შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 12)


22-12-2018, 01:30
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 005

ელისაბეტმა იცოდა, რომ ერთხელ იმ დაწყევლილი სასახლიდან ფეხის გამოდგმის შემდეგ შიგნით აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მას ფიცი ჰქონდა დადებული გარდაცვლილი მშობლების საფლავთან, რომელიც საკუთარი ხელით გათხარა. ფრჩხილებით, მუშტებით ჩიჩქნიდა მიწას. ვერ დაუშვებდა, ვერაფერით დაუშვებდა დაეტოვებინა მათი უსულო სხეულები მიწის ზემოთ, რომ წაებილწათ ცხოველებს იმაზე უარესად ვიდრე კაცთა მოდგმამ წაბილწა ისინი.
საკუთარი ფიცი იყო ერთადერთი რაც შერჩენოდა ელისაბეტს, მის დათმობას არ აპირებდა. ხატად ჰყავდა, ყველაზე წმინდად მისი მშობლების საფლავი და მათი სახელის აბუჩად მოხსენიებას საკუთარ თავს ნამდვილად ვერ აპატიებდა. ალბათ ამიტომ იპყრობდა სევდა სასახლესთან გამოთხოვებისას, როდესაც მთავარსარდალსა და უფლისწულს შორის მიაჭენებდა ცხენს და საბოლოოდ ეთხოვებოდა ბარბაროსთა ბუდეს, ადგილს სადაც ხორციელ ბოროტებას ერთად მოეყარა თავი და კვარცხლბეგზე შემომჯდრები გადმოჰყურებდნენ სამყაროს და ანადგურებდნენ მას. სძულდა ელისაბეტს სამყაროში გამეფებული ბატონობა, სძულდა, როგორი უსამართლო იყო იგი, სძულდა, როგორი უძლური იყო ზოგი, და როგორი ძლიერი -სხვანი.
უფლისწულმა, რომ დატოვა და გამომშვიდობებისად პირობად კოცნა დაუტოვა ბაგეზე, გაახსენდა ელისაბეტს ყოველი და მოეგო ცივ გონებაზე. იგი აღარასოდეს აპირებდა დაბრუნებოდა სასახლეს, თუმცა კი, მისი განადგურება კვლავინდებურად წამდა, ხედავდა, ეს სურვილი მასში მიძინებულიყო და სამაგიეროდ, უფლისწულთან ყოფნის წადილი გამძაფრებულიყო ცეცხლის ალივით. კოცონად მოსდებოდა მის სხეულს და შთაინთქავდა ყოველივე სხვას რასაც კი გოგო შეიგრძნობდა.
-ნუთუ, ნუთუ მართლა არის შესაძლებელი თავი ანებო შურისძიების წადილს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი, მოუთოკავი გრძნობისათვის, რომელიც ერთობ მძვინვარობს სხეულსა და სულში, მძვინვარობს იმგვარ, რომ სუნთქვაც აღარ მძალმიძს მის გარეშე, თითქოს ჩემი სული წაიყოლა თან, იქ შორ მანძილზე და სხეული, სხეული უსულოდ გამოფიტულია, მკვდარი! -თავის თავს შეუგონა ელისაბეტმა.
კარავში დაიწყო სიარული. უნდა ეფიქრა, ეფიქრა ყოველივეზე. აბანოზისფერი თმები ანაზდად შემოხვეულ აბრეშუმისხალათზე ჩამოჰყროდა კულულებად, ისე მშვენებად, ისე ლამაზად მეტყველ უნარსდაკარგავდა მხილველი, ყოველი. მოშიშვლებულ მხრები უჩანდა პირველი სხივების ნათებაზე და მისი ბრინჯაოსფერი კანი, ისოდენ ბზინავდა, ვერცერთი ნელსაცხებელი ვერ ხელყოფდა მის სილამაზეს. თვალები ჰქონდა სავსე ფიქრითა და შეგონებით და მისი ერთობ აღტკინებული და შორს მჭვრეტი ირისები, ელვარებდნენ და ცეცხლის ალებს აფრქვევდნენ გარშემო.
ოჰ! ნუთუ ვინმეს სძალმიძდა ასეთი მშვენების ხილვა სხვას, მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა იგი და მხოლოდ ის ერთი იხილავდა ყოველ დილას ფიქრისაგან აღტკინებულსა და მშვენიერს, მხოლოდ ის ერთი ჩახედავდა დამშვენებულ, ოკიანისებრ თვალებში და ის ერთი შესძლებდა შეხებოდა თაფლივით ტკბილ, ღვინოსავით მათრობელა, მეწამულისფერ ბაგეებს, მაგრამ, ვაი, რომ არა სჩანდა ის ერთი, შორს იყო მისგან. მკვირცხლად, შეუდრეკად და მამაცად ეპოტინებოდა დიდების ქალაქს, დედოფალსა და ცენტრს ყოველივესას, კონსტანტინოპოლს.
იბრძოდა მეფის ვაჟი საყვარელი ქალისათვის და მისი ქალი, მიმოდიოდა აქეთ-იქით. ვეღარ შესძლო ერთ ადგილს ყოფნა და შეხსნა კარავი, გავიდა გარეთ და თოვლად დაპენტილ მდელოს გახედა.
მზის პირველი სხივები ეფერებოდა მდელოს, ეპოტინებოდა, ეალერსებოდა მსხვილ ფიფქებს და ისინიც, უკარება გოგონებივით, მაშინვე ხელთ ადნებოდნენ და ქრებოდნენ. არ უჩერდებოდნენ არვის. მათ შემხედვარეს სევდა მოაწვა დიაცს და გულგამალებით დაიწყო ფიქრი.
მას ხომ ჰყვარებია აქამდეც, სიყვარული კი საფიცი იყო ადრე, ახლა კი უფრო მოვალეობათა შესრულებას ჰგავდა თითოულისათვის. შეუძლებელი იყო გყვარებოდა ის ვინც, შენი ტოლ-სწორი არ აღმოჩნდებოდა და რა იცოდა ამაზე უკეთ ელისაბეტმა. რა, იცოდა...
მეფის ვაჟი, სამეფო ოჯახის წევრი, ქალაქების, ქვეყნებისა და სახელმწიფოების მმართველი იყო. თავად, გლეხის ოჯახში აღზრდილი, შურისძიებითა და იდუმალებით მოცული უცხომიწელი. რა მომავალი ელოდათ მათ, თუ არა, უფლისწულის მეფის გვირგვინი, მას კი - ხარჭობა!
ოჰ, როგორ ცდებოდა და ეთამაშებოდა ბედისწერა. სიმწრის ცრემლი მოადგა თვალზე. ერთობ აუღაჟღაჟდა ლოყები გაბრაზებისაგან, აროდეს დაუშვებდა უფლისწულის ხარჭა გამხდარიყო, აროდეს დაუშვებდა დაბრუნებდა იმ სასახლეს, არასოდეს!
მაშ, რა იქნებოდა მომავალი მათ, როდესც მეფის ვაჟი აუღებელ ციხესიმაგრეს, ბიზანტიის გულს აიღებდა და თავის სიყვარულს ხელით მოართმევდა გოგოს? რა იქნებოდა გაგრძელება მათი დაუწერელი ისტორიისა, რომლის ფურცლებიც, ასე ერთობ ცოტა შერჩენოდა უყდოდ გამოთლილ წიგნსა. რა ელოდა ელისაბეტს, უცხომიწიდან მოსულს, უცხო მიწაზე მყოფს?...
ცივი ჰაერი შემოეხვია გოგოს სხეულზე და კერად მიიღო იგი, როგორც ორი ზამთარი სწავლობდა. სიცოცხლეს, ყოფას და არსებობას სწავლობდა...
შუაღამისას დასრულდა ბრძოლა. შუაღამისას აღრიალდა გამარჯვებულის ღრიალით მეომართა შეცოტავებული, მაგრამ მხნედ მყოფი არმია და შუაღამისას გადაწყდა ბედი მთვარის შუქზე ფიცდანადებ შეყვარებულთა.
საინტერესოა, რას სჩადის ადამიანი ისეთ ცოდვას ზემოთ, რომ მისი ბედისწერა ეთობ რთული და შავი ღრუბლებით მოცული იწერება, საზარელი მოვლენათა წყობა და არსება. რას უშავებს ყოვლისშემძლეს ჯერ არ დაბადებული, არ გამოთლილი სული, რომ მას სასჯელად არგუნებს ყოფას საშინელსა და ტკივილს გაუსაძლისს, ნუთუ გამოცდაა ყოველივე და მამა ყველასი სცდის მის ქმნილებებს, ნუთუ ერთობა იგი?... ნუთუ დასცინის კაცობრიობის ბედს და თოჯინებივით ათამაშებს მათ. მაშ, რად არის, რომ ჭრილობის შესამსუბუქებლად მათ არგუნებს გრძნობას, რომლითაც ერთ სულს მეორეს მიაჯაჭვებს და შემდგომ, ამგვარი ნეტარების ტალღებით მოცულს, ტანჯვად უქცევს ერთად ყოფნას?!
რად არის დაწერილი, რომ საყვარლებს აროდეს სძალმიძთ ერთად ყოფნა საბოლოოდ?
„მამაო, მცდი?“ გაიფიქრა ელისაბეტმა და შუაღამის ვარსკვლავებს მიაპყრო მზერა. „შენ მე ორ არჩევანს მაძლევ, ერთი გამანადგურებს, მეორე კი სულს გამინადგურებს. მამაო, ნუთუ მეთამაშები?... ნუთუ გამომრჩა რაიმე, ნუთუ შენს მინიშნებებს ვეღარ ხედავს ჩემი თვალები?... გთხოვ მიჩვენე გზა, მიჩვენე ხსნა!...“ შეევედრა უფალს, შემოქმედს ყოვლისას ელისაბეტი, მუხლი მოიყარა, პირჯვარი გამოისახა და ზე წამოიჭრა. მისი სხეული ციებიანივით კანკალმა აიტანა და წამიერად, როდესაც მთვარის შუქმა გაუელვა ჩრდილოეთით ყველაზე მეტად გაბრწყინებულ ვარსკვლავ და მისი ნათება გოგოს თვალებს დაესვენა, ბინდი გადაეკრა ყოველივეს და ელისაბეტმა ბაგენი შეხსნა. გაშეშებულმა მიმოიხედა და დაუპატიჟებელმა ცრემლებმა გაუკვეთა გზა. მდელოს გაშორდა და მხოლოდ კარავში შესვლის წინ მოუბრუნდა სიცარიელეს, კვლავ ზეცას მიაპყრო მზერა და ამოიჩურჩულა: „იყოს ნება შენი!“ იმოდენ მტკიცედ და საოცრად გარემომაც გარინდულმა დაუხარა თავი და ნათელ ვარსკვლავებს ღრუბლების ჩრდილი მოედო სევდად.
კარავში დაბრუნდა ელისაბეტი და სწრაფად შეიმოსა სხეული, რომელსაც უცვლელად ახსოვდა საყვარლის ალერსისაგან შერჩენილი სიამოვნების ტალღები. თავსაბურავი წამოიხურა. უფლისწულის მოსასხამი შემოიგდო მხრებზე და ყველა დანარჩენ ხარახურას თავი მოუკრა, მხოლოდ პატარა საგზალი გამოუვიდა, თუმცა კი ყველაზე მძიმეს იქ ტოვებდა, იმ პატარა კარავში.
საწერ მაგიდას მიუჯდა და ცარიელი გრაგნილი იგდო ხელთ. მელანში ჩააწო ბუმბული და ასოების გამოყვანას შეუდგა, წერდა მთელი გრძნობით, წერდა სიმართლეს და ეალერსებოდა საყვარელს სამიჯნურო, გულიდან წამოსული სიტყვებით. წერა რომ მოათავა, წერილი მოსასხამში მიჩურთა და გარეთ გავიდა. მისთვის დატოვებული ულაყი იქვე იყო შებმული და პატრონის დანახვაზე ერთი გვარიანად ამოიჭიხვინა. პირუტყვს ხელი ჩამოუსვა და ზედ მკვირცხლად მოაჯდა. დრო არ იცდიდა, უნდა წასულიყო...
მიქროდა პირუტყვი და ზედ შემჯდარ ელისაბეტს ღვთიური ნათება დასდევდა თან. ისეთი თვალწარმტაცი იყო, ვარსკვლავები თვალებს ხრიდნენ, მთვარემაც კი ელვარებას უკლო მის ფონზე. აროდეს იყო ქვეყნიერება ამოდენ მშვენების მხილველი.
კონსტანტინოპოლს რომ მიაღწია, ინათა. პირველი სხივები მიეალერსა და გააბრწყინა მისი ხატება. ეგონა ეჩვენებოდა წინ ლაშქარი რომ დალანდა. უძილობისაგან და გადაღლილობისგან დამძიმებული ქუთუთოები მკვირცხლად მიაკრა ერთურთს და როდესაც გაახილა, ცხენზე ამხედრებული აჰმედი იხილა.
მეფის ვაჟი ცხოველური ჟინით მოაჭენებდა პირუტყვს მისკენ და რაღაცას გასძახოდა. მისი სიტყვები ჰაერს აპობდნენ და უსასრულობაში იკარგებოდნენ. მიუახლოვდნენ შეყვარებულნი ერთმანეთს და პირი იქციეს ერთურთისაკენ. მარდად ჩამოხტა მეფის ვაჟი ცხენიდან და მიეჭრა დიაცს, ხელი ჰკიდა სწრაფი სინაზით და ჩამოახტუნა ცხენიდან. მთავარსარდალს გადახედა, რომელიც მოჭუტული თვალებით უცქერდა მათ, რაღაც შესძახა უცხო ენაზე და ხელი ჩაჰკიდა საყვარელს. მდელო სისწრაფით გადაატარა და გაშიშვლებული ცაცხვის ხის მწკრივში, გასაცოდავებული ჩრდილის ქვეშ დააყენა იგი. ხატს შეჰხედა მისას და გაუპო ღიმილმა ბაგე. დაეწაფა საყვარლის ტუჩებს და ისე დაეკონა მათ, ვერავინ გამოჰგლეჯდა ხელიდან, რომ არა უჰაერობა.
-ელისაბეტ, მე გავიმარჯვე, შენ ჩემი ხარ დღეიდან, მხოლოდ ჩემი ხარ და ჩვენ გვძალმიძს ერთად ყოფნა!... -ახარა საყვარელს და ბედნიერების ალებით გარშემოცული თვალები მიანათა მას. თვალები, რომლებშიც კოშკები იმაზე მეტად ნათელი მოეჩვენა ელისაბეტს ვიდრე არასდროს. ხელი მოჰხვია კისერზე და თავად დაეწაფა მის ბაგეებს. შემდეგ როდესაც მოშორდა დაიჩურჩულა.
-ვშიშობ, რომ განშორება მოგვიწევს უფლისწულო აჰმედ... -და თან გადმოჰყვა ამ სიტყვებს უამრავი დაუთვლელი მარგალიტი მისი თვალებიდან.





№1  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 


№2  offline მოდერი lemongiirl

მარტო სახლში
dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

მადლობა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent