ყველა'ფერი(თავი 3)
-რას იტყვით ჩვენი გამარჯვება და თქვენი დამარცხება რო ავღნიშნოთ?-ნიშნისმოგებით მიმართა ლიზამ ბიჭებს თუმცა ყველამ იცოდა საით იყო მიმართული მისი ნათქვამი. -არა გენაცვალე თქვენ გაერთეთ და ჩვენ კი გაგვყწვიტეთ წელში სად შენიძლია ამდენი!-უარი განაცხადა ლუკამ. -დიახადაც არ შემიძლია, დავიღალე.-უდარდელად აიქნია ხელი დემნამ. -გამომთიშეთ!-განაცხადა ქანცგაცლილმა რეზიმ -მოკლედ ლიზა ბიჭებს ჩვენი გამარჯვება არ გაუხარდათ!-სიტყვა გამარჯვება სპეციალურად გამოკვეთა ანანომ,თუმცა ალექსანდრე მაგის ჩიტი არ იყო ასე უცებ აყოლოდა. -კაი ქეიფის თავი არ გაქვთ გავიგე მარა ჩვენთან წამოდით პიცას გავაკეთებ,...მაგრამ ხო იცით არავითარი ალკოჰოლი ბინაში.-ანამ მეგობრებს შესთავაზა. -აუუ ან მაგრა დავიღალე რა!-აწუწუნდა გაბრიელი. -აუუუ გაბროოო-ანამ და ანანომ ერთდროულად თქვა და ერთმა ერთ ლოყაზე აკოცა ძმობილს მეორემ მეორეზე. -ოო კაი ხო ჯანდაბას.-გაბრიელმაც ვეღარ გაუძლო და დასთანხმდა.მოკვდებოდა და მათ სულ ოდნავაც, ვერ ატკენდა გულს. -აბაა?სხვები რას იტყვით-უკვე აჟიტირდა ანანო. -კარგი-ყველამ ღიმილით თქვა,რადგან თავი ვერ შეიკავეს როცა თავად ანამაც გაიღიმა და სახე საყვარლად დამანჭა. სახლში მივიდნენ გოგონები სამზარეულოში საქმიანობდნენ,თავად ანანოც კი დაასაქმეს,ნუ პრინციპში მას მხოლოდ რაღაცეებს აჭრევინებდნენ,რადგან სხვა არაფრის გაკეთება არ იცოდა.ბიჭები კი მისარებში დასხდნენ და საუბრობდნენ თან ფილმსაც არჩევდნენ. -აბა მოყევით რამე თქვენზე.-მიუბრუნდა გაბრიელი სამეულს.ბიჭებმა ყველას გაცნობა დემნას მიანდეს. -მოკლედ ჩვენ სამი ბავშვობიდან ერთად ვართ რა!როგორ გითხრა ერთმანეთს ვავსებთ ხასიათებით მე მასხარა როგორც ისინი მიწოდებენ,ალექსი უჟმური,და დემე შეზავებული ვარიანტი რა. -რას საქმიანობთ?-დაინტერესდა ლუკა. -ბიზნესები აქვთ მამაჩვენებს,ჯერ იქ რიგითი თანამშრომლები ვართ მაგრამ ამავდროულად მე და ალექსმა ცალკე საერთო ბიზნესი შევქმენით.-საუბარში ჩაერთო დემეტრე. -საინტერესოა! -და ანანო როგორ გაიცანი?-შეუბრუნდა ლუკა დემნას. -ამერიკაში ქუჩაში შემეჯახა და შავი დღე მაყარა!-სიცილი დაიწყო დემნამ,ბიჭებმაც წარმოიდგინეს სიტუაცია და ისინიც ახარხარდნენ.მხოლოდ ალექსანდრე იყო ჩუმად და გრძნობდა რომ საერთოდაც არ იყო აღფთოვანებული დემნასა და ანანოს მეგობრობით. -აბა რაზე იცინით?-ოთახში გოგონებიც გამოჩნდნენ. -არაფერი ბიჭებს მოვუყევი რა დღე მაყარე პირველი შეხვედრისას-დემნამ თბილად გაუღიმა მეგობარს და ხელი დაგახვია,ისიც მიეტმასნა და თავი მკერდზე დაადო. ანას დემეტრეს გვერდით მოუწია დაჯდომა. -საინტერესო მეგობრობა აქვთ არა?-მიმართა დემემ გოგოს. -სიმართლე გითხრა მე მსგავსი მეგობრობების არ მჯერა-ცივად მიუგო ანამ. -რატო ასე მშრალად-გაკვირვებულმა გახედა დემეტრემ. -სიმართლე გითხრა? -აჰამ- -მიჭირს უცხოებტან ურთიერთობა-მიუგო ანა და სამზარეულოსკენ წავიდა-პიცას დავხედეავ! მეგობრებმა საუბარი განაგრძეს.ანა ისევ არ ჩანდა,მალე დემეტრეც წამოდგა. -წყალს დავლევ-თქვა და სამზარეულოსკენ წავიდა. -შეგიძლია წყალი დამისხა? -რა თქმა უნდა! -ჭიქა წყლით აავსო და ბიჭს გაუწოდა. -ვფიქრობ უნდა მოიხსნა კოპლექსები-ვითომც არაფერი ისე უთხრა დემემ. -რას გულისხმობ?-გაუკვირდა ანას. -შენს ურთიერთობას ხალხთან-საყვარელი ღიომილით უთხრა დემემ. -ზოგადად უცხოებთან ურთიერთობა მიჭირს...ანდა შენ რა განაღვლებს? ვერ ვხვდები.-გაცხარდა ანა. -კარგი დამშვიდდი-მხარზე ხელი ჩამოუსვა დემეტრემ,ანა კი უკან გახტა. -ნუ ეტყვი ადამიანს ისეთ რამე ს,რაც შემდეგ იძულებულს გაგხდის ის დაამშვიდო-აცრემლებული თვალებით უთხრა ანამ დსა ოთახიდან გავარდა. სააბაზანოში შკეტვის წინ ლიზას დაუძახა რომ ღუმელიდან პიცვა გამოეღთ. -იჯექი მე გამოვიღებ-უთხრა ანანომ თუმცა ლიზამ გააჩერა. -შენ რამეს ისეთს გააკეთებ,დაგვტოვებ მშიერს...დაეტიე მანდ!-უთხრა და ადგილზე დააბრუნა. -შენ ხო რას ამბობ მყავხარ მაგარი მზარეული!...სადაქალოში სამლის კეთება მარტო ანას ეხერხება.-კბილი გაკრა რეზიმ და საზიზღრად გაეკრიჭა,ლიზამ მუწები შეკრა მაგრამ უცხო ხალხთან თავი შეიკავა და არ უპასუხა. მალე ანაც დაბრუნდა. ფილმიც ჩართს და მხიარულად განაგრძეს საღამო. ყველა რომ დაიშალა, გოგონებმა სახლი მიალაგეს და დასაწოლად წავიდნენ თავიანთანთ ოთახდებში. ანანოს მშვიდი ძილით ეძინა. ანას კი თვალი არ მოუხუჭავს.სულ დემეტერეზე ფიქრობდა.ეს ბიჭი მასში ნდობას აღძრავდა და სწორედ ეს აშინებდა.ისეთი საყვერლი იყო სულ იღიმოდა და ანას ღიმილსაც იწვევდა.ორი დღის გაცნობილთან მსგავსი რამ არსდროს დამართნია... .................................................................................. დილით ადრე გაიღვიძა,მეგობარი უკვე წასული დახვდა.სასწრაფოდ დალია ყავა დაა სახლიდან გავიდა.მაშინვე იგრძნო სიცივე და გზა სწრაფად განაგრძო.მის უნივერსიტეტეამდე მანზილი შორი იყო,ტაქსიც არსად ჩანდა.უეცრად მის ფეხებთან მანქანა გაჩერდა,ძალიან გაუკვირდა, როდესაც ფანჯარა ჩაიწია და იქიდან დემეტრეს სახე დაინახა. -საით გაგიწევია მეზობელო?-ღიმილით კითხა გაკვირვებულ ანას -მმ ...მე უნივერსიტეტში მივდივარ.-უთხრა ანამ. -ჩაჯექი გაგიყვან...თან... საუბარი მინდა-მორიდებულად მიმართა გოგოს. -არა გმადლობ ტაქსს გავაჩერებ-ცივი პასუხიც მიიღო. დემეტრე მანქანიდან გამოვიდა და ანას წინ აესვეტა,საცოდავი სახით შეხედა. -გთხოვ რაღაც უნდა გითხრა. -არა გამატარე!-გოგონა წინ წავიდა უკნიდან კი დემეტრემ მოაძახა -ბოდიში...გუშინდელისთვის! -ბოდიში წამალი არ არის!-ისევ სიცივე იგრძნობოდა ანას ხმაში, თითქოს მასაც ისევე გაუყინეს სული როგორც ეს ზამთარი ყინავდა თბილისის ქუჩებს. -თითქოს არ ტოვებდი პატარა გოგოს შთაბეჭდილებას-უცნაურად შეიშმუშნა ბიჭი-ვგულისხმობ მე ისეთი არაფერი მითქვამს ...შენკი ძალიან გაბრაზდი. -საიდან მოიტანე ვერ ვხვდები,შენ გგონია, ასე ერთი დღის გაცნობილი ადამიანის გამო შემიძლია გავბრაზდე?-ყველანაირად შეეცადა ყელში მომდგარი ბურთი გადაეყლაპა და რაც შეიძლება ომახიანად ეთქვა სათქმელი. -ანა რა ხდება?ვერ გავიგე რა გითხარი ისეთი!მიუხენავად ამისა ის გავაკეთე რასაც სხვასთან არავითარ შემთხვევაში არ ვიზამდი,ბოდიში მოგიხადე მაგრამ არ ვიცი რისთვის-ყვირილზე გადავიდა ბიჭი-და ეს რატომ გავაკეთე?...არ ვიცი! ანა გაჩუმებული იდგა ვერც კი იგებდა რას ამბობდა დემეტრე.შემდეგ უთხრა რომ აპატია და უნივერსიტეტში წავიდა. ........................................................... დილიდან არაჩვეულებრივ ხასიათზე გაიღვიძა,წყალი გადაივლო,ყურსასმენები გაიკეთა და ცეკვაცეკვით განაგრძო მომზადება. სახლიდან გავიდა,გზაზე გადადიოდა როდესაც მის ფეხებთან მანქანამ დაამუხრუჭა. მანქანიდან მაღალი ბიჭი გადმოვიდა,თვითონ ამასაც ვერ ამჩნევდა ისეთი შეშინებული იყო. -ბოდიში გოგონა ყურადღება გამეფანტა!-უთხრა ბიჭმა აშკარად აშლილი სახით. -არაუშავს,მაგრამ იქნებ ყურადღებით იყოთ ხოლმე,რათქმაუნდა თუ ვინმეს მოკვლას არ გეგმავთ!-ცივად გახედა. -მე ლევანი მქვია...დაბრძანდით გაგიყვანთ-მზრუნველად მიმართა ბიჭმა. -ანანო...გმადლობთ არ არის საჭირო. -გთხოვთ თავს უკეთ ვიგრძნობ თუ რაიმეში დაგეხმარებით.-თბილად გაუღიმა ლევანმა,ანანოც დასთანხმდა.მალე ბიჭმა საუბარი წამოიწყო -რას საქმიანობ? -ვსწავლობ,მეოთხე კურსზე ვარ!-თავაზიანად უპასუხა გოგომ. -რა განხრით სწავლობ? -ჟურნალისტობას ვაპირებ!შენ რას საქმიანობ?-უხერხულობის მოხსნის მიზნით დასვა შემდეგი კითხვა. -ასე ვთქვათ,ოჯახურ ბიზნეს ვუდგევარ სათავეში! -შენი გვარი არ გითქვამს ლევან.-ინტერესიანი მზერით შეხედა ბიჭს. -ქალდანი!-უდარდელად მიუგო მან. ამ გვარმა,თითქოს გოგონაში რაღაც მოგონებები აღძრა.არც ეს ბიჭი მოსწონდა მაინცდა მაინც!მაგრამ თავი ინუგეშა იმით,რომ ეს უბრალოდ მისი წარმოსახვა იყო. -გმადლობ ლევან!-ნაძალადევად გაუღიმა ბიჭს. -არაფერს! ეს ბოდიშად ჩავთვალოთ ხო? -კარგი!ნახვამდის. *** უნივერსიტეტში გვიანობამდე შემორჩა,შემდეგ ბობლიოთეკაშიც შეიარა,სასურველი წიგნი აიღო და სახლში წავიდა. კარის შეღებისთანავე მოესმა გაბრიელის ხმა. -მაგის დედა****.როგორ გაბედა,მე მაგას ვუჩვენებ!-ბოლო ხმაზე ღრიელებდა. -რა გაღრიალებს,კალათბურთის ამომავალო ვარსკვლავო?-გაეღრიჯა ანანო. -შენი ხმა არ გავიგო!მე ამას ველაპარაკები!-ისევ იღრიალა გაბრიელმა და ანასკენ ანიშნა. -მართლა არ ვიცი,რას ამბობ,გაბრიელ მართლა არ ვიცი!-უკვე ანამაც აუწია ხმას. -იმ ს*** რო უჯდებოდი მაშინ ხო კარგად იცოდი?-კიდევ ერთხელ იყვირა და წყლის ჭიქა კედელს მიაფშვნა. -ვერ გავიგე რატო ყვირი,გითხრა არ ვიციო!-ვეღარ მოითმინა ანანომ. -გაჩუმდი მეთქი-ისევ ანანოს შეუღრინა და მერე ანას მიუბრუნდა.-არ იცი ხო რომ ვერ ვიტან მაგ ქალდანს?გითხარით არ არის კარგი ადამიანი,ვნერვიულობ და ფრთხილად იყავით-მეთქი შენ კიდე მანქანაში ჩაუჯექი? -მოიცა რა ქალდანი?ლევან ქალდანი?-გაოცება ვერ დამალა ანანომ. -შენ საიდანღა იცი?...ანანო ვინ არის ეგ კაცი? -მე...არ ვიცი დღეს კინაღამ დამეჯახა და მერე უნივერსიტეტამდე მიმიყვანა! -უცხოებს მანქანაში რატომ უჯდები?ანანო სანერვიულო მაკლია?-იმხელა უყვირა გაბრიელმა ანანოს ცრემლები,წასკდა. -უბრალოდ დახმარება შემომთავაზა და უარი აღარ ვუთხარი.-აკანკალებული ხმით უთხრა ბიჭს. -კარგი ანანო რა შენ რა შუაში ხარ?ან ჩვენ რა ვიცით შენ ვინ გმტრობს?-ამჯერად თავად გადავიდა შეტევაზე ანა. -ასეთი დაუდევარი როა მითომაცც,წაიმტვრევს კისერს! -კიდევ ერთხელ გიმეორებ,არ ვიცოდი ვინ იყო!-თქვა ცრემლიანმა ანანომ და სახლიდან გავარდა. -მოდი აქ სად მიდიხარ?-მიაძახა ბიჭმა თუმცა მას უკან არ მოუხედავს. -დაანებე თავი! არ უნდა გეთქვა ეგ სიტყვები. -ანა ვერც კი წარმოიდგენ,როგორი საშიში პიროვნებაა! მე თქვენზე ვღელავ ის უკან არაფერზე დაიხევს.-უკვე მშვიდი ტონით უთხრა გოგოს. -კარგი მაგრამ შეგეძლო ეს მშვიდად აგეხსნა. -ვიცი,მაპატიე,მაგრამ თავი ვეღარ მოვთოკე,შემეშინდა! იცი როგორ შემეშინდა? -ხომ იცი რომ მას ყველა კარგი გონია?არ იცის რა არის ღალატი!თანაც ძალიან ჯიუტია და ასე ვერაფერს აუხსნი! -ვიცი ხო ვიცი...ჩემზე კარგად ვინ გიცნობთ?...ანა შენ კარგად ხარ? ამ ბოლო დროს ზედმეტად მოწყენილი ჩანხარ.-ხრიწიანი ხმით კითხა გოგონას. -კარგად ვარ ხომ იცი ყველაფერი სამი წლის წინ დავასრულე. -აუცილებლად ვიპოვი ხომ იცი არა?-ტუჩები შუბლზე მიაკრა და ხელი მაგრად მოხვია. ცოტა დაძაბული თავი გამოვიდა მაგრამ რას ვიზამთ!გმადლობთ რომ კითხულობთ,იმედია მოგწონთ ველოდები თქვენს შეფასებებს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.