შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 25


13-11-2018, 21:05
ავტორი katiusha
ნანახია 2 871

დილიდანვე სხვანაირი იყო ნინია.კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა ქისტაურს ცოლი.იმ დღეს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამე ხდებოდა პატარას სქესი უნდა გაეგოთ..მოუთმენლობას შეეპყრო ორივე, სანამ მათი რიგი მოვიდოდა. მუცელზე რომ სითხე წაუსვა სოფომ და აპარატი დაადო,რაღაცნაირად გააჟრიალა და ტანზე ეკლებმა დააყარა. ოთახში ჯერ სუსტი გულისცემა გაისმა და უფრო და უფრო გაძლიერდა.ქისტაურის სმენასაც მისწვდა და თავი სადღაც,რომელიღაც პლანეტაზე ეგონა ისეთი რაღაც იგრძნო.ნინიას გადახედა და მისი ხელი თავისაში მოიქცია.
-ბიჭია,პატარა,ცელქი ბიჭი.-გაეცინა სოფოს.-რაც მთავარია ჯანმრთელი.
-ლევან,საყვარელო ხედავ ეს ჩვენი შვილია,ჩვენი პატარა.
-ჩემი ვაჟკაცი,-ცრემლი მოადგა ქისტაურს და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ატირებულიყო.
-შეგიძლია ჩაიცვა შვილო,დღეს ეს ბოლო გამოკვლევა იყო.ყველაფერი წესრიგშია.წამლებს ხომ სვავ?
-კი ნათლია,ყველაფერს ისე ვაკეთებ,როგორც დამარიგე.ასეც რომ არ იყოს ლევანს მაინც არ დაავიწყდება.
-როგორ უნდა დამავიწყდეს.საქმე ჩვენს შვილს ეხება,პატარა უსუსურ არსებას,აქედანვე უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ.
-და ამასობაში მე რომ წონაში მოვიმატე?-აწუწუნდა გოგო.
-სამაგიეროდ ყველაზე ლამაზი და საყვარელი ფუმფულა ხარ,-ხელი მოხვია ლევანმა და უკვე ჩაცმული ნინია ტანზე მიიკრა.
-ოო,კარგი რაა,სულ ასე რატომ მეუბნები?ხომ იცი რომ მაბრაზებ.-გაიბუსხა გოგო
-ნინია,შენ ორსულობა რა გგონია?იცი რამხელა პასუხისმგებლობას გაკისრებს ამით უფალი?აანალიზებ მაინც რამხელა წყალობაა ეს ქალისთვის?რამდენი ნატრობს ამ მდგომარეობას.ოღონდაც მათ სხეულში პატარა იზრდებოდეს და წონას კი არა სიცოცხლესაც შეიმოკლებენ ან უარს იტყვიან.
-ესეც მე ვარ?რომ იცოდეთ ამ ბოლო დროს რა მოთხოვნილებები გაუჩნდა და როგორ მაწვალებს.
-ესეგი გაწვალებ ხოო?არ დაუჯერო ნათლია.
სოფო ღიმილით უყურებდა მოკამათე წყვილს და ისევ თავის თავი გაახსენდა.თამარზე ორსულობის დროს ასე და უარესადაც აწვალებდა რეზოს.
-რა ვქნა ნათლია,განა მე მინდა?აი სულ არ მინდა რომ შევაწუხო და რამე განსაკუთრებით მოვითხოვო,ვითმენ,ვითმენ,მაგრამ არ გამომდის.ისე ძალიან მინდება ხოლმე რაღაცეები.
-ხო რაღაცეები და თან სასწაულად უცნაური რაღაცეები.ამ შუა ზამთარში და განსაკუთრებით ღამით.-გაეცინა ლევანს.
-აღარაფერს მოვითხოვ.სულ აღარ მინდა.-გაიბუსხა ისევ ნინია.
-არა საყვარელო,შენ არ გაბრაზდე.ყველაფერს აგისრულებ და მოგიტან რაც გინდა,რა დროც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს.ხომ იცი რომ ამას შენს გასაბრაზებლად ვიძახი?შენი გაბრაზებაც კი მიყვარს..შენი შეკრული შუბლი.
-გიყურებთ ახლა და საკუთარი თავი გამახსენდა.დემეტრეზე რომ ორსულად ვიყავი,მაშინ რეზო კომაში იყო.საცოდავ დათას დავარბენინებდით წინ და უკან
მე და თამუნა,გეცოდინება შენც ნიკუშას და ანას დედა.
-კი როგორ არა,შორიდან ვიცნობ ყველას,ასე ახლოს მხოლოდ თქვენ გაგიცანით.
-ხოდა მოკლედ ერთი არ ყოფნიდა იმას და მეც დავემატე.ჭკუიდან გადავიყავნეთ კინაღამ მთელი ცხრა თვე.მაგრამ მისგან ერთხელ არ გამიგია რომ დაეწუწუნა..დაუზარელი იყო ჩვენი დათა.პრინციპში ახლაც ასეთია,გული მტკივა რომ ციხეშია,თან ისეთი რამის გამო რაც არ ჩაუდენია.-ჩაილაპარაკა ბოლოს უკვე თავისთვის სოფომ
-კარგია,ნათლია,წავალთ ჩვენ,შენც საქმეები გაქვს.რაც მთავარი იყო გავარკვიეთ უკვე,-მუცელზე ხელი მოისვა გოგომ და წამოდგა.ლევანიც მას მიჰყვა,სოფოს დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ..
გავისეირნოთო აიტეხა გოგომ და რუსთაველზე გააჩერებინა მანქანა.ბუზღუნით გადაჰყვა ლევანი.აქ თინეიჯერი რომ ვიყავი მაშინ არ მისეირნია და ახლა რა მინდაო.მაგრამ აბა უარი როგორ გამოუვიდოდა ნინიასთან?
ხალხით სავსე იყო ქუჩა,იმის მიუხედავად რომ ჯერ შუადღე ახალი გადასული იყო.საუბრობდნენ და სიახლეებს ათვალიერებდნენ.მერე ნინიამ ნაყინი აიტეხა.მაკდონალდსშიც შევიდნენ და მიირთვეს.ორი ულუფა დააგემოვნა ქალბატონმა.უკან რომ გამობრუნდნენ მაღაზიაში ბავშვის ტანსაცმელს მოჰკრა თვალი.ყველაფრის ყიდვა უნდოდა,მაგრამ ბიჭმა გადააფიქრებინა და მხოლოდ საჭირო ნივთები შეიძინეს.სასწაულად ბედნიერები იყვნენ ორივე.ბიჭმა გადააფიქრებინა და მხოლოდ საჭირო ნივთები შეიძინეს.სასწაულად ბედნიერები იყვნენ ორივე.ბავშვმა კიდევ რაღაც უფრო სხვა სიახლე შეიტანა მათ ურთიერთობაში.უფრო დათბა და უფრო მეტი პატივისცემა გაჩნდა.
მძიმედ შეაღო სახლის კარი პარკებით დატვირთულმა ლევანმა.ჯერ ცოლი შეატარა,მერე თვითონ მიჰყვა.მაგიდაზე დააწყო ყველაფერი და გოგოს მიაჩერდა.
-რაა?ასე რატომ მიყურებ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ნინიამ
-იმიტომ რომ მიყვარხარ.-მასთან მივიდა,წელზე შემოხვია ხელები და ჩაეხუტა..
-მაგიჟებს შენი სითბოს და სიყვარულის ასეთი გამოვლინება.ყოველ წუთს,ყოველ წამს და მეც გადაგყავარ ჭკუიდან.ბიჭი მის ბაგეებს წაეტანა. მაგრამ ზარის ხმა გაისმა.გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
-ვინ უნდა იყოს?
-არ ვიცი.ალბათ დუდა და თამარი მოვიდნენ.კარს გავაღებ.
ქისტაური კარის გასაღებად წავიდა.ნინიამ კი ბავშვის ტანსაცმელების ამოლაგება დაიწყო,რომ მათთვის ეჩვენებინა.
-თამარ,ნახე რა საყვარელია,ჩემს ბიჭუნას ძალიან მოუხდება.-ორივე ხელით ააფრიალა პატარა,ცისფერი მაისური,როცა ფეხის ხმა გაიგო.მაგრამ ადგილზევე გაშეშდა,სტუმრები რომ დაინახა.
-ძალიან ლამაზია მართლაც,-მოესმა მამის სევდანარევი ხმა.
-დედა..მამა..აქ რას აკეთებთ?-ჰკითხა გაოცებულმა და ქმარს გახედა.ლევანიც არანაკლებად გაკვირვებული იყო მათი მოულოდნელი სტუმრობით.
-სალაპარაკოდ მოვედით,-დააასწრო ქმარს კესომ-
-თუ ახლა ისევ იგივე უნდა გაიმეოროთ და ისევ კამათი და ჩხუბი უნდა ატეხოთ,აჯობებს წახვიდეთ.ჩემს მდგომარეობაში არ შეიძლება ნერვიულობა.
-არაფერს არ ვაპირებთ,ჩვენ უბრალოდ საუბარი გვინდა.
-დაბრძანდით.თქვენთვია ფეხზე დიდხანს დგომა არ შეიძლება,-შესთავაზა ლევანმა,როცა შეატყო რომ ნინია უკან დახევას და დათმობას არ აპირებდა და ჯიუტობდა.
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და თვალს არ აცილებდნენ.ნინიას ქმრის ხელი ეჭირა და ჯიუტად არ უშვებდა,თითქოს ვინმე წაართმევდა.დუმილი დიდხანს გაგრძელდა და აუტანელი გახდა.ორივე მხარეს უჭირდა საუბრის დაწყება.
-რამეს ხომ არ მიირთმევთ?-დაარღვია ბოლოს სიჩუმე ლევანმა
-არა,მადლობა არაფერს.
-კარგი,მაშინ დაიწყე.რისთვის მოხვედით მამა?
-შვილთან მოვედი.-ტკივილით თქვა კაცმა.
-ჰაჰ,რა საინტერესოა,როგორ გამეცინა.მაშინ არ ვიყავი შვილი როცა ასე დაუფიქრებლად მომკვეთე ოჯახიდან და ყველას აუკრძალე ჩემთან ურთიერთობა.
-მე მიზეზი მქონდა.
-ახლა არ გაქვს მიზეზი?რა შეიცვალა?
-არაფერი,ის მიზეზი ისევ დარჩა,უბრალოდ ვცდილობ ჩემს პატარა გოგოს გავუგო.მინდა მოვუსმინო და ბილოსდაბოლოს გავარკვიოთ ყველაფერი.
-ხომ არ დააგვიანე მამა?
-შეიძლება დავაგვიანე,მაგრამ ჩემი შვილის დიდსულოვნების იმედი მაქვს,ვიმედოვნებ რომ ის გამიგებს და მაპატიებს,თუ ეს მე ვერ შევძელი.
-იცი რას ვერ გპატიობ მამა?იმას კი არა,მე რომ არ მომისმინე,სხვას რომ დაუშავე.
-რა დავაშავე ადამიანო?ამიხსენი რაა?ის რომ ჩემს შვილებს ვიცავდი?ის რომ მათთვის საფრთხის არიდება მინდოდა?
-შენ არ გქონდა უფლება ჩარეულიყავი საქმეებში,თუნდაც ეს შენი შვილები ყოფილიყვნენ.უნდა მოგეცა უფლება რომ ჩვენ დაგვეშვა შეცდომები,ჩვენ მოგვეგვარებინა,ჩვენ გვტკენოდა ან გაგვხარებოდაზლ.რათა ფეხზე მყარად დგომა შეგვძლებოდა,რათა ცხოვრება გვესწავლა.
-ეს ასე მარტივი არააა შვილო.განზე ასე უბრალოდ ვერ გადგები,როცა ხედავ რომ შენს შვილს საფრთხე ელოდება.აი შენც გეყოლება შვილი და მიხვდები რა რთულია როცა მშობელი ხარ.მიხვდები რომ მარტივად ვერ გადგები განზე..
-ყოველშემთხვევაში ვეცდები ისინი ისე დავიცვა,რომ სხვას ზიანი არ მივაყენო.
-გასაგებია ყველაფერი.ჩვენ მხოლოდ ვსაუბრობთ,ვსაყვედურობთ და სინამდვილეში წინ ვერ მივდივართ.ასე არაფერი გამოვა,-ჩაერია კესო.
-აჰ,თქვენც ჩაერიეთ ხომ ქალბატონო კესო.ძალიან კარგი.ახლა თქვენთან გადმოვალ.-ირონია გაურია ნინიამ ხმაში.-აბა ახლა თქვენ რით იმართლებთ თავს?თქვენ მაინც როგორ შეძელით თქვენი სისხლის და ხორცის,თქვენი,სხეულის ნაწილის ასე მოშორება და მასზე უარის თქმა?
-მე შენზე უარი არ მითქვამს.შენ შეიძლება არ დამიჯერო,მაგრამ რაც შენ წახვედი,არც მე ვყოფილვარ კარგად.რამდენჯერ ჩუმად გამოგყოლივარ უკან,რამდენჯერ ვეცადე შენთან მოსვლა,მაგრამ ვერ გავბედე.დღევანდელ დღემდეც ორჯერ მოვედით,მაგრამ სახლში არ იყავით
-რატომ?მამაჩემის შეგეშინდა?თუ შენი შვილის ნომერი დაგავიწყდა?დაგერეკა.მაგრამ ვერ დამირეკავდი,იმიტომ რომ იცოდი ვერაფერს მეტყოდი თავის გასასამართლებლად.
-არც ვიმართლებ
-დედაშენს ნუ საყვედურობ.-ხმა გაიმკაცრა ზეზვამ.-ისიც კი არ იცი რომ რაც შენ წახვედი,ისიც წავიდა ჩემგან.მარტო შენ კი არ გკარგავდი,მასაც ვკარგავდი.
-საინტერესოა...მერე?
-მერე ის რომ ასე აღარ შემიძლია,ჯანდაბასაც წაუღია ყველა და ყველაფერი,თუ ჩემი ოჯახის წევრები ჩემთან არ იქნებიან.
ნინია დათმობას მაინც არ აპირებდა.ამას მაშინვე მიხვდა ლევანი და ამდენ ხანს ჩუმად მყოფი,როგორც იქნა ჩაერია.
-ასე არაფერი გამოვა.მოდი იცი რა ვქნათ?ნინია საყვარელო შენ და ქალბატონი კესო სამზარეულოში გადით,რამე მოამზადეთ ან უბრალოდ დაილაპარაკეთ,დარწმუნებული ვარ სალაპარაკო ბევრი გექნებათ,ჩვენ კი აქ დავილაპარაკებთ,ბოლოსდაბოლოს მომბეზრდა ეს გაურკვევლობა მეც.დროა ყველაფერი გავარკვიოთ.
-არ მინდა.-გაჯიუტდა გოგო.
-ოჰ,ნინია,ხანდახან რა ჯიუტი ხარ.გთხოვ საყვარელო,არ გინდა დედას ახალი ამბავი უთხრა?აჩვენე რა იყიდე დღეს.
ნინიამ ბუზღუნით დატოვა ისინი მარტო და დედა სამზარეულოში გაიყოლა. დარჩნენ მხოლოდ ორნი ზეზვა და ლევანი.ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ჯიუტად უმზერდნენ შუბლშეკრულები.
-გისმენთ ბატონო ზეზვა,ახლა შეგვიძლია თამამად ვილაპარაკოთ.ახლა მითხარით ნამდვილი მიზეზი რატომ ხართ აქ?
-მე გისმენთ.კარგად იცი რაც მაინტერესებს.
-დამიჯერებთ რასაც გეტყვით?
-ვეცდები.სხვა გზა არ მაქვს.იმიტომ რომ ჩემი შვილის გარეშე აღარ შემიძლია. მაგრამ შენც უნდა დამპირდე რომ გულწრფელი იქნები...
-ცხოვრებაში არასოდეს მითქვამს ტყუილი,არც მაშინ როცა ნინია შემიყვარდა,არც მანამდე როცა თქვენს შვილთან ვიკამათე და არც მას მერე.
-მაგას უბრალო კამათს ვერ დაარქმევ.კინაღამ დახოცეთ ერთმანეთი.მე რომ არ მოვსულიყავი,ალბათ მოკლავდით ერთმანეთს.
-ეტყობა გულმა გიგრძნოთ რომ ჩემი მომავალი სიმამრი გახდებოდით-გაიხუმრა ლევანმა.
-კარგია რომ ასეთ სიტუაციაშიც კი არ კარგავთ ხუმრობის უნარს.
-ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამე ვნახე,დიდი ტკივილი მომაყენეს,მაგრამ მაინც ვიღიმი,იცით რატომ?ეს უნარი თქვენმა ქალიშვილმა დამიბრუნა.ასე რომ მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები,თუ ჩემი საყვარელი ქალი მშობლებს შეურიგდება...და ძმას..-დააყოლა ბოლოს.
-შენ თუ დაივიწყებ ამ ყველაფერს და შენ თუ გვაპატიებ?
-მე უკვე გაპატიეთ.იმიტომ რომ ვიცი თქვენ არ ხართ არაფერში დამნაშავეები.
-რას გულისხმობ?
-ახლა ყველაფერს მოგიყვებით.-ლევანმა შეისვენა და მოყოლა დაიწყო.-იმ საბედისწერო დღეს,სოფელში უნდა წავსულიყავი.მაგრამ ტრანსპორტმა გამასწრო.უკან რომ მოვბრუნდი სახლში,კარი ღია დამხვდა.პირველი ვინც დავინახე,მამა იყო.აი ახლა თქვენ სადაც ზიხართ,მანდ იჯდა.მაგ სავარძელში უყვარდა ჯდომა და ტელევიზორის ყურება.სისხლში ცურავდა.სახეზე სიკვდილისფერი ედო.ხოო,ნუ გიკვირთ,სიკვდილსაც თავის ფერი ჰქონია.ეს შავი კი არაა,ეს სხვა ფერია,რაღაცნაირი უცნაური ნაცრისფერი..თავზარი დამეცა.დედას დავუძახე.პასუხი არ გამცა.სამზარეულოში დამხვდა იატაკზე,გულში დანა ჰქონდა ჩარტყმული და საკუთარ სისხლში ცურავდა.თვალებზე ბინდი გადამეკრა.ვღრიალებდი და დახმარებას ვითხოვდი.ღმერთს მათ გადარჩენას ვთხოვდი.მაგრამ მაინც წაიყვანა თავისთან.არ დამიტოვა მე. გონს პოლიციის განყოფილებაში მოვედი.დაკითხვაზე ვიყავი.მერე რაღაც-რაღაცეები გაირკვა,აღმოჩნდა რომ დანაშაულის ადგილზე თქვენი შვილის მანქანა დაფიქსირა კამერებმა,დანა რითაც დედა მოკლეს ბერდიამ დაამზადებინა სპეციალურად მისთვის.მერე ისიც გავიგე რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ოთო ნიკურაძე ბერდიას ძმაკაცი იყო და ის დაემხარა დამალვაში.როგორ ფიქრობთ რას ვიზავდი ამ დროს?თავს ვერ ვაკონტროლებდი.მას სახლთან დავხვდი.მეგონა თუ მას ვცემდი,შურს ვიძიებდი მაგრამ ასე არ მოხდა.თქვენ მოხვედით და ციხეში გამიშვით.ისე რომ არაფერი გიკითხავთ შვილისთვის.
-რატომ ფიქრობ რომ არაფერი მიკითხავს?
-მაშინ მან სიმართლე დაგიმალათ.
-იქნებ არც მან იცის სიმართლე.
-დავიჯერო?აბა იმ ნაბიჭ...რ გუგას რატომ ეძმაკაცება და რატომ იცავს მას?
-იმიტომ რომ მისი მეგობარია.ჩემს შვილს მეგობრის დახმარება,გვერდში დგომა და დაცვა არ ეშლება.
-გასაგებია,მაგრამ თუ ეს მეგობარი საშიში დამნაშავეა?
-ახლა უკვე რაღაცეებს აჭარბებ.
-არ ვაჭარბებ.ჩემი მშობლების მკვლელობის საქმე ისევ განაახლა გამოძიებამ და სულ სხვა ფაქტორები გამოიკვეთა.აღმოჩნდა რომ თქვენი შვილი დამნაშავე არაა,ის უბრალოდ გუგას ტყუილების მსხვერპლი გახდა.
-საიდან იცით რომ ასეა?
-ნინიამ გაარკვია,რომ დანა რომელიც ბერდიამ დაამზადებინა,მეგობარს აჩუქა და ეს მეგობარი გუგა იყო.კიდევ არის სხვა რაღაცეებიც,მაგრამ ეს გამოძიების საიდუმლოა და ვერ ვეტყვით.
-ეს ყველაფერი როდის გაიგე?
-დიდი ხანია ვიცი.
-მაშინაც იცოდი საავადმყოფოში?
-უფრო ადრე გავიგე.
-ამიტომ იყავი ჩუმად?ამიტომ არაფერი თქვი?
-კიი,და ნინიას სიყვარულის გამო.-თავი ჩაღუნა ბიჭმა.
ცოტა ხანს დუმდა არაბული.ვინ იცის რას ფიქრობდა ის.უეცრად თავი,ასწია, ფეხზე წამოდგა და ლევანს მიმართა:-ადექი.
-ვერ გავიგე?-დაიბნა ის
-ადექი ფეხზე,-მკაცრი იყო ზეზვა.ბიჭმა ნათქვამი შეასრულა და მის წინ დადგა. კაცმა ხელები გაშალა,ძლიერად მოეხვია და ჩაეხუტა.
-ვაჟკაცი ყოფილხარ.შენ ყოფილხარ ადამიანი,რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩემს ქალიშვილს.ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის.მაპატიე თუ რამე დამიშავებია ოდესმე შენთვის.მე გიღებ ოჯახში,გიღებ ჩემი სახლის კარს და გეუბნები რომ დღეიდან მყავს კიდევ ერთი შვილი შენი სახით...თუ შენ გინდა რა თქმა უნდა.-დააყოლა ბოლოს.
არ ელოდა ქისტაური ამას.დაბნეული იდგა და ხმას ვერ იღებდა.კაცი კი მისი განაჩენის მოლოდინში იყო.
-ერთი პირობით. ჩემს ბიჭს საუკეთესო ბაბუა უნდა ჰყავდეს და ბიძა,რომელიც ხელს ისევე ჩამომართმევს,როგორც ახლა მე გიწვდით ხელს...
-ყველაფერი კარგად იქნება,-გაუღიმა კაცმა და კიდევ ერთხელ მოეხვია...

ნინია ვერაფრით ისვენებდა.წინ და უკან დადიოდა და ნერვიულობდა.სულ არ გახსენებია რომ დედა ეჯდა იქვე და მასთან საუბარი უნდოდა.
-არა,ამდენ ხანს რას აკეთებენ?რას ლაპარაკობენ?
-დამშვიდდი შვილო,დაჯექი,ილაპარაკებენ და ყველაფერს გაარკვევენ.
-რომ ვერ გაარკვიონ?რომ იჩხუბონ?რამე რომ დაუშავონ ერთმანეთს?
-მამაშენს ეგ რომ სდომოდა,აქ არ მოვიდოდით და არც ასე მშვიდად დაგელაპარაკებოდათ.ხომ გინდა ყველაფერი გაირკვეს და დალაგდეს?ხოდა დაელოდე და ნუ ნერვიულობ.თან შენს მდგომარეობაში ეს არ შეიძლება.
-კარგად ვარ,მეც და ბავშვიც.
-ბიჭია თუ გოგო?
-ბიჭი,დღეს მითხრა ნათლიამ.
-ხომ ყველაფერი წესრიგშია?
-კარგი დედა,ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგადაა.ორსულობა კარგად მიდის.უბრალოდ ხანდახან მინდება უცნაური რაღაცეები.
ქალს გაეცინა.ორივე მიხვდა რომ უნებურად ააწყვეს საუბარი და ახლა ისე საუბრობდნენ თითქოს სულ არ აშორებდათ ერთმანეთთან ის რამდენიმე თვე.
თვალები შუბლზე აუვიდა,როცა ხელიხელგადახვეულები მეგობრულად შემოვიდნენ სამზარეულოში სიძე-სიმამრი მხიარული სახეებით.
-ახლა მეჩვენება თუ ამას ცხადში ვხედავ?
-არ გეჩვენება საყვარელო,ყველაფერი რეალობაა და გირჩევ ფართოდ გაახილო თვალები,რადგან დღეიდან ყველაფერი შეცვლება.-ნინიას ამოუდგა გვერდით ლევანი.
-რამოხდა?რაზე ილაპარაკეთ?მომიყევით,მეც მინდა ვიცოდე.
-ეს მამაკაცების საქმეა და ვერ გეტყვი.
-ეე,თქვენ რაა პირი შეკარით?ასე როგორ შეიძლება?მამა ქმარს მართმევ?
-რა სისულელეა ჩემო საყვარელო?უბრალოდ მან რაღაცეები ამიხსნა და მივხვდი რომ ამაზე უკეთეს არჩევანს შენ ვერასოდეს გააკეთებდი.
-ესეგი შერიგდით?
-შევრიგდით,-დაუქნია თავი ქმარმა.
-ყველაფერი უთხარი?ისიც უთხარი იმ ავარიაში შენ რომ გადაარჩინე?
-ოჰ ნინია,-გაეცინა ქისტაურს.
-მოიცა რომელ ავარიას გულისხმობს?-ჩაერთო კესო
-არ გითქვამს?ბოდიში საყვარელო.შენ ხომ არ გინდოდა რომ ეს მათ გაეგოთ.
-ლევან კიდევ რა გაქვს სათქმელი?
-იმ ავარიაში თქვენ ჩემს მანქანას შეეჯახეთ.გონს რომ მოვედით დასახმარებლად გამოვიქეცით.არც კი ვიცოდით თქვენ რო იყავით.თორნიკემ ქალბატონი კესო გადმოიყვანა.მე რომ დაგინახეთ,მაშინ ისე მძულდით რომ თქვენი იქ დატოვება და მოკვლა მინდოდა,მაგრამ ნინიას სახე წარმომიდგა თვალწინ და მივხვდი რომ საყვარელ ქალს ამ ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი.
-გულმა გიგრძნოთ ეტყობა რომ შენი სიმამრი გავხდებოდი.-გაეცინა ზეზვას.
-კარგით აღარ გვინდა ცუდი ამბების გახსენება,ხომ შეიძლება ახლა უბრალოდ ვივახშმოდ?-იდეა წამოაყენა ლევანმა.
-რამეს მოვამზადებ.-წამოდგა კესო.
-ყველაფერი მაქვს დედა.მხოლოდ მაცივრიდან გამოღება და გაცხელება სჭირდება.
-შენ რომ ასეთი რაღაცეები არ იცოდი?
-ყველაფერი იცის,და მინდა ვაღიარო რომ უგემრიელს საჭმელებს ამზადებს,-ხელი მოხვია ლევანმა და მიიხუტა.
-საყვარელი ადამიანის გულისთვის ყველაფერს გააკეთებ დედა,მის სახეზე რომ ბედნიერი ღიმილი დაინახო.
-ამას რას მოვესწარი.-ამაყად გაიჯგიმა ზეზვა და ცოლს გადახედა.-ღირსეული შვილი გავიზრდია კესო და სიძეც არანაკლები შეგვხვდა.

გვიანი იყო სიდედრ-სიმამრი რომ გააცილა ლევანმა,ცოტა დალიეს კიდეც.ცდილობდნენ სასიამოვნო ამბები გაეხსენებინათ და უარყოფითი განედევნათ გონებიდან. ნინია ცაზე იყო სიხარულით.გვერდით უსაყვარლესი ადამიანები ჰყავდა.მხოლოდ ბერდია აკლდა,მაგრამ იცოდა ისიც მოვიდოდა..
თბილი პიჟამოები ჩაიცვა,ფეხზე თბილი წინდები ამოიცვა და ისე ჩაწვა საწოლში.ლევანი აბაზანაში იყო.თვალი ვერ მოაცილა გოგომ,როცა იქიდან გამოვიდა.წყლის წვეთები ჯერ კიდევ შერჩენოდა მის სხეულს,ტანზე პირსახოცი შემოეხვია და მეორეთი თმას იმშრალებდა.ძლივს გადააგორა ნერწვი სასულეში.
-რაა?-მაშინვე ჰკითხა ლევანმა და გაეცინა,როცა მისი სახე დააფიქსირა.
-არაფერი.-გაწითლდა გოგო,რადგან ქმარი სურვილს მიუხვდა.
-დარწმუნებული ხარ?-თმის გამშრალებას მორჩა,პირსახოცი იქვე მიაგდო და მისკენ წავიდა.
-კიი.უბრალოდ ვგიჟდები როცა ამ სიცივეში ასე შიშველი დადიხარ და არ გცივა.მე კი ამ პიჟამოებში ვიყინები.
-ახლავე გაგათბობ.გვერდით მიუწვა ბიჭი და ხელი თავქვეშ ამოუდო.მის მკერდზე დადო თავი არაბულმა.ყველაზე მეტად ასეთი მდგომარეობა უყვარდა.ამ დროს განსაკუთრებით გრძნობდა მის სუნს დღემდე რომ თავბრუს ახვევდა.ლევანმა კისერში აკოცა.მერე თავი აუწია და მის ბაგეებს წაეტანა.
-ვიცი რომ გინდივარ.-გაეცინა ბიჭს,-მაგიჟებს შენი მორიდება და სიმორცხვე.
-სწორად მიხვდი,წამოიწია გოგო და სხეულზე გადააწვა.
-დარწმუნებული ხარ რომ შეიძლება?
-თუ ცოტა ფრთხილად ვიქნებით შეიძლება.-გაუცინა და თვალები აუციმციმა.
-კარგი,მაშინ იყოს ასე.-აჰყვა ლევანიც,პიჟამო გადააძრო და მის მოზრდილ მკერდს წაეტანა,რომელმაც ორსულობის გამო საგრძნობლად მოიმატა ზომაში.ნინიამ თავი ვერ შეიკავა და სიამოვნებისგან ხმამაღალი კვნესა ამოუშვა,რომელიც სწრაფად გავრცელდა ბნელ ოთახში და ბედნიერებისგან კიდევ ერთხელ გავიდა ასტრალში...
*********

ხანდახან როცა ძალიან გეჩქარება როგორ იწელება მანძილიც და დროც.ხანდახან კი როგორ წამებში გადის.გინდა დრო გააჩერო,მაგრამ არ გამოდის.ან გინდა უცებ იქ იყო,სადაც არ ხარ,მაგრამ რეალობა სხვაა და ისევ ერთ ადგილზე ხარ გაჩერებული..
ეგონა დღეებია მოვდივარ და ვერ მივედიო,არადა ჯერ მხოლოდ ერთი სათი იყო,რაც ქალაქიდან გამოვიდა.დაცვა სახლში დატოვა,დაფიქრება სჭირდებოდა.მარტოს კი ეს უკეთ გამოუვიდოდა.მთელი გზა დის გაბრწყინებული სახე და ქისტაურის ბედნიერი თვალები ედგა წინ.მთელი გზა ის სურათი მეორდებოდა მის გონებაში,როცა ლევანი გოგოს მუცელზე ეფერებოდა,ნინია კი მხიარულად კისკისებდა.ალბათ სწორედ ასეთ ბედნიერებას ეძებდა ყველა,მაგრამ მხოლოდ იშვიათები და გამორჩეულები პოულობდნენ.და განა ასეთი არ იყო ნინია არაბული?ნამდვილად ასეთი იყო..
უკვე მოსაღამოებული იყო ყაზბეგში რომ ჩავიდა.დემეტრე სახლში არ დახვდა.მაიკო შეეგება უფროს არაბულს.
-ბერდია როგორ გამახარე ბიჭო.რამდენი ხანია არ ყოფილხარ.-მოეხვია ქალი,-რატომ დაგვივიწყე?ხელი გამოსდო და სახლში შეიყვანა.
-საქმეები მქონდა დეიდა.
-ვიცი მე თქვენი საქმეები.ისევ ხომ არ აურიეთ რაღაც-რაღაცეები?
-ვინ?მეე?კარგი რაა.ასეთები სად ვიცი მე?-გაეცინა ბიჭს
-ასეთებიც იცი და ისეთებიც,მერედა როგორ.არ დაიწყო ახლა თავის მართლება.შენ ეს მითხარი რას შეჭამ?
-არ მინდა არაფერი,მართლა.
-ბიჭოო,შენ მე გინდა გამაგიჟო?როდის ყოფილა ვინმეს ჩემს გაკეთებულ საჭმელებზე უარი უთქვამს?-დაუბრიალა თვალები.
-მოკლედ წავიდა მარო და დარჩა მაიკო,-გაიხუმრა ბიჭმა.
-კარგია რომ ხუმრობა ისევ შეგიძლია,ბოლო დროს ეს ისე იშვიათია,აქ ვინც მოდის უმეტესობის თვალებში სულ ტკივილს და დარდს ვხედავ.
-მეც მტკივა დეიდა.სოფოს ასეთ მდგომარეობას ვერ ვეგუები.მეც განვიცდი.იქნებ უფრო მეტი ყურადღება რომ გამომეჩინა მეც,ასეთი რამე არ დამართნოდა
-ეჰ..იქნებ..ვინ იცის რა იქნებოდა..
-ისე სანამ დემეტრე მოვა,წავალ სოფოს ვნახავ,ხომ არ სძინავს?
-არაა,მიდი.ახლა მორჩა საღამოს ვარჯიშებს..
ბერდიამ ნელა შეარო კარი.სოფო საწოლზე იწვა ისევ იმავე მდგომარრობაში როგორც ბოლოს ნახა.საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა და სევდიანი მზერა მიაპყრო გოგოს.მანაც გამოხედა.სევდა ედგა თვალებში გიგაურსაც.
-ჩემო სოფო,ჩემო უფროსო დაო და მეგობარო,ძმაკაცო,ჩემო გულშემატკივარო... სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ის თუ ვინ იყავი ჩემთვის. რამდენს ნიშნავდი..არა,მაპატიე,წარსულზე არ უნდა ვილაპარაკო.შენ წარსულთან ვერ დაგაკავშირებ.რადგან შენ ჩვენი აწმყო და მომავალი ხარ..მჯერა რომ სულ ჩვენთან იქნები,სულ ერთად ვიქნებით ღრმა სიბერემდე.ერთად დავბერდებით ჩვენს ოჯახებთან ერთად.ჩვენი მშობლების მიერ ჩაყრილი მეგობრობის საძირკველზე,ჩვენ ახლას და სხვანაირს ავაშენებთ.წარმოგიდგენია მაინც რამდენი ვიქნებით?-ბიჭს ჩაეღიმა,რაღაც წარმოუდგინა გონებაში. -შენც ის გაიფიქრე ხო რაც მე?აი მხოლოდ შენ მიხვდი ჩემს გრძნობას ანას მიმართ. ჩემს დასაც კი გამოეპარა ეს..იცი როგორ მინდა ახლა ავდგე,უბრალოდ ბილეთი ვიყიდო და მასთან გავემგზავრო.მაგრამ რაღაც არ მიშვებს.ალბათ უფრო სინდისი.ვერ ჩავალ მასთან თუ ჩემს დას არ შევურიგდები.იცი ახლა,რაც ანა წავიდა,უფრო მეტად მივხვდი რას ნიშნავს ის ჩემთვის და რამდენად მნიშვნელოვანია და პირველად გამიხარდა ის რომ დათა ბიძიამ ჩემი მონათვლა მაშინ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხა.თორემ ახლა თავი მექნებოდა მოსაკლავი ალბათ...არადა მამაჩემი ყოველთვის იმას მასწავლიდა როგორი კარგი უნდა ვყოფილიყავი.მე კი რა გავაკეთე ჩემი და ჩემს მოსისხლე მტერს ჩავუგდე ხელში..ანდაც ვინ იცის არის კი ეს ასე?იქნებ მე ვარ მისი მტერი? ეჰ,ვინ იცის.იცი ჩემთვის ყველაზე რთული რა არის?ის რომ მასთან ისე შევრცხვი,რომ მისვლას ვერ ვბედავ.არადა როგორ შეიძლება საკუთარი და,სისხლი და ხორცი მოიძულო და მასზე უარი თქვა?სხვას ვიცავდი და სხვისას და აღმოჩნდა რომ მე ვყოფილვარ დასაცავი და არაკაცი.ნინია ჩემთვის ტყვიას არ შეუშინდა,ისე დაუფიქრებლად გადაეფარა,მე კი რა გავაკეთე?ხელი ვკარი დაუფიქრებლად.ოჰ რა რთულია სოფი ეს ყველაფერი,რა აუტანლად მტკივა სული...კარგი აღარ მოგაწყენ,წავალ ახლა,მანქანა გაჩერდა გარეთ,ალბათ დემეტრე მოვიდა.ჩვენ მნიშვნელოვან თემებზე გვაქვს სალაპარაკო,შემდეგში რომ მოვალ გპირდები კარგ ამბებს მოგიტან,აბა ასე სულ ცუდ ამბებს როდემდე შეიძლება ისმენდე?-ბიჭმა გაუცინა,მერე ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
„-რატომ ართულებთ ყველაფერს ბიჭებო.რატომ?“გაიფიქრა სოფომ და ცრემლი მოადგა.ისევ დაატანა თავს ძალა მაგრამ არაფერი გამოუვიდა.კვლავ ვერ დაიმორჩილა სხეული,გაუნძრევლად იწვა..
დემეტრეს გაუკვირდა და გაუხარდა კიდეც ბერდიას დანახვა.მაიკოს გასძახა,ცოტას ვილაპარაკებთ და მალე მოვალთ,მანამდე სუფრა გაშალე ვივახშმოთო.თვითონ კი ეზოში გავიდნენ,ხის გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ და საუბარი დაიწყეს.
-დღეს თბილისში ვიყავი,საავადმყოფოში.გუგას სანახავად..-დაიწყო დემეტრემ.
-მეც ვიყავი იმდღეს,მაგრამ მასთან არ შემიშვეს,რაღაც კრიზი აქვსო ექიმებმა.
-მოიცა,იმ დღეს გუგა ვერ ნახე?
-ვერა.რა ხდება?
-აქ რაღაც საეჭვო ამბავია.დღეს რომ მივედი საავამდყოფოში არ დამხვდა. ექიმებმა მითხრეს გადაიყვანესო,მაგრამ ბიჭო ვინ სად წაიყვანდა?დედამისს ფეხებზე ჰკიდია,საყვარელთან ერთად ევროპაში დაგულაობს და ერთხელ ჩამოაკითხა მხოლოდ შვილს,ბიძამისი კი მოსკოვშია და მასზე სულ არ ფიქრობს,თავის საქმეები აქვს?
-დემე ამის მოსმენის მერე სულ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში.ნუთუ მეტრეველი მართალია?
-არ ვიცი,ბერდო,უკვე არაფერი არ ვიცი.
-მეც მაქვს ერთი ამბავი,ოთო მოკლეს ციხეში.
-მეხუმრები?-სახეზე გაკვირვება გამოესახა დემეტრეს.
-არა,დღეს ვიყავი მისული,იმ ღამის ამბებზე უნდა მეკითხა,მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთ თვეზე მეტია რაც ციხეში მოკლეს.
-იქნებ მოიშორეს?
-ეეჰ,დემე ხედავ რამდენი უპასუხო და გაურკვვეველი კითხვა გაჩნდა?არ მინდა დავიჯერო და ვაღიარო,მაგრამ მგონი რომ არასწორ ადამიანებს ვებრძოდით.
-ყველაფერი უნდა გავარკვიოთ.
-აუცილებლად,ნიკუშას დავურეკოთ?
-არა,შევეშვათ ნიკუშას,მიხედოს ოჯახს,ცოლს,სამსახურს..მამაჩემს ის ეხმარება ჩემს მაგივრად,არადა მე უნდა ვიყო იქ.
-დრო მოვა და შენც იქნები,ისევე როგორც მე.მაგრამ ახლა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს.იცი კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს ბიძა ვხდები.ნინია ორსულადაა.-გაუნათდა სახე არაბულს.
-რა მაგარია,გილოცავ ძმაო.-მოეხვია დემეტრე,-როგორც იქნა რაღაც კარგი ამბავი მაინც გავიგეთ,თორემ ამ ბოლო დროს სულ ცუდი ამბები გვესმის.
-ბიჭებო,მოდით რაა,თორემ გაცივდება.-გამოსძახა მაიკომ
-მოვდივართ ბიცოლა,-უპასუხა დემეტრემ და წამოდგა,-წამო ახლა ვჭამოთ,ამაღამ აქ დარჩი,ხვალ კი მეც წამოვალ თბილისში და ბიჭებს დაველაპარაკოთ. ბოლოსდაბოლოს ყელში ამოვიდა ამდენი გაურკვევლობა და დაპირისპირება.
იმ საღამოს რაღაცნაირად ბედნიერად ჩაიარა,შინაგანად ორივე დამშვიდებული იყო.ორივე ხვდებოდა რომ რაღაც იცვლებოდა,მაგრამ ხმამაღლა არც ერთი არ აღიარებდა.თითქოს ხუმრობის ხალისიც დაუბრუნდათ.მთელი საღამო ენა არ გაუჩერებიათ არც ერთს,მხიარულ ისტორიებს იხსენბდნენ და ცდილობდნენ მაიკოც და სოფოც გაემხიარულებინათ.მითუმეტეს რომ გიორგი გიგაურიც შეუერთდა.მის გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია შვილის სახეზე მომხდარი ცვლილება და ბიჭების ენაწყლიანობა.თვითონაც აჰყვა.საბოლოოდ ისე მოხდა რომ რამდენიმე ჭიქაც დალიეს.ისე იქცეოდნენ თითქოს სოფო ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო.იმედს აძლევდნენ გოგოს იმისას რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა..
გვიან დაიშალნენ.მაიკომ სახლი მიალაგა და ის იყო უნდა დაწოლილიყო ისიც,რომ წელზე ქმრის ხელები იგრძნო.მერე კი მისი კოცნა კისერში.თვალები დახუჭა და მას მიენდო,ისე თითქოს ეს პირველად ხდებოდა.
-მომენატრე,-უჩურჩულა ქმარმა.
-მეც,მაგრამ სირცხვილია,აქ მარტო არ ვართ,-გაეღიმა ქალს,მისკენ შებრუნდა და კისერზე მოეხვია.
-ამ ყველაფერმა როგორ დაგვაშორა ერთმანეთს,არადა მე ბიჭის დაწყებას ვაპირებდი.
-მიხარია რომ ხუმრობის უნარი ისევ შეგრჩა,მე კი განადგურებული ვარ,არ შემიძლია სოფოს ასეთა რომ ვუყურებ.ვერ ვეგუები გიო.რომ არ ეშველოს?სულ ასე რომ დარჩეს?
-ირაკლიმ ხომ თქვა რომ დროა საჭირო?რომ შანსები ორმოცდაათი ორმოცდაათზეა? იცი ეს რა ბევრია?მითუმეტეს მისი გამოჯანმრთლების იმედი თითქმის არ იყო?ყველაფერი კარგად იქნება.-დააიმედა ცოლი
-ამიტომ მიყვარხარ რომ არასდროს მაძლევ დაცემის უფლებას,ყოველთვის ცდილობ რომ ფეხზე მყარად იდგე,ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი და მეც შენთან ერთად ამაფრინო ცაში.-გაეცინა ქალს
-სწორედ ესაა ცოლ-ქმრობა.ერთად ჭირსიც და ლხინშიც.ისე მეჩვენება თუ სოფო შეცვლილია?სხვანაირი ჩანს.
-არ გეჩვენება.მის სახეზე ცვლილებას მეც ვამჩნევ,თითქოს ცდილობს რომ გამოჯანრთელდეს.თავს ძალას ატანს,ექთანმა თქვა რომ მასში რაღაც გარდატეხა მოხდაო.
-და რამ გამოუწვია ეს?აქამდე თუ არაფერს ცდილობდა?
მაიკოს უნდოდა ეთქვა ნამდვილი მიზეზი,მაგრამ ვერ გაბედა,ვერ გაბედა ქმრისთვის მეტრეველის ხშირი სტუმრობის და მისი გრძნობების შესახებ ეთქვა. შეეშინდა რომ გიორგი მას აქ მოსვლას აუკრძალავდა და სოფო იმედს დაკარგავდა.წყალწარღებულივით ხავსს ებრაუჭებოდა რომ თორნიკე მისი შვილის გამოჯანმრთელებას შეძლებდა.და თუ ის კარგად იქნებოდა,მერე ეტყოდა ყველას ყველაფერს.გაჩუმდა,ისევ თავის შვილის კარგად ყოფნისთვის..
მეორე დღეს დემეტრე და ბერდია უკან გამოემგზავრენ ქალაქში.გუგას ძმაკაცები უნდა ენახათ,მისი თანამშრომლები და ის ხალხი ვისთანაც კავშირი ჰქონდა.ყველაზე მეტად ის გაუკვირდათ,როცა აღმოაჩინეს რომ მისი კლუბი ისევ ისე ფუნქციონირებდა,პატრონის გარეშე.დაცვის უფროსიც და მმართველიც საქმის კურსში იყვნენ გუგას გაქრობასთან დაკავშირებით.
-გუგას კაბინეტში შევალთ და შენ ყველანაირი საბუთები მოიტანე,დღეიდან ჩვენ მივხედავთ მის ბიზნესს.-ბრძანა დემეტრემ.
-კი მაგრამ ასე არ გამოვა.ბატონს არ მოეწონება ეს.-დაბნეულმა უპასუხა კაცმა.
-სად ხედავ ბატონს?არის აქ სადმე?გაქრა,გესმის და არავინ იცის როდის დაბრუნდება.-უპასუხა ბერდიამ.-მიდი გელოდებით.
კაცს აშკარად არ უნდოდა მათი კაბინეტში შეშვება,დაცვა გამოიძახა და არ გააკარა კაბინეტს.ის კი არა საერთოდ დაატოვებინეს ორივეს კლუბი.
-ეს ახლა მართლა მოხდა?
-შენ წარმოიდგინე ბერდო მართლა მოხდა.ესეგი რაღაცაშია საქმე.ამაღამ,კლუბი რომ დაიკეტება ჩუმად შევდივართ.იარაღი ხომ გაქვს?
-კი,მაქვს.-ხელით მოსინჯა ქამარში გარჭობილი პისტოლეტი.-
გათენებამდე ისხდნენ მანქანაში შორიახლოს და ყველაფერს აკვირდებოდნენ.არც შემსვლელი სტუმრები გამოჰპარვიათ და არც გამომსვლელი.
-თავი პოლიციის აგენტი მგონია,-გაიხუმრა ბერდიამ
-ფბი უფრო,-აჰყვა დემეტრეც,-მაგრამ უცებ თვალები შუბლზე აუვიდა,როცა ერთ-ერთი სტუმარი იცნო.-გავგიჟდები ბიჭო.ნამდვილად გავგიჟდები.აკი დაიღუპაო?
-ოთო.ნამდვილად ოთოა.მართალია წვერი აქვს მოშვებული და ცოტა შეცვლილია,მაგრამ ისა.ეს იმას ნიშნავს,რომ კიდევ რაღაც უფრო დიდი ხდება აქ.
-მორჩა ყველა წავიდა,შევდივართ.
-სიგნალიზაცია ექნება,
-კოდი ვიცი,მახსოვს,ერთხელ მოვედით აქ გვიან და დავინახე რაც შეიყვანა.თუ არ შეუცვლია,მაშინ თამამად შევალთ.თუ არადა სხვა რამის მოფიქრება მოგვიწევს.
კოდი მართლაც იგივე იყო და უკანა კარიდან თამამად შევიდნენ.პირდაპირ კაბინეტისკენ წავიდნენ.სიბნელე იყო.სინათლე არ აუნთიათ,რაც კი საბუთები იყო ყველაფერი აიღეს,ერთი-ორი თვის ჩანაწერიც გააყოლეს ხელს და ისევე ჩუმად გაიპარნენ,როგორც შემოვიდნენ.....
***********

დაპირებისამებრ სასაფლაოს შესასვლელთან დახვდა მეტრეველი სოფო გიგაურს.ქალი მარტო მოვიდა.არც დაცვა მოჰყოლია და არც მძღოლი. შავები ეცვა,თავზეც შავი თავსაფარი მოიხვია,ყვავილები აიღო და ბიჭს გვერდით ამოუდგა.
-ხომ არ ნერვიულობ?
-ცოტას.-უპასუხა ბიჭმა.
-არაუშავს,მე დღემდე განვიცდი ამ ამბავს,ვერ მივეჩვიე.საშინელება ყოფილა შვილის სიკვდილი.ამ ქვეყნად ყველაზე დიდი მოუშუშებელი იარაა,არც გადის და არც რჩება.
-ნეტავ გადარჩენილიყო,ნეტავ ცოცხალი ყოფილიყო და თუნდაც ჩემი სიცოცხლის ნახევარი წაეღო.ან საერთოდაც ის გადარჩენილიყო და მე მოვმკვდარიყავი. მე მაინც უბედური ცხოვრება მქონდა,დარწმუნებული ვარ ის უფრო ბედნიერი იქნებოდა,რადგან თქვენნაირი დედა ეყოლებოდა.
-ასე ნუ ამბობ.ის მოხდა რაც უნდა მომხდარიყო.ალბათ ასე იყო საჭირო,თან შენ რომ არა,ვინ გადაარჩენდა ჩემს გოგოს?-საუბრობდნენ და თან გზას მიიკვლევდნენ საფლავებს შორის.ერთ-ერთთან შეჩერდნენ.სოფომ ანიშნა ბიჭს ეს არისო,დაწინაურდა,ძველი ყვავილები ამოიღო,ახლები ჩააწყო საყვავილეში და სანთელი აანთო.
უცნაური შეგრძნება დაეუფლა თორნიკეს.უყურებდა საფლავზე გამოსახულ პატარას სურათს და აქამდე ამოუცნობს გრძნობდა.ძმის წინაშე იდგა,იმის გააზრება რომ შეიძლებოდა ძმა ჰყოლოდა და მარტო არ ყოფილიყო ეუცნაურა,გული დასწყდა რომ ის ვერ გადარჩა.საფლავთან ჩაიმუხლა და ბუტბუტი დაიწყო.
-მაპატიე კარგი?მაპატიე რომ მე გადავრჩი,მაპატიე რომ დედაშენს შენი თავი წავართვი,მაპატიე რომ შენ ახლა ცოცხალი აღარ ხარ.მაპატიე რომ ვერ გაიხარე ძმაო..თითებით ქვაზე გამოსახულ ფოტოს მიეფერა.,-ძმაო..რამდენ რამეს ნიშნავდა მისთვის ეს ერთი სიტყვა,რამდენჯერ უნატრია რომ პატარა ძმა ჰყოლოდა.თურმე მართლაც ჰყოლია,მართალია ცოტა ხნით და მისგან შორს,მაგრამ ხომ მაინც ჰყავდა.
-შენ გაგიმართლა,ბედნიერი ყოფილხარ,თუნდაც ცოტა ხნით რომ სოფოსნაირი დედა გყავდა,მე?მე რა ვქნა რომ შენსავით არ გამიმართლა,დედა მყავს,მაგრამ არც მყავს.არც არასოდეს მიგრძვნია რომ მყავდა.არასოდეს ესმოდა ჩემი,არასოდეს დაინტერესებულა რას ვგრძნობდი და განვიცდიდი მე.
-შვილო,-მხარზე ხელი შეახო სოფომ.-თავს ნუ იტანჯავ.არც ეგ ცრემლები დამანახო,რადგან შვილები მშობლების შეცდომებზე პასუხს არ აგებენ.ეცადე რომ ბედნიერი იყო.ეცადე შენი ცხოვრება გქონდეს.კარგი?ის სადაცაა ახლა,იქაა ბედნიერი და იქიდან ლოცულობს ჩვენთვის..
თორნიკე ფეხზე წამოდგა და კიდევ ერთხელ მოეხვია ქალს.
-ბედნიერია თქვენი მეუღლეც და თქვენი ოჯახის წევრებიც,რომ თქვენ ჰყავხართ.
-არც ჩვენ გვაქვს მარტივი ცხოვრება,მაგრამ ვცდილობთ ერთმანეთს მოვუსმინოთ და გავუგოთ.ასე რომ,მათ თუ არ ესმით შენი,შენ ეცადე და მოუსმინე.თუ არ გისმენენ აიძულე მოგისმინონ,შენ გაუგე,მაგრამ მშობლებს ნუ დაკარგავ,არაფრის დიდებით არ დაკარგო,რადგან შეიძლება დრო მოვიდეს და ძალიან ინანო რომ გვერდით აღარ გყავს.
-მაინც როგორ ცდილობთ რომ ისინი გაამართლოთ,არადა ამდენი რამე დაგიშავეს.
-მე დიდი გული მაქვს შვილო,მე დროს ვერ დავკარგავ ხალხის სიძულვილში, ისედაც ხანმოკლეა ეს წუთისოფელი.წავიდეთ კარგი?
-წავიდეთ.მეც მეჩქარება ყაზბეგში უნდა წავიდე.ორი დღეა სოფო არ მინახავს.იმედია დემეტრე არ დამხვდება.
-მისი გეშინია თუ მასთან შეხვედრა არ გინდა?
-მისი არ მეშინია,არაერთხელ მოგვსვლია ერთმანეთში კამათი და ჩხუბი.ეგაა რომ ვერც ერთი ვერ ვჯობნით ერთმანეთს,ყოჩაღი ბიჭი გყავთ,კარგად იქნევს მუშტებს.-გაეღიმა მეტრეველს.
-როგორ დამამშვიდე.მერჩივნა უფრო სხვანაირი ყოფილიყო და ისე დაემსახურებინა შენგან შექება.
-არც ისე არაა ცუდი ადამიანი,უბრალოდ სხვისი ზეგავლენის ქვეშაა.მაგრამ დრო მოვა,გონს მოეგება და ისწავლის იმის გარჩევას ვინ მტერია და ვინ მოყვარე...
მანქანაში რომ ჯდებოდნენ,ვერც ერთმა შეამჩნია,როგორ გადაუღო ფოტოგრაფმა ფარულად ფოტოები და როგორ გაუჩინარდა იქიდან...
სოფომ პირველივე გაჩერებაზე დატოვა ბიჭი და სამსახურში წავიდა.მეტრეველმა კი ტაქსს გაუქნია ხელი და სახლის მისამართი უკარნახა.ცოტა დაისვენა,წყალი გადაივლო,მერე მოემზადა,რაამდენიმე ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩადო ზურგჩანთაში და მანქანის გასაღები აიღო.ქისტაურს გადაურეკა ამაღამ ვერ ვიმუშავებო და საჭეს მიუჯდა...
მოსაღამეებული იყო იქ რომ ჩავიდა,მაიკოს დაურეკა,გაიგო დემეტრე სახლში იყო თუ არა,სასურველი პასუხის მოსმენის შემდეგ მანქანა აღმართს აუყვა.თხუტმეტ წუთში კი სოფოს საძინებელში იჯდა და გოგოს ელაპარაკებოდა...
-მე ისევ შენთან ვარ ჩემო გოგო.ჩემო ლამაზო,ჩემო საყვარელო.შენ რომ გხედავ ჩემთვის სხვა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს.როდესაც ცუდად ვარ, შენთან ყოფნას ვნატრობ.მაშინვე შენთან მოვდივარ.შენი ერთი შემოხედვაც კი მშველის,თუმდაც არაფერი მითხრა.ხედავ რა მარტივია ჩემი კარგად ყოფნა, და თან ასეთი რთული.რადგან შენ ასეთ მდგომარეობაში გხედავ...კარგი,კარგი,არ იტირო გთხოვ.,-ცრემლი მოსწმინდა ბიჭმა.-მოდი დღეს კარგ ამბებს მოგიყვები.იცი მამიდაშენი გავიცანი.დიდებული ქალია,გაუკვირდა რომ გაიგო ვინ ვარ.პრინციპში არ გეცოდინება ეგ ამბები შენ.არ მოგაწყენ,მხოლოდ იმას გეტყვი რომ მამაჩემის ძველი ნაცნობია,გაუკვირდა ისიც რომ ჩემნაირ შვილი როგორ გამოუვიდათ ჩემს მშობლებს.ის კი არ იცის რომ მათი დამსახურება კი არა,ეს დუდას და ლევანის მშობლების დამსახურებაა ასეთი რომ ვარ.ბავშვობაში სამივე ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით.სულ მათთან ვიყავი.იქ ვიზრდებოდი.ისინი მიწევდნენ მშობლობას.ისინი დადიოდნენ მშობელთა კრებაზე.ისინი მარიგებდნენ და მაძლევდნენ რჩევებს როცა მჭირდებოდა.ისინი მეკითხებოდნენ რას ვგრძნობდი,რას განვიცდიდი და რა მიჭირდა.ალბათ ამიტომ გამოვედი ასეთი კარგი.არადა ვთვლი რომ სულაც არ ვარ კარგი.ვარ კარგი.მეც ჩამიდენია ცუდი რაღაცეები,ჩემთვის უცხო არ იყო ჩხუბი,ქუჩური გარჩევები,ნარკოტიკიც კი გამისინჯავს.მართლია დაუმსახურებლად არასოდეს არავისთვის დამირტყავს, მაგრამ ესეც ხომ ძალადობაა? იცი,პირველად რომ შენთან მომიყვანეს სად ვიყავი?გუგას ვეჩხუბე მაშინ.მეც არ დამიკლია,მაგრამ მისმა ხალხმა დამჯაბნა,ვერ მოვერიე.ეგ არაფერი,მერე მეც არ დავაკელი,მაგრამ მადლობა უნდა ვუთხრა მას,იმიტომ რომ იმ ღამეს სწორედ შენ შემხვდი.იმ ღამეს გნახე პირველად.არანორმალურად ლამაზი მეჩვენე,მერე რა რომ გადაღლილი სახე გქონდა?დაღლილობისგან ჩაშავებული თვალები.მაინც ცდილობდი რომ გაგეღიმა და ჩემთვის არ გეგრძნობინებინა ეს.როგორ მიფრთხილდებოდი და ცდილობდი არ გეტკინა.მე ვერ გაგიფრთხილდი.გვიან მივხვდი რა ძვირფასი ყოფილხარ ჩემთვის.
„-ჩემთვისაც ძვირფასი ხარ თორნიკე.“-ფიქრობდა გოგო.
-უკვე ღამდება,ჩემი წასვლის დრო მოდის,არადა როგორ უცებ გადის როცა შენთან ვარ.როგორ მინდა რომ დროის შეჩერება შემეძლოს.ან წარსულში დაბრუნება.იცი სად დავბრუნდებოდით?იმ დღეს,კოჯორში რომ ვიყავით.იმ დღეს ვერ ვივიწყებ,რა მოკლე დღე იყო,მაგრამ რამდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა..
თორნიკეს კიდევ უნდოდა გაეგრძელებინა,მაგრამ ღია კარებში შეამჩნია როგორ ნერვიულობდა მაიკო რაღაცაზე,თან ტელეფონზე რეკავდა.ვიღაც კი ჯიუტად არ პასუხობდა..
-რამე მოხდა ქალბატონო მაიკო?-გასძახა ოთახიდან.
-ვნერვიულობ,დემეტრე შუადღეს წავიდა ეკლესიაში და არ დაბრუნებულა,თან ცუდი ამინდია და ხომ იცით რა საშიში გზებია გერგეთის სამებისკენ.მჯერა უფალი დაიფარავს,მაგრამ მაინც ვნერვიულობ.ტელეფონზეც არ მპასუხობს.
-იქნებ წირვაზეა და არ ესმის?
-არა,აქამდე მორჩებოდა.ვიცი მე განრიგი.
სოფო ანერვიულდა და სახეზეც გამოესახა ეს.მეტრეველმა მაშინვე შეამჩნია და ხელი ჩაჰკიდა.
-დამშვიდდი ძვირფასო,ყველაფერი კარგად იქნება.არ ინერვიულო შენ,წავალ და მოვძებდი,თავზე მეორე ხელი გადაუსვა ბიჭმა.მოულოდნელად ხელზე ხელის მოჭერა იგრძნო და ნატლად დაინახა როგორ აამოძრავა გოგომ თითები.
-სოფო,არ მჯერა,შენ...შენ.თითებს ამოძრავებ.მოდი ნახე მაიკო.-ყვიროდა სიხარულისგან ბიჭი.
-დეე,ჩემო სიხარულო,-მეორე მხრიდან მაიკო მიუჯდა.სოფო იღიმოდა.
-დე-მე და მი-ბრუ ნე თორნიკე.-დამარცვლით თქვა გოგომ,მაგრამ მაინც გაიგეს.ეს რაღაცას ნიშნავდა.ეს სასწაული იყო.
-ახლავე,ახლავე მივდივარ..არ მჯერა.ღმერთო.მადლობა ყველაფრისთვის.მადლობა რომ ჩემი ლოცვა შეისმინე..ეხუტებოდა მეტრეველი გოგოს და სახეს უკოცნიდა,სულ დაავიწყდა მაიკო.
-დედა გენაცვალოს,-ტიროდა ქალი
-მალე დავბრუნდები,-წამოხტა ბიჭი და გავარდა.დამშვიდობება არც გახსენებია.მიფრინავდა,კი არ მიდიოდა.ახლა მთებსაც გადადგავდა ისე იყო.

************
მთელი დღე ეკლესიაში დაჰყო დემეტრემ.ჯერ დილის წირვას დაესწრო.მერე ეზიარა,მერე მამაოებს ეხმარებოდა საქმიანობაში.არ გაჩერებულა,ხან შეშა დაჭრა და თავის ადგილზე დააწყო,ხანაც ბერების საცხოვრებელს სახურავი შეუკეთა რომ წვიმა არ ჩამოსულიყო და ზამთარში მოსული თოვლის სიმძიმისთვის გაეძლო,არ ჩამტვრეულიყო...
მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა ტურისტების და მრევლის მიმოსვლა.მაგრამ ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა,ჯიუტად განაგრძობდა თავის საქმიანობას...შებინდება რომ დაიწყო,მაშინ გამოაგდო თითქმის ძალით მამაომ,უკვე დიდი ხანია წვიმს და შეიძლება სადმე გაიჭედო გზაში ან სადმე ჩარჩეო.უკან ლოცვა გამოაყოლა და გამოუშვა.რაც უფრო ქვემოთ ეშვებოდა,მით უფრო მეტად უმატებდა წვიმას და მით უფრო მეტად ჭირდა მანქანით გადაადგილება.საჭე მაგრად ეჭირა,ნელა მოდიოდა და დაძაბული გაჰყურებდა გზას.უეცრად გზაზე ადამიანს მოჰკრა თვალი,გაუნძრევლად იდგა.გაბმული სიგნალი მისცა,თუმცა ის ადგილიდან არ იძვროდა.
-ჯანდაბა,გადადი,გადადი,თავი გაყო ფანჯარაში და დაიყვირა.რეაგირება არ ჰქონია.სხვა გზა არ ჰქონდა,ან გვერდით უნდა გადაეხვია და კლდეს შესკდომოდა და არავინ იცის გადარჩებოდა თუ არა ან ადამიანი გაეტანა.არა,ისევ საკუთარი სიცოცხლის დათმობა ერჩივნა.წამში მოაბრუნა საჭე და მუხრუჭს დააჭირა ფეხი,შეჯახება ძლიერი არ იყო,მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ თავი დაერტყა და ცოტა ხანს გათიშულიყო.გონება რამდენიმე წამს დაებინდა.მერე ნელა გაახილა თვალები და გზისკენ გაიხედა.ამჯერად უფრო კარგად გაარჩია ბავშვი იყო და მიწაზე იჯდა.-ნუთუ რამე დავუშავეო გაიფიქრა,მაგრამ მალევე უარყო ეს აზრი.მისი ბრალი არაფერი იყო.
-აქ რა გინდა პატარა?ასეთ დროს?მშობლები სად გყავს?-ხელში აიყვანა ერთიანად სველი და ტალახში ამოსვრილი პატარა.დაამშვიდა და ცრემლები მოსწმინდა,გულში ჩაიხუტა.
-ჩემი ლეკვი დაიკარგა.მის მოსაძებნად წამოვედი,და მეც დავიკარგე,-ასლუკუნდა ბავშვი.
-კარგი,ნუ ტირიხარ,შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ.რა გქვია?
-დათუნა.
-მე დემეტრე ვარ.სად ცხოვრობ?მითხარი და სახლში წაგიყვან...
-ხევთან რომ დასახლებაა იქ.
-ოო,ძალიან შორს წამოსულხარ სახლიდან,არ შეგეშუნდა მარტოს?
-სხვა დროსაც წამოვსულვარ,მაგრამ ასე არასდროს დავკარგულვარ.ახლა მალე დაღამდა,წვიმაც რომ დაიწყო ვეღარ გავიკვლიე გზა,თორემ ისე არ მიჭირს.მამამ მასწავლა როგორ ვიპოვო ნაკვალევი და დავბრუნდე ხოლმე უკან.ის მონადირეა.
-გული მიეცა ბავშვს და უფრო თამამად ალაპარაკდა.
-მამაცი ბიჭი ხარ შენ დათუნ.წავიდეთ ახლა სახლში.იმედია მანქანას დავქოქავ.-გაეღიმა დემეტრეს პატარა,მამაცი მთიულის პასუხებზე.
მართალია მანქანის წინა ნაწილი მთლიანად დაზიანებული და შეჭეჭყილი იყო,მაგრამ მაინც დაიქოქა და გადაადგილებაც შეძლო.საბურავი არ იყო მთლად წესრიგში და უაღრესად ფრთხილად მოძრაობდა,განსაკუთრებით მოსახვევებში.თითქმის სამშვიდობოს იგრძნო თავი,როცა რაღაცამ დაიქუხა და მოს წინ კლდემ ჩამოშლა იწყო.მანქანა გააჩერა,მაგრამ მაინც ვერ აარიდა თავი და უზარმაზარ ლოდებს შორის მოექცა.პატარას გადაეფარა,რომ დაზიანება აეცილებინა მისთვის.ქვებმა სახურავიც დააზიანეს.მაგრამ არა ისე რომ რამე დაშავებლდათ.ბავშვმა ტირილი ატეხა.მალე ხმაური შეწყდა და მხოლოდ წვიმის ხმა არღვევდა ირგვლივ სიჩუმეს.წამოდგა,გასწორდა.ყველა მხრიდან ქვებში იყო მოყოლილი.ამაოდ ეჯაჯგურებოდა კარს.ვერც გააღო და ვერც ძვრა უყო.ვერც ტელეფონი იპოვა რომ ვინმესთვის დაერეკა.პატარა ისტერიკულად ტიროდა.ხელებს ურტყავდა საქარე მინას.იქნებ გავტეხოო.მაგრამ არ გამოსდიოდა.ბოლოს ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა.არადა სულ სისხლით იყო დასვრილი.
-მიშველეეეეთ,-დაიყვირა სასოწარკვეთილმა,თუმცა არაფრის იმედი აღარ ჰქონდა.ბავშვი გულში ჩაიხუტა და ლოცვა დაიწყო....

არ გასჭირვებია სიარული.მართალია საშინლად წვიმდა და ტალახი იყო,მაგრამ მანქანა მაინც მიიკვლევდა გზას,თუმცა ნელა.ყურადღებით აკვირდებოდა გზას.იქნებ სადმე დემეტრებ ან მისი მანქანა შევნიშნოო.ხედვა ჭირდა.წვიმა საშინლად ასხავდა.მაგრამ მას ეს ასე ადვილად ვერ შეაშინებდა და დაახევინებდა.ახლა ისეთი მიზეზი ჰქონდა რომ დაფრინავდა,ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა.მესამედი რომ გაიარა,დაინახა რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო.სხვა გზა არ ჰქონდა.რადაც არ უნდა დასჯდომოდა სოფოსთვის მიცემული პირობა უნდა აესრულებინა.ფანარი მოიმარჯვა და ფეხით გააგრძელა გზა.მალე მის სმენას ვიღაცის ყვირილის ხმა მისწვდა.ყური მიუგდო.აშკარად იმ ჩახერგილი გზის იქიდან მოდიოდა.ფრთხილად აძვრა ლოდებზე,რომ გაერჩია საიდან მოდიოდა ხმა.მალევე შენიშნა და იცნო ბექაურის მანქანა.
-მანდ ხარ?-გადასძახა ზემოდან,-გესმის ჩემი?დაუძახა მეორედ,როცა პასუხი ვერ მიიღო.
-აქ ვართ,აქ.-მოესმა ქვემოდან.-გესმის დათუნ,ვიღაც მოვიდა,გვიშველიან. გადავრჩებით-,ჩაიხუტა პატარა გულში,რომელიც სიცივისგან კანკალებდა უკვე და გონებას კარგავდა.-ჩემთან დარჩი პატარა,ჩემთან დარჩი,უფალო გთხოვ გადაგვარჩინე,ეს თუ ჩემი გამოცდაა,გპირდები ამასაც ჩავაბარებ.ოღონდ ის გადაარჩინე,ჩემი სიცოცხლე წაიღე....
მეტრეველმა მალევე ჩააღწია ქვემოთ,მაგრამ მანქანა ისე იყო ლოდებში ჩახერგილი,მხოლოდ სახურავზე დადგომა მოახერხა და ლუქიდან ჩახედა შიგნით მსხდომთ.სინათლე მიანათა და დაუკაკუნა.
-ვერ ამივდივარ,-ამოსძახა იქიდან ბიჭმა,რამენაირად უნდა ჩაამტვრიო.
-კარგი ფრთხილად მაშინ.თავი დაწიე.-დიდი ქვა აიღო და იქამდე ურტყავდა სანამ არ ჩაიმტვრა.-.
-მარტო არ ვარ,აქ ბავშვია და ძალიან ცუდადაა,-უეცრად სიტყვა შუაზე გაუწყდა ბექაურს როცა დამხმარე ამოიცნო.-შენ ხარ?
-მე ვარ.
-აქ რას აკეთებ?
-არ მელოდი?
-ყველას ვიფიქრებდი,მაგრამ შენ ნამდვილად არა.
-შენთან გამომგზავნეს.
-მეხუმრები?
-ხუმრობის ხასიათზე ვარ ახლა მე?ან შენ ხარ ასეთ მდგომარეობაში?-შეუღრინა მეტრეველმა.
-ბავშვი აიყვანე,-ფრთხილად მიაწოდა პატარა,შვება იგრძნო.ის თუ არა დათუნა მაინც გადარჩებოდა.
-არაა,არაა.ამოდი სასწრაფოდ,ეს ქვები ისევ მოძრაობს და ალბათ სადაცაა ჩამოიყრება,ქვეშ მოგიყოლებს,ბავშვი იქვე დასვა მეტრეველმა და მასთან დაბრუნდა.
-დათუნა წაიყვანე და წადი.ასე სამივე დავიღუპებით.
-სისულელეს ნუ ამბობ.ან შენთან ერთად წავალ ან ერთად დავიღუპებით.-დაუყვირა თორნიკემ
-რატომ?რატომ აკეთებ ამას?
-იმიტომ რომ ერთმა უსაყვარლესმა გოგომ მთხოვა სახლში დამებრუნებინე.
-მე არ ვიმსახურებ შენგან ამას.
-მე არ მაქვს შენი განსჯის უფლება.ჯანდაბა ამოდი ბექაურო,გაუწოდა ხელი.
-არ იხსნება ღვედი გაიჭედა.
ჯიბიდან დანა ამოიღო და მიაწოდა.ამასობაში ზემოდან ისევ ხმაური მოისმა და ქვებმა ზანზარი დაიწყო.
-იჩქარე,ამდენ ხანს რას აკეთებ?
-დამაცადე.ვჩქარობ როგორც შემიძლია,ყურადღებას ნუ მიფანტავ.
-აქედან გავიდეთ და ნებას გაძლევ რაც გინდა ის მიქნა,როგორც გინდა ისე გამლანძღო და მეჩხუბო.ვიცი ვიმსახურებ.მეც არ ვარ ნაკლები შენზე.მაგრამ ერთი რამე იცოდე მე არ ვარ შენი მტერი
-ვიცი მეტრეველო.-ამოსძახა დემეტრემ და მის გაწვდილ ხელს თავისი მიაგება.გაჭირვებით ამოსწია თორნიკემ და ამოიყვანა,მერე ადგილს მოსწყდნენ.დემეტრემ ბავშვი აიყვანა და წამის მეასედებში უზარმაზარმა ლოდებმა საბოლოოდ გაანდაგურა ბექაურის მანქანა.


აბა რას ფიქრობთ მოვლენების ასეთ განვითარებაზე?ხომ არ დავაჩქარე ზალიან?:)



№1 სტუმარი სტუმარი მაიკო

ვაიმეეე ეს რა კარგი იყო ჰაააა მალე დადე რა ახალისული მძვრება ისე მაინტერესებსსსს

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

არა და პირიქით ძალიან მომეწონა ასე რომ გაგრძელდა ყველაფერი.ბოლო-ბოლო ხომ უნდა გაირკვეს ყველაფერი.არ დააგვიანო რა.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მეგონა აღარ აგრძელებდი ამბის დასრულებას,არა ძალიან კარგია,იმედია ჰეფი ენდით დასრულდება.

 


№4  offline წევრი დარინა

ნინია და ლევანიიი ჩემი სუსტი წერტილია ვგიჟდები ამგადარეულ წყვილზეეე, არ იცი ასეთი კარგები როგორ გამოგივიდააა მათბობენ მათი სიყვარულით, გამიხარდა რომ შეურიგდენ მშობლებს, ისე ვინერვიულე ბოლო ნაწილზე, მიუხედავად იმისა, რომ დემეტრეზე გაბრაზებული ვარ არ მინდოდა რამე მოსვლოდააა. აუ ისე ველოდები შემდეგ თავს ერთი სული მაქვს როდის დადებ არადა ასეი აულსწრაფიც არ ვარ.

 


№5 სტუმარი Lll

Male dade raa sastauli gogo xar .. dzalian kargi taakitxi istoriaa da madloba shen :* ...

 


№6 სტუმარი ნათია41

არა არ დაგიჩქარებია. ის კი არა დრო იყო უკვე ფარდის ახდის. როგორც იქნა ვიღაცამ შემოულაწუნა ბიჭებს და გონს მოვიდნენ

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ რაკარგი იყოო????????✨ ვისიამოვნე კითხვით როგორც ყოველთვიის????????❤️ საუკეთესოა????აუ იმედია მალე დადეებ, რა მოითმენს შემდეგ თავამდეე????????

 


№8  offline წევრი naniko mindia

Veli moutmenlat ❤️ ❤️ ❤️ ❤️ warmatebebi
--------------------
lomidze

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ისე კარგად ავითარებ მოვლენებს ერთი სული მაქქ როდის გააგრძელებ, გელოდები დიდი მოუთმენლობით <3

 


№10  offline წევრი katiusha

დასრულებული თავი სრულად წამეშალა და ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა დაწერს თავიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent