდავები ახლა გადახდაზე არ მაქ თავი გავიყოთ და ისე გადავიხადოთ
-მოსულა,-კმაყოფილი გადის დაჩი და დემონსტაციულად იხდის მაისურს უკვე დერეფანში მყოფი მერე კი კარს მიკეტავს.
-ესეც მეორე დღე სანდრო,-ვამბიბ ჩუმად.
...
-როცა გეტყვი ი-ს მაშინ გამოდი,-მესმის დილაადრიან ბავშვების ხმა.
-არ ითვლება შენ იხილებოდი,-ყველა თამაშშია ერთი ბუტია,-მამას პერანგს ვიწრო ჯინსზე ვიცვამ და გავდოვარ.
-ითამშებ ჩვენთან ერთად?-მეკითხება ერთი ბავშვი
-მათამაშებ,-ვეკითხები წარბდახრილი
-კი,-მიღიმის დაბრაწულ ლოყება ბიჭუნა.-შენ იხუჭები,-ჯერ ის ლოყები კარგად დავუკოცნე და მერე დასახუჭ ხესთან წავედი. ყველა ვიპოვე და განაბივით დავაბიჭებდი ეზოში. ბავშვებმა თქვეს ახლა ვინც გაიმარჯვებს კანფეტებით სავსე პაკეტი ერგებაო. უმ, კარგად ჟღერს. არ ვიცი ვინ იხუჭებოდა სანამ ესენი ამბებს არჩევდნენ მე სახლის სხვენზე ავედი და კომფორტულად მოვკალათდი ეზოს ვერ ვხედავდი სამაგიეროდ ყველაფერი მესმოდა. ამიტომ არ უნდა გააკეთო სხვენზე ასასვლელი კიბე გარედან არაუშავს სანამ ჩავალ ყველას მოვთხოვ დაიხუჭონ. მესმია როგორ ყვირიან ბავშვები გიპოვა გამოდიო მაგრამ ჩემს სახელს ჯერ არავინ ამბობს მობილური მოვიმარჯვე და დედაჩემს პასუხი მივწერე მერე კი ისეთი რამ მოხდა ლამის სული დავლიე
-გიპოვე,-ვიღაცამ წელზე ხელი დამადო მობილურო გამივარდა და სანამ ვიპივიდი საჩემო დამემართა იმის გაფიქრებაზე, რა მოუვიდოდა ბავშვს აქედან რომ ჩავარდნილიყო.
-ახლა შემომაკვდები,-პირველივე რაღაც წამოვროშე რაც ენაზე მომადგა და ცელებში ჩავრგე ემოციებისგან ატირებული
-მე მეგონა მოგენატრე-მითხრა გაბუტუა
-როგორ მიპოვე იხილებოდი არა?
-არა სანამ ჩემს სახლში ტკბილად გეძინა ჯიპიესი დავაყენე შენს ტელეფონზე.
-ავადმყოფო
-ახლა წავალ,-სად წახვალ გაკლია? კისერზე შეძლებისდაგვარად ვეხვევი.
-ძალიან შემაშინე მეგონა რომელიმე ბავშვი ამოვიდა მაპატიე რაც გითხარი.
-კაი ნუ დატკბი ახლა იმ ჟელიბონის კანფეტებივით ქვემოთ რომ მელიდება
-ეე, შენ რატო
-მე ყველა ვიპივე,-რის ვაი ვაგლახით ჩავედი ქვევით რა მინდოდა რას მივბობღავდი იმხელაზე.
-ეს ავსული ვინაა,-სანდრო კარში გაოცებულ დაჩიზე მანიშნებს რომელსაც ხელში სანდროს მოგებული კანფეტები უჭირავს და გემრიელად ილუკმება.
-დაჩი სანდრო, სანდრო დაჩი,-მივუთითე ერთმანეთზე
-უი შენი იყომ? მე უპატრონო მეგონა,-იკრიჭება დაჩი.-ერთი დამრჩა გინდა?
-არა,-გაიბუტა სანდრო
-ნადი შენ?
-აუ კი დაჩიკუდა მომე.-ფორთოცლისას მესვრის და ვჭამ.
-ამდენი რანაირად შეჭამა?
-შენ უნდა ნახო რამდენს სვავს,-მხარი ავკარი დაჩის.
-ჩემთვის ოთახიიქნება?
-არამგონია დღეს ერთი წყვილი მოვიდა და გააქირავა ბოლო ოთახიც.
-მშვენიერია,-ვასკვბი მე
-რა არის გოგო მშვენიერი,-დამიბღვირა სანდრიკომ
-დაჩისთან დაწვები
-იცოდე საწოლს გავყოფთ და ჩემ ნახევარზე თუ გადმოხვალ ვიკივლებ,-მთელი სერიოზულიბით უხსნის დაჩი.-მე შენ ისეთი ბიჭი არ გეგონო პატიოსანი ვარ
-ყველგან პოულობ ერთ შენნაირს თუ რახდება?
-ჰო ასეა,-გერგეტს სანდროსაც ვათვალიერებინებთ და დაქანცულები ოთახებში შევდივართ. მომწყინდა მარტოს და ბიჭებთან გავედი არც მიფიქრია დაკაკუნებაზე ისე შევედი და დაჩის სარკასტული კივილიც გავიგე
-შემოგვისწრო,-თვალები დაქაჩა და მაისურზე საბანი აიფარა. ოთახში სანდროსთვისაც დაედგათ საწოლი და გაბუტული იწვა
-ბოდიში გავალ,-ხელები ავწიე და კარი ისევ დავხურე
-ნადია შემოდი თორე დილას ეს მკვდარი დაგხვდება,-მიყვირის სანდრო
-ხომ გაიგონე დამემუქრა იქნები მოწმე?-საწყლად მიყურებს დაჩი
-ვერა დაჩი დიქტოფონი დატოვე ჩართული ან კამერა. მაფიოზის შვილი ვარ ეგ რაღაც ქურდულ გაგებასთან ახლოს უნდა იყოს ვატყობ, თან მაინც რუსული მაფიაა და მოწმე ვერ ვიქნევი თავს ვერ გავიფუჭებ,-ვეუბნები და ახლა ორივე ძირს ვყრივართ სიცილიაგან
-ესაა გოგო სუიციდი და ლუციფერიო?-ცალ მხარზე იწევა სანდრო. თმის რეზინი მოუხანია და თმა ცალ გვერდზე უცვივა.
-დაჩიკუდა და ბაბუამისის არაყი სასწაულებს ახდენს.აუ დაჩ მოიტანე ისე დავლიოთ,-დაჩი წამოხტა და მანქანისკენ გავარდა.
-მოდი შენ აქ,-ბრძანა სანდრომ
-მოვფრინავ ბატონო, მოვფრინავ.-მის საწოლთან იატაკზე ვჯდები, წვება და გვერსულად მიყურებ იმიტომ რო მას თავი საწოლზე უდევს და მე ვზივარ, ლოგიკურია.
-აღარასდროს აღარ თქვა რომ თავს მოიკლავ გაიგე?-დაჰიპნოზებულივით ვუქნევ თავს,-იცი მაინც როგორ შემაშინე?
-მაპატიე.
ყაზბეგში კიდევ სამ დღეს დავრჩით. დაგზას თბილისიაკენ დავადექით. დაჩიმ მთელი გზა იწუწუნა საჭესთან დამსვითო მაგრამ სანდრო მყარად იდგა თქვის აზრზე და დაჩის ეუბნებოდა შენი ტრიუკები იქაც გვეყოო.
....
-მიხარია რომ უკეთ ხარ,-მე და დაჩი ისევ ვისხედით თბილისის ზღვის პირას. დაჩი მშვემივრად მოკალათებულიყო მე დაჩის კალთაში მედო თავი და იქაურობას გავყურებდი.
-მგონი დავბრუნდი ასეთი ნადია ისტოროას არ ახსოვს,-ძალიან ადვილად ვიგრძენი რომ ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი გახდა ვიცოდო დიდხანს არ გაგრძელდებოდა ამიტომაც ვირგებდი.
-პოლიციელების რისხვა სადაა?
-არ ვიცი მგონი სახლში აპირებდა შევლას.
-კიდე კაი თორე ძაან გრუზია უკვე რა ცოტა უნდა მოეშვას.
-რას წერ,-მობილური წავართვი და ახალი სტატიის სათაური დავინახე რომელიღაც ქართველ ვარსკვლავზე იყო.
-სათაური გავაშანშალე ჯერ მარტო
-ინტერვიუზე არ მიდიხარ?
-კი მაგრამ ჯერ რუსული მაფიის პრინცესა მიწევს კალთაში.
-შენ არ გითქვამს რომ გაბრკოლებდი,-წამოვდექი.
-დაეტიე გოგო მანდ მე სუ ფეხებზე ახლა ეგ ქალი ქმარს გაშორდა თუ სამი ყავს ერთად მარა რედაქტორი ტვინს ტყ*ავს.
-უი მეე. არ მჯერა რომ ხალხს მართლა აინტერესებს ეგ
-მემგონი არ აინტერესებს უბრალოდ ასე საკუთარ პრობლემებს ივიწყებენ და თავს არწმუმებენ „აი ნახე ცნობილებსაც აქვთ პრობლემები“
-ალბათ, ჩემთვის ტანჯვა იყო ინტერვიუზე ჯდომა და მერე მისი კითხვა არასოდეს წერდნენ რეალურად იმას რასაც ვეუბნებოდი.
-დამპლები, აწი დამპირდი რომ მხოლოდ ჩემთან ითანამშრომლენ.
-რა თქმა უნდა ჩემო პრიმცო.
-რა ოყო ახლა ეს ირონიის სიდედრო.
-აჰა მე თუ ირონიის სიდედრი ვარ შენ ცინიზმის ცოლის და გამოდიხარ.
-ეე, ახლა ქალი დამიძახე?
-არა გოგონა,-ენა გამოვუყავი და სათვალე მოვირგე.
-ცუდი გოგო ცუდი. ოფ გვიკადრა ექსტრიმის მოძულემ,-მობილური მომაწოდა სანდრო რეკავდა.
........
-ლაზარევი და მისი მეგობრები სერგეის ხალხმა დააპატიმრა მე კი მანქანაში ჩამსვა არ ვიცოდი სად მივყავდი. გული გამალებით მიცემდა მეგონა მალე ნეკნებს გამოანგრევდა კიდევაც.
-თქვი რამე დუმილით მიპირებ დასჯას?
-არ მინდა იმ ქალთან ლაპარაკი რომელმაც ამ ხნის მანძილხე ჩემი გრძნობებით ითამაშა, ნუ მიყურებ უცოდველივით
-სერგეი,-წამოვიყვირე გრძნობამორეულმა
-რა სერგეი, რა?-თვალებში ისეთი ცეცხლი უგიზგიზებდა მალე სულ დამწვავდა,-დამცინე, გამომიყენე თავად კი ლაზარევის ... არ არ მინდა წარმოვიდგინო რომ მისი საყვარელი იყავი,-თმა ნერვიულად გადაიწია და კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.
-მე არავისი საყვარელი არ ვყოფილვარ
-ეგ მოსამართლეს უთხარი როცა დაგკითხავს.-შემეშინდა ეგ რომ თქვა მაგრამ წარბი მაინც არ შემიხრია მე იმ ღამეს იმდენი გადავიტანე რაც მთელი ცხოვრება მეყო.
-მისთვის სათქმელი არაფერი მაქვს ლაზარევის დაჭერას ის ნაბიჭვრები დაგეჭირა სვეტას ვინც ესროლა,-ხმა, ჩემი ხმა. ეს იყო წარმოუდგენლად ცივი და უემოციო.
-ვინაა სვეტა?-სახე შეურბილდა და მანქანა გადააყენა ვატყობდი ემოციებისგან მართვა ისედაც უჭირდა.
-ლაზარევის საყვარელი, ქალი რომელმაც მაშინ შემიფარა როცა ყველამ ზურგი მაქცია.
-შენთვის ზურგი არავის უქცევია სახლიდან გაიპარე,-თქვა დარწმუნებით,-იქ რომ დარჩენილიყავი ახლა ჩემი ცოლი იქნებოდი.
-არა, შენი ცოლი მაინც არ ვიქნებოდი
-რატომ საშა, რატომ? შენ ხომ ჩემზე დანიშვნას აპირებდი რა შეიცვალა რამდენიმე საათში?
-ის შეიცვალა სერგეი რომ იქ ჩემს საშველად ლაზარევი მოვიდა და არა შენ, როცა მე საწოლის ქვეშ გაყინულ იატაკზე ვიწექი და გვერსით ოთახში სვეტა ბოლოჯერ ისუნთქავდა ჰაერს. ლაზარევის მკლავებმა მოხსნა ამ ყველაფრისგან და არა შენ. იცი რა მითხრა სანამ გამომიყვანდა? თუ ჩახვალ მისი ცოლი გახდები და თუ ჩემთან ერთად წამოხვალ თავისუფალი ქალი იქნებიო. შენ არ გჯერა რომ მე დამოუკიდებლად არაებობა შემეძლო ამიტომ მიყვარს ლაზარევი და არა შენ,-სათქმელი რომ დავასრულე მოვხვდი რაღაც სიაულელე ვთქვი. მერეც ხშირად გამიხსენებია ეს სიტყვები და სულ ვფიქრობდი, რა აზრი ჰქონდა ამის თქმას, რატომ ვატკინე გული მას? მართალია როგორც კაცი ჩემთვის სრულებით უინტერესო იყო მაგრამ დიდ პატივს ვცემდი. მაშ რატომ ვუთხარი ასე? დღემდე არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე.
-დაშკოვი მართლა არ გიყვარდა?-პირველად მოვიკრიბე ძალა და შევაწყვეტინე დედას
-რას ამბობ ნადია?მე მამაშენის ცოლი ვიყავი
-ჰო მაგრამ გიყვარდა მერე აღმოაჩინე რომ გიყვარდა არა?
-არა ნადია ცდები ყველაზე წმინდას და საყვარელს ვფიცავ ჩემთვის მე მხოლოდ ერთი კაცი მიყვარდა და მამაშენი იყო ის კაცი.
-განაგრძე,-არ ვიცი რატომ მინდოდა დედას ეთქვა რომ დაშკოვი უყვარდა იქნებ მე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ მამას გამო სანდროს მიმართ გრძნობები რომ მქონდა.
-სერგეი დადუმდა. თავის სახლში მიმიყვანა
-როდის გამოუშვებენ?
-დაწყნარდი,-მითხრა მან და დივანზე მოკალათდა,-ლაზარევისთვის ციხე ერთი ღამის სასტუმროა რამდენიმე საათში ისედაც გაიქცევა
-ეგ როგორ?
-სხვა დროს მაგას არ დავუშვებდი ახლა კი მინდა ჩვენს სასიყვარულო სამკუთხედში ვინმე მაინც იყოს ბედნიერი.
-არამგონია მას ვუყვარდე,-ჩავილაპარაკე
-უყვარხარ. თვალებში არანორმალური შუქი ედგა როცა გიყურებდა ასე მხოლოდ საყვარელ ქალს შეიძლება შეხესოს კაცმა.
-რა იცი რომ გაიქცევა?
-ვიცი ყველა მცველი მოსყიდული ყავს, გარეთ პოლიციის მანქანა ელოდება ისე გამოვა როგორც რიგითი პოლიციელი იმ მანქანაში ჩაჯდება და ისევ მოუხელთებელი გახდება. ის მაცოფებს რომ მოსკოვში მშვიდად თანაცხოვრობს ჩვენთან და ვერ ვაპატიმრებ.
..
-ძაან ნუ გიხარია უპატრონო ბავშვს წავართვი,-მატყუარა დაჩიკუდა ისეთი საყვარელი ლეკვია ახლა გავაფრენ
-აბა ეს დავარცნილი და სუფთა ბეწვი რატო აქ? ან ეს საყელური ვინ უყიდა?
-მოგწონს თუ ისევ დავაბრუნო,-მოუთმენლად კითხულობს დაჩი.
-რა დავარქვა?
-ნადია
-არა დაჩი ჯობს,-ლეკვს ვეხუტები და თვალებში ვუყურებ სულ ვოცნებობდი ლაიკა მყოლოდა მაგრამ დედა უარს მეუბნებიდა. ცალი თვალი ლურჯი აქვს მეორე თაფლისფერი თავად ლეკვი კი მოთეთრო-მონაცრისფროა.
-ლეკვი მე ვაჩუქე და იმას ეხუტება,-აწუწუნდა დაჩი და გაბუტული ჩაეშვა სავარძელში.
-მოდი აქ დაჩიკო,-საზურგედან ამოყოფილ თავზე ვაკოცე მობრუნდა ხელი დამავლო და კალთაში ჩამისვა.
-მიყვარხარ ნადია
-მმეც მიყვარხარ,- ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე და მერე ხელი მოვუჭირე ტუჩები საყვარლად მოებრუცა.
-რას არქმევ?-თავზე მაკოცა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.
-ბიბო,-ვიკრიჭები და ლეკვს ვუყურებ რომელიც თავის ყუთში თავამაშობს.
-მალადეც.

მოწყენილობამ შემომიტია დაჩი სადღაც იყო წააული ინტერვიუზე და არაფერს იწერებოდა ამიტომ სანდროს დავაცხრი.
-მამას სანახავად მივდივარ და მერე გავიდეთ სადმე
-აუ მეც წამოვალ რა? მინდა მამაშენის გაცნობა და მობოდიშება,-ვუთხარი და მოუთმენლად დაველოდე ცოტახანი დაფიქრდა მობილურში მისი მძიმე სუნთქვა მესმოდა.
-კაი მიდი მოემზადე მალე მოგაკითხავ.
დედაჩემს დიდად არ მოსწონდა მე და სანდრო რომ ახლოს ვიყავით მაგრამ არაფერს ამბობდა. სერგეის სანახავად მივდიოდი კაცის რომელიც მამამ გააუბედურა ალბათ როგორ ვძულდი.
-მოდით შვილო,-მოგვეგება სავარაუდოდ სანდროს დედა
-დედა ეს ნადიაა
-რა ნაცნობი სახე აქვს,-ჩაფიქრდა ქალი
-მამას ვგავარ ალბათ მას იცნობდით,-რა ჯანდაბად წამოვროშე? წამომცდა
-რა თქმა უნდა იმ მკვლელის შვილი ხარ როგორ გაბედე აქ მოსვლა?-ისე დამიყვირა წამიერად შევხტი.
-დედა შეეშვი მამასთან მოვიდა,-დაიქუხა ახლა სანდრომ
-ამას მამაშენთან ჩემს გვამს თუ გადაუვლი და ისე შეიყვან თორე არ გაგიშვებთ
-ნადიას არაფერი არ დაუშავებია,-დაიყვირა წყობიდან გამოსულმა სანდრომ ქალი ერთი წამი შეცბა მერე თითქოს გამოაფხიზლესო
-როგორ გაბედა და დედაჩემის სახელი დაგარქვა იმ არაკაცმა?-დაიყვირა არაადამიანური ხმით
-დედა მან სიმართლე ბოლომდე არ იცის, ახლა გაიწიე და შეგვიშვი.-არ ვიცი რატომ იყო ამ ქალისთვის ამხელა დარტყმა მე რომ ნადია მერქვა მაგრამ კართან გამაგრებული წამიერად მოდუნდა და გაიწია მერე კი მოწყვეტით დაეშვა იქვე სკამზე.
-მამა,-საწოლზე ალბათ მამას ხნის მაგრამ უფრო მობერებული კაცი იწვა სასწაული ოყო როგორ დაეჩნია თავისი კვალი დროს ამ კაცზე სად იყო ის სერგეი დედა რომ მიამბობდა საბრალო ჩია კაცი იწვა საწოლში, ძალიან გამხდარი.
-ბატონო სერგეი,-მივმართე, თავი ოდნავ ასწია და შემომხედა ეტყობოდა ცდილობდა შევეცანი,-მე ნადია ვარ, ნადია ლაზარევი დიმ..
-საშას გოგონა,-დამასწრო თავად.
-დიახ
-როგორ არის? ხომ არაფერი უჭირს?
-ნორმალურადაა მამას გარდაცვალების მერე აქ გადმოვედით
-ვწუხვარ მამაშენის გამო ნადია,-შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ იმ წამს დაშკოვმა ისე შემომხედა მივხვდი არ ტყუოდა, მართლა წუხდა.-ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მის დევნას შევალიე საბოლოოდ მე გამოვედი შესაბრალისი ის კი წავიდა ამ ქვეყნიდან მეფესავით მე კი როგორც ვიყავი უბრალო პაიკად ვკვდები.
-მოსაბოდიშებლად მოვედი ბატონო სერგეი
-შენ არაფერი დაგიშავებია შვილო სანდრომ მიამბო შენზე.
-მაინც ვგრძნობ რომ ვალდებული ვარ მოგიბოდიშოთ
-მიპატიებია შვილო მამაშენისთვისაც და დედაშენისთვისაც მიპატიებია, თუ შენ ამით დამშვიდებული სინდისი გექნება კიდევ ბევრჯერ გაპატიებთ
-ძალიან კარგი კაცი ხართ,-აღმომხდა და თავი ძლივს შევიკავე რომ არ ჩავხუტებოდი.
-ნატავ დედაშენსაც ასე ეფიქრა,-თქვა და თითქოს შორს სამყაროს მიღმა გადაეშვა ფიქრებით.
-წავიდეთ დაიღალა,-მე და სანდრო მალევე წამოვედით გზაში ერთი აზრი მოსვენებას არ მაძლევდა
-სანდრო?
-გისმენ
-მამაშენს დედაჩემი ისევ უყვარს არა?
-მთელი ცხობრებაა ერთი ქალი უყვარს
-ასე როგორ შეიძლება სანდრო თუ შენ ვიღაც გიყვარს მან კი ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა როგორ შეიძლება შენ ისევ იტანჯებოდე ამით რატომ ვერ უნდა იპოვო ნამდვილი სიყვარული?
-არ ვიცი ნადია, ვფიქრობ მაგას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.
-შენ რატომ ხარ ასეთი ჩაფიქრებული?
-ცოლი მომყავს ნად,-ჟრუანტელმა დამიარა მან გადმომხედა და ჩემს რეაქციას დააკვირდა მერე კი განაგრძო,-ფიქტიურად რა თქმა უნდა. იმ გოგოს მწვანე ბარათი სჭირდება უბრალოდ ასე რომ,-მხრები აიჩეჩა.
ოდნავ გაოცებული და სასტიკად გაბრაზებული დავაბოტებდი წინ და უკან.
- არა მაგას მე დებილი ხო არ ვეგონე ჰა? ფიქრიურად ქორწინდება თურმე ბიჭი. პოლიციელი მაინც არ იყოს. ვის ატყუებს დამპალი.
-გისმენთ,-გაღიზიანებულმა ვუპასუხე მობილურს
-სხვაგან მოვხვდი მემგონი,-ცანცარებდა დაჩი ყურმილს მიღმა
-ბოდიში
-გეკადრება? მიდი ამოუშვი გისმენ
-გინდოდა რამე?-ვცადე თემა შემეცვალა.
-ლამაზო მისმინე შენ ჭრილიბების დამუშავებასთან როგორ ხარ?
-მოხდა რამე?-წამოვიკივლე
-ო, ნუ ხარ ისტერიჩკა ქალო. არაფერი სოფელში მცემა ვიღაცა აყლაყუდამ და სამი ზორბა მიეხმარა.
-კაი?
-წარბი, ტუჩი და ლოყა გადახსნილი მაქ.
-რა დაგიწუნეს ეგეთი მარტო სახეში რო გირტყეს?-დავინტერესდი
-კაი ხო ლოყა გადავაბუქე ნაკაწრი მაქ.
-მოვდივარ. პოპკორნი გაქ თუ წამოვიღო
-არა. მაქ სამი კილო მაინც იქნება,-ჩაიღუღუნა ჩემმა მტრედმა და მეც დაჩის ბინისკენ გავემართე.
სწრაფად ავიარე კიბის საფეხურები მართალია ბიბო ცოტას მაბრკოლებდა მაგრამ მესამე სართულზე მოვტვინე რომ ხელში ამეყვანა, აბა გამოიცანით დაჩი მესამეზე ცხოვრობს.
-მოხვედი ნადია? მომისწარი? ანდერძი სეიფშია პლანშეტის დამტენის შესაკრავ სინას გიტოვებ.
-ღმერთო რა გულუხვი ხარ,-ხელები ცისკენ ავაბყრე მაგრამ ადგილზე შევხტი
-ჰალკ? რა უქენი დაჩის?
-ნუ ცანცარებ რა,-ეს არც ისე სერიოზულად ჟღერა „ზელიონკით“მოსვრილი დაჩის პირიდან.სხვათაშორის ტუჩებიც მწვანე ქონდა.
-რას გავხარ ადამიანის ნარჩენო
-ეს რა კომენტარი იყო ახლა,-დაჩი სააბაზანოსკენ დაიძრა მეც ფეხდაფეხ მივყევი
-აბა ადამიანს ნაკლებად გავხარ ახლა შენ,-კართან შეჩერდა და დამაკვირდა
-სად მომყვები შენი ჭკუით?-მკითხა და ცალი წარბი დემონსტრაციულად აზიდა.
-ჭრილობები უნდა გაგიწმინდო,-ვთქვი პირველკლასელივით
-მე ახლა ბანაობას ვაპირებ,-კარის დაკეტვა უნდოდა მაგრამ ფეხი დავდე ზღურბლზე და არ ვაცადე
-სახეზე საპონი ან რამე მსგავსი არ წაისვა ინფექცია შეგეჭრება
-და სახის ამპულტაცია დამჭირდება ხო,-დაიფხუკუნა ირონიის მეფის მასხარამ.
-გადი რა დამპალო,-ფეხი გამოვწიე და სამზარეულოსკენ წავედი მაგრამ უკნიდან ისეთი ბრახინი მომესმა თითქოს სპიოების გუნდი მომდევდა
-მიყვარხარ,-უკნიდან მომეპარა და ლოყა დამილოღნა ოფიციალურად ქურციკად წოდებულმა
-გაეთრიე „ზელიონკიანო“ ველურო,-ხელები შემიშვა და უკნიდან მომესმა მისი ხმა აი ყვირილის დროს რო ტუჩებზე ხელს სწრაფად იფარებენ ეგრე კიოდა. სანამ ზორბების ნაცემი შხაპის ქვეშ ნებივრობდა პოპკორნი მოვამზადე, ოფ ისე ვამბობ ვითომ მაგასაც შეფ მზარეულობა უნდა მაგრამ ოსტატურად ჩამოვიღე ქვაბი და მზადების პროცესში არაფერი გამიტეხავს, სამზარეულოც სუფთა იყო, ასე რომ დაფასებას ვიმსახურებ. მერე ჰარი პოტერი მოვძებნე და ტელევიზოროც მოვამზადე პოპკორნი იქვე დავდგი აი ჭრილობის რაღაცების მოძებნის დრო არ დამრჩა სამწუხაროდ.
-მე სახე ჰოროჰიდან გადმომხტარს მიგავს და ეს რა დღეშია,-გამოვიდა აბაზანიდან მისტერ გაპუტული მკერდი და ტელევიზორთან დაჯდა.
-მაცადე ახლა შენ მოგხედავ,-პირველადი დახმარების ყუთი მოვძებნე და დაახლოებით ოც წუთში დაჩი საგულდაგულოდ დასპირტული და ლეიკოპლასტში შეფუთული იყო.
-მუმიას მომდევნო ფილმის კასტინგზე უნდა წავიდე,-გამოაცხადა სარკეში ჩახედვის შემდეგ.
-უი მეე კაი რა მომწონდა მუმიის როლის შემსრულებელი
-მეც მომწონდა ის ქალი არ მახაოვს რა ერქვა,-გაიკრიჭა
-მიდი ჩავრთოთ კინო თორე მე ყველა ნაწილის ყურებას ვაპირებ
-შენ ჩენი მეგობარი ხარ თუ პოტერის ამას უფრო ხშირად უყურებ ვიდრე მე
-ეგ ნერვებს არ მიშლის,-დაჩის კალთაში მოვიკალათე თმები მთლიანაგ გადავაფარე მუხლებზე და ტელევიზორს გავხედე.
..
ისაა ჰარიმ დობის უნდა უთხრას ვოლდემორის დღიური გადაშალეო რომ დაჩი პროტესტის ნიშნად ყვირის
-რაგინდა ბიჭო გული გამისკდა,-თითქმის მეძინა და ამან ყურში ჩამჩხავლა თან ლუციუს მალფოის სახეც გავმაზე დობიმ რომ თქვა თავისუფალი ელფი ვარო და კედელს ჩაახუტა.
-ახლა ჩემი ჯერია მე უნდა წამოვწვე,-ვაი შე საწყალო
-შანსი არაა დაჩი სტუმარი ვარ,-ჩავეჭიდე ხავსს
-სტუმარი მაშინ არ იყავი მთელი ზამთრის მარაგი პოპკორნი ორ სერიაში რო ამომიწურე?
-დაჩიი,-წარბი დავბრიცე
-ან მაწვენ ან რემბოს ვრთავთ
-უსამართლობაა ვერ ვიტან მაგ კაცს
-სამამდე ვითვლი,-პულტს აწევს და ისე იწყებს მოქმედებას როდის მომპარა პულტი დამპალი.
-კაი ჰო დაეგდე,-ვდგები და მის ადგილას ვჯდები თვითონ ათავსებს ახლა ჩემს კალთაში თავს და კმაყოფილი მიყურებს
-რა პატივში ხარ, მერე ყველას მოუყევი რომ ჩემი თავი შენს მარცხენა ბარძაყზე იდო
-აუცილებლად,-ენა გამოვუყავი და ჰარიკოს გახედე.
დილას საშინელი კისრის ტკივილი მაღვიძებს. ჰარი დამთავრებულია საათს თუ დავუჯერებთ მზეც კარგახანია ამოვიდა, დაჩი მშვიდად თვლემს ჩემს დაბუჟებულ მარცხენა ბარძაყზე. ესაა რომ გახსნილი პერანგი გაკუჭვია და ყელთან აწუხებს, ხელს საცოდავად აფართხუნებს და საყელოს გასწორებას ცდილობს.
-დაჩიი,-ვკვნესი საცოდავად
-ჰა,-ტუჩებს აწკლაპუნებს
-ადექი რა ყველაფერი მტკივა დამჯდარს მეძინა
-რა ღმერთი გაგიწყრა მერე,-თვალის გახელა ჯერაც არ იკადრა
-აუ დაჩი მიდი ადექი ცოტახანი უნდა დავწვე თორე ცუდად ვარ,-თვალების გაუხელად წევს თავს და ვდგები. ორ წამში ისევ დივანზე ვეცემი დაჩი თავს დებს.
-აუ დაჩიი,-ზმუილით წევს ისევ თავს, დაბუჟებული ფეხებით საძინებლისკენ მივდივარ,-ბიჭო შენ სმასახურში არ მიდიხარ?
-არა ასე სად წავალ გააფრინე,-ახლა მახსენდება სახე ჰალკს რო უგავდა წუხელ და ვწვბეი.

-ნადია,-ფრთხილ შეხებას ძილის ქვეყნიდან გამოვყავარ
-ჰო,-თვალებს ვიჭ....ტ დაჩის ოდვა ეტყობა წუხანდელი ნავაჟკაცარი თითქმის გადასული აქვს მწვანე ფერი საინტერესოა ასე მალე როგორ მოიშორა.
-მე უნდა გავიდე აქ იქნები?
-კი,-ვამბობ ძილისგან დაბოხებული ხმით და ამჯერად დაწმენდილი თვალებით ვუყურებ. ის გადის ველოდები სანმ სახლის კარს დახურავს და მეც მალე ავედევნე უკან. დაჩის მაქანა რომ წავიდა მეც მალევე მივყევი უკან.საინტერესოა რედაქციაში არ მიდის? ჩემი და დაჩის მანქანებს შორის რამდენიმე მანქანა კიდევ დგას ყოველი შემთხვევისთვის მართალია მან არ იცის რომელი მანქანით ვიყავი მოსული მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რაღაც უცნაურ შენობასთქნ აჩერებს. მანქანიდან გადმოვდივარ და მეც იმ შენობაში შევდივარ საინტერესოა დაჩის ვერ ვხედავ თუმცა რედაქცია ნამდვილად არ არის რატომ არ მითხრა სპორტ დარბაზში რომ მოდიოდა. აქ რაღაც სხვა ამბავია, კაი რა ნადია ნუ ხარ ჰოროსკოპით ეჭვიანი რა ამბავი უნდა იყოს? აბა სად გაქრა? იქაურობას ვათვლაიერებ და აი ისიც.
-გამარჯობა,-შუახნის ქალის გვერდით ვჯდები
-გამარჯობა შვილო,-ცოტა პაუზა და ეგაა სწორად დავჯექი დაიწყო,-შვილიშვილს გამოვყევი შეხედე რანაირი ხალხი დადის გაიხადონ ბარემ მთლად ფუი, გაფუჭდა თაობა
-მეც ქმარს წამოვყევი,-ვიტყუები წარბშეუხრელად. მიდი ნადია შენ ხომ ლაზარევი ხარ,-მგონია რომ ვიღაცასთან დაძვრება,-ისეთი სახე მივიღე ეს ქალი დაჩის მოკლავს რო მივუქსიო. აი ეს ბიჭია ხომ არ დაგიანახავთ სად შევიდა?-ვეკითხები და ჩემი და დაჩის ფოტოს ვაჩვენებ
-კი შვილო როგორ არა იმ კარში გაიარა,-მანიშნებ კარზე რომელთანაც დაცვა დგას და რომელიც დაბლა ჩადის.
-დაცვა მაინც არ გამატარებს წევრი არ ვარ თანაც იქ გასავლელად მგონი მარტო ეგ არაა საკმარისი
-შენ მაგაზე არ იდარდო შვილო კარგადაც გაგატარებს,-ვგიჟდები გამჭრიახ ხალხზე. ქალი დგება ახლოს მიდის იმ კართან და დაცვას რაღაცას გაღიმებული ეუბნება მერე უკან ბრუნდება და მანიშნებს მოდიო. ისაა ნაბიჯი უნდა გადავდგა რომ დაბლა ეცემა და თვალებს ხუჭავს კიდევ კარგი თვალის ჩაკვრა მოასწრო თორე გული გამისკდებოდა დაცვა მასთან იხრება და ცდილობს ყურების დაზელით მოიყვანოს გონს მე კი ვიპარები. ყოჩაღ ქალბატონო რო გამოვალ თუ დამხვდი მადლობით აგავსებ.
სარდაფში შესულს იქ სრული განუკოთხაობა მხვდება მაგრამ როგორც ჩანს ამას მხოლოდ მე ვამჩნევ აქ ყველა მშვენივრად გრძბობს თავს. ახლა ვხვდები რომ დაჩი აქ ჟურნალისუტური გამოძიების გამოა
-უფულოდ ფსონებიც არ დაიდება,-ყვირის კაცი დახლთან,-რინგისკენ ვიყურები და წინ მივიწევ ახლაღა ვამჩნევ აი, დაჩი ვიპოვე ვიღაც ზორბა ტიპი ტატამზე აბრტყელებს
-რა ხდება აქ?-ვიკითხე ძალიან ჩუმად
-დიახ ეს ნამდვილად წესების გარეშე ბრძოლაა ხერხი ახლა ამ ბიჭს გასრესს,-მესმია ბოხი ხმა რომელიც დემონსტაციულად წევს ხელებს და ხალხს ფსონების დასადებად მოუწოდებს,-შეფარდება შვიდი ერთთანაა მიდი ბიჭო იმედი არ გაგვიცრუო სანახაობა გვინდა ადექი,-აგულიანებს კაცი მიკოფონით დაჩის. ახლა მანდ თუ ამოვედი მიკროფონს პირში ჩაგჩრი.
ზარის ხმა გაისმა ეს იმას ნიშნავს რომ რაუნდი დასრულდა. წესით ახლა მასთან უნდა მივიდე და გავამხნეო ან გავთათხო მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი დაჩი უცნაურ სახის საფარს იხსნის და ვხედავ როგორი დასისხლიანებული და დალურჯებულია. კიდევ ვერ გაუძლებს ის მხეცი მოკლავს. ჯანდაბა ფეხებო დამემორჩილეთ მიდით,-სანამ ფეხებთან ჩხუბს მოვრჩები ნახევრად შიშველი ლამაზი გოგონა რინგს კვეთს და აცხადებს ფინალური რაუნდიო
ზარის წკრიალი ისევ ისმის და ის კაცი დაჩის ფეხებში უარდება ახლა მოკლავს მხარზე ბალიშივით გადაიკიდა და დაბლა დაანარცხა. მერე კი თავად რინგის კოდეზე აძვრა რომ ზემოდან დაცემოდა. ამას ვერ ვუყურებ.გული საშინელი ძალით მიცემს ახლა ალბათ გამისკდება არ მინდა დაჩის სიკვდილის ყურება, ჯერ ახალგაზრდაა. აქ თუ გადარჩა მე მოვკლავ. საბედნიეროდ გადაგორება მოტვინა და კაცი იატაკს დაენარცხა თუმცა წამოდგა და ხელში აიტაცა დაჩის სხეული.
ახლა აგიხსნით რა ხდება ირგვლივ მაშ ასე, კადრი შევანელოთ: მე ვდგავარ ხალხით სავსე არც ისე დიდ დარბაზში, შუა ნაწილში სცენასავით ამაღლებულ ადგილას რინგია მოწყობილი, იქვე საათი კიდია რომ დრო აკონტროლონ. ეს საათი ოთხივე მხარეს აჩვენებს დროს ასე რომ ყველას შეუძლია დრო დააფიქსიროს. ახლა ტაბლოზე 32წამი წერია ანუ ამ დროში ან ნაკლებში დაჩი ძვლებში იქნება დალეწილი თუ გაგვიმართლა. კაცს რომელსაც ცალ ხელზე აქვს დაჩის ხელა კუნთი დაჩი ჰაერში ჰყავს აყვანილი ორივე ხელით თავს ზემოთ უჭირავს და ამაყად უყურებს ხალხს, ამით ამტკიცებს რომ ალფა მამრია. გული გამალებით მიცემს, მეშინია და ვფიქრობ დავრეკო თუ არაა 112ზე საშინელებაა ეს კაცი ერთ ადგილას ჩერდება და დაჩიან ხელებს დაბლა ამოძრავებ ტაბოლზე 23წამი წერია მოიცა რატო გამოწია მუხლი არა ახლა ეს ცხოველი დაჩის ხერხემალში გადაამტვრევს, ნუ ეცდებამაინც. ისევ გაშეშებული ვდგავარ მინდა ვიმოძრაო მაგრამ ჩემი სხეული მხოლოდ ერთ მოძრაობას ასრულებს ქუთუთოები მიმძიმდება და თვალები მეხუჭება. არა კი არ მეხუჭება ეს მინდა. არ მინდა ვნახო როგორ დახეიბრდება დაჩი. ვდგავარ ასე თვალდახუჭული და ყურებში საშინელი წუილი ჩამესმის მარჯვენა წარბთან ვენა გამალებით მიფეთქავს ეს მტკივნეულია თან ძალიან.

.........
ესეც ახალი თავი იცით რაც უნდა გააკეთოთ მიყვარხართ..



№1 სტუმარი Bako12

როგორი მსუყე თავი იყო ,*. მაგარია ერთი ამოსუნთქვით წავიკითზე..

 


№2  offline წევრი ki si

Bako12
როგორი მსუყე თავი იყო ,*. მაგარია ერთი ამოსუნთქვით წავიკითზე..

მიხარია საყვარელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent