შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 18


16-10-2018, 11:32
ავტორი katiusha
ნანახია 3 088

მთელი დღე საქმეებზე სიარულს მოანდომა თორნიკემ.დილით ადრიანად გავიდა სახლიდან,მშობლებთან შეხვედრას და მათთან ისევ კამათს თავი აარიდა.ტექნიკის მაღაზიები მოიარა,ბარისთვის კამერები და საჭირო ნივთები შეიძინა,მერე ტექნიკოსებიც მოიძია რომ დაემონტაჟებინათ.პასუხისმგებლობით მოეკიდა დავალებას,არ უნდოდა მეგობრისთვის იმედი გაეცრუებინა და თანაც ეს მომავალ სამსახურში მისი უშუალო საქმიანობა იქნებოდა.ამასთან იმასაც ცდილობდა რომ მშობლებისთვის ეჩვენებინა მათი ფულის გარეშეც შეეძლო არსებობა. ბოლოსდაბოლოს დრო იყო ცხოვრებაში რაღაც შეეცვალა.ასე როდემდე უნდა გაგრძელებულიყო?
მხოლოდ საღამოს მიაღწია ახალ ბარში.დააგვიანა,რადგან მეგობრები იქ არ დახვდნენ.მუშები იყვნენ,ისინიც წასასვლელად ემზადებოდნენ. უთხრეს ყველა წავიდა,მარტო ერთი გოგონაა აქ,ვერანდაზე ზისო. გაუკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო და ზემოთ ავიდა.ძლივს დაიჯერა,როცა სავარძელში ოთხად მოკეცილი ნინია არაბული დაინახა ცრემლიანი თვალებით.დაბნეული მიუახლოვდა გოგოს და კითხვების კორიანტელი დააყარა.
-როგორ ხარ ნინია?აქ რას აკეთებ ამ დროს?ხომ მშვიდობაა?რატომ ტირი?
-კარგად თორნიკე შენ?-ფეხები იატაკზე დაუშვა და ცრემლები მოიწმინდა, რომ მას არ დაენახა,მაგრამ გვიანი იყო,ბიჭმა ყველაფერი შეამჩნია.
-არ გელოდი ამ დროს..
-სახლში წასვლა მინდოდა,მაგრამ გადავიფიქრე.აქ ამოვედი და შემოვრჩი.დრო ისე გამეპარა ვერ გავიგე.
-და შენი ცრემლები?პრობლემები გაქვს?
-არაფერია,გაივლის.
-ვინმემ გაწყენინა?მიდი მომიყევი.-წინ ჩამოუჯდა ბიჭი
-შენ შენი პრობლემებიც გყოფნის,ჩემსას აღარ დაგიმატებ.
-იცი ნინია,ფსიქოლოგად არ გამოვდგები და არც ის შემიძლია რამე განსაკუთრებული გითხრა,მუშტების ქნევა უკეთ გამომდის,მაგრამ თუ მომიყვები რა გაწუხებს,შეიძლება დაგეხმარო..
-ეჰ ნეტავ შეგეძლოს.ნეტავ ასე ადვილი იყოს..
-ლევანმა გაწყენინა?მითხარი თუ ასეა და წავალ და იმ მახინჯ სახეს უარესად დავუმახინჯებ,რომ ვერავინ იცნოს.-მისი გაღიმება სცადა ბიჭმა.
-სულაც არაა მახინჯი,ძალიან ლამაზია,-გული მოუვიდა გოგოს და გაიბადრა, ქისტაურის სახე რომ წარმოიდგინა.
-აჰაა,ხომ მაინც გაგაღიმე..
-ნეტავ მხოლოდ ეს იყოს და ასე ადვილი იყოს ყველაფერი,მე ვაწყენინე,მე ვერ გავუგე.რა ვქნა,ვერ მივდივარ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ,ვერც იმას დავიჯერებ რომ ამდენი წელი ვცდებოდი და ისინი ცივსისხლიანი მკვლელები არიან.არა,ასეთი გარემოცვა და მეგობრები არ გვყავს ჩვენ.
-ხანდახან ადამიანებში ძალიან ვცდებით,სულაც არ არიან ისეთები,როგორადაც თავს გვაჩვენებენ.ხანდახან კი ჩვენ ამივიჩემებთ რაღაცეებს და იმ აზრს მივყვებით ბოლომდე
-იქნებ ვცდებით,იქნებ ლევანი ცდება?არ ვიცი ვერ დავიჯერებ ამ ყველაფერს, რასაც ის ამბობს.
-შენ ის ყველაფერს მოგიყვა,სიმართლე იცი.არ შეიძლება ის ცდებოდეს, სამხილები არსებობს ნინია,ის დანა,ის ბიჭი.მანქანა..ყველაფერი ვნახეთ ჩვენ...
-მეც უნდა ვნახო თორნიკე,უნდა დავრწმუნდე.
-მე არ მაქვს,ეგ ყველაფერი ლევანს აქვს ასლები..ის კი ზუსტად ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს,როგორც არ უნდა გაუძნელდეს,შენ ზიანს არ მოგაყენებს და შენს გამო ამ საქმის გამოძიებას თავს დანებებს.
-მე ვინ ვარ რომ ამდენი დათმოს ჩემს გამო?
-შენ მისი მამოძრავებელი ძალა ხარ ამ სამყაროში.შენი გაცნობის მერე მიეცა მას იმედი რომ ისევ ბედნიერი იქნებოდა.ახალ ცხოვრებას დაიწყებდა.ასე უგულოდ ნუ მოექცევი და ნუ გააუბედურებ ნინია, ვიცი რომ ლევანი არჩევანის წინაშე არასოდეს დაგაყენებს,არ მოგწყვეტავს ოჯახს,რადგან მან ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს ოჯახის წევრების დაკარგვა,სამაგიეროდ იცი რას იზავს?წავა და გაგეცლება,ისევ თავის თავს დაიტანჯავს...
-ახლა შენ იცი რას აკეთებ?უარესად მაგრძნობინებ საკუთარ დანაშაულს და უმოქმედობას..
-ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას?ვფიქრობ რომ ახლა ყველაზე ნაკლებად მეგობრებს უსმენ,გაურბიხარ მათ და საკუთარ ნაჭუჭში იკეტები,იცი მეც ასე ვარ.როცა რაღაც ისე ვერ არის ან პრობლემა მაქვს,გავრბივარ.თვითონაც არ ვიცი სად,მაგრამ მივდივარ,..მერე ვფიქრობ ძალიან ბევრს და გამოსავლის ძიებაში ბევრ რამეს ვკარგავ..როცა რაღაცა გულით გვინდა,ამდენი არ უნდა ვიფიქროთ და უკან არ უნდა დავიხიოთ,ის უნდა გავაკეთოთ რაც ზუსტად გვინდა,თორემ მერე სინანული გვიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
-და მერე შენ იტყვი რომ საუბარი და რჩევების მიცემა არ შემიძლიაო-გაეცინა ნინიას.ახლა უკვე სახე უღიმოდა.თვალებიდან ცრემლები გამქრალიყო.
-არ გატყუებ,მართლა არ შემიძლია..
-იცი რას ვფიქრობ?ბედნიერი იქნება ის გოგო,ვინც შენი ცოლი გახდება. ერთდროულად ყველაზე მამაცი,ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე გულჩვილი მეუღლე ეყოლება გვერდით..
-ასე მაფასებ ესეგი ხოო?ახლა გავწითლდები..-გაუცინა მეტრეველმა..
-არ გაწითლდე,შეიფერე..უცებ გოგომ სიცილი შეწყვიტა და დანაღვლიანდა..
-რა დაგემართა?რამე ისე არაა
-ლევანი გამახსენდა,ნეტავ ახლა როგორაა?რას შვება?
-სახლში იქნება...ალბათ..
-უნდა წავიდე თორნიკე,სხვა დროს გავაგრძელოთ..-წამოხტა და წასვლა დააპირა,მაგრამ უცებ შეჩერდა.
-მისამართს მეტყვი სად ცხოვრობს?
-აბა რას ვიზავ?
როგორც კი გოგონა თვალს,მიეფარა,მეტრეველს კმაყოფილს ჩაეღიმა.
-იმედია თქვენ მაინც იქნებით ბედნიერები.-ჩაილაპარაკა და ტელეფონს უპასუხა,რარაცნაირად ანერვიულდა როცა მაისურაძის ნომერი იცნო.
-რა ხდება ნათლია?რამე ახალია?
-ხვალ ციხეში მივდივართ,ის ბიჭი დუმილს არღვევს,ალაპარაკებას აპირებს..
-ეს ხომ ძალიან კარგი ამბავია?
-კი,მაგრამ ჯერ ლევანის არაფერი უთხრა.უფრო არ აურიოს ყველაფერი...
-არა,არ ვეტყვი,დამიჯერე ახლა ლევანს მაგისთვის არ სცალია,ნუ ამაღამ მაინც,-ჩაეცინა ეშმაკურად.
-კიდევ ერთი რამეა..
-თქვი,რას აჭიანურებ.
-გუგა სოფოს საეჭვოდ უტრიალებს,ორი დღეა არ შორდება გვერდიდან. ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ რა უდევს გულში,მაგრამ რაღაცას რომ აპირებს ეს ფაქტია...
-მივხედავ მაგ საქმეს.ნახვამდის ნათლია,თუ კიდევ რამე იყო გამაგებინე. ტელეფონი შეინახა.გაბრაზებულმა მთელი ძალით მოიქნია მუშტი და კედელს დაარტყა.ტკივილმა ცოტა გონს მოიყვანა,ღრმად ჩაისუნთქა და ამჯერად საავადმყოფოს მიმღების ნომერი აკრიფა.
-გამარჯობათ,მე თქვენი პაციენტი ვარ,მაინტერესებს ექიმი სოფო გიგაური თუ იმყოფება ამჟამად კლინიკაში?..დიახ უმცროსი...კარგით..მადლობა..ახლავე წამოვალ,მასთან ჩამწერეთ..ვიცი რომ გვიანია,მაგრამ ნაკერები გამეხსნა ჭრილობაზე,-იცრუა უცებ..-არა სასწრაფო არ მინდა..
გაბრაზებულმა გაუთიშა,გოგო აშკარად ბევრს ლაპარაკობდა.თან რაც საჭირო იყო,ის ისედაც გაიგო.მართალია საღამო იყო,მაგრამ არც ისე გვიანი რომ მისი მისვლა გაჰკვირვებოდა.
უკვე მანქანაში იჯდა,როცა ის კითხვა წარმოეშვა თავში როგორ აეხსნა გოგოსთვის მისი უეცარი ვიზიტი,თან თუ გუგაც იქ იქნებოდა.გადაწყვიტა შორიდან ედევნებინა თვალყური და იდეით მოხიბლულმა სიჩქარეს უფრო მოუმატა.

*********
ქისტაური დივანზე წამოწოლილიყო.ტელევიზორის წინ,ლუდის ბოთლით ხელში და ერთი არხიდან მეორეზე რთავდა რამე საინტერესო რომ ეპოვა. სულაც არ იყო გართობის ხასიათზე დღევანდელი ამბის გამო.რაც არ უნდა გაეკეთებინა,მაინც ნინიაზე ფიქრობდა და მისი სახე ედგა თვალწინ.
კარზე ზარი რომ დაირეკა,უხალისოდ წამოდგა და გასაღებად გაემართა. მეტრეველს ელოდა და მოულოდნელი სტუმარი შეხვდა.თვალებს არ დაუჯერა.რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა,მაგრამ ის არ გამქრალა.ნინია არაბული მისი სახლის კართან იდგა.
-არ ვაპირებ არჩევანი გავაკეთო.არც ერთს არ დაგთმობთ.მე შენთან მინდა და ვიბრძოლებ იმისთვის რომ დაგიმტკიცო ჩემები უდანაშაულოები არიან..
-ნინია...ბიჭმა ვერაფრის თქმა ვეღარ მოახერხა.გოგომ მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისე ჩაეხუტა,თითქოს წლები არ ენახა...
რამდენიმე წამს ასე იდგნენ,ლევანი მის თმას ეფერებოდა,მის სურნელს ისუნთქავდა.მერე გამოერკვა და კარი მიხურა. გოგოს ხელი მოხვია და ოთახის სიღრმისკენ წაიყვანა.ხელს არ უშვებდა,ძლიერად მოეხვია და მკერდზე იხუტებდა.ნინიამ წელზე შემოხვია ხელები და ისიც მიეხუტა.მერე დივანზე ჩამოჯდა,არაბული გვერდით მიუჯდა.
-კარგი მოდი ცოტა ხნით ყველაფერი დავივიწყოთ და მითხარი აქ საიდან მოხვდი.-ჰკითხა სერიოზული სახით.
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია აქ ვარ..-გაუცინა გოგომ.
-როგორ გაიგე ჩემი სახლის მისამართი?
-ნუ აფუჭებ სიტუაციას,-დაიჯღანა ნინია,-იქნებ ადგე და რამე შემომთავაზო.ასე დიდხანს უნდა ვიჯდე?
-გააჩნია შენ რა გინდა?-თვალები ააციმციმა ეშმაკურად ბიჭმა.-
-ნუ მაიმუნობ..
-მართალს გეუბნები.იქნებ დამიკონკრეტო შენ რა გინდა,თორემ მე ფანტაზიით ცოტა სხვა რაღაცეებისკენ მივდივარ,მითუმეტეს რომ ახლა ღამეა და მე შენთან მარტო ვარ..
-ლევან,-ხმა გაიმკაცრა ნინიამ..
-კარგი ხოო,ადექი სამზარეულოში გავიდეთ და იქ მითხარი რა გინდა.
-კარგი ბინა გაქვს..მომწონს აქაურობა.მყუდროა და მშვიდი.-ნინიამ სკამი გამოსწია და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.
-მართლა მოგწონს?ეს ხომ არაფრით არ ჰგავს თქვენს უზარმაზარ სახლს?არც ოთახებია ისეთი დიდი,როგორც თქვენთან და არც სამზარეულოს აქვს სასადილო ოთახი მხოლოდ პატარა მაგიდა, სადაც სამი ადამიანი ალბათ ძლივს დაეტევა.
-მთავარი სახლის სიდიდე და კომფორტი კი არაა,მთავარია ადამიანი,რომელიც ამ ყველაფერს აზრს მისცემს და თავს ბედნიერად გაგრძნობინებს.-მოუჭრა გოგომ და გაჩუმდა,ბიჭს მიაჩერდა.
-ეს საიდან დაასკვენი ახლა,რომ აქ კარგად იგრძნობ თავს?
-მე შენთან ყველგან კარგად ვიგრძნობ თავს.
-კარგი,მითხარი შაქარი რამდენი ჩაგიყარო?
-ერთი..
ბიჭმა მადუღარა გამორთო და გამზადებულ ჭიქებში წყალი ჩაასხა.ერთი ნინიას მიაწოდა,მეორე თვითონ დაიდგა და მის წინ ჩამოჯდა.
-მაპატიე,მეტი არაფერი არ მაქვს.ხომ იცი მარტოხელა და უცოლო კაცის ამბავი?
-ბოდიშს ნუ მიხდი,მე ეს ყველაფერი კი არა,შენ მჭირდები..
-მაგრამ კვებაც გჭირდება..შეხედე რა გამხდარი ხარ,როგორი ფერმკრთალი?დარწმუბებული ვარ ნორმალურად არ იკვებები?
-ჩემზე ნერვიულობ?-
-რა თქმა უნდა ნინია,ამაში რას ხედავ უჩვეულოს?
-არაფერს,უბრალოდ სასიამოვნოა ამის მოსმენა.-გაეღიმა გოგოს.
-აბა ახლა ყველაფერი კარგად მომიყევი რატომ ხარ ახლა აქ?ვისგან გაიგე ჩემი მისამართი ან რა სიმართლეზე საუბრობდი წეღან.
-ასე ცივად და ჩვეულებრივად რატომ მელაპარაკები?-ეწყინა გოგოს.
-რა გინდა ნინია?აბა როგორ უნდა გელაპარაკო?ცოტა ხნის უკან სხვა რამეს ამბობდი, ახლა კი აქ ხარ და საპირისპიროს მეუბნები.
-მე საქმის მასალები უნდა ვნახო,რომელიც შენ გაქვს...
-მეტრეველს მოვკლავ.-დაიმუქრა ბიჭმა.
-საიდან მიხვდი?
-მხოლოდ მან იცოდა რომ საქმის მასალების ასლები სახლში მაქვს..
-არაფერი უთხრა კარგი?იცი მასთან საუბრის მერე მივხვდი ყველაფერს,მივხვდი რა მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და რა უნდა გამეკეთებინა.მზად ვარ დაგეხმარო და შენი მშობლების მკვლელი მოგაძებნინო,რადგან ეს მე ბედნიერებაში მიშლის ხელს,„ჩვენ“ არ იქნება,თუ ის არ დაისჯება.
-ესეგი მაინც გჯერა რომ შენები არაფერ შუაში არიან?
-მჯერა.
-მაშინ ყავა დავლიოთ და ყველაფერს გაჩვენებ.
გაჩუმდნენ და მშვიდად უყურებდნენ ერთმანეთს.თვალს ვერ აშორებდნენ.არაბულს თვალები უშტერდებოდა ისე ესიმპატიურებოდა ქისტაური,პირველად ხედავდა ასეთ ფორმაში,საშინლად უხდებოდა სპორტულები და ეს თავისუფალი სტილი.
სამზარეულოდან მისაღებში გადაინაცვლეს.ლევანი ფეხს ითრევდა და აჭიანურებდა საქმის მასალების მისთვის ჩვენებას,არ უნდოდა გოგოს ისინი ენახა, დარწმუნებულიყო იმაში, რომ მისი ოჯახის წევრები დამნაშავეები იყვნენ და ეს იმედგაცრუება და ტკივილი ეგრძნო..
გვერდით მიუჯდა ნინია და მას მიაჩერდა,ქისტაურმა ტელევიზორის პულტი აიღო და მუსიკალურ არხზე გადართო.ნიმიამ გაცეცხლებულმა გამოსტაცა და გამორთო.
-გელოდები,შენ კი ერთობი.
-ნინია მოდი ამ საღამოს არ გვინდა კარგი?
-რატომ?
-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ შენ აქ მოხვედი და ასე ერთად ვართ,მოდი ამ დღით დავტკბეთ,ხვალ კი გპირდები ყველაფერს გაჩვენებ.-ლევანს ისეთი ხმა ჰქონდა,გოგო უცებ დადნა და დაიფერფლა.
-მოდი ჩემთან,-ბიჭმა ხელი გაშალა და ანიშნა გვერდით გადამჯდარიყო. რა გააჩერებდა არაბულს,მისგან შორს,ისედაც დიდხანს გაძლო,მთელი სხეული სთხოვდა მის სიახლოვეს,გვერდით გადაუჯდა,კისერზე მოხვია ხელები და მიეხუტა.ბიჭმა ხელი მოხვია და სხეულზე აიკრამ
-ეჰ,ნინია არაბულო როგორი გადარეული ხარ და მეც როგორ გადამრიე.-გაიცინა და გოგოს თავზე აკოცა...
**********
შიგნით შესვლა ვერ გაბედა.მანქანა ეზოში ისე გააჩერა,რომ მიმღები კარგად დაენახა.იმის იმედად იყო რომ სოფო აქ ჩამოვიდოდა და აქედან დაინახავდა მას. მართალია გარანტია არ ჰქონდა,მაგრამ მაინც იმედოვნებდა რომ ასე იქნებოდა.
ნახევარ საათზე მეტი გავიდა.მის სასარგებლოდ არაფერი იყო.გიგაური არ ჩანდა.მოთმინება მალევე დაელია,მანქანიდან გადავიდა და შიგნით შევიდა.პირდაპირ იმ სართულისკენ წავიდა სადაც სოფო იქნებოდა.
-რას გაურბიხარ ან ვის თორნიკე მეტრეველო?როდის იყო ქალი ასე გაბნევდა?-გაუბრაზდა საკუთარ თავს.ლიფტიდან გამოვიდა და მისი კაბინეტისკენ აიღო გეზი.ადვილად რომ ათქმევინა რეგისტრატორ გოგონას.
კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა,პასუხი არ იყო.სახელური ჩამოსწია,კარი გაიღო.შიგნით შევიდა.დახურა და თვალი მოავლო იქაურობას.მოეწონა.აშკარად კარგი გემოვნება ჰქონდა გოგოს.მაგიდაზე საოჯახო ფოტოები ეწყო.ერთი ფოტო განსაკუთრებით მოეწონა. ის ფოტო,სადაც ორი სოფო ერთად იყო გადაღებული.აშკარად ჰგავდა მამიდას.რამაც ყველაზე მეტად მიიქცია მისი ყურადღება,ეს მათი თვალები იყო.მასში ის დაინახა,რაც არავისში არ დაუნახავს-უფროსი სოფო გიგაურის თბილი და სიკეთით სავსე მზერა.ამის შემდეგ განა შეეძლო დაეჯერებინა რომ,ქალი მართლა ისეთი ბოროტი იყო როგორც დედა ამბობდა ამდენი წელი.
ერთ სურათში ყველა ერთად იყო გადაღებული.ამხელა სამეგობრო,ბედნიერი სახეები და თბილი ღიმილი.უდარდელები და სხვანაირად ხალისიანები.ეს ფოტო სოფოს და რეზოს ქორწინებიდან ოცი წლის თავზე გადაიღეს ყაზბეგში.მაშინ მაროც ცოცხალი იყო.მაგრამ უკვე ღრმად მოხუცებული და სიარული უჭირდა.აქაც ორი სოფო ერთმანეთის გვერდით იდგა.
ყველაზე მეტად ის ფოტო მოეწონა,სადაც უმცროსი გიგაური მარტო იყო გადაღებული,არაფრით განსხვავებული ფოტო იყო.უბრალოდ და სადად ეცვა ლურჯი ჯინსი და თეთრი ზედა,ხვეული თმა მხრებზე ეყარა და ვიღაცას უყურებდა,აშკარად არ უყურებდა ობიექტივს.ისე გულიანად იცინოდა,თორნიკემ წარმოიდგინა რომ იმ წამს თითქოს იქ იყო და მას უღიმოდა. ფოტო ჩარჩოდან ამოიღო და შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიცურა,რადგან გარედან ხმაური მოისმა.მაგიდას მოშორდა და საპირისპირო მხარეს ფანჯარასთან დადგა.
კარი რომ გაიღო,სოფო უკან-უკან მოდიოდა და სხვა ექიმს ელაპარაკებოდა. ღიმილით დაემშვიდობა და უეცრად ადგილზევე გაშეშდა, როცა აღმოაჩინა რომ ოთახში მარტო არ იყო.კარი სწრაფად მიხურა და თორნიკეს გაცეცხლებული თვალები მიანათა
-აქ რას აკეთებ?
-კარგად,ექიმო,თქვენ როგორ ხართ?-ბიჭმა კითხვა გაუტარა და მხიარულად მოიკითხა..გოგო დაიბნა,მაგრამ მაინც მკაცრი იყო.
-მე გკითხეთ აქ რას აკეთებთ-თქო?ჩემს კაბინეტში დაუკითხავად შემოსვლა არ შეიძლება.
-კარგით რაა ექიმო.თქვენ რომ შემოხვედით ჩემს გულში დაუკითხავად ეს შეიძლება?-მხიარულად უპასუხა ბიჭმა და მისკენ დაიძრა,გოგო კი უკან წავიდა და თავის მაგიდას მოუარა..
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ.
-სულაც არაა სისულელე.სიმართლეა.
-რა არის სიმართლე?რასაც შენ ამბობ?ნუ მაცინებ რააა..
-შენ სულელი ხარ თუ თავს ისულელებ?-გაბრაზდა ბიჭი.-რატომ არ გჯერა ჩემი?
-შეურაწყოფის გარეშე ძალიან გთხოვ,ისედაც არ მაკლია შენგან,რაც შენ გაგიცანი იმდენჯერ მაწყენინე,სათვალავიც ამერია..
-კარგი,ვაღიარებ ცოტა უხეში ვარ და ხანდახან უზრდელიც,ადამიანების განსჯას ისე ვიწყებ,არც კი ვიცნობ ნორმალურად,მაგრამ ერთი ადამიანი ნამდვილად ვიცი რომ არაკაცია და ამას წყალი არ გაუვა,შენნაირი კარგი ადამიანი კი მასთან რას აკეთებს ვერ ვხვდები.
-აჰაა,გასაგებია,გაიგე რომ გუგას შევურიგდი და აქ ამიტომ მოხვედი რომ გამაფრთხილო.მაგრამ ერთი რამე გავიწყდება,ეს ჩემი გადასაწყვეტია ვისთან ვიქნები მე.
-გასაგებია,-რაღაცნაირად გული დასწყდა მეტრეველს ამ სიტყვების მოსმენაზე.წამოდგა და წასვლა დააპირა,მაგრამ სოფოს ხმამ შეაჩერა.
-მოიცადე,ჯერ კიდევ არ გითქვამს აქ რატომ მოხვედი
-მნიშვნელობა აღარ აქვს..-ისე უპასუხა არც მობრუნებულა..
-გაჩერდი-მეთქი გითხარი.-მკაცრი იყო სოფო და თანაც ისეთი,რომ თვით თორნიკეც კი გააშეშა.-ამიხსენი შენი უცნაური ქცევის მიზეზი.ჯერ იყო სიკვდილს გადამარჩინე,ჩემს გამო ტყვიას გადაეფარე,მერე იყო და საჩუქარი გამომიგზავნე სახლში საოცარი ტექსტით,ახლა აქ ხარ და ასე იქცევი,რატომ თორნიკე,რატომ?
ბიჭი შემობრუნდა,მისკენ დაიძრა,ნელ-ნელა უახლოვდებოდა,სოფო კი უკან უკან იხევდა.ბოლოს კედელმა რომ შეაჩერა,მიხვდა წასასვლელი არსად იყო და უხერხულად აიწურა,მითუმეტეს რომ მეტრეველი მის წინ გაჩერდა და თვალებში მიაჩერდა
-გაინტერესებს რატომ?
-კი,-თავი დააქნია გოგომ
-არ მემეტები იმ ნაბიჭ.....ის და მაგიტომ.პირდაპირ გეტყვი არ იმსახურებს ის შენნაირ გოგოს,ის საერთოდ არავის იმსახურებს.დაგავიწყდა რა მოხდა და რა გააკეთა?დაგავიწყდა როგორ მდგომარეობაში იყავი?თუ მასთან დარჩები იცოდე გაგანადგურებს.არ დაგინდობს.
-ისე მელაპარაკები მასზე თითქოს ცივსისხლიანი მკვლელი იყოს..და ხოო,მახსოვს ყველაფერი მახსოვს,არაფერი დამვიწყებია..
-მერე მაინც მასთან რჩები?კი ბატონო,როგორც გინდა,თორნიკე ნაწყენი შებრუნდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.-მაინც არაფრის შეცვლა არ შემიძლია.-ჩაილაპარაკა თავისთვის,მაგრამ სოფომ მაინც გაიგო.
-არც არავის უცდია რომ შევეჩერებინე ან ეთხოვა რომ მასთან ვყოფილიყავი. მაშინ როცა მასაც იგივე უნდოდა,ის უბრალოდ ადგა და მიდის,არადა საშინლად ჯიუტი და ამაყია..-მიაძახა ბიჭს.
გვიან გაიაზრა თორნიკემ,რა უთხრა გოგომ,კართან იყო უკვე.თავის დამორჩილება გაუჭირდა,ადგილს მოსწყდა,წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი,გოგოს ხელები მოხვია,კედელზე ააკრა და მის ტუჩებს დაცხრა.მისდაგასაკვირად სოფოც აჰყვა,აჰყვა კი არა,აქტიურობაზე გადავიდა და ქვედა ტუჩზე კბილები მოსდო ბიჭს,ნაკვალევი დაუტოვა,ბიჭი უფრო გაახელა,ხალათის ქვეშ ხელები შეუცურა და მუცელზე აუსვა.გოგოს ეკალმა დააყარა კანზე,თავი უკან გადააგდო და დაიკვნესა.ბიჭმა ყელში აკოცა და უნებურად სახეზე დახედა,თავს ვერც ერთი აკონტროლებდა.მაშინვე მოეგო გონს,ხელები უშვა,უკან დაიხია,მაპატიეო მიაძახა და ოთახიდან გავარდა...
**********
თამარ ბექაური სახლში დუდამ მიაცილა,მანამდე გაისეირნეს და ერთად ივახშმეს.კარგი დრო გაატარეს.საერთო საქმე და ერთნაირი შეხედულებები,მათ დაახლოებას უფრო და უფრო უწყობდა ხელს ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ.
სახლსი სტუმრები დახვდა.სასადილო ოთახში სუფრა გაეშალათ და ვახშმობდნენ.
-საღამო მშვიდობისა ყველას,როგორ ხართ?ერთმანეთის უკეთ გასაცნობად მშვენიერი საღამო მოგიწყვიათ,მაგრამ ხალხი გაკლიათ,-გაიკრიჭა ყურებამდე.
-მოდი შვილო ჩამოჯექი,მშიერი იქნები,მთელი დღე არაფერი გიჭამია დარწმუნებული ვარ.
-არა ბაბუა არ მშია,ნაჭამი ვარ,სამსახურში მივირთვი.დაგტოვებთ,ზემოთ ავალ.
-თამარ უხერხულია სტუმრებთან,უჩურჩულა დედამ
-კარგი რაა დედა,რა არია უხერხული,გამოვიცვლი და ჩამოვალ.მთელი დღე ამ მაღალქუსლიანებზე ვდგავარვდა ფეხები საშინლად მეტკინა...
-მალე ჩამოდი იცოდე.
-არაუშავს თუ დამაგვიანდა,აწი რძალი მიხედავს ყველაფერს ხოლმე და აქედანვე მიაჩვიეთ ბარემ.
-დაიკო შენ უკვე ტიპიური ქართველი მულივით იქცევი.
-შენ კიდევ პიჟონივით,დახურე ცოტა ხანს პირი,ბუზი არ შეგიფრინდეს და არ დაგახრჩოს,ნუ დამიქვრივებ ამ ანგელოზივით გოგოს,-არ ჩამორჩა თამარი.
მათმა კინკლაობამ სუფრაზე სიცილი გამოიწვია.
-გეყოთ ახლა,დიდები ხართ უკვე.თამარ წადი საძინებელში.
-როგორც მიბრძანებ მამა.
-მოიცადე თამრი,ნინია სად არის?-ჰკითხა ზეზვამ.
-სახლში იქნება ალბათ,ის თავისი მანქანით წავიდა.
-მომკლა ამ გოგომ,რამდენჯერ გავაფრთხილე და მაინც დაცვის გარეშე დადის,კესო დაურეკე და ჰკითხე სადაა.
-არ შეწუხდე დეიდა,მე დავურეკავ,ისედაც საქმე მაქვს და ბარემ ვკითხავ სადაა.
-კარგი შვილო,მადლობა.-გაიღიმა ქალმა.
ერთი სული ჰქონდა ნინიას ტელეფონი აეღო და თავის ადგილსამყოფელი ეთქვა,მაგრამ გოგო ჯიუტად არ პასუხობდა.
-არა,ამას ნამდვილად მოვკლავ,როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა,-წინ და უკან სიარულს მოჰყვა,თან ისევ რეკავდა.
-გისმენ თამარ..
-როგორც იქნა,,სად ჯანდაბაში ხარ?მეგონა სახლში იყავი.შენები გკითხულობენ.
-ლევანთან ვარ.
-რაა?ამ დროს მანდ რა გინდა?მოგკლავენ შენები თუ გაიგეს.ახლავე წამოდი.
-არ გაიგებენ,შენ მოაგვარებ.
-მოიცა შენ ამაღამ მასთან აპირებ სახლში დარჩენას?
-ამაღამ,ხვალაც,ზეგაც და სულ..-გადაიკისკისა გოგომ და ტელეფონი გათიშა.
-ნინია.ნინიაა,-აყვირდა თამარი,მაგრამ გოგომ აღარ უპასუხა,სულ გამორთო ტელეფონი.გაბრაზებული თამარი აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა,
-მაცადე გაჩვენებ სეირს არაბულო,რა ჯანდაბა ვთქვა,რა მოვიფიქრო,გამიჩინა სადარდებელი,არადა რომ არ ჩავიდე უარესია...
სასწრაფოდ გამოიცვალა და თან იმას ფიქრობდა რა ეთქვა ქვემოთ მისი მშობლებისთვის,რომ ეჭვი არ მიეტანათ მათ ტყუილზე..
*******

ლევანმა გაოცებულმა შეხედა ნინიას რომ გააცნობიერა მისი ნათქვამი. წამოდგა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა ოთახში.
-არა,წარმოგიდგენია მაინც რა გააკეთე ახლა?ან რას ნიშნავს რომ აქ რჩები?მე არ უნდა მკითხო?
-დავიჯერო გინდა რომ წავიდე?-შველის თვალებით შეხედა გოგომ.
-ნინია ნუ მიწვევ,თორემ შეიძლება თავი ვერ გავაკონტროლო,აი მერე მართლა ვერ გადავურჩები თქვენი საგვარეულოს რისხვას.
-აკი მითხარი ყველას დავუპირისპირდები შენს გამოო?
-ღმერთო მიშველე..-ხელები მაღლა აღაპყრო ბიჭმა.-რა დავაშავე ასეთი?
-შეგიყვარდი.
-და ამით როგორ ბოროტად სარგებლობ...
-ლევან შენი გულგრილობოთ ნერვებს მიშლი უკვე.იცი როგორ გამიჭირდა აქ მოსვლა და რამდენი ვიფიქრე სწორად ვიქცეოდი თუ არა?მაგრამ ჩემს გულს ვენდე და მას გამოვყევი,გთხოვ ნუ მანანებინებ ამას.-მოიღუშა გოგო.
-შენ ვინ ხარ რაა,-ჩაიცინა ბიჭმა და გვერდით მიუჯდა. გოგომ ფეხები მოკეცა,მუხლებზე აიწია და ისე ძლიერად ჩაეხუტა,რომ ბიჭს სუნთქვა შეეკრა.
-მახრჩობ?-გაიცინა მერე
-კი სიყვარულით,ჩემი სიყვარულით უნდა დაგახრჩო,-ლოყაზე აკოცა გოგომ.წელზე მოხვია ხელი,მუხლებზე დაისვა და ასე უყურებდა ცოტა ხანს,თმა გადაუწია ყურს უკან და მეორე ხელით სახეზე მოეფერა
-ჩემი ცხოვრების სიგიჟე ხარ ნინია არაბულო.-უჩურჩულა და ნაზად დაეწაფა ტუჩებზე.მაშინვე მიხვდა გოგო რომ გამოუცდელი იყო და პირველი კოცნა მოპარა.ნინიამ თვალები ისე დააჭყიტა კინაღამ ბუდეებიდან გადმოუცვივდა. ამასთან სხეულში ისეთმა გრძნობამ დაუარა,რაც აქამდე არასოდეს განუცდია.მუცელში ათასი პეპელა აფართხალდა და გარეთ გამოფრენას ლამობდა.
ბიჭმა კოცნა შეწყვიტა და გოგოს მიაჩერდა.
-კარგად ხარ?
-კი,კიი,კარგად ვარ,-თავი დახარა გოგო.
-შემომხედე ნინია,-ნიკაპში მოჰკიდა ხელი და ზემოთ ააწევინა.-გეწყინა?
-რა?
-დაუკითხავად პირველი კოცნა რომ მოგპარე?
-რა იცი რომ პირველი იყო?
-კოცნა არ იცი,-გაეცინა ლევანს
-არაფერიც,ძალიან კარგად ვიცი..
-მაშინ შენ მაკოცე და მე შეგაფასებ..
-არა,-გაჯიუტდა გოგო
-შენ ხომ სულ უნდა მაწვალო,ჰობად გაიხადე ჩემი წამება.
-გაუძლებ?
-მე კიი და შენ თუ გაუძლებ?დარწმუნებული ვარ ახლა ისე ძალიან გინდივარ...
-უზრდელო...-წამოხტა ნინია და გვერდით გადაჯდა გაბუტული.მაგრამ მერე გააანალიზა რომ ის მართალი იყო,ისევ უკან მიუცუცქდა,ფეხები მოკეცა და თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა.მთელი სხეულით მოეკრო ბიჭს..
ასე დაახლოებით ორი საათი იყვნენ.გოგომ აიჩემა ფილმს ვუყუროთო, რომანტიკული მელოდრამა მოძებნეს და კარგად გაერთნენ.
-ძილის დროა,-წამოდგა ლევანი.
-ხოო,ძილის დროა,-თავი დახარა გოგომ
-რა დაგემართა?არ მოდიხარ?-ხელი დაუქნია ლევანმა.
-სად?-ახლა გააანალიზა რასაც გულისხმობდა ბიჭი.
-ოთახში..
-იყოს აქ ვიქნები..
-ნინია,,იცოდე ძალით წაგიყვან..
-კარგი ხო მოვდივარ.-ფეხს ითრევდა ისე მიჰყვებოდა უკან.
ლევანმა კარი გაარო და ჯერ გოგო შეატარა,მერე თვითონ მიჰყვა.ნინია დაბნეული იყურებოდა და ათვალიერებდა ოთახს.ბიჭი კარადასთან მივიდა და იქიდან მაისური გამოიღო შარვალთან ერთად.
-ეს ჩაიცვი,გამოგადგება ამაღამ.მართალია ცოტა დიდი გექნება,მაგრამ არაუშავს.
ბიჭი მობრუნა და გასვლა დააპირა.
-სად მიდიხარ?
-გვერდით ოთახში.
-მეგონაა..-ენა დაება გოგოს.-ამაღამ აქ დარჩებოდი.
-მივხვდი,მაგრამ არ შევიმჩნიე,მისმინე ნინია,დღეს ნამეტანი ბევრი პირველი იყო ჩვენს ურთიერთობაში,შენი პირველი ნაბიჯი,შენი პირველი სტუმრობა და ჩაის დალევა ჩემს სახლში,პირველი კოცნა,პირველი ერთობლივი საღამო ყველნაირი პრობლემების გარეშე,მაგრამ ყველაზე მთავარი ჯერ წინაა და სულაც არ ვაპირებ ეს აქ და ასე მოხდეს,გრანდიოზული გეგმები მაქვს მაგ საკითხთან დაკავშირებით,ასე რომ ახლა მშვიდად დაიძინე,-გაუცინა ლევანმა და კარი გაიხურა.ნინიას გული ბედნიერებით და სიხარულით აევსო,ცხოვრებაში პირველად მიხვდა,რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი იქნებოდა ქისტაურის გვერდით.
*************
სახლში მხოლოდ გამოსაცვლელად მივიდა.ჯერ ალბათ ისევ ეძინებოდათ მშობლებს.მთელი ღამე აქეთ-იქით იბოდიალა,ხან მანქანით და ხანაც ფეხით. იმ აზრთან შეგუება,რომ ესოდენ საძულველი გიგაურების გვარის წარმომადგენლი შეიძლებოდა შეჰყვარებოდა,მისთვის რთული იყო.ან შეიძლება კი არა უკვე უყვარდა?ან რა იყო ეს?გოგომაც რომ კოცნით უპასუხა და თანაც ისე რომ ალერსიც არ დაიშურა,იქნებ მისი შურისძიება იყო და სოფომ დაასწრო მას?მიუხვდა ჩანაფიქრს?ათასი კითხვა ერეოდა თავში და ათას რამეს ფიქრობდა.
ბოლოს ღამეს რომ ნათელი შეეპარა,მაშინ ინება და სახლისკენ წავიდა.შხაპი გადაივლო,ტანსაცმელი გამოიცვალა და ცოტა ხანს დასაძინებლად წამოწვა. მაისურაძის ზარს ელოდა,ტელეფონი გვერდით დაიდო,რომ ადვილად გაღვიძებოდა....
მანქანით მიაკითხა ნათლიამ და ქვემოთ ელოდა,დიდხანს არ ალოდინა,მალე გამოჩნდა მისი ნათლული.ჩვეული რიხით მიესალმა და გვერდით მიუჯდა.
-იმედია ის ბიჭი რამე მნიშვნელოვანს გვეტყვის და ტყუილად არ მიგვიყვანს იქ.
-დამშვიდდი თორნიკე,არ დაგავიწყდეს შენ ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ და არ გაქვს იქ კითხვეების დასმის და აყალმაყალის ატეხვის უფლება.დამპირდი რომ მშვიდად იქნები.-თემურმა მანქანა დაქოქა და გზაზე გავიდა.
-არ ვიცი როგორ მოვახერხებ,მაგრამ გპირდები მშვიდად ვიქნები.
ციხის კარი მძიმედ გაიღო.გამომძიებელმა საშვი წარადგინა და უპრობლემოდ გაატარეს.რკინის გისოსებს შორის მოქცეულ გრძელ დერეფანში გავლა გაუჭირდა მეტრეველს.საზარელი ეჩვენა აქაურობა.მნახველთა ოთახი ხალხის სიმრავლეს უჩიოდა.შორეული კუთხისკენ აიღეს გეზი და მაგიდის ერთ მხარეს მიუსხდნენ.ჩუმად ელოდნენ პატიმარს.მეტრეველს გული ისე უფრთხიალებდა,თითქოს უდიდესი საიდუმლო უნდა ამოეხსნა და წამებს ითვლიდა.მალ-მალე დახედავდა ხოლმე საათს.
იმაზე მეტი დრო გავიდა,ვიდრე ჩვეულებრივ პატიმრის მოსაყვანად არის ხოლმე საჭირო.
-ნათლია რაღაც საეჭვოდ აგვიანებენ.
-გაჩუმდი,აქ ყველაფერი ასე მარტივი არაა,როგორც ერთი შეხედვით ჩანს..
მოულოდნელად ბადრაგი გამოჩნდა.მარტო იყო.რაც უფრო უახლოვდებოდა მათ,მით უფრო ცუდს უგრძნობდა გული მეტრეველს.
-სამწუხაროდ პატიმრებს შორის ამ დილით შეხლა-შემოხლა მოხდა სამზარეულოში და ორი პატიმარი გარდაიცვალა,მათ შორის ის ვისაც თქვენ ელოდებით.-უემოციოდ გაააცნო ეს ამბაბი მათ.
-ჯანდაბა,ჯანდაბააა,-წამოხტა თორნიკე და მთელი ხმით იღრიალა.გაკვირვებულმა ხალხმა მაშინვე მიაპყრო ყურადღება.ბადრაგები მისკენ დაიძრნენ
-ყველაფერი რიგზეა,მე მივხედავ.-მაშინვე გამოცოცხლა გამომძიებელი,მეტრეველს ხელი ჩაჰკიდა და გარეთ გამოიყვანა.
-რა დღეში ხარ?
-მაპატიე თავი ვერ შევიკავე.იმათი ნამოქმედარია.დაგვასწრეს,იმ არაკაცებმა დაგვასწრეს.-გამოსცრა კბილებში და თვალები ჩაუსისხლიანდა.-მოგკლავ გუგა,ჩემი ხელით მოგკლავ,ვერ გადამირჩები,-დაიმუქრა გონებაში და მაისურაძეს უკან აედევნა.
**********
-დილა მშვიდობისა ძილისგუდა,-ყურთან დაიჩურჩულა ლევანმა,ნინიას მაშინვე გაეღიმა,მაგრამ თვალები არ გაუხელია.
-ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დილა მაქვს,-ისე უთხრა,რომ ბალიშისთვის ხელი არ გაუშვია,მასზე იყო ჩახუტებული.
-უკეთესი იქნება მე ჩამეხუტო.-საწოლის კიდეზე ჩამოჯდა ბიჭი.ნინია საბოლოოდ გამოფხიზლდა,საწოლში წამოჯდა,ხელები გაშალა და კისერზე მოეხვია.მანაც წელზე შემოხვია ხელები და ცხვირი მის თმაში ჩარგო.გოგომ ლოყაზე კოცნაც მოაყოლა.
-რას მიკეთებ ნინია?რას?ჭკუიდან გადაგყავარ...
-მე დიდი ხანია გადავედი.-თვალი ჩაუკრა გოგომ.-იცი როდის?როცა პირველად დაგინახე,როცა იმ საღამოს ჩემს ძმას გადავეფარე.მაშინ ჩემს ძმაზე მეტად იმ ადამიანს ვდარდობდი,ცოდვის ჩადენას რომ აპირებდა.რადგან მიცვალებულზე მეტად ცოცხლად დარჩენილია ცოდო. ამ ცოდვით სიარული ხომ გაგანადგურებდა და ცოცხლად დაგმარხავდა?
-შენთვის მითქვამს რომ საოცარი ადამიანი ხარ?
-მოიცა დავფიქრდე? კი გითქვამს.-თავი დაუქნია გოგომ
-ჩემი საკუთარი ბედნიერება ხარ,ჩემთვის შექმნილი..
-შენ კი ჩემი.
-ადექი ახლა,ჩაიცვი,მე მანამდე მაღაზიაში ჩავალ,რამეს ამოვიტან,თორემ მარტო ყავა დიდი ვერაფერი შვებაა.
-მოიცადე,ჩავიცმევ და მეც წამოვალ,ერთად წავიდეთ.
-არა,სახლში დარჩები.
-გთხოოოოვ,-ორი თითი ყელთან მიიტანა გოგომ და შეეხვეწა.
-კარგი,ხოო,ჯანდაბას,ოღონდ მალე.
-ხუთი წუთი,არა ათი წუთი დამჭირდება.
-კარგი,მიდი...
ლევანი ოთახიდან გავიდა და მარტო დატოვა გოგო.რატომღაც ეგონა რომ ნინია მომზადებას დიდხანს მოუნდებოდა,მაგრამ ასე არ მოხდა.დაახლოებით ათ წუთში მართლაც მზად იყო და მის წინ იდგა.
-რას აიჩემე ეს მაღაზიაში წამოსვლა?-ებუზღუნებოდა მთელი გზა.
-გაჩუმდი ლევან და გუდვილთან გააჩერე.
-უკვე ბრძანებები დაიწყე
-კიი და უნდა დამემორჩილო.
-ვაიმე,ახლა ნუ გამაგიჟებ ღმერთო და სხვა არაფერი მინდა..
-ნუ წუწუნებ,უკვე აღარაფერი გეშველება.-ღვედი შეიხსნა და მანქანიდან გადავიდა გოგო.უკან მიჰყვა ქისტაურიც.ბიჭი დაწინაურდა,მაგრამ გოგო წამოეწია,ხელი ჩაჰკიდა,თითები მჭიდროდ ახლართა მის თითებში და მკლავზე დაეკიდა.
-რას აკეთებ?
-ჩემს შეყვარებულს ხელს ვკიდებ რომ სხვა გოგოებმა თვალი არ დაადგან.-გაუღიმა ნინიამ
-ეჭვიანობ არაბულო?-გადაიხარხარა ბიჭმა.
-ასეთი ანგელოზივით ბიჭი ხარ და არ უნდა ვიეჭვიანო?
-რადგან ეჭვიანობ ესეგი ნამდვილად გიყვარვარ.
-მე არ მითქვამს რომ მიყვარხარ.-გახუმრება სცადა გოგო,მაგრამ ქისტაურმა ისეთი სახით შეხედა,რომ მიხვდა ზედმეტად აღარ უნდა ეხუმრა,
მაღაზიაში შევიდნენ,ურიკა აიღეს და კვების განყოფილებისკენ წავიდნენ.ლევანს რაც ხელში მოხვდა,თითქმის ყველაფერი ჩაალაგა,მაგრამ ნინია გაუბრაზდა და უსარგებლო ნივთები და საეჭვო საკვები უკან ამოალაგა.თან თვალების ქაჩვით გადახედა გაჯიუტებულ ლევანს.
-აი რას უწუნებ ამ ქათამს უკან რომ დააბრუნე?
-იმას რომ მაგის გამკეთებელი არც ერთი არ ვართ.სჯობს ეს ხორციანი ბლინები,ძეხვი,კვერცხი,სოსისი,კეჩუპი და მსგავსი რაღაცეები ავიღოთ.მაგ თევზსაც დაანებე თავი,ვერ ვიტან,საშინელი სუნი აქვს.
-ვაახ,ეს ვინაა ტოო,ჯერ ცოლი არ გამხდარა და უკვე მიკრძალავს რაღაცეებს და მერე რაღას იზავს.-ჩაიბურდღუნა თავისთვის
-რა თქვი?
-არაფერი ისეთი,ეს ტორტი თუ მოგწონს-თქო?
-ჩემი საყვარელი შოკოლადის ტორტი,როგორ მიყვარს.
-ესეც გვინდა..
-ლევან მთელი მაღაზია მიგვაქვს.ამდენი რამე რათ გვინდა?
-გვინდა.მიტუმეტეს ახლა სულ სავსე უნდა მქონდეს მაცივარი,აქამდე გარეთ ვიკვებებოდი,ახლა შენ მყავხარ და როდის დაგარტყავს თავში და როდის დამადგები მე რა ვიცი?მზადყოფნაში ვარ..
სალაროსთან კიდევ ერთხელ იკამათეს გადახდაზე.რა თქმა უნდა ლევანმა თავისი გაიტანა და მან გადაიხადა. პარკებით დაზურგული გამოვიდნენ,საბარგულში მოათავსეს და სახლსი დაბრუნდნენ.
სადილის დრო მოვიდა ამასობაში.სანამ ყველაფერი დააბინავეს და მოამზადეს.მერე იმ პატარა სამზარეულოში,პატარა მაგიდას მიუსხდნენ,თითქოს მათთვის რომ შეექმნა ოდესღაც უფროს ქისტაურს.თითქოს იცოდა
რომ მხოლოდ ლევანის და მისი მომავალი ცოლის იქნებოდა ეს სახლი და თვითონ ამას ვერ მოესწრებოდა.ბედნიერები უმზერდნენ ერთმანეთს და თვალს ვერ აშორებდნენ.
-ნეტავ მართლა ასეთი სასიამოვნოა ოჯახური ცხოვრება?
-ასეთი როგორი?
-როგორი და შენს გვერდით რომ ვარ ყველაფერი აზრს კარგავს და მხოლოდ შენ ხარ.უზომოდ ბედნიერი ვარ შენს გვერდით,ვგრძნობ რომ მე სულ სხვა ვარ.
-მეც იგივე მემართება,ვგიჯდები შენზე ნინია,არსებობის ძალას მაძლევ.ცხოვრებას მიფერადებ.
ლევანს კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა,მაგრამ ნინიას ტელეფონმა დარეკა და შეაწყვეტინა.
-გისმენ თამარ..სად მოვიდე?ახლა სულაც არ ვარ მუშაობის ხასიათზე...უჩემოდ მოაგვარე..პრობლემას ვერ ვხედავ..ბოლოსდაბოლოს ეგ შენი დუდაა მფლობელი და ერთხელ მაინც გადაწყვიტოს რაღაც ლევანის გარეშე.არ გვცალია..როცა სახლში მოვალ მაშინ მომკალი..ნახვამდის...ტელეფონი გაუთიშა და ლევანს სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრო.
-მორჩა დღესაც ჩემი ხარ,ასე რომ როცა ჭამას დავასრულებთ,მოგიწევს მანახო იმ საქმის მასალები,არც იფიქრო რომ დამავიწყდა ან ყურადღებას გადამატანინებ ამ ყველაფრით.
-შარში ვარ,-ჩაილაპარაკა თავისთვის ქისტაურმა და ნინიას თავი დაუქნია იყოს ისე,როგორც შენ გინდაო...




ესეც ახალი თავი,სიტკბო და სიყვარულიტ სავსე჻)



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მართლაც უტკბილესი თავი გამოვიდა. მაგრამ ამ გუგას მოუხერხე რამე რაა. დროზე გამოააშკარავე, რომ მისი ნამდვილი სახე ნახოს სოფომ. თორნიკე და სოფო მომწონს ყველაზე ძალიან, უფრო მეტი მინდა. რატომღაც თორნიკეს პასიურობა დავინახე.

 


№2  offline წევრი katiusha

Chikochiko
მართლაც უტკბილესი თავი გამოვიდა. მაგრამ ამ გუგას მოუხერხე რამე რაა. დროზე გამოააშკარავე, რომ მისი ნამდვილი სახე ნახოს სოფომ. თორნიკე და სოფო მომწონს ყველაზე ძალიან, უფრო მეტი მინდა. რატომღაც თორნიკეს პასიურობა დავინახე.

ჯერ ნინია და ლევანი.მერე თორნიკე და სოფოო.აი ცოტა ხანში ნახეთ რა ამბები ატყდებააა :)

 


№3  offline წევრი დარინა

ჩემი თბილებიიიიი, ვგიჟდები ლევანის და ნინიას წყვილზეე, ძლივს ეღირსათ, ჩემი ბიჭი აღარ დაიტანჯება, ერთად უფრო ყველაფერს გაარკვევენ ვიდრე ცალკცალკეე, მეც მაინტერესებს სინამდვილეში რა მოხდააა, აუ სოფოზე მართლა მეშლება ნერვები როგორ მისცა კიდევ ერთი შანსი გუგას, არადა ჭკვიანი მეგონაა, თორნიკეს იმედი მაქვს. მომწონს თორნიკეს პერსონაჟიი.

 


№4  offline წევრი katiusha

დარინა
ჩემი თბილებიიიიი, ვგიჟდები ლევანის და ნინიას წყვილზეე, ძლივს ეღირსათ, ჩემი ბიჭი აღარ დაიტანჯება, ერთად უფრო ყველაფერს გაარკვევენ ვიდრე ცალკცალკეე, მეც მაინტერესებს სინამდვილეში რა მოხდააა, აუ სოფოზე მართლა მეშლება ნერვები როგორ მისცა კიდევ ერთი შანსი გუგას, არადა ჭკვიანი მეგონაა, თორნიკეს იმედი მაქვს. მომწონს თორნიკეს პერსონაჟიი.

მოთმინება ჩემო კარგოო,ჯერ სად ხარ,აქ ამბები ატყდებააა? :)

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

აუუუ რა კაი თავი იყოოო ❤ დავფრინაააააავ❤

 


№6  offline წევრი katiusha

სტუმარი ნათია
აუუუ რა კაი თავი იყოოო ❤ დავფრინაააააავ❤

უფრო მეტად გაფრინდები საყვარელო,მომდვნო თავებს რომ წაიკითხავ

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

აუუ როგორ მაინტრიგეებ ერთი სული მაქვს როდის დადებ. ხოდა თან აწი ნათია 41-ით შემოვალ . საიტზე სხვა ნათიაც არის და არ მინდოდა არეულიყო სტუმრები ერთმანეთში???? სხვა ისტორიებში უკვე ასე ვფიქსირდები. წარმატებები ჩემო კარგო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent