შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ "არავინ ვართ" (პირველი ძარცვა) ნაწილი 5


16-11-2018, 18:58
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 226

ძარცვამდე 45 საათით ადრე.

- ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. თუ ჩემი გეგმა არავის მოგეწონებათ ეს ბოლო შემოთავაზებაა იმისა რომ ამ საქმიდან გახვიდეთ - მენტორი კაბინეტში მის ადგილასაა წინ წინ კი, ექვივსი მოზარდი უზის. ყველას დაბნეული სახე აქვს, გარდა მირას.
- მენტორო - ჰანსი დგება და ლაპარაკს აღელვებულად იწყებს, თუმცა ხმაში სიმტკიცე ეტყობოდა - ნება მიბოძეთ, თქვენც სიტყვრებში პატარა კორეკტირება შევიტანო. წავიდეთ? სად გვიშვებთ? იცით ირონიით ლაპარაკი არ მინდა თუმცა ირონიის გარეშე არ გამომდის. როგორ უნდა წავიდეთ როდესაც ამდენი დრო შევალიეთ ამ საქმეს, ეხლა წავიდეთ? ყელში ამომივიდა! ჯერ იყო და ეს - თითს იშვერს მირასკენ და ისიც გამომწვევად იღიმის - შემდეგ კი, ეს სიტყვები. არსად არ მივდივართ ან როგორ წავალთ? იმის მიუხედავად რომ თოჯინებით გვეთამაშა, იარაღის სროლას ვსწავლობდით. თქვენი აზრით ეს იოლი იყო? იცით მენტორო... თითვეული ჩვენგანი გაფასებთ, ჩვენთვის თქვენ "ღმერთი" ხართ, ადამიანი რომლისგანაც ყველაფერი ვისწავლეთ. მოდით წასვლაზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც ყველაფერი დასრულდება კარგი? - მენტორი ამ სიტყვებს არ ელოდა ამიტომ რამოდენიმე წუთი დუმდა. იმდენად მძიმრე გარემო იყო რომ ხმა ვინმეს რომ ამოეღო ალბათ კაბინეტი აფეთქდებოდა.
- მართალი ხარ ჰანსი ეხლა კი გთხოვ დაჯექი და მომისმინეთ. ალბათ ყველას გგონიათ რომ ეს ძარცვა, ბანკს გულისხმობდა მაგრამ... მე პირველი გენიალური ნახატის გაძარცვა გადავწყვიტე.
- მენტორო ამ ბოლო დროს გვაოცებთ... - ჯონი სიცილს იწყებს შემდეგ გარშემომყოფების სახის დანახვისას ჩუმდება.
- ეს როგორ მენტორო? რა ნახატს გულისხმობთ? - მოა დაინტერესებული კითხულობს, მენტორი დგება და დინამიკს რთავს, დინამიკიდან კი მოცარტის ჰარმონიული ხმა ოთახის ყოველ კუთხეში ვრცელდება
- იცით კარსპარ ფრიდრიხის " ქალი დაისის პირისპირ " ნახატი?
- ნახატი რომელიც " ქარწაღებულნის" ერთ-ერთ სცენას ჰგავს?
- დიახ ნიკოლას, სწორია. ეს არაჩვეულებრივი ნახატი კი ეხლა ერთ-ერთ მუზეუმში ინახება, მხოლოდ ოთხი დღით. ნახატის ღირებულება მაქსიმუმ ნახევარი მილიონია. მაქსიმუმ ვიმეორებ. ეს ნახატი არ იყიდება რადგან კასპარ ფრიდრიხმა ეს ნამუშევარი არა გასაყიდად არამედ მთელი მსოფლიოს საჩვენებლად შექმნა. ნახატი სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ჩაიტანეს და მას თხუთმეტი გამოცდილი მცველი იცავს. ის ბრონირებულ მინაშია დაცული და კედელზეა მიმაგრებული. წაღებისას კი მინას სპეციალური ხელსაწუთი ამსხვრევენ, ჩვენ კი ეს ხელსაწყო მიუწვდომელია რადგან ყოველ მინას თავისი ხელსაწყო ახლავს ნუ რა თქმა უნდა ეს მინა და ხელსაწყო ძვირადღიებულია.
- და ჩვენ როგორ შევძლებთ ამ მინიდან მახატის გამოტანას?
- მინას ხელს არ ვახლებთ რადგან მინის დამსხვრევის შემთვევაში სიგნალიზაცია იღთვება, რა თქმა უნდა ჯონის მოტანილი სიგნალიზაცისს ჩამხშვობი გვაქვს მაგრამ ის სიგნალიზაციის ხმას მხოლოდ ას ოთხმოც წამს ანუ სამ წუთს გასტანს ამ დროში კი ნახატის ჩამოხსნას და გარეთ გასვლას ვერ მოასწრებთ ხომ გესმით? მუზეუმი სამ ოთახს მოიცავს. პირველი შესასვლელია, მეორე ოთახი სადაც სურათია და მესამე ცარიელი ოთახია სადაც სათვალთვალო კამრები და საჭირო ნივთებია. სადაც ნახატია მიმაგრებული ეს კედელი სათვალთვალო კამერისაცაა, ერთი სიტყვით თუ სათვალთვალო ოთახის კედელი სიმეტრიულად უნდა გატეხოთ სადაც სურათია
- გულისხმობთ რომ მეორე მხრიდან უნდა გავტეხოთ კედელი? - მიტკინი ინტერესით კითხულობს
- დიახ, დიახ. ზუსტად ის ადგილი სადაც ნახატია და არა ის ადგილი სადაც მინაა დამაგრებუკი რადგან თუ მინის საყრდენს ჩამონგრევთ ლოგიკურად მინაც დაიმსხვრევა და იცით რასაც გამოიწვევს ეს.
- და იმ თხუთმეტ დაცვის წევრს რა ვუყოთ? - მოცარტის ჰანგები აუღელვებლად ატკბობენ ოთახს
- დიახ ეს სულ სხვა თემაა. ესეიგი ხუთი მათგანი მუზეუმის შემოსასვლელში დგას, ხუთი ნახატის ოთახში, ორი სათვალთვალო კამერას აკონტროლებს ორი სამი კი მისაზრებში ჩვეულებრივ ადამიანად ასაღებს თავს და ესე ვთქვათ შენიღბული მცველები არიან. დანარჩენ მათგანს კი მუქი ლურჯი კოსტუმი და შარვალი აცვია.
- იცი ნახატს იდეალურად იცავენ - ნიკოლასი დასკვნას აკეთებს
- კარგად და არა იდეალურად ნიკოლას, ნახატი გუშინ ჩამოიტანეს ამიტომ ჯერ ნახატს ხალხის საჩვენებლად ამზადებენ შემდეგ კი ყველას შეეძლება მისი ნახვა. დავიწყოთ გეგმა ა-ს განხილვა, იმედია გეგმა ბ-ზე გადასვლა არ მოგვიწყევს.

ყოველი მცდელობა გაექცე მარტოობის შეგრძნებას განწრილურია დამარცხებისთვის, ეს აზრი თავად სიცოცხლის არსის საწინააღმდეგოა. ის კი არაა საჭირო, რომ მარტოობას გაექცე, არამდეს ის, რომ გააცნობიერო შენი მარტობა. ეს ისეთი მშვენიერი გამოცდილებაა, აცნობიერებდე შენს თავს მარტოს. ეს არის განთავისუფლება სხვა ადამიანისგან, სოციუმისგან, ბრბოსგან. ეს არის შენი თავისუფლება, იმ შიშისგან, რომელსაც მარტო ყოფნა ეწოდება
პირველი რაც უნდა გააცნობიერო არის ის, რომ გინდა ეს შენ თუ არა შენ მარტო ხარ! მარტოობა თავად შენი ბუნებაა. შენ შეგიძლია დაივიწყო ის, შეგიძლია არ იყო მარტო, იყო მეგობრებთან, საყვარელთან ან თუნდაც ხალხს შეერიო, მაგრამ რაცარუნდა გააკეთო შენი ქმედებები ზედაპირული იქნება, ხოლო სიღრმეში ეს შენს მარტოობას არ ეხება. ის ხელშეუხებელი რჩება.

***
ძარცვამდე 20 საათით ადრე
- შემოხაზე, ზუსტად. აი ეგრე შემდეგ კი გახვრიტე - მენტორი ნოეს საცდელ კედელად სამზარეულოსა და მისაღებს შორის კედელზს ამტვრევინებს
- მოიცა დაგეხმარები, აი ასე - მირა ნოეს ხელის მოხაზულობის უხსნის
- იქნებ მარტომ გააკეთოს - მოა მათ უყურებს
- კარგი, კარგი. - ნოე ზუსტად აკეთებს ყველაფერს რისგამოც მენტორი კმაყოფილი ჩანს.
- ეხლა კი ყველა გარეთ - სათითაოდ გადიან გარეთ და მენტორს ელოდებიან რომელიც ხის მონაჭრელ მორევზე თანმიმდევრობით დებს კოკა-კოლის ცარიელ ფოთლებს.
- ექვსი ბოთლი, ნიკოლას შენ ჩემთან მოდი ეს არ გჭირდება. ხოდა ექვსი ბოთლი თანმიმდევრობით ერთმათენის მიყოლებით უნდა ისროლოთ. ვინც მიზანში ვერ მოარტყამს ოცჯერ ისვრის კიდევ, ან მეტჯერ.
მოა, ჰანსი, მიტკინი, მირა, ჯონი და ნოე ჯარისკაცებივით განწკრივდნენ და მენტორის მოტანილი ახალი იარაღით ბოთლის ქილა მიზანში ამოიღეს.
ექვსი იარაღი, ექვსი გასროლა, ექვსი ზუსტი სროლა. ხის გაშიშვლებული ტოტებიდან ფრინველები სწრაფად აიჭრნენ თეთრ ღრუბლებში, უკვე მზე ჩასულიყო და ცივი ნიავი ქროდა, ამინდის კიხვდებოდა მოსალოდნელ საფრთხეს რომელიც იწყებოდა და თან როგორ იწყებოდა.

მოა კიბეებს დაღლილი სახით აუყვა, ჭამის სურვილიც კი აღარ ჰქონდა. სწრაფად გადაივლო წყალო და სარკეში მის გამოსახულებას დააკვირდა. წითელი თმა მხრებზე ტალღებად ეშვებოდა, თვალები ჩასიებოდა მაგრამ ეს მაინც არ ფარავდა მის ლამაზ ნაკუთებს. ნაცრფერი უმკლაო მაიკა გადაიცვა და სველი თმა პირსახოცით აიწია. კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაიგონა და შემოდიო უდარდელად თქვა მაშინვე ინანა შემოსული ნოე რომ დაინახა.
- რა გინდა?
- ესე ნუ მელაპარაკები მოა. ვერ ვხვდები რატომ ხარ გაბრაზებული?
- გაბრაზებული? არ ვარ. - ქალების ჩვეული სიტყვებიო გაფიქრა ნოემ და მოას უფრო მიუახლოვდა, მისი სუნი იგრძნო თუ არა მოუნდა შეხებოდა მის თეთრ გლუვ კანს თუმცა თავი შეიკვა
- ხარ. უბრალოდ შენთან ერთად ყოფნა მინდა.
- იცი არმინდა შენთან წყვილის სტატუსით ყოფნა. ხომ იცი რომ იდალურად არ იქნება არაფერი, ყველაფერი რომ დასრულდება ყველა ჩვენს გზაზე წავალთ, ტანჯვისთვის არ მემეტება ჩემი თავი...
- "იდეალური წყვილი არ არსებობს, ყოველთვის დაიტანჯები, უბრალოდ უნდა აარჩიო ვისთან ერთად ღირს ტანჯვა" - ნოე თვალს უკრავ
- და მირაზე რას იტყვი? - სხვა ვერაფრის თქმას ახერხებს
- ჩუუ. გინდატანგოს ცეკვა გასწავლო?
- ახლა? რაღაც უცნაურია.
- რისი გეშინია?
- მეშინია არ შემეშალოს.
- ტანგოში არ არსებობს შეცდომები... ისევე, როგორც ცხოვრებაში... თუ შეგეშლება თავი ისე უნდა დაიჭირო,რომ ეს ასე იყო საჭირო და განაგრძო ცეკვა...

ძარცვამდე 2 საათით ადრე.
- აი შავი კომბინიზონები, გოგონებმა შიგნით თეთრი მაისური ჩაიცვით, თქვენ კი ბატონებო შავები. საჭირო ნივთებით გაავსეთ ეგ შავი ჩანთები. სწრაფაად!
ყველაფერი იდელური შეიხლება იმდენად მოსაბეზრებლად ჩათვალოთ რომ ცხოვრების რეალური მინა თქვენივე ხელებით ჩაამსხვრიოთ და ნამსხვრევები საიდუმლო ადგილას დამალოთ რადგან ვერავინ შესძლოს მისი გამთელება. უბრალოდ მიზანს ისახავ და სიცოცხლეს წირავ ამ სიწნის ასასრულებლად, სიცოცხლეს წირავ იმის ხელში ჩასაგდებად რაც შენი არასდროს ყოფილა. თუმცა შეიძლება გახდეს...
როდესაც ბოლო წამს მენტორი მათ დაემშვიდობა და ხასიათის ასამაღლებლად ღიღინი დაიწყო... ყელზე დედის დატოვებ ყელსაბამს თითის წვერი ჩამოუშვა და ჰორიზონს დააკვირა, მარტო დარჩა და ეს გამაყრუებელი სიჩუმე გულისცემას უფრო და უფრო უმატებდა. ხელებს დახედა და წარმოიდგინა როგორ ეხებოდა ნახატს. თუმცა მან ხომ არ იყო ის ვინც ამ ნახატისთვის სიცოცხლეს წირავდა...



№1 სტუმარი სტუმარი ...

ქედს ვიხრი შენს წინაშე! არაჩვეულებრივია როგორც ყოვეთვის...

 


№2  offline წევრი nina kupradze

ვაიმეეე, უმაგრესია და უმაგრესი ხარ შენ❤️

 


№3  offline მოდერი Tamta.k

სტუმარი ...
ქედს ვიხრი შენს წინაშე! არაჩვეულებრივია როგორც ყოვეთვის...

მიხარია რომ მოგწონსს, მადლობა❤️

nina kupradze
ვაიმეეე, უმაგრესია და უმაგრესი ხარ შენ❤️

ძალიან დიდი მადლობააა❤️❤️

 


№4 სტუმარი ..

აუ ბოლოოს სრულად დადე რა ????????

 


№5  offline მოდერი Tamta.k

..
აუ ბოლოოს სრულად დადე რა ????????
დავდებბ❤️

 


№6  offline წევრი Elea_Nora

აი არ ვიცი რა გითხრაა ძალიან, ინტრიგანი ხარ და ეს მე მაგიჟებს. არ ვიცი რა მოხდება, აზრზე არ ვარ ვერ მოიფიქრებ რას დაწერ შემდეგს, არ ვიცი რას უნდა ველოდო შენგან. აი არ ვიცი ძალზედ დაბნეული ვარ. ველოდები ახალ თავს მთელი სულით და გულით.

 


№7  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
აი არ ვიცი რა გითხრაა ძალიან, ინტრიგანი ხარ და ეს მე მაგიჟებს. არ ვიცი რა მოხდება, აზრზე არ ვარ ვერ მოიფიქრებ რას დაწერ შემდეგს, არ ვიცი რას უნდა ველოდო შენგან. აი არ ვიცი ძალზედ დაბნეული ვარ. ველოდები ახალ თავს მთელი სულით და გულით.

ვეცდები რომ ყველანაირად საინტერესი გამოვიდეს, მთავარია მოგეწონოს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent