ფანჯრების მწმენდავი თავი. 12
საზარელ ხმაზე ლიზა, ადგილზე შექანდა და ნიკას მკლავს ჩაეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო. _ ნიკოლოზ, ნიკა, ნიკუშა _ იმეორებდა მის სახელს და შეშინებული, ნახევრად გულწასული შესცქეროდა კაცის მომღიმარ სახეს. ხელის სწრაფი მოძრაობით უსინჯავდა მკლავებს, მუცელს და გიჟივით უყურებდა ნახემ, სისხლით დასვრილ სახეზე. _ დამიზნებაც კი არ იცის ამ საცოდავმა _ გაიღიმა და ჩაახველა. _ ნამდვილად არ ხარ დაჭრილი? _ შებარბაცდა გოგონა და მისი სხეულის თვალიერება განაგრძო. _ ნუ გეშინია _ ხელი მოკიდა, რომ არ წაქცეულიყო. _ თვალით აღარ დამენახო _ მიუტრიალდა ალექსანდრეს და ძლივს ამოთქვა. _ ლიზა _ საცოდავად, გაუბედავად წარმოთქვა გოგონას სახელი. თითქოს თავისი საქციელი თვითონვე უკვირდა. იარაღი ძირს დაეგდო, ხელები მაღლა აეწია და დასისხლიანებულ სახეზე შიში დასტყობოდა. ამის მიუხედავად, აღიზიანებდა და აცოფებდა ის ფაქტი, რომ ლიზა ნიკუშასთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვის გახსენებაზე კი, მდგომარეობიდან გამოდიოდა და სულ უფრო მეტად ეფლობოდა ეჭვების კორიანტელში. _ მოშორდი ალექსანდრე, მოშორდი აქაურობას _ ძლივს ლაპარაკობდა, ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა რა ხდებოდა და რას ნიშნავდა ყოველივე ეს. დილანდელი საუბარი ახსენდებოდა და საკუთარ თავზე , კიდევ უფრო მეტად ეშლებოდა ნერვები. რაღა უნდა გაეკეთებინა ალექსანდრეს? მეტი რა უნდა ჩაედინა, იმისათვის რომ მისი გულიდან სამუდამოდ გამქრალიყო? ან, რა ჰქონდა ისეთი, რის გამოც ვერ თმობდა? რამდენიმე საათის წინ ხომ, მზად იყო დალაპარაკებოდა და შეკითხვებზე პასუხებიც მოეპოვებინა. _ ნუ გეშინია, სახლში ავალთ, მე კარგად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება._ გულზე მიიკრა და ერთი მოძრაობით აიტაცა ხელში. _ მე მხოლოდ... _ ალექსანდრემ რაღაც ამოილუღლუღა. _ ეს არ დაგრჩეს _ ამრეზით ახედა მისკენ მოტრიალებულმა ნიკამ, ლიზას კარგად მოკიდა ხელი და ფეხით, ძირს დაგდებული იარაღი ალექსანდრესკენ გააცურა. _ სახლში წავიდეთ ნიკუშ _ თავი გულზე მიადო და ხელები ძლიერად შემოხვია კისერზე. _ ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა და დროულად ასულიყავი სახლში _ კიბეებზე მიაბიჯებდა და საშინელი აზრები აწუხებდა. არ ტყუოდა, როცა ლიზას ეუბნებოდა, ყველაფერზე ვარ წამსვლელიო. თავს ძალას ატანდა, რომ უკან არ ჩაბრუნებულიყო და ალექსანდრესთვის, თავისივე იარაღით არ დაეჭედებინა ტყვია. _ მინდა რომ გაქრეს _ ჩურჩულებდა თავისთვის. _ ახლა ამბობ ამას, მაგრამ ვინ იცის, ხვალ რა აზრზე იქნები _ ამოიხვნეშა კაცმა და კარებთან შედგა. _ ღიაა ნიკუშ _ ბავშვი სად არის? _ სახლში შეაბიჯა _ მეზობელთან შევიყვანე, მარტო ვერ დავტოვებდი, სახლში კიდე ვეღარ ვისვენებდი, რომ ვიცოდი ქვემოთ რაც ხდებოდა. დამსვი ნიკუშ, უკეთ ვარ. _ ცოტა ხანს კიდევ იყოს იქ, მოვწესრიგდები, მერე კი სალაპარაკო გვაქვს _ გოგონა სავარძელში ჩასვა და სააბაზანოში გავიდა. _ დაგეხმარები_ სწრაფად წამოდგა და თაროდან წამლების ყუთი ჩამოიღო. _ არაფერი მინდა ლიზა, უბრალოდ ცოტა სისხლი მაქვს და ახლავე მოვიბან _ ონკანი მოუშვა და სახე შეუშვირა. _ კარგი _ დაეთანხმა და საძინებლისკენ წავიდა. ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. ხომ შეიძლებოდა ნიკუშა მომკვდარიყო? ამის გაფიქრებაზე შეცბა, გეგონება ადუღებული წყალი გადაასხესო. საიდან ჰქონდა ალექსანდრეს იარაღი? ნუთუ, არ შეიძლებოდა ნორმალურად ელაპარაკათ და სწორ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ? ლოგინზე ჩამოჯდა და კანკალმა აიტანა. ნუთუ ალექსანდრეს მკვლელობა შეეძლო? ამ წინადადებას თავიდან ვერ იგდებდა და შიში იპყრობდა, ნიკას რომ რამე მოსვლოდა, საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა. _ მაინც რა გინდა ჩემგან ალექსანდრე? რის მიღწევას ცდილობ? _ ებუტბუტებოდა საკუთარ თავს და ემბრიონის პოზაში მოკუნტული, ჩუმად ტიროდა. შეიძლებოდა ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან უყვარდა ამგვარად მოქცეოდა? ჯერ მიეტოვებინა, ბედის ანაბარა მიეგდო, შემდეგ კი უაზროდ, უსიტყვოდ გამოჩენილიყო და შეჩვეული მარტოობა თავდაყირა დაეყენებინა? _ ხომ შეიძლებოდა, ხომ შეიძლებოდა უბრალოდ მოსულიყავი, ჩემთან ისევ ჩვენთვის, ისევ ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ, მაგრამ არა შენ ხომ თავიდანვე გამწირე, თავიდანვე დამტოვე, ვინ ხარ ალექსანდრე? რა დაგარქვა? რა დავარქვა ამ ყოველივეს? _ თვალები დაეხუჭა და გონებაში წარმოსახვით სილუეტს ელაპარაკებოდა, რომელიც უსიტყვოდ, უმოძრაოდ იდგა და ძველებური, მეხსიერებაში შემორჩენილი ადრინდელი ალექსანდრეს სახით უყურებდა. _ ალექსანდრე _ მოუხმო აჩრდილს და წარსულში გადაეშვა. იმ დილითაც ისეთივე სიხარულითა და ბედნიერებით სავსეს გამოეღვიძა, როგორც წინა დღეებში. კოტეს ზარებსა და მუქარას შეჩვეულს, უკვე აღარაფერი ადარდებდა ალექსანდრეს გარდა და თავს, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა. არ აწუხებდა იმაზე ფიქრი, თუ რა იქნებოდა შემდეგ, არ უნდოდა ფულსა და დანარჩენ ყოველდღიურ წვრილმანებზე ფიქრით თავი დაეღალა. რომც მოენდომებინა, ამას ვერც მოახერხებდა, რადგან მთელი დღე, მომღიმარი სახით დადიოდა ნახევრად ცარიელ სახლში და მისი ყველა დეტალი, ყოველი წარმოთქმული სიტყვა ახარებდა. ეს ყველაფერი ახდენილ ოცნებას ჰგავდა და რას შეეძლო მისი დანგრევა? უფულობას? ჯერჯერობით ეს არ აწუხებდათ, დანარჩენი სხვა კი მოგვარებადი იყო, მათ ხომ ერთმანეთი ყავდათ. _ ვიცი, რომ მიყურებ, ვიცი რომ იღიმი _ ესმოდა საყვარელი ხმა და გულში სითბო ეღვრებოდა. _ საუზმე უკვე მზადაა, ძვირფასო შეგვიძლია საწოლშივე ვისაუზმოთ _ უკოცნიდა შუბლს,უკოცნიდა ცხვირს, სათითაოდ თვალებს, ლოყებს ტუჩებს და საყვარელი მამაკაცის მკლავებში გამომწყვდეულს საუზმეც აღარ ახსოვდა. _ ლიზა, ლიზა _ მის სახელს იმეორებდა და ვნებიანად ეუფლებოდა, მთელს სხეულზე ეალერსებოდა, მერე კი დიდხანს, ძალიან დიდხანს შეჰყურებდა მის დიდ, უძირო ბედნიერებით სავსე, მწვანე თვალებს და თან ლამაზ, ოქროსფერ თმაზე კოცნიდა. _ ეს ჩემია, ესეც ჩემია, აი ესეც _ კულულებს თითებით ათამაშებდა და ნაზად აფენდა შიშველ მკერდზე. _ ალექსანდრე _ სახელის ყოველი გამეორებისას, უსაზღვრო სითბოს ჩუქნიდა და სანუკვარ წამებს გონებაში საგულდაგულოდ ინახავდა, დაუვიწყარ მოგონებებად. _ ლიზა, ლიზა, ლიზა _ ყველაფერი გაქრა და შემონახული მოგონებებიც გაიცრიცა, შორეულ წარსულში გაპარული გონება წამში დაბრუნდა რეალობაში და უაზრო, ტკივილის საშინელმა შემოტევამ გამოაფხიზლა. _ ლიზა _ ისევ მოუხმო კაცმა და ახლა უკვე მკლავზე შეეხო _ ხომ კარგად ხარ? რაღაცას იძახდი, ფერი არ გედო და ცოტა შევშინდი. _ არაფერია _ ამოისუნთქა და ტკივილიანი სახით შეხედა ნიკას. _ მინდა, რომ დაგელაპარაკო, არ ვიცი ამისთვის მზად ხარ, თუ არა მაგრამ... _ წინადადება აღარ დაასრულა, გოგონას გამომეტყველებამ დააფრთხო და ააფორიაქა. _ მართლა კარგად ხარ? სიცხე ხომ არ გაქვს/? ნუ გეშინია ის ნაგავი ვერაფერს გავნებს, ვერც შენ და ვერც ნენეს _ ხელის გული შუბლზე მიადო. _ კარგად ვარ, უბრალოდ ჯერ კიდევ შოკში ვარ, ვერ დამიჯერებია, რომ ამდენი რამ ასე უცებ მოხდა._ სახეზე შერჩენილი ცრემლები მოიწმინდა. _ კარგი, მაშინ სამზარეულოში გავიდეთ რა, მოწევა მინდა _ ფეხზე წამოდგა ნიკა. _ გავიდეთ, მე ყავას გავაკეთებ, დარწმუნებული ხარ, რო წამალი ან რაიმე ამ ყუთიდან არ გჭირდება? _ არა, ლიზა ყველაფერი კარგადაა უბრალოდ ტუჩი მაქ გახეთხილი, ცხვირიდან კიდე სისხლი წამსკდა, მეტი არაფერი _ დაამშვიდა და ფანჯარასთან მდგომმა სიგარეტს გაუკიდა, ეტყობოდა, საუბრის დასაწყებად ემზადებოდა. _ ვიცი, დილით სისულელეები გელაპარაკე, მაშინ რას ვიფიქრებდი, თუ ალექსანდრე ამ დონემდე მივიდოდა _ სკამზე ჩამოჯდა და საუბარი დაიწყო. _ არაკაცი ნაგავია, მაინტერესებს იარაღი საიდან გაჩითა, რაღაც საჭვო საქმეში ექნება თავი გაყოფილი, ისე თამამად იქნევდა _ ღრმა ნაფაზი დაარტყა და ჩაფიქრდა. _ აღარაფერზე ფიქრი აღარ მინდა, მითუმეტეს მასზე, ცოტა ხნით მაინც, ძალიან დავიღალე ნიკუშ, ხანდახან მგონია, რომ ამდენს ვეღარ გავუძლებ, აღარ შემიძლია, _ თავი გააქნია და ყავის გამზადებას შეუდგა. _ სახლიდან გასვლა თქვენთვის საშიშია _ თითქოს ხმამაღლა ფიქრობდა. _ მე შენზე ვდარდობ, რამე არ დაგმართოს _ ნერვიულობისგან ხელი აუკანკალდა. _ მე დავასხამ, შენ ჩამოჯექი_ ადუღებული წყლით სავსე ჩაიდანი გამოართვა და შუბლზე აკოცა. _ როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? ნუთუ არ შეიძლება მშვიდად ვიცხოვრო? რამე დავაშავე ისეთი, რის გამოც ამხელა საზღაურს ვიხდი? _ ხმა აუკანკალდა და თვალი სივრცეში გაუშტერდა. _ ალბათ დავაშავე _ საკუთარ თავს თვითონვე გასცა პასუხი და კაცს ორთქლადენილი ფინჯანი გამოართვა. _ ვიცი, ახლა შესაფერისი დრო არაა, მაგრამ ამის სათქმელად ალბათ არასდროს იქნება შესაბამისი სიტუაცია და ადგილი _ შესავალი გააკეთა და მის წინ ჩამოჯდა. _ აჰ, რა უნდა მითხრა განა ასეთი, არამგონია რამით გამაკვირვო ნიკუშ _ წინადადება დაასრულა და კაცის სახეს შეხედა, წინ გადახრილი, ფრთხილად შეეხო გახეთქილ ტუჩს . _ ნუ ნერვიულობ, საერთოდ არ მტკივა _ გაეღიმა ნიკას, მაგრამ მოსალოდნელი საუბრის თემამ მალევე დაუბრუნა სერიოზულობა. _ იმედია მართლა არ გაწუხებს, ნიკუშ ალბათ ფიქრობ რომ სულელი ვარ და იმ ღამეს მართლაც გამომირეცხეს ტვინი, ვიცი დღეს რაც მოხდა, ყველაფერი ჩემი ბრალია და მინდა მაპატიო _ ხელი სახეზე ჩამოუსვა და სახე დაუსევდიანდა. _ ლიზა, რა არის შენი ბრალი? განა სიყვარული დანაშაულია/? უბრალოდ ხანდახან, საჭირო დროს, გულზე წინ გონება უნდა გაუშვა, თუნდაც ნენეს გამო, _ კიდევ უნდოდა გაეგრძელებინა, მაგრამ გაჩერდა, იფიქრა ნოტაციების კითხვად, ან ჭკუის დარიგებად არ გამომივიდესო და გაჩუმება ამჯობინა. _ ვიცი, მართალი ხარ და ჩემს თავზე ნერვები მეშლება, პირველივე დღეს, მისი გამოჩენის დღიდანვე მინდოდა არ შემტყობოდა, მაგრამ ვერ შევძელი, მე რომ საკმარისად ძლიერი ვყოფილიყავი, ახლა შენ ასეთ დღეში არ იქნებოდი. _ როგორ დღეში/? ეგ იმან იდარდოს, კოჭლობით რო წაეთრა გარეწარი ჭიაყელა _ ჩაიცინა ნიკამ და შეეცადა საუბარი შეერბილებინა. _ არ მინდა რაიმე გემუქრებოდეს ნიკუშ თან ჩემს გამო... _ თვალზე ცრემლი მოადგა. _ შენ ამაზე არ იდარდო ლიზა, უბრალოდ მინდა შენთან ბოლომდე გულახდილი ვიყო და ამიტომაც გადავწყვიტე დაგლაპარაკებოდი, ადრეც მინდოდა, მაგრამ ვერ დავაყენე საშველი._ წინადადება დაასრულა და ამოისუნთქა. _ რაზე მელაპარაკები ნიკუშ/? ნუ მაშინებ რა _ პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა. _ სანერვიულო არაფერია, უბრალოდ მინდა ბოლომდე იცოდე ყველაფერი, და გახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს არაფერი იცვლება, საერთოდ არაფერი გესმის? მინდა კარგად დაიმახსოვრო _ ნერვიულობა დაეტყო, ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა და საჭირო, სათანადო სიტყვებს ეძებდა, რომ როგორმე ბოლომდე მიეყვანა ყველაფერი და გული გადაეშალა. _ გისმენ ნიკუშ, სწრაფად მითხარი თორემ ლამისაა გავგიჟდე _ გახსოვს რატომ წამოვედი სახლიდან? _ სულ თავიდან? მე რომ ახალი გაპარული ვიყავი? _ ხო, მაშინ, რამდენიმე დღის მერე შენც გნახე _ კი, როგორ არა, ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, წყნეთში ამოგვაკითხე, რარაცებიც ამოგვიტანე და ფულიც დაგვიტოვე _ გაეღიმა გოგონას. _ მაშინ გითხარი რატომ წამოვედი სახლიდან? _ კი, კოტე თეატრში სიარულს გიშლიდა და თან ჩემ მხარეს იყავი, ყველაფერ იმ სიგიჟეში, მარიასაც ისე ძალიან უყვარდი _ სახეზე სევდა და ნოსტალგია აღებეჭდა. _ ჰო, ეგ ყველაფერიც, მაგრამ ... _ სულ უფრო მეტად ნერვიულობდა და წინადადების დამთავრება უჭირდა. _ რა ხდება ნიკუშ? რა არ ვიცი? კოტემ თქვენც გავნოთ? რამე დაგიშავათ? არაფერი გამიკვირდება მისგან მითხარი _ მოუთმენლობამ შეიპყრო და ათასი ვარიანტი მოიფიქრა. _ არა ლიზა, კოტე... _ წინადადება ისევ გაუწყდა და ფეხზე წამოდგა. _ ხელი დაგარტყა ხომ? _ არა ლიზა, _ აბა ? უარესს იზამდა რამეს _ ლიზა, იმ დღეს ნანასგან გავიგე, რომ კოტე მამაჩემი არაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.