შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტის სიგიჟე (2)


11-03-2019, 02:08
ავტორი tuna
ნანახია 1 237

ხომ ყველას გაგიგიათ გამოთქმა „თვალწინ ცხოვრებამ გამირბინაო“? ხოდა ვერ მოგახსენებთ რამდენ დღეს, საათსა თუ წუთს ვიყავი გათიშული, თუმცა მთელი ბიოგრაფისაათვის თვალის გადავლება ნამდვილად მოვასწარი. სკოლაში მისვლის პირველი დღე გამახსენდა - მასწავლებელს რომ ჯერ კიდევ ცხელი სექტემბრის დღეებში ვუთხარი დედის მონატრება რა შუაშია, მცივა და იმიტომ ვტირი მეთქი, მერე სკოლის საათებში სიბეჯითეში გატარებული 12 წელი, ოქროს მედალი, დამღლელი აბიტურიენტობა და სასურველ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვედრა გამახსენდა, შემდეგ კი არასასკოლო საათები - ლურჯად შეღებილი თმა და მამაჩემის გაფართოებული თვალები, ‘გაპასტული’ სტუმრები და ახლა დედაჩემის გაფართოებული თვალები.. სოფისაც არ ვაგდებდი კარგ დღეში, მაგრამ მას თვალების გაფართოების ნაცვლად იდეების თვალსაწიერი უფართოვდებოდა და მეც ასე აღმოვჩნდებოდი ხოლმე სკოლაში ცარიელი ჩანთით(იცოდა ბეჯითი მე როგორ გავებრაზებინე), ან აგურებით სავსე ჩანთით, ბოლო პერიოდში გამოპრანჭულიც ჩავვარდნილვარ ნაგვის ურნაში, კვლავ ‘შემთხვევით’ და ასე შემდეგ.. ახლა რომ ვიხსენებ, მარტივი ბავშვობა არ მქონია - კლასის გოგოებთან სულ დაძაბულობა მქონდა, არც კომუნიკაბელურობით გამოვირჩეოდი მათთან და სკოლის პერიოდმა ასე ჩაკეტილად გაიარა, თუმცა უნდა ითქვას, რომ იმ დანაკლისს, რასაც მეგობრების ნაკლებობა ერქვა, ჩემი მშობლები, უფროსი ძმა მივსებდა და ავტომატურად სოფიც, რადგან 15 წლიანი ურთიერთობა ოჯახის წევრობისაგან დიდად არ განსხვავდება.. ზუსტად ჩემი უცნაური სიზმრების კატალოგი უნდა გადამეშალა და თვალი გადამევლო, როცა რაღაცის წრიპინმა ჩემი ყურადღება მიიქცია..
-რა? თაგვი? -მგონი პანიკა დამეყო-ახლა გადავირევი! არა, დამშვიდდი, დაწყნარდი მგონი სხვა ხმაა - ვამშვიდებდი ჩემ თავს ფიქრებში და ნელ-ნელა ვცდილობდი თვალების გახელას. აშკარად ვიწექი, თუმცა ეს ჩემი ოთახი არ იყო. ღია ფერის კედლები, ჩემგან მარცხნივ სავარაუდოდ გადასხმა, ჩემგან მარჯვნივ რაღაც აპარატი -შენ წმუკუნებდი ხოო ? დამაცადე ერთი - დავემუქრე აპარატსაც და თვალების რამდენჯერმე დახამხამებით ვეცადე მათზე გადაკრული ბინდი მომეშორებინა - პალატაში ვიწექი.
- ეს მინდოდა ეხლა მეე - წუწუნი არ დამვიწყებია, თანაც სამართლიანად - თავი საშინლად მტკიოდა, სხეული დაბუჟებული მქონდა და ძალიან მაწუხებდა ის ფაქტიც, რომ მანქანის დაჯაებისას აღქმული ყველა გრძნობა ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა.
-როგორც იქნა გაიღვიძეთ - პალატაში თეთრხალათიანი, სასიამოვნო შესახედაობის ქალი შემოვიდა და ანკეტას დაავლო ხელი - თათია რუსიშვილი, 22 წლის. გადმოყვანილი 4 საათის უკან, მსუბუქი ტვინის შერყევის ნიშნებითა და 2 ნაკერით მკლავზე. გახსოვთ რა მოხდა ხომ ?
-კი, მახსოვს. ჩემებს რომ გავაგებინო შეიძლება? ალბათ ნერვიულობენ ძალიან - თვალები ამიწყლიანდა, მაგრამ მაშინვე გამომიკეთდა ხასიათი, როცა პალატაში სოფის შემოყოფილი თავი დავინახე - თვალს მიკრავდა, გავიდეს და შემოვალო.
-კი, როგორ არა - ღიმილით მიპასუხა ექთანმა და ტელეფონს მოგიტანო, შემპირდა. მისი გასვლა და სოფის შემოპარვა ერთი იყო
-გოგო გაგიჟდი? როგორ შემოხვედი - გამეცინა. სიცილი არც მას დაუკლია.
-ვაიმე რას პანიკობ, შენ ის მითხარი როგორ ხარ. ძაან გტკივა ? - საცოდავად შემომხედა, თუმცა ჩემი გამოხედვის შედეგად, რომელიც „შენ როგორ გგონიას“ ნიშნავდა, სასწრაფოდ შეცვალა თემა - მისმინე, შენებს არ დავურეკე შეგნებულად. ხომ იცი ინერვიულებდნენ, შენ დაელაპარაკო მერე ჯობია. კიდევ ვინც დაგეჯახა ის ტიპიც აქაა, იმან მოგიყვანა აქამდე. მე კი არ მინახავს, მაგრამ მიმღებში გოგომ თქვა მთელი დღეა წინ და უკან დადისო და მკურნალობისა და რეაბილიტციის პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებსო - ჩამომირაკრაკა ერთი ამოსუნთქვით
-არაფერი არ მჭირდება მაგისგან - უკმაყოფილო სახე მივიღე - მე კი გადავირბინე წითელზე, მაგრამ ეგეც წითელზე მოდიოდა. თან სწრაფად - კიდევ ბევრ ტლიკინს ვაპირებდი, მაგრამ ისედაც შეღებულ კარზე კაკუნმა ლაპარაკი შემაწყვეტინა. მე და სოფიმ ერთდროულად გავიხედეთ - კარში მაღალი, აშკარად ნავარჯიშები ფიგურის მქონე მამაკაცი იდგა. შავგვრემან სახეზე ნერვიულობის კვალი აშკარად დამჩნეოდა, თუმცა სქელი ტუჩებისა და ხშირი წამწამებიდან მაცდურად მომზირალი ლურჯი თვალების მეშვეობით ირონიული ნიღაბის მორგებაც არ უჭირდა:
- ვიღაც ლაპარაკის ხასიათზე მოსულა - მომნუსხველი ხმით თქვა და ღიმილით მოგვაჩერდა..
-მმ, ისა, გავალ თათ მე და გნახავ მერე - ძლივს ამოილუღლუღა სოფიმ რამდენიმე წამის შემდეგ და სასწრაფოდ გავიდა ოთახდან.
-ამ ოთახში ყოფნა არ შეიძლება, მითუმეტეს კრიმინალების - ჯიუტად ვუთხარი, თითქოს მე კი არა, მან დაარღვია წესები. აშკარად დაეტყო ცვლილება გამომეტყველებაზე, ჯერ გაოცება გამოესახა, შემდეგ კი სიმკაცრე
-წითელზე არ გაჩერება კრიმინალად როდიდან გვაქცევს ხალხს?
-მანქანა რომ დამარტყი იმ დღიდან - ირონიით მივუგე თან აფიშირებისათვის ნაკერებიანი ხელი საბნიდან ამოვყავი.
-ხოდა სასწრაფოდ გამოდი ამ ოთახიდან - ხმაც გაუმკაცრდა
-ბატონო ? - გავიკვირვე
-ხო, არც შენ გაჩერებულხარ წითელზე. თანაც პატარა გაკაწრულის გარდა არაფერი გაქვს, აღარც გადასხმას იკეთებ - არც მას დაუკლია ირონია.
- რა უტაქტობაა! - საშინლად გავბრაზდი - მანქანას მარტყავ, შენს გამო ნაკერები მადევს, ტვინის შერყევა მქვს და კიდევ ჩემთან გაქვს პრეტენზიები ? - კარგი მატყუარა არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ დროებით დავივიწყე ის ფაქტი, რომ ეს ამბავი ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო და მთლიანად მის დანაშაულზე გადავერთე.
-ტვინის შერყევის ნიშები გაქვს მხოლოდ, რაც სავარაუდოდ აქამდეც გექნებოდა.. თან ადგილსაც ტყუილად იკავებ - განაგრძო ლაპარაკი და მშვიდად მომიგო. სიმართლე რომ ითქვას, საშინლად გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ პირველი შთაბეჭდილება ასე გააქარწყლა მისმა ლაპარაკმა და ალბათ ამიტომ ვეღარ მოვითმინე მეც:
-უტაქტო ხარ შენ. და თავხედი. და კიდევ თავხედი - ფეხი არ მოუცვლია, უბრალოდ ჩაეღიმა - გაბრძანდი აქედან. ბოდიშს უნდა მიხდიდე წესით. რომ მოგეკალი, მერე ? - ვკითხე ნიშნისმოგებით და მივაჩერდი. მეგონა ამყვებოდა, ალბათ მეც ამის იმედი მქონდა, თუმცა ამის მაგიერ სახე აელეწა და გამოცრა:
-სიკვდილზე ხუმრობას რომ შეწყვეტ მერე ვილაპარაკოთ, გადაიკვეთება ჩვენი გზები სადმე, ალბათ-ო და ოთახიდან ისე გავიდა ჩემი მიძახებული ‘მეეჭვება’ მეთქი არ გაუგია. რა მინდოდა, რისთვის დავიწყე, ხომ იყო მართალი ? ამ ამბიდან 5 წუთში მეორე ექთანი შემოვიდა, მშობლებთან დამარეკინა, პატარა ინსტრუქცია მომცა ხელის მოსავლელად და სახლშიც გამწერა. ჩემი მშობლები მცხეთაში ცხოვრობდნენ, ასე რომ 15 წუთში ჩემთან იყვნენ და აქედან გამომდინარე მომხდარზე არც ფიქრი დამაცადა ვინმემ და არც სოფისთან ლაპარაკი. მხოლოდ მეორე დღეს დავიწყე იმის გაანალიზება თუ რა გადამხდა თავს, როგორ დავაფრთხე ადამიანი 3 წუთში, იმის მაგიერ რომ ბოდიში მომეხადა, მადლობა გადამეხადა, ნომერი გამომერთმია..
-სულელი ხარ თათელ, სულელი - უაზროდ გამეცინა და სოფის დავურეკე უნივერსიტეტში ერთად წავიდეთ, ამომიარე მეთქი. კი ბევრი იუარეს, დაისვენე ჯერ რამდენიმე დღე და მერე წადიო, თუმცა მეორე სემესტრი საკმაოდ დიდი იყო და მეც პირველივე დღის გაცდენით დაწყება ნამდვილად არ მაწყობდა.
-თასმები აქ შეიკარი ოღონდაც რა და ადრე გავიდეთ, თორემ შენთან ერთად ან სვეტლანკა შემიკლავს ან მანქანა - არ წყვეტდა ბოროტ ხუმრობებს ის, თუმცა მისი წუწუნის მიუხედავად 20 წუთში უკვე უნივერსიტეტში მივაბიჯებდით.
-აუ ცხრილში კი არ ჩამიხედავს, რა გვაქვს დღეს? - კიდევ ერთხელ გამიხარდა ის, რომ საგნების ნაწილი გვემთხვეოდა და ყოველ ორ წუთში ცხრილში ჩახედვა არ მომიწევდა
-გასვიანის გვაქვს, ანთროპოლოგია -ორი წამის შემდეგ კი დაამატა - ცოტა მალე იარე რა, არ დავაგვიანოთ.
-ამ კაცისა რატომ გეშინია არ მესმის - გავიკვირვე - ასეთი ვინაა. გასწავლიდა ?
-არა ახალი ლექტორია, საქართველოში ახლა დაბრუნდა. ძალიან მომთხოვნიაო ამბობენ და მაინც და მაინც პირველებმა ჩვენ რატომ გავალანძღინოთ თავი ? - სიცილით გამომხედა და აუდიტორიის კარი შემიღო. მაინც დავაგვიანეთ, თუმცა არც ჩვენსკენ მომზირალი სტუდენტებისთვისა და არც ლექტორისათვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია - ლექცია ახალი დაწყებული იყო. თუმცა, მანამ, სანამ მე აუდიტორიას ვათვალიერებდი დასაჯდომი ადგილების მოსაძებნად, ჩემი ყურადღება ლექტორის მეტად ნაცნობმა ხმამ მიიპყრო:
-....დანიელ გასვიანი ვარ. - მერე ჩვენ მოგვიბრუნდა - როგორც იქნა იკადრეთ გამოჩენა, ხომ მშვიდობით იმგზავრეთ ?
ვერ ვიჯერებდი.
ჩემ წინ ვისთვის დანიელ გასვიანი, ვისთვის კი ‘ბატონი კრიმინალი’ იდგა და ირონიულად მიღიმოდა.
ქვეტექსტი ამოვიკითხე და მგონი მეორედ დამემართა ტვინის შერყევაც.

__________________________
ესეც მეორე თავი ♥
იმედია ბევრი არ გალოდინეთ
პ.ს. ყველას მადლობა, ვინც კითხულობს ისტორიას მოტივაციას მაძლევს მის გასაგრძელებლად ♥



№1  offline წევრი Rania

Kargiaa. Ardaagvianoo raa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი tuna

Rania
Kargiaa. Ardaagvianoo raa

ყველანაირად ვეცდები ♡♡

 


№3  offline წევრი Maryam_

საინტერესოა და ეს ბატონი კრიმინალიკო მომეწონა :დ ველოდები შემდეგ თავს არდააგვიანო და წარმატებები❤

 


№4  offline წევრი tuna

Maryam_
საინტერესოა და ეს ბატონი კრიმინალიკო მომეწონა :დ ველოდები შემდეგ თავს არდააგვიანო და წარმატებები❤

მადლობა ძალიან დიდი ❤ არ დავაგვიანებ : დ ♡

 


№5 სტუმარი სტუმარი Nako

Tavebi gazarde ra dzaan

 


№6  offline წევრი tuna

სტუმარი Nako
Tavebi gazarde ra dzaan

ვეცდები ♥

 


№7  offline მოდერი მარტო სახლში

კარგი იმედია თავებს გაზრდი და მალე დადებ <3

 


№8  offline წევრი tuna

მარტო სახლში
კარგი იმედია თავებს გაზრდი და მალე დადებ <3

აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent