შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიტოვება


8-11-2018, 12:04
ნანახია 1 271

მთელი გრძნობით უკრავდა ფორტეპიანოზე მელანქოლიურ მუსიკას, რომელიც მის ფიქრებში გამეფებულ ტკივილს, გვირგვინად ედგმებოდა თავზე. არადა მუსიკა იყო ხშირად მისი მკურნალი სულისა; ახლა კი ეს ყოველივე შხამად ეწვეთებოდა სამყაროს აღქმაზე გულის ცენტრში. რატომ?.. ზოგჯერ წამალიც კი გადაიქცევა საწამლავად ხოლმე, არადა რწმენით არის წამალში კურნება უფრო, ვიდრე მისი სტრუქტურით. ასევე გადაიქცევა წამალი საწამლავად, ისევ რწმენით და იმ მიზნით რის სისრულეში მოყვანასაც ლამობ. ახლა სწორედ ეს მაზოხისტური გრძნობა იყო მისი საწამლავი. მაგრამ ამ მომენტში ეს მაზოხიზმი, სიამაყედ ჭირდებოდა მას. ეგოისტურ სიამაყედ, რათა თავისი თავით გაზრდილოყო მასშივე შემოვარდნილ სხვაზე მეტად. რატომ მანდამაინც მაზოხიზმი? იმიტომ რომ მაზოხისტებს ეს ტკივილი ქმნით პიროვნებებად; ჰოდა ეს, როგორც ნარკოტიკი, ისე ესაჭიროებათ. ამ ტკივილს ხომ თვითონ იტანენ, თავად იციან ამის შესახებ და განუცდიათ. სხვას არავის. სწორედ ეს გამოარჩევთ მასისაგან; ხაზგასმით ცდილობენ ტკივილი მიაყენონ საკუთარ თავს, თითქოს ამით ამართლებენ ფრაზას, გამეორება ცოდნის დედა არისო. მათ სულ სამეორებლად აქვთ ერთი და იგივე გაკვეთილი, ჩაჭიდებულან ამ ტკივილს. თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს!!! უკვე აუტანელი ხდებოდა ეს ყოველივე. დაიღალა, სულს აღარ ყოფნიდა უსასრულობაც კი ტკივილის ასატანად, ხორცსა და ფსიქიკაში დეპრესიად იფეთქა ამ აუტანლობამ, რომელიც ყველა უჯრედს წვავდა და ჭიმავდა. შუა დაკვრაში შეჩერდა...არა, უფროსწორად ხელის მტევნები კლავიშებზე დაყარა დაღლიმა. ნაღვლიანი, ლამაზი მუსიკალური ნაწარმოების ფერწერულობა მწველმა კლასტერმა გათხაპნა სასოწარკვეთილის სუიციდის დისონირებული ფერებით დატყეპებულმა. ცოტახანი ქანდაკების ქვის სიცივევესა და სიმკაცრესავით იჯდა რომელშიც დიდ ხელოვანს სინაზე გამოეკვეთა თავის საჭრეთლით, თუმცა კი მაინც ქვა იყო, რაღაც არსება უსულობასა და გრძნობებით გაცოცხლებულ მარმარილოს მეტყველებას შორის რომელიც უკვდავი, სტაბილურად მკვდარია მარადჟამობის ოკეანეში რადგან ქვაა. აი ასე იჯდა ახალგაზრდა ქალბატონი, ბეჭებში მოხრილი, შემდეგ კი თვალები ისე გაახილა თითქოს დილას გათენება ეზარება და ღრუბლების საბანს იფარებს უკიდეგანო სახეზეო. მზერა კედელს ააყოლა სადაც მისი თვალები, ყოფილი საქმროს მიერ დახატულ ნახატს შეეყარნენ; თითქოს წინასწარმეტყველება იყო მათი დაშორების შესახებო: პროფილში, ჰიპერრეალისტურად დახატული ქალ-ვაჟი ერთმანეთის საპირისპიროდ იყურებოდნენ. გოგონა აღმოსავლეთისაკენ, შავებში მოსილი, ბიჭი კი დასავლეთისაკენ, ღია მაგრამ არა თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი. სურათის დანარჩენი ნაწილი კი სურეალისტურ სტილში იყო შესრულებული და წყვილს საერთო კონტექსტთან შეუსაბამოს ხდიდა. აღმოსავლთითაც და დასავლეთითაც თითო-თითო მზე იყო გამოსახული. ამომავალი მნათობი, ისე იყო გამოხატული, თითქოს გადამწიფებული კარალიოკი მიწაზე დაუხლიათო; მის წინ კი ლოტოსის ყვავილები ყვაოდნენ. დასავლეთის მზე წითელი მუქარით ბრდღვიალებდა. მის წინ აღმართული ალვის ხის ჩრდილები კი აღმოსავლეთამდე იყვნენ გადაჭიმულნი ბოროტების გაზმორებად. მთელ სიგრძეზე ირმის კვალი გასდევდა ატალახებულ ტრამალივით გადაწოლი სივრცეს; თავად ირემი კი თავდახრით იდგა ალვის ხეების კერპულ, უტყვ გაშეშებასთან. უყურებდა აი ამ სურათს და გრძნობდა გამგლეჯავ აფეთქებებს. სული, სხეული, სიცოცხლე, ყველაფერი ეწვოდა. ეს მდგომარეობა ისე ურტყავდა, თითქოს ძალზედ გამოცდილი პიანისტი რეზონანსს იწვევს და ამზადებს რათა როიალის ჩაქუჩით, როიალისსავე სიმები დაწყვიტოსო. იგივე დაემართებოდა ამ ნაზ არსებასაც თუ არ მიიღებდა იმას რაც სურდა. სიყვარულს, ვნებას, ალერსს. მის გადაღლილ არსებას განტვირთვა ესაჭიროებოდა სასწრაფოდ. რაღაც რეალაქსაციური. თუ გარემოება არ მისცემდა, მაშინ თვითონ მასვე უნდა მიეცა საკუთარი თავისათვის ხელოვნურად მაინც რაღაც მსგავსი. ყოფილიყო ეს თუნდაც სიმულაცია. ცოტა ხნით მაინც დაუცხრებოდა ოდენ სხეული რაღაცას უნდა გადაეყარა მის ნერვებზე მტვერად დაფენილი სამყაროს სიმძიმე, ატკიება. კიდევ ერთხელ შეხედა სურათს, ამჯერად ვაჟის სახეს; იგრძნო სიყალბე და სიყვარული ერთად. ვერაფრით ვერ გაყო ეს ორი გრძნობა ერთ-ურთისაგან. იმდენად უყვარდა კვლავაც, რომ მისი სიყალბიანადვე შეისისხლ-ხორცა. ცოტა ხანი კიდევ ებრძოლა საკუთარ თავს. შემდეგ კი ამოისუნთქა როგორც დანებებულმა მეომარმა რომელსაც სხვა გზა აღარ დარჩენია გარდა იმისა, რომ ბრძოლის ველს სიკვდილში არ შეერწყას. ... იყოს სიყალბეც, სიყვარულთან ერთად. ბოლო-ბოლო რაარის ჩვენი ყოფიერების ერთ-ერთი კომპონენტი თუ არა ამ ორი გრძნობის თანაარსებობა? განა გავყოფთ მათ? სიცოცხლესთან, ცხოვრების კოდივით არიან გამჯდარნი ადამიანების გამოვლინებებად. ყველა ჩვენგანი დავატარებთ ჩვენ წილ სიყალბეს და სიყვარულს... ჰმ... სიყალბე... სიყვარული....ზოგჯერ სიყვარულით უნდა უმკურნალო სიყალბეს ადამიანში, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება სიყალბით რომ გიწევს სიყვარულ ვერ აცხადებული სამყაროს გაყუჩება. ადგა სკამიდან, ნელა მიუახლოვდა შუქის ჩამრთველს, საჩვენებელი თითი გაიშვირა მაგრამ მაინც ფლამინგოს ფეხის მინიატურასავით, გრძელი და წვრილი თითით ჩააქრო შუქი. სიბნელემ დაისადგურა ოთახში მაგრამ მას, თავის ფიქრების ღამესთან უნისონ სიბნელეში სურდა ყოფნა. ფარდებიც ჩამოაფარა სარკმელზე, ოთახში ღამის შემდინარე დინება გაიყო ოთახის უკუნისაგან, ხოლო შიგნით მყოფი გარემო დაგუბდა შავ ტბორად. აი ახლა კი მზად იყო! გაიხადა ტანისამოსი... არა, კი არ გაიხადა, არამედ სიშიშვლით შეიმოსა თავის თავის პირველყოფილებასთან. ოთახი კი კლასიკური მუსიკით გამომთვრალის ექოთი ლოკავდა მის სხეულს. დაწვა და არაფერზე აღარ სურდა ფიქრი. სტრესისაგან დქანცულს მალევე ჩაეძნა. ძილში ბორგავდა, ახსენებდა „მის“ სახელს. ხელები უკანკალებდა. ცალი ხელი მკერდზე ედო, ცალიც თმებში შეცურებული, თითქოს თავში ავარდნილი გულის ფეთქვის წნევა წეღანდელ , შოპენის მუსიკის შესრულებით და რომანტიზმის ვიბრაციებით გაჟღენთილი და დანამული თითის ბალიშებით გადაივარცხნაო. აშკარა იყო რომ რაღაც ესიზმრებოდა. რა? რა უფლება გვქაქვს ჩვენ მის სიზმრებში ვაფათუროთ ხელები ცნობისმოყვარეობით? სიზმრები ხომ ადამიანს მისსავე ოცნებებსა და საიდუმლოებებს აჩვენებს ხშირად? ეს ყველაფერი ინტიმურია და მხოლოდ იმ პიროვნების უფლება გახლავთ გამოამზეუროს, ვისიც არის ეს ყოველივე...ტუჩები საკმაოდ მტკივნეულად დაიკვნიტა მძინარემ, მთელი სხეული დაეჭიმა და მკერდიდან დაცურებული ხელით საკუთარ ვაგინას შეეხო. პირველივე შეხებისთანავე, ნაკვთებმა სუბტიტრებივით თარგმნეს სიზმარი მის სახეზე. აშკარად გრძნობდა როგორ თავისუფლდებოდა მისი სხეული ტკივილებისაგან და უჯრედები ივსებოდა სიამოვნების ნეტარი სიმსუბუქისაგან. მაქსიმალურ სიამოვნებას მიეცა, საკუთარ თავს თვითონ უწყობდა მისდა უნებურადვე დამძიმებული ცხოვრებისაგან დროებით განტვირთვას, რომ არ გადამწვარიყო ტკივილის სიცხეში. თითები სულ დაუსველდა, წელი შეტეხილი ქონდა და ბარძაყები მჭიდროდ მიკრობილი, ხელის მტევანზე ძალუმად იჭერდა, მეორე ხელი გაინთავისუფლა თმებისგან და მთელ ტანს დააყოლა, მკერდზე მოიჭირა და კვნესასაც მისცა გასაქანი. თანდათანობით უმატებდა რიტმს, შემდეგ კი ორგაზმი მოაწვა მის სხეულს ძალუმად. ასკდებოდა ისე, როგორც ორღანის სასულე მილებს ჰაერის უწყვეტი ნაკადი: თითქოს ცოცხალი არსება იყო ეს სიამოვნების პიკი და სუნთქვას აბრუნებდა ორღანის მილებში რომ ინტენსიურობა არ დაეკარგა. თვითონ მდედრიც უკვე ისრესდა სასირცხვო ბაგეებს... ალბათ სიზმრად ოცნებობდა... ან იქნებ პირდაპირ მასთანაც ქონდა აქტი?! სიზმრის ეფექტი კი, სოლო მასტურბაციის ლიგის ქვეშ, ძალზე მსუბუქი დეტაშეს სახით ედებოდა და ისხავდა ხორცს ახდენამდე გაცოცხლებული ალტერნატიული რეალობასაგან წარმომდგარი მბურღველის შეგრძნებად, რადგან ერთ მომენტში თითქოს მართლაც შეერწყნენ ერთმანეთს არარეალური ფანტაზია და ქალის კვნესით გაბუჟებული სიცხადე. სწორედ ამ ინტენსიური უწყვეტობის ქვეშ შეპარებული, მსუბუქი დეტაშეს, ფანტაზიის უჩინმაჩინის მოსასხამით დაფარული ბიძგებით უნაწერვდებოდა სინამდვილეში მონოლითური და მარტოსული პიკი, ხორცში გადმოღვენთილი სასიცოცხლო ძალების ჟრუანტელის გაჩრდილებისა. დუღდა ოთახი ახურებული ქალის კივილის ტემპერატურაზე, სიბნელე თუხთუხებდა ოთახში და უცბად ჩაქრა ცეცხლი.... მდუმარების სიცივემ იმწამსვე გაყინა გარემო, სიბნელე გალენჩდა მასში გაჩენილი მოულოდნელი სიჩუმისაგან. ცოტა ხანი, კვლავ გაგრძელდა ნეტარება ინერციის ეფექტით შემდეგ კი.... შემდეგ გამოეღვიძა და ის მოხდა რაც გარდაუალი იყო. უფრო ძლიერად ატკივდა თავისი ცხოვრება. ტირილი აუვარდა საშინელი, გიჟური. ხორცის ბედნიერება რომელიც სიამოვნებაში მდგომარეობს, ვერ გაწვდა ჭეშმარიტი ბედნიერების ნდომას რაც სულის სიამოვნებას წარმოადგენს. მიწიერებას ხომ საზღვრები აქვს? როდის იყო რომ მცირე, უსასრულობას ავსებდა? ოოხ როგორი მტკივნეული იყო ამ ავტომატური გაყუჩების შემდეგ კვლავ თავს დამტყდარი რეალობა, როგორი ამოგლეჯილი იყო სიამოვნების სურეალიზმი რეალობასთან. ეს სიამოვნებაც რაღაცით წარსულს გავდა. მისმა ფსიქიკამ და სხეულმა ხომ წარსული სიყვარულის სიმწარისგან თავდასავიწყებლად ჩაიდინა ეს? სიამოვნების სურეალიზმი წარსულის სურეალიზმთან აითქვიფა. გაახსენდა ნახატი, მიხვდა რომ ქალ-ვაჟი კი არ იყო ამოგლეჯილი საერთო კონტექსტიდან, არამედ გარემოება იყო მოწყვეტილი ადამიანის რეალურობასთან მიმართებაში. იქნებ ცხოვრებაშიც ასეა? სამყარო არის მოწყვეტილი მათგან ვისაც ტკივა? რეალური მხოლოდ ადამიანია თავის განცდებით. რაც წავიდა უკვე სურეალისტური წარსულია. იქ აღარაფერია ამ დროს, გარდა გაქცეული იმედებისა და არაფერში გამოსადეგი სიამაყისა. ვერასდროს გაექცევიან ქალ-ვაჟი ნახატის ჩარჩოებს...თავისი რეალურობის პოტენცია, წარსულის ჩრდილებსა და ზმანებაში ყავთ მიკერებული; თუმცა კი მხოლოდ ნახატზე, ნახატზე რომელსაც ვერ შეცვლი, გაკერპებულ ფერებში მომავლის შენების დინამიკად ვერ ჩაერევი. ახლა იცის, რომ ასეთი ტკივილიანი წარსული სიბნელეა, რომელიც ბინდავს მომავალს. ხორცის ნეტარებაც, სულის სიბნელეა რომელიც ბედნიერების სიმულაციაა მხოლოდ. ერთადერთი კი ისღა დარჩენია, რომ დოზა გაზარდოს და ატყუოს სიამოვნების მათხოვრული ლუკმებით ჭეშმარიტი ბედნიერების შიმშილის გრძნობა, ანდა საკუთარი თავი მოუშალოს მაზოხიზმის ნიღაბს ერთხელ და სამუდამოდ!!!



№1  offline მოდერი Moonlight17

ძალიან კარგად წერ! ბიჭის კვალობაზე, როგორც მივხვდი სქესს სწორი ვარ ხომ?

 


ბიჭის კვალობაზე? :D ესეიგი ბიჭები უნიჭოები არიან? :D ბოდიში ჩემო კარგო ძალიან ხარ ჩაჭიდებული სტწრეოტიპებს ან უბრალოდ გინდა ოსე იყოს როგორც გგონია

 


№3  offline მოდერი Moonlight17

უნი19 არაფერ შუაშია.. ცუდად გამიგე. პირიქით შენი ნიჭი ავღნიშნე, ბევრ მამაკაცს უჭორს ასე კარგად გადმოცემა. ეს არის და ეს.
გიორგი გვალია
ბიჭის კვალობაზე? :D ესეიგი ბიჭები უნიჭოები არიან? :D ბოდიში ჩემო კარგო ძალიან ხარ ჩაჭიდებული სტწრეოტიპებს ან უბრალოდ გინდა ოსე იყოს როგორც გგონია

 


თუ არ ვცდები გალაკტიონიც მამაკაცი იყო... ნუ არ ვედრები მას :D მამაკაცებიც სულიერი არსებები ვართ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent