უბედურების თილისმა
მხოლოდ ერთი ადამიანს არ შეეშინდებოდა.. ... და რომელი გაიმარჯვებს? **** ადამიანები ერთმანეთთან რაღაცით არიან დაკავშირეულები.. ხოდა მინდა რამდენიმე მათგანის კავშირზე მოგიყვეთ.. მორიელების ერთად შეყრა დიდი ვულკანის ამოქმედების ტოლფასია.. ეს საშინლად საშიში კავშირი არა მხოლოდ მონაწილეებს აბნევს არამდე დამკვირვებლები საოცრა გაუგერობაში ხვდებინ. ოო თუ ორი მორიელის გზა ერთმანეთში გადაეკვეთა პაექრობას ნამდვილად ვერ აიცილებენ თავიდან! ორივე მათგანი სიფრთხილით და დაეჭვებით შეიცნობს ერთმანეთის ძალებს.. მაგრამ ჭკუაზე არ არიან ისე უხარიათ ერთმანეთის პოვნა რადგან არ არსებდა მათ გარშემო ადამიანი ვინც ასე გაუგებდა ამ ნიშნებს.! მე მოხარული ვარ, რომ მათ ერთმანეთი იპოვეს.! მაგრამ იმაზე ფიქრიც კი არ მსურს რა შეიძლება მოხდეს თუ რომელიმე მათგანმა მეორეს შემთხვევით აწყენინა და განაწყენებულმა მხარემ ანგარიშის გათანაბრება გადაწყვიტა.! მერე ის ვისზეც შური იძიეს პასუხის დაბრუნებას გადაწყვეტს, მერე პირველს მოუწევს უკან არ დაიხიოს, მერე მეორეს.. და ბოლოს ეს ყველაფერი ომში გადაიზრდება.! **** და აი ისიც, ამ შესანიშნავი კავშირის პირველი ნახევარი.. აეროპორტის შუშის კარი იხსნება და დინჯი, მეფური ნაბიჯით, შავ კლასიკურ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი შემოდის.. ცალი ხეელით ტელეფონი უჭირავს და საუბრობს მეორე კი ძლიერად აქვს ჩაჭიდული ჩანთის სახელრისთვის.. ერთადერთი რასაც მის დანახვაზე ვგრძნობ და ვხედავ, მკაცრი მზერაა.! თმა გვერდებზე დაბალზე შეჭრილი, სადაც მაინც მოუჩანს შევერცხლილი ადგილები, წვერი ოდნავ მოზრდილი, შავი ნუშის ფორმის თვალები! ხმა? ხმა ბუნებრივად მკაცრი,მომთხოვნი და ამ ხმის პატრონი რომ ვერ იქნება დაბალი დონის ისეთი.! ცხოვრებაში დაბადებულია იმისთვის რომ ლიდერი იყოს.! მოდის და მის გარშენო ყველა იფანტება,ყველა ჩერდება მის გარშენო რადგან მისი აღმატებულება მოდის.! თავისთავად რომ ეგება ფეხქვეშ წითელი ხალიჩა. მისთვის ყველა დახურული კარგი ხსნილია, ყველა მიზანი მიღწეული! მისი სახელიც ყველაფრის მთმელია! დამიანე, ესპანური წარმოშობისაა, ლათინური ფორმა დამიანუს რაც ნიშნავს მორჯულობას, დამორჩილებას! ერისთავი დინჯი, მშვიდი ნაბიჯით მიაბიჯებს და მხარზე პატარა არსების შეჯახებას გრძნოს, ტელეფონი უვარდება და იღლიაში ამოჩრილი დოკუმენტებიც მოეფინა თეთრ გაპრიალებულ მეთლახს.! ლამაზ ხალათის სტილის ყვევილებიან კაბაში გამოწყობილი დაბნეული გოგო აქეთ-იქით იყურებოდა და გაურკვევლად იხდიდა ბოდიშებს. -ღმერთო ესეთებიც არსებობენ?! -გაუნძრევლად იდგა და დაჰყურებდა ფურცლების გროვებით დაკავებულ დაბნეულ გოგონას რომლის თმებიც სახეზე ლამაზ ეხებოდა.. -ძალიან დიდი ბოდიში ბატონო.. -ძირს დავარდნილი ტელეფონი მორიდებით მიაწოდა. -ბოდიში ჩემ გაბზარულ ტელეფონს არ გაამთელებს! -უკმეხად მიუგო და გაწვდილი საბუთები უხეშად გამოართვა.. მიბრუნდა და ისევ თავისი სიდიადით განაგრძო სვლა.. -თავხედი..! -თმა გაიქნია.. ხელში ფანქარი შეათამაშა, ცალი თვალი დახუჭა და შორიდან მოხაზა კაცის განიერი მხრები.. ესეც ამ კავშირის მეორე ნახევარი, თათია დოლიძე.. 23 წლის, ეს გოგოა მაგალითი უიღბლობის, გეგმების ჩაფუშვის და აუხდენელი ოცნებების .. დიახ მას არ გაუმართლა და დაიბადა გაჭირვებულ ოჯახში, სადაც მამა ცეროზით დაეღუპა და დედის ხელფასით სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. მაგრამ ნიჭი არასდროს იკარგება უკვალოდ.. იდეალურად ხატავს და დღეს-დღეობით თავს ზუსტად მისი ნახატების ყიდვით ირჩენს.. ძალიან ჩვეულებრივი სტანდარტტული გარეგნობა ჰქონდა დოლიძეს და სრულიად საკმარისი იყო რომ ეცხოვრა კომფორტულად ყოველგვარი სიყვარულის, გულის ტკენის და თაყვანისმცემლების გარეშე.. მაგრამ წარსულში ყოველთვის არის შავი ლაქა რომელსაც დიდი მონდომებით ვმარხავთ და ვცდილოთ არ გავიხსენოთ.. მხიარულად დაბრუნდა ქალაქის ცენტრში და ბედნიერად აირბინა კიბეები. სახლში შესულმა ამოისუნთქა და ფანჯარა გამოაღო. მაგიდაზე გაშალა ფურცლები და ნახატებს დააკვირდა, ერთი-ორი უცნობი დოკუმენტი შენიშნა, მაშნვე გონებაში ამოუტივტივდა შეჯახება.. -აუფ, იმ კაცის საბუთებიც გამომყოლია.. ეე ჩემი ნახატები სად არის? -ანერვიულებულმა ფურცლები გადაათვალიერა და ვერ იპოვა, კოლექციის ყველაზე ლამაზი ნახატები.. -ჯანდაბაა.. უფ სულ იმის ბრალია დამცქეროდა არწივივით.. -შუბლი ნერვიულად მოისრისა. *** ბიზნეს კლასში იჯდა ბატონი დამიანე ერისთავი და სერიოზული სახით კითხულობდა კონტრაქტს.. ერთ ფურცელს მეორე მიყვა, მეორეს მესამე და ბოლოს ხელში უცნობი მხატვრის ნახატი შერჩა. შავი თვალები დააწვრილა და მონდომებით დააკვრიდა თეთრ ფონზე არსებულ შავ ჩრდილებს, რომელიც ყვებოდნენ ლამაზ ღამეს, ქალის ვნებიან ბგერებს გამოსცემდნენ და კაცის სიამოვნების ღიმილს აღწერდნენ.. -უყურე ამას რა ფანტაზიები აწუხებს... -ღიმილის კუთხე ჩატეხა.. წვერრზე ჩამოისვა ხელი და ტუჩები ერთმანეთს მიაკრა. საქაღალდე დახურა, თავი საზურგეს მიადო და ილუმინაორს მიაშტერდა. *** საღამო ხანი იყო, ქალიქის ერთ მყუდრო სახლიდან მხიარული ხმები გამოდიოდა.. ოთახი მთლიანად კვამლში იყო გახვეული და სასმლის სუნიც დიდი რაოდენობით ტრიალებდა.. -ანა-ბანა, მოყევი რამე რაა.. -რა მოვყვე თათი რაც ჩამოვედი სულ მე მალაპარაკებთ..სამაგიეროდ თამოს აქვს მოსაყოლი ბევრი.. აბა მიდი გისმენთ საზოგადოება.. -დედაჩემმა პანიკა ასწია..-მობეზრებულად აატრიალა ორჯონიკიძემ თვალები ერთი ნაფაზი ძლიერად დაარტყა და საუბარის განაგრძო.-ნათლიაჩემმა დამირეკა იმ დღეს, გრძელ მაგიდასთან დამსვა და წინ დამიჯდა სერიოზული სახით.. ამიხსნა რომ ამ საზოგადოებას არ უყვარს გამორჩეული ხალხი და ბევრი პრობლემები შემექმნდებოდა.. -განსხვავებული ორიენტაციის გამო?-გაკვირვებულმა იკითხა თათიამ და სასმლის ერთი მოზრდილი ყლუპი მოსვალ.. -ზუსტად.. ხან შულზე მიიდებდა ხელს და სერიოზული ამომხედავდა ხანაც უცნაურ მიმიკებს იღებდა.. -აკისკისდა.. -ნეტა მაგას რა უნდა ერთი, ანნ შეყვარებული არ ჰყავს, ან საცოლე? მიხედოს რა თავის საქმეს. -საუბარში ანა ჩაერია.. -ისე რამდენი წლისაა.? - 35 წლის მგონი.. კი არ ვიცი ზუსტად.-თქვა და მის გვერდით მჯდომ გოგონას გახედა. - რა შეყვარებული ღადაობ? -აკისკისდა.-ყველაფერს ტყ**ვს რაც კი მოძრაობს.! -სერიოზულად თქვა და ყველა ერთად აკისკისდა.. -უიმეე. კაი რა აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, თათო რას აპირე გამოფენაზე? -აუ არ ვიცი რას ვიზამ, ადგილი კი ვნახე მაგრამ რამდენად გაიყიდება ჩემი ნახატები არ ვიცი.. იქნებ არც კი ღირს.! -რას ამბობ თათია, ჯერ ეს ერთი ულამაზესად ხატავ და იმათ კი არ გავს შენი ნახატები უაზროდ რომ აქვთ მითხაპნილი საღებავები, ხოდა მეორეც თუ არ სცადე არასდროს გეცოდინება გამოვიდოდა თუ არა.. -მხაზე დაადო მზრუნველად ხელი თამომ.. -თან ნათლიაჩემს ვეტყვი და ისიც მოვა, იმას ბევრი გავლენიანი მეგობარი ჰყავს და თუ რამე დაგეხმარება.. ჩვენც შენს გვერდით ვართ. -ხო მანამდე კიდევ მინდა ერთი ნახატის დახატვა..-დილის ინციდენტის ადრესატი გაახსენდა და ეშმაკურად ჩაეღიმა.. -ძალიან კარგი, ისე დედაშენი რას შვება? ქალბატონი მედეეა.-უცნაურად გაწელა სახელი ანამ. -რავი ბედნიერია, თან მანოლი სულ მკითხულობს.. -ბერძენია ხომ შენი მამინაცვალი? -ჰოო. დედა იმსახურებს ბედნიერებას.. -გაეღიმა..- კარგი კაცია და ჩემთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, ეს სახლიც ხომ იმან მიყიდა.. ხოდა მოკლედ შეიძლება ამ ზამთარს ჩამოვიდნენ.. -მშვენიერია, თან როგორც მახსოვს ძალიან ლამაზი დედა გყავს.-წარბები აათამაშა თამომ.. -კაი რა თამო..-ხელი ჰკრა მეგობარს და გაიცინა.. შუაღამე იქნებოდა მეგობრები რომ გააცია, ფანჯრები გამოაღო და სახლი გაანიავა, ნიავზე უფრო მოეკიდა სასმელი და საწოლზე მწოლიარე ფიქრებში წავიდა, ჯერ მეგობრებთან მივიდა, მერე ნახატებთან და ბოლოს დილის შეჯახება გაიხსენა.. -თათია რა დაგემართა, მოეშვი იმ კაცზე ფიქრს.. -დეტალურად უთვალიერებდა წარმოსახვას ნაკვთებს და უფრო ღრმად იძირებოდა.. ბოლოს კი სიმშვიდეში გადაინაცვლა და გონებაც დაასვენა.! *** ჩემო თბილებო და ტკბილებო.. აი ესეც ახალი ისტორია, მინდოდა უფრო ადრე დაგბრუნებოდით მაგრამ ცოტა დამაგვიანდა. :დ იმედია ისეც მოგეწონებათ და ბოლომდე გამომყვებით.. ველი შეფასებებს.. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.