ტკივილი...(თავი 4)
*** -რაც დაინახე ის ყველაფერი ასე მშვიდად მიიღე? -მაშინ ვფიქრობდი, რომ ამაში საგანგაშო არაფერი იყო...თუმცა არა, ახლაც ეგრე ვთვლი *** -საყვარელი ფოტოებია-აღნიშნა ილიამ კედლებზე დაკვირვებისას -უჰჰ ძალიან, ქალბატონის დამსახურებაა-ამოიბუზღუნა ლუკამ -ისე რაპონტია ჩემი არცერთი ფოტოაა...ეეე მეც მინდა-წამოიძახა საბამ -ხოდა გაიღიმეე ძმიი-უცებ მივარდა ბაია ლოყაზე აკოცა და ფოტო ისე გადაიღო ბიჭი გონს ვერც მოვიდა -ეს...რა? ასე არ მინდოდა-ამოიბუტბუტა საბამ -შანსი არ გაქვს მაინც დაკიდებს. ყველა ფოტო ეგრეა გადაღებული-გაეცინა ლუკას -აქ რა ბედნიერი ხართ მადამ, რა გიხარიათ ასე?-კითხა ილომ და ერთ-ერთი ფოტოსკენ მიანიშნა -მანდ ლუკაჩომ ტელეფონი მაჩუქა 8მარტის აღსანიშნავად-გაიკრიჭა -და შენ რა აჩუქე 23თებერვალს?-გაეცინა ბიჭს -23თებერვალი წითელი არმიის შექმნის დღეა, რა არის მანდ მისალოცი?-პირველი წინადადება ერთად თქვეს ბაიამ მკაცრას ხოლო ლუკამ თვალების ტრიალით, მეორე წინადადება კი გოგომ დაამატა -შემახსენე რაზე სწავლობ? -იურიდიული-თქვა ამაყად გოგომ. დემეტრე მთელი დროის განმავლობაში იჯდა და თვალებით ბურღავდა გოგოს -ეე დემეტრიუს შენი მომავალი კოლეგა გაიჩითა-გაიკრიჭა ისევ ილია -რა? იურიდიულზე სწავლობ?-იკითხა გულუბყვილოდ ბაიამ, ხოლო საბას და ილიას სიცილი აუტყდათ -ცოტა აცდი ასაკში დაიკო, არა ასე არ ეტყობა ვითომ ასაკი?-"ჩაფიქრდა" საბა -გეყოთ! ქალბატონო ბარბარე, იურიდიულზე სწავლობთ და არ იცით ვინაა ქალაქის მთავარი გამომძიებელი?-კითხა ირონიული ღიმილით -რა თქმა უნდა, ვიცი დემეტრე ყიფი...-დაიწყო, თუმცა გაჩერდა-არაა...? -ზუსტადაც-ჩაეცინა -ლუკ ვიღუპები-წამოიძახა -რატო პატარავ? -იმიტომ, რომ სტაჟირებას ჩემთან გაივლის-საზეიმოდ გამოაცხადა დემეტრემ *** -და ამის შემდეგ დაახლოვდნენ ისინი? -მათ შორის უხილავი ძაფები იყო. არ ვიცი ეს როგორ გავიგე, თუმცა მივხვდი, რომ ეს ორი ერთმანეთს ავსებდნენ. მათი ყოველი დიალოგი კამათით მთავრდებოდა, ხშირად ისეთი რამეც უთქვამთ, რომ გული უტკენიათ ერთმანეთისთვის, თუმცა მათ შორის ქიმია იყო... ქალბატონო ფსიქოლოგო, თქვენ იცით რამხელა ძალა აქვს ადამიანებს შორის ქიმიას?-მოუბრუნდა და ქვემოდან ამოხედა გოგოს -მე...რა თქმა უნდა-დაიბნა -და ჩვენს შორის გრძნობთ ამ ქიმიას?-თვალებში ჭინკები გაუჩნდა ბიჭს -გააგრძელეთ ლუკა, გთხოვს-თემა გადაიტანა -ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია, მომავალ შეხვედრამდე-თქვა და როგორც ყოველთვის, ახლაც უკან მოუხედავად დატოვა ოთახი *** ჩაბნელებულ ოთახში მარტო იჯდა, რუტინას არ არღვევდა და სისხლში გამჯდარ ფიქრებს ახლაც ვერ იშორებდა. ახსოვდა კადრები, რაც არ უნდა ყოფილიყო მის მეხსიერებაში. კოშმარები ძილის საშუალებას არ აძლევდა. ამჯერადაც მისმა მობილურმა დაარღია სიჩუმე -საბა... -ჩამოვდივარ...გადავწყვიტე თუ არა ბილეთი მაშინვე ვიყიდე რომ არ გადამეფიქრებინა...2დღეში დილით მანდ ვარ და მინდა ბინაში დავრჩე -რა თქმა უნდა, სახლი გელოდება, საბა... *** -ანიკამ ბაიას ფოტოები მანახა...ლამაზია -ლამაზი? ის უბრალოდ ლამაზი არ იყო...ის შეუდარებელი იყო! გადაოცარი ვინმე იყო... -საბა ჩამოდის-თქვა ბიჭმა დუმილის შემდეგ -რას გრძნობ? -მონატრებას, სიხარულს და მაინც დანაკლის -რამდენი ხანია არ გინახავს? -1წელია მას შემდეგ, რაც აქ დავბრუნდი... -ლუკა მინდა, რომ თხრობა გააგრძელო, რა ხდებოდა შემდეგ -სტაჟირება 2დღეში დაეწყო... *** -აუ რაა რას ავიტეხე ეს იურიდიული და ჩაბარება, ხო ვიჯდებოდი ახლა ჩემ ქმარ-შვილთან სახლში, ჩემ საწოლში-წუწუნებდა დილით გაღვიძებით უკმაყოფილო ანიკა -შენ ჩემი წუწინი და ტანჯვა ნახე, როცა გაიგენ ვინ არის ჩვენი "უფროსი"-თვალები აატრიალა ბაიამ -დაიცა იცი? უიმე მე სახელიც არ გამიგია დამეზარა. ვინაა?-იკითხა მთნარებით გოგომ -ნახავ...-თქვა თუ არა ოთახში მაღალი სილუეტი გამოჩნდა -არ არსებობსს-აღმოხდა ანიკას, ხოლო ბაიას მწარედ ჩაეცინა -მოგესალმებით, მე დემეტრე ყიფიანი ვარ, მთავარი გამომძიებელი და ამჟამად თქვენი მასწავლებელი. რამდენიმე წესი მაქვს, პირველი-არ მაწყვეტინებთ ლაპარაკს, მეორე-არ სვავთ ზედმეტ კითხვებს, მესამე-არ აგვიანებთ, მეოთხე-არ ერევით იმაში, რაც თქვენი საქმე არ არის და მეხუთე-სამი შეცდომა და გაგდებული იქნებით-ლაპარაკობდა მკაცრად დემეტრე, ხოლო ბაია თვალებს ატრიალებდა. ხელი აიწია -გისმენთ -თუ ბევრი კითხვის დასმის უფლება არ გვაქვს, როგორ გავიგებთ ისეთ დეტალებს რაც აუცილებელია?-იკითხს წყნარად -მე ვთქვი ზედმეტი კითხვები -და იქნებ ზედმეტად მაინტერესებს რაღაც საქმესთან დაკავშირებით? -იცი უკვე ბევრ კითხვას, რომ სვავ? -და თქვენ თუ იცით, რომ უკვე არც ისეთი კარგი კურატორი ხართ, რადგან კითხვებს თავს არიდებთ-არცერთი თმობდა პოზიციებს. ანიკამ სახელოზე დაქაჩა დაქალს და თვალები უბრიალა -ბატონო დემეტრე აი სტაჟიორების სია-სიტუაცია ოთახში შემოსულმა გოგომ განმუხტა, რომელიც დაუფარავად ეფლირტავებოდა ბიჭს. თავისდა გასაკვირად, ბაიამ იგრძნო, როგორ მოუნდა ამ გოგოს მოკვლა. სია ამოიკითხა -ბარბარე ახვლედიანი -ბარბარე არა და ბაია მე ვარ-თქვა გოგომ -რა მნიშვნელობა აქვს-თვალები აატრიალა ბიჭმა. იმ დღეს იმდენად უშლიდა ბიჭი ნერვებს, სახლში გაცეცხლებული მივარდა -საბაა-იკივლა სახლში შესვლისთანავე -მოდი გამოვიცნობ, ჩემი ძმა ტირანია ჰო?-სიცილით გამოვიდა ბიჭი სამზარეულოდან, უკან კი მოცინარი ლუკა მოჰყვებოდა -იდიოტი ტირანი ეგ, მოვკლავვ, არ ვაცოცხლებ იცოდე არც კი გაბედო შემაჩერო შენ კიდე ექიმი რომ გახდები არ გადაარჩინო-იმუქრებოდა გოგო და სახლში დააბოტებდა. ბიჭები იცინოდნენ -აბა ჰე შენ იცი საბა მე წავედი ანიკასთან ახლა იმის საყვედურებს მოვისმენ შენ ძმაზე, მერე სანდროსთან ერთად ვიცინებ თან ჩემ ნათლულს ვნახავ-გაიკრიჭა ლუკა -მოიცი ისიც იურიდიულზე სწავლობს? -კიი-გაიცინა და სახლი დატოვა -არა რა იდიოტია -კარგი დაწყნარდი, არ გინდა ასე ნერვები აღარ შეგჩება-სიცილით "აწყნარებდა" -შენ მის მხარეს ხარ ხო?-თვალები დააწვრილა. ბიჭი კარების ხმამ გადაარჩინა. უცებ წამოხტა კარზე ზარიაო და გააღო, იქ კი დემეტრე დახვდა უცნაური ღიმილით -აქ რას აკეთებ? გინდა საკუთარ სახლში მოგკლას? გაცეცხლებულიაა, რა დაუშავე-იცინოდა საბა და ბიჭი სახლში შემოუშვა -ამ პრიმატ ნიადერტანიანელს აქ რა უნდა კითხე?-იკითხა გაცეცხლებულმა -გავიგე სტაჟირების პირველი დღე გქონია და მაინტერესებდა როგორ ჩაიარა-თქვა სერიოზული ხმით დემეტრემ -გაჩუმდი შენი ხმა ნუ მესმის! სუ...-თქვა და ტელევიზორი ჩართო. არხებზე დაიწყო თამაში და მანამ არ გაჩერდა, სანამ საყვარელ ფილს არ მიაგნო-გაჩუმმდიით-იყვირა-ჩემი საყვარელი ფილმია, ან დაჯექით და თქვენც უყურეთ, ან ხმა არ ამოიღოთ-თქვა და ტელევიზორს შეხედა, სადაც ფილმ "ნარკოზს" უჩვენებდნენ. ბიჭებიც ჩამოსხდნენ და ფილმის ყურება ერთად დაიწყეს. დემეტრეს თითქმის არ მოუშორებია მზერა ბაიასთვის, რომელშიც იმდენად იყო ჩაფლული, რომ ვერ ამჩნევდა ირგვლივ რა ხდებოდა -არ ვამართლებ ამ საქციელს-თქვა დემეტრემ მას შემდეგ რაც ფილმი დამთავრდა? -რაა?-მიუბრუნდა ერთიანად გაოცებული გოგო -ჰო აი ამ უაზრო თავგანწირვას. სიცოცხლე ერთი აქვს ადამიანს და არაა აუცილებელი სხვისთვის გაწიროს-მხრები აიჩეჩა ბიჭმა -შენ ალბათ არც გაწირავ რადგან არ იცი საყვარელი ადამიანების ფასი. ყველას აქვს უფლება გადაარჩინოს მისთვის ძვირფასი ადამიანი-თქვა თითქმის წართმეული ხმით და ფეხზე წამოდგა -ჰეი ცოლის დავ...-სწორედ ამ მომენტში შემოვიდნენ ლუკა, ანიკა, სანდრო და თომა. ბაიამ ბავშვს ლოყაზე აკოცა და სახლი მალევე დატოვა -რა დაემართა?-იკითხა გაოცებულმა ლუკამ, და არანაკლებ გაოცებულ ბიჭებს გახედა. მათ ყველაფერი მოუყვეს? -რაა?-წამოიყვიტა ლუკამ, სანდრომ და ანიკამ ერთად? -რა უთხარი?-დაამატა ლუკამ -ლუკა დაურეკე ჩქარა-უთხრა ანიკამ და იქვე ჩამოჯდა -რა ხდება?-იკითხა დაბნეულმა საბამ -როცა რამე არ იცი არ უნდა თქვა-კბილებში გამოცრა სანდრომ -საბა მისმინე, ეს ჩემგან არ უნდა გაგეგო, ლიკა და ბაია ამის თქმას აპირებდა, თუმცა ჯერ მზად არ იყო.... *** -როდესაც ამბის მოყოლა დავიწყე, რაღაც ადგილები გამოვტოვე... -შევამჩნიე -მაგალითად, რა მოხდა პირველი ვიზიტის მერე, როცა ნინამ და დემეტრემ სახლი დატოვეს. მაშინ ბაია ცუდათ გახდა. იპერაციამდე და მის შემდეგაც გამოტოვებულ ადგილას, ბაიას მდგომარეობას ამოწმებდბენ... -და რას სჭირდა მას? -გული... *** -ლუკა იტყვი რა ხდება?-მოთმინება დაკარგა საბამ -თქვენ უფროსი ძმა გყავდათ... -რა? გვყავდა? -ჰო...მოდი იქედან დავიწებ, რომ დაბადებიდან ბაია ჯანმრთელი არ იყო. სწორედ ამიტომ დაიჯერა ასე ადვილად ლიკამ შენი სიკვდილის ამბავი. ბაის გულის პრობლემა ჰქონდა. თქვენი უფროსი ძმა დამიანე 6წლით დიდი იყო. როცა ბაია 17ის გახდა, ცუდათ გახდა, გული აღარ უმუშავებდა სასწრაფოდ გადანერგვა გახდა საჭირო...დამიანე, ის გახდა დონორი. ლიკა ამის ნებას არ მისცემდა ამიტომ ყველაფერი თვითონ დაგეგმა. მის გამო, რომ დღეს ბაია ცოცხალია...სწორედ ამიტომ ჰქონდა ასე მძაფრი რეაქცია...-დაამთავრა ლუკამ და გაშტერებულ ბიჭს შეხედა -მე უნდა გავიდე-თქვა საბამ და მანაც დატოვა სახლი. კიბეებს ნელა აუყვა და ბინის სახურავზე ასულს ტყუპიც იქ დახვდა. -ლუკა გთხოვ მარტო მინდა ვიყო-ისე თქვა უკან არ გამოუხედავს -ლუკა არა მე ვარ-უთხრა ბიჭმა და გვერდით მიუჯდა-ლუკამ...მან მითხრა... -დამიანე ანგელოზი იყო...-დაიწყო დუმილის შემდეგ-ყველაზე სუფთა იყო. ყველაზე მეტად ვუყვარდი. მენატრება, თან ძალიან...მინდა ახლა აქ იყოს...თუმცა ის მაინც აქ არის-ხელი გულზე დაიდო-სულ გვერდით მინდა მყავდეს-ტიროდა-საბა მაკლია ისს-უფრო ატირდა და ტყუპს მიეკრა. ბიჭმა ხელები მოხვია და ისიც მასთან ერთად ატირდა. -ამმ წერილი მაქვს, მინდა წაიკითხო-უთხრა დუმილის შემდეგ ბაიამ და ზურგჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო, შიგ საგულდაგულოდ შენახული წერილი იყო. ბიჭს მიაწოდა-გთხოვ ხმამაღლა წაიკითხე "ბარბარე, ჩემო პრინცესავ, იცი როცა დაიბადე ერთი ციცქნა იყავი. გეფიცები მახსოვს, როცა დაგინახე რა ვიგრძენი. დედამ მითხრა, რომ ეს წითელი, პატარა წერტილი ჩემი დაიკო იყო და მასზე უნდა მეზრუნა ისე, როგორც პრინცესაზე. იცი პირველად, როდია ვიგრძენი ჩვენი კავშირი? მაშინ, როცა შენი პაწაწუნა თითებით, ჩემ თითებს მოუჭირე. მაშინ მიბხვდი, რომ ყველა'ფერი იყავი. ვერცერთ დღეს ვერ ვძლებდი შენს გარეშე და ალბათ ლუკაც პატარა ძმასავით, რომ არ მიმეღო ეჭვიანობის ნიადაგზე მოვკლავდი. მახსოვს როცა 10წლის გახდი ვარდისფერი კაბა გაჩუქე. დედას მთელი დღე დავარბენიებდი, რათა ისეთი კაბა გვეპოვნა, როგორზეც ოცნებობდი. საბოლოოდ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით კაბა შევაკერინეთ, რადგან საოცნებო პრინცესას კაბა გქონოდა. 10წლის, რომ გახდი შენ გვერდოთ არ ვიყავი. მაშინ თინეიჯერი ვიყავი და დამავიწყდა, გეფიცები ყველაზე წმინდას, რომ ახლაც ვნანობ ერთადერთ უჩემოდ გატარებულ დაბადების დღეს. მაშინ გამიბრაზდი ისე, რომ 1კვირა ხმას არ მცემდი, ეს ჩემი ცხოვრების საშინელი კვირა იყო. პრინცესავ, შენ ყველაზე კარგი ხარ! პირველო დანახვისთანავე მივხვდი, რომ ყველაფერზე მზად ვიყავი შენს დასაცავად. ახლა ამის დროა, დროა იმის, რომ ყველაზე კარგი საქციელი ჩავიდინო და გიხსნა იმ წყეული განაჩენისგან, რასაც სიკვდილი ჰქვია. გთხოვ ჩემი გული მიიღო და გაუფრთხილდე. მე ვიგრძნობ და გულს მატკენს შენი ცუდათ ყოფნა, ხომ იცი სათუთი გული მაქვს, მინდა რომ დაიცვა შენი გული, ხოლო თქვენ ორივეს ლუკა დაგიცავთ. უთხარი მას, რომ მიყვარს და ვამაყობ მისით, შენ კი გახსოვდეს, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პრინცესა ხარ. შენი დამუ..." *** ესეც ახალი თავი გთხოვთ მითხრათ მოგწონთ თუ არა მადლობა მას, ვინც კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.