მხოლოდ ჩემი ხარ! (მეხუთე თავი)
შეხვედრის დასასრულს კი ერთმანეთს ინგლისურად დაემშვიდობნენ. მიოცა ეს რას ნიშნავს.... -ალექსანდრე ორივე მხარემ იცოდით ინგლისური და მაინც მე მათარგმნინე? -ვკითხე გაბრაზებულმა. -ასე უფრო დამაჯერებელი იყო. -მითხრა და გამიღიმა. -მორჩა მე ასეთ შეხვედრებზე მეორედ აღარ გამოგყვები. -გაბრაზდი მშიშარა ქალბატონო? -კი თანაც ძალიან. -მე ხომ გითხარი შეგეძლო დარჩენილიყავი, მაგრამ შენ წამოსვლა ამჯობინე. -იმიტომ რომ შენი დახმარება მინდოდა და თან... კარგი დაივიწყე გავბრაზდი და მორჩა. არ დამელაპარაკო. -ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი. სასტუმროში მივედით. ცოტახანს დავისვენე და სიცხის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე ქალაქის დათვარიელება. ისე წავედი ალექსანდრესთვის არაფერი მითქვამს. სეირნობაში კი უკვე შემომაღამდა. ერთერთ ქუჩას მივუყვებოდი როცა უკნიდან ვიღაცამ მკლავში ჩამავლო ხელი და თავისკენ შემატრიალა, თავიდან ყვირილს ვაპირებდი მაგრამ გადავიფიქრე რადგან ალექსანდრე იყო, თუმცა სახეზე ეტყობოდა რომ ძალიან გაბრაზებული. -სად დადიხარ გოგო! მთელი ქალაქი გადავატრიალე ძლივს გიპოვე, სრულ ჭკუაზე ხარ მარიამ რამე რომ მოგსვლოდა ან ვინმე რომ... ჯანდაბა... ტელეფონს მაინც რატომ არ პასუხობ-ბოლო ხმაზე ყვიროდა შუა ქუჩაში. -ნუ მიყვირიხარ, და ხელი გამიშვი მეტკინა. -ხელი მაშინვე შემიშვა. -ტელეფონი სად გაქვს? -ჩანთაში. -ვუთხარი და ძებნა დავუწყე. -კარგად შეინახე. -27გამოტოვებული ზარი? -ხო რა გაგიკვირდა, რომელ საათზე გამოხვედი სასტუმროდან? -ხუთზე. -და ახლა რომელია? -საათს დავხედე. -ათი. -მგონი 27კიდევ ცოტაა. წამოდი ახლავე წავიდეთ სასტუმროში. მეორედ კი ასე აღარ მოიქცე. -რა უფლებით მიკრძალავ რამეს, ვინ ხარ რომ ასე მელაპარაკები? -შენი აზრით? ვინ ვარ შენთვის მარიამ.? -მხოლოდ ჩემი უფროსი, სამსახურში და მგონი ახლა არ ხარ ვალდებული ჩემზე იზრუნო. -მხოლოდ უფროსი ესეიგი ხომ! კარგი იყოს ასე. -ვერ გავიგე რა გინდათ. -ვუთხარი და ტაქსი გავაჩერე. სასტუმრომდე ხმა არცეთს არ ამოგვიღია. -ღამემშვიდობისა! -ეს იყო უკანასკნელი რაც მითხრა და ნომერში შევიდა. მეც დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, გაბრაზებული ვიყავი მასზე როგორ ბედავს და მასწავლის სად, როგორ, ან როდის ვიარო. "იქნებ რამეს გრძნობს შენს მიმართ? "ფიქრებში ჩაერთო ჩემი "მე". არა სისულელეებს მეუბნევი გამანებე თავი მეძინება, ჩემივე ფიქრები მე თვითონვე ვუარყავი და ძილის სამყაროში გადავეშვი. გამთენიისაა კარზე კაკუნმა გამაღვძა. -ღმერთო ეს თუ ალექსანდრეა გეფიცები ვაზღვევინებ ასე ადრიანად გაიღვიძებას-ფეხზე წამოვდექი და კარი გამოვაღე. -შენ კარგად ხარ? რომელი საათია იცი? -მგონიიიი ექვსი -მითხრა და გამიღიმა -შენ რა მთვრალი ხარ? -შეიძლება ასეც ითქვას. მისმინე არ გინდა სადმე წვიდეთ? -რა სისულელეებს ლაპარაკობ, ამ დილა უთენია სად უნდა წავიდეთ.. -გავისეირნოთ, მინდა წუხანდელი ღამე გამოვასწორო. -არააა საჭირო. ახლა კი წადი დაიძინე ცოტახანს მაინც. -არ მოდიხარ და მარტო წავალ. -მართალი ხარ, წახვალ ოღონდ შენს ნომერში. -ვუთხარი და კარისკენ ვანიშნე. -არ მინდა. -მითხრა, კედელს ჩაუყვა და იატაკზე დაჯდა. -რას აკეთებ ადექი ახლავე-ვუთხარი და ხელი გავუწოდე. მანაც არ დააყოვნა სწრაფად ჩამჭიდა, მაგრამ ადგომის ნაცვლად მეც დაბლა მოვთავსდი. -ალექსანდრე! ასე რატომ იქცევი? რამე ხდება? -ვკითხე მან კი მხოლოდ გამიღიმა. -ყველაფერზე ნუ იცინიხარ, მართლა იდიოტი ხომ არხარ არა? -სიცილსაც მიკრძალავ? -კიდევ რა აგიკრძალე მაინტერესებს? -შენზე ზრუნვა. -მითხრა ღიმილით. -კარგი საკმარისია-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი -მოდი დაგეხმარები-ისიც წამოვაყენე და ოთახში შევიყვანე. -გამოიძინე, მე გავალ. -მარიამ! -დამიძახა როცა გასვლა დავაპირე. -გისმენ, გინდა რამე? - არაფერი დაივიწყე. -მითხრა და საწოლზე გადაწვა. მე კი ოთახი დავტოვე და ნომერში დავბრუნდი. ათი ხდებოდა რომ გამეღვიძა. მოვწესრიგდი და სასაუზმოდ ჩავედი. ვისაუზმე კიდეც მაგრამ მარტომ, ის არ ჩამოსულა. საღამოს თბილისში ვბრუნდებოდით, ამიტომ ცოტა გასეირნება გადავწყვიტე, ისევ იმ ქუჩას მივადექი სადაც გუშინ ღამე ვიყავით. გამახსენდა მისი სიტყვები"ვინ ვარ შენთვის? " -არავინ, არავინ მარიამ ის შენთვის არავინააა, მხოლოდ უფროსი. მორჩა ამაზე აღარ იფიქრო. -ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სვლა განვაგრძე. შუადღისთვის დავბრუდი, მაშინვე ნომერში ავედი და ნივთები შევაგროვე. მერე კი კაფეში ჩავედი. -მარიამ, სად იყავი დილიდან? -თითქოს რაღაც შეიცვალა მის ხმაში. -შენ სად იყავი? -კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. მან კი გაიღიმა და სკამზე ჩამოჯდა. -არსად! მზად ხარ? ორ საათში გავდივართ. -კი. -კარგი, მე უნდა გავიდე, საქმე მაქვს, ერთ საათში დავბრუნდი და წავიდეთ. -მითხრა და დამტოვა. -ღმერთო ნეტავ რა დაემართა? -გამიკვირდა მისი ასეთი უხასიათობა. დარჩენილი დრო მაღაზიებში გავატარე. შემდეგ კი სასტუმროში დავბრუნდი. ნომერში ავედი და ჩანთა ჩამოვიტანე. -წავიდეთ? -მკითხა ალექსანდრემ. მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. ტაქსი გავაჩერეთ და აეროპორტში წავედით. მალევე თვითმფრინავში ვისხედით. ისევ იგივე განცდა, ისევ ალექსანდრეზე ჩაჭიდებული ხელი, მაგრამ არანაირი თბილი სიტყვები. აბა სხვას რას ელოდი მარიამ.? მალე თბილისის აეროპორტში დავეშვით. -ხვალამდე ბატონო ალექსანდრე! -ვუთხარი და ტაქსის გაჩერებისკენ წავედი. არც კი უკითხავს რითი წავიდოდი, არც კი დაინტერესებულია. გაბრაზებული ჩავჯექი მანქანაში და მისამართი ვუკარნახე. სახლში მისულმა მაშინვე გოგონებს დავურეკე და სადმე გასვლა ვთხოვე. ისინიც დამთანხმდენ. -აბა რა გეგონა რომ უთხარი ჩემზე არ იზრუნოოო?!-მითხრა ლანამ როგორც კი ჩემი ამბის მოყოლა დავასრულე. -მე სხვა რამ ვიგულისხმე, მან კი სულ სხვანაირად გაიგო. -მარიამ ამდენს რატომ ფიქრობ მასზე? -არ ვიცი ლიზა უბრალოდ არ მომწონს ასე რომ იქცევა. -თუ მხოლოდ ესაა მიზეზი მაშინ.... -სხვა რა უნდა იყოს ლანა? -არ ვიცი, არ ვიცი. -თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ ასე რომ ვუთხარი, უბრალოდ ხომ შეეძლო ეკითხა მაინც.. -და რა, რა ეთქვა? -მკითხა ლანამ -მცირეოდენი ყურადღება გამოეჩინა, ზრდილობის გამო მაინც. -მე შენ გამაგიჟენ მარიამ, ბიჭს ეუბნევი არ იზრუნოო და მერე ყურადღებას ითხოვ მისგან, თან... -ლანას სიტყვა ჩემი მობილურის ხმამ გააწყვეტინა. ტელეფონი ამოვიღე და დავხედე ვინ რეკავდა. -ვინ არის? -მკითხა ლიზამ. -ალექსანდრეა. -და რა იცი მხოლოდ ნომერი აწერია -გაკვირვებულმა დახედა ტელეფონს ლანამ. -იმიტომ რომ ვერ გამიგია ვინ ან რა არის ბატონი ალექსანდრე ქალდანი. -არ უპასუხებ? -მოზუზუნე ტელეფონზე მანიშნა ლიზამ. მეც სხვა გზა არ მქონდა. -გისმენთ. -კიდევ კარგი რომ მისმენ, სად გქონდა ტელეფონი?...თუმცა რა ჩემი საქმეა. -ოხ ეს ირონია. მობილური სპიკერზე ჩართე რომ გოგონებსაც გაეგოთ ვინ იყო სინამდვილეში მათთვის იდიალი პიროვნება. -თუ ჩემს დასაცინად დარეკეთ გავთიშავ. -არა! მისმინე მეილზე ბექას კომპანიის პირობები გამოგიზავნე მინდა რომ გადახედო და ხვალ დემნასთან ერთად ხელშეკრულებაში შეიტანო. საკმაოდ ვრცელი კონტრაქტია ამიტომ გირჩევ ახლავე დაიწყო. -უკაცრავად?! მე თქვენ ვინ გგონივარ, ახლა სამსახურში არ ვარ ამიტომ არც ვალდებული ვარ მსგავსი საქმე ვაკეთო. -ვნახავ ვინ გააკეთებს, ხვალ დილას მზად გქონდეს, გადავხედავ და მერე დემნასთან იმუშავებ. -მითხრა და ტელეფონი გამითიშა. -აი ესეც თქვენი ალექსანდრე! -მივუბრუნდი გოგოებს და გაბრაზებულმა შევხედე. -აი უფროსიც. საკუთარ თავზე ზრუნავს მარტო. რომელი პლანეტიდანაა... -მკითხა ლანამ. -არ ვიცი-ვუპასუხე სიცილით. ნეტავ რა მაცინებს მთელი ღამის გათენება მომიწევს. -სულ ასეთია? -ხმა ამოიღო ლიზამ -ყოველთვის. როგორც კი ოფისში შემოვა ყველას გადაუვლის და მერე მთელი დღე მშვიდად ზის კაბინეტში. -არ მეგონა ასეთ, ნუ ყოველ შემთხვევაში არ ჩანს. -ვერ მივხვდი სახით მითხრა ლიზამ. -ხომ გაიგეთ რამდენი საქმე მაქვს, წავალ მე სახლში. -გოგონებს დავემშვიდობე და სახლისკენ გავუყევი გზას, იქვე ვიყავი ამიტომ ფეხით გავლა ვარჩიე. ღმერთო უკვე ზაფხული დამთავრდა და მე იმის მაგივრად რომ სადმე წავიდე დასასვენებლად დღედაღამე ვმუშაობ. იმდენი პირობა იყო რომ ლამის გავგიჟდი. როგორც იქნა დავასრულე და ფაილი კომპანიის მეილზე გავაგზავნე დილას ამოსაბეჭდად. მოვწესრიგდი და დასაძინებლად დავწექი. დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე ჩამეძინა. დილას მაღვიარას გამყრუებელი ხმა მაღვიძებს, ვემზადები და კომპანიაში მივდივარ. ბატონი ალექსანდრე უკვე იქ მხვდება. ფაილები ამოვაქსეროქსე და კაბინეტში შევუტანე. თუმცა იქ ნანახმა გამაკვირვა. -ამან მთელი ღამე აქ გაატარა? -ხმამაღლა ვკითხულობ როცა იქვე სავარძელში მძინარე ალექსანდრეს ვხედავ. თვალი კი კონიაკის ბოთლისკენ გამირბის რომელიც სულ ჩაცლილია. მასთან მივდივარ და ვცდილობ გამოვაფხიზლო. -ალექსანდრე, გაიღვიძე, ასე ცოდო ხარ გეტკინება რამე-რა მზრუნველი ცოლივით საუბრობ მარიამ? გადაასხი ცივი წყალი მალეც გააღვიძებს და ბევრსაც იხალისებ. მართლა ვიყავი ამის გამკეთებელი ჩემში კეთილ მეს რომ არ გაეღვიძა."იქნებ მასზეც იფიქრო, მთელი ღამე აქ გაატარა თან ნასვამიცაა, იქნებ რამე აწუხებს. "დამაფიქრა ამ აზრმა. ამიტომ ისევ ფრთხილად შევეხე. -ალექსანდრე. -ოდნავ შეირხა მაგრამ თვალები არ გაუხელია. ისევ ვცადე მაგრამ ამაოდ. ბოლოს უკვე ნერვები მომეშალა და ძლიერად შევარყიე. -კარგი რა სანდრო გაიღვიძე. -დავუყვირე მანაც ფრთხილად გაახილა თვალები. -ანგელოზი ხარ? - თქვა და თვალები ისევ დახუჭა. -ალექსანდრე, საბუთები მოვიტანე გადახედე და წავიღებ. -ვუთხარი მისი ნათქვამი დავაიგნორე და წასვლა დავაპირე თუმცა ხელით დამიჭირა. -სად მიდიხარ? -მკითხა და სავარძელზე წამოჯდა. თმა აუბრდოდა. თვალებს ძლივს ახელდა. აშკარა იყო რომ გვიან ჩაეძინა. მაგრამ მაინც სიმპათიურად გამოიყურებოდა. რას ბოდიალობ მარიამ. -გავალ, მინერალურს მიგიტან და დავბრუნდები. ვფიქრობ გჭირდება. -ხელი გამიშვა, მეც გავედი და ცოტახანში ბოთლით და ჭიქით ხელში კარებზე დაუკაკუნლებლად შევედი. ჯანდაბა მარიამ. -მე.. უკაცრავად... გავალ და... -სიტყვებს ძლივს ვაბამდი სწრაფად შევტრიალდი რომ მისი სხეულისთვის თვალი მომეშორებინა. -ჩაიცვით და მერე დავბრუნდები. -ვუთხარი და სახელურისკენ გავიწოდე ხელი. -შემობრუნდი მარიამ. -მისმა ხმამ გამაჩერა. თუმცა მე მაინც არ დავემორჩილე. -მარიამ! -ღმერთო როგორი მკაცრი ხმა აქვს ამ ბიჭს. ნელა შევბრუნდი მისკენ, მაგრამ თვალები არ გამიხელია. ხმას არ იღებდა, ამან მაიძულა ერთი თვალი გამეხილა. ცალი თვალით მოვავლე მზერა ოთახს. -მე მეძებ? -ყურთან ახლოს ჩამესმა მისი ხმა. -არა ჩემს უფროსს. -ვეცადე გამეღიმა. -თვალი. -რა თვალი? -ვკითხე გაკვირვებულმა. -შეგიძლია ორივე თავისუფალად გაახილო. -მითხრა და წინ დამიდგა. სულ დამავიწყდა ამ ხნის განმავლობაში რომ ცალი თვალით ვიყურბოდი. გაეღიმა, ალბათ მართლა სასაცილოდ გამოვიყურებოდი. -ეს მოგიტანეთ. -ვცადე სიტუაცია განმემუხტა, წყლის ბოთლი მაგიდაზე დავუდე. -მადლობა. -ბოთლს ხელი სტაცა და ერთიანად ჩაცალა. მე კი გაოცებული ვუყურებდი. -თქვენ.. ის... -თითი მისი პერანგისკენ გავიშვირე. -რა მოხდა? რამე მაქვს? -წამში დაიხედა ტანსაცმელზე. -არა... უბრალოდ... -თქვი მარიამ. -ღილები არასწორად გაქვთ შეკრული. -მივაყარე სათქმელი და კაბინეტი დავტოვე კიდევ ერთხელ ვერ გადავიტანდი მისი სხეულის დანახვას. -რა გჭირს მარიამ? -შევუტიე ჩემს თავს და საპირფარეშოს სარკეში მზერა გავუსწორე. "მოგწონს ხომ ასეა? "არ ჩერდებოდა შინაგანი ხმა. -არა! უბრალოდ ცუდი დროს შევედი და ამან გამოიწვია. -ცოტა დავმშვიდდი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. სამუშაო საათები დასრულდა და ჩემს მაგიდასთან ბატონი დემნა გაჩნდა. -აბა პატარა ქალბატონო დავიწყოთ? -მითხრა და საზიზღრად გამიღიმა. -სიტყვებს დაუკვირდით! იცით სადაც უნდა მიხვიდეთ, მეც მალე მოვალ. -ვუთხარი და ახლა აქიდან გაქრი თვალებით შევხედე. ჩემი საქმეები დავასრულე და მეც საკონფერეციოში შევედი. ის კი იდიუტური ღიმილით დამხვდა. -საქმეს მივხედოთ. -ვუთხარი და ფურცლები წინ დავუდე. ხმა არ ამოუღია. ათ საათამდე ვიმუშავეთ. მერე დავიშალეთ და სახლებში წავედით. ორი კვირა მოვანდომეთ ამ პირობების შედგენას, ხან აქ ვმუშაობდი, ხან სახლში, რამდენიმეჯერ კი ბექასთანაც მომიწია მისვლა. ალექსანდრე ისვ ისეთი იყო ჩემს მიმართ, ცივი, უხეში. არანაირი ზედმეტი არაფერი. სიმართლე გითხრათ უკვე მივეჩვიე მის ასეთ დამოკიდებულებას, მის შუა ღამით ზარებს და საქმის შესრულებას. მაგრამ რატომღაც მაინც, სადღაც აქ მარცხენა მხარეს, სიღრმეში მაინც მტკიოდა. -დღევანდელი დღის განრიგი შემოიტანე და შემოდი. -მითხრა და ტელეფონი გათიშა. მეც სწრაფად დავემორჩილე და კაბინეტში შევედი. -თორმეტ საათზე შეხვედრა გაქვთ ბექასთან. მერე ორზე თურქეთის კომპანიის წარმომადგელთან. ხუთზე კი თათბირი თანამშრომლებთან. -ეს გასაგებია. შენ და დემნა როგორ ხართ, მორჩით თუ... -დღეს დავამთავრებთ. -ვუპასუხე. -კარგი თავისუფალი ხარ. -კაბინეტი დავტოვე და საქმეს დავუბრუნდი. დღე სწრაფად გავიდა. უკვე ექვსი საათი იყო. ოფისი თითქოს დაიცალა.მე და ბატონი დემნაც მოვრჩით საქმეს. -ჩვენი ერთად მუშაობა აქ დამთავრდა. ამ საბუთებს ალექსანდრეს შევუტან და წავალ. -ვუთხარი და გასასვლელისკენ წავედი თუმცა წინ გადამიდგა. -აქამდე ბევრს ვითმენდი, მგონი დროა შენი ადგილი მიგიჩინო. -რა სისულელეს ლაპარაკობ. -ვცადე მოვშორებოდი და უკან დავიხიე, მანაც წინ გადმოდგა ნაბიჯი. ასე მივედი კედლამდე. ბოლოს უკვე წასასვლელი არ მქონდა. -რა იყო ასე გეშინია ჩემი? -მკითხა და ხელი ჩემს თმაზე ჩამოუსვა. -არ შემეხო, გაფრთხილებ არ შემახო შენი ბინძური ხელები. -ბოლო ხმაზე ვუყვირე. ხელი ვკარი, მაგრამ ისევ ჩემსკენ წამოვიდა. -იცი ასეთი მკაცრიც მომწონხარ მაგრამ იქნებ მშვიდად გვეცადა საუბარი? -არ ჩუმდებოდა. -უსაზიზღრესი პიროვნება ხარ.... ვერ გიტან... მომშორდი.. -ვყვიროდი, თუმცა ვიცოდი რომ კომპანიაში არავინ იქნებოდა. მაინც არ ვჩერდებოდი. -რა ადამიანი ხარ ერთი არა რომ არ გესმის! -დაწყნარდი შეგვიძლია მოვგვარდეთ, მხოლოდ ერთ ღამეს გთხოვ.. -ამაზრზენი ხარ.... -ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი იმის იმედით რომ ვინმე გაიგებდა. -ჯანდაბა ნუ ყვირიხარ თორემ ნახავ რისი გამკეთებელიც ვარ.... -ხელის ვერ დააკარებ! -ოთახში გიჟივით შემოვიდა ალექსანდრე. მასთან მოვარდა და გამეტებით ურტყავდა. ხმას ვერ ვიღებდი. როცა სისხლი დავინახე უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ვცადე მისთვის რამე მეთქვა. -მოკლავ ალექსანდრე, შეეშვი.... გთხოვ.... -შეშინებულმა ძლივს ამოვილაპარაკე თუმცა ის არ ჩერდებოდა. -სანდრო გთხოვ... -გაჩერდა და მე შემომხედა. სახეზე სისველე ვიგრძენი. ამდენ ხანს ნაგროვებმა ცრემლებმა თავისი გაიტანა. -აეთრიე ფეხზე -ისევ დემნას დაუბრუნდა. ფეხზე ააყენა და ოთახი დატოვა. რა დამემართა? ადგილიდან ვერ დავიძარი როცა მან ოთახი დატოვა. არ მეგონა... არ მეგონა თუ წავიდოდა. ვეღარ ვსუნთქავდი, ეს კედლები მახრჩობდა. ფეხზე წამოვდექი და სწრაფად დავტოვე შენობა. გარეთ გასულმა გრილი ჰაერი ხარბად შევისუნთქე და იქვე ტროტუალზე ჩამოვჯექი. არ ვჩერდებოდი, ვერ ვაკავებდი ცრემლებს. მტკიოდა, გული მტკიოდა და თან საშინლად. უცებ ვიგრძენი რომ უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა. -მარიამ! სწრაფად შევტრიალდი იმის იმედით რომ ის იქნებოდა. რა იქნებოდა ამ ერთხელ მაინც გამმართლებოდა. -ლუკა?! -ფეხზე წამოვდექი. -მარიამ აქ რას აკეთებ? ან რატომ ტირი? მიპასუხე! -გთხოვ ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ ახლა ჩამეხუტე გთხოვ... -მანაც სწრაფად დაფარა მანძილი და ძლიერად მოვეხვიე. -ლუკა წავიდეთ აქიდან, წამიყვანე რა გთხოვ... -კარგი წამოდი. მანქანა იქით გავაჩერე, ოღონდ მომიყვები რა მოხდა. -მანქანაში ჩავსხედით და იქაურობა დავტოვეთ. გზაში ყველაფერი მოვუყევი. თუმცა ნამდვილ მიზეზს რატომ ვტიროდი ასე ვერ ვეტყოდი. ვერ ავუხსნიდი იმას რაც ჩემს გულში ტრიალებდა. მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. -პრინცესა შემომხედე დარწმუნებული ვარ იმ იდიოტმა საკადრისი მიიღო ალესქისგან, რადგან ის შენს ცრემლებს არავის აპატიებს. ასე ნუ განიცდი გთხოვ, მაგრამ თუ კიდევ გაბედავს... -არა მორჩა, ის მე ვერ შემეხება. ახლა კი სახლში წავიდეთ რა. -ძლიერი ხარ, ეს იცოდე! -გამიღიმა და მანქანა დაძრა. სახლში მისული მაშინვე ჩემს ოთახში ავედი. მოვწესრიგდი და საწოლზე წამოვწექი. ვერ მოვისვენე, ბექასთან საუბარი მინდოდა. რადგან ვიცოდი რომ ამ ამბავს მაინც გაიგებდა და გამიბრაზდებოდა, ამიტომ მირჩევნია ჩემგან მოისმინოს. ფეხზე წამოვდექი და მის ოთახში გავედი, კარზე დავაკაკუნე და ფრთხილად გავაღე. -შეიძლება? -ვკითხე რადგან ტელეფონზე საუბრობდა. -კარგი მერე დაგირეკავ კიდევ. -უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. -მიდი მარიამ რამე მოხდა? -მკითხა და გამიღიმა. თანხმობის ნიშნად კი თავი დავუქნიე. -მოდი აქ-მითხრა და საწოლზე მანიშნა. მეც სწრაფად მოვთავსდი მის მკლავებში და მოყოლა დავიწყე, დროდადრო ცრემლებს მწმენდდა. მთელ მსოფლიოს მირჩევნია ბექა. ჩემს სიცოცხლესაც კი, ყველაზე მეტად მას ესმის ჩემი. -დარწმუნებული ვარ ალექსანდრეაგან საკადრისი მიიღო.-მითხრა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა. -ლუკამაც ეს მითხრა, ამიხსენი რას გულისხმობთ? -მალე ყველაფერს მიხვდები, აი ნახავ. -შენ ვის ესაუბრებოდი წეხან? -ყურადღება არ მივაქციე მის სიტყვებს. -ლიზას. -მშვიდად მიპასუხა, მე კი გაკვირვებულმა შევხედე. მის თვალებში უდიდესი სითბო და სიყვარული დავინახე. ცხოვრებაში პირვლად შემშურდა ლიზასი. -ბექა შენი აზრით თუ გიყვარს უნდა იბრძოლო? -აშკარად არ ელოდა ამ კითხვას. -ნებისმიერ ფასად ჩემო პატარა. შენ რა იყო ვინმე ხომ არ... -არა რა სისულელეა... უბრალოდ შენზე და ლიზაზე ვამბობ, ის ჯიუტი გოგოა მაგრამ საყვარელი არ დათმო ჩემო ძამიკო. -ვუთხარი და ლოყაზე მაგრად ვაკოცე. -მოდი გინდა ხვალ წყნეთში ავიდეთ? -როგორც სკოლის პერიოდში? -გავუღიმე, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი ყოველთვის იქ გავრბოდი. -ხო ოღონდ განსხვავება ისაა რომ გაპარვა არ მოგვიწევს. -მანაც გამიღიმა. -შაბათ-კვირას იქ გავატარებთ რას იტყვი? -კარგი წავიდეთ. -მეც დავეთანხმე. ცოტახანს კიდევ ვილაპარაკეთ მერე კი დავიძინეთ. დილას ტანსაცმელი მოვამზადეთ. ვისაუზმეთ და სახლი დავტოვეთ. მეგონა რომ მარტო მე და ბექა მივდიოდით მაგრამ იქ მისულს სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. - თქვენ აქ რა გინდათ? -ვკითხე გაკვირვებულმა. -სურპრიზი-მითხრა დაჩიმ. -შენ რა მართლა არ გველოდი? მაშინ წავალთ. -ვითომ ნაწყენმა ამოილაპარაკა ლუკამ. -არა უბრალოდ გამიკვირდა. -ვთქვი და გარემოს თვალი მოვავლე. ალექსანდრე არსად ჩანდა. -კარგი შევიდეთ რა სახლში. -განაცხადა ლანამ და სახლისკენ წავიდა. ყველა მას გავყევთ. -დამავიწყდა რომ მეთქვა, საღამოს ალექსი და მისი ბიძაშვილი ამოვლენ, პრობლემა ხომ არაა ბექა? -ჰკითხა ლუკამ -არა არანაირი, რაც მეტნი ვიქნებით მით უფრო გავერთობით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.