შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი იმედი (მეხუთე ნაწილი)


12-10-2018, 22:26
ავტორი დამწყები
ნანახია 1 755

მოსაღამივდა , თაკომ ბავშვი დააძინა და სტუმრებს ელოდა , მანამდე კი სუფრა გაშალა , ლევანიც ეხმარებოდა , ერთად ტრიალებდნენ . ბოლოს ლევანმა გამბედაობა მოიკრიბა , თამოს ხელი ხელებში მოიქცია , ახლოს მიიზიდა და თითქმის ჩურჩულით უთხრა
- მადლობა რომ მენდე ,მიხარია რომ ჩვენს გვერდით ხარ - გოგომ გაუღიმა , თავი უხერხულად იგრძნო და სცადა ლევანისგან განზიდულიყო თუმცა თვითონვე მოსწონდა ასეთი მომენატები , ცოტა არ იყოს აშინებდა ეს ყველაფერი , ეშინოდა რომ შეცდებოდა , არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა , რომ ლევანს შეეჩვეოდა , არ უნდოდა ვინმე შეჰყვარებოდა და კიდევ ერთხელ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი განეცადა.
- ნუ გეშინია , კიდევ უფრო მიიზიდა ლევანმა თაკო როცა იგრძნო როგორ ცდილობდა მისი ხელებიდან თავი დაეღწია- არასდროს ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ არ გენდომება , მინდა რომ თავი კომფორტულად იგრძნო , არ მინდა აქ ცხოვრება შენთვის აუტანელი გახდეს ან გერთულებოდეს , მინდა რომ კარგად იყო , გესმის ??- ლევანი თვალებში მისჩერებოდა გოგოს
- ლევან მადლობა ყველაფრისთვის - გოგო მოეშვა და ლევანს მადლიერი თვალებით შეანათა , ამჯერად ლევანმა ორივე ხელით თმები გადაუწია და შემდეგ თაკოს თავი გულზე მიიხუტა .
- ყველაზე ძლიერი გოგო ხარ , ვინც კი იდესმე შემხვედრია- ლევანმა ამის თქმაღა მოასწრო რომ კარზე ზარის ხმაც გაისმა , ორივე ერთად გაეშურნენ კარის გასაღებად და სტუმრები მიიღეს.
- ლევანს ვთხოვეთ სურათი მაინც გვაჩვენეთქო , მოხვალთ და ნახავთო , მართლა ულამაზესი რძალი გვყოლია , - სიხარულით შეეგება ერთ- ერთი ძმაკაცი
- შეიძლება გავწითლდე , ჩაეცინა თაკოს - მგონი ფოტო არც კი გვაქვს ერთად , დიდად არ გვიყვარს სურათები - გამოასწირა თაკომ
- ვერც კი წარმოიდგენ შენს შესახებ იმდენი რამ ვიცით ფოტო არც გვჭირდებოდა , ჩაიცინა ბიჭმა
- ნუ დამაკომპლექსებთ , გაუცინა თაკომ და ლევანს გახედა , რომელიც გოგოსთან მიიწია , წელზე ხელი შემოხვიაა და ახლოს მიიზიდა
- ამ ასაკში თუ სიყვარულის არსებობას ვიწამებდი ვერც კი ვიფიქრებდი , გაიცინა და თამოს შეხედა , გულწრფელი თვალები შეანათა გოგოს თვალებში და იქ პასუხის ამოკითხვა სცადა , თუმცა გგოგომ თავი დაიძვრინა
- ახლავე დავბრუნდები- თქვა და სამზარეულოში გაეშვირა, ლევანმა ჯიბეში ჩაიწყო ორივე ხელი და სტუმრებს მიუბრუნდა
- მყუდროდ მოკალათდით დავეხმარები და მოვალ- და სამზარეულოსკენ გაეშურა
- თაკო გაზქურასთან მისულიყო და რამდენიმე წამის გასვლას ელოდა რომ გამოერთი როდესაც , უკნიდან ნაცნობი სიმხურვალე იგრძნო , რომელმაც კვლავ მოხვია წელზე ხელი და თავისკენ შეაბრუნა
- ყოველთვის გარბიხარ ხოლმე, არ მინდა რომ გამირბოდე
- ანუ ხაჭაპური მალე იქნება და დამეხმარები ხო გატანაში ?
ლევანს ჩაეცინა
- კი რა თქმა უნდა დაგეხმარები ,- ლევანი დაჟინებული მზერით შესქეროდა გოგოს და ისიც ისე ათრთოლდა თითქოს პირველად ედგა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი თვალწინ.
სტუმრებთან არაჩვეულებრივად ითამაშეს , ლევანი არცერთ შანს ხელიდან არ უშვებდა თაკოსთან ახლოს მისულიყო , ხელი შემოეხვია ან შუბლზე მაინც ეკოცნა , აქამდე მართლაც რომ მექალთანე მამაკაცისგან ძალიან უკვირდათ მის მეგობრებს ასეთი სათუთი ქცევა , რომელიც ტუჩებშიც კი არ კოცნიდა მეუღლეს სხვების თანდასწრებით , ყველა ამჩნევდა რომ ლევანი ახლა ისე ზრუნავდა როგორც არასდროს , იმდენად სათუთად ეპყრობოდა ქალს , გაოცებას ვერ მალავდნენ , მისმა საუკეთესო ძმაკაცმა კი ლაშამ ყველაზე უკეთ შეამჩნია ლევანის ასეთი გარდასახვა , უხაროდა და თან ხვდებოდა რომ კიდევ იყო რაღაც , რასაც მალავდნენ.აქამდე არაერთხელ აღენიშნა ლევანს რომ ქალებისთვის სრულებით საკმარისი იყო მისი გარეგნობა და მატერიალური მდგომარეობა , და ცოლის მოყვანაც არ გაუჭირდებოდა ,ყველაზე ერთნაირი წარმოდგენა ექმნებოდა , ვერ იტანდა უაზრო კაპრიზებს და ზედმეტად ვითომ მოსიყვარულე წყვილებს . მთელი საღამო ლევანს თაკოსთვის მზერა არ მოუშორებია , ყოველ ჯერზე თაკო ცდილობდა ლევანისგან მოშორებით ყოფილიყო რომ თავისთვის მეტად უხერხული სიტოაციები თავიდან აერიდებინა , ლევანი კი ისე აკვირდებოდა მას როგორც სამუზეუმო ექსპონატს , მხატვარი რომ შედევრს შექმნის და მერე მისი ცქერით ტკბება. სტუმრები რომ დაიშალნენ მისაღები ოთახი მიალაგეს , ლევანი კვლავ მიუახლოვდა გოგოს , უჭირდა თავის მოთოკვა , როცა თაკოს ხედავდა , თავიდან არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა თაკოსგან თავის შორს დაჭერა , თუმცა ყოველი სიტყვის , ქცევის და მანერის შემდეგ უფრო უყვარდებოდა ვიდრე მანამდე.
- ლევან , მართლა ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის , მიშკას გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა , მაგრამ გთხოოვ , უბრალოდ ასე არ შემიძლია , შეიძლება მეჩვენება მაგრამ ასეთ ქცევას , ასეთ სიახლოვეს არ ვარ მიჩვეული ,თავს რაღაცნაირად ვგრძნობ , არ მინდა რომ ერთი წლის მერე , რომელიმემ თავი ცუდად ვიგრძნოთ , ძალიან მინდა რომ თავისუფლად ვიგრძნო თავი შენთან , გთხოვ ნუ შემიშლი ამაში ხელს
- მაპატიე , მგონი ვერ მოვზომე , მართალი ხარ , არც მიფიქრია რომ ჩემი ქცევით რაიმე დისკომფორტს შეგიქმნიდი- ლევანმა მშვიდად უპასუხა და გოგოსგან შორს დაიხია.
- გავალ დავიძინებ კარგი?
- მიდი , თუ გინდა მე აქ მისაღებში დავრჩები
- არა , არ არის საჭირო , შენს ადგილას დაიძინე
თაკო ოთახიდან გავიდა და იქვე მდგომ ტახტზე მოკალათდა , ლევანი რომ ოთახში შევიდა უკვე ეძინა , მშვიდად მიაჩერდა მამაკაცი გოგოს , თმებზე ხელი გადაუსვა , და შემდეგ თავის ლოგინში თბილად შეიყუჟა.



№1 სტუმარი ლიზიკო

აუუუ მიდი რა ასე არ დაიკარგო ხოლმე ძალიან მინდა რო წავიკითხო და მიდი მალე. მე ვკითხულობ და არ გაბედო შუა გზაში წერა არ შეწყვიტო მიდი მე გელოდები

 


№2 სტუმარი სტუმარი მაიკო

მეც ძალიან მომეწონა მალე დადე გთხოვ

 


№3 სტუმარი manana

ამდენი ხნით სად დაიკარგე, იცი როგორ გელოდი და როგორ მომწონს.

 


№4 სტუმარი ლიზიკო

აუუუ მართლა რა ამდენი ხნით სად წახვედი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent