შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 3)


18-11-2018, 01:13
ავტორი თათი
ნანახია 1 940

რამდენიმე დღე სიბრაზე არ მინელდებოდა. ვერ ვხდებოდი გული მტკიოდა თუ გაბრაზებული ვიყავი. მინდოდა მომეკლა, ტკივილი მიმეყენებინა, ალბათ, ეს სიბრაზის სიმპტომებია. ყველაფერი გოგოებს მოვუყევი, ღამით ჩემთან დარჩნენ და საჭორაოდაც ბევრი დრო მოგვეცა. ნინოს რეაქციაც ისეთივე იყო, როგორიც ჩემი, მაგრამ ნატა მაინც რატის მხარეს იჭერდა, რაც ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა, მაგრამ მის გაგებას მაინც ვცდილობდი და ახლა უკვე დამნაშავეს საკუთარ თავში ვეძებდი. იქნებ, მართლაც ვიყავი დამნაშავე? იქნებ ზედმეტი მომივიდა? ამაზე ბევრს ვფიქრობდი.

გოგოებმა შეძლეს ჩემი გაღიმება, მათთან თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან ყურადღება სხვა რაღაცეებზე გადამქონდა და რატიზე ნაკლებად ვფიქრობდი. ასე მანამდე გაგრძელდა, სანამ არ დავიძინეთ. ძალიან ცოტა გვეძინა, მაგრამ ამ მოკლე დროშიც მომნახეს რატიზე ფიქრებმა, დრო საკმარისად მქონდა, იმისათვის, რომ საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი და მეფიქრა, საბოლოოდ კი ჩამეძინა.
დილით ნატამ, ჩვენდა საუბედუროდ, პირველმა გაიღვიძა და ჩვენი გაღვიძების გუჟურ ხრიკს მიმართა. ჯერ კიდევ ოცნებების კუნძულზე დავეხეტებოდი, ორგანიზმის ტემპერატურის სწრაფი ვარდნა, რომ ვიგრძენი, რეფლექსურად სწრაფად წამოვვარდი, ვიწივლე და ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ ნინოს, შემდეგ კი ეშმაკურად მომღიმარ, უფროსწორად დაჭყანულ ნატას შევხედე გაბრაზებულმა. ცოტახანში ნინოს თვალების მოჭუტვით რაღაც ვანიშნე. მალევე პოზიციები გავცვალეთ, ახლა უკვე ნატას წივილზე ვიცინოდით. ეს გიჟ_ქალა ტანსაცმლით დუშის ქვეშ დავაყენეთ, უფროსწორად დავდეთ და ცივი წყლის გემოს ვაზიარეთ. კიდე ბევრი ვიგიჟეთ, სამივე დავსველდით და რამდენიმე საათის შემდეგ მშრალები, მშრალი თანსაცმლით და დაწყნარებული სახით, სამზარეულოში საჭმლის წინ წარვსდექით. გემრიელად მივირთვით , შეიძლება ითქვას დამშეულებმა ყველაფერი გადავჭამეთ. ძალიან გავერთე და ჩემმა სიბრაზემაც გადაიარა, რადგან ვფიქრობდი, რომ, რომ არა რატი ასე ძალიან ვერ გავერთობოდი ჩემს ტკბილებთან ერთად. სიბრაზის სადღაც 40% მადლიერებამ შეცვალა და მეც დიდი ტვირთი მომეხსნა, რადგან ზოგადად არ მიყვარს, როცა თავს აფორიაქებულად ვგრძნობ, ასე კი მაშინ ხდება, როცა რაიმე მწყინს, ვბრაზდები ან ვინმეს სწყინს ჩემგან და ბრაზდება. ეს უკანასკნელი უფრო დიდ დისკომფორტს მიქმნის.
საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ახლა მე ვიყავი მსხვერპლი და ამ მდგომარეობასაც წარმატებით ვუმკლავდებოდი. თვეზე მეტი, რატისთან არანაირი შეხება არ მქონია მიუხედავად ბევრი მცდელობისა ვერ ახერხებდა ჩემს შემორიგებას და მეც ჯიუტად, ყოველ ჯერზე ვუქცევდი ზურგს. ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს მისი მიმართულებით. არც გოგოებს ვესაუბრებოდი მასზე და არც საკუთარ თავს ვღლიდი მასზე ფიქრებით. მოკლედ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ჩემი პირიდან სიტყვა რატი ან რაიმე, რაც მას შეეხებოდა არ ამოსულა. ამით კმაყოფილიც კი ვიყავი და საკუთარ თავს გულში ყოველდღე ათიანს ვუწერდი და სხვადასხვა ეპითეტებით ვამკობდი.
თავს არ ვიფასებდი უბრალოდ, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ არ იყო საჭირო იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც აუცილებლად მატკენდა გულს და მას ათას ნაკუწად დამიგლეჯდა. ასეთ ადამიანებს მთელი ცხოვრება თავს ვარიდებ და ალბათ, ასე უკეთესია. რატიც მორიგი ასეთი პიროვნება იყო, რომელთანაც რამდენიმე სოლოს გარდა არაფერი მაკავშირებდა. გული მიგრძნობდა, რომ მასთან ურთიერთობა დამღუპავდა და საბოლოოდ გამანადგურებდა.

_ ლი, პრივეტ, როგორ ხარ?
_ კარგად, ნატა, შენ?
_ რავი არამიშავს. გოგო ლალი შემხვდა დღეს და ახალი ამბავი მითხრა, რეპეტიციაზე უნდა ეთქვა, მაგრამ ვინ აცადა?! _იცინის.
_ ვაა, კაია რამე?
_ კი ძალიან მაგარი და თან იაფი. იმედია გამოვა ეს ამბავი!
_ გოგო, მორჩი ინტრიგნობას და მითხარი უკვე!
_ აჰაჰჰ, კარგი, კარგი ესეიგი სულ რაღაც 10 დღეში, შეიძლება პრაღაში წავიდეთ 5 დღით.
_ ჰაა, ღადაობ?
_ არა, არ ვღადაობ, მართლა, მეც ჯერ კიდევ გაოცებული ვარ.
_ გოგო ფულის თემაზე რას აპირებს, იქნებ ყველა ვერ შოულობს 10 დღეში?
_ ჰო, მეც დავინტერესდი და მითხრა პრობლემა არაა, ჯერ ერთი ძალიან იაფი ჯდება, მეორეც თუ ვერ მოასწრებთ ტურისტული კომპანია განვადებასაც გთავაზობთო.
_ ეე, გოგო, წავსულვართ და ეგაა?! _ ბედნიერებისგან ვცეკვავ და გიჟივით ვიცინი.
_ ჰოო, კარგია რომ გაგიხარდა, მაგრამ არის ერთი პრობლემა. რეპეტიციები 10 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ ჩაგვიტარდება, დილითაც და საღამოსაც. პროგრამა დიდია, დრო კი სულ ცოტა. სკოლის გაცდენაც მოგვიწევს, ალბათ.
_ ვაუუუ, მაგარია გოგო, მაგაში ცუდს რას ხედავ? ყოველდღე ორჯერ ცეკვას რა ჯობია? _ვიცინი. მგონი, პრაღაში წასვლაზე მეტად, ამან გამახარა.
_ უი, ჰოო სულ დამავიწყდა, რომ ჩემი დაქალი ცეკვის გამოუსწორებელი თაყვანისმცემელია, მაპატიეთ, მაგრამ მინუსი მაგასაც აქვს საყვარელო...
_აბა მიდი ჩამაშხამე რამენაირად?!
_აუცილებლად, 10 დღის განმავლობაში 5 ან 6 საათი, ან კიდევ მეტი ყოველდღე ვის უნდა უყურო ვისოო?
_ აუ რა სულელი ხარ, ნატა. შენ გგონია რატი ამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის? მაგაზე ფიქრიც კი ზედმეტია!
_ხოხ, მე თაკოს ვგულისხმობდი, რატიზე რატომ იფიქრე?_გაკვირვებული ჩანდა. _შენ ეგ ხო არ, ჰაა?
_ნუ დებილობ, ნატა მძულს ეგ ადამიანი და შენზე გავბრაზდი, რომ მისი სახელი ამდენი ხნის მერე კვლავ მათქმევინე!!!
_კაი, კაი მაპატიე, მაპატიე. მაგრამ მე რა შუაში ვარ?_ იცინის.
_ნატააა...
_კარგი ჰო, გავჩუმდი._სიცილს ურცხვად მაინც არ წყვეტს.
_კარგი წავედი ეხლა, მშია.
_ცოტა ჭამე, არ გასუქდე.
_შენღა მაკლდი, გამანებე ახლა თავი.


10 დღე მალე გავიდა და დადგა ჩემი ზღაპრის მეორე ნაწილის დროც. ხვალ დილით, 6
საათზე თბილისს მოვშორდებით, რამდენიმე საათში საზღვარსაც გადავკვეთავთ და
დაიწყება ჩემი საოცნებო მოგზაურობა პრაღაში. ღამით თითქმის არ მეძინა. 3 საათზე
ჩამთვლიმა, 4 საათზე კი მაღვიძარამაც დასჭექა.

აქეთ_იქით დავრბოდი, ხან პირველ, ხანაც მეორე სართულზე. ფორმებს და წასაღები
ნივთების სიას ყოველ გავლაზე ვამოწმებდი, რომ არაფერი დამრჩენოდა. ზოგადად ასე ხდება ყოველი მოგზაურობისა, თუ კონცერტის წინ. სცენაზე დგომა ჩემთვის ყველაფერია, ცეკვა ეს ხომ აღმაფრენაა. თითქოს ამ დროს ყველაფერი ცუდი გავიწყდება, მხოლოდ იმაზე კონცენტრირდები, რომ საკუთარ თავს და მაყურებელს ასიამოვნო. ბოლოს კი აპლოდისმენტები, ეს საუკეთესო რამაა ამ ქვეყნად, ეს არის დაფასება იმ შენი შრომისა, რაშიც უამრავი ენერგია ჩადე, სწორედ აპლოდისმენტებია ჩვენი, მოცეკვავეების, დაფასება. სამწუხაროდ, ამით სიამოვნების მიღება საქართველოში ძალიან რთულია, რადგან ხალხი ტაშს უმეტესად მხოლოდ საკუთარი შვილის ანსამბლს უკრავს. ამას, როდესაც ვამბობ ყოველთვის მეცინება. უცხოეთში ყველაფერი სხვაგვარადაა. კონკურსებზე, ფესტივალებზე, სადაც ანსამბლები ხელჩართულ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი, მაყურებელი,მაშინაც კი არ ჩერდება, როცა თავისი ქვეყნის წარმომადგენელი არ ცეკვავს, არა მარტო ცეკვის ბოლოს, ასევე ცეკვის მსვლელობისას. ყოველი სოლოს დაწყებას, მუსიკის ტონალობის მკვეთრ ცვლილებას შეძახილებითა და აპლოდისმენტებით ხვდება. აი ეს არის ბედნიერება. ეს არის რისთვისაც ვიბრძვით, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სხვა ქვეყნებში „გავრბივართ“. ჩვენივე კულტურას თავადვე არ ვაფასებთ, სამაგიეროდ coldplays ანაც nekka_ს კონცერტს არავინ ვტოვებთ, ვიხდით სამჯერ ან უფრო მეტჯერ ბევრს. აი ეს არის ჩვენი აწყმო. ამ ნოსტალგიის ფონზე, მახსენდება, რომ 3 საოცარი კონცერტი მელის სხვა ქვეყანაში, საოცარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საკუთარი თვალით დანახვა, ამაზე მეტად რა უნდა მახარებდეს?! ბედნიერებისგან არ ვჩერდები, ვცეკვავ, რაღაც არაამქვეყნიურ ილეთებს ვაკეთებ, ვცანცარებ ბოლო დონეზე. ცანცარი კარგად არასდროს მთავრდება ხოლმე, ამიტომ უეცრად ვეცემი და ფეხში ნაცნობზე ბევრად მწარე ტკივილს ვგრძნობ, თავს ძლივს ვიკავებ კივილისგან, რადგან არ მინდა ბებიაჩემის ყურადღება მივიქციო, თვალებიდან ნიკაპამდე ცრემლები ფერხულს ასრულებენ, ჩემი გული კი შიშისგან დოლივით მიტყაპუნებს, ისე, რომ საცაა ყურებს გამიხვრეტს. ცუდად ვარ, ტკივილს ვეღარ ვუძლებ, ერთადერთი კი ვინც მახსენდება დათოა. ტელეფონს ვიღებ და მასთან ვრეკავ, რადგან გამაყუჩებლის წამოღება ვთხოვო:
_ ლიი, მე მქონდა, მაგრამ რატის ვათხოვე, მგონი, კუნთი ქონდა დაჭიმული და ვერ ცეკვავდა, ახლაც მასთანაა დაურეკე და წამოგიღებს._ უსიამოვნოდ დავიჭყანე და იძულებით ისღა ვუთხარი კარგი_თქო.
_რატი, პრივეტ ლილე ვარ, დათოს ფეხის ტკივილ გამაყუჩებელი მინდა, მითხრა რომ შენ გაქვს, იქნებ წამომიღო რა, ძალიან მჭირდება?!
_არაა პრობლემა, მაგრამ გაფრთხილებ, ეს რომ დაისხა შეიძლება იმაზე მეტად გეტკინოს, ვიდრე ამის გარეშე გტკივა.
_ არაუშავს გავუძლებ, უბრალოდ, არავის უთხრა და არ დაგავიწყდეს წამოღება.
_კარგი, შეხვედრამდე პრინცესა. _ნორმალურ მდგომარეობაში, ალბათ არ გავთიშავდი ტელეფონს, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი პრინცესას, ნამდვილად, ვერ გამოვეკიდებოდი.

ნახევარ საათში დარბაზის შენობის წინ ვიდექი. ვერ გეტყვით, როგორ მოვახერხე ჩემი
ტკივილის დამალვა ოჯახის წევრებისგან. თითქმის ყველა იქ იყო უკვე, მათ შორის ჩემი გოგოებიც და დათოც, უი, თქვენთვის დათო არ გამიცნია. უზომოდ კარგი მოცეკვავე, რომლის ყურებაც ჩემში რაღაც განსხვავებულ გრძნობას იწვევს, მაჟრჟოლებს, მბურძგლავს. არვიცი ზუსტად როგორ გითხრათ, ამას ვერც შევძლებ, უბრალოდ მინდა დაახლოებით მიგახვედროთ რამდენად კარგი მოცეკვავეა. ტყუპი ძმა ყავს, ნიკა, ისიც არ ჩამორჩება დათოს ცეკვით, მაგრამ სადღაც, გულის პატარა კუნჭულში, ყოველთვის მაინც დათო მერჩივნა. ორივე კარგი ბიჭები არიან, ძალიან დიდ პატივს ვცემ და კარგადაც ვმეგობრობთ.
როდესაც, ყველას მივესალმე და დათოსაც ჩემს ტკივილზე მოვუყევი, აქეთ–იქით დავიწყე ყურება და რატის ძებნა, მაგრამ ვერსად ვპოულობდი. დათოს ვკითხე და მიპასუხა ჯერ არ მოსულაო. ცოტახანში ისიც გამოჩნდა თაკოსთან ერთად, სახეზე სადღაც ჯანდაბაში გადაკარგული ფერი კვლავ მომეცა და იმედიანი თვალებით ველოდებოდი როდის მოგვიახლოვდებოდა. არავისთან არაფერს ვიმჩნევდი, მაგრამ მუხლი იმდენად მტკიოდა, ბოლო ხმაზე წივილი მინდოდა.
რატის ზურგზე ხელი შევახე, როდესაც გამომხედა მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვკითხე წამოიღე თუ არა_თქო, თავი დამიქნია და თითქოს შვება ვიგრძენი. რამდენიმე წუთში ბავშვები დაიშალნენ, რატისთან კი საუბრის საშუალება მომეცა:
_ძალიან გტკივა?
_ყოველ წამს მკლავს!_ სახე დაეჭყანა.
_ცუდია, რას იზამ? როდის გაიკეთებ წამალს?
_ჯერ არა, ჩემები თვალს არ მაშორებენ, რომ წავალთ გაჩერების დროს სადმე შევიმალები და გავიკეთებ.
_კიდევ გაფრთხილებ, რომ ძალიან მწარეა!
_არაუშავს, მთავარია გამიაროს. სადაც აქამდე ავიტანე, მაგასაც გავუძლებ.
_კარგი, როგორც გინდა.

სადღაც 15 წუთში ყველამ ჩვენი ადგილები დავიკავეთ, ოჯახისწევრებს დავემშვიდობეთ და გზას გავუდექით. უკან, 4 სკამზე, როგორც ყოველთვის, მე, ნატა და ნინო დავსხედით. ერთი ადგილი სიფართოვისთვის დავიტოვეთ, რომ ღამით ნორმალურად დაგვეძინა. ჩვენს წინ, მარჯვენა მხარეს, რატი და თაკო, მარცხნივ კი_ დათო და ნიკა ისხდნენ. ავტობუსში ბევრი თავისუფალი ადგილი იყო, რაც მამშვიდებდა, რადგან უკანა ადგილებს ბევრი დადებითის გარდა, ერთი დიდი უარყოფითი თვისება აქვს, ჰაერი ყოველთვის ყველაზე ნაკლებია, მე კი ნამდვილად არ მინდოდა ჩემი ფეხის ტკივილს უჰაერობაც შემატოდა.

1 საათზე მეტი გაუჩერებლად ვიარეთ, შემდეგ კი მძღოლმა გაგვიჩერა და 15 წუთი
შესვენება დაგვინიშნა. შვებით ამოვისუნთქე და რატის თვალი თვალში გავუყარე,
რომელიც მანამდეც მე მიყურებდა, მანაც თითქოს ამოისუნთქა და თვალებით მანიშნა არ ჩახვიდეო. რამდენიმე წუთში ავტობუსი დაცარიელდა. რატი გამაყუჩებლით ხელში ჩემთან მოვიდა. ზურგით ფანჯარას ვეყუდებოდი, ნატკენი ფეხი კი ორ სკამზე გამეშალა და ადიდასის სპორტული შარვლის აწევას ვცდილობდი, მაგრამ მუხლი არ მაძლევდა საშუალებას.
_დაიცადე მე აგიწევ! _მითხრა რატიმ.
_თუ არ შეწუხდები?! _შარვალი ამიწია და მითხრა:
_მისმინე ძალიან მწარეა, იქნებ არ გინდა?!
_რატი, არ ჯობია ეხლა მეტკინოს და მერე დავისვენო, ვიდრე სულ მტკიოდეს და გულში ვბღაოდე? წინ 3 კონცერტია. უკვე გამოცდილი მაქვს და ვიცი, რამდენად ძნელია კონცერტი ნატკენი ფეხით იცეკვო, აღარ მინდა ეს კიდევ გადავიტანო, ძალიან გთხოვ, რაც შეიძლება მალე დავამთავროთ ეს ამბავი. თავს უხერხულად ვგრძნობ შენთან ისედაც.
_ახლა შენს ფეხს მივხედოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დავილაპარაკებთ იმაზე, რასაც დიდი ხანია თავს არიდებ!
_ფეხი მტკივა, რატი.
_კარგი, კარგი, გიკეთებ, იცოდე არ იკივლო და ხალხი არ ამოყარო, რამდენიმე წამში დაიწყებს მოქმედებას.
_კარგი._მართლაც, რამდენიმე წამში ფეხში სასწაული ტკივილი ვიგრძენი, ეს არ იყო ის ტკივილი, რასაც დილიდან ვგრძნობდი. ეს იყო რისხვა, თვითონ ამ ტკივილისთვისაც, რომელიც მანადგურებდა.
_ვაიმე, რატიი...
_დამშვიდდი, გაუძელი რამდენიმე წუთი, გაუძელი!!!
_ვაიმე..._ წივილი მინდა და ვაპირებ კიდეც, მაგრამ რომ არავინ გაიგოს თითებს, ან შეიძლება მთელ ხელსაც კი პირში ვიდებ და კბილებს ვაჭერ, ამის დანახვაზე რატი სწრაფად მოქმედებს:
_რას აკეთებ სულელო, სულ გაგიჟდი? მოდი ჩემთან! _ხელს პირიდან მაცლის და მთელი ძალით მიხუტებს. თავს მის კისერში ვათავსებ და ვცდილობ წივილის ხმა დავადაბლო, გამომდის კიდეც. ამ ტანჯვით მოცულმა რამდენიმე წუთმა საუკუნედ მომაჩვენა თავი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩაბარდა წარსულს, გამიარა, მაგრამ ვერც კი ვიგრძენი. რატის ისევ მთელი ძალით მივხუტებოდი და სულაც არ მინდოდა ამის დასრულება.
_არ გაგიარა?
_არა, ცოტახანიც.
_თუ გინდა სულ ასე ვიყოთ, ოღონდ ჯერ მაპატიე.
_გაპატი...დაიცა რა? _უცბად უკან გამოვიწიე და თვალები დავაჭყიტე. _არც იოცნებო, რატი წერეთელო! _სწრაფად წამოვვარდი და გასვლა ვცადე, მაგრამ შემეწინააღმდეგა:
_გამიშვი, არანორმალურო!
_ჯერ მაპატიე!
_ნუ ხარ ბავშვი, გამიშვი_თქო!_ხელმეორედ ვცადე გასვლა, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა. _რატი შემოგარტყავ ახლა, გეუბნები გამიშვი_თქო!!! _ვმწარდებოდი და თანაც ბრაზი მერეოდა, არვიცი რა გამეკეთებინა, ამ დროს კი ყოველთვის სისულელეებს ვაკეთებ.
_აბა გაბედე!
_რატი, ნუ მიწვევ, გამიშვი, საბოლოოდ გაფრთხილებ!
_არ გიშვებდი, არ გიშვებ და არც ამის შემდეგ გაგიშვებ, ლილე!
_რეებს ბოდავ, იდიოტო? მგონი, სულ გაგაგიჟა თაკომ?!
_თაკომ არა, მე ვიცი ვინც გამაგიჟა, გინდა გითხრა?
_არ მაინტერესებს, გამიშვი, მერამდენედ გითხრა! _საბოლოოდ ვცდილობ გასვლას. კიდევ მეწინააღმდეგება, წელზე ხელს მკიდებს, ცდილობს თავისკენ მიმიზიდოს, მაგრამ რაც ძალა მაქვს მისგან თავის დახწევას ვცდილობ, თავს უკან ვწევ და სახეში სილას ვაწნი, გაოცებულს ხელებში ძალა ეკარგება, ორივე ხელით უკან ვწევ, სკამზე ეცემა და უკვე სამშვიდობოს ვარ, მაგრამ არვიცი რა მოხდება ამის შემდეგ.
_მე გაგაფრთხილე! _სწრაფი ნაბიჯებით კარებისკენ მივდივარ, მაგრამ მისი ხელი ჩემსას ეხება.
_ ახლა რა იქნება? დავიღუპე? ჩემს მაგივრად ყველას უთხარი, რომ მიყვარდნენ, გთხოვ. ისიც თქვი, რომ გმირულად დავიღუპე და ყველაფრის გამოსწორების შანსი, რომ ჰქონოდა მაინც იგივეს გააკეთებდაო. _ცუდად ვიყავი, მეშინოდა, პირველად მეშინოდა რატისი. ზურგით ვიდექი და შებრუნებას ვერ ვბედავდი. რამდენიმე წამში შემატრიალა, თავი დამნაშავესავით ქვემოთ მქონდა დახრილი და ძირს ვიყურებოდი, როდესაც შეხედვა გავბედე, დავინახე მისი გაცეცხლებული თვალები, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, უეცრად სიცილი დაიწყო, ხელი გამიშვა და ჩაიკეცა, სიცილით კვდებოდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. გაოცებული შევყურებდი ამ სასწაულს. რამდენიმე წუთი ასე ვიდექი, მე გაოცებული ის კი ჩაკეცილი.
_კარგად ხარ? _ძლივს, აღმომხდა.
_გავთანაბრდით, შენ მაპატიებ თუ გინდა, რომ ეს სილა დავივიწყო.
_და თუ არ გაპატიებ?
–თუ არ მაპატიებ, მოგკლავ და არც იფიქრო, რომ ამას ვერ შევძლებ!
_მემუქრები?
_არა გაფრთხილებ, ისევე, როგორც შენ.
_მე კი გეუბნებოდი, გეუბნები და გეტყვი კიდეც: არ გაპატიებ, რატი წერეთელო, არა!!! _ და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.


„ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი დ ა ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა მ დ ე ბ ე ვ რ ი ა“



ესეც მესამე თავი, მეგობრებო. იმედია მოგეწონებათ. <3



№1 სტუმარი ninola

ძალიან მომწონს, წერის სტილიც კარგიგაქვს და ველოდები შემდეგ თავს და მეტყვი როდის დადებ?

 


№2  offline წევრი თათი

ninola
ძალიან მომწონს, წერის სტილიც კარგიგაქვს და ველოდები შემდეგ თავს და მეტყვი როდის დადებ?

მადლობა დიდი. შევეცდები დღეს დავდო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent