ყველა'ფერი(თავი 1)
-აუუ ან ადე რა გაიღვიძე რა გჭირს!!!-გოგონას აშკარად არ უნდოდა თვალების გახელა მაგრამ მეგობარი არ ეშვებოდა. -რა ჯანდაბაა ანანო აპოკალიფსი დაიწო,მიწისძვრაა,მტერმა შემოგვიტია თუ რატო გღვიძავს შენ დილის თორმეტ საათზე შენთვითონ არ მითხარი ხვალ ლექციები არ მაქ და სამამდე არც კი ისუნთქოო-თვალები არც კი გაუხელია ისე საუბრობდა. -აუუ კაი რა!რა გაძინებს?დაანგრიეს კორპუსი-ჩვეულ ამპულაში აგრძელებდა წუწუნს ანანო. -კაი რა მიდი დაიძინე,ნუ აქცევ ყურადღებას. -ვაიმეეე დადიანო! აეგდე ეხლა თორე არ ვიცი რას გიზამ,ხო იცი არა ვერ ვიძინებ ხმაურშიიიიი. -კაი ხო ვდგები-აბრძანდა და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა,თუმცა ანანო რისი დაქალია თუ არ გაამწარა და პირველი თავად შევიდა. -ანუშკები მიდი რა წყალი დაადგი ყავისთვის-გამოსძახა იქედან.ღმერთო როგორ აღიზიანებდა ანას ანანოს ასეთი ქცევა,თუმცა მაინც უყვარდა,ისინი ხომ ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ.ანანომ სააბაზანოში თხუთმეტი წუთი დაყო,როდესაც გამოვიდა ანამ ყავა მზად დაახვედრა. -აუუ რა გოგო ხარ სუპერ ჯიგარი-უთხრა და აკოცა ანანომ-აბა გოგუშკი დღეს ლექცია არ გაქ ხოო? -არა მადლობა ღმერთს უკვე აღარ შემიძლია დავიღალეეეე!!! -ძალიანაც კაი -ადგა და წასასვლელად მოემზადა. -სად მიდიხარ? -ლიზიკოს დავურეკავ გამოვიდეს, რადგან გამაღვიძეს ცოტას გავერთობი მაინც-ბოლო სიტყვები ღრენით თქვა და ლიზას დაურეკა.ის კი რადგან ლექციები არ ქონდა ნახევარ საათში ადგილზე გაჩნდა: -აბააა ანუშკ ის გიჟისადაა? -აქაააააააააა-ყვირილით გამოვარდა ოთახიდან ანანო-აუუ როგორ მომენატრე საერთოდ აღარ მნახულობ რაააა! -კაი რა სულ ნუ წუწუნებ და მითხარი ერთი სულ პიჟამაში როგორ ხარ?! -მეც მაგას ვეუბნები მარა ვინ მისმენს საერთოდ,დადის ასე თავის ჭკუაზე და ნერვებს მიშლის-წუწუნებდა ანა.ზოგადად სერიოზული გოგონაა მაგრამ მეგობრებთან ისიც აფრენს.დაახლოებით ორი საათი საუბრობდნენ ასეც გააგრძელებდნენ რომ არა კარზე ზარი,შემდეგ წავიდა ჩხუბი ვინ გააღებდა .ბოლოს ლიზას ამოასხა და თავად წავიდა გასაღებად. -გამარჯობა!!!-კარში ღიმილიანი ბიჭი დახვდა. -გამარჯობაა?ერთი წუთით სახლის პატრონებს დავუძახებ-ეს თქვა თუ არა ოთახიდან ანა და ანანოც გამოვიდნენ -რა ხდება ლიზ?ეს ვინაა?-ცოტა არ იყოს უხეშად გამოუვიდა ანას მაგრამ ანანომ ხელი ოდნავ გაკრა და გააჩუმა -არ ვიცი ალბათ ანანოსთანაა... -გამარჯობა მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ აქ ახლახანს გადმოვედი ჩემს ძმაკაცთან ერთად-სწრაფად აუხსნა გოგონებს-ალექსსს სად ხარ მოდი დროზეე!!!!! -გამარჯობა-გამოჩნდა ბიჭი ძალიან სერიოზული სახით. -მოკლედ ეს ალექსანდრე დევდარიანია,მე დემეტრე ახვლედიანი -დაიწყო ისევ მომღიმარმა ბიჭმა. -გამარჯობა მე ანანო ბრეგაძე ვარ, ანა დადიანი და ჩვენი მეგობარი ლიზა აბაშიძე. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.აი თურმე ვინ გამაღვიძა დილით-ღიმილიანი სახით საუბრობდა ანანო,მაგრამ ანა იბღვირებოდა. -მგონი ამან თქვენზე დიდად ვერ იმოქმედა! -უხეშად მიმართა გოგონას ალექსანდრემ.ანანოს სახე ეცვალა მაგრამ თავი შეიკავა და ბიჭს არაფერი უთხრა მხოლოდ ცივი მზერით გახედა. გაცნობა რომ დაასრულეს ბიჭები წავიდნენ.ლიზაც გაისტუმრეს და საუბარი განაგრძეს -არ მიყვარს რა ასე რო მიდიან და ადამიანებს ეცნობიან რა უნდოდათ ჯერ ხო ძილი დამიფრთხეს მერე კიდე დამადგნენ მიკერებული ღიმილით და მეცნობიან!-ბუზღუნებდა ანა -ოო კაი რა!რა მოხდა,ადამიანი მოვიდა, გაგეცნო და სხვათაშორის იმ დემეტრეს არ ქონდა მიკერებული ღიმილი .ძალიანაც გულწრფელად გვიცინოდა,მეორე კიდე საერთოდ არ იღიმოდა. -კაი რა ანანოოო-ისევ აგრძელებდა ანა -რაიყო გოგო რა გჭირს გული მიგრძნობს დავმეგობრდებით.ნუ ალექსანდრეზე თავს ვერ დავდებ,მაგრამ დემეტრე აშკარად კარგი ადამიანია-მაინც თავისას ადასტურებდა ანანო. ........................................ -არა ამიხსენი ერთი რას ებღვირებოდი იმ გოგოს რა დაგიშავა?! -აუ ბიჭო შენ რა გაახურე რა!ხო იცი არ მევასება ეს ახალგაცნობილი ხალხი რო გეღრიჯება და რა გავაკეთო ტო-მშვიდად ლაპარაკობდა ალექსი -კაი როგორც გინდა,აუუ ბიჭო დაინახე ის გოგო რა ლამაზი იყოო?!-აღფთოვანებული საუბრობდა დემეტრე. -რომელი რო გაგვეცნო?ხო ძაან ლამაზი იყო... -უცებ ენაზე იკბინა ეს რა თქვა,მაგრამ მალევე დაიძვრინა თავი - მარა ცანცარა!!! -ნუ ხო ეგეც ლამაზი იყო მარა მეორეზე გეკითხები. -ააააა,ის ხო ძაან მაღალი რო იყო?!-ალექსანდრემ კარგად იცოდა ვისზე საუბრობდა მისი მეგობარი,მაგრამ სპეციალურად უშლიდა ნერვებს. -ასე ხოოო? ჩემს ნერვებზე მოგინდა ცეკვა, მოდი აქ ახლა მე შენზე ვიცეკვებ! -ეს თქვა თუ არა ალექსი მაშინვე მოწყდა ადგილს და მთელს სახლში დაიწყეს სირბილი. -კაი გეხუმრე რა გჭირს-გაოცებული გახედა ალექსმა მეგობარს რომელიც დაღლილი დაეცა დივანზე. -აუუ არ ვიცი მარა ძაან მომეწონა ის-ანა ერქვა ხო?-ისევ აღტაცებით დაიჭყო საუბარი დემეტრემ ალექსანდრე კი ამაზე სიცილით იგუდებოდა. - ასე ხო დამცინე,დამცინე შენ თუ გგონია ვერ შევხედე რა თვალებით უყურებდი ანანოს ძალიან ცდები-გამომწვევად დაიწყო ლაპარაკი დემემ. -და შენ გინდა მაგით მითხრა რო მე ის ცანცარა გოგო მომეწონა?-სწრაფად დაიწყო თავის მართლება ალექსმა. -აუუ ნუ ხარ რა მართლა სვანი დევდარიანო!!!!!!!უკვე ვეღარ გიტან-მობეზრებით თქვა და ოთახიდან გავიდა. ............................................. ამასობაში გოგონები განიხილავდნენ ანანოს დაბადების დღეს,რომელიც ზეგ იყო. -ერთი სიტყვით ვიქნებით-ჩვენ,ჩვენი ბიჭები:გაბრუნა,ლუკიტო ,რამდენიმე კლასელი და ჩემი კურსელები-საქმიანად ლაპარაკობდა ანანო,ანა კი ამაზე ხალისობდა მანამ,სანამ ყურს მოკრავდა სიტყვებს ჩემი კურსელები. -მოიცა შენ რა ყველა კურსელი დაპატიჟე? -არა რა თქმა უნდა….. მაგრამ თიკას დაპატიჟება მომიწია -ბოლო სიტყვები დამნაშავესავით წარმოთქვა ანანომ. -კაი რა ანანო რას ქვია მოგიწია.აუუ რა გაუძლებს ახლა მაგის ტყლარჭვას.ხო იცი როგორ ვერ ვიტან-აწუწუნდა ანა,რადგან თიკა და ის ერთმანეთს ვერ იტანდნენ. -ვიცი მარა ისიც ვიცი რო ძაან გიყვარვარ,იმისთვის რომ იქ დაიწყო ჩხუბი და კიდე ის ვიცი რომ იმ მდაბიოს თავს არ გაუყადრებ-აეზუტა ანანო საყვარელ მეგობარს-უი გოგო იცი რა ვიფიქრე? ძლივს ჩვენთან ახლოს ვიღაც ახალგაზრდები გადმოვიდნენ და ისინიც ხო არ დავპატიჟო? -არც იფიქრო ანანო!რად გინდა ეხა ესენი იქ?! -კაი ხო შევეცდები არ შემომეპატიჟოს -სიცილით გავარდა ანანო სანამ ანა რამეს ეტყოდა. -არც კი გაბედო თორე მოგკლავ ბრეგაძე! ხო იცი ვერ გადამირჩები და სად მიდიხარ?-წამოენთო ანა. -მივდივარ კი არა მივდივართ! კაბა არ მინდა კიარადა გვინდაა?მიდი მიდი შუსტრად დროზე ხუთ წუთში მზად იყავი!-ხელით შეაგდო ოთახში დაქალი. მაღაზიაში თითქმის ორი საათი დაჰყვეს და როგორც იქნა სახლამდე მიაღწიეს. .................................... მეორე დღეს ანანომ პირველ საათზე გაიღვიძა უფრო სწორად ანას ზარმა გააღვიძა. -ადექი ძილისგუდა ადექი-სიცილით იგუდებოდა დადიანი. -ხო იცი ვერ გადამირჩები რო მოხვალ-უყვირა ჯერ კიდევ ნახევრად მძინარმა ანანომ. -ვერაფერს მიზამ იმიტო რო დღეს სხვაგან ვრჩები -კინჩხიც გიტეხია ...მოიცა,მოიცა სად სხვაგან?დადიანოო! -მეც მიყვარხარ სიხ-დაემშვიდობა ანა და ტელეფონი გათიშა ანანომ მთელი დღე მეცადინეობაში გაატარა,მერე ლუკიტოს დაურეკა და გაბრო და ისიც წამებში ადგილზე გაჩდნენ.კარგად გაერთნენ.მერე ანანო გაბრუნას ეჩხუბა ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ გაბრიელი ვერ იტანს როდესაც გაბრუნას უწოდებს,ამაზე აიჭრა მერე კიდე ქალბატონმა:დამტოვებ შენ რძლის გარეშეო და ამაზე გადაირია.რა გინდა რას გადამეკიდეო! მერე შერიგდნენ. მალე ბიჭებიც წავიდნენ,ანანომ კი ჩაიცვა თავისი თბილი პიჟამა და საწოლში შეწვა,სოციალურ ქსელებს დაუწყო თვალიერება მაგრამ ვინ აცადა. -გილოცაააააააააააააააავვვვვვვთთთთთთთთთთთთთ-გიჟებივით შემოვარდნენ ოთახში გოგონები.ანანო თვალებს ვერ უჯერებდა. -მადლობა,ღმერთო რა საყვარლები ხართ! -მოკლედ ახლა ვიწყებთ სმას,ქეიფს მერე ცოტა გამოვიძინოთ და მერე რესტორანში-წინადადება წამოაყენა ლიზამ. -მოიცა მერე გამოცვლა არ გინდაა?-იკითხა ანანომ. -ამას მე ვგონივარ შტერი თუ თვითონაა, წამოღებული მაქ შვილოოოოოო! მოკლედ ისე დათვრნენ ფეხზე ძლივს იდგნენ,მერე როგორც იქნა ოთახებში გადანაწილდნენ. ლიზა ანანოსთან დაწვა,აბა ქალბატონი ანა თავს ხო არ შეიწუხებდა. დილით როგორც კი ადგა ანამ მომზადება დაიწყო,ანანოს და ლიზის თავი უსკდებოდათ და გაოცებული უყურებდნენ როგორ დარბოდა მათი მეგობარი ოთახებს შორის და ყვიროდა საერთოდ ვერაფერს ვერ ვასწრებო. -ეს ყოველდღე ასეა? -კიი........აუუ ანა თავისტკივილის წამალი არ გვაქ? -კიიი...... სამზარეულოში ნახე-ანუკიმ გამოძახა ისე რომ საქმისთვის თავი არ დაუნებებია.ანანომ პირი გააღო რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ლიზამ დაასწრო -აუუ ან ხო იცი ეს არ ადგება და მოიტანე რა,არ იცი რა ზარმაცია? -შენ არ გინდოდეს მაგას კი ვიცი რას მივუტანდი... -მიდი,მიდი სიხ მოაცუნცულეეე-გამომწვევად დაუძახა ანანომ და კომფორტულად მოკალათდა. წასვლამდე ერთი საათით ადრე ქალბატონებიც ადგნენ და მომზადება დაიწყეს.სამივე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. დავიწყებ ლიზათი რომელმაც კვლავ უარი განაცხადა კაბაზე და არჩევანი კლასიკურ შარვალსა და პერანგზე შეაჩერა,ფეხზე მაღლები და ნამდვილი ანგელოზი იყო. ანანომ წითელი კოჭებამდე კაბა ჩაიცვა რომელსაც ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა,ფეხზე შავი მაღლები ჩაიცვა,საყურე და კლაჩიც იმავე ფერის იყო.ნამდვილად ბრწყინავდა. ბოლოსთვის რა თქმა უნდა ტკბილი ლუკმა შემოვინახე.ანა ნამდვილ გედს ჰგავდა,შავი,წელიდან გაშვებული მუხლამდე კაბა ეცვა,რომელიც მასთან ერთად მოძრაობდა. ............................................ რესტორანში მისვლისთანავე ყველამ ყურადღება სამეულზე გადაიტანა.პირველი კი რეზი გამოვარდა. -ვაიმეეე ანანჩიკ,რა შოკი ხარ გოგოოოოო,როგორ მომენატრეეეეე-ვითომ სვეწკურად დაიწყო. -ვაიმეე რეზიკუნა სად ხარ ბიჭო რო დამეკარგე არ უნდა მნახოო?გაიწიე გაბრეზებული ვარ შენზე უფფფ-პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები.რეზიმ კი ხელში აიყვანა და თან ახსნა დაიწყო. -ვაიმეეე ანანჩიკ შენ არ იცი რა სტესში ვარ ტო..მამაჩემი დასასვენებლადაა და მთელი საქმე ჩემ კისერზეა,პირდაპირ მ......... მოკლეს ტვინი! -სად ენგრევა კაცს ამდენი ხნის ნაწვალები და აწყობილი ბიზნესიიიიი!-ისე შეიცხადა ლიზამ ყველას სიცილი აუტყდა. -უი შენც აქ ხარ მწარეეე, ვერ შეგამჩნიე სანამ ბოღმის ნთხევა არ დაიწყე. -გადი ერთი თუ კაციხარ მომშორდი!გასკდა ისედაც თავი ....წავედი რამეს დავლევ-სტაჟიანი ლოთივით ჩაიქნია ხელი და წავიდა.რეზიმ შემდეგ ანა მოიკითხა.ის ერთადერთი ბიჭი იყო გაბრიელისა და ლუკას შემდეგ ვისთანაც ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს. მთელი საღამო ცეკვავდნენ,კარგად გაერთნენ.მერე ანანომ საჩუქრები გახსნა,ამაზეც კარგად იხალისეს. -ერთი საჩუქარი არ გახსნილა ფერია-ისმის ანანოსთვის ყველაზე საყვარელი ხმა. -დემნაააააააა-იმხელა შეჰკივლა მგონი ირგვლივ ყველა დააყრუა-ჩამოხვედი,ჩამოხვედი არ მჯერა,აბა ერთ თვეში მოვდივარო? მომენატრე დემუსი!-კოცნიდა და თან ლაპარაკობდა. ანანოსა და დემნას შორის მართლა სხვა დამოკიდებულება იყო,საუკეთესო მეგობრები იყვნენ,დემნა ამერიკაში ცხოვრობს და ანანოც იქ გაიცნო.დასასვენებლად როცა ბრძანდებოდა.მოკლედ რომ ვთქვა პირველივე დანახვიდან იცნეს გიჟებმა ერთმანეთი და მას მერე ერთმანეთს ყველაფერს უყვებოდნენ და უამრავ რჩევას აძლევდნენ,ეს კი ნამდვილად გასაკვირი იყო რადგან ანანო რჩევას ძალიან ცოტა ადამიანისგან იღებს. -მომენატრე ფერია,აი თურმე რა მჭირდებოდა!-სახე ანანოს თმებში ჰქონდა ჩარგული და ისე საუბრობდა. კართან კი ბიჭი გაოცებული შესცქეროდა ამ სანახაობას,თანდათანობით ძარღვები ებერებოდა და ბრაზს გრძნობდა,მაგრამ ვერ იაზრებდა რატომ უყურებდა გოგოს,რომელსაც სულ სამი დღეა იცნობს,თუ ამასაც ცნობა ჰქვია და გაურკვეველი გრძნობა ეუფლება,ვერც კი ხვდება რატომ ბრაზობს. უეცრად დემნამ დაიწყო: -მოკლედ რო შემჭამე ჩამოდი ჩამოდიო, ჩამოვედი! -მითხარი რო რჩები რა-ლაპარაკობდა და თან ბიჭს არ შორდებოდა. -ვრჩები თან სამუდამოდ!აღარ მივატოვებ არც ოჯახს და არც შენ...ხო ახლა გაგაცნობ ჩემს სტუმრებს იმედია მიიღებ! -შენ თუ მოიყვან ეშმაკსაც მივიღებ-სიცილით შებრუნდა კარისკენ,სადაც მისდა გასაოცრად ახალი მეზობლები დახვდა. -მოკლედ გაიცანი:ჩემი ძმა დემეტრე ახვლედიანი და მისი,ასევე ჩემი არაბიოლოგიური, ძმა ალექსანდრე დევდარიანი. -შენ წარმოიდგინე ვიცნობთ ძვირფასო ძამიკო-დემეტრემ დაიწყო საუბარი. მოკლედ დემნა დემეტრეს უმცროსი ძმაა,ის ანანოს ხნისაა და ამერიკაში სწავლასთან ერთად უძღვებოდა მამამისის კომპანიის ფილიალს. -პრივეტ დემეტრე,როგორ ვერ მივხვდი რო შენ და ამ გიჟს რაღაც საერთო გენები გექნებოდათ?!-ღიმილი შეაგება ანანომ. -როგორც იქნა გავიგეთ ვინაა ამის ფერია!-გამოეხმაურა ალექსანდრეც. -გამარჯობა ალექსანდრე-ანანო მასაც მიესალმა,მაგრამ მხოლოდ ზრდილობის გამო. -მოიცა ახლა გავჭედავ!თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ?-გაურკვეველი სახით იყურებოდა დემნა. -ჩვენი მეზობელია! -ეეე ფერია ერთად ვიცხოვრებთ ანუ,ნუ სანამ სახლებს არ შევარჩევთ ჩვენ! ანანომ მთელი საღამო დემნასთან ცეკვაში გაატრა თან ესაუბრებოდა და იცინოდა,ალექსანდრე იჯდა და შორიდან უყურებდა,დემეტრეც მასთან ერთად იყო თუმცა სვამდა და თვალს არ აშორებდა ანას,რომელიც რეზის ეჭუკჭუკებოდა.ამ გოგოს მიმართ რაღაც განსხვავებულს გრძნობდა,ისე არ უყურებდა როგორც რომელიმე ჩვეულებრივ გოგოს რომლის მიმართაც მხოლოდ ვნებას განიცდიდა.თითქოს ანა სხვა იყო,მისგან რაღაც სხვა მოდიოდა. ...................................... ბოლოს რესტორანში მხოლოდ ხუთნი დარჩნენ:გაბრიელი და ლუკა მალევე წავიდნენ.!ვიღაცამ დაურეკათ და სასწრაფოდ გაიქცნენ ანანომ კითხვაც ვერ მოასწრო,შემდეგ დანარჩენებიც დაიშალნენ,ლიზა ანანოს დიდი თხოვნით რეზის გაყვა.ანანო დემნას ჩაუჯდა. -მე წაგიყვან,მაგათ გზაში ვერ გაუძლებ!-უეცრად უთხრა დემეტრემ ანას. -არაა საჭირო მათ ისედაც არ მივყვებოდი! -შეყვარებულმა უნდა მოგაკითხოს?ამ დროს?-ირონიულად იკითხა დემემ,თუმცა გრძნობდა რომ სადაცაა ჭკუიდან შეიშლებოდა. -შენ წარმოიდგინე არა,ტაქსით წავალ! -კაი რა ცოდო ხარ ტაქსით!მიდი ჩაჯექი! -მთვრალი ხარ და სადმე დამლეწავ....იყოს არ მინდა! -ვაიმეეე ჩაჯექი,ალექსის მანქანაა და ის ფხიზელიააა. -კაი ხო ჯანდაბას........ანანო მე იმათ გავყვები! -ვაიმეე სიცხე გაქ?-ისე შეიცხადა ანანომ,დემნამ ლამის მანქანა გაამზადა საავადმყოფოში წასაყვანად. -არა ...საიდან მოიტანე? -აბა შენ,ანა დადიანი,შენი ნებით ჯდები ბიჭის მანქანაში?რა ხდება ანუშკი?!-თვალი ჩაუკრა და გამომწვევად გაუღიმა. -სულელი ხარ ამხელა ქალი-ანამ ხელი ჩაიქნია და მანქანისკენ წავიდა. სამეულთან ყველა ჩუმად იყო,ალბათ იმიტომ რომ,ალექსი და ანა ისედაც ცოტას საუბრობენ. აი დემეტრე კი ისეთი მთვრალი იყო ჩამოეძინა და ანას მხარზე მშვიდად იყო მოკალათებული.გოგონამ თავიდან იფიქრა გავაღვიძებო,მაგრამ ისე მშვიდად ეძინა ვერ გაიმეტა. აი ის ორი გიჟი კი სიხარულისგან აღარ იყვნენ: -აუ როგორ მომენატრე დემუსიიი კაია რო გადმოხვედი,თან ჩემ წინ იცხოვრებ-სიხარულისგან ყვიროდა ანანო. -ხო მარა ცოტა ხნით ფერია! -რატო ცოტა ხნით?-უცებ მოიღუშა. -სანამ სახლებს ვითრევთ რა!!!!! -რას ქვია სახლებს ითრევთ,ითრევთ თუ ითრევ? -აუუ შენ მართლა ფიქრობ რო ეგ ორი მაგ მოცუცქნულ ბინაში დიდხანს გაძლებს? -ანუ? -იტოკში იცი რა ვარიანტია?ალექსა დიდი ხანია მშობლებიდან გადმოსვლას გეგმავს,ამასობაში მეც გადავწყვიტე დაბრუნება და დემეს ვუთხარი მოდი მოვტყდეთ მშობლების სახლიდანთქო,იმანაც ბაზარი არააო ხოდა მოვტყდით! -დემნაააა! -რა იყო სიცოცხლე?-გაეკრიჭა. -ნორმალურად ილაპარაკე რა?! -კაი ხო,მოკლედ ცოტა ხნით ეს ბინა იყიდეს:სანამ ნორმალურ სახლებს ავარჩევთ ვიცხოვროთ ერთადო და მერე ეგდოს ეს ბინა,რა იცი რაში გამოგვადგესო.ასე ნაახალწლევს გადავალთ რა...ნუ ჩვენ თუ არა ალექსი მაინც შეარჩია უკვე სახლი. -აჰა გასაგებია!!! -მოვედით-მანქანა სახლის წინ გააჩერა,ამ დროს სამეულიც მოვიდა. -აბა როგორ იმგზავრე ანუუუ?-გაჩერებისთანავე გადაფრინდა მანქანიდან და ანასკენ გაიქცა. -როგორ არ ეცლება ენერგია?-თავისთვის ჩაილაპარაკა ალექსანდრე. -კაი რა ანანო!როგორ უნდა მემგზავრა,როგორ არასდროს იღლები პირდაპირ მიკვირს რა!!-დაქანცულმა მიუგო ანამ. -აუ ბიჭო როგორ ჩამეძინა,ვერ გამაღვიძე შენ კიდე, შევაწუხე ალბათ გოგო!!-უსაყვედურა დემეტრემ ალექსანდრეს. -კი შეაწუხე!ისე ხვრინავდი მემგონი დემნამაც გაიგო მეორე მანქანაში!-სერიოზული სახით უთხრა ალექსანდრემ. -კაი მართლა????-იმხელაზე შეჰყვირა,გოგონებმა მისკენ გაიხედეს ხო მშვიდობაო?! -ხო აბაა?! ანა ხო შეგაწუხათ ამის ხვრინვამ?-შემდეგ ანას მიუბრუნდა. -რა ხვრინვამ?-გაკვირვებულმა გახედა ალექსანდრეს,ბიჭი კი უკვე გარბოდა. -ვაიმეეე დევდარიანო მოეთრიე აქ შენი ძვლები უნდა დავამსხვრიო!-დემეტრეც უკან მიყვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.