შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა წითელი ტუჩსაცხით


16-01-2019, 21:01
ავტორი NiniSaneblidze02
ნანახია 1 018

-უახლოეს დროში როდის გადის შემდეგი მატარებელი და სად?
-5 საათზე, ლინკოლნში. ერთ საათში იქ იქნებით.
-მშვენიერია.ერთი ბილეთი მინდა.ფული გამომართვით.
-აიღეთ. შეგიძლიათ პირდაპირ გზაზე რომ კაფეა,იქ დაიცადოთ.
-გმადლობთ,ცხელი ჩაი არ მაწყენდა.
დაქანცული და დაბნეული ჩაისთან შესახვედრად გავემართე. დღეს ნოტინგემში ისე ცხელოდა,ინგლისს რომ არ შჩვევია. კაფის კარი ნელა შევაღე და მისი ალუბლისფერი კედლები რომ შევამჩნიე,ხასიათი გამიფუჭდა. დღეს ყველაფერი მაღიზიანებდა. პატარა ხმის გაგონებაც ჩემში თრთოლვას იწვევდა.კაფის შესასვლელთან ჩამოვჯექი და გადავწყვიტე,რომ სჯობდა ცივი ყავა შემეკვეთა.მზე ისე დაუნდობლად აგიზგიზებდა აქაურობას,ეჭვი მეპარებოდა,დღეს ვინმე გარეთ გამომსვლელი კარგ ხასიათზე დამდგარიყო.გავიხედე კაფის ფართო ფანჯრებიდან და ფიქრი დავიწყე. ჩემი ფიქრები ახლოს იყო რეალობასთან და განსჯიდა მას,მაღიზიანებდა.მატყობინებდა,რომ გამოუსწორებელი სიტუაცია არ შეწყვიტავდა ჩემს დევნას,თუნდაც სხვა გალაქტიკაზე გადავხვეწილიყავი და შეიძლება,არც სიკვდილის შემდეგ მოესვენინებინა ეს ჩემი,ისედაც სასოწარკვეთილი სული.კაფეში შევამჩნიე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ორ პატარა გოგონასთან ერთად.მათი ბედნიერების შემყურე,ჩემი სული აღიგზნა,მოუსვენრობამ შემიპყრო.მინდოდა,გამენადგურებინა ყველაფერი ლამაზი, რაც ჩემს ახლოს არსებობდა. მინდოდა,მომესპო ყველაფერი,რაც ჩემი არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქნებოდა.ნახევარ საათში მატარებელი უკვე ლინკოლნისკენ გაემართა. არა,მე არასდროს ვიქნებოდი ბედნიერი,სანამ ამ ბოღმისგან და ბოროტებისგან არ გავნთავისუფლდებოდი,რითაც ადრე ბოროტმა და ღვარძლიანმა ადამიენბმა დამასაჩუქრეს.ძილი დავაპირე,როცა ჩემს გვერდით ახალგაზრდა ბიჭი ჩამოჯდა. ის ჩემზე 10-15 წლით უმცროსი უნდა ყოფილიყო. ლამაზი,კოხტა ცხვირი და დიდრონი ცისფერი თვალები ჰქონდა.მე რომ მისი ასაკის ვყოფილიყავი, ალბათ ერთი დანახვისთანავე შემიყვარდებოდა,მაგრამ ის არ მიეკუთვნებოდა იმ ბიჭთა საზოგადოებას,რომლებზეც ყველა გოგო აფანატებს. არა,ის საშუალო სიმაღლის,უბრალოდ ჩაცმული ბიჭი იყო,რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა მის შესაძლებლობებზე. მისი დიდრონი თვალებიდან მხოლოდ ენერგიის არ ქონა,ჩამქრალი ცეცლხი,მიწყნარებული ტალღები და ამაო მცდელობები ამოიკითხებოდა.მიზიდავდა ასეთი თავდაუჯერებელი ადამიანები.
-რა წიგნს კითხულობ?
-ფროიდი. „ფსიქოანალიზი“
-გაინტერესებს ამგვარი რაღაცეები? შენს ასაკში? ხო მართლა,რამდენი წლის ხარ?
-თექვსმეტი წლის ვარ და დიახ,ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა.
-დამაბნეველია,თუმცა რას გაიგებ,ყველა სხვადასხვა სახით ვპოულობთ ჩვენს თავს.
-თქვენ სად გინდა იპოვოთ თქვენი თავი,ლინკოლნში?
-საყვარელო,30 წლის ქალი ვარ,მე ასეთი რაღაცეები აღარ მაფორიაქებს.
-თქვენ თვლით,რომ იცნობთ საკუთარ თავს? ვინ ხართ თქვენ?
-მე ვარ ლეტიცია დევისი.
-ეს არაფერზე მეტყველებს.
-ჩემთვის ეს მთელი ცხოვრებაა,პატარა ბიჭუნა.
-ეს მხოლოდ სახელია,მის იქით რა არის?
-მის იქით სიბნელეა. შენი სახელი მითხარი?
-მაიკლი.
-მაიკლ,ნოტინგემიდან ხარ?
-არა,ქალბატონო.ნოტინგემში ბიძაშვილებთან ვიყავი სტუმრად ორი კვირით. ახლა შინ,ლინკოლნში ვბრუნდები.იცით იშვიათია თქვენნაირი კარგი მოსაუბრე,მის
-აჰ,კარგი,მოსაუბრე მაინც ვიქნები.
შემდეგ მაიკლი მის ფროიდს მიუბრუნდა, მე კიდევ იმ ყველაფერს,რაც უკან მოვიტოვე.მაიკლმა,ვინაიდან იცოდა ქალაქში ახალი ვიყავი,მისი ნომერი მომცა და შემომთავაზა,რომ თუ დამჭირდებოდა დახმარება,შემეძლო დაუყოვნებლივ დამერეკა მისთვის. გამიხარდა,ეს ჩემთვის თბილ დახვედრას ჰგავს. მოსაღამოვდა,თბილი ნიავი ნელა არხევდა ჩემს გრძელ,წაბლისფერ თმებს.იმდენად მოუწესრიგებელი ვიყავი მთელი დღის განმავლობაში,გამვლელების მრცხვენოდა. მეგონა,საფრთხობელას ვგავდი,მაგრამ მეორეს მხრივ მიყვარდა არეულობა.თითქოს ეს ჩემი თავის განთავისუფლება და იმის გამოხატულება იყო,თუ როგორი არეულობაა ჩემს გონებაშიც.წინ მივდიოდი,სადღაც იქ სასტუმრო უნდა ყოფილიყო,კაფე „ბელ ვის“ პირდაპირ.მოგზაურობამ,მიუხედევად იმისა,რომ მოკლე ხნიანი იყო, მაინც დამქანცდა რადგან თან ერთვოდა ჩემი ნერვების უწყვეტი ბრძოლა განადგურებისკენ. 7ის ნახევარია. მე ჩემს კოხტა ოთახში ვარ მოკალათებული,რომლითაც სიმართლე გითხრათ,ძალიან კმაყოფილი ვარ.სასტუმროში სულ ორჯერ მომიწია გაჩერება. ერთხელ ეს იყო,საფრანგეთში,როცა ჩემს მშობლებთან ერთად ვისვენებდი.როცა მახსენდება ის საშინელი გარემოებები,რომლებიც დასვენებას წამებად აქცევდა,მინდა ეს მოგონებები წაიშალოს ჩემი გონებიდან. საშინელი ხმაური,ამაზრზენი სუნი და ჩემი მშობლების მუდმივი კამათი,რომელიც როგორც ჩანს,მარტო მე მღლიდა.ჩემს კოხტა ოთახში ხაკისფერი,თანამედროვე შპალიერი იყო გაკრული.იატაკზე,გრძელი ნოხი ეფინა,რაც დიდი ყურადღებას იქცევდა მისი სიჭრელის გამო და ერთი შეხედვით,შეიძლება ძვირფასადაც მოგჩვენებოდათ. ამ ოთახში ყველაფერი პატარა იყო. პატარა კარადა,პატარა საწერი მაგიდა,პატარა სავარძელი,ერთ ადგილიანი ლოგინი.თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი საკმარისი იყო. ხედი განათებული ლინკოლნით დატკბობას გვთავაზობდა.ბარგი ამოვალაგე და ჩემი საუკეთესო და უბრალო კაბები კარადაში შევკიდე.შემდეგ პიჟამოებით ჩავიფუთნე და ლოგინიში შევწექი. ღრმად მეძინა.
ადრე დავწექი და ადრეც გავიღვიძე. ასე ადრე ნოტინგემში რომ გაგეღვიძა,ალბათ მოწყენილობისგან მოკვდებოდი,თუმცა აქაურობა უკვე სიცოცხლით ჩქეფდა.ერთი დღის ჩამოსული ვიყავი,თუმცა უკვე შემჩნეული მქონდა ჩემს ახლობლად მყოფ ხალხში უშრეტი ენერგია. გუშინ დრო არ მქონდა,გამეცნო ადამიანები,მაგრამ დღეს ნამდვილად ნაცნობების გაჩენის დრო იყო. ღია კრემისფერი კაბა ჩავიცვი,თავზე შლიაპა დავიხურე და გავემართე იქით,სადაც საჭმელი მეგულებოდა. კაფე „ბელ ვი“ ადრე იღებოდა და გვიან იკეტებოდა. როგორც ჩანს სასტუმროში მცხოვრები ხალხი,ყველა აქ იკვებებოდა და თავისუფალ დროსაც აქ ატარებდა.ფრანგული კაფე არა მარტო გემრიელი კრუასანებით,არამედ მეგობრული გარემოთიც გამოირჩეოდა.კაფის პატრონი და მისი ცოლი ძალიან თავაზიანი ადამიანები იყვნენ.აქ ყველა მზად იყო,საჭიროების შემთხვევაში დაგხმარებოდა.ჩემი ტვინი იმდენად დაკავებული იყო სიახლეების შეფასებით,წარსულით აღარც ვიტკიებდი თავს.ბოლოს და ბოლოს რა ტკივილი უნდა მოეყენებინა უკვე გარდასულს? კაფის კარი გაიღო და დიდრონმა შავმა თვალებმა შემოანათა.ამ თვალებში იმხელა ცეცხლი იგრძნობოდა,მე რომ მსიამოვნებდა ხოლმე. ეს მაღალი,შავგვრემანი ქალის თვალები იყო,რომელსაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა,რომ ინგლისური წარმომავლობის არ იყო.მას მისი ტანი ისეთი თავდაჯერებულობით მოჰქონდა,იქვე მოიხიბლებოდი. მისი თვალები,ტანი და სქელი შავი თმა ერთიანად ძალიან ეფექტურ შესახედაობას ქმიდა,რომელიც გულმოდგინე მასკად აჰფარებოდა ეშმაკისეულ სულს,რომელიც მაინც იჩენდა თავს მის მიხრა-მოხრაში და ფრანგულ საუბარში.ის ნამდვილი ეშმაკი იყო ფირუზისფერ კაბაში. მაფორიაქებდა და ხასიათს მიფუჭებდა. უკვე თხუთმეტი წუთის შემოსული იყო კაფეში და ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს. დიდი ხანი არ გაჩერებულა. კარიდან თითქმის გასულიყო,რომ ხანში შესულმა მამაკაცმა მიაძახა:-მატილდა!თქვენი თავსაბურავი გრჩებათ.



№1  offline წევრი Kesane_one

საინტერესოა და განსხვავებული თუმცა პატარაა რაღა დაგიმალო. მოუთმენლად ველი თანაც უფრო დიდს ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent